| From : | khatuna zaldastanishvili <khzaldastani@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | პროფესიული განვითარების საბჭოს დამატებითი მასალა |
| Received On : | 21.10.2019 09:37 |
გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, გიგზავნით პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის N10 სხდომის დამატებითი მასალას.
შპს ,,ავერსის კლინიკის“ ადმინისტრაციის წერილი (16.07.), რუსეთიდან მოწვეული სპეციალისტების: ანდრეი ჩერეშნევის, სპეციალობაში ,,ორთოპედია - ტრავმატოლოგია“, ლექსანდრე კისელევსა და ლევ სირომოლოტოვისათვის, სპეციალობაში ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“, 6 თვის ვადით, დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების გაგრძელების თაობაზე. მათ, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 1 თებერვლის N2 სხდომის გადაწყვეტილებით, 6 (ექვსი) თვის ვადით მიენიჭათ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება. წარმოდგენილია ინფორმაცია, განვლილ საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განხორციელებული აქტივობის თაობაზე-ცერებრალური დამბლის დიაგნოზით დაავადებულ პაციენტებში კომბინირებული ინტრავენური ანესტეზიით ჩაატარეს 132 ოპერაცია ტენომიოტომია (აქედან, 97 არასრულწლოვანი, ზრდასრული - 35 პაციენტი). ამასთან, დამატებით წარმოადგინა მინისტრის N01-65/ნ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია: ინფორმაცია სამუშაო ადგილიდან და ახალი ფორმატის შესაბამისი დარგობრივი ასოციაციის რეკომენდაციები.
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი გადაწყვეტილება.
პატივისცემით,
პროფესიული რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
ხათუნა ზალდასტანიშვილი