რუსთაველის გამზირზე, ორი რადიკალური ჯგუფის აქციასთან დაკავშირებით
Received On :
09.07.2019 11:22
რუსთაველის გამზირზე საზოგადოების ორი რადიკალური ჯგუფი მართავს აქციას:
- ერთ მხარეს დგას ჯგუფი, რომლებიც თავისი ფორმითა თუ
შინაარსით კომიკური, კარიკატურული რადიკალები (ფაშისტები) არიან და ჩვენს
მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოითხოვენ, რასაც
ცხადია არ ვაპირებთ.
- მეორე მხარეს კი, ანტისაოკუპაციო ლოზუნგის საფარქვეშ დგას
სამოქალაქო აქტივისტებს ამოფარებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
თავისი განშტოებებით, რომელიც საბოლოოდ გაფორმდა საოკუპაციო ძალად, მას
შემდეგ, რაც გაბუნიას პირით, ხელმეორედ მოიწვია პუტინი და კადიროვი
საქართველოში. ეს ის ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნისას რეალურად
დაამყარა მოძალადე რეჟიმი და პრაქტიკაში გვანახა, რომ ერთ-ერთი ყველაზე
კაცთმოძულე და მოძალადე პოლიტიკური ჯგუფია ჩვენს ქვეყანაში.
− ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფოსთვის
უმნიშვნელოვანესია დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება,
ჯანმრთელობა, მათი გამოხატვის და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება,
განურჩევლად ორიენტაციასა, რელიგიური მრწამსისა და ნებისმიერი
განსხვავებისა. ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას კარგად
დაანახა, რომ ეს უფლებები ჩვენს ქვეყანაში ყველასთვის დაცულია!
− ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული პოლიციის მაღალკვალიფიციური
მოქმედება, რომელმაც უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი, გამოავლინა,
განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, 4 სხვადასხვა
ჯგუფი მართავდა აქციას. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ
სხვადასხვა აქციების მონაწილეები ერთმანეთთან კონფლიქტში არ შესულიყვნენ
და თავიდან აგვარიდა, ეს საშიშროება.
− სახელმწიფო დგას და იდგება კონსტიტუციის, კანონის, გამოხატვის
თავისუფლების და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.