• სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია პირველი დღიდან.
• 2012 წლიდან ქართულმა ოცნებამ დაიწყო პრაქტიკულად განადგურებული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა, რამაც ხელშესახები შედეგები გამოიღო.
• შევძელით წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა - ქვეყანაში იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობის შემცირება - აგროსასურსათო პროდუქტის სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონიდან 350 მილიონ დოლარამდე ჩამოვიდა.
• ახლა უკვე, ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზიანი, რაც ქვეყანაში გლობალურმა კრიზისმა შექმნა, მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ წინსვლის იმ ნიშნულს, რომელიც კრიზისამდე გვქონდა.
• შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, ეს არის დარგის ინდუსტრიალიზაცია, ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და პროდუქტიულობის ზრდა.
• აგრარული პროცესი არ უნდა შეჩერდეს არცერთი დღით და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა.
• ამიტომ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში შევიმუშავეთ ქმედითი პროგრამა - „ზრუნვა სოფელზე“, რომლსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებთან ერთად განახორციელებს.
• პარალელურად, მიმდინარე პროექტებში შევიტანეთ ცვლილებები, რითაც სოფლის მეურნეობაში ჩართული მოქალაქეებისთვის ვზრდით ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას.
• სოფელის მეურნეობის სექტორში მიიმართება - დაახლოებით 300 მილიონი ლარი.
• მიზნობრივი დახმარება 20 მაისიდან დაიწყება - ისარგებლებს დაახლოებით 200 000 ფერმერი.
• 1 ჰა (დარეგისტრირებულ) მიწის ფართობზე პირდაპირი დახმარების გზით ფერმერი მიიღებს 850-1700 ლარამდე სარგებელს. რაც გულისხმობს:
1. 1 ჰექტარზე თითოეული ფერმერი მიიღებს აგრობარათზე დარიცხულ 200 ლარს (10 ჰექტარზე 2 000 ლარს);
2. თითოეული ფერმერი 1 ჰექტარ მიწაზე შეძლებს 150 ლიტრი დიზელის ბაზარზე არსებულთან შედარებით 1 ლარით იაფად შეძენას;
3. ფერმერებს გაუნულდებათ სამელიორაციო მომსახურების დავალიანება და 2020 წლის საფასურისგან გათავისუფლებიან - ისარგებლებს 42 ათასი ფერმერი (ბიუჯეტი 14 მლნ ლარი);
4. ასევე, 50%-იანი გრანტი:
ტექნიკისთვის
სათბურებისთვის
სარწყავი სისტემებისთვის
5. 17% - მდე თანადაფინანსება საბანკო სესხებზე;
6. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისთვის 15,000 ლარამდე გრანტი;
7. 70% - იანი თანადაფინანსება 3 წლიან აგროდაზღვევაზე;
8. ხოლო, ადგილობრივი მერძევეობის დარგის განვითარებისთვის - 80%-მდე გრანტი.
• ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის - მიწის სისტემური რეგისტრაცია 3 წელიწადში მთლიანად დასრულდება.
იხილეთ ვრცლად: https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan?fbclid=IwAR0bh34DashLNwFOM1ORY07tPzuTT3G2ZiWiTSWSElV_MOn1BoR971cx6Dk