From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-31.10.2019
Received On : 31.10.2019 09:06
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.10.2019

 

ტელევიზია

30.10.2019

არხი: იმედი   

გადაცემა: ქრონიკა 20:00

ახალი საცხოვრებლები დევნილებისათვის

https://www.imedi.ge/ge/video/44154/akhali-satskhovreblebi-devnilebisatvis

---

 

30.10.2019

არხი:   იმედი  

გადაცემა: იმედის დილა

ჰემოფილიით დაავადებული პაციენტები ინოვაციური-პროფილაქტიკური პრეპარატით მკურნალობას იწყებენ. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში წამალი სრულიად დაფინანსდება. ქვეყანაში პრეპარატის შემოტანამდე მკურნალობის ძირითადი მეთოდი ჩანაცვლებითი თერაპია იყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6431114

---

 

30.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

 გარდაცვლილი პაციენტის თენგიზ ზარანდიას ოჯახი ექიმ გიორგი გერლიანისათვის სამედიცინო ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. როგორც თენგიზ ზარანდიას შვილმა, მარგო ზარანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, 11 სექტემბერს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში თენგიზ ზარანდიას ქირურგიული ოპერაცია არასათანადოდ ჩაუტარდა, რამაც პაციენტის მდგომარეობის გართულება გამოიწვია, ეს კი ექიმმა დამალა. მოგვიანებით ზარანდია თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილის არასრულწლოვანმა შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ექიმ გიორგი გერლიანს, რომელიც ტვინის შერყევით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. ზარანდიას შვილის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კი აცახდებენ, რომ გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაწყებულია და სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომის დადგენის შემთხევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6432681

---

 

30.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

20 ლარი მინიმუმ ასეთია ზოგ შემთხვევაში საქართველოში შრომის ფასი. ევრო და დასავლურ ინტერგაციაში მსურველ ქვეყანაში მინიმალური ზღვარი ევრიოპულ მოთხივნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძო სექტორში ის ზღვარი რომელიც საჯარო სექტორში 155 ლარით განისაზღვრა არ მოქმედებს, პროფკავშირები ამ პრობლემის გადაჭრას და რეგულაციების დაწესებას მოითხოვენ, ბიზნესი კი ეწინაააღმდეგება არგუმენტები კი ტრადიციულია. თუ ხარჯები გაიზრდება ბიზნესს ეს წნეხად დააწვება და ბევრი სამუშაო ადგილი გაუქმდება ანუ სამუშაო ადგილები შემცირდება. კანონის სეცვლაზე ახლა პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. აღნიშნული კანონპროექტით პარლამენტს პროფკავშირებმა მიმართა მათი კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ზღვარი ანაზღაურების საშუალო ხელფასის 30% უნდა გახდეს ანუ 320 ლარი უნდა გახდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6433046

---

 

30.10.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

საგანგაშო სტატისტიკა ქვეყნისძთვის ერთმნიშვნელოვან პრობლემაზე. კაზინოებსა და ონლაინ თამაშებში 700,000-ზე მეტი საქრთველოს მოქალაქეა აქტიურად ჩართული. ეს იმ ფონზე როცა სათამაშო ბიზნესში რეკლამირების სეზღუდვისა და ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდის მოთხოვნა ისევ შეუსრულებელია. შეცვლის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვების დაწესება ვითარებას და გადააფიქრებინებს თუ არა ახალი რეგულაციები სოციალურად გაჭირვებული ფენის წარმომადგენლებს ან ახალგაზრდებს ფულის ადვილად მოპოვების თუნდაც მინიმალური შანსის გამოყენებას. ლიდერბეთის გათამაშებაში ამბროლაური მერმა ახალი პორშეს მოგება შეძლო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6433042

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6433033

---

 

30.10.2019

არხი:     ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 15:00

მიმდინარე წლის 9 თვეში სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 114 პირია მხილებული. იანვარი-სექტემბერში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევაა რეგისტრირებული. შსს-ს ინფორმაციით, გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან ოჯახის წევრები არიან, დაზარალებული ბავშვი, სოციალური მომსახურების სააგენტო, მანდატურის სამსახური, სკოლა და სხვა პირები. 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6432251

---

 

 

 

