From : tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : პროფკავშირი გვწერს ესეთი შნაარსის წერილს
Received On : 04.08.2019 05:04

გვაცნობებენ, რომ 2018 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიის კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოს საკითხი იმ 25 სახელმწიფოს შორის, სადაც ყველაზე უხეშად ირღვევა შსო-ს სტანდარტები მამაკაცის და ქალის ხელფასებს შორის საგანგაშო სხვაობის გამო. შსო-ს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები გულისხმობს ხელფასებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას. შესაბამისი მეთოდოლოგიის შესამუშავებლად საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო კვლევა, რის შედეგადაც შესწავლილი უნდა იქნეს ევროპული პრაქტიკა და მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები ხელფასებში გენდერული სხვაობის ობიექტურად დათვლის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. ქართველ ექსპერტთან ერთად, კვლევაში მონაწილობას მიიღებს ისლანდიელი მკვლევარი, რომელიც საქართველოს ეწვევა მიმდინარე წლის 3-5 სექტემბერს. გთხოვენ კვლევაში მონაწილე ექსპერტებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის ვაცნობოთ მისაღები დრო.