| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-30.10.2019 |
| Received On : | 30.10.2019 08:43 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 30.10.2019
ტელევიზია
30.10.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
პარამედიკოსები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება. გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარს ექნება. პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას გეგმავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430425
---
29.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ერთდროულად 2 კლინიკაში ვეღარ იმუშავებენ, ექიმებას შეიძლება, კიდევ ერთი ახალი შეზღუდვა დაუწესდეს. ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ოღონდ ისე, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხს არ განიხილავენ, მაგრამ არც არაფერს გამორიცხავენ, იდეის წარმოშობის მიზეზად კი ექიმების გადაღლილობა სახელდება. ბევრს სამსახურში მომუსავე ექიმი იღლება და პაციენტს ვერ ემსახურება ხარისხიანად - ასე თვლიან ჩინოვნიკები ტიკარაძის უწყებაში.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430353
ტვ პირველი- საქმის კურსი 22:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430389
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6429711
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6429657
---
29.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
"ახალი საქართველოს" ლიდერი ჯანდაცვის მინისტრს იდეის მოპარვაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ფარგლებში გაღღერებული ჯანდაცვის რეფორმის გეგმა, რომელიც მედიკამენტების გაიაფებას გულისხმონდა, სამინისტრომ თავის პრეზეტაციაში სრულად გაიმეორა. "ახალი საქართველოს" იდერი, პოპულისტურს უწოდებს ტიკარაძის ქმედებსბ და ჯანდაცვის სამინისყროს უმოქმედობაში ადანაშაუილებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6429293
---
29.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
რას ნიშნავს კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება და მედიკამენტებზე ფასის რეგულირება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6429549
---
29.10.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
პარა მედიკოსები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან. საგანგებო სიტუაციებისკ ოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისი ნფორმაციით პარამედიკოსები მოტოციკლეტებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430390
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6429706
---
29.10.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
ტყვიის შემცველობა მცირეწლოვნებში. ერთი წლის შემდეგ აჭარაში ის 7 ოჯახი შეისწავლეს მეორედ, რომელტა ოჯახებშიც მცირეწლოვნებს სისხლში 30 მიკროგრამ დეცილიტრი ტყვიის შემცველობა აღმოაჩნდათ. კვლევამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამჯერად სუნელებია, რომლებსაც დიასახლისები თითქმის ყოველდღიურად იყენებენ. ნათია ლომაძე კვლევის შედეგებით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430050
---
29.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
ერთ თვიანი იზოლაციის პირველი მსხვერპლი, ცხინვალის სავადმყოფოში ახალგორის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა. 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადაუშვეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430283
მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430271
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430258
რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6430161
---
ინტერნეტი
30.10.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/saqartveloshi-pirveladi-jandacvis-seqtorshi-pacientebs-diagnozs-khelovnuri-inteleqtis-mqone-mowyobilobit-dausvamen/
საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტებს დიაგნოზს ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობით დაუსვამენ
საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის სექტორში პაციენტები ინოვაციური ტიპის მომსახურებას ტელემედიცინის დანადგარის საშუალებით მიიღებენ. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, „პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი“ არის ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა. მისი გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. „ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა, გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის, ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ, გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება. ასევე, ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება. ციფრული სტეტოსკოპის აპარატით შესაძლებელია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება“, – აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა დისტანციური კომუნიკაციაა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. სპეციალური ვიდეოზარის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. „პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის გამოყენება, დადებითი შედეგის მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. მისი დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების საშუალებას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად, 30 პროცენტით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ციფრული ჯანდაცვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში. ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ტელემედიცინის მოწყობილობების დანერგვა მომავალი წლიდან დაიწყება და თავდაპირველად 25 გეოგრაფიულად დაშორებულ ლოკაციაზე განთავსდება.
პია.ჯი- http://pia.ge/post/289745-inovacia-pirvelad-jandacvasi-diagnozi-xelovnuri-inteleqtis-sasualebit
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92140
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/inovatsia-pirvelad-jandatsvashi-diagnozi-khelovnuri-inteleqtis-sashualebith/
---
30.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570470-sascrapo-daxmarebis-brigadebi-gamozaxebebze-prioritetis-mixedvit-1-eli-ianvridan-ivlian
სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით 1-ელი იანვრიდან ივლიან
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით 1-ელი იანვრიდან ივლიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძის ინფორმაციით, პრიორიტეტებს სპეციალური პროგრამა განსაზღვრავს. „1-ელი იანვრიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე პრიორიტეტის მიხედვით ივლიან. იგეგმება სპეციალური პროგრამის გაშვება, რომელიც თავად განსაზღვრავს, რომელი პაციენტი უფრო მეტად საჭიროებს დახმარებას და ეკიპაჟი პირველად მასთან მივა. ეს შეამცირებს მოცდის დროს. დღეის მდგომარეობით, თბილისს 100-მდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ემსახურება, თუმცა, იმის გამო, რომ პრიორიტეტის მიხედვით არ ხდება გამოძახებაზე გასვლა, ეს რაოდენობა ქალაქისთვის საკმარისი მაინც არ არის. პრიორიტეტის მიხედვით გამოძახებაზე გასვლის შემდეგ კი 50-მდე ავტომობილიც კი საკმარისი იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნისთან“ საუბრისას. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ უწყება საზოგადოებას დეტალებს ნოემბრის ბოლომდე გააცნობს.
---
30.10.2019
რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო რეანომობილების ავტოპარკის განახლებას მომავალ წელს დაასრულებს
რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო რეანომობილების ავტოპარკის განახლებას მომავალ წელს დაასრულებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა. თალაკვაძის ინფორმაციით, სამინისტროს 20-მდე რეანომობილი წლის ბოლომდე ეყოლება, 25-ს კი მომავალ წელს შეისყიდის. „დღეის მდგომარეობით კერძო პატრონაჟის ქვეშ მყოფი რეანომობილები და სახელმწიფოს ავტოპარკში არსებული რეანომობილი დაახლოებით, 60-მდეა. მათი უმეტესობა უკვე მეორადი მოხმარებისაა, რადგან მათი წლოვანება 10 წელი და ზემოთაა. სახელმწიფომ ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე რეანომობილი შეისყიდა და ამ წლის ბოლომდე მის მფლობელობაში 20-მდე რეანომობილი იქნება. დამატებით კიდევ ფიქრობთ, 25 რეანომობილის შესყიდვას. აღნიშნული პარკი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოხდეს კრიტიკული პაციენტების ტრანსპორტირება სახელმწიფო რეფერალის უშუალოდ კრიტიკული პაციენტების მართვის ნაწილში“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ადგილზე კლინიკამ არანაკლებ 24 საათის განმავლობაში შეძლოს პაციენტის მართვა. „ძირითადად ხდება ინტერპრეტეცია, რომ რეანობომილი ყველა კლინიკასთან უნდა იდგეს, რაც ასე არ არის. რეანომილები განთავსებულია რეფერალურ ცენტრებში და კლინიკიდან გამოძახების შემთხვევაში მიდის ადგილზე. ავტოპარკი მომავალ წელს სრულად შეივსება და ქვეყნისთვის საკმარისი იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
---
30.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570469-sakartveloshi-arsebuli-klinikebis-nacili-shesazloa-gaertiandes
საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს
საქართველოში არსებული კლინიკების ნაწილი შესაძლოა, გაერთიანდეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულის აუცილებლობა შეიძლება დადგეს იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებს სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ. „დღეს ჩვენ კლინიკების ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს. მსოფლიოში ვართ მეორე ან მესამე ადგილზე. 79 კლინიკა გვაქვს 1 მილიონ მოსახლეზე, რომელიც არის ძალიან მაღალი ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით. ჰოსპიტალების სიმრავლე იწვევს მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს იმიტომ, რომ ყველა კლინიკას სჭირდება მენეჯერი, დამხმარე პერსონალი, ფინანსური გუნდი. საწოლფონდი ის გვჭირდება, რაც გვაქვს, მაგრამ ეს არის არარაციონალურად გადანაწილებული, რაც ზრდის მომსახურების ხარჯს და მეორეც, ამცირებს მომსახურების ხარისხს იმიტომ, რომ იმ პატარა კლინიკას განვითარებისა და მაღალტექნოლოგიებში ინვესტიციის შესაძლებლობა აქვს ძალიან დაბალი. ამდენად, როდესაც გაიზრდება სერვისის წარმოების მოცულობა, თავისთავად, აქ ეფექტურობის პოტენციალი იზრდება. ჩვენ გაერთიანებას ვერავის შევთავაზებთ, მაგრამ თვითონ შეიძლება მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უმჯობესია გაერთიანდნენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში სელექციური კონტრაქტის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა ისიც, რას გულისხმობს სელექციური კონტრაქტირება. „სელექციური კონტრაქტირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება სერვისების მიმწოდებელი, მიიღება გარკვეული პირობების ანუ კრიტერიუმების საფუძველზე. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ ჰოსპიტალურ სერვისზე, შეიძლება, გავითვალისწინოთ საწოლფონდი და ვთქვათ, რომ, დავუშვათ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საწოლების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, გახდეს მონაწილე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში და აქვე განმარტა, რომ ბევრი ქვეყანა, როდესაც ჰოსპიტალურ სექტორს გეგმავს, ითვალისწინებს, რომ კლინიკაში არ იყოს 300 საწოლზე ნაკლები, თუმცა იმის გამო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, შეიძლება საუბარი 150 საწოლზე იყოს. მისივე თქმით, კლინიკების გეოგრაფიული მდებარეობაც გასათვალისწინებელი იქნება, რადგან რაიონულ ცენტრში შეიძლება საერთოდ არ იყოს 150 საწოლის აუცილებლობა, ამიტომ იქ უფრო პატარა ზომის საავადმყოფოს შენარჩუნება იქნება საჭირო. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სელექციური კონტრაქტირების ფარგლებში შემუშავებულ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს რამდენიმე პროფილი. „ჰოსპიტალს უნდა ჰქონდეს არა ერთი პროფილი, არამედ რამოდენიმე და იყოს ჩამონათალი ამ პროფილების, თუ რა პროფილი უნდა ჰქონდეს, მაგალითად ქირურგია, მიანგინეკოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია და.ა.შ. ასევე, შეიძლება, იყო მოთხოვნები ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური სერვისების თვალსაზრისით, უნდა ჰქონდეს, დავუშვათ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული მთელი რიგი სხვა გამოკვლევების ჩატარების საშუალება. აი, ასეთი პირობები ჩამოყალიბდება ხელშეკრულების ფარგლებში და უკვე მხოლოდ ეს დაწესებულებები შემოვლენ, როგორც სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო პროგრამაში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია მხოლოდ დიდი ზომის კლინიკების შემთხვევაშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კრიტერიუმებზე, რომელთა დაკმაყოფილებაც კლინიკებს მოუწევთ. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იმედოვნებს, რომ სელექციური კონტრაქტირების შედეგებს მოსახლეობა წლის ბოლოსთვის იგრძნობს.
---
29.10.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/pirveladi-samedicino-dakhmarebis-shemtkhvevashi-specialistebi-gamodzakhebaze-motociklit-ivlian/
პირველადი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან
პარამედიკოსები (სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები) გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება. მისივე განმარტებით, გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი. თალაკვაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს. „უახლოეს პერიოდში 20-მდე მსგავსი ტიპის ავტომანქანისა და მოტოციკლის შემოყვანა იგეგმება. კონკრეტულად ელექტროავტომობილი გათვალისწინებულია ბათუმის ბულვარისთვის. ელექტროავტომობილზე არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი გამოიძახებს, უახლოესი ეკიპაჟი მივიდეს ადგილზე. ამ განახლებული სისტემის ჩაშვებას 112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 1-ელი იანვრიდან ვგეგმავთ. ბრიგადები პირველად დახმარებას გაუწევენ პაციენტებს და გადააბარებენ შემდგომ სასწრაფო დახმარების ავტომობილს“, – განუცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკაციანი ელექტრომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება. რაც შეეხება სამთო კურორტებს, თალაკვაძის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ 12 ჯიპის ტიპის ავტომობილი შეისყიდა და ავტოპარკი სრულად არის განახლებული. „სამთო კურორტებზე ყოველწლიურად იზრდება ეკიპაჟების რაოდენობა, რადგან იზრდება ტურისტების რაოდენობაც. წელს გუდაურის ლოკაციაზე გვყავდა 4 ეკიპაჟი გათვალისწინებული და სრულად დააკმაყოფილა მოცული ტერიტორია. თუ საჭიროება გახდება ეკიპაჟებს წელსაც დავამატებთ. აქ ივლიან მაღალი გამავლობის, ჯიპის ტიპის ავტომობილები, რაც უკვე გვყავს. ავტოპარკი სრულად არის შევსებული. წელს ვიყიდეთ ასეთი 12 ავტომობილი. ამის გარდა, შარშან გვყავდა დაახლოებით 30 ავტომობილი, რითაც მაღალმთიანი რეგიონები სრულად არის დაფარული“, – განაცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. უწყებიც ინფორმაციით, ავტოპარკი 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570303-pirveladi-samedicino-daxmarebis-shemtxvevashi-specialistebi-gamozaxebaze-motociklit-ivlian
---
29.10.2019
„სახელმწიფომ ექიმების ნორმალური ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს“-მედიკოსები ორზე მეტ კლინიკაში მუშაობის აკრძალვაზე
„ექიმს თუ სწორად აქვს დრო გადანაწილებული და პროფესიონალურად ემსახურება პაციენტებს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ადგილას იმუშავებს. თუმცა, რატომ უნდა იმუშაოს ექიმმა ორ ადგილზე მეტად? - ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმებს ნორმალური ანაზღაურება ჰქონდეთ ამ ორ ადგილას. გარდა ამისა, არ უნდა გაიხსნას ამდენი ახალი კლინიკა, პირიქით, მათი რაოდენობა უნდა შემცირდეს,“ - ასე შეაფასა პედიატრმა თემურ მიქელაძემ, ინიციატივა, რომლის მიხედვით ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ასეთი რისკების შემცირებას უზრუნველჰყოფს აღნიშნული ინიციატივა. ამ ფაქტს ეთანხმება, თუმცა კომერციული კლინიკების რაოდენობის ზრდაზე და სპეციალისტების არასათანადო კვალიფიკაციის პრობლემაზე საუბრობს ბოხუას კლინიკის ანგიოქირურგი, პროფესორი კოტე ყიფიანი და აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სტაციონარების მკაცრი რეგულირება მრავალი კომპონენტით,რათა სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ იმ ფულით რომელსაც მათზე გასცემს, მოსახლეობას კვალიფიციურად ემსახურებიან. „ჩვენს ქვეყანაში, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, კლინიკების რაოდენობა უჩვეულოდ დიდია და უმეტესი მათგანი თბილისშია თავმოყრილი. ყველგან ხსნიან კომერციულ კლინიკას, მაგრამ არ ჰყავთ სპეციალისტები. შეუძლებელია ყველა კლინიკას ჰყავდეს მუდმივი და კარგი სპეციალისტი, მითუმეტეს, რომ ნამდვილი სპეციალისტები საქართველოში ძალიან ცოტაა. ამიტომ ისინი მომთაბარე პერსონები გახდნენ. ერთ დღეში სპეციალისტი ცდილობს მოიაროს რამდენიმე კლინიკა, რაც მისთვის ფინანსურად სარგებლიანია, თუმცა აქ უკვე ექიმობა არაფერ შუაშია, ის ხდება ხელოსანი. ჩემს კლინიკაში ეს მიუღებელია. უცხოეთშიც არის კომერციული კლინიკები, თუმცა ასეთი მასიური ხასიათი, როგორიც ამან საქართველოში მიიღო - დამღუპველია“, - განმარტავს კოტე ყიფიანი. ექიმებისთვის ორზე მეტ კლინიკაში მუშაობის აკრძალვა ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის ვარაუდით,მათთვის შრომის ანაზღაურების შემცირებას გამოიწვევს. „აკრძალვა მიუღებელია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ექიმებს ღირსეული ანაზღაურება და ის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებს, რომ არ იმუშაოს რამდენიმე კლინიკაში. იმისათვის, რომ ექიმმა არჩინოს თავისი ოჯახი, მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს რამდენიმე კლინიკაში, წარმოუდგენელია ასეთი გრაფიკით მუშაობა და მორიგეობების გადაბმა, ამიტომაც ვარდება ხარისხი და ამიტომ გვაქვს ჯანდაცვის სექტორში ცუდი მონაცემები,“ - აღნიშნავს ვატო სურგულაძე.
---
29.10.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/axalgorshi-produqtebi-samdjer-gadzvirda-wamlebis-deficitia-da-mdzime-avadmyofebi-igupebian
ახალგორში პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლების დეფიციტია და მძიმე ავადმყოფები იღუპებიან
ახალგორთან ე.წ. საზღვარის ჩაკეტვიდან 2 თვე გადის და მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. სამედიცნო დახმარების და საკვების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები უკვე ორი თვეა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, ე.წ. ცხინვალის მთავრობას დახმარებას და „საზღვრის“ დროულ გახსნას სთხოვს. იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი ფატალური მაგალითი კი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილია. ის 28 ოქტომბერს ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს, რის გამოც იძულებული გახდნენ ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო კი ის გზაში გარდაიცვალა. მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ საგუშაგოს ჩაკეტვამ ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნათ. თუკი პირველ ჯერზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები „წითელ ჯვარს“ თბილისის მიმართულებით შედარებით ადვილად გადმოჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს – მძიმე პაციენტები ცხინვალში გადაჰყავთ. გარდა ამისა, თუკი წინა პერიოდში დაკრძალვებზე გადმოსვლას ასე თუ ისე ახერხებდა ახალგორის მოსახლეობა, ამჯერად ვერც ამას ახერხებენ. ახალგორელების ნაწილმა რაიონის ჩაკეტვამდე გადმოსვლა მოასწრო, ნაწილი კი დე ფაქტო საზღვარზე ვერც გადმოდის და აქეთ დარჩენილებიც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე ყვება და ამბობს, რომ მას ვინაობის გამხელის ეშინია, რადგანაც მის ოჯახს საფრთხე დაემუქრება. „ადგილობრივებს გვაფთხილებენ და გვეუბნებიან, რომ სატელეფონო საუბრის დროსაც კი არ გავბედოთ ნათესავებთან იმაზე საუბარი, თუ ახალგორში რა სიტუაციაა. აქ ნებისმიერი ინფორმაცისი გავრცელება ისჯება და კაცმა არ იცის ვინ როგორ მოგედავება. „სრულიად ჩაკეტილ გარემოში ვართ. პროდუქტები ჯერ ხომ არ არის და თუ მაღაზიაში რამე მოიპოვება, სამმაგ ფასშია. აქ ხალხი შეშინებული და დაზაფრულია. არავინ გვეუბნება ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ხალხი ფაქტობრივად იზოლირებულია, ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი მათთვის ჩაიკეტა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ. „ცხინვალიდან შემოტანილ პროდუქტს ცეცხლის ფასები ადევს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ ახალგორის მოსახლეობას, არამედ მთელ ცხინვალის რეგიონს ზიანს აყენებს. წამლები ხომ არ ვიცი... ელემენტარული „ციტრამონი“ და „ტკივილგამაყუჩებლებია“ დეფიციტში. ბავშვი მყავდა ავად, ვირუსი შეხვდა და სიციხის დამწევ წამალს ვერ ვშოულობდით. ამის ხმამაღლა თქმისაც კი გვეშინია“, - ამბობს ახალგორის მკვიდრი „რეზონანსთან“. მისივე განცხადებით, გზის დაკეტვამ პენსიონერებსაც პრობლემები შეუქმნა, რომლებიც ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. ადგილზე ფასების ზრდის პარალელურად, პენსიის გარეშე დარჩენილ ახალგორებლებს რთულ ვითარებაში უწევთ არსებობა. ამიტომაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენისებამდე ნისიად პროდუქტების აღებაა, თუმცა ისიცი არ იციან როდემდე. ადგილობრივი ამბობს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა, თუ სიტუაცია კიდევ ასე გაგრძელდა, შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულები. გზის ჩაკეტვის გამო სწავლის გაგრძელებას ვერც ახალგორში ჩარჩენილი სტუდენტები ახერხებენ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია და აცხადებენ, რომ არ აპირებენ საგუშაგოს აღებას, რადგან ის მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა. საგუშაგო არ არის არანაირი პროვოკაციის მატარებელი და არც არანაირი საფრთხეს წარმოადგენს ვინმესთვის. ოკუპირებულ ცხინვალში ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადგილზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მარიონეტულ რეჟიმს ერთადერთი გადასასვლელი გზის გახსნისკენ მოუწოდებს. „ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. საუბედუროდ, მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. 10 სექტემბერს, ახალგორის რაიონის მოსახლეობამ კოლექტიური მიმართვა გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს „საქართველოსთან საზღვრის“ გახსნის თხოვნით. მიმართვას ხელი 242 ადამიანმა მოაწერა. ისინი სთხოვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ე.წ. გამშვებ პუნქტ რაზდახანის გახსნას, ან თუნდაც უბრალოდ შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შეტანას - გაიხსნება თუ არა „საზღვარი“ და თუ არა - რატომ. თუმცა, წერილს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. ახალგორელებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი. კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ჩაეკეტა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოტანილი საქონელი ძალიან ძვირია, ქართულს კონკურენციას ვერ უწევს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ნერვების ომია. რადგან ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო დააყენა, ისინი ამას ამ ფორმით აპროტესტებენ - მომავალშიც თუ იმავეს გააკეთებთ, უარესს მიიღებთო. „ახალგორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ხელისუფლების დუმილი შემაშფოთებელია. ან უკეთეს შემთხვევაში არაფრის მთქმელი განცხადებები კეთდება, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერ ვშველით. „როდესაც ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში ისე დააყენა საგუშაგო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ეს არც განუხილავს, უნდა ეფიქრა, რომ ამას ოსური მხარის პასუხი მოჰყვებოდა. ასე ხომ არ გამწვავდებოდა ვითარება და არც ახალგორის მოსახლეობა მოექცეოდა იზოლაციაში. საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა დაუშვებელია“,-აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან ეს რისკები უნდა გაანალიზებულიყო. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია რატომ არ მოხდა ოსებთან და რუსებთან ამ საგუშაგოს მშენებლობაზე შეთანხმება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მინისტრი იყო, გზები ორივე მხარეს მაშინაც იკეტებოდა, მაგრამ რეკავდა და მიზეზს პირადად არკვევდა. „როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან პრობლემების რაღაცის სანაცვლოდ მოგვარებას ვცდილობდით. ახლა კი ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც, რომ ოსები და აფხაზები ფიქრობენ - ეს ვინ არის, ხვალ შეიძლება აღარც იყოს და საქმე რომ გავუკეთო, ხვალ მე რამე რომ დამჭირდეს, შეიძლება სხვა დამხვდესო და არც უღირთ. ფაქტია, თუ ახლანდელ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება აქამდე ასე თუ ისე შეეძლო, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს“
---
29.10.2019
მედიასაშუალება: http://www.tabula.ge/ge/story/158295-mtavroba-eqimebistvis-orze-met-klinikashi-mushaobis-akrdzalvas-gegmavs
მთავრობაში განიხილება, რომ ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც გაბუნია განმარტავს, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. „არის აუცილებელი პირობა, რომ დაწესებულებებს ჰყავდეს რიანიმატოლოგის გუნდი, ანესთეზიოლოგი, მიანგინეკოლოგი, ნეონატოლოგი და სხვა სპეციალისტები, გააჩნია რა დონის კლინიკაა. ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში. იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განმარტა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.
ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/eqimebs-shesadzloa-orze-met-klinikashi-mushaoba-aekrdzalot/
მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/eqimebs-shesadzloa-orze-met-klinikashi-mushaoba-aekrdzalot/63598
---
29.10.2019
ავადმყოფი ბავშვები საშინელ პირობებში წვანან და წამალიც არ აქვთ“ - აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს
აკა სინჯიკაშვილისოციალურ ქსელში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებზე წერს და ერთ-ერთ პოსტს უძღვნის ოჯახებს, სადაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფი ბაშვებიც კი ვერ მიჰყავთ ექიმთან. „ყურადღებით წაიკითხეთ! ამ კვირაში, ჩვენი თვალით ნანახი, 74 ადამიანია ასეთ დღეში, ვინც ავადაა და ექიმთან წასვლის კი არა, წამლის ყიდვის საშუალებაც კი არ აქვს. ძირითადად ბავშვები, რომლებსაც ან მშობლები არ ჰყავთ, ან მარტოხელა დედები ზრდიან ბევრ და-ძმასთან ერთად.ზოგი მოხუცია და ექიმთან წამყვანიც არ ჰყავს არავინ. წამალები ძვირია და საყოველთაო დაზღვევა არ ანაზღაურებს. ძალიან საშინელ პირობებში წვანან ავადმყოფი ბავშვები და წამალიც არ აქვთ, რომ ოდნავ უკეთ გახდნენ. დედა ადგას თავზე თავის შვილებს, კლინიკაში დაწვენის ფულიც არ აქვს და გარეთაც ვერ გადიან, რომ მოწყალება მაინც ითხოვონ, ცოტა ხნით. ხვალ დავიწყებთ, მოგროვილი ფულით წამლების დარიგებას. სულ 218 დასახელების წამალია. რამდენსაც შევძლებთ წამლებს ვუყიდით, როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ, გაგვივრცელეთ, თორემ ბევრგან მართლა სიცოცხლის გადასარჩენად არის საქმე. თქვენით თუ მოგინდათ ყიდვა და მიტანა, დამირეკეთ და პირდაპირ რეცეპტს და ავადმყოფი ადამიანის მისამართს მოგცემთ.
---
29.10.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/512187
აკაკი ზოიძე: ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა
„ეს თვე გახლავთ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე. მოგიწოდებთ, 40 წლის ასაკის ზემოთ ქალებს, წელიწადში ერთხელ, აუცილებლად მიმართოთ ექიმს და იმ დაწესებულებებს, სადაც ჩაგიტარდებათ უფასო სკრინინგი ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია C ჰეპატიტთან, პროსტატის კიბოსთან, საშვილოსნოს ყელის კიბოსთან და სხვა. ყველა სკრინინგის პროგრამაში აუცილებელია ჩვენი აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ ძვირად არ დაგვიჯდეს უყურადღებობა და იმ ნაბიჯის არა გადადგმა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს გადაარჩენდა”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ გაიმართა იმ გეგმების საჯარო პრეზენტაცია, რის გაკეთებასაც ხელისუფლება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით გეგმავს და რაც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებს მოიტანს ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან თავის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არ არის, თუ ადამიანებმა არ იზრუნეს საკუთარ ჯანმრთელობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეასრულოს ის მინიმალური მოთხოვნები და გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. ქალებში ყოველი მერვე სიკვდილი დაკავშირებულია სწორედ ამ ვერაგ დაავადებასთან – ძუძუს კიბოსთან. ჩვენს ქვეყანაში, მერიის და სახელმწიფოს დაფინანსებით, ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, სხვა კიბოს სკრინინგის პროგრამებთან ერთად. სამწუხაროა, რომ სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 16% ახერხებს და გადის უფასო სკრინინგს, რომელიც პოტენციურად გადაარჩენდა ათასობით ქალის სიცოცხლეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა სკრინინგის დროს სახიფათო სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში მიაკითხონ ჯანდაცვის დაწესებულებებს, სადაც მომსახურება, მკურნალობა, მათ შორის მესამე და მეოთხე სტადიაში, სახელმწიფოს მხრიდან არის სრულად დაფინანსებული”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
---
29.10.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/401817/?fbclid=IwAR0bYN8uQAcgN-DQA1IM1FQlcD5Kygw1QMCTf9scI3ZrX13xjJf0KH3EHdU
დევნილი ქალის ნანატრი ბინა 101 წლის ასაკში და მოხსნილი სოციალური დახმარება
---
29.10.2019
„როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები“ - ოჯახი ინგოროყვას კლინიკას ადანაშაულებს
---
ბეჭდვითი მედია
30.10.2019
მედისაშუალება: მესინჯერი
მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი რეფორმა ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას. ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო 7 წლის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები. მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეხება. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ტელემედიცინის პირველი მოწყობილობა ღონისძიების სტუმრებს დღეს ადგილზე დაათვალიერებინა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, საერთაშორისო პარტნიორები, ასევე სამედიცინო და სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
---
30.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ექიმს სცემეს
ზუგდიდში, გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმს, გიორგი გერლიანს სცემეს. შემთხვევა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიასთან მოხდა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ფაქტთან დაკავშირებით საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ. „ამ თემაზე არ ვაკეთებთ კომენტარს",- უთხრა "პრაიმტაიმს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. შეგახსენებთ, ქირურგმა გიორგი გერლიანმა ადგილობრივ მკვიდრს ვ.ზ-ს ბარიატრიული ოპერაცია ჩაუტარა, რამაც გართულება გამოიწვია. ავადმყოფი მკურნალობის მიზნით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
---
30.10.2019
მედისაშუალება: რეზონანსი
კოშმარი ახალგორში: პროდუქტები სამჯერ გაძვირდა, წამლები არ იშოვება, მძიმე ავადმყოფები იღუპებიან
ახალგორთან ე.წ. საზღვარის ჩაკეტვიდან 2 თვე გადის და მოსახლეობა უმძიმეს ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. სამედიცნო დახმარების და საკვების გარეშე დარჩენილი ადგილობრივები უკვე ორი თვეა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე, ე.წ. ცხინვალის მთავრობას დახმარებას და „საზღვრის“ დროულ გახსნას სთხოვს. იქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი ფატალური მაგალითი კი ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილია. ის 28 ოქტომბერს ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს, რის გამოც იძულებული გახდნენ ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაეყვანათ. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო კი ის გზაში გარდაიცვალა. მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თითქმის ორი თვეა ჩაკეტილია და ახალგორის რაიონი ფაქტობრივად იზოლირებულია. საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ საგუშაგოს ჩაკეტვამ ჰუმანიტარული პრობლემები შეუქმნათ. თუკი პირველ ჯერზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები „წითელ ჯვარს“ თბილისის მიმართულებით შედარებით ადვილად გადმოჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს მექანიზმიც აღარ მუშაობს – მძიმე პაციენტები ცხინვალში გადაჰყავთ. გარდა ამისა, თუკი წინა პერიოდში დაკრძალვებზე გადმოსვლას ასე თუ ისე ახერხებდა ახალგორის მოსახლეობა, ამჯერად ვერც ამას ახერხებენ. ახალგორელების ნაწილმა რაიონის ჩაკეტვამდე გადმოსვლა მოასწრო, ნაწილი კი დე ფაქტო საზღვარზე ვერც გადმოდის და აქეთ დარჩენილებიც უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“ იქ არსებულ მძიმე სიტუაციაზე ყვება და ამბობს, რომ მას ვინაობის გამხელის ეშინია, რადგანაც მის ოჯახს საფრთხე დაემუქრება. „ადგილობრივებს გვაფთხილებენ და გვეუბნებიან, რომ სატელეფონო საუბრის დროსაც კი არ გავბედოთ ნათესავებთან იმაზე საუბარი, თუ ახალგორში რა სიტუაციაა. აქ ნებისმიერი ინფორმაცისი გავრცელება ისჯება და კაცმა არ იცის ვინ როგორ მოგედავება. „სრულიად ჩაკეტილ გარემოში ვართ. პროდუქტები ჯერ ხომ არ არის და თუ მაღაზიაში რამე მოიპოვება, სამმაგ ფასშია. აქ ხალხი შეშინებული და დაზაფრულია. არავინ გვეუბნება ე.წ. საზღვარი როდის გაიხსნება. ხალხი ფაქტობრივად იზოლირებულია, ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი მათთვის ჩაიკეტა და ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ. „ცხინვალიდან შემოტანილ პროდუქტს ცეცხლის ფასები ადევს. ეს სიტუაცია არა მხოლოდ ახალგორის მოსახლეობას, არამედ მთელ ცხინვალის რეგიონს ზიანს აყენებს. წამლები ხომ არ ვიცი... ელემენტარული „ციტრამონი“ და „ტკივილგამაყუჩებლებია“ დეფიციტში. ბავშვი მყავდა ავად, ვირუსი შეხვდა და სიციხის დამწევ წამალს ვერ ვშოულობდით. ამის ხმამაღლა თქმისაც კი გვეშინია“, - ამბობს ახალგორის მკვიდრი „რეზონანსთან“. მისივე განცხადებით, გზის დაკეტვამ პენსიონერებსაც პრობლემები შეუქმნა, რომლებიც ქართულ პენსიაზე არიან დამოკიდებული. ადგილზე ფასების ზრდის პარალელურად, პენსიის გარეშე დარჩენილ ახალგორებლებს რთულ ვითარებაში უწევთ არსებობა. ამიტომაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო პენისებამდე ნისიად პროდუქტების აღებაა, თუმცა ისიცი არ იციან როდემდე. ადგილობრივი ამბობს, რომ იქ მცხოვრები მოსახლეობა, თუ სიტუაცია კიდევ ასე გაგრძელდა, შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირულები. გზის ჩაკეტვის გამო სწავლის გაგრძელებას ვერც ახალგორში ჩარჩენილი სტუდენტები ახერხებენ. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კი უცვლელია და აცხადებენ, რომ არ აპირებენ საგუშაგოს აღებას, რადგან ის მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა. საგუშაგო არ არის არანაირი პროვოკაციის მატარებელი და არც არანაირი საფრთხეს წარმოადგენს ვინმესთვის. ოკუპირებულ ცხინვალში ქალის გარდაცვალების ფაქტს შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. ციხელაშვილის განცხადებით, მოსახლეობა ადგილზე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და მარიონეტულ რეჟიმს ერთადერთი გადასასვლელი გზის გახსნისკენ მოუწოდებს. „ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა. ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. საუბედუროდ, მოსახლეობას სჭირდება გადაადგილებისთვის სასიცოცხლო საჭიროებები. ეს არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. მოვუწოდებ ყველას, დაუყოვნებლივ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან მოსახლეობას რეალური საფრთხე ექმნება,“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი. 10 სექტემბერს, ახალგორის რაიონის მოსახლეობამ კოლექტიური მიმართვა გაუგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს „საქართველოსთან საზღვრის“ გახსნის თხოვნით. მიმართვას ხელი 242 ადამიანმა მოაწერა. ისინი სთხოვდნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ე.წ. გამშვებ პუნქტ რაზდახანის გახსნას, ან თუნდაც უბრალოდ შექმნილ სიტუაციაში სიცხადის შეტანას - გაიხსნება თუ არა „საზღვარი“ და თუ არა - რატომ. თუმცა, წერილს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება. ახალგორელებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი. კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რეგიონში საკმაოდ მძიმე ვითარებაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სიცოცხლის წყარო ჩაეკეტა. მისი თქმით, რუსეთიდან შემოტანილი საქონელი ძალიან ძვირია, ქართულს კონკურენციას ვერ უწევს. ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ეს ნერვების ომია. რადგან ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო დააყენა, ისინი ამას ამ ფორმით აპროტესტებენ - მომავალშიც თუ იმავეს გააკეთებთ, უარესს მიიღებთო. „ახალგორში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ხელისუფლების დუმილი შემაშფოთებელია. ან უკეთეს შემთხვევაში არაფრის მთქმელი განცხადებები კეთდება, რომლითაც ჩვენს თანამოქალაქეებს ვერ ვშველით. „როდესაც ჩვენმა მხარემ ჩორჩანაში ისე დააყენა საგუშაგო, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ეს არც განუხილავს, უნდა ეფიქრა, რომ ამას ოსური მხარის პასუხი მოჰყვებოდა. ასე ხომ არ გამწვავდებოდა ვითარება და არც ახალგორის მოსახლეობა მოექცეოდა იზოლაციაში. საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა დაუშვებელია“,-აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან ეს რისკები უნდა გაანალიზებულიყო. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია რატომ არ მოხდა ოსებთან და რუსებთან ამ საგუშაგოს მშენებლობაზე შეთანხმება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ის მინისტრი იყო, გზები ორივე მხარეს მაშინაც იკეტებოდა, მაგრამ რეკავდა და მიზეზს პირადად არკვევდა. „როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან პრობლემების რაღაცის სანაცვლოდ მოგვარებას ვცდილობდით. ახლა კი ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, მათ შორის ჩვენი მთავრობის წევრებიც, რომ ოსები და აფხაზები ფიქრობენ - ეს ვინ არის, ხვალ შეიძლება აღარც იყოს და საქმე რომ გავუკეთო, ხვალ მე რამე რომ დამჭირდეს, შეიძლება სხვა დამხვდესო და არც უღირთ. ფაქტია, თუ ახლანდელ ხელისუფლებას ვითარების გაკონტროლება აქამდე ასე თუ ისე შეეძლო, ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
---