From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-31.12.2019
Received On : 31.12.2019 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.12.2019

 

ტელევიზია

31.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:   მოამბე 12:00

ეკატერინე ტიკარაძემ , ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა და გათავისყფლება პირადა მიულოცა. ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მიუხედევად დღეს ახალგორის რაიონში სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა დაუდასტურა. ადვოკატი დავით ასათიანი ამბობს რომ მათთვის გაუგებარია რას ემსახურება პროცესის ჩანიშვნა მაშინ როცა ექიმი უკვე გათავისუფლებულია. ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583990

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583994

იმედი -ქრონიკა 11:00 http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583726 (მესამე ვიდეო ფაილი)

---

 

31.12.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

გრიპის გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონდტროლის ეროვნული ცენტი ავრცელებს. სეზონური კრიპის გავრცელებასთან დაკავშრებით თბილისში სამი პოლიკლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პაციენტები 24 საათიანი რეჟიმით მიიღებენ როგორც სატელეფონო კონსულტაციას ასევე სამედიცინო დახმარებას

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583742

 

---

 

31.12.2019                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 09:00

ინისტრთა კაბინეტის წევრები 2019 წელს აფასებენ. ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583501

---

 

30.12.2019                                    

არხი:  მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 15:00

გრიპის გავრცელების გამო თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6582309

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6582094

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583001

---

 

30.12.2019                                    

არხი:  აესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 12:00

მარნეულში, ახალ აშენებულ კორპუსში დევნილ ოჯახს, საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. 6 დევნილ ოჯახი შეხვდება ახალ ბინაში. მოქალაქეებს ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გადასცეს. ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581538

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581892                                             

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581066

ორმულა - ფორმულა ნიუს 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6580960

---

 

30.12.2019                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 12:00

34 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა წმინდა იოაკიმ და ანას სამედიცინო ცენტრში. მას სამედიცინო კვეთა გაუკეთეს, თუმცა რამდენიმე საატში მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და ქალის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ოჯახის განცხადებით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გლი გაუჩერდა. ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581593

---

 

30.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

მაშინ როცა ქალაქის თუ ქვეუნის ბიუჯეტი სოციალურად დაუცველებზე არასათანადოდ ზრუნავს მოქალაქეებს პირად ბიუჯეტზე გაცილებით მეტი ფიქრი უწევთ, ასეა ოზურგეთში შანხაის დასახლებაში სადაც 28 ოჯახს თვიდან თვემდე თავი მიზერული შემწეობით გააქვს, მათ ნაწილს კი ეს თანხაც აღარ მისცეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583390

---

 

30.12.2019                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 15:00

ეგრეთწოდებული საზღვეის ჩაკეტვა, ახალგორიდან დევნილებმა, მთავრობის კანცელარიასთან მდუმარე აქციით გააპროტსტეს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6582272

---

 

30.12.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  იმედის დღე

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აჯამებს 2019 წელს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581922

---

 

30.12.2019                                    

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. თურქული მედიის ცნობით, ავარიას თურქეთის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი მძიმედ არის დაშავებული. ისინიც თურქეთის მოქალაქეები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა, ჩანქირის პროვინციაში დღეს დილით მოხდა. ავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6582076

რუსთავი 2- კურიერი 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6582216

---

 

30.12.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი მკურნალობას უახლოეს დღეებში გერმანიაში ან თურქეთში გააგრძელებს. ოჯახის ინფორმაციით კლინიკის შერჩევის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არსი ჩართული. შეიმჩნევა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა მაგრამ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583388

---

 

30.12.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

2019 წლის შეჯამება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583396

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6583309

---

 

 

ინტერნეტი

31.12.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=95286&fbclid=IwAR2YMIWtEKrktjsVXp48WwRy9YrAUQFs4Y0waHTBH1TLE_JFbaWeZGIgWpw

