მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ 2019 წლის 28 მაისს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ელექტრონული ფორმით სხდომის გასამართად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებს გაეგზავნათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღის წესრიგი და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დანართები. რიგი ტექნიკური პრობლემების გამო, მთის საბჭოს ბევრმა წევრმა პოზიციის დაფიქსირებისათვის განსაზღვრულ ვადაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო, რის გამოც სხდომის ჩატარებისათვის საჭირო რაოდენობა არ დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-11 სხდომა ელექტრონული ფორმით ჩატარდება განმეორებით და საბჭოს წევრებს პოზიციის დასაფიქსირებლად განსაზღვრული ექნებათ გაზრდილი ვადა.