ინტერნეტი

31.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570658-sopel-chaladidshi-avariis-dros-dashavebuli-mamakaci-gardaicvala

სოფელ ჭალადიდში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი ფოთის ჰოსპიტალიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში 20:49 საათზე გადაიყვანეს, სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლის დროს, მედპერსონალმა დააფიქსირა პაციენტის გარდაცვალება. შეგახსენებთ, წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი სამსაათიანი მუშაობის შემდეგ გამოიყვანეს.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570500-sakartveloshi-pirvelad-samedicino-kvlevis-chatareba-xelovnuri-intelektis-mkone-agchurvilobis-sashualebit-ikneba-shesazlebeli

საქართველოში პირველად სამედიცინო კვლევის ჩატარება ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობის საშუალებით იქნება შესაძლებელი

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. „ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეო ზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა“, - აცხადებენ სამინისტროში. როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის გამოყენება, დადებითი შედეგის მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. მისი დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების საშუალებას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად, 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ციფრული ჯანდაცვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციაზე განთავსდება.

აქცენტნიუს.ჯი- http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=7927

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1572426285-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/215356-saqarthveloshi-arsebuli-klinikebis-natsili-shesadzloa-gaerthiandes.html?lang=ka-GE

საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს

საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულის აუცილებლობა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებს სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. „დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი. ამდენად, როდესაც გაიზრდება სერვისის წარმოების მოცულობა, თავისთავად, აქ ეფექტურობის პოტენციალი იზრდება. ჩვენ გაერთიანებას ვერავის შევთავაზებთ, მაგრამ თვითონ შეიძლება მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უმჯობესია გაერთიანდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში სელექციური კონტრაქტის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა ისიც, რას გულისხმობს სელექციური კონტრაქტირება. „სელექციური კონტრაქტირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება სერვისების მიმწოდებელი, მიიღება გარკვეული პირობების ანუ კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ჰოსპიტალურ სერვისზე, შეიძლება, გავითვალისწინოთ საწოლფონდი და ვთქვათ, რომ, დავუშვათ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საწოლების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გახდეს მონაწილე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და აქვე განმარტა, რომ ბევრი ქვეყანა, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორს გეგმავს, ითვალისწინებს, რომ კლინიკაში არ იყოს 300 საწოლზე ნაკლები, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, შეიძლება საუბარი 150 საწოლზე იყოს. მისივე თქმით, კლინიკების გეოგრაფიული მდებარეობაც გასათვალისწინებელი იქნება, რადგან რაიონულ ცენტრში შეიძლება საერთოდ არ იყოს 150 საწოლის აუცილებლობა, ამიტომ იქ უფრო პატარა ზომის საავადმყოფოს შენარჩუნება იქნება საჭირო. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში შემუშავებულ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს რამდენიმე პროფილი. „ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს არა ერთი პროფილი, არამედ რამოდენიმე და იყოს ჩამონათალი ამ პროფილების, თუ რა პროფილი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ქირურგია, მიანგინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და.ა.შ. ასევე, შეიძლება, იყო მოთხოვნები ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური სერვისების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს, დავუშვათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული მთელი რიგი სხვა გამოკვლევების ჩატარების საშუალება. აი, ასეთი პირობები ჩამოყალიბდება ხელშეკრულების ფარგლებში და უკვე მხოლოდ ეს დაწესებულებები შემოვლენ, როგორც სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო პროგრამაში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ დიდი ზომის კლინიკების შემთხვევაშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწევთ. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ სელექციური კონტრაქტირების შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლოსთვის იგრძნობს.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1572431777-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94

საავადმყოფო არ გაურბის პასუხისმგებლობას - ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო პაციენტის გარდაცვალებაზე

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილ თენგიზ ზარანდიასთან დაკავშირებით, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს. „მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოვიდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თავად ექიმს, ის ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“,-აცხადებს კლინიკის სამედიცინო მენეჯერი სულხან ორჟონია. ცხედარი გადასვენებულია ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ოფიციალური დასკვნის შემდეგ ოჯახი სამართლებრივ დავას დაიწყებს. მათი მოთხოვნაა, ექიმს შეუჩერდეს ლიცენზია.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=109953

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში ეროვნული სკრინინგ ცენტრის აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან, „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, კიბოს სკრინინგის საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, ერონული სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით საკომუნიკაციო და სკრინინგ აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანია, ძუძუს კიბოს პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერებისა და ქალთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ტერიტორიაზე განთავსდა მამომობილი, სადაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებმა ძუძუს უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ცენტრის ტერიტორიაზე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თემატიკაზე „ზუმბა ფიტნეს ცენტრმა“ პერფომანსიც გამართა. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კიბოს წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანიის წევრებს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, პირადად ბატონ ამირან გამყრელიძეს აღნიშნული ინიციატივისთვის და ასევე, „ზუმბა ფიტნეს ცენტრს“ მხარდაჭერისთვის, რომელთაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ აღნიშნულ კამპანიაში. დღეს სწორედ ასეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითები გვჭირდება, რადგან ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ერთი მხრივ, დავარწმუნოთ მოქალაქეები ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობაში და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი“, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თავის გამოსვლაში სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში საზოგადოების ყველა სფეროს სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა და კიბოს სკრინინგის საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

პია.ჯი- https://pia.ge/post/289806-vardisferi-oqtombris-farglebsi-daavadebata-kontrolisa-da-janmrtelobis-dacvis-centrsi-erovnuli-skrining-centris-aqcia-gaimarta

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92166

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: https://presa.ge/?m=crimes&AID=78281

2019 წლის 9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული

„2019 წლის ცხრა თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 პირია მხილებული“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შსს-სთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. როგორც ცაციაშვილმა განაცხადა, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ. „2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა. ასევე 2019 წლის ცხრა თვეში შსს-ს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი – სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები. 2019 წლის ცხრა თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 16 პირი. 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან: ოჯახის წევრი/მშობელი – 53%; დაზარალებული ბავშვი – 8%; სოციალური მომსახურების სააგენტო – 6%; მანდატურის სამსახური – 6%; სკოლა – 4%; მეზობელი – 3%; ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები – 1%; არასამთავრობო ორგანიზაცია – 1%; სხვა – 18%“, – ნინო ცაციაშვილმა. ცაციაშვილის განცხადებით, უწყება მიმართავს მოსახლეობას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/236724/?fbclid=IwAR16XObd8aTeN942N8DfEcd1J2qLjXUxDtsmhy0aN37-TlzXjFtfLJbsiPU

92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ

92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს. „მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი მოსწავლე. ძალიან ვუყვარდი ყველას, მაგრამ ახლა ისე მოხდა, რომ მარტო ვარ,“ – შორიდან იწყებს ტატიანა ჩიჩუა თავისი ამბის მოყოლას. ტატიანას ერთადერთი შემოსავალი 200 ლარია, პენსია, რომელსაც ის სახელმწიფოსგან იღებს. სოციალური დახმარება ოთხი წლის წინ მოუხსნეს. მიზეზი არ განუმარტავთ, წლების მანძილზე ვერც თავად გაარკვია. „წონასწორობის დაცვა მიჭირს. იქ (სოციალური მომსახურების სააგენტოში) მისვლის და გარკვევის ძალა არ მქონდა. ახლახან მეზობელი დამეხმარა და ის მივიდა ჩემ ნაცვლად. ვნახოთ, რა იქნება, დამინიშნავენ თუ არა დახმარებას, არ ვიცი,“ –  ამბობს ტატიანა. პენსიას აღებისთანავე ანაწილებს და თვის ბოლომდე ინახავს. ამბობს, რომ საშუალოდ 20-30 ლარი სჭირდება წამლებისთვის, რომელსაც რეგულარულად იღებს. „ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, დღეს რომ დავხარჯო, ხვალ რა ვჭამო. მიუხედავად იმისა, რომ გურმანი ვარ და ძალიან კარგი ჭამა მიყვარს, მაშინვე ვერ დავხარჯავ. ჩაის ვსვამ ხშირად, განსაკუთრებით მიყვარს –  ჩაი, პური და ყველი. დანარჩენი, რასაც ეყოფა, იმას ვყიდულობ ხოლმე,“ – გვიყვება ტატიანა ჩიჩუა. ტატიანას კომუნალურ გადასახადებს მეზობელი უხდის. სწორედ მან გაარკვია, რომ ერთ-ერთი შემოწმებისას სოციალურმა აგენტმა ტატიანას 72 ათასი ქულა დაუწერა. სოციალურ დახმარებას კი მხოლოდ ის მოქალაქეები იღებენ, რომელთა ქულაც 65 ათასზე ნაკლებია. მეზობლის დახმარებით ტატიანამ განცხადება 6 სექტემბერს დაწერა და სოციალური დახმარების დანიშვნა მოითხოვა. „ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს. „თუ 6 სექტემბერს აქვს დაწერილი განცხადება, გადაამოწმებენ, ქულა დაეწერება და თუ მიიღებს საჭირო ქულას, დაენიშნება. 65 ათასამდე ქულას ვინც იღებს, ნებისმიერს დაენიშნება,“ –  უთხრა „ბათუმელებს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/175261/dasvenebis-dRis-gareSe-muSaoba-aikrZaleba-cvlilebebi-SeexebaT-eqimebsac.html

დასვენების დღის გარეშე მუშაობა აიკრძალება, ცვლილებები შეეხებათ ექიმებსაც

კვირაში 6 დღეზე მეტხანს მუშაობა შესაძლოა, აიკრძალოს. აუცილებელია დასაქმებულს კვირაში ერთი 24-საათიანი, სრულყოფილი დასვენების დღე მაინც ჰქონდეს, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს. აგრეთვე ცვლილებები მზადდება ექიმების სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითაც. სამომავლოდ სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მაქსიმუმ 2 ადგილას შეეძლებათ მუშაობა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. „დღეს შრომის კოდექსი არ ადგენს კვირის განმავლობაში დასვენების დღეების ოდენობას. შესაბამისად პრაქტიკაში შესაძლებელია და ხშირად გვხვდება, რომ დასაქმებულები კვირაში 7 დღეს მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი კონკრეტული დღის უქმე დღედ გამოცხადებამ დიდი გართულება შეიძლება გამოიწვიოს დამსაქმებელთათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დასაქმებულთათვის კვირაში სამუშო დღეების მაქსიმალურ ოდენობად 6 დღეს დაადგენს. შესაბამისად, 1 კვირის განმავლობაში დამსაქმებელს შეეძლება დაასაქმოს პირი, მხოლოდ 6 დღით“, - აღნიშნულია პროექტში. შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კანონპროექტის ინიციატორებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, უკვე მეორე საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. ამჯერად მათი განხილვის მთავარი თემები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ქალთა უფლებების გაძლიერება და დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იყო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, კერძო და არასამთვრობო სექტორის, ასევე, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. „ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტების გათანაბრება კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ასევე დემოგრაფიული და მამების ჩართულობის თვალსაზრისითაც. ცხადია, ზოგიერთი კომპანია ახალისებს ამ პროცესს და ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას, თუმცა, ვფიქრობთ, პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. ბიზნესი, ამ შემთხვევაში, უფრო მოქნილი იქნება და თავისუფლად დაასაქმებს ქალებსაც, კაცებსაც, რადგან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კომპანიისთვის ტვირთი აღარ იქნება“, - განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრო კი შრომის უფლებებისა და კონტროლი მიმართულებით არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. სამომავლოდ ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. „ძალიან ბევრი ექიმი მუშაობს რამდენიმე კლინიკაში. ცოტა ხნის წინ ჩვენ ეს საკითხი შევისწავლეთ და მივიღეთ ასეთი სურათი - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას. ეს იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ასევე გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკებში. სამედიცინო სფეროში ის ადამიანური რესურსი, რომელიც დღეს გადანაწილებულია, ფრაგმენტულად აწვდის სერვისს და ხშირად იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე. სამომავლოდ ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=109981

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შშმ, სსმ ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები შშმ, სსმ ბავშვთა და მოზარდთა დღის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, დღის ცენტრების გაერთიანების წარმომადგენლებმა დეპუტატებს იმ საჭიროებების და პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზრდილებს აწუხებთ. შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტში ასახული დღის ცენტრების დაფინანსებისა და სხვადასხვა პროგრამების საკითხზე იმსჯელეს, განხილვას ესწრებოდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. „სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ნაბიჯები გადადგას და ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს პროგრესი წინა წლებთან შედარებით, თუმცა ჯერ კვლავ გვრჩება გამოწვევები. ჩვენ დღის ცენტრებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და დღესაც მაქსიმალურად ვეცდებით მათი საჭიროებები 2020 წლის ბიუჯეტში ავსახოთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.

---

 

30.10.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=109977

გუგული მაღრაძე: ქვეყნის ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების განვითარებას

ევროკავშირის პროგრამის - „უნარ-ჩვევების განვითარება და მათი შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან“ მხარდასაჭერად 2018 წლის ნოემბერში ევროკომისიამ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას (Skills 4 jobs), რომლის თანახმადაც ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 48, 85 მილიონ ევროს.. ახალი პროგრამის აქტივობის ოფიციალურად დასაწყებად გაიმართა ღონისძიება, რომელშიც პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპული სასწავლო ცენტრი, პროფესიული განათლების მუშაკები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. ღონისძიება გახსნეს საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლება პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის უპირველესია პროფესიული განათლება, რადგან იგი უშუალო კავშირშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასთან, სიღარიბის დაძლევასა და უმუშევრობის შემცირებასთან. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს განათლების სისტემისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ დასაქმების საკითხი ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია , მთავარია დასაქმების მსურველს გააჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა და უნარები და შეეძლოს სამსახურის შოვნა. საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით შეიქმნა და ძლიერდება ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა და დასაქმების ცენტრები, რაც ხელს უწყობს უკეთესი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, განათლების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, პარლამენტის განათლების , მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე. პანელის მოდერატორი იყო ევროპის განათლების ფონდის დირექტორი ჩეზარე ონესტინი. როგორც გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტს საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდ განსაზღვრული აქვს პროფესიული განათლების განვითარებასა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით 2018 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის მიღებას უკავშირდება. „ამ კანონით მოხდა ე.წ. ჩიხის აღმოფხვრა. 2019- 2020 წლიდან ინერგება ინტეგრირებული პროგრამები და კოლეჯის სასწავლო პროგრამების პარალელურად სტუდენტებს მიეცემათ ზოგად საგანმანათლებო სკოლის ატესტატის მიღების შესაძლებლობაც, რაც დაინტერესებულ პირებს მიანიჭებს განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას. ასევე კანონით პროფესიულ სასწავლებელს ენიჭება უფლება საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტიცია მოახდინოს სასწავლო დაწესებულების განვითარების მიზნით. კანონმა გააჩინა შესაძლებლობა სახელმწიფომ დააფინანსოს კერძო კოლეჯებიც. კანონს შემოაქვს ჩვენთვის შედარებით ახალი, მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით, პროფესიული განათლება შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს, აითვისოს ის პროფესია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სწრაფად დასაქმდეს და არჩინოს ოჯახი და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო წარმატებული პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

31.10.2019

მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

პაციენტებს ზუსტი დიაგნოზი ხელოვნული ინტელექტის მქონე მოწყობილობით დაესმებათ!

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. „ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა, გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ, გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება“, – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეოზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. „პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის გამოყენება, დადებითი შედეგის მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. მისი დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების საშუალებას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად, 30 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ციფრული ჯანდაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში. ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციაზე განთავსდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6433222&name=31.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

31.10.2019

მედისაშუალება: მესინჯერი

9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულში 114 პირია მხილებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში. როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. მისი თქმით, არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ. შსს-მ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის გაუპატიურება ამ ცვლილებების თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. გამოძიების ეფექტიანად ჩატარებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში. „2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა. ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 პირს, რომელთაგან 101 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 პირი - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში. არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები. 2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39 პირი, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 პირი. 2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს. გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან: ოჯახის წევრი/მშობელი - 53%; დაზარალებული ბავშვი - 8%; სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%; მანდატურის სამსახური - 6%; სკოლა - 4%; მეზობელი - 3%; ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%; არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%; სხვა - 18%. მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, - განაცხადა ცაციაშვილმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6433678&name=31.10.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

           

რეზონანსი-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6433304&name=31.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​