From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მონიტორინგი
Received On : 21.06.2019 12:23
Attachments :

 

 

ტელევიზია

21.06.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00

სულ სტაციონარებში შემოყვანილი 240 ადამიანი იყო, აქედან 80-პოლიციელია. დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში მონიახულა, ხოლო ნიუ ჰოსპიტალში გადაყვანილი დაშავებულები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6165004

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6165001

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6164957 (მეორე ვიდეო ფაილი)

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6165357

---

 

21.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

ამ დროისთვის კვლავ მძიმეა სპეცრაზმის მიერ დაშავებული 2 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიის წარმომადგენლებს მძიმედ დაშავებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება უჭირთ, რადგან გავრცელებული ცნობის თანახმად, ჯანდაცვის სამინიტრომ კლინიკებს ჟურნალისტებისთვის მსგავსი ინფორმაციის მიწოდება აუკრძალა. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

http://rustavi2.ge/ka/news/136686

---

 

21.06.2019

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

გრიგო ვაშაძე- მოუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს გამოყოს პირი, ჩვენი მხრიდან არის სერგო ჩიხრაძე, რომ თითოეული ადამიანი ვინც არის დაშავებული მათზე ხდებოდეს რეაგირება.

http://rustavi2.ge/ka/news/136688

---

 

 

 

ინტერნეტი

21.06.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-ministris-moadgile-aqciebze-sul-240-adamiani-dashavda-matgan-102-pacienti-klinikebshi-rcheba/?fbclid=IwAR1T1cAaDavkWRVoxK3SSmXG2wjL8nwdPvn41Gu6XvaNq8kn6y91VZG4BVU

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება

აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა. მისი ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა არის მძიმე, ორს კი, უტარდება ოპერაცია. „კონკრეტულად ამ დაწესებულებაში იყო შემოყვანილი 46 პაციენტი. აქედან, 35 გაწერილია, 11 პაციენტი კი, რჩება. სხვადასხვა ტრავმასთან გვაქვს საქმე. მთლიანად სტაციონარებში 240 პაციენტი იყო მიყვანილი, აქედან 80 პოლიციელია. ამ წუთებში მიმდინარეობს ორი ოპერაცია. ერთის პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. დანარჩენ შემთხვევებში, პაციენტებს უტარდებათ ყველანაირი გამოკვლევა. ამჟამად 102 პაციენტი არის ჰოსპიტალიზებული და იმყოფება სხვადასხვა სტაციონარში. უმეტეს შემთხვევაში იყო ტრავმა, დაჟეჟილობა, დაბეჟილობა და თვალის ტრამვა“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

ინტერპრესნიუს.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/552645-jandacvis-ministris-moadgilis-inpormaciit-gushindeli-movlenebis-shedegad-stacionarebshi-240-adamiani-sheiqvanes-akedan-80-policielia

ჯიეიჩენ.ჯი- http://www.ghn.ge/news/228330-tsukhel-ganvitarebuli-movlenebis-dros-sul-240-adamiani-dashavda

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/150909-parlamenttan-aqciis-darbevisas-160-moqalaqe-dashavda-aseve-klinikashi-moxvda-80

ახალითაობა.ჯი- https://akhalitaoba.ge/2019/06/zaza-bokhua-2-ma-adamianma-thvali-dakarga-sul-240-katsi-dashavda-aqedan-80-politsielia/

კვირა.ჯი- http://kvira.ge/480314

ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/45767/statsionarebshi-240-patsienti-iyo-miyvanili-aqedan-80-politsielia--ministris-moadgile

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85717

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministris-moadgilis-informaciit-gushindeli-movlenebis-shedegad-stacionarebshi-240-adamiani-sheiyvanes-aqedan-80-policielia

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/gushindeli-movlenebis-shedegad-stacionarebshi-240-adamiani-sheiyvanes-aqedan-80-policielia/

ბიპიაი.ჯი- https://bpi.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A/            

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/ministris-moadgile---amjamad-hospitalizirebulia-102-pacienti/35720

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/15200-parlamenttan-gamartul-aqziaze%20-240-adamiani-dashavda-%E2%80%93-jandazvis-saministro

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1561104047-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

