დღეიდან პრემიერ-მინისტრი ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს იწყებს.
ძირითადი გზავნილები:
• სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა დაიწყო სექტორული, პირდაპირი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან.
• ტურიზმი ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, პრემიერმა აქტიური კომუნიკაცია ამ სფეროში მოქმედ ძირითად მონაწილეებთან შეხვედრით დაიწყო.
• ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა. 2018 წელს, საქართველოს 7.2 მლნ. საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო საერთაშორისო შემოსავლებმა ტურიზმიდან 3.2 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
• ასევე, ამ სფეროს განვითარებას აქვს დადებითი ეფექტი სხვა დაკავშირებული სექტორების განვითარებაზე, რამდენადაც ის წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებით მოთხოვნას (სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ა.შ.).
• მთავრობის მიზანია, რომ ტურიზმში მივაღწიოთ დივერსიფიკაციის მაღალ დონეს, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და სექტორში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გავხადოთ მაქსიმალურად მიმზიდველი.
• ჩვენ მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ ტურიზმის სფეროზე 2020 წლის ბიუჯეტში. ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 115 მლნ. ლარზე მეტი, მათ შორის არის სახელმწიფო პროგრამებით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, დაცული ტერიტორიების განვითარება, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო მეტად იძენს ტურისტულ პოტენციალს, ასევე სასტუმროების კომპონენტში სახელმწიფოს მიერ ბიზნესის მხარდაჭერა და ა.შ.