• ეს არ არის კომენდანტის საათი ან საყოველთაო კარანტინი. გადაადგილების შეზღუდვა, ამ ეტაპზე, არ დაწესებულა!
• შესაბამისად, არ არსებობს თავისუფალი გადაადგილებისთვის საჭირო რაიმე სახის სპეციალური საშვები!
• პრემიერმა ბრიფინგზევე ხაზგასმით განაცხად, რომ შეზღუდვები პრესასა და მედიას არ ეხება!
• პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 2020 წლის 21 აპრილამდე გამოსაცხადებლად.
2. პრეზიდენტს ასევე წარედგინა დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გარკვეული უფლებების შეზღუდვას და საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო სიტუაციის რეგულირების მიზნით უფლებამოსილებების მინიჭებას. აღნიშნული დეკრეტი დღესვე საჯაროდ გამოქვეყნდება.
3. პრეზიდენტი აღნიშნულ დეკრეტს უგზავნის საქართველოს პარლამენტს.
4. პარლამენტი შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით ამტკიცებს მას.
5. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას კონკრეტული შეზღუდვების რეგულირების შესახებ.
• კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების, ოჯახის წევრების და საზოგადოების ხანდაზმული წევრების ჯანმრთელობაზე.