From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-30.12.2019
Received On : 30.12.2019 09:05
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 30.12.2019

 

ტელევიზია

30.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581066 

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581062

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6580895

---

 

30.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 09:00

ისევ მძიმედ არის პირველი პრეზდიენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. პაცინეტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა , ოჯახი მისთვის მკურნალობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გადაყვანას უახლოეს დღეებში გეგმავს. უკვე შერცეულია თურქეთის ორი კლინიკა რომლის წარმოამდგენლებსაც თბილისში ელოდებიან, პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6581037

---

 

30.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

თბილისის ბიუჯეტი დამტკიცდა. ძირითადი მიმართულებები ისევ სატრანსპორტო პოლიტიკა და ინფრასტრუქტურული მიმართულებებია. ვიცე მერმა დაასახელა კონკრეტული პროექტებიც.ზაარბრიუნკენის მოედანზე რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა კალაძემ კომპანიას სამუშაოები დაუწუნა. ჯანდაცვის სამინისტროს და კლინიკების შემხვედრა განსაკუთრებული შედეგის გარეშე დასრულდა. მინისტრის თქმით უნდა დაიწყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. 

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6580865

---

 

29.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

ამ დრომდე არ შეხვედრია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ჯანდაცვის მინისტრი ეკატეერინე ტიკარაძე. ჩვენ დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურს, გვითრეს, რომ თუ შეხვედრა ჩაინიშნება, აუცილებლად გაგვაგებინებენ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, არც მას გაუვრცელებია განცხადება. დღეს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა შესაძლებობა უკანონო პატიმრის შესახებ ვრცლად ესაუბრა, თუმცა მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6580753

---

 

29.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  პოსტ ფაქტუმი

„გავიგუდეთ“ - მომწამვლელი გამონაბოლქვი რუსთავში და ქალაქი, სადაც ჰაერი ენატრებათ. ადგილი, სადაც ხალხს მარტო საჭმელი კი არა, ჰაერიც სანატრელი აქვს. უკვე 2 წელია რუსთავში მოქმედებს საპროტესტო მოძრაობა "გავიუდეთ". ქალაქი მართლა იგუდება ქარხნების მომწამვლელ გამონაბოლქვში. ხშირია სიმსივნის შემთხვევები, სწორედ უკიდურესად დაბიძურებული ჰაერი იწვევს. ფაბრიკების რაოდენობა ქალაქს ისედაც არ აკლდა ისტორიულად, მაგრამ ბოლო პერიოდში საცხოვრებელი სახლების გვერდით ახალი ქარხნები გაჩნდა, რომლებიც ვითარებას სრულიად გაუსაძლის ხდის. სახოვრებელსა და ქარხანას შორის დაშორება ხშირად 1კილომეტრზე ნაკლებია. ახლა კი რუსთავის საკრებულომ ნებართვა გასცა ახალი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, რაც ჰაერის გასუფთავებას ნამდვილად ვერ დაეხმარება, პირიქით, ალბათ კიდევ უფრო გაგუდავს ისედაც დატანჯულ რუსთავს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6580743

---

 

28.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა პიკს აღწევს. კლინიკები პაციენტების მიღებას ვეღარ აუდიან. მათი უმეტესობა კი მცირეწლოვანია. მედიკოსები ამბობე, რომ ძირითადად A და B ტიპის ვირუსის შემთხვევები ვლინდება. დღის განმავლობაში კლინიკებს 50 მდე მაღალი სიცხითა და ვირუსის სხვადასხვა ფორმით მცირეწლოვანი აკითხავს. პრობლემაა ასევე სასწრაფოს გამოძახებასთან დაკავშირებითაც. გამოძახებებმა იმატა, თუმცა საწრაფო დახმარება ადგილზე მხოლოდ რამდენიმე საათიანია დაგვიანებით მიდის. მედიკოსის განცხადებით, H1N1-ის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6579860 

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6579406

---

 

28.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 18:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 154 ნგრევადი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებმა 2000-მდე დევნილმა ოჯახმა ბინა ახალაშენებულ კორპუსებში მიიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6579802

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6579431

---

 

29.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

2019 წელს სახელმწიფომ სოფლად სახლი 1050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული ერთ-ერთი სახლი მოინახულა. ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578962

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578761

მაესტრო- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578948

---

 

28.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  რეალური სივრცე 18:30

ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს გარემოში ცხოვრება, ჩვენ ყველას გვინდა ცვლილებები უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ გვინდა სუფთა ჰაერი, მწვანე სივრცეები, ჯანსაღი გარემო, სიღარიბიდანა მოსული ოჯახები, მოხუცების ღირსეული სიბერე, ხარისხიანი განათლება ყველასთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6579772

---

 

28.12.2019                                    

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:  მთავარი 12:00

3 წლის, საბა რუხაძის მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებას მიმართავენ. დავით რუხაძე სრული დიაგნოსტიკის დაფინანსებას ითხოვს. მშობლის ინფორმაციით მოზარდს დაბადებიდან 3 თვეში თანდაყოლილი გულის მანკის დიაგნოზი დაუდგინდა, ასევე აქვს ენცეფალოპატია, ჰიდროცეფალური სინდრომი, თავის ტვინის დაზიანება, ფილტვების ჰიპერტენზია. ბავშვის მამა ,,მთავართან’’ საუბარში ჰყვება, რომ მოზარდს არაერთ კლინიკაში უმკურნალეს, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დავით რუხაძე ეჭვქვეშ აყენებს გამოკვლევების პასუხებს და ითხოვს უცხოეთში მკურნალობის გაგრძელებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578830

---

 

27.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

კლინიკების ხელმძღვანელების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ ერთ რამეზე, საავადმყოფოები მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და კოორდინირებული მუშაობით ამ სფეროში არსებული პრობლემები მოაგვარონ. ასევე, მიიჩნევენ, რომ ხარვეზების აღმოფხვრა სახელმწიფომ ისე უნდა შეძლოს, რომ კლინიკები არ დაზარალდნენ .

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578360 

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578262       

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578307

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578293

მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578428

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578484

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578215

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578163

ტვ პირველი - ანალიტიკა 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578068                                                  

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578032

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6577852

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6577810

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6577773

---

 

27.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 21:00

ჯანდაცვის სამინისტრო კრიზისს არ აღიარებს, მაგრამ ექიმები საგანგაშო პრობლემის პირისპირ დგანან. გრიპის ვირუსმა კლინიკები გადაავსო. ბავშვებს მაღალი ტემპერატურით მედიკოსები ხშირ შემთხვევაში დერეფნებში იღებენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუდმივად სავსეა, სტაციონარებში კი ადგილები საერთოდ არ არის. საჯაროდ პრობლემაზე საუბარს ყველა ერიდება, თუმცა პირად საუბრებში მედ პერსონალი აღიარებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებებმა ისედაც რთული მდგომარეობა უკიდურესობამდე დაამძიმა. განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, რომ ვაქცინაცია საჭირო არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578397 

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578266

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578370

I არხი- მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578493 

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578234

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6577903

---

 

27.12.2019                                    

არხი: ფორმულა

გადაცემა:  ფორმულა ნიუს 20:00

რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578239

---

 

27.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს ზაზა ავალიანს და აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორს რევაზ ჟღენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა. შეთანხმების თანახმად აბასთუმნის ფილტვის სარეაბილიტაციო ცენტრის ვალდებულებას მაღალი პროფესიული რისკის წარმომადგენლებს მაღაროებში, ცემეტნის საწარმოებში, მეტალურგიულ და სხვა მსგავს საწარმოებში დასაქმებულებს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აღენიშნებათ უფასო სამკვირიანი სასუნთქი სისტემის რეაბილიტაციის კურსი შესთავაზეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6578506

---

 

ინტერნეტი

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/579615-marneulshi-devnil-ojaxebs-sacxovrebeli-partebi-gadaecat

მარნეულში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ

მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, კიდევ 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება. მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე არსებული ბინები სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.  „იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა გადასცეს. 2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პია.ჯი- http://pia.ge/post/300805-6-devnil-ojaxs-binebi-gadaeca

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:   https://1tv.ge/news/soflis-eqimebistvis-biujetidan-ertjeradad-400-lari-soflis-eqtnebistvis-ki-300-lari-gamoiyo/

სოფლის ექიმებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო

სოფლის ექიმებისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან ერთჯერადად 400 ლარი, სოფლის ექთნებისთვის კი, 300 ლარი გამოიყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი. აღნიშნული მიზნით, 590 ათასი ლარი გამოიყო. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. პირველი ივლისიდან გათვალისწინებულია ამ ინსტიტუციებში რვა ათასამდე დასაქმებულის ანაზღაურების გაზრდა 100 ლარით.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:    https://1tv.ge/news/sezonuri-gripis-gamo-tbilisshi-sami-poliklinika-mushaobis-sagangebo-redjimze-gadavida/

სეზონური გრიპის გამო, თბილისში სამი პოლიკლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. 57 ), მედკაპიტალი-გლდანი ( ი. ვეკუას ქ. 18) და მედკაპიტალი-ვარკეთილი (მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3) 09:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებენ. 18:00 საათიდან კი, კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მოემსახურებიან. ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ამბულატორიების გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესაბამისად იქნება მიღებული.

 

მანამდე სასწრაფო დახმარების ცენტრმა გაავრცელა მოწოდება მოსახლეობისადმი, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). მათივე თქმით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/nikoloz-gamyrelidze-jandacva-biznesia-romelsac--aqvs-tavisi-socialuri-pasuxismgebloba-/46237/

ნიკოლოზ გამყრელიძე: ჯანდაცვა ბიზნესია, რომელსაც აქვს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა

გეთანხმებით, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა იზრუნონ რეინვესტიციაზე და ვფიქრობ, ზრუნავენ“, - ასე უპასუხა სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ “საქმის კურსის“ წამყვანის შესაბამის კითხვას. საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, კლინიკები, რომლებიც მთავრობის 520-ე დადგენილებას აკრიტიკებენ, მეტად კომერციაზე არიან ორიენტირებულები და ეკატერინე ტიკარაძე მათ რეინვესტირებისკენ მოუწოდებს. „ჯანდაცვა, ზოგადად, ბიზნესია, მითუმეტეს კერძო სექტორში მყოფი კომპანიები არიან მომგებიანი ბიზნესები. გეთანხმებით, რომ მათ უნდა იზრუნონ რეინვესტიციაზე და ვფიქრობ, ზრუნავენ. არამგონია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ოდესმე ჩადებულიყო იმხელა ინვესტიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ბიზნესი, რომელსაც თავისთავად აქვს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა და ტვირთი, იმიტომ რომ საქმე ეხება პაციენტებს, მაგრამ აქვს თავისი კომერციული ინტერესებიც და ორივე ძალიან კარგად უნდა იყოს დაბალანსებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/dedebi-azartuli-thamashebis-tsinaaghmdeg-ivlisis-ii-nakhevridan-dghemde-suitsidis-20-phaqti-daphiqsirda/

“დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”: ივლისის II ნახევრიდან დღემდე, სუიციდის 20 ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონია ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო 24 საათის განმავლობაში 300 ექაუნთი იხსნება. აღნიშნული სტატისტიკა გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”. ორგანიზაციის პრეზიდენტის თამარ ჯაფარიძის განცხადებით, ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე სუიციდის 20 ფაქტი დაფიქსირდა. იგი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში უნდა დარეგულირდეს აზარტული თამაშების სფერო „სტატისტიკა შემზარავია, ლუდომანია ეს არის უმძიმესი სენი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებრივ მზრუნველობას. ყველაზე მეტად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და ძალიან მაოცებს და მაკვირვებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარე მდგომარეობა. ვინც იცის სტატისტიკა, დღეს ჩვენს რეალობაში, ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 6 თვის მონაცემი არის 209 განხორციელებული, მაგრამ ამ 209-დან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე როგორც 115-ე მუხლზე არ აქვს არანაირი ფილტრაცია გაკეთებული, არც ამ შემთხვევაში არ აქვს გაკეთებული რომ დაიფილტროს. ჩვენი მოძიებით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, 20 სუიციდის ფაქტია განხორციელებული“, – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/saqarthveloshi-2019-tslis-pirvel-11-thveshi-aiv-shidsis-594-akhali-shemthkhveva-gamovlinda/

2019 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამის შესახებ ინფორმაციას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება. შიდსის ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში აივ/შიდსის მხრივ არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივება საქართველო უკვე 28-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. საქართველო გამოდის დევიზით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“. ინფორმაციის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით. 2015 წლიდან საქართველომ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს, იმას რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება. აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი სადღეისოდ მთავარი გამოწვევაა საქართველოში. ქვეყანაში აივ/შიდსით პაციენტების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი. ასევე, სერიოზული გამოწვევაა აივ/შიდსით პაციენტების გვიანი გამოვლენა. პრაქტიკულად უკვე სრულდება არვ(ანტირეტროვირუსული) მკურნალობით მოცვისა (86%) და ვირუსის სუპრესიის (91%) სამიზნეები. შესასრულებელია გამოვლენასთან დაკავშირებული სამიზნე, სადაც სერიოზული ჩამორჩენაა. აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესება შესაძლებელია შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით: აივ/შიდსზე და С ჰეპატიტზე ტესტირების ინტეგრირება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში; აივ/შიდსზე რუტინული ტესტირების დანერგვა ჰოსპიტალურ სექტორში; კლინიკური ნიშნებითა და სარისკო ქცევების მიხედვით ტესტირების უკვე არსებული პროგრამების გაფართოება ჯანდაცვისა და სამოქალაქო სექტორში; თვით-ტესტირების ფართოდ დანერგვა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. 2019 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4197 ავადმყოფს და 1626 გარდაიცვალა. 2019 წლის პირველ 11 თვეში უკვე გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა. აივ ინფექციის გადაცემის გზების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტები – 48.0%, შემდეგ მოდის ნარკოტიკების ინექციური მოხმარება – 38.2%, შემდეგ სექსი მამაკაცებს შორის – 11.3%, ვერტიკალური გზით (დედიდან ბავშვზე) დაინფიცირდა 1.3%, აივ ინფიცირებული სისხლის გადასხმით – 0.5%, ხოლო 0.7%-ში დაინფიცირების გზა დაუდგენელია. როგორც შიდსის ცენტრის წარმოამდგენლები აცხადებენ, საპირველდეკემბრო კამპანიის მიზანია კიდევ ერთხელ იქნას მიპყრობილი ქვეყნის მთავრობის და მთლიანად საზოგადოების ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემას და კიდევ ერთხელ მოხდეს გაცნობიერება აივ/შიდსის რეალურ საფრთხე”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პ.ს. 1 დეკემბერს, 11.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება.

---

 

29.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/gripis-vaqcinis-krizisi-visze-zrunavs-saxelmwifo

გრიპის ვაქცინის კრიზისი - ვისზე ზრუნავს სახელმწიფო

ხალხი პანიკამ მოიცვა - გრიპის ვირუსმა უკვე ორი ადამიანი იმსხვერპლა. გაიზარდა მოთხოვნა, მაგრამ მსურველები ვაქცინაციას, უკვე კარგა ხანია, ვეღარ ახერხებენ. სახელმწიფო მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფების აცრაზე ზრუნავს. გრიპის წინააღმდეგ აცრა სავალდებულო არ არის. ჯანდაცვის მინისტრს თავისივე განცხადებების განმარტება უწევს, მაგრამ კრიტიკას მაინც ვერ სცდება. ვაქცინების უშედეგო ძებნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის: ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე გრიპით დაავადების 190 შემთხვევა აღირიცხა; ეპიდემიური ზღვარი კი 450-500 შემთხვევაზე გადის. თუმცა ეს ხალხს ვერ ამშვიდებს. გარდაცვალების ორი შემთხვევა, გართულების ალბათობა და საავადმყოფოების გადატვირთვასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბევრისთვის პანიკის საფუძველს ქმნის. უკაცრაცად, გრიპის ვაქცინა ხომ არ გაქვთ? - ეს შეკითხვა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვად იქცა. 58 წლის ნინომ თადარიგი დროზე ვერ დაიჭირა და შემოდგომაზე აცრა ვერ ჩაიტარა. ახლა ის მონდომებით ცდილობს, მაგრამ ვაქცინას ვეღარ შოულობს - „სადაც დავრეკე, ყველგან უარი მითხრეს. ირგვლივ რაც მესმის, შევშინდი და აცრაც იმიტომ გადავწყვიტე... მაგრამ ჯერ უშედეგოდ“. 40 წლის ნიკოლოზს კი, ბოლო თვის განმავლობაში, ასე ძებნა-ძიებაში, ორი ბავშვი დარჩა აუცრელი - „სადაც დავრეკეთ, არავის ჰქონდა. ხან ისე სწრაფად უთავდებოდათ, ვერ ვუსწრებდით“. პროცესი არც რადიო თავისუფლებისთვის აღმოჩნდა იოლი. სადაც დავრეკეთ, ვაქცინის ყიდვა ანდა აცრის ჩატარება ვერავინ შემოგვთავაზა: GPC-ის ქსელში (სადაც აცრა ადგილზე შეიძლებოდა) - ვაქცინა აღარ აქვთ; ავერსის სააფთიაქო ქსელში ვაქცინა არ იყიდება; ავერსის კლინიკაში - ერთი კვირის წინ გაუთავდათ; PSP-ს ქსელში რამდენიმე ვაქცინა მხოლოდ ბათუმში ერიცხებათ, თუმცა გვითხრეს, რომ მისწრების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან უკვე ძალიან ბევრი მსურველი გადაამისამართეს; ფარმადეპოს ქსელში ვაქცინები უკვე თვეზე მეტია, რაც გაუთავდათ; კლინიკა „კურაციოში“ ადგილები დეკემბერი ბოლომდეა დაჯავშნილი, იანვრის ამბავი კი ჯერ არ იციან; პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში ვაქცინები აღარ აქვთ; „რეპროარტში“ აცრის შანსი ორშაბათიდან გამოჩნდება (სხვებმა ზუსტი დრო ვერ დაგვისახელეს). გრიპის ვაქცინების საშუალო ღირებულება (შემადგენელი კომპონენტების რაოდენობის გათვალისწინებით) კლინიკებსა და აფთიაქებში ბოლო თვეებში 35-დან 65 ლარამდე მერყეობდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2019-2020 წლის სეზონისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 100 ათასი დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა; ხოლო კერძო სექტორმა - დაახლოებით 30 ათასი დოზა. დეკემბერი გრიპის სეზონის პიკად მიიჩნევა. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაავადებულთა რიცხვი 30-ით ნაკლებია, 100 ათას მოსახლეზე გათვლით. ვისზე ზრუნავს სახელმწიფო? გრიპის საწინააღმდეგო აცრას სახელმწიფო მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს უტარებს. აქ იგულისხმებიან „მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირები და სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული რისკჯგუფები“. ოფიციალური ჩამონათვალის მიხედვით, სახელმწიფო თავის თავზე არ იღებს ყველა პენსიონერის აცრას. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ პენსიონერების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გრიპის გართულებული შემთხვევების მკურნალობა სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება. პრინციპით, რომ ყველაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს, დანარჩენებმა ფასიანი აცრისთვის კერძო სექტორს უნდა მიმართონ. და რა ქნას ადამიანმა, თუკი უნდა, მაგრამ ვაქცინას ვერ შოულობს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას სახელმწიფო თავის კომპეტენციად არ თვლის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სახელმწიფო პასუხს ვერ აგებს კომერციული სექტორის გათვლებზე. „საბჭოთა კავშირის დროს იყო აფთიაქები და ფარმაცია სახელმწიფოსი ბიზნესის შემთხვევაში, მოთხოვნა თუ იქნება, ვაქცინაც იქნება. (თუ მოთხოვნა არის და ვაქცინა არ არის), ესე იგი ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში. მე ნუ მთხოვთ პასუხს იმაზე, რომ ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა თავისი ბიზნესი... ჩვენ გავთვალეთ ძალიან კარგად - სახელმწიფოს უნდოდა 2,5-ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“. იმნაძის თქმით: სახელმწიფომ უფასოდ აცრა მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალი 93 ათასი ადამიანი და კიდევ 7 ათასი ვაქცინაა დარჩენილი მარაგში; სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, რომ დაავალდებულოს კერძო სექტორი; გრიპის ვაქცინაცია სავალდებულო არსად არის; საქართველოში აცრა სავალდებულოა მხოლოდ პროფესიული რისკჯგუფებისთვის; მთავარია სიფრთხილე და ექიმისთვის დროულად მიმართვა - გარდაცვალების შემთხვევები დაგვიანებულ მკურნალობას უკავშირდება. იმ ფაქტს, რომ გრიპით დაავადებულთა რიცხვი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ნაკლებია, ექსპერტები იმით ხსნიან, რომ წლევანდელი სეზონისთვის უფრო მეტი ადამიანი აიცრა. შესაბამისად, იგივე სპეციალისტები ძალიან დამაზიანებლად მიიჩნევენ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. რა თქვა ჯანდაცვის მინისტრმა? როდესაც გრიპის სეზონის შესახებ ლაპარაკობდა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 25 დეკემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ვაქცინა - ეს არ არის პანაცეა“. მინისტრმა ასევე თქვა: „მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე“; „შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება“; „გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“. მინისტრმა მეორე დღეს (26 დეკემბერს) დააზუსტა, რომ ის მხოლოდ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის არასავალდებულო ხასიათზე ლაპარაკობდა და ეჭვქვეშ არ დაუყენებია ზოგადად ვაქცინაციის მნიშვნელობა - „ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა“. დამატებითი განმარტებების მიუხედავად, სპეციალისტების ნაწილი მაინც თვლის, რომ მინისტრის 25 დეკემბრის განცხადებამ დარტყმა მიაყენა ვაქცინაციის კულტურის დამკვიდრების პროცესს, რომელიც საქართველოში ისედაც ნელი ტემპებით მიმდინარეობს. „ეს იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, არაკომპეტენტური, დაუფიქრებელი განცხადება... შედეგისთვის სულერთია, რის გამო გააკეთა მინისტრმა ასეთი განცხადება. ჯანდაცვის უწყების პირველი პირისგან ეს არის პირდაპირი მავნებლობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგო ჩიხლაძემ. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილს ისედაც აქვს უნდობლობა და „მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შეარყია“.

---

 

29.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/quotyvelam-vicodit-ew-chashkas-aftiaqiquot---ra-riskebs-xedavs-deputati-wamlebis-fasis-regulirebashi/46048/

"ყველამ ვიცოდით ე.წ. ჩაშკას აფთიაქი" - რა რისკებს ხედავს დეპუტატი წამლების ფასის რეგულირებაში

„ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის დარეგულირება „შავ ბაზარს“ გააჩენს. ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, შესაძლოა, ფარმაცევტულ კომპანიებს მოგების მარჟა დაურეგულირდეთ, რადგან ასეა ევროპის ქვეყნებში. „ბოლო 6 წლის განმავლობაში თითქმის 60%-ით არის მომატებული ფასები მედიკამენტების ფასები. მოსახლეობისთვის ყველაზე მეტი პრობლემა არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და გამოსავალი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გვთავაზობს, გაართულებს წამლებზე ხელმისაწვდომობას. ამ ფორმით თუ შევა სახელმწიფო მედიკამენტების ფასის რეგულირებაში, მაშინ აუცილებლად წარმოიშობა ფარმაცევტულ ბაზარზე ისეთი წამლების დეფიციტი, რომელიც ბუნებრივად გააჩენს შავ ბაზარს. ძალიან ბევრ ადამიანს გვახსოვს ე.წ. ჩაშკას აფთიაქი. როცა ჩვეულებრივ აფთიაქში არ იშოვებოდა წამალი და გაცილებით უფრო ძვირად იყიდებოდა შავ ბაზარზე. ჯანდაცვის მინისტრის ამ ტიპის რეფორმა სწორედ აქ მიგვიყვანს და ეს კიდევ უფრო გაურთულებს ჩვენს მოქალაქეებს წამლებზე ხელმისავწდომობას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. დეპუტატი სიტუაციიდან გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ შედგეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების ნუსხა, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართავენ.

---

 

28.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/ra-unda-qnas-saxelmwifom-mozardi-rom-msxverplad-ar-aqcios

რა უნდა ქნას სახელმწიფომ, მოზარდი რომ მსხვერპლად არ აქციოს?

მოზარდი რომ მსხვერპლად არ იქცეს, სკოლამ რომ მოზარდის საჭიროებები დროულად დაინახოს, სკოლაში რომ მოზარდის უფლებები დაცული იყოს და თუკი მოზარდს კანონთან პრობლემები შეექმნება, სამართალდამცავებთან მისი ურთიერთობა იყოს უსაფრთხო, - აი, ამ და კიდევ სხვა მსგავს საკითხებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობა დაიწყო. ამ ჯგუფმა ექსპერტებთან ერთად ის სისტემური ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომელმაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს დახვეწაზე იზრუნოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა უწყება ერთად იკრიბება და მოზარდთა გამოწვევებსა და პრობლემებზე მსჯელობას იწყებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ მსგავსი შეკრებები და დისკუსიები, როგორც წესი, მორიგი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ იწყება და ხელისუფლება გადაბრუნებული ურმის ეფექტით იწყებს მოქმედებას. ასე იყო 2017 წელსაც, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი და 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კანონმდებლობის დახვეწისათვის და სკოლებში მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად სამ უწყებას - შინაგან საქმეთა, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს - მიმართა: „უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც. მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს პროცესში. პირველ რიგში, პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას“. ორი წლის თავზე, ირკვევა, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ერთადერთი, რაც ამ ორი წლის განმავლობაში შეიცვალა, სკოლებში მანდატურების უფლებამოსილება გაიზარდა. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვნენ, მანდატურის სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურება. 2019 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვაში დადანაშაულებულმა მოზარდმა, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, კვლავ დადგა დღის წესრიგში უწყებათაშორისი ჯგუფის შეკრების საკითხი. შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად 25 დეკემბერს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება; ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე უწყებების „საშინაო დავალება“ ასეთია - 2020 წლის 10 იანვრისთვის სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე წარადგინონ კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და ბიუჯეტი, თუ როგორ და რა ფორმით აპირებენ ჩამოთვლილი პრობლემებისა და საკითხების მოგვარებას. უწყებათაშორისი ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე. მისი თქმით, პირველი მიღწევა, რაც ამ ჯგუფის შეხვედრებს შეიძლება მიეწეროს, არის ის, რომ უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ აღიარა სისტემაში არსებული მძიმე ხარვეზების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ასობით პოლიციელს ამზადებს და ასწავლის, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან, ანა აბაშიძის თქმით, როდესაც ბავშვები პოლიციაში აღმოჩნდებიან, ისინი მაინც ხდებიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები. „შსს-მ აღიარა, რომ სისტემაში არ იციან ბავშვთან ურთიერთობა. რომ ინფრასტრუქტურა, სადაც ბავშვების გამოკითხვა/დაკითხვა მიმდინარეობს, არ არის მორგებული ბავშვებზე. ჩემის მხრივ, დავამატებდი, რომ გარემო და ინფრასტრუქტურა, სადაც ბავშვების გამოკითხვა მიმდინარეობს, ბავშვისთვის სახიფათოც კია. მეტიც, სისტემაში დიდი ალბათობით, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გამომძიებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვი იმგვარად დააზიანონ, რომ მოზარდმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. სწორედ ისე, როგორც ამ ცოტა ხნის წინ მოხდა“. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ანა აბაშიძე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს შსს-ს ინიციატივას, რომ პირველი აპრილიდან თბილისის მასშტაბით შეიქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო. თუმცა, თვლის, რომ სისტემის გაჯანსაღებისთვის მხოლოდ ეს შეთავაზება არ იქნება საკმარისი. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამმართველოში, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდება, იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები. პირველი ეტეპისთვის მათი რაოდენობა 25 იქნება. მისივე თქმით, სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე: „შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“. ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც ბავშვთა უფლებების დამცველებმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, ეს არის საკანონმდებლო წინადადების შემუშავება, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე. დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუკი მოზარდი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, მას სავალდებულო ადვოკატი არ ენიშნება. ანა აბაშიძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივამ ეს მიდგომა უნდა შეცვალოს: „ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი გამოკითხვაზე მშობელთან ერთად იქნება, სოც მუშაკთან თუ ფსიქოლოგთან ერთად, მას სჭირდება პროფესიული დაცვა, რასაც ყველაზე კარგად ადვოკატი გააკეთებს. სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე, ჩვენ უკვე გვეცოდინება სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ბავშვი გამოიკითხა მოწმის სტატუსით ბოლოს ერთი წლის განმავლობაში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა წარმოადგინოს გეგმა და ბიუჯეტი, რა დამატებითი ხარჯები დასჭირდება იმისათვის, რომ მოზარდები უზრუნველყოს ადვოკატების მომსახურებით. ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოზარდს გამოკითხვისას არ დაუსვან ისეთი შეკითხვა, რომელიც შემდგომ მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. და რაც მთავარია, ადვოკატი იქნება საუკეთესო გარანტი იმისა, რომ მოზარდის მიმართ არ განხორციელდეს უკანონო ქმედება“. სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე, მაია ჩოჩუა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ჯგუფის პირველმა შეხვედრამ ნათლად გამოავლინა ის სისტემური ხარვეზები, რომელიც დღემდე ღრმად არის ფესვგადგმული, როგორც განათლების სისტემაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სისტემაში. მისი თქმით, განათლების სამინისტრო, ფაქტობრივად აღიარებს, რომ მას არ აქვს კრიზისების მართვის არანაირი გამოცდილება და მენეჯმენტი. არ აქვს ხედვა, როგორ უნდა იქცეოდეს სკოლა კრიზისულ სიტუაციაში: „სამწუხაროდ, არის მკაფიო ტენდენცია, რომ მასწავლებლები არსებობენ ე.წ. კარგი მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი ძირითადად არის მათთვის, ვინც კარგად სწავლობს. დანარჩენები უბრალოდ ხელის შემშლელები არიან. ან გაკვეთილიდან უნდა გააგდოს მასწავლებელმა ან სკოლიდან გარიცხონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, ყველაზე მცირე კონფლიქტის დროსაც კი, მანდატურები პროცესში პოლიციას რთავენ. ეს პრობლემები რეგიონებში ვიზიტისას ცხადად გამოიკვეთა. სკოლებს არ აქვთ შიდა მექანიზმები, როგორ უნდა იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში. არ აქვთ არანაირი კონცეფცია, რა შემთხვევაში უნდა განიხილონ პრობლემა სკოლის შიგნით და რა შემთხვევაში უნდა გადამისამართდნენ პოლიციაში. სკოლას უნდა შეეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება“. ფსიქოლოგი მაია ცირამუა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სკოლებში არა სადამსჯელო, არამედ მხარდამჭერი ღონისძიებების სერვისების შექმნაზე, რომელიც დღესდღეობით, მისი თქმით, სკოლებში არ არის. მისი თქმით, დღეს, მასწავლებლები არ არიან მზად, რომ გაუმკლავდნენ პირველად გამოწვევებს და როგორც კი სკოლაში თავს იჩენს პრობლემა, იწყება ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია და მანდატურის საშუალებით ბავშვი გადამისამართდება მანდატურის სამსახურის ქვეშ დაქვემდებარებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში. ფსიქოლოგის თქმით, მოზარდი ამ ცენტრში გაშვებას აღიქვამს არა როგორც მხარდაჭერას, არამედ როგორც დასჯას: „სკოლაში წარმოქმნილი პრობლემების 70% თავად სკოლამ უნდა მართოს. დანარჩენი 30%, სადაც შედიან ქცევითი და ემოციური საჭიროებების მქონე ბავშვები, ისინი, რა თქმა უნდა, სკოლის გარეთ სერვისში უნდა გადამისამართდნენ. ბავშვის ემოციური უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბევრ ფაქტორზე გადის. მათ შორის იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს მასწავლებელი თუნდაც იმაზე, რომ როდესაც ბავშვი გაკვეთილზე ზის, ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში არა შიშით, არამედ ინტერესით. მას არ ჰქონდეს შფოთი, რომ დაბალ ნიშანს მიიღებს და ამის გამო მშობლები გაუბრაზდებიან, მასწავლებელი ეჩხუბება, კლასელები დასცინებენ“. რაც შეეხება მოზარდებს, რომლებიც შესაძლოა კანონთან კონფლიქტში აღმოჩნდნენ, მაია ცირამუას თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მოზარდმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს თავი: „ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მაგრამ ეს კანონი არის სახლის კარგი სახურავი, რომელსაც არ აქვს კედლები და ფუნდამენტი. ამიტომ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა. როდესაც ქვეყანაში გვაქვს ასეთი კანონი, უნდა გქონდეს კარგად გამართული ადრეული პრევენციის მექანიზმები - ბავშვზე ორიენტირებული სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ხედავენ ბავშვს თავის სივრცეში, კარგად გამართული სოციალური მომსახურეობის სერვისები და ა.შ“. ანა აბაშიძის თქმით, განათლების სამინისტრომ აღიარა ისიც, რომ დღესდღეობით, უწყებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი სკოლებში ბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის. როგორც ჩანს, განათლების სამინისტრო ახლა იწყებს მუშაობას ამგვარ დოკუმენტზე. ყოველ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ირწმუნება, რომ უწყება ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს: „ვეცდებით, ძალიან მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველა დოკუმენტის თავმოყრა, გაანალიზება და ჩვენთვის მორგებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. ვფიქრობ, 2020 წლის დასაწყისში ალბათ, შევძლებთ, რომ გარკვეული სამუშაო დოკუმენტი არსებობდეს, როგორც ბულინგის მიმართულებით, ასევე კრიზისების მართვის მიმართულებით. ჩვენ უწყებათაშორის ჯგუფს წარვუდგინეთ პრობლემის მოგვარების კომპლექსური ხედვა, რომელსაც „ბავშვთა კეთილდღეობა“ დავარქვით. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, განვსაზღვრეთ მოკლე ვადაში რა იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, დროში გავწეროთ ის ღონისძიებებიც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად დავისახეთ. ორი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტი - კრიზისების მართვა და ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტი, რომელიც იანვრის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს“. როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, ყველაზე ბუნდოვანი გეგმა 25 დეკემბრის შეხვედრაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა. სწორედ ამ უწყებამ უნდა გაწეროს გეგმა და ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოს სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოზარდთა უსაფრთხოების დაცვისთვის. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 2020 წლის 10 იანვარს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწევთ უწყებებს წარადგინონ კონკრეტულად გაწერილი გეგმები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

---

 

28.12.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1577521348-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90

ზამთრის კურორტებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ბრიგადები გაიგზავნა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ინფორმციით, ზამთრის კურორტები ტურისტულ სეზონს სრულად მომზადებული ხვდებიან. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების დამატებითი ეკიპაჟები ყველა შესაბამის ლოკაციაზე სპეცმანქანებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ უწყებაში. 11 ეკიპაჟი გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის ზამთრის კურორტებზე უკვე გაემგზავრა.

ტვ25.ჯი-  http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=18890

---

 

28.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministrodan-dagvirekes-da-daertya-bechedi-200-000-laris-gadmoricxvaze---quothelsikoriquot/46138/

ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვირეკეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის გადმორიცხვაზე - "ჰელსიკორი"

ჯანდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ განხორციელებული ზარიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ დაგვირეკეს, დაგვიბარეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის დავალიანების გადმორიცხვაზე,- ამის შესახებ კლინიკა „ჰელსიკორის“ დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ tv "პირველის" ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. საქმე იმაშია, რომ 26 დეკემბერს „ჰელსიკორმა“ ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა და უწყებას მათთან მყოფი პაციენტების სახელმწიფო საავადმყოფოებში გადაყვანა სთხოვა. მიზეზი სამინისტროს მხრიდან 3.8 მლნ ლარის დავალიანებაა, რის გამოც კლინიკის ცნობით, პაციენტების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას ვერ ახორციელებენ. „ჯანდაცვის სამინისტროში ჩემ მიერ განხორციელებული ზარიდან, დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ დაგვირეკეს, დაგვიბარეს და დაერტყა ბეჭედი 200 000 ლარის გადმორიცხვაზე. ეს არის ივნისის თვის შესრულება და ველოდებით, რომ ეს თანხა მაინც გადმოირიცხება და ნაწილობრივ მაინც გავცემთ ხელფასებს. დაახლოებით, 3.8 მლნ ლარიდან ვადადამდგარი არის 1.5 მლნ ლარი, რომელიც კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო ჩარიცხული. ივნისის თვეს ვიღებთ ახლა. ადრე რიცხავდნენ 4 თვეში, ახლა გადაიწია 6 თვეზე, რამაც არამარტო ჩვენს კლინიკას, არამედ ნებისმიერ კლინიკას ვინც ანალოგიურ სიტუაციაშია ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა სახარჯი მასალების შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელფასებთან დაკავშირებით და ფაქტობრივად, პარალიზებულია კლინიკების უმეტესობა საქართველოში“, - განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

---

 

28.12.2019

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/300594-2019-wels-saxelmwifom-soflad-saxli-1-050-devnil-ojaxs-seusyida

2019 წელს სახელმწიფომ სოფლად სახლი 1 050 დევნილ ოჯახს შეუსყიდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. სუბელიანების დევნილი ოჯახი მრავალწლიანი ლოდინისა და 7 საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შემდეგ, ახალ წელს საკუთარ სახლში შეხვდება. "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება. 2019 წელს, "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, სახელმწიფომ სახლი 1 050 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579454-2019-cels-saxelmcipom-soplad-saxli-1-050-devnil-ojaxs-sheusqida

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95202

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/2019-tsels-sakhelmtsifom-soflad-sakhli-1-050-devnil-odjakhs-sheuskida/65148

---

 

28.12.2019

მედიასაშუალება:  https://expressnews.com.ge/?id=95193

დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები შეაფასა

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემები გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, ნამდვილად დღის წესრიგში დასაყენებელი იყო და აქტუალური“ - ასე აფასებს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილ იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც საქართველოს მთავრობისა და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმა დღეს იმსჯელეს. მისი თქმით, ტარიფიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა როგორც სამინისტროს, ასევე კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან მოხდება. „პირველ რიგში ეს იყო ტარიფიკაციასთან დაკავშირებით, სადაც დავდეთ პირობა, რომ ერთიანად მოხდებოდა ფასებთან დაკავშირებით მუშაობა, როგორც სამინისტროს ასევე კლინიკების წარმომადგენლების მხრიდან. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო სელექტიური კონტრაქტირების თემა. მესამე - სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გადაფასების საკითხი და სამედიცინო მომსახურეობის საკითხი ზოგადად“, - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/300547-mtavrobis-wevrebi-samedicino-sferos-warmomadgenlebs-sexvdnen

მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამედიცინო სექტორს, ჯანდაცვის რეფორმის კონცეფცია წარუდგინეს, კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეფორმის სხვადასხვა გზები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს. „შეხვედრის მთავარი თემა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის, ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა იყო. ეს შეეხება, როგორც ფასების დადგენის და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსის მიმართულებით სისტემის საჭიროებების შესწავლას და მოცვას იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურების მოდელი მიუახლოვდეს დასავლურ მოდელს. კონკრეტული ინტერვენციების თაობაზე, მოვისმინეთ კლინიკების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. 2012 წლის შემდგომ, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო უპრეცედენტო სოციალური პასუხისმგებლობა და განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტად იქცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ პირებს მკურნალობის საშუალება მისცა და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ პაციენტის გარდა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღო დარგმაც, განხორციელდა ინვესტიციები, შეიქმნა ახალი სამედიცინო დაწესებულებები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი რისკები ხარისხის ნაწილსა და ფინანსური მდგრადობის მიმართულებით - წლების განმავლობაში, შემცირების ნაცვლად - გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების მიერ სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გადაუდებელი და გეგმიური შემთხვევების პროპორცია არის 80/20 განვითარებულ ქვეყნებში კი -20/80. სწორედ ამ მიზეზების გამო, ქვეყანაში დაიწყო ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და რეკომენდირებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ. დაგეგმილი რეფორმები საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდა.

ინტერპრესნიუს.ჯი-https://www.interpressnews.ge/ka/article/579402-mtavrobis-cevrebi-samedicino-speros-carmomadgenlebs-shexvdnen

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95183

ფორ.ჯი- https://for.ge/view/178397/giorgi-gaxaria-sayovelTao-jandacvis-warmateba-am-qveynis-da-TiToeuli-moqalaqis-imdenad-mniSvnelovani-miRwevaa.html

აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11241-mtavrobis-cevrebi-samedicino-speros-carmomadgenleb

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/premieri-da-jandacvis-ministri-samedicino-klinikebis-xelmdzgvanelebs-xvdebian/46142/

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/300509-jandacvis-ministris-moadgile-gripis-epidemiis-riski-ar-arinisneba

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: გრიპის ეპიდემიის რისკი ამ ეტაპზე არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვირუსული გრიპის შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, ნაკლებია. "100 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინაცია გვაქვს შემოტანილი. ამ ვაქცინის დიდი ნაწილი უკვე გამოყენებულია მაღალი რისკის ჯგუფებზე, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სისტემაში არის მედიკამენტური მზაობა. მობილიზებულები არიან პირველადი ჯანდაცვის ცენტრები", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-gripis-shemtxvevebis-raodenoba-sharshandeltan-shedarebit-dabalia/46170/

---

 

29.12.2019

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/300503-jandacvis-ministris-moadgile-tarifebi-romlebic-kardioqirurgiis-da-kritikuli-medicinis-mimartulebit-ganisazrvra-zalasia

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ტარიფები, რომლებიც კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით განისაზღვრა, ძალაშია

"ტარიფები, რომლებიც კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით განისაზღვრა, ძალაშია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი თემა ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა და დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პოზიციების მოსმენა იყო. "დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის ჯანდაცვის ძირითადი მიმართულების განხილვა და ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პოზიციების მოსმენა. ეს შეეხება როგორც ფასების დადგენის გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს და პირველადი ჯანდაცვის განვითარებას. ტარიფები, რომელიც განისაზღვრა კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით ძალაშია", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/roca-jandacvis-saministro-calmxrivad-cvlis-mushaobis-wesebs-es-aris-shecdoma---psp-s-damfudznebeli/46185/

როცა ჯანდაცვის სამინისტრო ცალმხრივად ცვლის მუშაობის წესებს, ეს არის შეცდომა - PSP-ს დამფუძნებელი

როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ცალმხრივად ცვლის მუშაობის წესებს, ეს არის შეცდომა, - ამის შესახებ PSP-ს დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვა - ეს არის ქართული ოცნების დანაპირები და ყველაზე მაგარი რამ, რაც მათ გააკეთეს. „მაგრამ ჯანდაცვამ 2013 წლიდან არასწორად დაიწყო ეს რეფორმა, და ახლა გადაბრალება იმაზე, რომ საავადმყოფო რაღაცას არასწორად აკეთებს, ეგ არ შეიძლება. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს და მის მენეჯმენტს. მათ ვერ გამართეს ნორმალურად ეს პროგრამა და ამ პროგრამას ახლა აქვს პრობლემები. მინდა ვუსურვო პრემიერ-მინისტრსაც და ყველა ჩართულ აქტორს, რომ ეს პრობლემები 2020 წელს ერთად გადაჭრან... ოღონდ ერთად... ისე კი არა,რომ დადგენილება გამოვიდეს და იმ დადგენილებიდან გაიგონ საავადმყოფოებმა რომ თურმე შეიცვალა რაღაც. წინასწარ უნდა შეხვდნენ, შეთანხმდნენ და მერე უნდა გამოვიდეს დადგენილება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. მან ასევე კითხვაზე - ჯანდაცვა ბიზნესია თუ არა - განაცხადა, რომ მთელ მსოფლიოში იმის მიუხედავად, საავადმყოფო კერძოა თუ სახელმწიფო, იგი არის ბიზნესი. „რესპუბლიკური საავადმყოფო არის სახელმწიფოს საავადმყოფო და არის წაგებაზე. ეგ არის წამგებიანი.. ეს არის იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია სამედიცინო სერვისის მიწოდებით. და იმის მიუხედავად რომ არის სახელმწიფო საკუთრებაში, ის არის სამეწარმეო რეესტრში გატარებული იურიდიული პირი... ყველაფერი რაც არის მომსახურებასთან, შექმნასთან და წარმოებასთან დაკავშირებიული, ყველაფერი არის ბიზნესი.... რა თქმა უნდა, უნდა იყოს რეგულირებადი ეს ყველაფერი... ჯანდაცვის სამინისტრო არის უმსხვილესი შემსყიდველი დღეს ამ სერვისის. სერვისის მიმწოდებელი არის ჩვენი ოპერატორები, გულის კლინიკები და საავადმყოფოები. ამ სიკეთის მიმღები არის ჩვენი მოსახლეობა“, - განაცხადა PSP-ს დამფუძნებელმა.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/medinaquot--premierma-davalianebebtan-dakavshirebit-dzalian-pozitiuri-dapirebebi-mogvca/46171/

„მედინა": პრემიერმა დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა

დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა პრემიერმა, - ამის შესახებ კლინიკა "მედინას“ კლინიკურმა მენეჯერმა ჯუმბერ უნგიაძემ ჟურნალისტებს პრემიერთან და მისი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ჯუმბერ უნგიაძის შეფასებით ის პრობლემები, რაც ჯანდაცვის სექტორში არსებობს, ორი თვის განმავლობაში არ დაგროვილა და ეს წლების შედეგად მოხდა. მისი თქმით, პრემიერის ბრძანებით, უახლოეს მომავალში გაიმართება შუალედური შეხვედრა, სადაც ბევრი რამე გაირკვევა. „პრობლემები არ დაგროვილა ორი თვის განმავლობაში; ეს დაგროვდა მრავალი წლის შედეგად. ლაპარაკი იყო იმ შეხედულებებსა და კრიტერიუმებზე, რა არის საჭირო იმისათვის, რომ თანამედროვე მედიცინა მივაწოდოთ. იყო ლაპარაკი ბიუჯეტზე, რისი შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაგრძელდეს სახელმწიფო პროგრამა, იმიტომ რომ ამ პროგრამამ ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს მოსახლეობისთვის, ზუსტად ამაზე იყო საუბარი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შუალედური შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა და იქაც ბევრი რამე გაირკვევა. მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები როგორ იგეგმება და ეს შუალედური შეხვედრა გამოავლენს ყველაფერ ამას. დავალიანებებთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური დაპირებები მოგვცა პრემიერმა. ალბათ დავალიანებების გადახდის სიხშირე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წავა ეს რეფორმები, თუმცა როგორც იყო გაჟღერებული ეს დავალიანება კვარტალში ერთხელ ან 4 თვეში ერთხელ უნდა იყოს აღმოფხვრილი“, - განაცხადა კლინიკა „მედინას“ კლინიკური მენეჯერმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები კლინიკების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ. კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებმა და არც პრემიერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/klinikebtan-shexvedris-shemdeg-arc-ministrebma-da-arc-premierma-mediastan-komentari-ar-gaaketes/46169/

კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებმა და არც პრემიერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს

კლინიკების 100-მდე წარმომადგენელთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებს და არც პრემიერ-მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ. რამდენიმე საათიანი შეხვედრის შესვენების დროს ვანო მაჭავარიანმა განმარტებები მხოლოდ ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით გააკეთა. შეხვედრის შუალედში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მან ღიად თქვა, რომ ბიუჯეტში შეიქმნა დეფიციტი, რაც სახელმწიფის მიერ კლინიკების მისამართით დავალიანებების დაგროვების მიზეზი გახდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი 520-ე დადგენილებასაც შეეხო.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministris-moadgile-reorganizaciisas-tanamshromlebis-gatavisuflebis-shesaxeb-informacias-ar-adasturebs/46155/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რეორგანიზაციისას თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციას მე ამ მომენტში ვერ დავადასტურებ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ხდება ერთიანი საშტატო განრიგის შექმნა. „სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და გასაუბრება პერსონალთან 2 თვეა ხორციელდება. გარდა ამისა, რეორგანიზაცია მიმდინარეობს გადაუდებელი დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. აქაც გასაუბრებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ პერსონალი თბილისის სასწრაფოდან გადმოვიდეს სსიპ-ში და შეიქმნას ერთიანი საშტატო განრიგი და აქ დასაქმდნენ ეს თანამშრომლები. ასევე გვაქვს გასაუბრება შტატგარეშე თანამშრომლებთან“, - ამბობს თამარ გაბუნია. ჟურნალისტის კითხვაზე გათავისუფლდებიან თუ არა თანამშრომლები ამ პროცესში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე მე ამ მომენტში ინფორმაციას ვერ დავადასტურებ.“ რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროდან 600-მდე თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, მინისტრის მოადგილე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/gaxaria-klinikebs-mtavroba-obieqturi-kritikis-misagebad-da-subieqturis-sapasuxod-mzadaa-/46154/

გახარია-კლინიკებს: მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზადაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის. განცხადება გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად ხვდება.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/premieri-ministrebtan-ertad-klinikebis-100-mde-warmomadgenels-xvdeba---gaxarias-sityva-/46152/

პრემიერი მინისტრებთან ერთად კლინიკების 100-მდე წარმომადგენელს ხვდება - გახარიას სიტყვა

ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის და თითქმის 85%-ს აღემატება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს. „საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა, დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. „ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/quotsheiqmna-biujetshi-deficitiquot---jandacvis-ministris-moadgile-klinikebis-mimart-davalianebaze/46150/

"შეიქმნა ბიუჯეტში დეფიციტი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკების მიმართ დავალიანებაზე

ამჟამად მიმდინარეობს დავალიანების პროცესის დაფარვა ანუ ანაზღაურების პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სამედიცინო კლინიკებს ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებიან. თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თუკი ვინმესთან აქვთ დავალიანება დადგენილებით განსაზღვრული ვადების გარეთ, უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. „ეს პროცესები და რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ გახლავთ ის, რომ ფინანსური მდგრადობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის გრძელვადიან პერსპექტივაში იქნეს გარანტირებული და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიხდეს დავალიანებების თემაზე საუბარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ დაუგროვდა სამინისტროს დავალიანება კლინიკებთან, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში პროცედურები დროშია გაწერილი. „საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზი, იმიტომ რომ კლინიკებს დაუბრუნდათ კორექტირებისთვის გარკვეული თანხები და ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემა, შეიქმნა ბიუჯეტში დეფიციტი და ესეც ცნობილია საზოგადოებისთვის“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/giorgi-gaxaria-sayoveltao-djandacvis-warmateba-am-qveynis-da-titoeuli-moqalaqis-imdenad-mnishvnelovani-migwevaa-ra-nabidjebis-gadadgmac-ar-unda-mogviwios-misi-shenarchunebis-miznit-unda-gadavdgat

გიორგი გახარია - საყოველთაო ჯანდაცვის შესანარჩუნებლად რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ

საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს. „საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. „ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და საპასუხოდ მზად არის. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად შეხვდა.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.bpn.ge/article/64092-medikosebis-inpormaciit-ministrebisgan-miiges-dapireba-rom-520-e-dadgenilebis-ganxilva-klinikur-gundebsa-da-propesionalebtan-ertad-moxdeba/

მედიკოსების ინფორმაციით, მინისტრებისგან მიიღეს დაპირება, რომ 520-ე დადგენილების განხილვა კლინიკურ გუნდებსა და პროფესიონალებთან ერთად მოხდება

მივიღეთ დაპირება, რომ 520-ე დადგენილება და ტარიფებთან დაკავშირებული საკითხი, განხილული იქნება კლინიკურ გუნდებსა და პროფესიონალებთან ერთად, - ამის შესახებ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა. კლინიკის დირექტორის თქმით, კმაყოფილია იმით, რომ სამინისტროსთან დიალოგი დაიწყო. „დიალოგის დაწყება ნიშნავს იმას, რომ რაღაც კონსენსუსამდე მივალთ. მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, ნამდვილად დღის წესრიგში იყო დასაყენებელი და აქტუალური. განვიხილეთ თემები ფასებთან დაკავშირებით, სადაც დავდეთ პირობა, რომ მუშაობა ერთიანად მოხდებოდა, როგორც სამინისტროს, ასევე კლინიკის წარმომადგენლების მხრიდან. მეორე იყო სელექტიური კონტრაქტირების თემა, მესამე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის გადაფასების საკითხი და სამედიცინო მომსახურების ხარისხი ზოგადად. დღევანდელი ჯანდაცვა ამ ყველა მიმართულებით საჭიროებს განახლებას, მით უმეტეს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში კლინიკებთან ერთად მოხდება საკითხების განხილვა და მივალთ კონსენსუსამდე, რომელიც არ დააზიანებს პაციენტის მომსახურების ხარისხს და კლინიკებს საშუალება ექნებთ, მაღალი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ საზოგადოებას“, - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც 100-მდე კლინიკის ხელმძღვანელი და ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ესწრებიან.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579377-medikosebis-inpormaciit-ministrebisgan-miiges-dapireba-rom-520-e-dadgenilebis-ganxilva-klinikur-gundebsa-da-propesionalebtan-ertad-moxdeba

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.bpn.ge/article/64083-jandacvis-ministris-moadgile-taripebi-romlebic-ganisazgvra-kardiokirurgiis-da-kritikuli-medicinis-mimartulebit-zalashia/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია

520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე , რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებიან, მთავარი განსახილველი საკითხი ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა და დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შენიშვნების და მოსაზრებების მოსმენაა. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გვიანდება სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის თანხის ანაზღაურება, მინისტრის მოადგილე ამას ტექნიკურ ხარვეზებს და ფინანსების მობილიზების პრობლემას უკავშირებს. "იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, კლინიკებს დასაზუსტებლად დაუბრუნდათ გარკვეული თანხები და ამის გამო გადავადდა ანაზღაურება. ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემაც,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლინიკების ანაზღაურების პროცესი. "ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ საკითხი გადაიჭრას უმოკლეს ვადაში. მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იქნას უზრუნველყოფილი და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიხდეს დავალიანების თემაზე საუბარი,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2 საათზე მეტია მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც 100-მდე კლინიკის ხელმძღვანელი და ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ესწრებიან.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.bpn.ge/article/64082-saqoveltao-jandacvis-carmateba-imdenad-mnishvnelovani-migcevaa-ra-nabijebis-gadadgmac-ar-unda-mogvicios-misi-shenarchunebis-miznit-unda-gadavdgat/

"საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი მიღწევაა, რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს მისი შენარჩუნების მიზნით, უნდა გადავდგათ"

საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ჩვენ ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს. „საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა, დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები. დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და კიდევ ბევრი, ახალი და წარმატებული ინიციატივები და წამოწყებები შემოვიდა დარგში. საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა - არც მთავრობის არც - თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85%-ს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში საერთოდ ვის ეხება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. „ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე (DRG), სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია - მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად შეხვდა.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.info9.ge/chven-shesakheb/217937-paata-imnadze-thu-chveni-farmacevtuli-seqtori-moikotclebs-me-nu-mthkhovth-pasukhs-rom-vighac-biznesmenma-ver-gathvala-da-vaqcina-amoetsura-chven-kargad-gavthvaleth.html?lang=ka-GE

პაატა იმნაძე: თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა და ვაქცინა ამოეწურა - ჩვენ კარგად გავთვალეთ

თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა და 4 კომპონენტიანი ვაქცინა ამოეწურა, ჩვენ კარგად გავთვალეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ მაღალი რისკის გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვისაა და მათ ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს. "დღესაც გრძელდება 4-კომპონენტიანი ვაქცინით სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. დღეისთვის 93 ათასი ადამიანია აცრილი უფასოდ სახელმწიფოს ვაქცინით. კიდევ მარაგში 7000 ვაქცინაა იმათთვის, ვისაც ახლა გაახსენდება. რაც შეეხება კომერციულ ჯგუფებს, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდონებს და სამწუხაროდ, გაუთავდათ კომერციულ სექტორში ვაქცინა. ეს 7000 ვაქცინა არის მაღალი რისკის ჯფუფებისთვის. ორსულს ვერ დაიჭერ და ძალით ვერ აცრი. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა აფთიაქები და ფარმაცია იყო სახელმწიფო და სახელმწიფოს შემოჰქონდა ყველაფერი. ბიზნესია, მოთხოვნა იქნება, ვაქცინა იქნება. თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა. ჩვენ გავთვალეთ კარგად, სახელმწიფოს უნდოდა 2.5- ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“, - განაცხადა იმნაძემ. ამასთან, იმნაძემ გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი, რომელიც გვიან მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ხდება. "საბედნიეროდ, წელს ეს არის ჯერჯერობით 2 შემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ მეტი არ იქნება იმიტომ, რომ წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელზეც იმუნინეტი მეტად გვაქვს, ვიდრე A ტიპის ვირუსზე, მითუმეტეს A ტიპის H1 ვირუსზე, რომელიც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე და მარტივად ვართ ამთვისებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

---

 

 

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/417376/

გრიპის ეპიდემიაზე საუბარი არ არის – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში დღესდღეობით გრიპის ეპიდემია არ არის. იმნაძემ დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოს მასშტაბით გრიპით ავადობის საშუალო სტატისტიკური მონაცემი 100 000 მოსახლეზე 190 ადამიანია. ეპიდემიურ ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება. „რომ შევადაროთ, შარშან, იმავე პერიოდში, ავადობა 220 ადამიანი იყო 100 000 მოსახლეზე, ხოლო ავადობის პიკი იყო 280 ადამიანი 100 000 მოსახლეზე“, – განმარტავს პაატა იმნაძე და ამატებს, რომ „არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის“. პაატა იმნაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გრიპით დაავადებულებს შორის უმეტესობა ბავშვია და „ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც ძირითადად მოდის პატარა ასაკის ბავშვებზე“. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, ბავშვთა კლინიკები უფრო მეტადაა გადატვირთული. „ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე 38.5 ან მეტი ერთ დღეზე მეტხანს, აუცილებლად უნდა ნახოს ექიმმა“. პაატა იმნაძემ ასევე ისაუბრა ვაქცინების შესახებ და თქვა, რომ სახელმწიფო ვაქცინაციის პროგრამით 93 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა, ქვეყანას კი მარაგში კვლავ აქვს 7 000 ვაქცინა, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი. მისივე განმარტებით, წელს სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის 2.5-ჯერ მეტი ვაქცინაცია შემოიტანა. „რაც შეეხება კომერციულ სექტორს – კი ბატონო, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდინებს და, სამწუხაროდ, გაუთავდათ“ ,- დასძენს იმნაძე და ამბობს, რომ ბიზნესსექტორის მიერ ჩამოტანილი ვაქცინების სიმცირეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, იმნაძე ამბობს, რომ ამ გრიპით ჯერჯერობით 2 ზრდასრული ადამიანია გარდაცვლილი, რომლებსაც სხვა გართულებები ან/და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. „წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელიც დიდი ხანი არსებობს და ამიტომ, ჩვენ მის მიმართ იმუნიტეტი მეტი გვაქვს, ვიდრე A ტიპის, მით უფრო, H1 ვირუსის მიამრთ, რომელსაც მხოლოდ 2009 წლიდან ვხვდებით დედამიწაზე, ნაკლებ ადამიანს გადაუტანია“, – ამბობს იმნაძე. სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ სახელმწიფო მოსახლეობას მოუწოდებს ვირუსის გავრცელებიდან, თუმცა “ბათუმელების” მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ქვეყანაში გრიპის ვირუსის ვაქცინები თითქმის არ მოიპოვება. გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში პრობლემური გახდა სასწრაფოს გამოძახებაც. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დამხარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისას ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

30.12.2019

მედიასაშუალება:      ასავალ-დასავალი

ეს ქალი კიდევ ადგილზეა?

2006 წლის 2 იანვარი იდგა, ბედობას რომ ეძახიან, სწორედ ის დღე, როცა სააკაშვილის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის 40%-ს "ქათმის გრიპი" დაემართება, აქედან 2/3 დაიღუპებაო. ახლა, ამ საახალწლოდ ეს ამბავი რა მოსაგონებელი იყო, მაგრამ სააკაშვილის ჯანდაცვის მინისტრი და მისი განცხდება, რომელიც ხალხში ანეგდოტად დარჩა, დღევანდელი მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა ერთმა განცხადებამ მომაგონა, რომელიც ასევე ანეგდოტად დარჩება. საქმე ის არის, რომ ქვეყანაში გავრცელებულ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, რის გამოც საავადმყოფოები პაციენტებით, მეტწილად კი ბავშვებით არის გადატენილი, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა - გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაში ვრცელდება და ჩვენც როგორმე გადავიტანთო. "როგორმე გადავიტანთ!" - ჰოი, როგორი ადეკვატური, პროფესეიონალური და დამაჯერებელი განცხადებაა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მხრიდან. როცა ეკატერინე ტიკარაძე მინისტრად დანიშნეს, ოპოზიცია მაშინვე აყაყანდა - ივანიშვილმა ჯანდაცვის სისტემა სტომატოლოგს ჩააბარაო. ნაცმოძრაობის პარტიული მედიის მხრიდან ტიკარაძის სტომატოლოგობაზე პედალირებამ პროფესიული ნიშნით დისკრიმინაციისა და ბულინგის სახეც კი მიიღო, რის გამოც ჩვენ სააკაშვილის რუპორები შევაჩვენეთ და ახალი ჯანდაცვის მინისტრი დავიცავით, რადგან იმედი გვქონდა, რომ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევდა თავს. სამწუხაროდ, ქალბატონმა ტიკარაძემ ჩვენი იმედები მოკლე ხანში გააქარწყლა, მაგრამ დღემდე მიგვაჩნია, რომ მისი სტომატოლოგობა მის ცუდ მინისტრობასთან არაფერ შუაშია. დღეს, როცა ყველა პოლიტიკური ძაღლი და მამაძაღლი ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს და ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება, "ქართულ ოცნებას" სრული ბედნიერებისთვის ისღა აკლია, ტიკარაძის დადგენილებით აღშფოთებული ექიმები და სამსახურის საფრთხის წინაშე დამდგარი ექთნებც ქუჩაში გამოცვივდნენ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ტიკარაძის გაფუჭებული საქმის გამოწაღმართება ახლა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უწევს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ უგულველყოფილ და დიალოგის ღირსად არჩათვლილ ექიმებს და კლინიკის ხელმძღვანელებს უკვე ორჯერ შეხვდა. ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრად დატოვება ნელი მოქმედების ნაღმი იქნება, რომელზეც ქართული ოცნება 2020-ში, უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წელს აფეთქდება. იმედია, ქართულ ოცნებაში ამას სულ მალე მიხვდებიან და 2020 წლის დადგომის შემდეგ მაინც აღარ მოგვიწევს ვიკითხოთ: ეს ქალი კიდევ ადგილზეა?!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6580916&name=30.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

გიორგი გახარია: საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება მნიშვნელოვანი მიღწევაა...

საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებით განვითარებაში ჩვენ პარტნიორები და მოკავშირეები ვართ; ვერავის ავუხსნით პაციენტის გარდა თქვენზე უკეთ, რა წარმატება და პლუსები მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მასშტაბით არსებული კლინიკების 100-მდე ხელმძღვანელი ესწრება, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიღწევებსა და გამოწვევებს. „საყოველთაო ჯანდაცვამ საქართველოს მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს, გარდა იმისა, რომ ეზრუნათ ჯანმრთელობაზე, უბრალოდ სიცოცხლე გადაერჩინათ. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური სოციალური ვალდებულება, რაც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდა 2012 წლის შემდგომ. ბოლო წლების განმავლობაში, იმ მიღწევების გარდა რომელიც ერთმნიშვნელოვნად პაციენტმა მიიღო, რა თქმა უნდა დარგმაც მიიღო თავისი პრეფერენციები“, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, დარგი გაძლიერდა ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ცოდნით და ბევრი ახალი და წარმატებული ინიციატივები შევიდა დარგში. „საყოველთაო ჯანდაცვის წარმატება იმდენად მნიშვნელოვანი წარმატებაა – არც მთავრობის არც – თქვენი, არამედ თითოეული მოქალაქის და ამ ქვეყნის, რომ მისი შენარჩუნების მიზნით რა ნაბიჯების გადადგმაც არ უნდა მოგვიწიოს, უნდა გადავდგათ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა იყოს პრაგმატული, გათვლილი და საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდეს საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. შესაბამისად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ აქ გარკვეული ღია და გულწრფელი საუბარი მოგვიწევს. მაგალითად იმაზე, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ანომალიური 800 ათასი ნოზოლოგია გაჩნდა. მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში ანომალიურად მაღალი პროცენტია გადაუდებელი მკურნალობის, და თითქმის 85 პროცენტს აღემატება; მაგალითად იმაზე, რომ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიზნად ისახავდა მოქალაქის დახმარებას დღეს სამწუხაროდ, ჯიბიდან გადასახდელი არის იმდენად მაღალი, რომ მოქალაქე ვერც გრძნობს ეს საყოველთაო ჯანდაცვა ხშირ შემთხვევაში, საერთოდ ვის ეხება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ნაბიჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობის შენარჩუნებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობის აუცილებლობას. „ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და თქვენც უნდა გადადგათ გარკვეული ნაბიჯები. 2016 წელს, როდესაც მსოფლიო ბანკმა ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა, პირდაპირი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ გადადით ჰოსპიტალური სექტორის რეფორმაზე, სელექტიურ კონტრაქტირებაზე და კონსოლიდირებულ შესყიდვებზე. სხვანაირად, ჩვენნაირი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში, სადაც საბჭოთა პერიოდის შემდგომ ჯანდაცვის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა, მდგრადი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება შეუძლებელია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არა მხოლოდ ფინანსირების ნაწილში, არამედ სამედიცინო სექტორის განვითარების, ახალი კლინიკების შექმნის ნაწილში იმხელა პროგრესს მივაღწიეთ, ჩვენი საერთო ამოცანაა, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ ისე, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქე დარჩეს გამარჯვებული. საწოლების რაოდენობით ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ დარგში ან არაეფექტური, ან ზედმეტი ფინანსური რესურსი იყო ჩასხმული. კონკურენციის ის ხარისხი, რომელიც დღეს არის, სამწუხაროდ, ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, ხარისხის გაუარესებას უწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ობიექტური კრიტიკის მისაღებად და სუბიექტურის საპასუხოდ მზად არის. „ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი მარტივია, – მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესს, რომელიც უნდა გახდეს უფრო ძლიერი, რათა რაღაც პერიოდის შემდეგ სახელმწიფოსთან ერთად სოციალური პასუხისმგებლობა გაიყოს. ჩვენ შეგვიძლია, საქართველოში შევქმნათ იმდენად მძლავრი კერძო კომპანიები, რომლებიც მზად იქნებიან, სახელმწიფოსთან ერთად იზრუნონ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ეს მათი მდგრადი განვითარების საფუძველია, ისევე, როგორც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოვლენილი იყო 2012 წელს, როდესაც დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს პროგრამა საჭიროებს გარკვეულ მოდერნიზებას, რათა იყოს უფრო მდგრადი და წარმატებული“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრებთან ერთად შეხვდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6578769&name=28.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპისგან

არსებობს 5 მარტივი წესი: ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური აცრა, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს, მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს, თუ ავად ხართ, დარჩით სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ექიმ-ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი პრევენციისთვის გვირჩევს 5 მარტივი წესის დაცვას, რომლებიც გავრცელებული ვირუსებისგან თავის არიდებაში დაგვეხმარება. - საზოგადოებაში პანიკაა, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდაო. რა ვირუსი გვიტევს ამჟამად და გვაქვს თუ არა პანიკის საფუძველი? - ამ სეზონზე ყოველთვის მატულობს ვირუსები. ისინი გაცივების ან-გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევენ. ბუნებაში ამგვარი ვირუსების 200-ზე მეტი სახეობა არსებობს და ხშირად ისინი თანაცირკულირებენ, თანაცირკულაციაში მონაწილე ვირუსთა ნაირსახეობა კი პერიოდულად იცვლება. - რა თავისებურება ახასიათებს, რამდენ ხანს გრძელდება და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას? - ვირუსთა ჯგუფს, რომელიც გრიპისმაგვარ დაავადებებს იწვევს, მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს და მათ მხოლოდ სპეციალისტი თუ ამოიცნობს. ექიმები ვირუსის სახეობის იდენტიფიკაციისთვის იყენებენ კლინიკური ნიშნების შეფასების, დიფერენცირების, ლაბორატორიული კვლევებისა და ეპიდსიტუაციის შესაძლებლობებს. რაც შეეხება კონკრეტულად გრიპს, ის იწყება მაღალი ცხელებით და თან ახლავს თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და ხველა. სხვა რესპირაციული სიმპტომების გამომწვევ ვირუსებსაც იგივე სიმპტომები აქვს, ოღონდ სხვადასხვა ინტენსივობით გამოხატული, ზოგიერთს ახასიათებს დამატებითი სიმპტომებიც - სურდო, კონიუნქტივიტი და სხვა. - რა ხერხი არსებობს პრევენციისთვის. - არსებობს 5 მარტივი წესი: ჩაიტარეთ გრიპის საწინააღმდეგო სეზონური აცრა, რეგულარულად დაიბანეთ ხელები, ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს, მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს, თუ ავად ხართ, დარჩით სახლში. - ხომ არ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დეფიციტის საფრთხე? - ანტივირუსული პრეპარატების მარაგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, არა ვარ კომპეტენტური. ვაქცინა კი საკმარისადაა მაღალი რისკის ჯგუფების ასაცრელად. - რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა? - 2019-2020 წლების სეზონისთვის შემოტანილი გრიპის ვაქცინა ოთხვალენტიანია და მისი შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. მოიცავს A და B გრიპების 2-2 შტამს. - ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, არის განმეორების საშიშროება? - დიახ, გრიპის ვირუსის ერთი ქვეტიპის გადატანით სხვა ქვეტიპებისადმი იმუნიტეტი არ ყალიბდება. - ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, აცრის გაკეთებას აქვს აზრი? - დიახ, აქვს. გრიპის გადატანის შემდეგ მას იმუნიტეტი აქვს მხოლოდ ერთი კონკრეტული შტამის მიმართ. აცრა კი სხვა შტამებისგან დაიცავს. - როგორ მოვიქცეთ, თუკი აცრა დაგვიანებულია? - აცრა არასდროს არის გვიან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. - რა შემთხვევაში ვიძახებთ "სასწრაფოს"? - თუ დაიწყება სუნთქვის გაძნელება, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, სისხლიანი მინარევი ნახველში, ტკივილი გულმკერდის არეში, ბავშვებში აგზნებულობა ან მივარდნა, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. - შარშან ამ დროსთან შედარებით მატება იგრძნობა თუ კლება? - გრიპის შემთხვევები მომდევნო კვირებში მაღალი ალბათობით მოიმატებს, მაგრამ არა საგანგაშოდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6581270&name=30.12.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.12.2019

მედიასაშუალება: კვირის პალიტრა

ახალი რეგულაციები, რომლებიც 2020 წლიდან ამოქმედდება

ახალ წელს თითქმის ყოველთვის სიახლეები და ცვლილებები მოაქვს. სასიამოვნო სიახლეები კარგია, თუნდაც მოულოდნელი იყოს, თუმცა, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჯობს ინფორმირებული ვიყოთ და მომზადებული შევხვდეთ. ჩვენ რამდენიმე ისეთ ცვლილებას მოვუყარეთ თავი, რომელიც ძალაში ახალი წლიდან შევა, ანდა მათი ამოქმედება 2020 წელს იგეგმებოდა და მიზეზთა გამო გადაიდო. ავტომობილისთვის კატალიზატორი აუცილებელია ავტომობილებში კატალიზატორის ქონის ვალდებულება გადავადდა. ეს ვალდებულება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ყველა ავტომობილისთვის. თუმცა მანამდე - 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, პარამეტრები გამკაცრდება. კერძოდ, თუ დღემდე CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა ყოფილიყო 0,8%-ზე მეტი, 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ეს ზღვარი 0,7%-მდე ჩამოდის (ძრავის როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე), ხოლო 2021 წლიდან - 0,6%-მდე. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან კი ევროპულ სტანდარტზე გადავდივართ, რაც ნიშნავს, რომ კატალიზური კონვერტორი უნდა ჰქონდეს ყველა ქარხნულად დამზადებულ ავტომობილს, რომელსაც კატალიზატორი კონსტრუქციულად აქვს და CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში როგორც მსუბუქ, ისე მომატებულ ბრუნზე 0,3%-დან 0,5-მდე დიაპაზონში უნდა მერყეობდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - 2020 წლიდან ევროსტანდარტების დაკმაყოფილება იმ იმპორტირებულ ავტომობილებს მოუწევს, რომლებიც 2020 წლის 1-ლი აპრილიდან პირველად რეგისტრაციას გაივლიან საქართველოში და ისინი კატალიზური კონვერტორით უნდა იყვნენ აღჭურვილი. ასევე 2022 წლამდე გადავადდა ავტომობილში ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულება. თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი. ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ. გამონაბოლქვს გარემოს დაცვა და საპატრულო შეამოწმებენ 2019 წლის 11 თვეში პირველადი ტექინსპექტირება 719-მა ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 1,3 მლნ-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. შესაბამისად, 500 ათასი ერთეული ან რეგისტრირებულია და არ მოძრაობს, ან ტექინსპექტირებას არ გადის. ე.წ. ჭკვიანი კამერები ავტომობილის მოჭარბებულ კვამლიანობას ვერ აღნუსხავენ, საპატრულო პოლიციამ კი შესაძლოა მაქსიმუმ ის გადაამოწმოს, გავლილი აქვს თუ არა ავტომობილს ტექინსპექტირება. მძღოლებიც ამით სარგებლობენ, ტექინსპექტირების გასავლელად მანიპულაციებს მიმართავენ, შემდეგ კი კვლავ უხარისხო საწვავით ან გაუმართავი მანქანით გადაადგილდებიან. ამიტომ, მომავალი წლიდან შეიქმნება გარემოს დაცვისა და საპატრულო პოლიციის ერთობლივი ეკიპაჟები, რომლებიც გზაზე ავტომობილებს გადაამოწმებენ და გაუმართაობის გამო დააჯარიმებენ კიდეც. რა ელით მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებს ასეთი ავტომობილების მფლობელებისთვის რეგულაციები 2020 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მძღოლი საჭის გადატანასა და ტექინსპექტირების გავლას 2020 წლის 1-ლ აპრილამდე მოასწრებს, მისი ავტომობილი ტექინსპექტირებას შემდგომ წლებშიც გაივლის. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჭის გადატანა და ასეთი ავტომობილის ტექდათვალიერებაც იკრძალება. იგივე რეგულაციები ვრცელდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზეც. რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მაშუქებს, რომელთა მიმართულების შესაცვლელად შესაძლებელი იყო შესაბამისი სტიკერების გამოყენება, 2020 წლის 1-ლ აპრილამდე ასეთი ავტომობილები შეძლებენ ტექინსპექტირების გავლას, ამის შემდეგ კი ფარების შეცვლის ვალდებულება ექნებათ. აღსანიშნავია კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც, 10 წლისა და მეტი ხნის საბურავებით ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან. 100-ლარიანი აქციზი სპორტული ავტომობილისთვის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი შეიცვლება. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა 100 ლარი იქნება. ცვლილების მიზეზი კი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო. მარჯვენასაჭიან ტაქსებს ერთი წელიწადი რჩებათ მარჯვენასაჭიანი ტაქსები იკრძალება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. ამ დღის შემდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მგზავრის გადაყვანა კანონდარღვევად ჩაითვლება. "ბ" კატეგორიის ტაქსებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანა, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, უკვე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის მთავრობამ რეგულაციის კიდევ ერთი წლით გადავადება გადაწყვიტა. ბაზრებზე მოვაჭრეებს სალაროები 2022 წლამდე არ დასჭირდებათ ფიზიკური პირები, რომლებიც ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე საქმიანობენ, სალარო-აპარატების გამოყენებისგან 2022 წლამდე თავისუფლდებიან. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას: "2022 წლის 1-ლ იანვრამდე საკონტროლო სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან. სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან არ თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ან დარეგისტრირებული არიან დღგ-ის გადამხდელად". სასმელი წყლის სპეცტარიფი საოჯახო სასტუმროებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. ის 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში და შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად - როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბმ-ს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება. გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება განსაზღვრული პერიოდულობით, მათ შორის, სხვადასხვა საიტების საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ). შესაბამისად, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში და თავად ამ ბინაში არ ცხოვრობენ, კვლავაც სასმელი წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. მოწევა სტადიონზეც იკრძალება მოწევა იკრძალება სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში - კანონი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა. დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით - 1000 ლარით, მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა უკვე 2000 ლარს აღწევს. 2020 წლის 1-ლ იანვრამდე დასაშვები იყო თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არა უმეტეს 20%-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არა უმეტეს 50%-ში და ეს დაშვება ძალას დაკარგავს. არასათანადო შეფუთვაში ჩამოსხმული სპირტიანი სასმელები ვერ გაიყიდება საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც არ ეხება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს, თუმცა რეგულაციებს აწესებს სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვანების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისგან. აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით. ამოქმედდება დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება. ვიდეოკამერები სკოლებში თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის საჯარო სკოლებში 2020 წელს ვიდეოკამერები დამონტაჟდება, ეტაპობრივად კი ვიდეოკამერებით ყველა სკოლა აღიჭურვება. დაგეგმილია ასევე სკოლების აღჭურვა *დეტექტორებით. ასევე იგეგმება საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერება, ხოლო კერძო სკოლებში - უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება. ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებასა და პრევენციისთვის უწყებების მიერ განსახორციელებელ ამოცანებზე მუშაობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6581046&name=30.12.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

​