From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-31.07.2019
Received On : 31.07.2019 08:39
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 31.07.2019

ტელევიზია

31.07.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 10:00

საჩხერეში მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის კაბინეტი გაიხსნა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში უკვე წლებია, მოქმედებს ჩანაცვლებით თერაპიიის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს წამალდამოკიდებული პაციენტების მკურნალობას განსხვავებული მეთდით და გულისხმობს ე.წ. აგნოსტებით მხარდამჭერ თერაპიას - შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტებისთვის ჩამნაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საჩხერის კაბინეტის გახსნა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა რესოციალიზაციისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249235

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249067

---

 

31.07.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 11:00      

პროფკავშირების ინფორმაციით, ევოლუშენ გეიმინგის 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. თანამშრომლებმა კომპანიის წინ გუშინ აქცია გამართეს. ონლაინკაზინოს თანამშრომლები ხელფასების მატებასა და უკანონოდ გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ევოლუშენ გეიმინგის იურისტის განცხადებით, გაფიცულია 80-მდე დასაქმებული. იურისტი ამბობს, რომ თანამშრომელთა შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია მზად არის გაფიცულ დასაქმებულებთან დიალოგი აწარმოოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249437

---

 

31.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 11:00

შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა მშენებლობაზე არასრულწლოვნის დასაქმების გამო მშენებლობა შეაჩერა, ამ ფაქტზე გამოძიებაც დაიწყო. ცნობისთვის, მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტზე არასრულწლოვანის დასაქმება კანონით არის აკრძალული. თემაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც. უწყების ცნობით, ობიექტი ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში ასევე, დაჯარიმდა 30 000 ლარით და მოხდა სამუშაო პროცესის შეჩერება, ამას გარდა, მშენებლობაზე გამოვლინდა სხვა არსებითი და არარსებითი დარღვევები, რომელზეც კომპანიას მიეცა 5-დღიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად. საუბარია შპს ტრიდეზე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249601

 რუსთავი 2- კურიერი 09:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249078

---

 

30.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 09:00

ჭის ამოწმენდისას, ნაშალი მიწის ქვეშ მოყოლილი 72 წლის მუშა, აფხაზეთიდან დევნილი ინდიკო ჯომიდავა გარდაცვლილი ამოიყვანეს. სამუშაოს, რომელიც 13 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მაშველების განმარტებით, ჭის სივიწროვე ართულებდა. შემთხვევა ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, დილის საათებში მოხდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6249031

---

 

30.07.2019

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

რაჭას კატასტროფის ბრიგადა არ ჰყავს. ამის შესახებ 16 წლის ლუკა ფოფხაძის ოჯახის წევრები საუბრობენ. მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად ქუთაისის საავადმყოფოს ექიმები მე-12 დღეა, იბრძვიან. ის ამ დრომდე კომაშია და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მოზარდი რაჭაში დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ვირუსის გამო დამძიმდა. პაციენტის თბილისში გადმოყვანა გადაწყვიტეს, თუმცა რეანომობილი გზაში გაფუჭდა. ოჯახის თქმით, გაითიშა ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომელზეც 16 წლის მოზარდი იყო შეერთებული. უჟანგბადოდ პაციენტი 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის გამოც ტვინი გაეთიშა და თბილისამდე ვერ ჩაიყვანეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6248894

---

 

30.07.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 17:00

დღეიდან მცხეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ გარემოში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის მინისტრი პესონალს პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6248599

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247857

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247627

---

 

30.07.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა:   პალიტრა ნიუს 12:00

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის გაფართოებაც პემიერ-მინისტრმა 16 ივლისს დააანონსა, დღეიდან ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად კი, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სოციალურად დაუცველები, ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 სახეობის მედიკამენტს 1 ლარად იყიდიან. აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247206

---

 

30.07.2019

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 12:00

სისხლში ტყვიის მაღალი დონეების შეფასება და მართვა, ტყვიით ინტოქსიკაცია ბავშვებსა და მოზარდებში - თემაზე ბათუმში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს სემინარი ჩაუტარდა. გასულ წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 51 პროცენტს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოუვლინდა. ტყვიის ინტოქსისკაციის გამომწვევ მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის მიზნით კი პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებული შტატების ემორის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა ტოქსიკოლოგმა სამედიცინო პერსონალს სისხლში ტყვიის შემცირების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247780

---

 

 

 

ინტერნეტი

31.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.geostat.ge/media/25303/jandacva-2018-celi.pdf

ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი მაჩვენებლები 2018 წელი

https://www.geostat.ge/ka/single-news/1635/janmrtelobis-datsvis-dziritadi-machveneblebi-2018-tseli

---

 

31.07.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/irakli-petriashvili-evolushen-geimingis-administracia-cdilobs-samsakhuridan-gatavisuflebit-daashinos-dasaqmebulebi/?fbclid=IwAR2_fHpLtnUlomsm5DATjBZEuVXJpbti-AeUcUfpLl9NWlfaky_bP4Q-cME

ირაკლი პეტრიაშვილი - „ევოლუშენ გეიმინგის“ ადმინისტრაცია ცდილობს, სამსახურიდან გათავისუფლებით დააშინოს დასაქმებულები

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბითუბი კომპანია „ევოლუშენ გეიმინგის“ გაფიცული თანამშრომლების აქციას შეუერთდა, რომელიც კომპანიის შენობის წინ მიმდინარეობს. როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის სოლიდარობას უცხადებს კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ხელფასების მატებას და სამსახირიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. „ჩვენი აქ ყოფნა დასტურია იმისა, რომ სოლიდარული ვართ ამ ადამიანების მიმართ და ბუნებრივია, ეს სოლიდარობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ადმინისტრაცია ცდილობს, დააშინოს დასაქმებულები, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მაგრამ თუ გაათავისუფლებენ, ეს ორგანიზაცია დარჩება თანამშრომლების გარეშე. ფაქტი ისაა, რომ ეს მუხტი ვერ ჩაქრება, რადგან ამ ადამიანების მხარეს არის სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/558400-20-21-ivniss-ganvitarebuli-movlenebis-shedegad-dashavebuli-davit-paradashvili-reabilitacias-germaniashi-ganagrzobs

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში განაგრძობს

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული დავით ფარადაშვილი რეაბილიტაციას გერმანიაში განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირადად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააცილა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა. საზღვარგარეთ დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის სულ 11 პაციენტი გაემგზავრა. მათგან 10-მა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ხოლო ერთი ამ დრომდე ისრაელის კლინიკაში რჩება. თითოეული მათგანის საზღვარგარეთ მკურნალობა ფონდმა „ქართუმ“ სრულად დააფინანსა.