ჯანდაცვის მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის მეუღლეს სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა ექიმს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის და პირადად მისთვის, როგორც ექიმისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. "საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა უწყების ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართა, რათა  ეს დადებითი შედეგი დამდგარიყო. როგორც  ამ დარგის წარმომადგენელი, აღვნიშნავ, რომ ექიმის პროფესია ხელშეუხებელია,  რაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. დაუშვებელია ჰუმანიტარული თემების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. ვაჟა ექიმის გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი მოვლენა და სასიხარულო ამბავი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენ  ერთად და წარმატებით გადავლახეთ ეს რთული პროცესი. ვაჟა გაფრინდაშვილი ნამდვილად არის თანამედროვეობის გმირი, მან ეს დაუმტკიცა მთელ ერს. ის ფაქტი, რომ დღეს თავის ოჯახთან ერთად ხვდება ახალ წელს არის ძალიან სასიხარულო, არამხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ ალბათ მთელი საქართველოსთვის. მან გაგვიზიარა თავისი იქ ყოფნის ეპიზოდები, რომელიც ნამდვილად იყო ძალიან რთული. იქაც არ მიუტოვებია საექიმო საქმიანობა და მოყვა თუ როგორ ზრუნავდა იმ პაციენტებზე და  დაკავებულ პირებზე რომლებიც ციხეში იმყოფებოდნენ“, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ის ერთიანობა და მხარდაჭერა, რაც მის პატიმრობას მოჰყვა. „საკმაოდ დიდი ემოციური დატვირთვა იყო, თუნდაც ის 50 დღე რაც იქ გავატარე.  თუმცა განსაკუთრებით ემოციური იყო ის გარემო, რაც ჩამოსვლის პირველი წუთიდანვე აქ დამხვდა. აბსოლუტურად არ ველოდი, რომ ასეთი ერთიანობა და მხარდაჭერა  მექნებოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ვამაყობ, რომ ასეთები ვართ ქართველები როდესაც ერთად ვართ“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-vaja-gafrindashvils-da-mis-meugles-shexvda/46342/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579764-jandacvis-ministri-vazha-gaprindashvils-da-mis-meugles-shexvda

1ტვ.ჯი-  https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-vadja-gafrindashvils-da-mis-meughles-shekhvda/

პია.ჯი- http://pia.ge/post/300990-jandacvis-ministri-vaja-gafrindasvils-da-mis-meurles-sexvda?fbclid=IwAR14AiNGSJSDV9WamxBAQihOK_KXX3B0AkSH_rZsapNDjfJIyKiA1gOG8_Q

რუსთავი2.ჯი- http://rustavi2.ge/ka/news/151608

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/579644-2020-clis-jandacvis-saxelmcipo-programebshi-cvlilebebi-shevida?fbclid=IwAR0D0oFIHIq5pJhlj14LnKq8V0keUWPiat7JfeRvykmtH2fLcH5OafOJmvg

