From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : პნევმოკოკური ვაქცინის გათვლები
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Lia Jabidze <L.Jabidze@ncdc.ge>
Received On : 26.05.2020 10:50
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

თქვენი დავალების შესაბამისად  გავაკეთეთ სამიზნე გათვლები პნევმოკოკური ვაქცინაციის საკითხზე და გიგზავნით ბმული ფაილის სახით.

როგორც შევთანხმდით, სამიზნე პოპულაციად შეირჩა: 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები - ჰიპერტონული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და ასთმა. გათვლები გაკეთდა როგორც ამ 5 დაავადების მქონე ადამიანებზე, ასევე 4 დაავადების მქონე (ასთმის გარდა) ადამიანებზე და, ასევე, თითოეულ დაავადებაზე ცალ-ცალკე. შეფასებითი გათვლები ეფუძნება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა N1-სა და ამბულატორიული დაწესებულებების შემთხვევაზე ორიენტირებული ელექტრონული ანგარიშგების ფორმა 25-. ვაქცინაციის საჭიროებად ავიღეთ ორი ვარიანტი - 5%-იანი და 10%-იანი საჭიროება.

ვაქცინაციის დანერგვის პირველ წელს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შესყიდვა განხორციელდეს 5 ან 10%-იანი საჭიროების გათვალისწინებით.

სამიზნე პოპულაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვიძლია გავაკეთოთ მსგავსი გათვლები.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3