• დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები და გამოიცა მთავრობის დადგენილება, რომელიც ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი დახმარებების გაცემის სამართლებრივ საფუძველს უზრუნველყოფს.
• დღეს მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ყველა ის მოქალაქე, ვინც ეპიდემიის შედეგად შემოსავალი დაკარგა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს. ამ მიზნით, განსაკურებით თვითდასაქმებულებთან მიმართებაში, სახელმწიფო მაქსიმალურად გაამარტივებს დახმარების მიღებისთვის საჭირო პროცედურებს.
• გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტრო წარადგენს ტურიზმის, როგორც ყველაზე დაზარალებული და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორის აღდგენის სტრატეგიულ გეგმას. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტულ ქმედით გეგმას ფერმერების მხარდასაჭერად.
• ამავე დროს, ხელისუფლება კვლავაც პრიორიტეტად აყენებს ტრანსპარანტულობას. პრემიერმა სამინისტროებს დაავალა ღიად უპასუხონ საზოგადოების ყველა კითხვას, რაც ეხება, საგანგებო მდგომაროების პირობებში უწყებების მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას.
• ასევე, მთავრობის მეთაურმა დაავალა სახელმწიფო რწმუნებულებს, გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, რათა ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, თანაბრად იყოს გადანაწილებული თითოეულ მოქალაქეზე, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა თუ საცხოვრებელი ადგილისა.