პია.ჯი- http://pia.ge/post/275190-jandacvis-ministrma-davit-faradasvili-germaniasi-sareabilitacio-kursis-gasavlelad-gaacila

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikarazem-davit-faradasvili-germaniasi-sareabilitacio-kursis-gasavlelad-gaacila-fondma-qartum-20-21-ivnisis-movlenebisas-dasavebulebis-sazrvargaret-mkurnaloba-srulad-daaf/

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1564493224-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90?fbclid=IwAR0jXf9TCJJvWnFv3MhZIW9UwpcNXKv4d6Vvie7yQ5ueNGWiEUnBnclvKfo

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradzem-davith-pharadashvili-germaniashi-sareabilitatsio-kursis-gasavlelad-gaatsila/?fbclid=IwAR2l6y3VzzWuyL_PtvY9gwVL0jBvmEQC6PsYRal2a_Y7KTTA7bGnDx7STGE

რეპორტიორ.ჯი-  http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=104548

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87782

კვირა.ჯი- http://kvira.ge/488800

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/558385-veteranebis-sakmeta-saxelmcipo-samsaxuris-direktori-jandacvis-ministrs-shexvda

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა. ვლადიმერ იმნაძის თქმით, აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი უმნიშვნელოვანესია. მისი განცხადებით, ვეტერანებისათვის ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება, მაგრამ არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა დღის სტაციონარისათვის აუცილებელ სამედიცინო აღჭურვილობას, რომლის გარეშეც კლინიკა ფუნქციონირებას ვერ იწყებს. მინისტრმა დღის სტაციონარის მონახულების სურვილი გამოთქვა, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას. დღესვე მხარეებმა ლუბლიანას ქუჩაზე ვეტერანთა მრავალპროფილური ჰოსპიტალის მშენებლობის შესაძლებლობის საკითხებზეც ისაუბრეს.განხილულ იქნა ვეტერანთა ჯანმთელობის დაზღვევის პაკეტში იმ ცვლილებების შეტანის საკითხი, რომელიც უწყების ბენეფიციართათვის სისტემას უფრო მოქნილს გახდის. ამასთან საუბარი შეეხო, დევნილი ვეტერანებისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასაც. ყველა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ეკატერინე ტიკარაძემ დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მინისტრის თქმით, ვეტერანთა საკითხები, მათი უფლებების დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, აღნიშნული პრობლემების ეფექტური და დროული გადაწყვეტისთვის, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომლის პირველი სხდომის გამართვაც მომავალ კვირას იგეგმება. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/558442-reanimobilis-aparaturis-mcqobridan-gamosvlastan-dakavshirebit-romelsac-rachidan-tbilisshi-mzime-mdgomareobashi-mqopi-16-clis-mozardi-gadmohqavda-mokvleva-diacqo

რეანიმობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელსაც რაჭიდან თბილისში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 წლის მოზარდი გადმოჰყავდა, მოკვლევა დიაწყო

რაჭიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლუკა ფოფხაძე ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მკურნალი ექიმის მამუკა ნემსიწვერიძის ინფორმაციით, მოზარდი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს და მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. 16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი შეუძლოდ მწვავე ვირუსით, ზღვიდან დარუნების შემდეგ გახდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც თბილისში გადასაყვანად რეანომობილი გამოიძახეს. მოზარდის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, გზაში რეანომობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათი დააგვიანა. მოზარდის ახლობლების მტკიცებით, რეანომობილის ექიმი გადაყვანაზე უარს ამბობდა, აცხადებდა, რომ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, გადაყვანა უშედეგო იქნებოდა. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ქუთაისში გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, დადასტურდა აპარატურის დაზიანება, რამაც პაციენტის დაყოვნება და სავარაუდოდ, მდგომარეობის გართულება გამოიწვია. მისი თქმით, დაიწყო მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში, დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 80 ერთეული რეანომობილია.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://primetime.ge/news/1564483632-%E1%83%A4%E1%83%A4%E1%83%A4?fbclid=IwAR2iqS6gbrSBHGJj_mJy_nez3mUKJQ69cOSPPiEVvLBlG4QWWH156YafrzM

აუცილებლად ყველას ვაზღვევინებთ ამის გამო - 16 წლის ლუკა ფოფხაძის გადარჩენის იმედს ექიმები ოჯახს ვერ აძლევენ

16 წლის ბიჭი ლუკა ფოფხაძის ოჯახს, რომელიც საავადმყოფოში მე-11 დღეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, ქართველი ექიმები გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ. ამის შესახებ ლუკა ფოფხაძის დამ, ანა ფოფხაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.  ანა ფოფხაძემ ჩვენთან საუბრისას დეტალურად გაიხსენა ის დღე, როდესაც მისი ძმა მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ოჯახი მიიჩნევს, რომ ლუკა ამ მდგომარეობამდე რეანომობილის გაუმართაობამ მიიყვანა.  ოჯახმა ბავშვის ანალიზის პასუხები სხვადასხვა ქვეყნებში გადაგზავნა. როგორც ანი ამბობს, თურქეთიდან მცირედ დამაიმედებელი პასუხები მიიღეს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლუკა ფოფხაძე რაჭაში უეცრად შეუძლოდ გახდა და მხარი ასტკივდა. „სანამ დედა და ლუკა ბათუმში წავიდოდნენ, მანამდე მხარი რამდენჯერმე სტკიოდა, ხანდახან თავის ტკივილებიც აწუხებდა, თუმცა ამაზე საუბარი მას არ უყვარდა და ტკივილს ითმენდა. დედა ექიმია და კლინიკაში ორივე შეგვამოწმა, ყველაფერი ნორმაში იყო. შემდეგ ისინი ბათუმში წავიდნენ დასასვენებლად, თუმცა სულ ცუდი ამინდი იყო და მხოლოდ ერთხელ შეძლო ლუკამ ზღვაში ბანაობა. რაჭაში ყოფნისას ლუკას ღამის ოთხ საათზე მხარის ტკივილი კვლავ დაეწყო და მშობლებმა სასწრაფო გამოიძახეს. ისინიც 15 წუთში მოვიდნენ, უბრალოდ ამ 15 წუთში ლუკა სრულიად მოწყდა. ბებიას სთხოვდა, რომ ხელის აწევაში დახმარებოდა. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ლუკა გონზე იყო, იძახდა თავი მტკივაო გზაში კი გონება დაკარგა, გაშავდა და ფაქტობრივად სიკვდილი დაფიქსირდა, ბავშვს გულს უმუშავებდნენ ხელით და იმის გამო, რომ რეანომობილი გაუმართავი იყო, ჰაერს ვერ იღებდა ბავშვი. ორი ვერსია არსებობს, ან რაღაც ისეთი სჭირს ბავშვს და თვითონ არ იღებდა ჟანგბადს, ან ბალონი იყო გაფუჭებული, მაგრამ ტყიბულში მიიღო ჩვეულებრივად ჟანგბადი. ესე იგი, რეანომობილში არ იყო ტექნიკა გამართული. გული შეუნარჩუნეს, მაგრამ ტყიბულის საავადმყოფოში, რომ შევედით ჟანგბადის მიწოდების პრობლემის გამო ტვინი დარჩა შეკუმშული. ტვინის უდიდესი ნაწილი უბრალოდ გადაიწვა. იქ ზუსტად 4 საათი ელოდებოდნენ კატასტროფის ცენტრს, როდესაც მოვიდნენ არ გადავიყვანთ ბავშვს, რადგან რაჭას ეკუთვნისო, რაღაც მაგდაგვარი უთხრეს ზუსტად არ ვიცი. 6 საათი დასჭირდა ბავშვის ქუთაისამდე ჩამოყვანას. რეანომილის ბრალია, რომ ლუკა დღეს ასეთ დღეშია, იმის გამო, რომ გაუმართავი ტექნიკა აქვთ, იმის გამო, რომ რეანომობილიც არ იყო რეანომობილი, და იყო ფურგონი „დელიკა“. ფოტოებიც გვაქვს გადაღებული, შიგნითაც გვაქვს გადაღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ უკანა სავარძელზეა გადადებული და დღემდე არის ასეთი მდგომარეობა, ლუკა კომაშია. აქაური ექიმები ამბობენ, რომ ტვინი არის დამწვარი, ასევე თქვა ავსტრიელმა ექიმმა, რომელთანაც გავიარეთ კონსულტაცია და ეს ინფორმაცია გადავაგზავნეთ ამერიკაში, გერმანიასა და თურქეთში. თურქეთმა თქვა მხოლოდ განსხვავებული ვერსია, რომ ეს საქართველოში აჩვენებს ტვინს მკვდარს, მაგრამ რეალურად შეიძლება იყოს ვირუსი ზღვიდან გადადებული და ორი კვირის განმავლობაში ბავშვმა თუ გაუძლო ეს ვირუსი შესაძლოა სხელუმა გაიწოვოს. თავიდან აქ რომ მოვიყვანეთ ორ საათს გვაძლევდნენ, მაქსმიმუმ ამ დროს გაძლებს ბავშვიო. შემდეგ სამი დღეო და რეალურად ახლაც ცოხალია. გუშინ ფილტვიდან დრენაჟი ამოუღეს და ფილტვის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, იბრძვის ორგანიზმი, მაგრამ აქაური ექიმები მაინც იძახიან, რომ არის უიმედო.  თურქეთის ვერსიას ვეყრდნობით და იმედი გვაქვს, რომ არის ვირუსი და ველოდებით სასწაულს. თორმეტიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში დაახლოებით იქნებ გამოკეთდეს ბავშვის მდგომარეობა. ამბობენ, რომ 1% - იც არ არსებობს გადარჩენის შანსიო, მაგრამ გვჯერა, რომ თურქეთის ვერსია არის მართალი. ჯერჯერობით ენერგიაც არ აქვს ჩემს ოჯახს, რომ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა მოსთხოვოს. აუცილებლად ყველას ვაზღვევინებთ ამის გამო. ექიმები ალბათ თავს იზღვევენ და არ გვეუბნებიან, რომ რაღაც შეიძლება უკეთესობისკენ წავიდეს. ტყიბულში გონზეც კი მოვიდა ბავშვი, თვალები გაახილა და გვანიშნებდა რაღაცებს, თუმცა აქ რომ გადმოვიყვანეთ, ტვინიც გაითიშა, მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადის მიწოდების პრობლემა აღარ გვქონია. ალბათ მგზავრობამ დაამძიმა და რეანომობილის ამბავმა საერთოდ ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.  მე-11 დღეა საავადმყოფოში ვართ ისე, რომ არსად არავინ არ მივდივართ და ღმერთის იმედი გვაქვს, მეტის არაფრის საერთოდ“ - განაცხადა ანა ფოფხაძემ. აქვე შეგახსენებთ, რომ რაჭისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა მთავრობისგან გამართული, თანამედროვე სტანდარტების რეანომობილებით უზრუნველყოფას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით შედგენილია პეტიცია, რომლითაც მთავრობას, პრეზიდენტს და ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართავენ. დოკუმენტის შედგენა და ხელმოწერების შეგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბროლაურში გახმაურებული ინციდენტი მოხდა. 16 წლის მოზარდი მძიმე მდგომარეობაში ამბროლაურიდან თბილისში გადმოჰყავდათ, რა დროსაც რეანომობილი გაფუჭდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიც გაითიშა. მოზარდი ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  http://ghn.ge/news/230425-sakhelmtsifo-ver-uzrunvelqofs-sazogadoebrivi-jandatsvis-usafrtkhoebas-ikneba-es-sakhalkho-mghelvareba-stikia-aktsiis-darbeva-tu-sezonuri-gripis-shemoteva-sergo-chikhladze?fbclid=IwAR2BFOqTd6hAUnOiPISruLhH3bhG6SMhqNSruslXQyRaaKIINJUaRIMroiA