საავადმყოფოებში 240 დაშავებული შეიყვანეს, 102 ამ დრომდე კლინიკებში რჩება-ავთანდილ თალაკვაძე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, წუხელ განვითარებული პროცესების შემდეგ კლინიკებში სულ 240 დაშავებული შეიყვანეს. მათგან 80-მდე პოლიციელია. თალაკვაძის თქმით, პაციენტების უმრავლესობა სახლშია გაწერილი. ამ დროისთვის სტაციონარებში 102 დაშავებული რჩება. მათგან 18 პაციენტი „ნიუ ჰოსპიტალშია“, რომელთაგან 2-ს თვალზე ჩაუტარდა ოპერაცია. ერთის მდგომარეობა მძიმეა. „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას განცხადებით, საავადმყოფოში სულ 24 პაციენტი შევიდა. 6 უკვე გაწერილია ბინაზე. დღეს შესაძლოა კიდევ ოთხი გაწერონ. მისივე თქმით, 9 პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია. ძირითადად აღინიშნებოდა ყბა-სახის და რბილი ქსოვილის დაზიანებები.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/109414/rustavelis-gamzirze-ganvitarebuli-movlenebis-dros-jamshi-240-adamiani-dashavda

რადიოთავისუფლება.ჯი- https://www.radiotavisupleba.ge/a/30012111.html?fbclid=IwAR0KOyYAxCG8cxoEZGNO0kIU0KslIYGbOkRLYBbY90IPGaenoBvPLcNocN4

ბათუმელები.ჯი- https://batumelebi.netgazeti.ge/news/212120/?fbclid=IwAR2sA-SqP5uH4ZHbvGGf14tkZE6U2JA_h44nPkfFXfj_zMk63s-74-jWA40

მედიაცენტრიმთავარი.ჯი-http://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98/?fbclid=IwAR0QgC5Jyr7s89iB5LSmpncxj7B69YOtQ3ryRbmBHLvgBhWqy-Efttm2bHk

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=85717

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/210828-saavadmyofoebshi-240-dashavebuli-sheiyvanes-102-am-dromde-klinikebshi-rcheba.html?lang=ka-GE

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: http://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90/?fbclid=IwAR2gHE1KNu_Vr3iVRPHFTBKVJi_DhZ2Rh7cVOSNqnXljgBwNMXtuvyLPybU

„მადლობა ახალ მინისტრსა და მედპერსონალს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის. როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი პროცესებში ოპერატიულად ჩაერთო და მედპერსონალთან ერთად, მაღალ პროფესიონალურად იმოქმედა. „მადლობა უწყების ახალ ხელმძღვანელს, ქალბატონ ეკა ტიკარაძეს, გუშინ, აქციაზე განვითარებული პროცესების შედეგად დაშავებულებთან დაკავშირებით ოპერატიული და მაღალპროფესიონალური საქმიანობის გაწევისთვის. ასევე, მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ აქციამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე არ ჩაიარა. არიან დაშავებულები, როგორც რიგითი მოქალაქეები ისე სამართალდამცავები. ყველა პაციენტს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და მედპერსონალს – წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში“ – აცხადებენ დეპუტატები.

---

 

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/respublikuri-saavadmyofo-shemoiyvanes-22-pacienti-mat-sicocxles-safrtxe-ar-emuqreba/35713

რესპუბლიკური საავადმყოფო: შემოიყვანეს 22 პაციენტი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, გუშინდელი აქციის შემდეგ საავადმყოფოში 22 პაციენტი მიიყვანეს, აქედან 10 უკვე გაწერილია. მისი თქმით, დანარჩენი პაციენტები აგრძელებენ მკურნალობას. კლინიკაში გადაყვანილებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ლევან გოფოძის თქმით, დაგეგმილია ერთი ოპერაცია პაციენტისთვის, რომელსაც მხრის მოტეხილობები აქვს. ინტოქსიკაციით მხოლოდ ერთი პაციენტია შეყვანილი. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გაუძღვა. მან პარლამენტის სპიკერის სკამი დაიკავა, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მათ ასამბლეის წევრებს აღარ მისცეს სესიის გაგრძელების საშუალება, რის შემდეგაც ღონისძიებამ სასტუმრო “რადისონში” გადაინაცვლა. თუმცა, აქაც არ ჩატარებულა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მალევე საქართველო დატოვეს. ღონისძიების პარლამენტში ჩატარებას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტიც, რომელმაც გუშინ ღამით პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. მომიტინგეების მოთხოვნა იყო, “ქართულ ოცნებას” აეღო მომხდარზე პასუხისმგებლობა. აქტივისტების ნაწილმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობის დაკავება სცადა, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა. სიტუაცია მოგვიანებით კიდევ უფრო დაიძაბა, აქციის დასაშლელად პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავებულია ათობით ადამიანი. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/552669-aladashvilis-saxelobis-klinikashi-motavsebuli-erti-adamianis-mdgomareoba-mzimea-is-martvit-suntkvaze-imqopeba-da-tavis-tvinis-dazianeba-akvs/

