From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail.com
Subject : რეკომენდაციები სამომავლო ეტაპზე
Cc : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Received On : 26.03.2020 09:16
Attachments :

ბატონო ამირან და კოლეგებო

მადლობა თქვენი რეკომენდაციების გაზიარებისთვის. აქვე მინდა დავამატო, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განსაზღვრა შემდეგი აუცილებელი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვანია COVID19 თან დაკავშირებული სიკვდილობის პრევენციისთვის. ვფიქრობ ამ მიმართულებებით გადავხედოთ ჩვენს მზაობას და კონკრეტულ გეგმებზე შევჯერდეთ. ფორმულირება არის ზუსტად ისე, როგორც ჯანმოს წყაროში (ამიტომ არ ვთარგმნე)

1.      Expand, train and deploy your public health force: პრიორიტეტი უნდა გახდეს მცირე ზომის რაიონული კლინიკების მომზადება, რათა ყველამ შეძლოს თავის დაცვა ინფექციის კონტროლის კუთხით, მოახდინოს ტრიაჟი და სიცხიანი პაციენტის სათანადოდ შეფასება. მცირე ზომის კლინიკების პერსონალის ონლაინ ტრეინინგი მზადების პროცესშია ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დახმარებით. კვირის ბოლომდე მოდულის და განრიგის მომზადება დასრულდება და დაიწყება ტრეინინგები მომდევნო კვირიდან.

ვმუშაობთ სტუდენტების მობილიზაციაზე

პჯდ მობილიზაციის სქემა მუშავდება და ეტაპობრივად გაფართოვდება უკვე ხვალიდან.

2. Implement a system to find every suspected case: საეჭვო შემთხვევების გამოკვლევა საზღვრებზე აქტიურად ხორციელდება და უნდა გაგრძელდეს; საეჭვო შემთხვევების მოძიებისთვის სამედიცინო ქსელში პირველ რიგში ბევრ პჯდ ში უკვე ხორციელდება აუცილებელი სკრინინგი ტემპერატურის გაზომვის გზით და მოგზაურობის ანამნეზის გამოკითხვით. აქაც მნიშვნელოვანია მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ტესტირება კლინიკებში ცხელებით ან სხვა საეჭვო სიმპტომებით შემოსული პაციენტებისთვის.

3. Ramp up testing capacity and availability: (ა) ტესტირების ახალი ალგორითმის დამუშავება დასრულდება 27 მარტის დილამდე (ბ) სწრაფი ტესტების შესყიდვის პროცესის კოორდინაცია- აქამდე ყველას მცდელობამ სწრაფად მოეძიებია სანდო მიმწოდებელი უკუშედეგი გამოიღო-  ტესტების შესყიდვის პროცესის გამართულ და ერთიან სქემაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. ის თუ რა ტესტი უნდა ვიყიდოთ და რა ოდენობით განისაზღვრება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დასკვნის საფუძველზე.

სწრაფ ტესტებზე სწორი მოლოდინის ჩამოყალიბება მოსახლეობაში მნიშვნელოვანია. ამიტომ ერთიან მესიჯებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა მხარე.

4. Identify and adapt key facilities you will use to treat and isolate patients: პაციენტების მკურნალობისთვის ჰოსპიტლების მობილიზების გეგმა მომზადებულია (მინისტრის ორგანიზაციული ბრძანება), ცხელებიანი პაციენტების საწყისი ტრიაჟისთვის რაიონის დონეზე დაწყებულია ჰოსპიტლების „ცხელების კლინიკებად“ გადაკეთების პროცესი. რაიონში არსებული სულ მცირე 2 კლინიკიდან ერთი გადაკეთდება ცხელების კლინიკად, თუ ერთადერთი მიმწოდებელია რაიონში- იგი საწყისი ტრაიჟისთვის გამოყენებს ინფექციური პაციენტებისთვის განკუთვნილ სივრცეს, რაც ასეთ კლინიკებში აუცილებელი მოთხოვნაა. ინფექციის კონტროლის ტრეინინგი დაიწყება ორშაბათიდან.

მოქმედებს ცენტრალიზებული კლინიკური ჯგუფი, გვაქვს უცხოელ ექპსრტებთან კონსულტაციის საშუალება (ჯანმოს ხელშეწყობით ისრაელთან ტელეხიდი იგეგმება), გაიდლაინი და პროტოკოლები დამტკიცებულია და ხელმისაწვდომი ყველა მონაწილე მხარისთვის.

პერსონალური დაცვის საშუალებების გარკვეული მარაგი არის სამინისტროში, ჯანმოს დახმარება დამატებით შემოვა აპრილის დასაწყისში. საჭიროა მეტის მობილიზება და შესყიდვების და მარაგების მართვის ერთიან სქემაში ამ პროცესის მოქცევა.

5. Develop a clear plan to quarantine contacts- კარანტინის წესი და სქემა გამართულია და მუშაობს.

6. Refocus the whole of government on suppression and containing COVID-19-ყველა სამთავრობო სტრუქტურა მობილიზებულია და სამთავრობო შტაბი ამოქმედებული

რაც შეეხება ზოგადად პასუხის მიმდინარეობას და განხორციელების ყველა ეტაპზე სხავადასხვა დატვირთვის ხარვეზებს ამისთვის მნიშვნელოვანია :

1.      Chain of commands მკაფიოდ განსაზღვრა თითოეულ ტექნიკურ მიმართულებაში ერთიანი სამთავრობო ორგანიზაციული სქემის ფარგლებში

2.      შიდა ორგანიზაციული შტატების გაძლიერება „ინციდენტის“ მართვისა და სწრაფი რეაგირებისთვის

3.      ჰოსპიტლებისთვის რეგიონული „ოპერაციული მენეჯერების“ იდენტიფიცირება

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 26 March, 2020 10:19
To: gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail.com
Cc: Ekaterine Tikaradze ; Tamar Gabunia ; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Paata Imnadze
Subject: 26 მარტის ეპიდ მიმოხილვა

 

გიგზავნით დღევანდელ ეპიდსიტუაციასა და რეკომენდაციების მიმართულებებს.

დაწვრილებით მოგხასენებთ სხდომაზე.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3