ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და სანქციებთან დაკავშირებით:
- “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით არის მავნებლების
და ამ ქვეყნის მტრების პარტია.
- მას შემდეგ რაც (ბოკერია, სააკაშვილის, გვარამიას, გაბუნიას და
გოგოტიშვილის) მავნებულურმა ჯგუფმა ხელმეორედ მოიწვია პუტინი და კადიროვი
საქართველოში, ისინი საბოლოოდ გაფორმდნენ საოკუპაციო ძალად. ვინაიდან
მათი ხელწერაა, რომ თავის დანაშაული სხვას გადააბრალონ და მოახდინონ
სიმართლის მოდელირება, ამიტომაც დაირქვეს ანტისაოკოპუციო ძალა,
სინადმვილეში კი სწორედ ეს ძალა წარმოადგენს საოკუპაცუო ძალას ამ
ქვეყანაში.
- ამ მავნებლების ამოცანაა ქვეყანაში რუსი ტურისტების ნაცვლად,
რუსი ჯარისკაცები შემოდიოდნენ, ვაჭრობის ნაცვლად, ომი გვქონდეს,
ინვესტიციების ნაცვლად ბომბები ცვიოდეს, ცეცხლში და ქაოსში იყოს გახვეული
ყველაფერი, რადგან მათ სძულთ საქართველო და ყველაფერი ქართული, ზუსტად
იციან, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა აღარასდროს ექნებათ და შურს
იძიებენ მათზე. ისინი ცდილობენ არიონ ქვეყანა, რომ ხელისუფლების
ძალდობრივი გზით მითვისების შანსი მაინც მიეცეთ.
- თანაც ამ ყველაფერს უტიფრად ფუთავენ ანტისაოკუპაციო,
ფსევდოპატრიოტული ლოზუნგებით და უნდათ დაგვარწმუნონ, რომ სხვისი
წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა, ტელევიზიებიდან ბაქიბუქი და რეალური
ფრონტის ხაზიდან გაქცევაა ქართველობა და პატრიოტიზმი; რომ პროვოკაციული
სპექტაკლებით საკუთარი ხალხის გაღატაკებაა ქვეყნის საქმე და არა
ყოველდღიური მუშაობა მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
- ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობა, რუსეთთან მიმართებაში
ატარებს დეესკალაციის, პრაგამატულ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს
ქვეყნის მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, ევროკავშირთან და
ნატოსთან დაახლოვებას.
- სწორედ ამ ამოცანებიდან ამოვდივართ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში
და რა თქმა უნდა, ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ, რათა არ მოხდეს
სიტუაციის ესკალაცია, არ გაიზარდოს ქვეყნის უსაფრთხოების რისკები და
კიდევ უფრო არ დამძიმდეს ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა -
ფულადი გზავნილების აკრძალვით, საექსპორტო პროდუქციის შეზღუდვით,
ტურისტული ნაკადების შეჩერებით თუ სხვა.
- რა თქმა უნდა, ჩვენ მავნებელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით
კარგად გვესმის, რომ სიტუაციის რადიკალიზაცია, რასაც “ნაციონალური
მოძრაობა” ცდილობს, არამხოლოდ რუს ტურისტებს შეამცირებს, არამედ
შეამცირებს ტურისტულ ნაკადებს და ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან,
შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
- უკანასკნელი 19 დღეში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2-3%-ით
უკვე შემცირდა, შემცირდა ლარის ღირებულება, საკურორტო ზონებში სეზონი
ფაქტობრივად ჩავარდა და ეს ყველაფერი არა ბოკერია, სააკაშვილ, გვარამიას,
არამედ ჩვენს მოსახლეობას აწვება კისერზე.
- ამიტომ, ყველამ უნდა დავიოკოთ ემოციები, კარგად გავიაზროთ რა
პროცესების პროვოცირებას ცდილობს მავნებლების ოპოზიციური ფლანგი და
გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები.