| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტრინგი- 05.08.2019 |
| Received On : | 05.08.2019 09:50 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 05.08.2019
ტელევიზია
05.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი თანამშრომლების მიერ დაგეგმილ გაფიცვასა და ხელფასების ზრდის მოთხოვნას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიის განცხადებით, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება. თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის" წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258685
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258669
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258985
04.08
ტვ პირველი-დღის ამბები 22:00 -http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258479
---
04.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რკინიგზელთა გაფიცვას აჭარიდანაც შეუერთდებიან. თანამშრომლების დაშინებაზე საუბრობს საქართველოს რკინიგზის აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე, გელა გოგელია. ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები შესაძლოა, 10 აგვისტოს შემდეგ გაიფიცონ. პროფკავშირის თავმჯდომარის ილია ლეჟავას ინფორმაციით, საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მედიატორი დანიშნა, თუმცა რკინიგზის ადმინისტრაციამ მედიაციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც კანონდარღვევაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258448
---
04.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
რკინიგზის 4.800 თანამშრომელი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ისინი ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ და გაფიცვებს აანონსებენ. რკინიგზელები ამბობენ რომ ადმინისტრაცია უარს ამბობს მოლაპარაკებაზე და დარჩათ ერთი გზა, პროტესტი. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ რომ სამოქმედო გეგმაზე 10 აგვისტოს შეთანხმდებიან და იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება ეს ავტომატურად გამოიწვევს შიდა და გარე მიმოსვლების შეჩერებას.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258194
I არხი-მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258365
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258195
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258159
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258047
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257971
---
04.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
შეკვეთილში, ელექტროტრავმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე კაცი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ცემენტმზიდი ავტომანქანის ე.წ. პომპა სიმაღლეში გაშლისას ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258309
მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258243
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258164
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258155
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258134
---
04.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, მათი 19 წლის შვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას და არასწორად განვითარების გამო სხეულმა დეფორმაცია მიიღო. მოზარდს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია კი თურქეთშია დაგეგმილი, მაგრამ ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების სახით 14 100 ლარი მიიღეს, თუმცა ოპერაციას 25 000 დოლარი სჭირდება. მოზარდის დედა აცხადებს, რომ მათ თანხის შესაგროვებლად ორი კვირა დარჩათ, რის შემდეგაც დაფინანსებას ვადა გადის. ოჯახში ორი არასრულწლოვანია, და მათ არ აქვთ სოციალური დახმარება, ბინა კი იპოთეკითაა დატვირთული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258203
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257916
---
04.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
ტუბერკულოზის შესახებ, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოქალაქეებს, სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტები ურიგდებათ, სადაც დაავადების სიმპტომების შესახებ, დეტალური ინფორმაციაა აღწერილი. კამპანიას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანმრთელობის კვლევის კავშირი ერთობლივად ახორციელებს. საქართველოში, უკანასკნელ წლებში, ტუბერკულოზის გავრცელების კლების ტენდენცია აღინიშნება, თუმცა დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ჯრ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება, ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებს. 2017 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 2000-ზე მეტი, ახალი შემთხვევა იყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258275
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258240
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257984
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257861
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257788
---
04.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
ღებინება, დიარეა და მაღალი ტემპერატურა - ამ სიმპტომებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს დღის განმავლობაში 50-მდე პაციენტი მიმართავს. მედიკოსები მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებული სიფრხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება მიაქციონ შენახვის პირობებს და მოწამვლის პირველი ნიშნებისთანავე დასახმარებლად ექიმს მიმართონ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სეზონისთვის დამახასიათებელი მოწამვლის ჯგუფური შემთხვევები წელსაც შეინიშნება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6258451
---
04.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლების გაფიცვის მეხუთე დღე. საპროტესტო აქცია ისევ კომპანიის ოფისი წინ იმართება. გუშინ, გვიან ღამით აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგონა შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობისგან ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და უკანონოდ გაშვებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256654
---
04.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
სოციალურად დაუცველ დიანა დემურაძეს, რომელიც 14 წელია, ხერხემლის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება, სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ ოპერაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. შეგიძლიათ, თანხა თიბისის ანგარიშზე გადარიცხოთ, ან მაგთისა და ბილაინის შესაბამის ნომრებზე დარეკოთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256659
---
04.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
24 წლის მარიამ ლაბაძეს დახმარება სჭირდება. თბილისში ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, ის თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მარიამს განვითარებული აქვს სეფსისი, თირკმელების უკმარისობა და წყალი ფილტვებში. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, მკურნალობას ექვემდებარება. პროცესი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ეკრანზე მითითებულ ნომერზე გადარიცხონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257213
---
03.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ნარკოტიკი, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას, მისი მოხმარება დასჯადი აღარ იქნება. საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომლის მიხედვითაც უქმდება ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15 დღიანი პატიმრობა. მისი შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საბრთხეს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას არაადამიანურია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. საკონსტიტუციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას აკაკი ზოიძე, იგი განმარტავს რომ მისთვის მიუღებელია ეს მძიმედ და მსუბუქ კატეგორიებად დაყოფა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257714
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257691
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257690
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6257528
---
02.08.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი პაციენტი გარდაიცვალა - ოჯახი კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256358
---
02.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
საჭმლისათვის გაყიდული თმები. ხარაგაულელი პატარა გოგონას მსხვერპლი, რომელიც ოჯახისთვის გაიღო. ელენე სირაძემ უფროსი 12 წლის ძმის დაბადების დღისთვის ტორტი იყიდა. ოჯახში სულ 6 პატარა ცხოვრობს. მამა შშმ პირია, დედა პატარებს უვლის, სოციალური დახმარების გარდა კი საჭირო თანხის მიღებას მეზობლებისათვის სარეცხის გარეცხვითაც ცდილობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256349
---
02.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
30-დან 20 შემთხვევაში დაფიქსირებული დარღვევა და 3 სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული - ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მონიტორინგის შედეგებია. სტატისტიკა უკვე ცხადყოფს, როგორი იქნება ჯამური მონაცემი 2800-მდე სამედიცინო დაწესებულების გაფრთხილების გარეშე შემოწმების შემდეგ. აქამდე დაფიქსირებული არაერთი შეცდომისა, თუ ფატალურად დასრულებული შემთხვევის ფონზე, როგორც ჩანს მთავრობამ ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ჯერ უცნობია იქნება თუ არა ეფექტიანი მონიტორინგი, რომლის მიზანიც უსაფრთხო მომსახურების მიწოდებაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256330
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256347
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255820
მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255802
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255739
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255692
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255489
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255213
---
02.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
C ჰეპატიტის აღმოფხვრის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები უფასოა. ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობის დასაწყებად მოქალაქეებს 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ. ცვლილებების მიზანი პროგრამის მაქსიმალურად დახვეწაა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256314
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255837
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256209
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6256333
---
02.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 15:00
ბათუმში, აღმაშენებლის 2 ა-ში, სადაც რამდენიმე დღის წინ სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. შრომის ინსპექციის განცხადებით, მონიტორინგის დროს დაფიქსირდა ორი კრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის ერთი ლიფტთან, მეორე სიმაღლეზე სამუშაოებთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. შრომის ინსპექტორის განმარტებით, სამუშაო პროცესი შეჩერდება მანამ, სანამ კომპანია დაფიქსირებულ დარღვევებს არ გამოასწორებს. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა. სატვირთო ლიფტში ჩამოვარდნის დროს 6 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 3 დაშავდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6255733
---
ინტერნეტი
05.08.2019
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამბროლაურში რეანიმობილი განთავსდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით, რეაგირების გეგმას ადგენს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სპეციალური სამოქმედო გეგმის დასახვა უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების გახშირებას უკავშირდება. „ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს. ამის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის შევსებას კი, საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს გადაუდებელი დახმარების სამსახური უზრუნველყოფს. მინისტრის პირადი ხელმძღვანელობით უწყების შესაბამისი ქვედანაყოფები მუშაობას სასწრაფო დახმარებისთვის ახალ სალიცენზიო მოთხოვნებზე უმოკლეს ვადაში დაასრულებენ, რაც ამ სამსახურის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი წინაპირობაა,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ აგვისტოს, უკვე ძალაში შევიდა განახლებული სანებართვო პირობები გადაუდებელი დახმარების სერვისებისთვის. ახალი პირობები, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აკონკრეტებს მოთხოვნებს ოთხი დონის სამედიცინო დაწესებულებისთვის – ბაზისურიდან ყველაზე კომპლექსური გადაუდებელი დახმარების სერვისების გაწევის შესაძლებლობების განსაზღვრის თვალსაზრისით. „სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის. ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ამბროლაურიდან რეანიმობილით 16 წლის მოზარდი ქუთაისში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნით, რეანიმობილში, რომლითაც პაციენტის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა, ხელოვნური აპარატს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდებაში შეფერხება იყო. გახდა თუ არა ეს ფაქტორი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, ამის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა. 16 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევის შემდეგ, ამბროლაურის მცხოვრებთა ნაწილი, რაჭაში რეანიმობილის დანიშვნას ითხოვდნენ.
პია.ჯი- https://pia.ge/post/275973-jandacvis-saministros-gadawyvetilebit-ambrolaursi-reanomobili-gantavsda
კვირა.ჯი- http://kvira.ge/489776
---
05.08.2019
„შეამოწმონ ინფექციური კონტროლი საავადმყოფოებში, რაზეც აუდიტის დასკვნამ კატასტროფული შედეგები აჩვენა“- სერგო ჩიხლაძე
„საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია 30 კლინიკიდან 20 სხვადასხვა დარღვევა, მაგრამ ეს პირადად მე არც მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ ხარისხზე, რა ხარისხის სერვისი მიეწოდება პაციენტს, რა პირობებია კლინიკებში და ა.შ. მითუმეტეს, ბოლო წლებში ბევრი ახალი კლინიკა გაიხსნა, რომელზეც თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ვერ აკმაყოფილებდნენ ვერანაირ კრიტერიუმებს. თუმცა, დღევანდელი მთავრობის პირობებში გაიხსნა ეს კლინიკები. რატომ მისცეს ლიცენზიები თავის დროზე, თუ ვერ აკმაყოფილებდნენ აუცილებელ კრიტერიუმებს?’’’- ასე აფასებს საავადმყოფოების კომპლექსური შემოწმების შედეგებს სამედიცინო ექსპერტი სერგო ჩიხლაძე. როგორც ცნობილია, ორ კვირაში 30 სამედიცინო კლინიკის შემოწმების შედეგად, 20 ოქმი დაიწერა, აქედან 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობასთან, კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეფასების და მონიტორინგის სისტემა ჯანდაცვის სფეროში პირველ რიგში მოსაწესრიგებელია და მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კლინიკების მიერ პაციენტისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხს. სერგო ჩიხლაძის თქმით, საამისოდ არც საკანონმდებლო ბაზაა მოწესრიგებული და არც კვალიფიციური კადრები მოიძებნებიან დღევანდელ ჯანდაცვის უწყებაში. „ხარისხის ერთიანი ინდიკატორების ჩარჩო, მისი შეფასების ერთიანი სისტემა არ არსებობს საქართველოში, შესაბამისად, ისმის კითხვა - რომ შედიან შემოწმებაზე, რას ამოწმებენ. შეამოწმებენ დაწესებულებას ლიცენზია აქვს თუ არა, კანონიერად ეწევა თუ არა სამედიცინო საქმიანობას. მეჩვენება,რომ ზედაპირული შემოწმებაა, ანუ იმდენი რამდენის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო ეს შემოწმებები და არ უნდა ხდებოდეს 5 და 6 წელიწადში ერთხელ. შეამოწმონ ინფექციური კონტროლი საავადმყოფოებში, რაზეც აუდიტის დასკვნამ კატასტროფული შედეგები აჩვენა. მონიტორინგის სისტემა აბსოლუტურად მორღვეულია. აკაკი ზოიძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად ვერ შეამოწმებს კლინიკებს იმიტომ, რომ ამის ფინანსური რესურსი შესაბამის დეპარტამენტს არ აქვს. როცა ამას ამბობენ ჯანდაცვის კანონმდებლობის „მამები“, არ გვექნება მოლოდინი, რომ ხარისხს ეშველება. როდესაც 4 მილიარდიანი ბიუჯეტი გაბარია ჯანდაცვის სამინისტროს ეს სამარცხვინო განცხადებაა. კვალიფიციური კადრებია სამინისტროში საჭირო, ჯანდაცვის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვაა აუცილებელი. შეიძლება შემოწმდეს ფინანსური დოკუმენტაცია ლიცენზიებთან ერთად და ეს ყველაფერი ხდება ფურცლებზე და გრამატიკული შეცდომების გასწორების დონეზე . სანამ ეს არ დაინერეგება მე ეფექტურ მონიტორინგს არ ველოდები,“— აცხადებს ჩიხლაძე. ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება ქვეყნაში რეგისტრირებული 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე აცხადებს ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში დასრულდება შემოწმება ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც გამოვლინდა 3 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჯანდაცვის სამინისტრო მათ არ ასახელებს.
---
05.08.2019
დაანონსებული მორიგი მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციები იწყება
გავრცელებული ინფორმციით, რკინიგზის 4800 თანამშრომელი ხელფასის 50 პროცენტით მომატებას ითხოვს და გაფიცვებით იმუქრება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. ამიტომ,მათ მხოლოდ გაფიცვისა და საპროტესტო აქციების გამართვის გზა დარჩათ. პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესებულია ყველაფერი გაძვირებულია. „2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასები არ მომატებიათ. აქედან გამომდინარე რკინიგზელები ითხოვენ ხელფასის 50 პროენტით მომატებას,“ - აცხადებს თენგო დვალიშვილი. დაანონსებული მასშტაბური აქციები 10 აგვისტოს დაიწყება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი დღე გაგრძელდება გაფიცვა. იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს ავტომატურად გამოიწვევს შიდა და გარე მიმოსვლების შეჩერებას. „პროფკავშირს გვაქვს შემუშავებული გეგმა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს. რკინიგზასთან დავიწყეთ მედიაციის პროცესი. დაინიშნა მინისტრის წარმომადგენელი, თუმცა, რკინიგზის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა მოლაპარაკებებზე. ამ ეტაპზე 4800 ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში, ჩვენ კი შესაბამის პროცედურებს მოვიყვანთ კანონთან შესაბამისობაში, რათ გაფიცვა იყოს კანონიერი“-განაცხადა რკინიგზელთა პროფკავშირის წევრმა ილია ლეჟავამ.
04.08
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/558965-axali-propkavshiris-inpormaciit-sakartvelos-rkinigzis-tanamshromlebi-shesazloa-10-agvistos-shemdeg-gaipicon
კვირა.ჯი- http://kvira.ge/489720
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/saqartvelos-rkinigzis-4800-tanamshromeli-masshtaburi-gaficvistvis-emzadeba
---
05.08.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/yvelam-iyida-kapikiani-dazgveva---ratom-ver-mushaobs-ubeduri-shemtxvevis-savaldebulo-dazgveva/37920
„ყველამ იყიდა კაპიკიანი დაზღვევა“, - რატომ ვერ მუშაობს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა?
"შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, მუშაობის პერიოდში დასაქმებული უზრუნველყოს უბედური შემთხვევის დაზღვევით. აღნიშნული მუხლი ძალაში 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. სადაზღვევო სექტორი „შრომის უსაფრთხოების კანონში“ დაზუსტებებს ითხოვს. როგორც bm.ge-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, არსებული სისტემა ვერ მუშაობს, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მსჯელობს დასაზღვევო პირობებზე, რა პროცესიც სავარაუდოდ, სექტემბერში დასრულდება. „ეს კანონი შემოვიდა ძალაში 1-ლი იანვრიდან, მაგრამ მანამდე მიუხედავად ჩვენი დაჟინებული რჩევსა, დაეწერათ შიგნით დაფარვის მოცლობა, არ დაწერეს. დაწერეს მხოლოდ ერთი წინადადება, რომ დაზღვევა უნდა ჰქონდეს, შესაბამისად ყველამ იყიდა კაპიკიანი დაზღვევა, რომელიც შემთხვევის შემთხვევაში არაფერს არ ფარავს. ფორმალური მოთხოვნა შეასრულეს კომპანიებმა, რომ დაზღვევა გვაქვს. მთავრობაც მიხვდა, რომ სხვანაირად არ გამოვა. მიიღეს გადაწყვეტილება და ჯანადცვის სამინსიტრო დაადგენს სადაზღვევო პირობებს, რაზეც ახლა მიდის მუშაობა და რომელშიც ჩართულია საერთაშორისო ექსპერტები. სექტემბერში უნდა გამოვიდეს დადგენილება და ვინც შემდეგ იყიდის სადაზღვევო პოლისებს,მინიმალური პირობა იქნება სტანდარტული“-აცხადებს bm.ge-თან დევი ხეჩინაშვილი. ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
---
04.08.2019
მედიასაშუალება: http://region.ge/12104-shekvethilshi-cementis-gadamzidavi-avtomanqanis-mdzgholi-gardaicvala.html
შეკვეთილში ცემენტის გადამზიდავი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა
შეკვეთილში ცემენტის გადამზიდავი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, სპეცტექნიკა მაღალი ძაბვის ხაზს წამოედო, ელექტროენერგია მანქანიდან მძღოლზე გადავიდა და გარდაიცვალა. გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
---
04.08.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/212547-saqarthvelos-rkinigza-ganckhadebas-avrcelebs.html?lang=ka-GE
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განმარტებით, ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. "საქართველოს რკინიგზის განცხადებით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი " აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ. ამასთან, რკინიგზის განცხადებით, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც" ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს. "კიდევ ერთხელ განვმარტავთ - ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ "საქართველოს რკინიგზას" ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია",-აცხადებენ "საქართველოს რკინიგზიდან". განცხადების თანახმად, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი მუდმივ რეჟიმში ხვდებიან დასაქმებულებს. "სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. "საქართველოს რკინიგზა" მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე და მათ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს სამომავლოდაც შესთავაზებს", - აღნიშნულია "საქართელოს რკინიგზის" განცხადებაში.
ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/230653-11-atasamde-tanamshromels-khelfasebs-movumatebt-sakartvelos-rkinigza
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88003
---
04.08.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/rkinigzelebi-xelfasebis-10-it-matebas-ar-tanxmdebian-swored-amitom-daviwyet-shromiti-dava-/37919/
რკინიგზელები ხელფასების 10%-ით მატებას არ თანხმდებიან-„სწორედ ამიტომ დავიწყეთ შრომითი დავა“
მას შემდეგ, რაც რკინიგზელებმა გაფიცვა დაანონსეს, „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა. ადმინისტრაცია ამბობს, რომ ხელფასების 50%-ით მატების მოთხოვნა არარეალურია და ისინი მზად არიან 2020 წლის 1 მარტიდან იმ რკინიგზელთა ხელფასები, რომელიც არ აღემატება 1500 ლარს, 10%-ით გაზარდონ. როგორც bm.ge-თან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრი, ილია ლეჟავა აცხადებს, რკინიგზის ადმინისტრაციას ამ განცხადებით ახალი არაფერი უთქვამს და პროფკავშირისთვის აქამდეც ცნობილი იყო მათი შეთავაზების შესახებ. „სწორედ მათ ამ პოზიციას მოჰყვა აღშფოთება და ამიტომ დავიწყეთ კოლექტიური შრომითი დავა. ეს ჩვენთვის მიუღებელია და რა თქმა უნდა არ ავყვებით მათ წინასაარჩევნო კამპანიას. ეს არის ცალსახად შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რაზეც არ არიან რკინიგზელები თანახმა“-აცხადებს ლეჟავა. მისი თქმით, რკინიგზის ადმინისტრაციამ კარგად იცის, რომ შესაძლოა ისინი ხელფასების 10-15%-იან მატებაზეც იყვნენ თანახმა, თუმცა 50%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, თუმცა მოლაპარაკებაზე რკინიგზამ უარი განაცხადა და დაარღვია კიდეც კანონი, როცა უარი თქვა პროცესში მედიატორის ჩართვაზე. რკინიგზელები მოითხოვენ ადმინისტრაცია დღესვე დაელაპარაკოს თანამშრომლებს. 10 აგვისტოს პროფკავშირის გამგეობს სხდომაზე ისინი უკვე გეგმავენ გაფიცვის კონკრეტულ დროზე იმსჯელონ. „100 კაციც რომ გაიფიცოს, რკინიგზას მოუწევს გაჩერება“-აცხადებს ლეჟავა. შეგახსენებთ, პროფკავშირების ინფორმაციით. „საქართველოს რკინიგზის“ 4800 თანამშრომელი მასშტაბური გაფიცვისთვის ემზადება. ისინი ხელფასების 50%-ით მატებას მოითხოვენ. მათ საპასუხოდ დღეს განცხადება "საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა. "დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი” აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ. ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმას და დროს. კიდევ ერთხელ განმვარტავთ – ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა. ასევე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 % -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა"-ნათქვამია განცხადებაში.
---
04.08.2019
მარტოხელა დედა თვითმკვლელობით იმუქრება - რას ითხოვს სოციალური მომსახურების სააგენტოსგან
„პრაიმტაიმს“ დახმარებას ერთი ქალბატონი 14 წლის ნათიასა და 4 წლის ლუკას დედა, გიული კაპანაძე სთხოვს. ის აცხადებს, რომ თუ უახლოეს დღეებში მას შვილების ნახვის უფლებას სოციალური მუშაკი არ მისცემს, ის სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ნათია და ლუკა სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით საგარეჯოში ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში არიან. „საზოგადოების, მედიისა და ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დახმარებით, ჩვენს ოჯახს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში სახლი გვაქვს, კეთილმა ადამიანებმა გვიყიდეს. მინდოდა, ამ სახლის გაყიდვა და ქალაქში ყიდვა, რათა ჩემი შვილები თანატოლების მსგავსად სხვადასხვა წრეებზე შემეყვანა. ამ მიზნით თბილისში ჩამოვედი, ბავშვებთან ერთად მივედი სოციალური მომსახურების სააგენტოს საბურთალოს ფილიალში და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში რამდენიმე თვით განთავსება ვთხოვე. ასე შესაძლებლობა მომეცემოდა, შვილებთან ერთადაც ვყოფილიყავი და სამუშაო საათებში მეზრუნა დამატებითი ფულის გამომუშავებამდე, რომელსაც სახლის საყიდლად შევაგროვებდი. კაცხში გაყიდული საცხოვრებლის ფულს დავამატებდი და ნათიასა და ლუკას უკეთეს პირობებს შევუქმნიდი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სოფელში ვცხოვრობდეთ და ყოველდღიურად რაიონულ ცენტრამდე გზის ფული გვქონდეს. თუ ბავშვებს ქალაქში არ ვატარებ, მაშინ მათ განვითარებს რა ვუყო? სოფელში არაფერი არაა ბავშვებისთვის. აი სწორედ ასე ვუხსნიდი სოციალურ მუშაკს, რატომ მინდოდა კაცხში სახლის გაყიდვა, აქ ბავშვებთან ერთად თავშესაფარში ცხოვრება და პარალელურად, ფულის დაგროვება. ჩემი გოგონა ცალკე გაიყვანეს, მას ჩუმად ხელი დოკუმენტზე მოაწერინეს, რომ გადაეყვანათ მინდობით აღზრდაში, სხვის ოჯახში, სხვის სახლში. მე კაბინეტის კარი ჩამიკეტეს და ძალადობრივად მეც ხელი ანალოგიურ დოკუმენტზე მომაწერინეს. თუ მე დავაშავე, რომ ასე დავგეგმე ჩემი ოჯახის საქმეები და ჩვენი ცხოვრება. თუ რამე კარგად ვერ გავარკვიე ან ვერ გავაკეთე, ხომ შეიძლებოდა აეხსნათ, რომ ბავშვებს წამართმევდნენ და სხვისი ოჯახის კარს მიაყენებდნენ? არავის რჩევა არ მოუცია. პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდნენ და დაგვაშორეს ჩვენ. ახლა, არც მაჩვენებენ და არც ტელეფონზე მალაპარაკებენ. ამდენს ვეღარ გავუძლებ, ისედაც ერთი თვალით უსინათლო ვარ და გული მაწუხებს. თუ რამდენიმე დღეში თავიანთ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და შვილებს დამიმალავენ, თავს მოვიკლავ, ამას საჯაროდ ვაცხადებ და მინდა, ეს იცოდნენ. „პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გიული კაპანაძე აღელვებული იყო და იმუქრებოდა თვითმკვლელობით. სოციალური მუშაკის განმარტებით, ბავშვების უსაფრთხოების გამო, უპირატესობა მინდობითი აღზრდის სერვისში გადაყვანას მიანიჭა, რადგან სახელმწიფოს არ აქვს ისეთი დაწესებულება, სადაც ღამეს გაათევინებდნენ და მეორე დღეს ჭიათურაში გაგზავნიდნენ. „სამუშაო საათები იწურებოდა, როცა გიული კაპანაძე და მისი შვილები სააგენტოში მოვიდნენ. მე მათ ადრევე ვიცნობდი, თბილისში ცხოვრებისას მე ვიყავი მათი სოციალური მუშაკი. ამიტომ, გამოველაპარაკე. გიული კაპანაძე აცხადებდა, რომ ის თავს მოიკლავდა თუ თავშესაფარში არ გადავიყვანდით. დავუკავშირდით იმერეთის სოციალურ მუშაკსაც. იმის გამო, რომ კრიზისული შემთხვევებისთვის არ გვაქვს დაწესებულება, სადაც იმ ღამეს ბავშვებს გადავიყვანდით და შემდეგ იმერეთში გავგზავნიდით, მიმღებ ოჯახში, საგარეჯოში წავიყვანეთ. დედასაც ვაჩვენეთ ბავშვების საცხოვრებელი პირობები, მან ნახა, სად და როგორ იცხოვრებენ მისი შვილები. საქმის შემდგომი მსვლელობა არ ვიცი როგორ წავა, რადგან მათი მოქმედი სოციალური მუშაკი იმერეთშია. ჩვენ დროებით ვიმუშავეთ და ბავშვების უსაფრთხოების გამო მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება“ - განმარტავს ციცო გვენეტაძე. საზოგადოებას ახსოვს ჭიათურელი მოზარდი გოგონა, რომელიც მინდვრის ყვავილებს კრეფდა და პურის ფულად ყიდდა. ის პატარა ძმას, ავადმყოფ დედასა და საკუთარ თავს გაზაფხულზე საჭმელად ვარგისი მცენარეების შეგროვებით არჩენს. „ფხალს ვკრეფ, ვხარშავ და ვჭამთ. დედა ერთი თვალით ვერ ხედავს. გულიც აწუხებს. ხელები სულ დაკაწრული მაქვს, სულ ხიჭვები მერჭობა, მაგრამ ხან გასაყიდად ყვავილებს ვკრეფ, ხან კი, საჭმელ მცენარეებს ვაგროვებ“ - ამბობდა ნათია კაპანაძე. ავტორი: თამარ ბუჩუკური
---
04.08.2019
მედიასაშუალება: http://newpress.ge/gausazlisi-tkivilebi-aqvs-qutaisshi-mcxovrebi-odiladzeebi-daxmarebas-itxoven
ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვენ
ქუთაისში მცხოვრები ოდილაძეები დახმარებას ითხოვენ. ოჯახის ინფორმაციით, მათი 19 წლის შვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, ვერ ახერხებს გადაადგილებას და არასწორად განვითარების გამო სხეულმა დეფორმაცია მიიღო. დეფორმაციის გამო მოზარდს გაუსაძლისი ტკივილები აქვს და მას სასწრაფო ოპერაცია ჭირდება. ოპერაცია თურქეთშია დაგეგმილი, მაგრამ ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს. ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების სახით 14 100 ლარი მიიღეს, თუმცა ოპერაციას 25 000 დოლარი ჭირდება. როგორც მოზარდის დედა ანჟელა კუხიანიძე აცხადებს, მათ თანხის შესაგროველად ორი კვირა აქვთ, რის შემდეგაც დაფინანსებას ვადა გადის. "მხოლოდ ნაწილი გვაქვს თანხის, არადა ვადა გადის, თუ ვერ შევაგროვეთ, დაფინანსება გაუქმდება. რთული მდგომარეობაა, გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ვითხოვთ დახმარებას, რომ ჩატარდეს ოპერაცია",–განაცხადა ანჟელა კუხიანიძემ. ოჯახში ორი არასრულწლოვანია და მათ არ აქვთ სოციალური დახმარება, ბინა იპოთეკითაა დატვირთული. ოჯახი ორგანიზაციებს და მოქალაქეებს დახმარებას თხოვს, რომ დროულად ჩატარდეს ოპერაცია.
---
04.08.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/153616-jandacva-beshumshi-eqimi-or-adamians-daexmara-mat-travmebi-dapirispirebis-dros-ar
ჯანდაცვა: ბეშუმში ექიმი ორ ადამიანს დაეხმარა, მათ ტრავმები დაპირისპირების დროს არ მიუღიათ
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. უწყებაში ამბობენ, რომ ექიმებმა ორ ადამიანს აღმოუჩინეს დახმარება, თუმცა მათი ტრავმები დაპირისპირების დროს არ იყო მიღებული. "გავრცელებული ცნობა, თითქოს დაპირისპირების შედეგად მოქალაქეებმა, მათ შორის ერთმა ბავშვმა, სხეულის დაზიანებები მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება. სასწრაფოს ექიმებმა პირველადი გადაუდებელი დახმარება ერთ ახალგაზრდა მამაკაცსა და ბავშვს აღმოუჩინეს. არც ერთ მათგანს ტრავმა დაპირისპირების შედეგად არ ჰქონდა მიღებული", - უთხრეს ტაბულას ცენტრში. აჭარაში, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ადგილზე მათ მოქალაქეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ტერიტორიაზე გაშლილი იყო ბანერი წარწერით "გახარია, წადი". აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურებიც იგივე წარწერით. მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ სცენა დატოვა, მოქალაქეებმა მასთან მისვლა სცადეს, რის შემდეგაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტვ 25-ის ინფორმაციით, შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ტვ 25-მა ფოტოც გაავრცელა, სადაც ექიმები მამაკაცს დახმარებას უწევენ. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მიშა ბოლქვაძემ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში თქვა, რომ დაშავებულია ერთი ბავშვიც. ვიდეოში ჩანს ქალიც, რომელიც ამბობს, რომ ბავშვს "გადაუარეს" და "დაჩხაპნილია". შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი. მათ შორის ორმა, თვალი დაკარგა. თვეზე მეტია, სამოქალაქო აქტივისტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. თავად გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ გადადგება. ის ერთი მხრივ, "პროვოკატორი ოპოზიციონერების" და პოლიციელებზე თავდამსხმელების დაკავებას აპირებს, მეორე მხრივ კი, "იმ ცალკეული სპეცრაზმელების" დასჯას, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს. აქციის ძალადობრივი დასჯიდან 46 დღე გავიდა. ამ დროის განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს ორი პოლიციელი, მათგან ერთი - გირაოთი გაათავისუფლეს. ხოლო 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.
ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=14605
---
04.08.2019
საქართველოში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა სადაც მწეველთა რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კვლევის თანახმად საქართველოში მოსახლეობის 33% ეწევა. კაცებში - 57% და 13-15 წლის მოზარდებში - 12.6%. ჯანმოს მონაცემებით, საქართველოში თამბაქოს მოწევას უკავშირდება წელიწადში 11 400 ადამიანის სიკვდილი. ჯანმოს ანგარიშში საქართველო სამჯერაა დასახელებული ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს შორის, რომელთაც 2018 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დანერგვაში, „უმაღლესი დონის მიღწევები“ აქვთ. (Countries with the highest level of achievement). საქართველომ წარმატებას მიაღწია თამბაქოს მოხმარების მონიტორინგში, წარმატებულად აწარმოა მედიაში მოწევის საწინააღმდეგო კამპანიები და შეფუთვაზე დაურთო გაფრთხილებები. 2019 წლის 26 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი, რიგით მე-7 ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და სხვადასხვა სახის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.
---
03.08.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/seq%C2%ADtem%C2%ADbri%C2%ADdan-me%C2%ADdi%C2%ADka%C2%ADmen%C2%ADteb%C2%ADze-shesadzloa-fa%C2%ADse%C2%ADbi-gaizardos/
სექტემბრიდან მედიკამენტებზე შესაძლოა, ფასები გაიზარდოს
იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ დასტაბილურდება და ლარის გაუფასურება გაგრძელდება, სექტემბრიდან მედიკამენტებზე შესაძლოა, ფასები გაიზარდოს. ამის შესახებ, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციების პრეზიდენტმა ირინა ჭელიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა. “იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა, ყველა გადახედავს ფასებს, იმიტომ რომ არსებობს კონკურენცია, არსებობს უამრავი ფაქტორი. 99% მედიკამენტისა, დოლარშია შეძენილი და ისე შემოდის, ამიტომ სავარაუდოა, რომ მოიმატებს ფასები. სავარაუდოდ, ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად არ გაიზრდება, თუმცა ეს ზრდა სხვა ტიპის პროდუქციას შეეხება და საბოლოოდ მედიკამენტები მაინც გაძვირდება“, – აღნიშნა ჭელიძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლარი ფაქტობრივად, ყოველდღიურად მორიგ ანტირეკორდებს ამყარებდა. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულებამ 3 ლარსაც კი გადააჭარბა. თუმცა, მას შემდეგ რაც აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9718 ლარი გახდა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის განხორციელება გადაწყვიტა. შედეგად,1-ელ აგვისტოს სებ-ის სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარიდან 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ამის შემდეგ კი ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.
---
03.08.2019
ყველა წუთი მნიშვნელოვანია - 7 წლის ნიას საზოგაოდების დახმარება სჭირდება
7 წლის ნიას სასწრაფოდ საზოგაოდების დახმარება სჭირდება. მისი გამოჯამრთელბა დიდ თანხებთანაა დაკვშირებული. ნიაკოს საქაართველოში ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზი დაუსვეს. ესაჭიირეობა სასწრაფოდ ღეროვანი უჯრედის გადანერგევა. ნიაკო ამჟამად თურქეთში იმყოფება. კეთილი ადამინების დახმრებით მას შუგროვდა 29 ათასი დოლარი. მისი მკურნალობას სულ 90 ათასი დოლარი ჯდება. ნიაკაოს უტარდება სხვა დამტებითი კვლევებიც მათ შორის ძვლი ტვინის ბიოფსია. თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ნია გოგუა. აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
02.08
---
03.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/489653
აკაკი ზოიძე: ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ციხის ნაცვლად, სამკურნალოდ უნდა გავუშვათ, რადგან ციხე სარეაბილიტაციო ადგილი არ არის
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა. როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა რთულია, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება ადამიანზე ზემოქმედებით განსხვავდება. „ძალიან რთული იქნება ნარკოტიკული საშუალებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, რადგან ერთი და იგივე ნარკოტიკული საშუალება რისკებით განსხვავდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეიძლება იწვევდეს როგორც მიჩვევას, ასევე აგრესიას სხვადასხვა ადამიანებში. ჩვენი, სპეციალისტებისა და ნებისმიერი ნარკოლოგის, პოზიციაა, რომ საპატიმრო სასჯელი არ უნდა იქნას გამოყენებული ყველა ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში და არა მხოლოდ იმ ნარკოტიკების, რომლებიც არ იწვევენ აგრესიას თუ მიჩვევას. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პირობითად, ერთი ან ორი ნარკოტიკის შემთხვევაში, არ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ნარკოტიკის შემთხვევაში, პირადი მოხმარების მიზნით შენახვაზე ან მოხმარებაზე არ უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა. თუ პაკეტი, რომელიც შემუშავებულია, იმ სახით იქნება მიღებული, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც დააკმაყოფილებს. მომხმარებელი, ციხის ნაცვლად, საჭიროა, სამკურნალოდ გავუშვათ, რადგან ციხე სარეაბილიტაციო საშუალება არ არის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
03.08.2019
მედიასაშუალება: http://medianews.ge/ge/shvilebs-mshivrebs-adzineben-tvitonve-mshieri-mshoblebi/61289
“შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები”
სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. "მომაქციეთ ყურადღება ერთი წუთით რა ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე. აი ჩემი ტელეფონი საერთოდ აღარ ჩერდება, უბრალოდ საჭმელს ითხოვენ ადამიანები გესმით?. შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები. მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს. ამწამს 56 ოჯახია, სადაც ამ დღეებში თუ რამე არ მივუტანეთ, არ ვიცი როგორ იქნებიან. რამდენიმეჯერ ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან. ნაღდ სტატისტიკას ცოტა მერე დაგიწერთ, ჩემი თვალით ნანახს, ეხლა კი ამ ადამიანებზე მომეხმარეთ რა, როგორც შეძლებთ. ხვალ, 3 აგვისტოს, შუადღის 15:00- დან, საღამოს 21:00-მდე, ნახალოვკაში, "ქარვასლა"-ს წინ, ავტოსადგომზე იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს. გამოდგება ნებისმიერი საჭმელი, ოღონდ მალე არ ფუჭდებოდეს და მგზავრობას გაუძლოს. მაცივარი თითქმის არცერთს არ აქვთ არ დაგეზაროთ მოსვლა, ვისაც შეგიძლიათ რა და იქნებ რომელიმე საკვები პროდუქტების კომპანიები და მარკეტებიც მოგვეხმაროთ, ერთი ყუთი მაკარონით ბიზნესი არ დაგეღუპებათ, ადამიანებისთვის კი ყველა ლუკმა მნიშვნელოვანია. გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საკმარისი მოგროვდეს, დარიგებით ჩვენ დავარიგებთ და ამაშიც ვინმეს თუ გეცლებათ და მოგვეხმარებით, კარგი იქნება ️ ტანსაცმელს ნუ მოიტანთ, ადგილი არ გვექნება და მომავალ კვირას შევაგროვებთ ცალკე. მოსვლას ვინც ვერ შეძლებთ, ჩარიცხვაც შეგიძლიათ, მაგითაც პროდუქტს ვიყიდით. აბა ჩვენ ვიცით ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი - GE35BG0000000144817300, აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ბანკი - GE90TB7603845061100016, აკაკი სინჯიკაშვილი თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს" უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili. #სიკეთეგადამდებია", - წერს სინჯიკაშვილი.
---
02.08.2019
1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა. „დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური ბარიერი სრულიად მოხსნილია, ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ , დღეიდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სკრინინგის გაძლიერება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონი მოზრდილი ადამიანი ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/252482
რეგიონ.ჯი- http://region.ge/12087-c-hepatitis-programashi-chasarthavad-kvlevebi-ufaso-gakhda.html
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=14572
რეპორტიორი.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=104724
---
02.08.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და შემდგომი კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, „დღეისათვის საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური ბარიერი სრულიად მოხსნილია, ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც დაუდგინდება C ჰეპატიტი, უფასოდ ჩაერთვება მკურნალობაში და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომელიც მას სჭირდება სრული განკურნებისთვის“. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ამ დრომდე, მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევდათ, დღეიდან პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველად ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სკრინინგის გაძლიერება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტებია. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონი მოზრდილი ადამიანი ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000 -ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 00-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა თანამედროვე პირდაპირ მოქმედი ანტივირუსული პრეპარატებით.
---
02.08.2019
მედიასაშუალება: https://pia.ge/post/275737-tengiz-cercvaze-tanagadaxdis-gauqmeba-es-iqneba-sul-cota-15-000-gadarcenili-sicocxle
თენგიზ ცერცვაძე: თანაგადახდის გაუქმება, ეს იქნება სულ ცოტა 15 000 გადარჩენილი სიცოცხლე
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები დღეიდან სრულიად უფასო იქნება. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. როგორც მან „პირველს“ განუცხადა, არსებობს მოლოდინი, რომ მკვეთრად გაიზრდება პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვი. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, 16 000-მდე პაციენტია, რომელმაც იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს, თუმცა მეტწილად ფინანსური ბარიერის გამო, მკურნალობის დაწყებისგან თავს იკავებდა. თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, თანაგადახდის გაუქმებით, სულ ცოტა 15-16 000 კაცი, რომელიც თავს იკავებდა, ჩაიტარებს მკურნალობას: „რეალობაში პაციენტების ნაწილი, ვისაც დაუდგინდა C ჰეპატიტი, არ ერთვებოდა ამ პროგრამაში. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით, 73 000 კაცს აქვს დადგენილი ქრონიკული C ჰეპატიტი და აქედან მკურნალობა მხოლოდ 57 000-მა კაცმა დაიწყო. ანუ 16 000 პაციენტი არის ისეთი ადამიანი, რომელმაც იცის, რომ აქვს C ჰეპატიტი და არ იწყებს მკურნალობას. არ მიაკითხა სამკურნალო დაწესებულებებს მკურნალობის დასაწყებად, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ეს ხალხი უნიკალურ შესაძლებლობას კარგავდა, რომ პრაქტიკულად აქამდე მიზერულ ფასად, 360 ლარი უჯდებოდათ გამოკვლევები, საშუალებას კარგავდა, მიეღო დაახლოებით 50-60 000 დოლარის ღირებულების მედიკამენტები უფასოდ.ანუ ჩაეტარებინა პრაქტიკულად უფასოდ ასეთი ძვირადღიებული მკურნალობა. მაგრამ როდესაც შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტრომ და ჩვენ მიზეზები, თუ რატომ ხდება ეს, რომ 16 000-მა კაცმა იცის, რომ აქვს C ჰეპატიტი და არ მიდის სამკურნალოდ, გაირკვა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში, ერთ-ერთი სერიოზული ბარიერი იყო ფინანსური ბარიერი. ყველას არ ჰქონდა საშუალება, რომ თუნდაც ეს 360 ლარი გადაეხადა. ან უბრალოდ ზოგიერთი ფსიქოლოგიურად არ იყო ამისთვის განწყობილი. არ ჩქარობდა 360 ლარის ფასად მკურნალობის ჩატარებას. იყო რეკომენდაციები სპეციალისტებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ მთავრობა თუ დააფინანსებდა მთლიანად ამ მკურნალობას, მაშინ პაციენტების რაოდენობა, ვინც ჩაიტარებდა მკურნალობას, მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. პაციენტისთვის დღეიდან ეს მკურნალობა იქნება აბსოლუტურად უფასო. არის მოლოდინი, რომ ამის შედეგად მკვეთრად გაიზრდება პროგრამაში ჩართული პაციენტების რიცხვი.ამ ნაბიჯით, რომ გაუქმდა თანაგადახდა, ფაქტობრივად სულ ცოტა 15-16 000 კაცი, რომელიც თავს იკავებდა მკურნალობისგან, ჩაიტარებს მკურნალობას, ეს იქნება 15 000 გადარჩენილი სიცოცხლე“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მან ზოგადად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის უდიდეს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება: „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მსოფლიოში უპრეცედენტოა.საქართველო შერჩეულია მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა აცხადებდა პრეტენზიებს ამაზე, მაგრამ კომპანია Gilead-მა და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეისწავალა რა ყველა ქვეყნის შესაძლებლობები, ჩათვალა, რომ საქართველო ყველაზე უფრო შესაფერისია თავისი ინტელექტუალური მონბაცემებით, რესურსებით, მთავრობის პოლიტიკური ნებით და სხვადასხვა მაჩვენებლებით, რისთვისაც ამ კომპანიამ საქართველო აირჩია პირველ სამოდელო ქვეყნად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი პაციენტებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის პირველ რიგში და მეორე მსოფლიოსთვის.პრაქტიკულად საქართველოში პროგრამის დასაწყისითვის იყო 150 000 ქრონიკული აქტიური C ჰეპატიტით ავადმყოფი. მკურნალობა უკვე ჩაიტარა 54 000-მა, დაახლოებით 100 000 კიდევ არის დარჩენილი, ვინც უნდა ჩაიტაროს მკურნალობა.ყველა, ვინც ჩაიტარა მკურნალობა, მათი 99% განიკურნა და ის, ვინც მომავალში ჩაიტარებს მკურნალობას, მათი 99% განიკურნება.ანუ პრაქტიკულად ამ პროგრამის ბოლოს საქართველოში არ უნდა დარჩეს C ჰეპატიტით ავადმყოფი.ეს არის უდიდესი სიკეთე ქართველი მოსახლეობისთვის.ჯერ არ განხორციელებულა არც საქართველოში და არც მსოფლიოში ისეთი ჯანდაცვის პროექტი, რომელიც გადაარჩენდა დაახლოებით 150 000 პაციენტის სიცოცხლეს.მსოფლიოსთვის კი ამას ის მნიშვნელობა აქვს, რომ პირველად მედიცინის ისტორიაში, მოხდება ქრონიკული ინფექციური დაავადების ელიმინაცია, ანუ აღმოფხვრა. ჯერ მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ მომხდარა. მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინფექციური დაავადების აღმოფხვრა - ყვავილის, მგარამ ყვავილი არის მწვავე ინფექცია და არა ქრონიკული.თანაც აღმოფხვრა მოხდა ვაქცინით და არა მედიკამენტით. ამ შემთხვევაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქრონიკული ინფექციის აღმოფხვრა მოხდება“,-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ „პირველთან" საუბრისას. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასო გახდა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავად საჭირო კვლევებისთვის 140-დან 360 ლარამდე თანხის გადახდა უწევდათ. „საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ გავხდეთ ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროგრამაში ვახორციელებთ გარკვეულ ცვლილებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
---
02.08.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/45926/jandatsvis-saministrom-saavadmyofoebis-kompleqsuri-monitoringi-daitsyo
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო
უკვე ორი კვირაა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის 30 კლინიკა შემოწმდა და 20 ამდე ოქმი დაიწერა. ამის შესახებ რეგულირების სააგენტოს უფროსმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა. როგორც კაპანაძე ამბობს მონიტორინგის მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევაა. „გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით. რეგისტრირებულია 2800-მდე სამედიცინო დაწესებულება. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში შემოწმდება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,’’- განაცხადა კაპანაძემ. რეგულირების სააგენტოს უფროსის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა, როგორც რეგიონში ასევე დედაქალაქში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში. სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც. თუმცა, ზაალ კაპანაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ კლინიკებში დაფიქსირდა დარღვევები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, ქვეყანაში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება ეტაპობრივად და წინასწარი გაფრთხილების გარეშე შემოწმდება. უწყება აქტიურ ჩართვას გეგმავს ხარისხის მართვის პროცესშიც.
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/385134/
ლიბერალი.ჯი- http://liberali.ge/news/view/45926/jandatsvis-saministrom-saavadmyofoebis-kompleqsuri-monitoringi-daitsyo
ინფორუსთავი.ჯი- https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11068
ტივი25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=14578
---
02.08.2019
მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/252421
პრეზიდენტმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმებზე ისაუბრა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემასა და ამ პროგრამის ეფექტიანი მართვის მექნიზმებზე და სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა შესახებ საკუთარი ხედვაც წარუდგინა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ბავშვთა ონკოლოგიასა და ქვეყანაში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების საკითხებს.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/489498
---
ბეჭდვითი მედია
05.08.2019
მედიასაშუალება: ალია
რატომ გაუფასურდა სინამდვილეში ლარი, რა გამოსავალია ხალხისთვის ამ მძიმე სიტუაციიდან და რა ორი მთავარი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ?
ლარმა საკუთარი ანტირეკორდი ისევ მოხსნა. ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი ფულადი რეზერვების გახსნდა გადაწყვიტა. ეროვნული ბანკის ამ აღიარებისა და გადაწყვეტილების მიუხედავად , მაია ცქიტიშვილმა და კახა კალაძემ ლარის გაუფასურებაში მთავარ დამნაშავეებად ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და "რუსთავი 2" გამოაცხდეს. "ოცნების" მაღალჩინოსნების განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის იმ სტატისტიკურ მონაცემებთან, რომელიც "თიბისი რისერჩმა " გამოაქქვეყნა. ტურიზმის აღმავლობის დინამიკა კი ზუსტად დროში ემთხვევა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას. "ევროპულ საქართველოში" ამბობენ , რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასი 60 %ითაა გაზრდილი. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ ამ დრომდე მხოლოდ 2 მილიონი დახარჯა , რაც იმას ნიშნავს , რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს მიზანმიმართულად ვერ ხარჯავს. მოიმატებს თუ არა ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, ჯერ უცნობია. ენერგერტიკის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე , სადაც ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფის დადგენაზე მსჯელობა დაიწყო, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებველი კომისიის თავჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი გაიზრდება თუ არა ტარიფიო. ალიას ფინანსისტი, ახლი საზოგადოებრივი მოძრაობა "დავითი და თამარის" დამფუძვნებელი გიორგი ჩახაია ესაუბრა: გიორგი ჩახაია: " არაერთხელ მითქვამს, როგორც წინა ხელისუფლებებს ასევე ამ ხელისუფლებას, უკაცრავად და, საბოლოო ჯამში "ფეხებზე ჰკიდიათ " ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის შემცირება" "დღეს რომ უცხოური ინვესტიცია შემოვა და ლარს გაამყარებს , მომდევნო წლებში და ათწლეულებში , ერს უცხოელი ინვესტორი მოგების სახით მუდმივად გაიტანს ვალუტას ქვეყნიდან.მთავრობის ეკონომიკური კუთხით ბრალეულობა ისაა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები ფინანსურად ძალიან მომგებიანია ჩვენთვის, არ შეიძლება, ქვეყანა ეკონომიკურად ასე დიდწილად იყოს მიბმული სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე და მითუმეტეს რუსეთზე, რიომელთანაც პირდაპირი და ღია პოლიტიკური დაპირისპირება გვაქვს. " "წინა ხელისუფლება ამერიკული დახმარებებით იკვებებოდა, ესენი რუსული ტურიზმით და ღვინის ექსპორტით, არადა, ამას სჯობდა ორივეს საკუთარ დამოუკიდებელ ეკონომიკაზე ეზრუნა.
---
05.08.2019
მედიასაშუალება: ასავალ-დასავალი
დედა შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს!
ნინო მორჩაძე: - უკვე სამი წელია, ჩემი ერთადერთი შვილი ზურაბ იმედაშვილი უგონოდ მყავს. 7 თვის იყო, როცა ტანზე გამოაყარა და მაშინვე ექიმთან წავიყვანე, რომელმაც დამამშვიდა - საშიში არაფერიაო. თურმე, წითელას ვირუსს თავის ტვინში ჩაუძინია. ეს დაავადება მაშინ ვითარდება, როცა წითელა წლამდე ასაკის აუცრელ ჩვილებს ემართებათ, მერე კი ინფექცია ტვინში 10-11 წლის ასაკში იღვიძებს და პერიოდულად გონების დაკარგვას იწვევს. ასეც დაგვემართა. ერთი წელი სახლში ვუვლიდით, მერე კი იაშვილის კლინიკაში გადმოვიყვანეთ. ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოგვეწურა. ძალიან გთხოვთ, თუკი შესაძლებლობა გექნებათ, იქნებ მცირედით მაინც შეგვეწიოთ. ზურას დასახმარებლად, შეგიძლიათ შესაწირი ამ საბანკო რეკვიზიტზე გადარიცხოთ: საქართველოს ბანკი GE62BG0000000017284900 მიმღები: ნინო მორჩაძე ქალბატონი ნინოს საკონტაქტო ნომერი: 597 76 48 87
---
05.08.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
რატომ გარდაიცვალა ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი ირაკლი კობიაშვილი
რამდენიმე თვის წინ ტრაგედია მოხდა -ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი 40 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში კრიტიკულად დამძიმდა. ირაკლი კობიაშვილს ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა. 10 დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კობიაშვილის მეუღლე მომხდარში ხუჯაძე-გოგნიაშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს. ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით, სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის. უნდა გაკეთებულიყო თუ არა მედიკამენტებზე სატესტო სინჯი ოპერაციამდე, ამ საკითხს ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა გაარკვიოს, რატომ დასჭირდა კლინიკას 4 საათი იმისათვის, რომ მძიმე პაციენტი ერთი სართულით ქვემოთ რეანიმაციულ ბლოკში გადაეყვანათ. იყო თუ არა ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექიმთა გულგრილობა, ერთ თვეში გახდება ცნობილი.
---
05.08.2019
მედიასაშუალება: კვირის პალიტრა
სანდრომ ლაპარაკი რომ შეძლოს...
"გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-დოლარიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს" ქვეყნად ყველაფერი ხდება, თუმცა, რაც მინდიაშვილის ოჯახში დატრიალდა, არ უნდა მომხდარიყო, 2 წლის სანდროს სხვა ბავშვებივით უნდა ეხარა. ის და მისი ტყუპისცალი ძამიკო, დაჩი, ხომ როგორც ექიმებმა თქვეს, კაჟივით ჯანმრთელები დაიბადნენ! მაგრამ... სანდროს დედიკო მეტყველებადაკარგულ და ყელში სტომაჩადგმულ შვილს თითქმის ორი წელიწადია, იმის შიშით შეჰყურებს, სტომა არ ამოუვარდეს და არ დაეხრჩოს. ლიზი მეზურნიშვილი, სანდროს დედა: - დედობის სიხარულს სიტყვები ვერ აღწერს, მაგრამ როდესაც ტყუპის დედობა მითხრეს, მახარებელ ექიმს თავგამოდებული ვუმტკიცებდი, რომელ ტყუპზე ლაპარაკობთ, ერთ ბავშვზე ვარ ფეხმძიმედ-მეთქი. მერე მან ორივე შვილის გულისცემა მომასმენინა და ჩემს მეუღლეს დავურეკე, იცი, ორი შვილი ერთად რომ გვიჩნდება-მეთქი? ის კიდევ ჩემზე მეტად დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო დაბნეულობისა და სიხარულისგან. ექიმებმა ნაადრევი მშობიარობა მირჩიეს - შესაძლოა ორსულობის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდეს, ცოტა ადრე გამშობიარებთო! ასე რომ, ჩემი ბიჭები ფეხმძიმობის რვა თვის თავზე გაჩნდნენ. როცა ერთი დაიბადა, მეორეს ერთი წუთი დასჭირდა და ის წუთი საუკუნედ მექცა - ერთი წუთის შემდეგ მეორეც რომ ატირდა, მეც ავტირდი, რატომ არიან ასე პატარები-მეთქი? ექიმმა, რა გატირებს, ორივე კილოგრამი და შვიდასი გრამია, ხომ ხედავ, რა ვაჟკაცურად ტირიან, მთავარია, ჯანმრთელები არიან, რაც მუცელში ზრდა დააკლდათ, ორი კვირით ინკუბატორში დავასრულებინებთო. ბავშვები ინკუბატორში ორი კვირა იყვნენ, ერთი საათით მაძლევდნენ ნახვის ნებას, თვალს ვერ ვაშორებდი, თან ჯანმრთელობასაც ვაკვირდებოდი, არც სუნთქვა უჭირდათ და არც ჭამა. შინაც სრულიად ჯანმრთელები გამოვიყვანე. მერე სანდროს ვირუსი დაემართა და ამით დაიწყო ჩვენი უბედურება. ბავშვს ჯერ შინ პედიატრის დანიშნულებით ვმკურნალობდი, მაგრამ მერე ბრონქებში ბევრი ნახველი დაუგროვდა და მეც ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გადავიყვანე. სამწუხაროდ, იქაც იმავე მეთოდებით გააგრძელეს მკურნალობა - მხოლოდ ინჰალაციით მკურნალობდნენ. ვხედავდი, რომ ინჰალაცია ბავშვს ნახველს ვერ უშლიდა, ამიტომაც ექიმს ვთხოვდი, იქნებ მკურნალობის სხვა ეტაპზე გადახვიდეთ, რადგანაც ბავშვი მძიმდება-მეთქი, ის კი მეუბნებოდა, აუცილებლად დაშლის, ძალიან ემოციური დედა ხარ, ბავშვი ამ ეტაპზე სხვა მკურნალობას არ საჭიროებსო. ამასობაში სანდრო უკან-უკან მიდიოდა, ნელ-ნელა ლურჯდებოდა. ექთანს შევჩივლე, ბავშვის ფერი არ მომწონს-მეთქი, მაგრამ მანაც იგივე მითხრა, ბავშვს არაფერი სჭირს, შენ ხარ ემოციურიო. მეორე ექიმმაც თითქმის იგივე გამიმეორა, ბავშვი ლურჯი სულაც არ არის, უბრალოდ, მოცისფრო ფერი აქვსო! რაღა მექნა, პალატაში მივბრუნდი, სანდროს ვაჭამე, ხელში ავიყვანე და უცებ საშინელება მოხდა - ბავშვს თავი მოწყვეტით ჩამოუვარდა... - სუნთქვა შეწყვიტა? - დიახ... გაგიჟებული გავიქეცი ექიმთან. მან სანდრო გამომართვა და მითხრა, რა უქენი ბავშვსო? ბავშვისთვის მე რა უნდა მექნა, მაგრამ ამ სიტყვებზე ცა ჩამომემხო, მეგონა, შვილი მოვკალი და ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა. მერე ექიმმა კვლავ გამიმეორა, ბავშვს საჭმელი ფილტვებში ჰქონია გადასული, იმიტომაც დამძიმდაო. სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა - მოგვიანებით რეანიმაციის ექიმებმა მითხრეს, რა საკვები, ბავშვს ფილტვები ნახველით ჰქონდა სავსეო. ამის შემდეგ სანდროს ხორხში სასუნთქი მილი ჩაუდგეს და თითქმის ორთვე-ნახევარი ჟანგბადის აპარატზე ჰყავდათ მიერთებული. პერიოდულად სასუნთქ მილს უღებდნენ და ამოწმებდნენ, მის გარეშე ისუნთქებდა თუ არა. მილის ხშირმა ამოღებამ ხორხის სტენოზი, სასუნთქი არტერიის დავიწროება და იოგების დამბლა გამოიწვია, ანუ ბავშვი დამუნჯდა. ორთვე-ნახევრის შემდეგ სანდროსთვის ყელის გაჭრა და სტომის ჩადგმა გახდა საჭირო. ახლა წლის და რვა თვის არის. სტომის გარეშე ვერ ისუნთქებს და ვერც ერთ სიტყვას ვერ იტყვის. თუმცა ჩემი პატარა საოცრად ჭკვიანია, საკუთარი, მიმიკების ენა მოიგონა თავის ძამიკოსა და ჩვენთან საურთიერთობოდ. რაიმე რომ უნდა, მოირბენს და მიმიკებით გვაგებინებს. - სტომა ძალიან ძნელი მოსავლელია, ყოველწუთიერი გასუფთავება სჭირდება ნახველისგან, გარდა ამისა, თუ ბავშვმა ამოიგლიჯა, წამში გაიგუდება. - სანდრო ცელქია. ერთხელაც წამით ყურადღება მოგვიდუნდა და მანაც სტომა ამოიგლიჯა. ძლივს მივასწარით. სტომას მოხმარებას მატერიალური პრობლემებიც ახლავს. ყოველთვე უნდა გამოცვალო, ფილტრები კი ყოველდღე ახალი უნდა ჩაუდგა, თორემ ბავშვს ფილტვებში მტვერი ჩაუვა და გაიგუდება. ამას ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდაც სანდროსთვის ოპერაცია გაგვაკეთებინა - გერმანიიდან იოგების აღდგენისა და სასუნთქი მილის გაფართოების ოპერაციისთვის 39.000-დოლარიანი ანგარიში მოგვივიდა. სანდროს ხრტილს ნეკნიდან ამოუღებენ, სასუნთქ არტერიაში ჩაუდგამენ და გაუფართოებენ, იოგებს კი დაუჭიმავენ და ამის შემდეგ ჩვეულებრივად ილაპარაკებს. ჩვენ არაფრის გაყიდვას არ დავიშურებთ, თუმცა, რომ გაყიდო, ფასეულიც უნდა გაგაჩნდეს რაიმე. ისევ კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. ვიცი, რომ სხვისი შვილისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ადვილი არ არის, მაგრამ ვინც იცის, სიკეთე რისთვისაც უნდა აკეთოს, იქნებ ჩემს შვილს ის დაეხმაროს. პირობას ვიძლევი, ამ სიკეთის წილ სანდროს ადამიანების დახმარებას ვასწავლი - დრო რომ მოვა, თავადაც სიკეთით გადაიხდის. ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, აქვე ვუთითებთ ანგარიშის ნომრებს: საქართველოს ბანკი: GE43BG0000000161503484 (GEL, USD, EUR); მიმღები: სანდრო მინდიაშვილის დახმარების ფონდი (Sandro mindiashvilis dakhmarebis pondi). თიბისი ბანკი: GE81TB7450145061100006 (GEL, USD, EUR); მიმღები: ლიზი მეზურნიშვილი (LIZI MEZURNISHVILI)
---
03.08.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
35 წლის ქალმა პალატაში უმძიმესი მოტეხილობები მიიღო და დაიღუპა _ რა მოხდა მცხეთის კლინიკაში
მცხეთაში, `ჯეო ჰოსპიტალში~ ახალგაზ რდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი 35 წლის მადონა სუთიძეა. ოჯახის წევრების თქმით, მცხეთის `ჯეო ჰოსპიტალში~ პაციენტი ნაღვლის ბუშტის ოპე რაციის გართულების გამო შეიყვანეს და მის თვის მეორე ოპერაციის გაკეთება იგეგმებოდა. ნათესავების ინფორმაციით, მათ ორი დღის განმავლობაში პაციენტის შესახებ სრული ინფორ მაცია არ ჰქონდათ, მოგვიანებით კი სხვა პაციენტე ბისგან შეიტყვეს, რომ მადონა სუთიძეს სახის არეში მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა მიყენებული. ამის შემდეგ, როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ისინი რეანიმაციის განყო ფილებაში შევიდნენ და ექიმებისგან პაციენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. მათივე თქმით, ექთნების ნაწილის მტკი ცებით, მადონა სუთიძემ დაზიანება ტუმბოზე დაცემის შედეგად მიიღო, მედპერსონალის ნა წილმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დაზიანე ბები მის აგრესიულ ქცევას უკავშირდება. ახლობლებმა დაზიანებების ამსახველი ფო ტოსურათებიც წარადგინეს, სადაც ახალგაზ რდა ქალს თავი სახვევებით აქვს დაფარული. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ თვის უცნობია, რეალურად რა მოხდა რეანიმა ციულ განყოფილებაში და რა პირობებში მიიღო პაციენტმა დაზიანებები. ისინი ქალის გარდაც ვალების რეალური მიზეზის დადგენას ითხოვენ.
---