| From : | George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | მოწვევა გაეროს 74 ასამბელის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე |
| Cc : | azoidze@parliament.ge; Kaha Imnadze <kimnadze@mfa.gov.ge>; info@moh.gov.ge |
| Received On : | 04.09.2019 02:59 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
ამ წერილით მსურს გაგეცნოთ და ამასთანავე გაცნობოთ რომ გლობალური ჯანდაცვის სისტემები (Health Systems Global
HSG) არის შვეიცარიაში რეგისტრირებული გლობალური პროფესიული ასოციაცია იმ ადამიანების, რომლებიც ჯანდაცვის სისტემების და პოლიტიკის კვლევის საკითხებზე მუშაობენ.
ჯანდაცვის სისტემების კვლევა და ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისას მოპოვებული მეცნიერული მტკიცებულებების აქტიური გამოყენება ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
დღეისთვის გლობალური ჯანდაცვის სისტემები აერთიანებს რამოდენიმე ათას ადამიანს მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნიდან და 2015 წლიდან მოყოლებული
საერთაშორისო ფონდი კურაციო ამ ორგანიზაციას
საქართველოდან მართავს. ამ წლების მანძილზე
2016 წელს ვანკუვერში, კანადა და
2018 წელს ლივერპულში, გაერთიანებული სამეფო, ჩატარდა ჯანდაცვის სისტემების კვლევის მე-5 და მე-6 გლობალური სიმპოზიუმი და თითოეულს მთელი მსოფლიოდან 2,200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. 2020 წლის 8-12 ნოემბერს კი
მე-7 გლობალური კონფერენცია დუბაიში ჩატარდება, სადაც მსურს რომ მოგიწვიოთ.
გამომდინარე ჩვენი ორგანიზაციის მისიიდან გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის სპონსორობით,
ვაწყობთ შეხვედრას სათაურით “Universal Health Coverage – Unattainable Without Evidence”, რომელიც 26 სექტემბერს
10:00-12:00 ჩატარდება გაეროს საკონფერენციო შენობის “A” დარბაზში.
გამომდინარე იქიდან რომ ამ შეხვედრის სპონსორია საქართველო და ვსარგებლობთ რა შემთხვევით რომ საქართველოს დელეგაცია ამ პერიოდში ნიუ ორკში იქნება, გვსურს მოგიწვიოთ ამ შეხვედრაზე
და ამასთანავე გთხოვოთ დახმარება რომ ეს შეხვედრა თქვენ, როგორც სპონსორი და მასპინძელი ქვეყნის ჯანდაცვის დარგის ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნათ.
შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ წერილს თან ვურთავთ და საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მოგაწოდოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ.
წინასწარ მადლობას მოგახსენებთ ამ თხოვნის გათვალისწინებისთვის.
პატივისცემით,
გიორგი გოცაძე
აღმასრულებელი დირექტორი
|
George Gotsadze, MD, Ph.D |
|
3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia |
|
Health Systems Global is the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge
translation. Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global. The Sixth Global Symposium on Health Systems Research (#HSR2020) takes place in Dubai, UAE, from 8 to 12 November 2020. |