From : გურამ ქარაზანაშვილი <qarazanashvili@gmail.com>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : პანდემიისას სპეციალური, ურგენტული სამედიცინო სერვისის შესახებ
Received On : 23.03.2020 12:02
Attachments :

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის

მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

ვირუსული პანდემიის პირობებში, სრულიად საფუძვლიანად, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართულია ვირუსით დაავადებულთა საწოლფონდის შექმნისთვის. ამ მიზნით ურგენტული სერვისების მიმწოდებლები იცვლიან პროფილს. შესაბამისად იქმნება პრობლემა სპეციალური ურგენტული სრვისების მიწოდებისა. მაგალითად უროლოგიის, გინეკოლოგიის და სხვა მიმართულებებით. ამიტომაც, სასურველია, რომ ურგენტულ პროგრამაში ჩართულ იქნენ ის კერძო კლინიკები, რომლებიც ზემომითითებულ დარგებში სპეციალური, უმაღლესი კატეგორიის სერვისის მიმწოდებლები არიან და რომლებიც გარკვეული რეგულაციების გამო დღეს ურგენტულ პროგრამაში არ მონაწილეობენ.

ამისათვის საჭირო იქნება ამ უმაღლესი კატეგორიის სპეციალური სერვისების მიმწოდებლების იდენტიფიცირება და არსებული რეგულაციების დროებით გადახედვა.

ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, რომ ეფექტურად გადჭრას ვირუსით დაავადებულთა საწოლფონდის საკითხი და ამავე დროს თავიდან აიცილოს სპეციალური ურგენტული სერვისის მიწოდები დეფიციტი ქვეყანაში.

თუკი აღნიშნული საკითხი ჩაითვლება მნივნელოვნად, როგორც სპეციალისტი და როგორც კლინიკის დამფუძნებელი ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ყველა ჩემი შესაძლებლობებით დავეხმარო სახელმწიფოს პრობლემების გადაჭრაში.

დიდი პატივისცემით,

 

გურამ ქარაზანაშვილი

 

„ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი“-ს დამფუძნებელი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ექსპერტი უროლოგიაში

ტელ: 599 119944

 

PS: წერილის ორიგინალის სკანირებული კოპიო თან ერთვის მიმაგრებული ფაილში