| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Beqa Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Received On : | 08.01.2020 05:39 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 9 იანვარს - 10:00 საათზე.
ამ წუთის მონაცემებით სხდომის ფორმატში განსახილველი საკითხები არ გვაქვს.
ამასთან, ელექტრონული ფორმით მიღებული იქნება:
ა) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის;
ბ) სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება;
გ) სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება;
დ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ავტომანქანების ლიმიტის შეთანხმება;
ე) სოცმომსახურების და რეგულირების სააგენტოების დაფუძნების აქტების მიღება (ფორმალური საკითხია, ასახავს კანონის მოთხოვნას).
გარდა ზემოაღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ გადადებული იქნა რამოდენიმე საკითხი დამატებითი კონსულტაციებისთვის (მაგ. საყოველთაოში ცვლილება და ა.შ.). შესაბამისად, თუ რაიმე შეიცვლება დღის წესრიგთან დაკავშირებით, შეგატყობინებთ დამატებით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე