From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : m.tskitishvili@mrdi.gov.ge; gsakhokia@gov.ge
Subject : პრემიერის დავალება
Cc : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 22.03.2020 16:25
Attachments :

ქალბატონო მაია,

 

გიგზავნით პრემიერ-მინისტრის დავალების თანახმად ბოლნისსა და მარნეულში გადაადგილების სრული შეზღუდვის შემთხვევაში სამედიცინო თვალსაზრისით  განსახორციელებელ ღონისძიებებათა თაობაზე  რეკომენდაციებსა და შესაბამის პროტოკოლებს.

 

გადაადგილების სრული შეზღუდვის შემთხვევაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების რეკომენდაციებსა და პროტოკოლებს ვიმედოვნებთ შეიმუშავებენ შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურები.

 

 

ბატონო გიორგი,


თქვენი დავალების თანახმად გიგზავნით ჩვენს მოსაზრებებს მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით. მარნეულში იმუშავა დღეს ჩვენი ცენტრის წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა, ქალბატონმა ხათუნა ზახაშვილმა და ქალბატონმა ლია სანოძემ.
ამ ეტაპზე დადგენილია, შემთხვევა, 62 წლის ქალი, ჰოსპიტალიზირებულ იქნა მწვავე რესპირაციული ინფექციითა და პნევმონიის დიაგნოზით 18/03. დინამიკაში შემთხვევა დამძიმდა და ცენტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსზე ტესტირების შესახებ. 21/03 დადასტურდა COVID-19. ავადმყოფი ინტუბირებულია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამასთანავე, შემთხვევის და იმყოფება მარნეულის სხვა კლინიკაში 9 მარტიდან. ამ კლინიკაში აღებულია 2 სინჯი შემდგომი კვლევისთვის. შედეგები ცნობილი იქნება მოგვიანებით. 11 მარტს დაავადებულის ოჯახი იმყოფებოდა სარიტუალო სუფრაზე 100-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, .. აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც 12-13 მარტს უკან გაბრუნდნენ აზერბაიჯანში. ამჟამად შესაბამისი სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულია 86 პირი, რომელიც ესწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას. შემთხვევათა მოკვლევა, მიდევნება და ინფორმაციის შეგროვება გართულებულია ენობრივი ბარიერის გამო, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა იოლად არ თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებებთან

დაავადებულის შემთხვევაში სიმპტომების დაწყების თარიღი გვაფიქრებინებს, რომ ინფიცირება მოხდა სარიტუალო სუფრაზე. შესაბამისად, განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება სარიტუალო სუფრის ყველა მონაწილე და ოჯახის წევრები.
ადგილზე შეფასდა შემთხვევის განთავსების კლინიკის შიგნით ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი და შეფასებულია როგორც საშუალო. მედპერსონალის მიერ ჩამრევი მაღალი რისკის პროცედურების ჩატარებისას გამოყენებული იყო პირადი დაცვის ადექვატური საშუალებები, თუმცა არსებობს რისკი გადადებას ადგილი ქონდეს სხვა პერსონალში. ამიტომ, საავადმყოფოს მიერ მოხდა მომუშავე პერსონალის ტრიაჟი - ინდივიდუალური რისკების განსაზღვრისთვის. მაღალი რისკის კონტაქტები კარანტინის ტიპით დარჩებიან საავადმყოფოში და განაგრძობენ მომსახურებას იმ პაციენტების, რომლებიც იმყოფებოდნენ იმავე ექსპოზიციის ქვეშ. დანარჩენი, დაბალი რისკის ექსპოზიციის პერსონალი გადადის ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის რეჟიმზე.

ამ რეგიონის ზოგადი პრობლემებიდან გამომდინარე (ენობრივი ბარიერი, რთული დამყოლობა სამედიცინო პერსონალის მუშაობის პერიოდში, პრობლემების ზოგადი იგნორირება მოსახლეობის მიერ, საშიშროების ვერ გათავისება, ქართული საინფორმაციო წყაროებისადმი ნაკლები ხელმისაწვდომობა და სხვ.) სატელეფონო საუბარში მოგახსენეთ განხილვა საკითხისა აღნიშნულ ორ მუნიციპალიტეტში გადაადგილებისა და შემზღუდავი ღონისძიებების უფრო მეტად გამკაცრებასთან დაკავშირებით.
ბოლნისსა და მარნეულში გადაადგილების სრული შეზღუდვის შემთხვევაში სამედიცინო თვალსაზრისით უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:
1.
ჯეოჰოსპიტალი, სადაც იწვა შემთხვევა, იქცევა ცხელებით მიმდინარე დაავადებათა კლინიკად, სადაც მომუშავე პერსონალი არ ტოვებს კლინიკას და მუშაობს ცვლაში; საჭიროა პერსონალის წახალისება;
2.
კლინიკა უნდა დაიცალოს სრულად სხვა ავადმყოფებისგან და იღებს მხოლოდ ცხელებით მიმდინარე შემთხვევებს საკონსულტაციოდ, ტესტირებისთვის და ტოვებს პაციენტს კლინიკაში ტესტის შედეგის მიღებამდე;
3.
საჭიროა საკარანტონო სივრცის მოწყობა შესაბამის მუნიციპალიტეტებში, სადაც განთავსდებიან უარყოფითი ლაბორატორიული შედეგის მქონე პაციენტები შემდგომი დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი ტესტირებისათვის;
4.
თუ მოცულობა და სივრცე არ იქნება საკმარისი, რეკომენდებულია საველე ჰოსპიტლის გაშლა;
5.
დკსჯეც ამ ეტაპზე უზრუნველყოფს ნიმუშების ტრანსპორტირებას და ლუგარში ტესტირებას, სწრაფი ტესტების შემოტანის შემთხვევაში ტესტირება ჩატარდება ადგილზე დადგენილი ალგორითმების შესაბამისად;
6.
იგივე ღონისძიებები უნდა გატარდეს ბოლნისშიც;
7.
სხვა მიზეზით ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში სასწრაფომ უზრუნველყოს პაციენტების გადაყვანა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ჰოსპიტალში;
8.
ნებისმიერი COVID-19 შესაძლო შემთხვევეა (შემთხვევის განსაზღვრების შესაბამისად) მიმართული უნდა იყოს ცხელებით მიმდინარე დაავადებების კლინიკებში; სხვა ჰოსპიტლები და პროვაიდერები არ უნდა მოემსახურონ მსგავს შემთხვევებს;
9.
ცხელებით მიმდინარე დაავადებების კლინიკებს უნდა გააჩნდეთ პირადი დაცვის აღჭურვილობის საკმარისი მარაგი;

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მიერ შემუშავებულია შემდეგი პროტკოლები, რომლებიც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტები აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალისთვის

ხემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სამედიცინო პერსონალს ეპიდემიოლოგებისა და კლინიცისტების მიერ ჩაუტარდებათ დამატებით შესაბამისი ტრეინინგები.

დანართებად გიგზავნით შემდეგ პროტოკოლებს:
1.
კარანტინში/თვითიზოლაციაში მყოფი პირებისგან ნიმუშის აღების ალგორითმი;
2.
შემთხვევის განსაზღვრება;
3.
ინფექციების პრევენცია და კონტროლი 2019-nCoV-ის შესაძლო შემთხვევის მართვისას;
4.
შესაძლო შემთხვევების ტრიაჟი;

6. COVID-19-ისადმი ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები

7. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები იზოლაციაში მყოფი პირებისათვის

8. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის

9. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს)  გამოყენების წესი

10. კლინიკური მართვის პროტოკოლი (მოგეწოდებათ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს მიერ)

პატივისცემით

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 


 

--