საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 4.9%-ით გაიზარდა
· 2019 წლის აგვისტოში, საქართველოს 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია. 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტურისტული ვიზიტებში - მათი რაოდენობა აგვისტოში 753 648 შეადგენს.
· აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირებული ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება არსებულ მოლოდინებს. თუმცა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, მცირე პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება.
· რაც შეეხება, მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლების გამომწვევ მიზეზებს, 2019 წლის აგვისტოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 8.5%-ით (207 899 ვიზიტორი), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა შემცირდა 17%-ით (148 298 ტურისტი). შედარებისთვის, 2018 წლის აგვისტოში რუსეთიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილი იყო 23.4%-ით. აღნიშნული ზრდის ტემპის შენარჩუნების პირობებში, 2019 წლის აგვისტოში რუსეთიდან 220 521 ტურისტული ვიზიტი განხორციელდებოდა, თუმცა მხოლოდ 148 298 ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც მოსალოდნელზე 72 223 ვიზიტით ნაკლებია.
· რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს - 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში 6 320 516 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.2%-ით აღემატება.
დეტალური სტატისტიკა ასეთია:
ევროკავშირის ქვეყნები:
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები (43.7%), გაერთიანებული სამეფო (32.5%), პოლონეთი (31.6%), გერმანია (27.1%), საფრანგეთი (23.1%) და სხვა.
სხვა ქვეყნები, საიდანაც განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა:
უზბეკეთი (87.2%), ყირგიზეთი (63.3%), ყაზახეთი (53.4%), ჩინეთი (34.3%), საუდის არაბეთი (31.5%) და სხვა.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:
აზერბაიჯანი (226,133, ზრდა -12.8%), სომხეთი (191,817; ზრდა 4.5%) და თურქეთი (154,834; ზრდა -6.8%).
შემოსავლები ტურიზმიდან:
წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.8 მლრდ. აშშ დოლარს (ზრდა 2.1%), რაც 38 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 5%), რაც 28 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.9%-ია.