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებას, იქნება ეს სახალხო მღელვარება, სტიქია, აქციის დარბევა თუ - სეზონური გრიპის შემოტევა: სერგო ჩიხლაძე

"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის  სპეციალისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სერგო ჩიხლაძეს.  - ბატონო სერგო, თვეზე მეტი გავიდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ. თქვენი აზრით, რამდენად გამართულია და რამდენად არის მზად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა,  უზრუნველყოს მსგავსი საგანგებო სიტუაციების დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოება? - როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზაობასა და ზოგადად, საგანგებო სიტუაციების მართვაზე, 20 ივნისის ღამეს გამოვლინდა დარღვევები და სრული უუნარობა სახელმწიფოს მხრიდან. ერთადერთი, ვინც გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ეს იყვნენ ექიმები, რომლებიც თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე, დაზარალებულებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ აუცილებელს კომპონენტებს - უწყებათაშორისი ეფექტური კომუნიკაციას, ინფორმაციის ღიაობასა და გაცვლა სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, რისკების შეფასებასა და მიტიგაციის გეგმას, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილებას და ა.შ., სახელმწიფომ ეს ვერ შეძლო. პირველ რიგში, რაც თვალსაჩინო გახდა 20 ივნისის მოვლენების დროს, ეს იყო ინფორმაციის დამალვა და კომუნიკაციის მკვეთრი დეფიციტი ძალოვანი უწყებების მხრიდან. არ იყო დროულად ინფორმაცია მოწოდებული ნასროლი ტყვიის სახეობის შესახებ და მხოლოდ მედიკოსების მიერ ჭრილობებიდან ამოღებული ტყვიის ფოტოებიდან გახდა ცნობილი, რა ტყვიები იყო გამოყენებული. მსგავსი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიწოდებული ჯანდაცვის სტრუქტურებისთვის, რომ დახმარება და ჩარევა იყოს ადეკვატური და ეფექტური. არ იყო დროულად მიწოდებული ინფორმაცია მომწამლავი აირის შემადგენლობის შესახებ, რომელიც გაუშვეს  და შესაბამისი ინფორმაცია არ იქნა მიწოდებული სასწრაფო დახმარების ექიმებისთვის. არადა, ეს მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იქნას გაწეული ადეკვატური სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. მომხდარიდან მეორე დღის ბოლომდე არ იყო ცნობილი ზუსტად რამდენ დაშავებულს,  რომელ სამედიცინო დაწესებულებაში და რა სახის სამედიცინო დახმარება გაეწია. შეგახსენებთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, გვიწევდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში სიარული და ინფორმაციის შეგროვება ადგილებზე. მწყობრი და გამართული სისტემის შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაცია პირველივე საათებიდანვე საჯარო უნდა იყოს და ასევე, სისტემატურად განახლებადი. რაც ასევე თვალსაჩინო იყო, ეს იყო ზოგადად, სხვადასხვა უწყებებს შორის კომუნიკაციის არარსებობა ან ძალიან არაეფექტური კომუნიკაცია, და უფრო მეტიც, ინფორმაციის დამალვა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ასობით ადამიანმა მიიღო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი და  ამ მიმართულებით სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა. ვფიქრობ, რომ მათ საერთოდ არაფერი სმენიათ მსგავსი სტრესული სიტუაციების დროს დაზარალებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის აუცილებლობაზე. - შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის უწყება არ არის მზად მსგავსი საგანგებო სიტუაციების სამართავად? - სამწუხაროდ, ყველაფერი რაც ვთქვი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად რომ ეფექტურად მართოს და უზრუნველყოს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოება  სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს, იქნება ეს სახალხო მღელვარება, ბუნებრივი კატაკლიზმი, აქციის დარბევა თუ  - ყოველწლიური სეზონური გრიპის შემოტევა.  ჯანდაცვის სამინისტრო არ მოქმედებდა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს მსგავსი სიტუაციების დროს. ასევე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჯანდაცვის უწყების მაღალჩინოსნები შეგნებულად მალავდნენ ინფორმაციას დაზარალებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. - თქვენ ახსენეთ, სეზონური გრიპის შემოტევა და ეპიდემიის მართვა. მხედველობაში გაქვთ წლევანდელი გრიპის მართვა 2018-2019 წლის ზამთარში? - კი, მხედველობაში მაქვს წლევანდელი სეზონური გრიპის შემოტევა. მსგავსი   სეზონური  გრიპის  შემოტევებისთვის ქვეყანა უნდა იყოს მზად და ამისთვის, ბუნებრივია,  ქვეყანა უნდა ემზადებოდეს გაცილებით ადრე სეზონური გრიპის დაწყებამდე, გაცილებით ადრე.  რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით 2018 და 2019 წლის დეკემბერ-იანვარში, ეს იყო სრული დაბნეულობა და  ქაოსი ჯანდაცვის სისტემაში. როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა საჭირო  ვაქცინებისა და ანტივირუსული წამლების მარაგი. შეგახსენებთ, რომ  „ტამიფლუ“, არ იყო ხელმისაწვდომი ან  იყიდებოდა გაორმაგებულ ფასში. ამ დროს კი,  მთავრობის გადაწყვეტილება - ანტივირუსული წამალი გაცემულიყო უფასოდ, განხორციელდა მხოლოდ 5 იანვარს, ანუ 1.5 თვის შემდეგ, როცა ვირუსის გავრცელების პიკი დაბლა წამოვიდა ისედაც, ხოლო გადამყიდველებმა ხალხის ხარჯზე დიდი მოგება ნახეს.   - ფიქრობთ რომ ჯანდაცვის უწყება სათანადოდო არ მოემზადა გრიპის სეზონისთვის? - ფაქტია, რომ გრიპის მართვასთან დაკავშირებითაც, პროცესები წარიმართა  სერიოზული ხარვეზებით და ჩავარდნით.  ყველგან იგრძნობოდა,  რომ სახელმწიფო და კერძოდ, ჯანდაცვის უწყება ამისთვის მზად არ იყო.  სამინისტროს პირველ რიგში,  უნდა ჰქონდეს,  მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რას აკეთებ ასეთ პერიოდებში.  ასევე, უნდა ჰქონოდა საჭირო მარაგები.  სახელმწიფო გვეუბნება, რომ მას  ჰქონდა 41 000 ვაქცინა და  კიდევ 15 000 მიაწოდა კერძო  სექტორმა. ჯამში  56 000  ვაქცინა გრიპის სეზონისთვის, რაც არ ყოფნის  საქართველოს მოსახლეობის   2% -საც კი.   ახლა გავაკეთოთ  შედარება სხვა ქვეყნებთან. მაგალითად, აშშ-ში წელს,  სეზონური გრიპისთვის მზადება დაიწყო გაცილებით ადრე და  შესაბამისად  160 მილიონ  ვაქცინაზე მეტი იქნა მომზადებული ქვეყანაში, რაც მათი მოსახლეობის თითქმის 60 % - ზე მეტია.  შორს რომ არ წავიდეთ, ასევე შევადაროთ ჩვენსავე მზაობას 2009 -  2010 წლის ღორის გრიპის შემოტევისთვის: სამინისტროს მიერ შესყიდული ოსელტამივირ ფოსფატი (დაუფასოებელი ფხვნილის სახით) - 105 000 სამკურნალო დოზა, რელენზა (ზანამივირი) - 26 470 სამკურნალო დოზა, WHO-ს მიერ გადმოცემული ტამიფლუ 20 000 კოლოფი (სამკურნალო დოზა). როგორც ვხედავთ, მაშინ, უფრო მწირი ბიუჯეტის ფარგლებში,  საჭირო პრეპარატების  გაცილებით დიდი მარაგი იყო შესყიდული,  ვიდრე დღეს 10 წლის შემდეგ.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/220362/

გაფიცვის ერთ-ერთ ლიდერ სოცმუშაკს შვებულების უფლება არ მისცეს და სამსახურიდან წავიდა

„უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით და მათ შორის, სოცმუშაკებისთვის,“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ინგა დავითაძემ. ინგა უკვე ყოფილი სოციალური მუშაკია – გუშინ, 29 ივლისს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა. რამდენიმე თვის წინ ინგა კოლეგებთან ერთად გაიფიცა და სისტემური ცვლილებები მოითხოვა. ივლისის დასაწყისში კი, მან კანონით გათვალისწინებული უფასო შვებულება მოითხოვა,  რაზეც უარი უთხრეს. შვებულებაზე უარის შემდეგ ინგა დავითაძემ სამსახურის დატოვებაზე დაწერა განცხადება. რის გამო დატოვა სამსახური სოციალურმა მუშაკმა, რომელიც სოცმუშაკების გაფიცვის პროცესში ერთ-ერთი ლიდერი იყო ბათუმიდან და რა ხდებოდა სააგენტოში მას შემდეგ, რაც გაფიცული სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ? – „ბათუმელები“ ინგა დავითაძეს სოციალურ ქსელში ესაუბრა. იგი ამჟამად ესპანეთში იმყოფება. ინგა, თავდაპირველად გვითხარით, რის გამო დატოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტო და გაასაჩივრებთ თუ არა სააგენტოს უარს უფასო შვებულებით სარგებლობაზე? მე ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ შესაძლოა 18 წლის განმავლობაში იბრძოლო და ვერაფერს მიაღწიო. უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით, მათ შორის, სოცმუშაკებისთვის… ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, ვისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენი ბრძოლა „ბათუმელებიდან“ დაიწყო, სადაც პირველად ვისაუბრეთ მე და ჩემმა კოლეგებმა არსებულ პრობლემებზე. ეს იყო სტატია „ზრუნვა ცარიელი ხელებით“. მახსოვს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ჩვენი ხელმძღვანელობისა და სამსახურების მხრიდან – როგორ გავბედეთ და გამოვამზეურეთ ასე პრობლემები, გადარეულია სამმართველოს უფროსიო, მეუბნებოდნენ. ახლაც არ მინდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, მაგრამ თბილისიდან დამირეკეს და მომთხოვეს კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც სოციალური მუშაკები პირადად, საკუთარი ხარჯებით დავეხმარეთ. სტატიაში ვსაუბრობდი ერთ-ერთ ბავშვზე, რომლის დედაც კვების პროგრამაში ჩართვას ითხოვდა, ამას კი რამდენიმე თვე სჭირდებოდა და ჩვენ, სოცმუშაკები ვუგროვებდით თანხას. როცა დარეკეს, ვუთხარი, რომ ახლა ის ბავშვი უკვე ორი წლისაა და ცოცხალია. არც ამ სატელეფონო ზარების შემდეგ მისულან იმ ბავშვის ოჯახში, სამწუხაროდ. სამწუხაროა, რომ ეს მიდგომა არც გაფიცვის შემდეგ შეიცვალა. გაფიცვის დღეებში ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა მშობელმა, ვისი შვილიც შენობიდან ჩამოვარდა და ძლივს გადარჩა. დედა ითხოვდა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას. გაფიცვის დღეებში აცხადებდნენ სამინისტროში, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლეს და პრობლემა არ შექმნილა. სინამდვილეში კი, მე იმ ბავშვის დედის განცხადება სამუშაო მაგიდაზე დამხვდა. კონკრეტულად რა მოტივით გითხრეს უარი უფასო შვებულებაზე? უფასო შვებულებას ვითხოვდი ჩემი შვილის პრობლემების გამო. ვიდრე სოციალური მუშაკი ვიყავი, ოჯახი თითქმის მიტოვებული მყავდა… ჩემს შვილს ჰქონდა მეტყველების პრობლემა და საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გადაიზარდა ლოგონევროზში [იგულისხმება 2017 წელს ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, სადაც მშობლის თქმით, ბავშვებს ერთმანეთის თანდასწრებით აშიშვლებდნენ პარაზიტებზე შემოწმების მიზნით. ეს შემთხვევა ამ დრომდე გამოუძიებელია]. მე, სოციალური მუშაკი, შევესწარი უშუალოდ ბავშვზე ძალადობის შემთხვევას, დავრეკე 112-ზე და რეაგირება იყო ის, რომ მე მისაყვედურეს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა როგორ გავაპროტესტე ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერით განხორციელებული სამუშაო. ამ პროექტს ახორციელებდა ბაღების გაერთიანება და ბათუმის პირველი პოლიკლინიკა. სამსახურში მომთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა მაშინ იმის გამო, რომ ერთი საათით დავტოვე სამსახური. არადა, აღმზრდელმა დამირეკა ბაღიდან, რომ ჩემი შვილი ტიროდა, ვერ აჩერებდნენ და იყო ცუდად. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი მედიით გააკეთა შეფასება, ყველა ხელის დაბანაზე მშობელს ვერ დავურეკავთო. ბავშვის თანატოლებთან გაშიშვლება და ბავშვზე ძალადობა ხელის დაბანას არ უნდა შეადარო, ნამდვილად. ამჯერად მოვითხოვე უფასო შვებულება 90 დღით, რადგან ლოგონევროზზე, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მუშაობენ. მითხრეს, რომ „საჭიროებიდან გამომდინარე“ ვერ მივიღებდი უფასო შვებულებას. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რა იყო ეს საჭიროება. იძულებული გავხდი, სამსახურიდან წასვლა მომეთხოვა, რაც დამიკმაყოფილეს. ჯერ არ ვიცი, ვიდავებ თუ არა სამართლებრივად სააგენტოს წინააღმდეგ, პროფესიულ კავშირთან გავდივარ კონსულტაციას. რა ხდებოდა გაფიცვის შემდეგ, ანუ აპრილიდან, როცა სამსახურში დაბრუნდით – რამდენად შეცვალა თქვენ მიმართ დამოკიდებულება ხელმძღვანელობამ? მოგეხსენებათ, რომ გაფიცვის არც ერთი პირობა არ შესრულებულა. როცა დავბრუნდით, არ მოსულა ჩვენთან არც ერთი ხელმძღვანელი და არ უთქვამს, რომ რამე გამოსწორდება. პირიქით, ჩვენთან შემოვიდა რუსუდან სალუქვაძე [სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე] და გვისაყვედურა, ამდენი საქმე რომ დაყარეთ და წადით, ერთ-ერთი მაინც დარჩენილიყოო. ანუ ჩვენ თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ვერ უნდა ვისარგებლოთ, ხელმძღვანელობას ზედმეტი საქმე რომ არ მისცემოდა. ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე, საერთოდ არ შემოსულა და არაფერი უთქვამს. ის ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარა. გაფიცვის დროს სამინისტრომ თქვა, რომ თქვენ ხელმძღვანელების სამსახურებრივი ავტომანქანებით შეძლებდით გადაადგილებას. იყენებდით იგივე თემურ ქარცივაძის ავტომანქანას?  არა, მე პირადად არასდროს გამომიყენებია. ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად ასევე ექვსი საათის შემდეგ ხდებოდა შემთხვევები, სადაც გასვლა იყო საჭირო და გადაადგილება იყო პრობლემა. ამ დროს კი, ხელმძღვანელობა ძირითადად სამსახურში აღარ არის. ახალი ტენდენცია, რაც გაფიცვის შემდეგ მოხდა, იყო საჩივრები სოციალური მუშაკების წინააღმდეგ. მე 18 წელი ვმუშაობდი და წელი ისე გავიდოდა, საჩივარი არ იწერებოდა. ახლა კი ერთდროულად 4 საჩივარი დაიწერა, მაგალითად, ჩემ წინააღმდეგ. მე არ მისაუბრია ბენეფიციარებთან, რატომ დაწერეს საჩივრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. სხვების წინააღმდეგაც აწერინებენ საჩივრებს. ერთ-ერთი საჩივრის შემდეგ, რუსუდან სალუქვაძემ დამიბარა და მითხრა, რომ საყვედური უნდა დამიწეროს. ვუთხარი, რომ ჯერ საქმის შესწავლაა საჭირო. ეს ის ქეისი იყო, რომელიც სასამართლომაც გამოიყენა, როგორც სოციალური მუშაკის დასკვნა. ჩემთვის საბოლოოდ არ დაუწერიათ საყვედური, მაგრამ ეს პროცესი გააქტიურებულია. გავიგეთ, რომ განიხილება სოციალური მუშაკების ჯანდაცვის სისტემისგან ჩამოშორება და ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადაყვანა. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ? კი, ეს საკითხი განიხილება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესია მოიშოროს სოციალური მუშაკები. „ეს სოციალური მუშაკები“, „ეს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი“ – ასე მოგვიხსენიებდნენ ბოლო პერიოდში, ეს გვესმოდა. ვფიქრობ, არ იქნება ცუდი ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადასვლა, რადგან ტრეფიკინგი არის ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი მიმართულება და არ შეიძლება სოციალური მუშაკი 32 საქმეს ერთდროულად აკეთებდეს. ვფიქრობ, ასე შესაძლებელია უფრო მეტად მოახერხოს ხელისუფლებამ ამ კუთხით მუშაობა.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:    https://expressnews.com.ge/?id=87765

მცხეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა აქვს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მცხეთის რაიონული ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა და სასწრაფოს ორი ავტომობილი უახლესი, ევროსტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით ჩანაცვლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ფილიალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა. მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოს მათთან ერთად გაეცნო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/mtskhethis-sastsrapho-sameditsino-dakhmarebas-akhali-shenoba-aqvs/

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/558381-mcxetis-sascrapo-samedicino-daxmarebis-centrs-axali-shenoba-gadaeca

           

კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mcxetis-saswrafo-samedicino-daxmarebas-axali-shenoba-aqvs

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1564484904-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1

პია.ჯი- https://pia.ge/post/275161-mcxetis-saswrafo-samedicino-daxmarebas-axali-senoba-aqvs

---  

 

30.07.2019

მედიასაშუალება:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/220276/

ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები

„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული. მარიამ სიგუამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ბავშვი 26 ივლისს გააჩინა. სასწრაფო დახმარების ექიმების სიყოჩაღეზე წერდა იმ დღეებში მედია, თუმცა არ გარკვეულა, რატომ არ არის სამშობიარო სახლი ფოთში. „…ჩემი ქმარი მუშაობს, მეტალურგია. სახლში მხოლოდ დედამთილი და ქმრის ბებია იყვნენ. მუცლის ტკივილი როცა ვიგრძენი, სასწრაფო გამოვიძახე. ვიცოდი, რომ სენაკში მომიწევდა წასვლა, მაგრამ გზაში თუ ვიმშობიარებდი, არ მეგონა… აღარ მინდა გახსენება, ძალიან რთული იყო, ისეთი ტკივილები მქონდა, მაგრამ ექიმები შემხვდნენ კაი,“ – გვიყვება მარიამ სიგუა და დასძენს, რომ არ დაგვავიწყდეს საყვედურის აღნიშვნა, – „როგორ შეიძლება ფოთში ერთი სამშობიარო მაინც არ იყოსო“. მარიამ სიგუა სენაკის სამშობიაროში ბავშვთან ერთად მივიდა. „ყველა გამომეგება. იცოდნენ უკვე, გზაში იმშობიარა ქალმაო… მომხედეს და გუშინ წამოვედით სახლში. ახლა კარგად ვართ,“ – აღნიშნავს მარიამ სიგუა.  ფოთის სამშობიარო სახლი 2019 წლის თებერვალში დაიხურა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უარყოფითი დასკვნის საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, სამშობიარო სახლი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. დასკვნა არ გაუსაჩივრებიათ სამშობიაროშიც, რომელიც 2002 წლიდან კერძო საკუთრებაა. სამშობიარო სახლის მეწილეებმა სამშობიაროს დახურვამდე ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. სამშობიარო სახლის 85-წლიან შენობას რემონტი სჭირდებოდა, პირველ რიგში, სახურავი იყო შესაკეთებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როცა ფოთის სამშობიარო სახლი იხურებოდა, ფოთის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებდნენ, რომ კერძო კომპანიას ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით ვერ დაეხმარება და „რეანომობილები უსწრაფესად მოემსახურებიან ბენეფიციარებს“. ამ ფრაზას ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია ამბობდა. რას ამბობს იგი დღეს, როცა ფოთელმა ქალმა ბავშვი გზაში გააჩინა? „მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის თითოეული მშობიარე და მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახური მთლიანად მუნიციპალური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით…“ – გვითხრა ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მაია მაკალათიამ. მას რამდენიმე დღის წინ მომხდარი შევახსენეთ, როცა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა. „ეს უკვე პირდაპირ დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სამეანო თემა დროში არ არის ზუსტად გაწერილი და არის მოულოდნელი წუთები… პროფესიონალ ექიმებს შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ უფრო დიდ რისკებთან იყო დამოკიდებული ძველ სამშობიაროში მშობიარობა. ჩვენ უფრო დიდ მსხვერპლს მივიღებდით,“ – აღნიშნა მაია მაკალათიამ. მისივე თქმით, ამ დრომდე სამშობიარო ვერ გარემონტდა, რადგან კლინიკას 42 მეწილე ჰყავს და ისინი ინვესტორს ვერ უთანხმდებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახლაც მიიჩნევს, რომ კერძო კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერეოდა. „სამშობიარო სახლი საახალწლოდ დაიწყებს მუშაობას,“ – ამბობს ფოთის სამშობიარო სახლის ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი, ნანა მორგოშია. მისი თქმით, სახლში ახლაც ფუნქციონირებს ქალთა კონსულტაციის ცენტრი, სამეანო განყოფილებაში კი – სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „შემოვიდა ინვესტორი მამუკა მიქაძე, ის გახდა ერთ-ერთი მეწილეც და მიმდინარეობს აქტიური სარემონტო სამუშაოები. ჩვენ უკვე მივიღეთ სამედიცინო რეგულირებიდან A დონის სერტიფიკატი, ანუ გვაქვს ფიზიკური მშობიარობის უფლება, მაგრამ ველოდებით რემონტის დასრულებას. ამ წლების განმავლობაში სხვა კლინიკებმა ფოთში ვერ გახსნეს სამშობიარო, რადგან ამას სხვა რესურსი სჭირდება, ჩვენ გვყავს ძლიერი სტაფი ამ კუთხით და მას ვინარჩუნებთ,“- გვითხრა ფოთის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა, ნანა მორგოშიამ. სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის მონაცემებით, ფოთში საშუალოდ თვეში 15 – 20 ბავშვი ჩნდება. 2014 წლის აღწერით ფოთში 41 465 ადამიანი ცხოვრობს.

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/558432-psikotropuli-nivtierebis-shesazenad-qalbi-receptis-damzadebisa-da-gasagebis-braldebit-ekimi-daakaves

ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/borjomshi-qhalbi-retseptis-damzadebisa-da-gasaghebis-braldebith-eqimi-daakaves/

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/153337-pog-borjomshi-kalbi-receptis-damzadebisa-da-gasaghebis-braldebit-eqimi-davakavet

პრაიმთაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1564505254-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:   https://www.primetime.ge/news/1564498950-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9C

ზესტაფონში პანიკაა - კრაზანის ნაკბენით ერთ თვეში ორი ადამინი დაიღუპა

ზეტსტაფონის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი კარაზანის ნაკბენით გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაუდასტურა. შემთხვევა სოფელ ბოსნევსა და ცხრაწყაროში მოხდა. „ვადასტურებ აღნიშნულ ტრაგიკულ ორივე შემთხვევას. პირველი მიმდინარე თვის დასაწყისში მოხდა. მამაკაცი სოკოს საკრეფად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე კრაზანამ დაკბინა და მისი გარადჩენა ვერ შეძლეს. მეორე შემთხვევაში, მამაკაცი მინდორში იმყოფებოდა, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ შეძლეს და რამდენიმე წუთში ადგილზე გარდაიცვალა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, საგანგაშო ვითარება არ არის, ეს მხოლოდ დამთხვევაა“ - აცხადებს გიორგი გოგლიჩიძე. შემთხვევა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე კვირის წინ მოხდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ დღე არ გავა, კრაზანამ ვინმეს არ უკბინოს

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:   http://www.newposts.ge/?l=G&id=211177-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93

"ლაშას მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა, საქართველოში დიაგნოზი ვერ დაუსვევს"- 39 წლის ბიჭს საზღვარგარეთ სამკურნალოდ საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

39 წლის ლაშა ყიფშიძეს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება. ლაშას მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება და საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას, იტალიის ან თურქეთის კლინიკაში, რომელიც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული - ამ გვერდის მიზანიც სწორად ეს არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ თანხის მობილიზება და ვიბრძლოთ ლაშას სიცოცხლის გადასარჩენად! 5 წელია ლაშას დიაგნოზი გაურკვეველია 3 ჯერ ჩაუტარდა ბიოფსია (ტვინში აქვს მრავლობით დაზიანებული კერები) სამწუხაროდ დიაგნოზი ვერ დაისვა - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აქტიური (პერიოდულად გადიოდა მკურნალობას) ბოლო 3 თვეა რაც მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა. მისი ანალიზები გადაგზავნილია სხვადასხვა კლინიკაში, რადგან საქართველოში სამწუხაროდ ვერ გვეხმარებიან. ლაშას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებსაც მამა აუცილებლად ჯანმრთელი უნდა დაუბრუნდეთ. ვერთიანდებით ლაშასთვის! ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ და ლაშა კვლავ შეძლებს ჩვენს გვერდით ყოფნას! მას რეალური შანსი აქვს გადარჩენის, მთავარი დროულად დაიწყოს სწორი მკურნალობა! ამ ეტაპზე გვჭირდება 20 000$ -ის შეგროვება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავაფრინოთ ლაშა კლინიკაში. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ: #GE29BG0000000732776700 მიმღები ლანა ყიფშიძე და #GE49TB7078145064300006 - მიმღები ლაშა ყიფშიძე ოჯახი წინსწრებით გიხდით დიდ მადლობას და ჩვენი თანადგომის იმედი აქვს!

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%9C%E1%83%98---%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-/30083865.html?fbclid=IwAR1YUo7g7lqNmZwHjmtdrLft_fY3YQ_jp8wrwgdfhY3QR2ULEJbPm0nAbjo

ტრეფიკინგის მსხვერპლნი - „უხილავნი ჩვენ შორის“

---

 

 

ბეჭდვითი მედია

31.07.2019

მედიასაშუალება:    რეზონანსი

ზესტაფონში 2 მამაკაცი გარდაიცვალა -მათ დაღუპვას კრაზანის ნაკბენს აბრალებენ

ზესტაფონის მცხოვრებლების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა. ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა, მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს. ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. მათ ეჭვი აქვთ, რომ მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც. „16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო", - ამბობს გაიოზ ჭუმბურიძის და ლია ჭუმბურიძე „კვირისპალიტრასთან". "16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა. ჩვენ ახლა შევწამლეთ ეზო, ძალიან გვეშინია" - განაცხადა ავთანდილი კვარაცხელიას მეუღლემ. „კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება. კრაზანა შეიძლება წელს ზესტაფონში იკბინებოდეს, მომავალ წელს სხვაგან... აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო სამეგრელოში გარდაცვალების შემთხვევა, იმის წინ იყო გურიაში. თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები", - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6249082&name=31.07.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავეს

სამცხე- ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გასაღების ბრალდებით ექიმი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. `სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი რ.ჯ. დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ქ.ბორჯომში და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკის 268ე მუხლის მე2 ნაწილის ,,ბ~ და ამავე მუხლის მე3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა~ _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6249055&name=31.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

31.07.2019

მედიასაშუალება:    მესინჯერი

ამბროლაურის რეანომობილი, რომელსაც 16 წლის ბიჭი გადაჰყავდა, გაფუჭდა ხოლო სუნთქვის აპარატი გამოერთოთ - მოზარდი უმძიმეს მდგომარეობაში

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა ლუკა ფოფხაძეზე წერს რომელიც, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია. "ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით , საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას , რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს , თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი , რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას ... ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული ...მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა ...ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს , თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს... დღეს ის კომაშია , უმძიმეს მდგომარეობაში , სამწუხაროდ გადარჩენის შანსი მინიმალურია .... ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა. დღეს კვირიკობაა და ამ ძლიერი დღესასწაულის მადლი შეეწიოს ლუკას და მის ოჯახს. ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების" - წერს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა. პეტიციას 1287 ხელმოწერა აქვს და ავტორები გეგმავენ, რომ რაოდენობა 3000-მდე გაიზრდება.პეტიცია მიმართავს მთავრობას, პრეზიდენტს და ჯანდაცვის სამინისტროს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6249034&name=31.07.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

--- ​