From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : რეკომენდაციები შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
Cc : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Received On : 23.04.2020 10:38
Attachments :

ქალბატონო თამარ,

 

თქვენი დავალების თანახმად გიგზავნით ჩვენს წინადადებებს.

თანდართულ ფაილშია მიმოხილვა სხვადასხვა ქვეყნების ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები COVID-19 მიმართებაში დაგეგმილი ღონისძიებების შემსუბუქებაზე ჯანდაცვის მიმართულებით

 

შემსუბუქების ღონისძიებების დასაწყებად სასურველია ისეთი ინდიკატორების გათვალისწინება, როგორიცაა: ) ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილური კლება 10 დღის განმავლობაში ან/და ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში და ) ტესტირების ხელმისაწვდომობა, მათ შორის უპირველესად PCR, ასევე უცილობლად ანტისხეულებსა და ანტიგენებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები და კლასიკური სეროლოგიური ტესტები ანტისხეულების კვლევისთვის.

ასევე ამ რეკომენდაციას დავამატებდით  - ქვეყანას უნდა ქონდეს თითოეული ტესტირებით გამოვლენილი შემთხვევის სრულყოფილი და სრულფასოვანი მიდევნების რესურსი (შემთხვევების და კონტაქტების მოძიება, მათი იზოლირება და სამედიცინო მონიტორინგი).

გარდა ამისა, შესაძლებელია მცირედ ფორმულირების შეცვლა პირველ წინაპირობაში და ასეთი სახით გაჟღერება: ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის სტაბილური კლების ტენდენცია ან / და ახალი შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე დროის გარკვეულ მონაკვეთში და / ან რეპლიკაციის მაჩვენებელი არის 1 ან მასზე ნაკლები (R01). ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ჩვენ არ დავეთანხმებოდით კურაციოს პუბლიკაციაში მოყვანილ ციფრს, რადგან ჩვენი გათვლებით ის ნაკლებია ვიდრე 1.63. ვფიქრობთ სასურველია შეხვედრა და კონსესუსის მიღწევა ამ მნიშვნელოვან ინდიკატორთან დაკავშირებით.

 

შემსუქების ღონისძიებების დაწყებისას მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს ჯანდაცვის პირველადი და ჰოსპიტალური სექტორები , უნდა არსებობდეს ქვეყანაში პირადი დაცვის საშუალებების, მედიკამენტების და ტესტების სამთვიანი მარაგები.

 

ასევე, შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისას მკაცრად დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

      საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „სოციალური“ პირბადის ტარება

      სოციალური დისტანცირება მინიმუმ 2 მეტრი

      მასობრივი თავყრილობების შეზღუდვა (ამ ეტაპზე არ შეიძლება 3-ზე მეტი)

      იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვა

      70 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების სახლში დარჩენა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა

      ქრონიკული დაავადებების მქონე და სხვადასხვა რისკ-ჯგუფში შემავალი მოქალაქეების სახლში დარჩენა, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა

      დისტანციური მუშაობის გაგრძელება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა

 

 

 

განმარტების მიზნით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ:

·         სასურველია გაძლიერდეს სოციალური, .. do it yourself (DIY) პირბადის ტარების მოწოდება

·         0-5 წლის ბავშვებისთვის პირბადის ტარების საჭიროებას წყვეტს მშობელი

·         სოციალური დისტანცირება არ ეხებათ ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრებს

·         მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების ფართო ჩართულობას და სოციალურ მხარდაჭერას, ვისზეც შემსუბუქების ღონისძიებები შეზღუდვით ვრცელდება (>70 წელი, ქრონიკები, რისკ- ჯგუფები)

შესაძლოა შემსუბუქების ღონისძიებები განხორციელდეს ეტაპობრივად. ამ შემთხვევაში ეტაპებს შორის დაცული იქნება საშუალოდ 14 დღიანი შუალედი, ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის გათვალისწინებით. ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს შეზღუდვების აღდგენა.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3