From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-30.07.2019
Received On : 30.07.2019 08:56
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 30.07.2019

ტელევიზია

30.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

რემონტის შემდეგ მცხეთაში რაიონული სასწრაფოს შენობა გაიხსნა, განახლდა ავტოპარკიც. ორი ავტომობილი უახლესი სტანდარტების შესაბამისი სპეცმანქანით ჩანაცვლდა. პერსონალს ჯანდაცვის მინისტრი პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მცხეთის პარალელურად ახალი ადმინისტრაციული შენობები უკვე გადაეცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონულ სამსახურებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247049

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6247180

---

 

30.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 11:00

ლიფტის ჩავარდნის ფაქტი ბათუმში. ბათუმში მომხდარს იძიებს შრომის ინსპეაცია. სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოკვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება შრომის უსაფრთხოების რა, კონკრეტული ნორმები დაირღვა ობიექტზე. დეპარტამენტის ცნობით, ეს ობიექტი არ იყო შემოწმებული შერცევითი კონტროლის საფუძველზე (მესამე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6246956

---

 

29.07.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

დღეიდან, სოციალურად დაუცველთა მსგავსად პენსიონერები და შშმ პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტს ლარად იყიდიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6245508

---

29.07.2019

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 17:45

„შემოწმებული 24 სამშენებლო ობიექტიდან შრომის უსაფრთხოების წესებს არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა“, - ამის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6245518

---

 

29.07.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 21:00

დაჯარიმებული და გაფრთხილებული სილამაზის სალონები ბათუმში - მერიის სპეციალისტებმა სხვადასხა ტიპის დარღვევა სულ 15 ობიექტში დააფიქსირეს. გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების, ასევე სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა. სალონების ნაწილი რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა. სხვათაშორის ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6246145

---

 

29.07.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

ვინ მიიღო სატვირთო ლიფტის ჩართვის გადაწყვეტილება მშენებარე კორპუსში, გრანდ სიტისთვის უცნობია. კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ სატვირთო ლიფტი ექსპლუატაციაში შესული არ იყო. 4 ადამიანი დაშავდა დღეს ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ლიფტის მოწყვეტის შედეგად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6246255

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6245884

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6246186

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6246089

---  

 

28.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის კვირა

„გადაგვირჩინე დედის სიცოცხლე“ - ძმები ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად ტაქსის მძღოლობით აგროვებენ ფულს

https://www.imedi.ge/ge/video/40763/gadagvirchine-dedis-sitsotskhle--dzmebi-leikemiit-daavadebuli-dedis-gadasarchenad-taqsis-mdzgolobit-agroveben-puls

 

ინტერნეტი

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/vashlijvarshi-ert-ert-shenobastan-sadac-devnilebi-da-socialurad-daucvelebi-arian-shechrilebi-policiis-tanamshromlebi-arian-mobilizebuli/

ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობასთან, სადაც დევნილები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ, პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობასთან, სადაც დევნილები, სოციალურად დაუცველები, ასევე უსახლკარო სტატუსის მქონე პირები მერვე დღეა არიან შეჭრილები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. როგორც სამართალდამცავები ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავენ, შენობაში ყოფნა მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლება, რადგან შენობა ავარიულია. ადგილზე იმყოფება საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. მისი განცხადებით, გამგეობამ შენობაში შესახლებულ დევნილებს შესთავაზა, რომ იმ ოჯახებმა, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებული, შესაბამის გამგეობას მიმართონ და დახმარებას აღმოუჩენენ, თუ ეს კანონით ეკუთვნით – იქნება ეს ქირა თუ სხვა ტიპის დახმარება. „ახლა შენობის გარეთ დარჩენილია ქალი სამი თვის ბავშვით. ჩვენ შევთავაზეთ მას ბინით უზრუნველყოფა იქამდე, ვიდრე გამგეობასთან ურთიერთობა დალაგდებოდა და გამგეობა დახმარებას აღმოუჩენდა, რაზეც მან უარი განაცხადა“, – განუცხადა ავთანდილ ცინცაძემ ჟურნალისტებს. მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ნინო ანდრონიკაშვილის განცხადებით, ის შენობიდან შვილის გასასეირნებლად გამოვიდა და პოლიციამ უკან აღარ შეუშვა. ანდრონიკაშვილი ითხოვს საბუთს, რომლის მიხედვითაც მას ბინას ერთი წლით უქირავებენ და ერთი წლის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით. „არ ვარ დარწმუნებული, რომ თავშესაფარს მომცემენ. საბუთს ვითხოვ, წარმომიდგინონ, რომ ერთი წლით მიქირავებენ ბინას და ერთი წლის მერეც მოხდება ჩემი უზრუნველყოფა. არ წავალ არსად, ვიდრე საბუთს არ მომიტანენ”, – განაცხადა ნინო ანდრონიკაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ნათელი მომავლის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ მენაბდიშვილის განცხადებით, 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შესახლებული, აქედან სოციალურად დაუცველები და დევნილი 17 ოჯახია, დანარჩენები კი უსახლკარო სტატუსის მქონეები არიან. მისი თქმით, ისინი ქირაზე უარს ამბობენ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ უკვე რამდენჯერმე იყვნენ ქირით გასულები და მათ ქირის გადახდა შეუწყიტეს. „ამჟამად ქალბატონს, რომელიც ჩვილ ბავშვთან ერთად გარეთაა დარჩენილი, შესთავაზეს შუამდგომლობა ისნის გამგეობასთან. იქამდე, ვიდრე გამგეობასთან პრობლემები მოგვარდებოდა კი წაიყვანდნენ და უზრუნველყოფდნენ ბინით. ჩემი აზრით, ნორმალური შეთავაზებაა, თუმცა ის ელოდება საბუთს ბეჭდით, მხოლოდ ამის შემდეგ აპირებს ტერიტორიის დატოვებას“, – განაცხადა მარიამ მენაბდიშვილმა. ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის უკან მდებარე შენობაში, დევნილები, სოციალურად დაუცველები და უსახლკარო სტატუსის მქონე პირები მერვე დღეა შეჭრილები არიან და მუდმივ საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ. მათი თქმით, საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ და შენობის დატოვებას არ აპირებენ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/558303-158-e-skolastan-mdebare-shenobastan-sadac-devnilebi-da-socialurad-daucvelebi-arian-shesaxlebulebi-policiis-tanamshromlebi-arian-mobilizebuli?fbclid=IwAR2E5E4J0rUwQD8BFjX2NjDZfJq78iHKYrJflj394C63KaKya3fWPbXcue0

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება: https://www.kvirispalitra.ge/public/55828-zestafonshi-2-mamakacis-gardacvalebas-krazanis-nakbens-abraleben-daavadebatha-kontrolis-centrshi-ackhadeben-rom-panikis-safudzveli-ar-arsebobs.html?fbclid=IwAR1yGWOJI58hgZRp5CL0iU6P0JL4I1plvLkkq6yxRTOga6xtMiJg9rMv3Pc

ზესტაფონში 2 მამაკაცის გარდაცვალებას კრაზანის ნაკბენს აბრალებენ - დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/384161/

ურეკთან მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდინილი მუშა რეანიმაციაში რჩება

ურეკთან, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დაბა ურეკში, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/dgeidan-pensionerebi-da-shshm-pirebi-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikaments-larad-iyidian

დღეიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს პენსიონერები და შშმ პირები ლარად იყიდიან

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, რომლის გაფართოებაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს დააანონსა, რეალურად, დღეიდან ამოქმედდა. როგორც BM.GE-ის პროგრამის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა განუცხადა, საჭირო მედიკამენტების მისაღებად ის ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელს გუშინ ესტუმრა, სადაც განუცხადეს, რომ პროგრამას ამ ეტაპზე ხარვეზი ჰქონდა და პროგრამის ფარგლებში, 1 ლარად მედიკამენტებს ვერ გასცემდნენ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, BM.GE საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ პრემიერის მიერ პროგრამის გაფართოების დააანონსებიდან დღემდე მიმდინარე პერიოდი ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას დასჭირდა და უკვე დღეიდან, ბენეფიციარებს მედიკამენტების მიღება შეუფერხებლად შეუძლიათ. ცნობისთვის: ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა სხვადასხვა ჯგუფებზე გაფართოვდა. 35 სახეობის მედიკამენტის 1 ლარად ყიდვა პენსიონერებს, შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველებს ლარად შეუძლიათ; პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/dgeidan-pensionerebi-da-shshm-pirebi-qronikuli-daavadebebis-samkurnalo-medikaments-larad-iyidian/37622/

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება:   https://fortuna.ge/fortuna/post/16-wlis-mozardi-romelic-ambrolauridan-gafuchebuli-reanomobilit-qutaisshi-dzlivs-gadaiyvanes-komashia?fbclid=IwAR1AMOgnY5-ba14tuwDR9dQysKccNKyEy7ru9KM40TSVvSTAqLHVedpzPps

16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა აქვეყნებს ამბავს, რომელიც მათ მოსწავლეს გადახდა თავს. 16 წლის ლუკა ფოფხაძე ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია და თბილისში მკურნალობს, თუმცა იმის გამო, რომ ამბროლაურში გამოძახებული რეანომობილი ცუდ მდგომარეობაში იყო და გზაში გაფუჭდა, მოზარდს მძიმე გართულებები დაეწყო. გაეცანით გამოქვეყნებულ პოსტს: „ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას… ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული… მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა… ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს… დღეს ის კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ, გადარჩენის შანსი მინიმალურია… ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა. ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების“.

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/samsheneblo-regulaciebis-damrgvevi-kompaniebis-pirveli-shefasebebi

სამშენებლო რეგულაციების დამრღვევი კომპანიების პირველი შეფასებები

24 სამშენებლო კომპანია, რომელთა ობიექტებზე ჯანდაცვის სამინისტრომ დარღვევები გამოავლინა, უკვე ცნობილია. „კომერსანტი“ შეეცადა ყველა მათგანს დაკავშირებოდა და დეტალები დაეზუსტებინა. როგორც ირკვევა, უმეტეს მათგანთან დაკავშირება შეუძლებელია, რადგან საკონტაქტო ინფორმაცია არ მოიძებნება. ვისთანაც დაკავშირება შევძელით, უმეტესებამ დარღვევის შესახებ „კომერსანტისგან“ შეიტყო. გთავაზობთ სამშენებლო ობიექტების შეფასებებს: შპს „ბალავარი“ - „დეტალები არ ვიცით სიმართლე გითხრათ. რაღაც რეკომდაციები მოგვცეს, მაგრამ რა სახის დარღვევა გამოვლინდა და ასე შემდეგ, ჩვენთვის უცნობია“. შპს „ბილდინგ კომპანია 2016“- „ზოგადად, ჩვენ ფინანსური პრობლემები გვაქვს და შეიძლება ამის გამო რამე მოხდა, მაგრამ არ ვიცი რა სახის დარღვევებზე საუბრობთ, რადგან ეს დოკუმენტი ჩაბარდა უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურს. მოკლედ, დეტალები არ ვიცი“. „ეი თი დეველოპმენტი - „გაფრთხილება მივიღეთ ჯანდაცვის სამინისტროსგან და ვეთანხმებით ამ დარღვევებს, თუმცა, ზოგადად სამშენებლო რეგულაციებს რაც შეეხება, საკმაოდ რთული თემაა. ერთიანად იმდენი რეგულაცია ამოქმედდა, რომ ძნელია ეს პროცესი ბიზნესისთვის. დამატებითი ზარალია ჩვენთვის, ამიტომ უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი უფრო ეტაპობრივად მომხდარიყო“. „ლუქსველი“ - „ჩვენც ვიცით ამ დარღვევების შესახებ და ვეთანხმებით. ძალიან მარტივი შეცდომები დაფიქსირიდა, მაგალითად, მუშას საქმიანობის დროს არ ეცვა ფეხსაცმელი. ზოგადად, კი ჩვენი კომპანია იგივე ჯანდაცვის სამინსტროს მოსაზრებით ერთ-ერთი მოწესრიგებულია“. შპს. აქსისი — „ ჩვენი კომპანია 20 წელია ოპერირებს ბაზარზე და ერთ-ერთი წარმატებული პრექტია „აქსისი თაურესი“. ამ ხნის მანძილზე შრომს უსაფრთხოების სტარნდარტებს დიდი ყურადღებას ვაქცევდით, მაშნაც კი როდესაც საერთოდ არ არსბეობდა ეს რეგულაციები საქართველოში. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოვლენი დარღვევებს, სიაში მოვხდით იმიტომ, რომ „აქსისის“ ერთ-ერთ ობიექტზე მიმდინაროებდა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით განახლება. კოპნაიას არ შეუჩერებია მშენებლობა. უბრალოდ მივიღეთ რეკომენდაციები და დაახლოებით 2 დღეში თავიდან გავივლით ინსპქეტირებას. მიღებულ შენიშვნებიც ამ დროისთვის გამოსწორებული იქნება. როგორც ცნობილია, 24 კომპანიიდან 11-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა და 30 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 ობიექტს ინსპექტირდების სერტიფიკატი არ აღმოაჩნდა და 500 ლარით დაჯარიმდა. კომერსანტი არკვევს ამ დეველოპერების ვინაობას და ინფორმაციის მიღებისთანავე გაგაცნობთ. შეგახსენებთ ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივი ინსპექტირება 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო და 4 დღის განმავლობაში 24 ობიექტი შემოწმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა ობიექტზე არსებითი/კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. დარღვევების გამოსწორების მიზნით კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტრომ გონივურლი ვადა 7-დან 10 დღემდე მისცა.