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა

2020 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. მათი ინფორმაციით, მომდევნო წლიდან აღნიშნული სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე. 2020 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება კალენდარული აცრების 4 კომპონენტიანი ვაქცინით ჩანაცვლება. აღნიშნული ცვლილება ეხება 18 თვის და 5 წლის ასაკში ჩასატარებელ გეგმურ აცრებს. ასევე, გათვალისწინებულია სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების აცრა „ბ“ ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთი მომავალი პროფესიიდან გამომდინარე სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილი ამ დაავადების მიმართ. „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის -2020 წლის პროექტის ფარგლებში, იცვლება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სერვისის შესყიდვის მექანიზმები. ყველა სისხლის ბანკს, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად საჭირო კრიტერიუმებს, საშუალება მიეცემა დარეგისტრირდეს პროგრამის მიმწოდებლად. ამასთან, იცვლება დაფინანსების მექანიზმი და 2020 წლიდან უანგარო დონაციები დაფინანსდება შეუზღუდავად, ხოლო ფასიანი დონაციების დაფინანსების ლიმიტი განისაზღვრება 30%-ის ოდენობით. ეს ცვლილება ემსახურება სისხლის ბანკების მოტივაციის ამაღლებას, იზრუნონ უანგარო დონაციების რაოდენობის გაზრდაზე. ამასთანავე, მომდევნო წლიდან, ყველა სისხლის ბანკს ეძლევა საშუალება, ჩაერთოს დონაციების ცენტრალიზებულ კვლევაში, რაც აღნიშნული მიმართულებით, წარმოადგენს ინფექციებზე კონტროლის უმაღლეს სტანდარტს. ცვლილებაა კიბოს სკრინინგის კომპონენტშიც, გაუმჯობესდა განხორციელების მექანიზმი. სახელმწიფო შესყიდვის გზით, ერთი გამარჯვებული დაწესებულების დაკონტრაქტების ნაცვლად, თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან მოხდება, რომელიც დააკმაყოფილებს პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს. აღნიშნული ცვლილებით, მოიხსნება პროგრამაში მონაწილეობის ბარიერი, რაც გაზრდის მონაწილეთა რიცხვს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ცვლილება შეეხო ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამასაც - სტაციონარული მომსახურების კომპონენტს დაემატა სარქვლოვანი ბრონქობლოკაციის ოპერაცია. შეიცვალა, სტაციონარული მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც - ნაცვლად საწოლდღით დაფინანსებისა, შემოღებული იქნა დიაგნოზთან შეჭიდული ტარიფი, რომელიც სამინისტროს ცნობით, უფრო ხარჯთეფექტურია. იცვლება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის კონტაქტების კვლევის პროტოკოლი. ახალი დიზაინის მიხედვით, ეპიდემიოლოგი განახორციელებს ყველა კონტაქტირებული პირის მოძიებას, მათთან საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარებას ტუბერკულოზის საკითხებზე და ტუბ ერთეულში გადამისამართებას. რის შემდგომაც განისაზღვრება ესაჭიროება თუ არა აღნიშნულ ბენეფიციარს შემდგომ მკურნალობაში ჩართვა. ,,აივ-ინფექცია/შიდსის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია რამდენიმე სიახლე: გაიზარდა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით მოსარგებლეთა რიცხვი, დაემატა პატიმრობიდან გათავისუფლებული, არვ თერაპიაზე მყოფი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პრობაციონერები. ამ კატეგორიის მოსარგებლისთვის, ცენტრში შექმნილი კომისიის დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ, წელიწადში ერთხელ, განმეორებითი სტანდარტული ვიზიტის ღირებულებაც დაფინანსდება. ამასთანავე, გათვალისწინებულია იმ ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც გლობალური ფონდის პროექტიდან 2020 წელს გადმოდის სახელმწიფოს ვალდებულებებში. მათ შორის, პროგრამას ემატება ორი ახალი პრევენციული ტიპის აქტივობა - 1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია მაღალი რისკის ჯგუფებში. 2. ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგი, რომელიც განხორციელდება მაღალი რისკის ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95246&fbclid=IwAR3L5E-IxfRJ5weygxUnlPbDNp8kCDDrSXe4rfz1DCXzhVQH3NasMbL857g

პია.ჯი-http://pia.ge/post/300856--sidsis-martvis-saxelmwifo-programis-farglebsi-ramdenime-siaxlea?fbclid=IwAR2HYBjds8GVee5wQizeLe4vjthuSsXGyik2Oq9Ople0FA23BaEwIB-Qlv8

პია.ჯი- http://pia.ge/post/300851--usafrtxo-sisxli-s-programasi-monawileobis-kriteriumebi-seicvleba-?fbclid=IwAR3hHZNAH9wPBNr5eVxH5ShPFBomwrDhUzNENsaTwBztJNakL63lLVTbaD8

პია.ჯი- http://pia.ge/post/300847-2020-wels-samedicinos-studentebs-b-hepatitis-winaarmdeg-acrian-?fbclid=IwAR2A8g9QE10zxWYimYvH3HJzJyi4ZYi9I1Dikx3Na2CyHAGrIqGTTL-QDqE

პია.ჯი- http://pia.ge/post/300839-2020-wlis-jandacvis-saxelmwifo-programebsi-cvlilebebia?fbclid=IwAR2iP9wU8EsZzvBLRHIxe5t2ckBt9NThHcGcHYEGIGcCgMpYJ2It4HzEqL8

ბმ.ჯი- https://bm.ge/ka/article/2020-wlis-jandacvis-saxelmwifo-programebshi-cvlilebebi-shevida/46279/

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/2020-wlis-meore-nakhevridan-kalendaruli-acrebis-otkh-komponentiani-vaqcinit-chanacvleba-igegmeba/?fbclid=IwAR2W-zFMralguljUqoXk1mZDW91T69EhD9MifBWVh9a3CU2D_HL_ZqmIQY8