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და თავის ტვინის დაზიანება აქვს

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დაშავებული 28 ადამიანი რჩება. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, 28 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მისი ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „სულ 28 პაციენტი შემოვიდა. აქედან ერთი მძიმედაა. რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. თავის ტვინის დაზიანება აქვს და ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, - აღნიშნა ექიმმა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის თქმით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

---

 

21.06.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/374007/?fbclid=IwAR0M4men6n3eWye8bkRcoBpveog1PO7jnm7qNLvOEXaI-EP4xNsqahYW16I

“ჩემმა 18 წლის დამ თვალი დაკარგა, ის უბრალო გამვლელი იყო”

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას 18 წლის მაია გომურმა თვალი დაკარგა.ოჯახის ინფორმაციით, ის აქციის მონაწილე არ ყოფილა. იმ დროს, როცა ტყვია ესროლეს, მაია სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. დაზარალებულის და, მზია გომური, მედიას უყვება, რომ 18 წლის წლის გოგოს სამსახური 00:00-ზე დაუმთავრდა, შემდგომ მეგობრებს შეხვდა, ამის შემდეგ კი, ვინაიდან, მეტროპოლიტენი აღარ მუშაობდა, გადაწყვიტა, თავისუფლების მოედანზე ტაქსი გაეჩერებინა და ასე დაბრუნებულიყო სახლში. “უნდა ჩასულიყო [თავისუფლების] მოედანზე, უნდა გაეჩერებინა ტაქსი და დაბრუნებულიყო სახლში. მოედნიდან მომავალი უამრავი ჯარისკაცი [სპეც. რაზმელი] დახვდა, რის შემდეგაც შემობრუნდა და გამოიქცა [ქაშუეთის] ეკლესიის მიმართულებით. გამოქცევის დროს მოხვდა ტყვია. რაც შეეძლო, გადააბა სიტყვები და მითხრა, იყო ეს”, – ამბობს მზია გომური. დაზარალებულის და სახელმწიფოსგან ითხოვს, მაია გომურს დაუფინანსდეს ყველა პროცედურა, რაც მას პირვანდელ ვიზუალს დაუბრუნებს. “მკურნალობისა და ოპერაციის შემდეგ დასჭირდება სავარაუდოდ პლასტიკური ჩარევა და ხელოვნური თვალი. ჯერჯერობით, ოჯახის წევრებთან ჯანდაცვის სამინისტროდან კომუნიკაცია არავის ჰქონია. ოფთალმოლოგმა და ყბა-სახის ქირურგმა იმუშავეს. ახლა დაკვირვების პროცესშია. არამარტო ეს ოპერაცია, რაც ახლა უნდა გაუკეთონ, არამედ ყველაფერი ის უნდა დაუფინანსდეს, რაც დასჭირდება მისი ისეთი ვიზუალის აღდგენას, როგორიც ჰქონდა. ის არ ყოფილა აქციის მონაწილე, არაფერი მოუთხოვია. იმას არ ვამბობ, რომ ვინც იდგა და ითხოვდნენ, იმას არ უნდა დაეხმარონ. არა. უბრალოდ ის იყო გამვლელი, რომელსაც მოხვდა ტყვია. მოხვდა სახეში. ვიცი, რომ რეზინის ტყვიებს ფეხებში უმიზნებენ… მას კი სახეში მოხვდა. ექიმმა მითხრა, რომ ტყვიამ გაიარა ძალიან ახლოს იმ საშიშ ზონასთან, რომლის დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება, მომკვდარიყო”, – აცხადებს ის.​