კვირა.ჯი-  http://kvira.ge/488479

ბიპიაი.ჯი-https://bpi.ge/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-24-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90/

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/shemowmebuli-24-samsheneblo-obieqtidan-shromis-usafrtxoebis-norma-yvelashi-iyo-dargveuli/37623/

---  

 

 

 

ბეჭდვითი მედია

30.07.2019

მედიასაშუალება:    რეზონანსი

შემოწმებული 24 სამშენებლო ობიექტიდან შრომის უსაფრთხოება ყველაში იყო დარღვეული

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძის ინფორმაციით, 24 სამშენებლო ობიექტიდან შრომის უსაფრთხოება ყველაში იყო დარღვეული. 4-დღიანი მონიტორინგის შედეგად, 11 მათგანი 30 000-30 000 ლარით დაჯარიმდა, დანარჩენი 13-ის შემთხვევაში კი, გაფრთხილება დაიწერა. ობიექტებზე არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპანიებს 7-10 დღიანი ვადა მიეცათ; თუკი კომპანია დაფიქსირებულ ხარვეზებს სამჯერ გაფრთხილების შემდეგაც არ გამოასწორებს, მონიტორინგის ჯგუფებს ბიზნეს-საქმიანობის შეჩერების მანდატი გააჩნიათ. „24-დან დარღვევები აღმოჩნდა ყველა მათგანში, 11 დაჯარიმდა 30-30 ათასი ლარით, დანარჩენის მიმართ გაიცა გაფრთხილება და 7-10 დღიანი ვადა იმისთვის, რომ ხარვეზები იქნას გამოსწორებული. ეს არის პრევენციისკენ მიმართული ქმედებები და ვითხოვთ იმ მინიმალური ჩამონათვალის შესრულებას, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულების უსაფრთხებას. დარღვევევბის ჩამონათვალი კომპლექსური და ვრცელია, თუმცა უმეტესად არ არის მოაჯირები, რომელიც უზურნველყოფს ღიობებიდან ვარდნის გამორიცხვას. მესამე შემოწმებაზე თუ მივხდით, რომ ფინანსური ტვირთი არ არის მნიშვნელოვანი და კომპანიას ურჩევნია, ჯარიმის გადახდა მის აღმოფხვრას, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ შევაჩეროთ კომპანიის საქმიანობა მანამ, სანამ არ გამოასწორებს. რაც შეეხება შერჩევითობას, მშენებლობების ვიზუალური დათვალიერება მოხდა ყველა უბანში, ასევე გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, სად რა ვითარება არსებობდა. ამ თემაზე გვაქვს შეხვედრა შრომის საერთაშორისო ექსპერტებთან და მათთან კონსულტაციით მოვახდენთ ობიექტების მონიტორინგს“, - განაცხადა ფერაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6246526&name=30.07.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

           

საქართველოს რესპუბლიკა-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6246279&name=30.07.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

30.07.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

საკვები, წამლები და საწვავი 25-40%-ითაა გაძვირებული - ხალხი გაკოტრების პირასაა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6246290&name=30.07.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 ​