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/64157-2020-clis-jandacvis-saxelmcipo-programebshi-cvlilebebi-shevida/

აქცენტ.ქომ.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11279-2020-clis-jandacvis-saxelmcipo-programebshi-cvlileb

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2020-wlis-djandacvis-saxelmwifo-programebshi-cvlilebebi-shevida

კვირა.ჯი- http://kvira.ge/529857

---

 

 30.12.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/pirveli-ianvridan-gazrdil-socialur-pakets-114-atasamde-shshm-piri-miighebs/?fbclid=IwAR22rAjY0EE5U5_A6y6NOihfo6J_EUN0y84bAfRn7TqNr1hnMl4-658kiZI

პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს

პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე). „პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა დაახლოებით 35 მლნ. ლარია. პროექტი ამოქმედდება 2020 წლის 1 იანვრიდან. 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები“ ,- აცხადებენ უწყებაში. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება. ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

პია.ჯი- http://pia.ge/post/300870-pirveli-ianvridan-socialuri-paketebi-da-saxelmwifo-pensia-izrdeba?fbclid=IwAR1qMxLVCGMm3y0I_j5aL7LGqa-EWn2CYsuLFKWdC9cc7kBbbr8JiJkkKLY

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579686-pirveli-ianvridan-socialuri-paketebi-da-saxelmcipo-pensia-izrdeba?fbclid=IwAR34cBWa2Ov52PAU1WQ4vU0a-k_G0Ra2cKDOV79cD4Doi37T5aPsh19_Vlo

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/64174-pirveli-ianvridan-socialuri-paketebi-da-saxelmcipo-pensia-izrdeba/

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/pirveli-ianvridan-sotsialuri-paketebi-da-sakhelmtsifo-pensia-izrdeba/65187

აიპრს.ჯი- https://ipress.ge/new/pirveli-ianvridan-sotsialuri-paketebi-da-sakhelmtsipho-pensia-izrdeba/

ექსპრესნიუს.ჯი-  https://expressnews.com.ge/?id=95253

კვირა.ჯი- http://kvira.ge/529861

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=95258&fbclid=IwAR3TEInap6kbw0f5H8B2FgtDHfxVK9LNkJgLJPv1U88icxgLD5_iWO5bwzA

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ეროვნული სტრატეგია დამტკიცდა

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ,,საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგია“ დამტკიცდა. დოკუმენტში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, განსახორციელებელი სისტემური და სტრატეგიული რეფორმები და  ღონისძიებებია გაწერილი. სტრატეგია ასახავს კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებს შრომისა და დასაქმების, შრომითი მიგრაციის, განათლების, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის და სამეწარმეო-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. როგორც დოკუმენტშია გაწერილი, დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მოხდება სამუშაო ძალაზე მოთხოვნის სტიმულირება, სამსახურის მაძიებელი პირის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერება, მიზნობრივი, სოციალური და ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკით შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა. შემცირდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, ასევე შემცირდება არალეგალური შრომითი მიგრაციის მასშტაბები, განხორციელდება კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები. შესაბამისი ინსტიტუციური განვითარების გზით, დაცული იქნება დასაქმებულთა შრომითი უფლებები და გაუმჯობესდება სამუშაო პირობები. თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის  უზრუნველყოფა მოხდება, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.  დოკუმენტში მნიშვნელოვანი  ადგილი ეთმობა  ადამიანური კაპიტალისა და პროდუქტიულობის განვითარებას, ასევე მუდმივი განათლების ხელშეწყობას, რაც სამუშაო ძალას დაეხმარება, დააკმაყოფილოს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები და დარჩეს კონკურენტუნარიანი. სტრატეგიის განხორციელების მიზნით იქმნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ახალი მოდელის მიხედვით, ინდივიდუალურის გარდა, განხორციელდება ჯგუფური კარიერული კონსულტაცია. გაძლიერდება სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაინერგება პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა. განახლდება შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა. მოხდება შრომის კანონმდებლობის სრულყოფა ევროკავშირის და ILO-ის სტანდარტებთან. შრომის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შრომის ინსპექცია. ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის  და საზღვარგარეთ ლეგალური  დასაქმების მიზნით საქართველოს მიერ სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმდება   შეთანხმებები და სხვ.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/shromisa-da-dasaqmebis-politikis-erovnuli-strategia-damtkicda-/46306/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579687-shromisa-da-dasakmebis-politikis-erovnuli-strategia-damtkicda?fbclid=IwAR0KYQxSdzV13yScEMWTdLH88FEXhGHbd3bVoVREmPQPvcJWy1yGtIoFmoQ

