| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 04.03.2020 07:00 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 5 მარტს - 10:00 საათზე.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას ჩვენს საკითხებთან დაკავშირებით:
ა) „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილება (ემერჯენსის და კარდიოქირურგიის ცვლილებები);
ბ) ,,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლის 18 დეკემბერს და 2016 წლის 3 ივნისს გაფორმებული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში გამოყოფილი 90 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობის უსასყიდლო დახმარების მიმღები ორგანოს განსაზღვრის და გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის № 1551 განკარგულებაში ცვლილება (საკოორდინაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით);
გ) ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმების და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესი.
შენიშვნა:
"ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მასალები შეიძლება გადავიდეს ელექტრონულად მისაღებში. ინფორმაცია დაზუსტდება მოგვიანებით, რაზედაც შეგატყობინებთ დამატებით.
ა) NCDC-ის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონება (თემაზე: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის რეგისტრის შექმნა);
ბ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის № 331 დადგენილებაში ცვლილება (მედიკამენტ პიურფენიდონით უზრუნველყოფის საკითხზე).
გიგზავნით შესაბამის განმარტებით ბარათებს, სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე