| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | სამუშაოთა აღწერილობები |
| Received On : | 08.06.2020 08:34 |
დილა მშვიდობისა, ქალბატონო ეკატერინე!
ორიოდე სიტყვით მინდა გადმოგცეთ ვითარება დებულებებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, დებულებების დამუშავება დავალებულია იურისტ-კონსულტანტებისთვის, რასაც მეც მივესალმები.
მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით არსებული დებულებები შემუშავდა ჩვენი (აუდიტის) მოთხოვნით და სამინისტროში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც უბრალოდ გაიმარტივეს საქმიანობები და დიდი პასუხისმგებლობებით არ გადატვირთეს დებულებების პროექტები, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს საკითხები თქვენ დაძარით.
აქვე მინდა შემოგთავაზოთ, რომ იქნებ სამუშაოთა აღწერილობების გაკეთებაც დავავალოთ შესაბამის პირებს, თუ საჭირო გახდა ჩვენც მზად ვართ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა. რატომ ვამახვილებ ეხლა ამაზე ყურადღებას.
იმიტომ რომ აუცილებელია ამ მიმართულებითაც პასუხისმგებლობები გადავანაწილოთ, თორემ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს და დეპუფროსებზე გადადის მთლიანად პასუხისმგებლობების ეს ტვირთი. ერთერთი მაგალითია კორპორატიული ტელეფონის ნომრების საკითხი - სანამ მე და ბექა ჯაყელი არ ჩავერთეთ, ვერ მოხერხდა აქ წესრიგის დამყარება - ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ 3 ასეულზე მეტი კორპორატიული ნომრის დაფინანსების შემცირება თითქმის 125 ერთეულით (დარჩა, 198), როდესაც თანამშრომელთა დიდი ნაწილი წასული იყო სამსახურიდან.
ჩვენი კადრების დიდი ნაწილი კი, როგორც მოგეხსენებათ, ერთმანეთზე ჭორების აგორებით არიან დაკავებული ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი მოვალეობები შეასრულონ ჯეროვნად. ერთერთი მიზეზი ამისა გახლავთ სწორედ უფუნქციოდ ყოფნა.
აქედან გამომდინარე, ისე უნდა გავწეროთ სამუშაოთა აღწერილობები თითოეულ პოზიციაზე, რომ ადამიანებმა იცოდნენ თავიანთი უფლებებიც და ვალდებულებებიც და ვის რა სანქცია დაეკისერბა ამა თუ იმ შემთხვევაში. ისინი უნდა გაეცნონ და ხელი უნდა მოაწერონ ძირითად მოვალეობებს.
რაც შეეხება კონკურსს, რომელიც გამოცხადებულია შიდა აუდიტში (3 კაცის დამატებაზეა საუბარი), როგორც კი დასრულდება, მინიმუმ ერთ ადამიანს ბესოსთან გავამწესებთ, რათა მიეხმაროს მას. ხოლო, როგორც კი დავიმატებთ შტატებს, მერე ბესოს სამართლიან მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებთ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი თანხმობაც გვექნება.
მადლობა