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/shromisa-da-dasaqmebis-politikis-erovnuli-strategia-damtkicda

პია.ჯი- http://pia.ge/post/300868-sromisa-da-dasaqmebis-politikis-erovnuli-strategia-damtkicda

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/64175-shromisa-da-dasakmebis-politikis-erovnuli-strategia-damtkicda/

---  

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://accentnews.ge/ka/article/11271-ra-tanxas-miigeben-soplis-ekimebi-da-ektnebi-biuje

რა თანხას მიიღებენ სოფლის ექიმები და ექთნები ბიუჯეტიდან ერთჯერადად

სოფლის ექიმებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული მიზნით, 590 000 ლარი გამოიყო.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/sezonuri-gripis-gamo-tbilisshi-sami-poliklinika-mushaobis-sagangebo-redjimze-gadavida/?fbclid=IwAR3QPM6by6PeEuGOV56SDQBIIg8g-ZxiOLp8U-FqZRY8pJN_Q_vn2tRpVrw

სეზონური გრიპის გამო, თბილისში სამი პოლიკლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. 57 ), „მედკაპიტალი-გლდანი“ ( ი. ვეკუას ქ. 18) და „მედკაპიტალი-ვარკეთილი“ (მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3) 09:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებენ. 18:00 საათიდან კი, კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მოემსახურებიან. ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ამბულატორიების გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესაბამისად იქნება მიღებული. მანამდე სასწრაფო დახმარების ცენტრმა გაავრცელა მოწოდება მოსახლეობისადმი, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). მათივე თქმით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/529804

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი”: გრიპის გართულებების შემთხვევები შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ ნაკლებია

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა. გასული კვირის მონაცემები “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” საიტზე გამოქვეყნდა. მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის (წლის 52-ე კალენდარული კვირა) სტატისტიკას აღემატება, რომელიც 277-ს შეადგენდა. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინფექციის გართულებების მაჩვენებელი შემცირებულია. ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1577689233-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90?fbclid=IwAR1yk7hHYjy38nB9oE4j_Oy2J4ciGEQ1qCKFm_DkXNS_RtX4OaFSMfGut1w

იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე დაიღუპა

იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე დაიღუპა. საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ოჯახის ინფორმაციით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებასა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. „რეანიმაციის კარები დაკეტეს და ყველა დაიმალა. ძალით შევედი და დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი“, - ამბობს გარდაცვლილის ქმარი.  როგორც სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, პაციენტს დახმარება დროულად გაეწია. „ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა ინტენსიურ პალატაში. პაციენტს დახმარება დასჭირდა. დროულად იქნა გამოძახებული ანესთეზიოლოგი. რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, რამაც სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უფრო სრულ პასუხს გაგცემთ“, - განმარტავს ექიმი, ხათუნა ჯიშკარიანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/529814

2019 წელს სახელმწიფომ სოფლად სახლი 1050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულა. ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. სუბელიანების დევნილი ოჯახი მრავალწლიანი ლოდინისა და 7 საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება. „სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. 2019 წელს, „სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113776

ფრანთნიუს.ჯი- http://frontnews.eu/news/ge/59223/2019-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%98-1050-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113777

დევნილი ოჯახები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა გადასცეს. 2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ფრანთნიუს.ჯი-http://frontnews.eu/news/ge/59224/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C

---

 

 

ბეჭდვითი მედია

31.12.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება. გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე). პროექტის მიზანია, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1-ლი ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30-ლარიანი მატებაა გათვალისწინებული. ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1-ლი ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6583483&name=31.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

31.12.2019

მედიასაშუალება:  საქართველოს რესპუბლიკა

დევნილი ოჯახები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6583482&name=31.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​