| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | მედიკამენტ რემდესივირის შესახებ |
| Cc : | tikhardziani@gmail.com |
| Received On : | 15.03.2020 16:01 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგესალმებით.
ჩვენი სატელეფონო საუბრისას შეთანხმების თანახმად, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მედიკამენტ რემდესივირის შესახებ.
როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალურად რეკომენდებული პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტი კორონავირუსზე მოქმედების დადასტურებული ეფექტით. მაგრამ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში გამოცდას გადის რამოდენიმე (5-6) ანტივირუსული მედიკამენტი, რომელთაგანაც წინასწარი შედეგებით რემდესივირი ყველაზე უფრო იმედის მომცემია. ეს მედიკამენტი თავის დროზე (2013-2014 წწ.) შექმნილი იყო ჩვენი მეგობარი კომპანიის Gilead Sciences მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, მაგრამ ნაკლებ ეფექტიანი გამოდგა და ახლა ცდიან კორონავირუსზე, სადაც თითქოს უკეთესი შედეგები აქვს.
ჩვენ შევეხმიანეთ კომპანია Gilead Science-ის და მათ გვითხრეს, რომ ამ მედიკამენტზე მთელი მსოფლიოდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, ამიტომ გახსნილია ელექტრონული ფოსტა, სადაც უნდა გაიგზავნოს მოთხოვნა ქვეყნიდან და იქ რაღაც სპეციალური ჯგუფი განიხილავს, რომელ ქვეყანას რა თანმიმდევრობით მიაწოდონ. როგორც გვითხრეს, ასეთი ოფიციალური განაცხადის გაკეთება აუცილებელია, თუმცა თუ იქნება სამინისტროს ან ქვეყნის ხელმძღვანელობიდან დამატებითი წერილი (თხოვნა) Gilead Science-ის რომელიმე ხელმძღვანელ პირთან, ამან შეიძლება დააჩქაროს მედიკამენტის ჩვენთვის მოცემა.
პრეპარატის ზუსტი დასახელებაა - Remdesivir (რემდესივირი).
გაახლებთ Gilead Science-დან მიღებული წერილის ასლს, სადაც მითითებულია ის ელექტრონული ფოსტა, სადაც უნდა გაიგზავნოს მოთხოვნა ქვეყნიდან პრეპარატ რემდესივირის თაობაზე და აგრეთვე იმ წერილის დრაფტს, რომელიც ოფიციალურ სტანდარტულ მოთხოვნასთან ერთად დამატებით უნდა გაიგზავნოს თქვენი ან ქვეყნის ხელმძღვანელობის ხელმოწერით. წერილის დრაფტი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი შეხედულებისამებრ.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე