| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-30.08.2019 |
| Received On : | 30.08.2019 08:01 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 30.08.2019
ტელევიზია
29.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 22:00
დევნილების პროტესტი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. შეკრებილები ქართული ოცნების თავმჯდომარს თხოვენ, რომ უშუამდგომლოს სამინისტროსთან, რათა მათი ფართების დაკმაყოფილება მოხდეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 27 წელია ბინებს უშედეგოდ ელოდებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6302793
---
29.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
პეკინზე, სამი წლის ბავშვის დაჭრის საქმეზე დაკავებულს ბრალი წაუყენეს. ჯერ არ დაზუსტებულა, რამდენად აქვს ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა ამ ბოლო შემთხვევამ პრობლემა განსაკუთრებულად აქტუალური გახადა, გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ამ მიმართულებით სტიგმა ქართულ საზოგადოებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას კომენტარი (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6302726
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6302207
---
29.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 16:00
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე ხაზგასმა ინფორმაციის არ ქონის პირობებში აძლიერებს სტიგმას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ, - ეს ამონარიდია სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6301920
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6301874
---
29.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 13:00
ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს გარდაბნის მოსახლეობა, "ევროპული საქართველოს" ლიდერთან შეხვედრაზე, ადგილობრივების განცხადებით ხშირია უიზეზოდ სოციალური სტატუსის შემთხვევები. დავით ბაქრაძესთან საუბარში ამბობენ, რომ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ოჯახში ყავს, სმენის პრობლემის მქონე 2 მცირეწლოვანი ბავშვი, "ჯანდაცვის სამინისტრო" კი სმენის აპარატებს არ უფინანსებს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6301603
---
ინტერნეტი
30.08.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/kerdzo-sakutrebashi-ukanonod-shechris-shemtkhvevashi-devnilebs-shemweoba-sheuwydebat-da-binebit-aghar-dakmayofildebian/
კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შემთხვევაში, დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, იმ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ. შესაბამისი განცხადება მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება. გვინდა, განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ“, – განაცხადა გიორგაძემ. მისივე თქმით, სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს და არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.
---
29.08.2019
მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/213182-fsiqikuri-janmrthelobis-mimarthulebith-jandacvis-saministros-prioritetebi.html?lang=ka-GE
ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, სამინისტროს მხრიდან ფსიქიკური დარღვევების მკურნალობის სფეროში მომავალში პრიორიტეტულ მიმართულებად სათემო საცხოვრისების შექმნას ასახელებს. სააგენტო "პირველთან" საუბარში მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებიაში ინტეგრაცია და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება მცირე ზომის სათემო სახლებშია შესაძლებელი. გაბუნიას თქმით, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მთელი საზოგადოების მხრიდან, ბენეფიციარების მიმართ სოლიდარობისა და ტოლერანტობის გამოხატვა მნიშვნელოვანია. "ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მომსახურებას, ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის. ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 24 მილიონი ლარია გამოყოფილი, მომავალ წელს 27 მილიონის გამოყოფა იგეგმება. ეს ზრდა ძირითადად უკავშირდება სათემო სერვისების გაძლიერების აუცილებლობას. ვფიქრობ, უფრო მეტი სათემო საცხოვრისი გაჩნდება, რაც გრძელვადიანი მოვლის საჭიროების პაციენტებისთვის იქნება გათვალისწინებული. დღევანდელ სტაციონარებში ეს პაციენტები რჩებიან დიდი ხნის მანძილზე, თუმცა შეიძლება მათი საზოგადოებაში მეტად ინტეგრირება. უკეთესია, თუ ჩვენ გვექნება მეტად თემში ინტეგრირებული საცხოვრისები და ყველა ადამიანს ექნება, შესაძლებლობის ფარგლებში, საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაციის საშუალება. ამას დასჭირდება მეტი დრო და ამისთვის გვჭირდება ფიზიკური ინფრასტრუქტურა. სწორედ აი ამ მიმართულებით იქნება კონკრეტულად 2020 წელს გაფართოებული პროგრამა. ბუნებრივია, ამას სჭირდება დრო, სადღაც 5-10 წლიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, რომ შევძლოთ მეტი ადამიანის გადმოყვანა დიდი ზომის ჰოსპიტალიდან სათემო საცხოვრისში. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქიატრიაში რეზიდენტული პროგრამის დაფინანსება თვის თვაზე აიღო და წელს ადგილზე 4 რეზიდენტი ჩაირიცხა. სტიგმა არის სერიოზული და საზოგადოების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების მიმართ", - აცხადებს თამარ გაბუნია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ფსიქიკური პრობლემის აღიარება და მკურნალობის დაწყება, ვინაიდან არანებაყოფლითი მკურნალობა კანონით დაუშვებელია. "დღეს საქართველოშ რეგისტრირებულია 80 ათასზე ოდნავ მეტი პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური ანალიზის პროგნოზით, სავარაუდოდ, მეტი უნდა იყოს ასეთი ადამიანი, რომელიც სისტემაში არ მოსულა. საუბარი გვაქვს შემთხვევების გამოვლენაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართვიანობა ოჯახის წევრების ან ახლობლების მხრიდან, ვინაიდან ადამიანის სამკურნალოდ აუცილებლი პირობაა პაციენტი მოვიდეს კლინიკაში, არანებაყოფლით მკურნალობაზე გამონაკლისი დაიშვება მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება მომართვა, რომ პირი არის უუნარო და სოციალურად საშიში. ასევე, თუ ადამიანი სოციალურად საშიშ ქცევას შეამჩნევს, ვინმეს შეუძლია დარეკს 112-ში ან ჯანდაცვის ცხელ ხაზზე 115. შეტყობინებაზე მოვახდენთ რეაგირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებაში სტიგმა ძალიან მაღალია. პაციენტს შეძლება ჰქონდეს ფსიქიკური პრობლემა და ის არადროს არ იყოს სოციალურად საშიში. უნდა მოხდეს შეტყობინების მიღება და შემდეგ ზუსტად განსაზღვრა, რალურად აქვს თუ არა პრობლემა და არის თუ არა ის საშიში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
---
29.08.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/494476
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: წითელათი დაავადების მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მსოფლიოში წითელათი 90 ათასი ადამიანი დაავადდა. აქედან 78% მოდის უკრაინაზე, ყაზახეთზე, საქართველოსა და რუსეთზე. აღინიშნება, რომ უკრაინაში გამოვლენილი შემთხვევების 60% ფიქსირდება. გარდა ამისა, ოთხმა ქვეყანამ ალბანეთმა, ჩეხეთმა, საბერძნეთმა და ბრიტანეთმა იმ ქვეყნების სტატუსი დაკარგეს, სადაც წითელა დაფიქსირებული არ ყოფილა. წლის დასაწყისიდან გერმანიაში 400 შემთხვევა გამოვლინდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაჩვენებელი „დრამატულ რიცხვს“ მიუახლოვდა, რასაც ექსპერტები ვაქცინაციაზე უარის თქმით ხსნიან. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 57 301 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 30 ათასზე მეტი ბავშვებში, გართულებისგან კი 18 ადამიანი დაიღუპა.
ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=15394
---
29.08.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/388945/
ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების გარიყვის მოწოდებები სტიგმას აძლიერებს – ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პეკინის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც გამვლელმა მცირეწლოვან ბავშვს დანით ჭრილობა მიაყენა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მომხდარის შეფასებისას, სოცქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა გარიყვისა და იზოლაციის შესახებ, რაც პრობლემურია. “სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას” , – აღნიშნავს ის. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ცვლილებების მიუხედავად, არაერთი სისტემური პრობლემა კვლავ მოუგვარებელია, რაც არსებული სერვისების ეფექტურ განხორციელებას ხელს უშლის. “საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა. სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას”, – აღნიშნავს ლომჯარია. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს შორის თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობას ახსენებს, რაც, მისივე თქმით, მათზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობას განაპირობებს. მას მაგალითად მოჰყავს 2018 წლის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პაციენტების მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში. “ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას, საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება”, – აცხადებს ნინო ლომჯარია და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის საქმეს მანდატის ფარგლებში შეისწავლის.
პრესა.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=77166
კვირა.ჯი- http://kvira.ge/494524
---
29.08.2019
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი, დაკავებულის ფსიქიკური პრობლემების გამო მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს
პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს ბრალი დაჭრილი არასრუწლოვნის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მისი დის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობისთვის წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ განუცხადა. დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ, თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გააცნეს. მისი ადვოკატის თქმით, საძაგლიშვილმა სახლიდან წასვლა, პეკინზე ყოფნა გაიხსენა, თუმცა მომხდარი ფაქტი ფსიქიკური პრობლემის გამო არ ახსოვს. "ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის და ასევე, ასეთი დაზიანების მცდელობისთვის. მისი პოზიცია არის ასეთი, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მსგავსი არაფერი ახსოვს. მან გამომძიებელს ჩვენება მისცა და თქვა, რომ იმ დროს პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, მაგრამ მსგავსი რამ არ ჩაუდენია. კადრებში შეიძლება ჩანს, მაგრამ მას ეს ფაქტი არ ახსოვს. ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ახსოვს, რომ პეკინზე მაღაზიებს ათვალიერებდა, რომ სახლიდან წამოვიდა, ისიც ახსოვს, რომ მაღაზიებში შესვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და შემდეგ არაფერი ახსოვს. დანის ქონას კატეგორიულად უარყოფს, არ მქონიაო, ამბობს. ბრალის დადგენილებით დაზიანება დანით არის მიყენებული. საბოლოოდ ექსპერტიზა განსაზღვრავს, დაზიანება მძიმე არის თუ არა", - აცხადებს გაბუნია. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, გამოძიება საძაგლიშვილის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას არ დანიშნავს, ამას თავად მოითხოვს. "მოგეხსენებათ, გამოძიება ახლა დაიწყო. ჩვენთვის უცნობია, დაინიშნა თუ არა ექსპერტიზა. თუ გამოძიება არ დანიშნავს, ჩვენ დავნიშნავთ. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დევნა არც უნდა დაწყებულიყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი მასალები უნდა მოკვლეულიყო. სისხლის სამართლის კოდექსი ასეთ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოდუნებულია, შეიძლება ითქვას, რომ არაადეკვატურია, იმიტომ რომ ლაპარაკიც უჭირს, ვერ საუბრობს", - განაცხადა გაბუნიამ.
---
29.08.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=89069
გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს
პეკინის გამზირზე რამდენიმე დღის წინ გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს. მცირეწლოვანი მკურნალობას ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიოდა. "აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ჭრილობები გაიკერა.დამატებითი პლასტიკური ოპერაცია არ დასჭირდა. მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეწერება ბინაზე", - განაცხადა ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ. ცნობისთვის, გუშინ საღამოს, პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის სამართალდამცველებმა 28 აგვისტოს დააკავეს.
---
29.08.2019
"მარტოხელა უსინათლო დედა ცდილობს შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს"- 6 წლის მარიამს დახმარება სჭირდება
6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახის წევრების თქმით, მარიმიამ რაშოიანს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია, მარტოხელა უსინათლო დედა რომელიც პირველი ჯგუფის შშმ პირია ცდილობს შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. თუმცა ძალიან უჭირს, არა აქვს არც საკვები და არც საჭირო მედკამენტები რომელიც მარიამს დამატებითი მკურნალობისთის სჭირდება. "ოჯახს წასასველიც კი არა აქვს. მარიამის დედის გადმოცემით ისინი დედასთან ცხოვრობენ, საიდნაც წასვლას მისი ძმა აიძულებს. ამ დროისთვის მათი თავშესაფრი არის იაშვილის კლინიკა სადაც მარიამი მკურნალობას გადის"- აცხადებს თიკო აბაშიძე. საჭირო ინფორმაცია: ☎ 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე გიროგი ჩახალიანი თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
29.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-tanxas-xardjaven-sawvavshi-saministroebi-da-parlamenti
რა თანხას ხარჯავენ საწვავში სამინისტროები და პარლამენტი
სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურებს შორის, საწვავზე ყველაზე მეტი თანხა პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა დახარჯეს. კერძოდ, როგორც ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში ვკითხულობ, 2019 წლის 6 თვეში საკანონმდელო ორგანომ 410 840 ლარის საწვავი მოიხმარა. ამასთან, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია: მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. აუდიტის სამსახურის განმარტებით, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ უწყებებს, რომელთა მონაცემებიც "ბიუჯეტის მონიტორზე" არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. მათივე ცნობით, აუდიტის სამსახური მონაცემებს მიღებისთანავე განაახლებს. რაც შეეხება სხვა სამთავრობო უწყებების მიერ საწვავში დახარჯულ თანხას, ასე გამოიყურება: პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 410, 840 ლარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 37, 759 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 99, 401 ლარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 153, 046 ლარი იუსტიციის სამინისტრო - 187, 458 ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტრო - 127, 109 ლარი.
---
29.08.2019
მედიასაშუალება: https://reginfo.ge/people/item/16417-%E2%80%9Egavrilovis-games%E2%80%9C-dashavebul-mako-gomurs-xelovnuri-tvali-chausves
„გავრილოვის ღამეს“ დაშავებულ მაკო გომურს ხელოვნური თვალი ჩაუსვეს
---
ბეჭდვითი მედია
30.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
„არაფერი არ ახსოვს“ - რას ამბობს 3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული ქალის ადვოკატი
3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი ალექსანდრე გაბუნია აცხადებს, რომ 51 წლის ქალს პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით არაფერი ახსოვს. ადვოკატის თქმით, თამარ საძაგლიშვილს ათეულობით წელია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს. "მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებებში. ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს", - თქვა ადვოკატმა. 3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი კერძო ადვოკატით შეეცვალა. მის ინტერესებს ალექსანდრე გაბუნია დაიცავს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები.
---
30.08.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
რა თანხას ხარჯავენ საწვავში სამინისტროები და პარლამენტი
სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურებს შორის, საწვავზე ყველაზე მეტი თანხა პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა დახარჯეს. კერძოდ, როგორც ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში ვკითხულობ, 2019 წლის 6 თვეში საკანონმდელო ორგანომ 410 840 ლარის საწვავი მოიხმარა. ამასთან, საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია: მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ უწყებებს, რომელთა მონაცემებიც ბიუჯეტის მონიტორზე არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. მათივე ცნობით, აუდიტის სამსახური მონაცემებს მიღებისთანავე განაახლებს. რაც შეეხება სხვა სამთავრობო უწყებების მიერ საწვავში დახარჯულ თანხას, ასე გამოიყურება: პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 410, 840 ლარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 37, 759 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 99, 401 ლარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 153, 046 ლარი იუსტიციის სამინისტრო - 187, 458 ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტრო - 127, 109 ლარი.
---