From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.11.2019
Received On : 29.11.2019 09:03
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.11.2019

 

ტელევიზია

29.11.2019                                  

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. მის უწყებაში გუშინ სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებთან შეხვედრები გაგრძელდა. ტიკარაძის უწყებაში ევროკავშირის

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე 6 თვის სამოქმედო გეგმა განიხილეს. მორიგი შეხვედრა მარტში უნდა გაიმართოს. მთავრობის 520-ე დადგენილება კი ძალაშია. ძალაშია ის გათანაბრებული ტარიფებიც, რომლებიც სახელმწიფომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში კლინიკებს დაუდგინა. დადგენილება მოქმედებს, მაგრამ მსჯელობა და წუხილი ამ თემაზე გრძელედბა. სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები და ექიმები ამოქმედებული ტარიფების დროებით შეჩერებას და ჯანდაცვის სამინისტროსთან მეტ კომუნიკაციას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514966 

ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514912

---

 

29.11.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 09:00

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514925

---

 

28.11.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 17:45

საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია ღია წერილით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს. ასოციაციის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვაში მთავრობის #520-ე დადგენილებით შესული ცვლილებებით დადგენილი ტარიფები არის იმდენად დაბალი, რომ ის სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო აღჭურვილობის ღირებულებასაც ვერ ფარავს. ასოციაცია მთავრობის მეთაურს ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს სწორედ ამ დადგენილების გამო Johnson & Johnson, Olympus, Cordis, Cook Medical, Merit Medical, და სხვა საერთაშორისო კომპანიებმა…შესაძლოა მალე ქართული ბაზარი დატოვონ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514397

---

 

28.11.2019                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

70-მდე სხვადასხვა ინფექციით დაავადებულ და 5 ათასამდე შიდსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობის გარეშე დარჩენა ემუქრება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514253

---

 

28.11.2019                                    

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

საავადმყოფოები VS ჯანდაცვის სამინისტრო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512655

---

 

28.11.2019                                    

არხი:  იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ტყვეობის 20-ე დღე-ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია იმართება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6514669

---

 

 

ინტერნეტი

29.11.2019

მედიასაშუალება:     https://commersant.ge/ge/post/infeqciuri-patologiis-shidsisa-da-klinikuri-imunologiis-samecniero-praqtikulma-centrma-shesadzlebelia-funqcionireba-shewyvitos?fbclid=IwAR08JAPvWKgL3PZ2gjOXdmKCwq7FNo9DQIB0KsgElkFQl-MsvLXtGeunOt4

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/409817/

კლინიკების მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო ტარიფების შეჩერებას არ აპირებს

სამედიცინო დაწესებულებათა ნაწილი მთავრობის იმ დადგენილების დროებით შეჩერებას ითხოვს, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს სერვისები ერთიანი ტარიფით უნდა მიაწოდონ. ამას გარდა, მათი მოთხოვნაა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე დადგენილი ტარიფების გადახედვაზე იმუშავებს. საუბარია მთავრობის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ დადგენილებაზე, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ. მთავრობის დადგენილებით ტარიფები განისაზღვრა ისეთ სამედიცინო სერვისებზე, როგორებიცაა: კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია და არითმოლოგია. დღეს, 27 ნოემბერს, გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმთა ნაწილი ამბობდა, რომ ერთიანი ტარიფი მათთვის მისაღებია, თუმცა პრობლემურია ის ფასები, რაც სამინისტრომ შესთავაზა. ანუ მათი მტკიცებით, დადგენილებით განსაზღვრული ერთიანი ტარიფი სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალია. კლინიკები ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვლენ, რადგან მათი თქმით, კერძო სადაზღვავო კომპანიების წილი 3-5%-ზე მაღალი არ არის. “ეს დღეს ერთადერთი დამფინანსებელია. შესაბამიდად, კლინიკის ამ პროგრამიდან გასვლით ის ვეღარ მოემსახურება პაციენტებს, რადგან პაციენტების გადამხდელუნარიანობა ძალიან დაბალია”,-ამბობს “ღია გულის” აღმასრულებელი დირექტორი დავით მიქელთაძე. ექიმების პრესკონფერენცია/27.11.2019 კლინიკების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროში დღესვე შეხვდა მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სამინისტრო მთავრობის დადგენილების შეჩერებას არ აპრებს, თუმცა ამბობს, რომ ზოგიერთი ტარიფის გადახედვა შესაძლებელია. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მტკიცებით, შეუძლებელია, სამინისტროს 279 კლინიკისთვის მისაღები ფასი შეეთავაზებინა, ხოლო ახალი ტარიფი კლინიკების ნაწილის მიერ მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა და ის მოიცავს როგორც პირდაპირ ისე, არაპირდაპირ ხარჯებს და ლარის კურსსაც კი. სამედიცინო დაწესებულებებისთვის პირდაპირი ხარჯი შეიძლება იყოს კვლევები, პროცედურები, მედიკამენტები, სამედიცინო მასალები და სხვა. არაპირდაპირი ხარჯებია კომუნალური გადასახადები, თანამშრომელთა ხელფასი და სხვა. “ის, რომ ჩვენ 200-ზე მეტ მიმწოდებელთან ანუ საავადმყოფოსთან დავსხდეთ და რომელიმე ფასზე შეთანხმდეთ, ტექნიკურად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო, როგორც შემსყიდველი, ემყარება იმ ინფორმაციას, რაც 150-მა კლინიკამ მიაწოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ტარიფი იმ ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ, რაც მათ მოგვაწოდეს. ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ თუ კლინიკა წარმოადგენს ობიექტურ საფუძველს იმისთვის, რომ ხარისხში განსხვავება დასაბუთებულია და ფასი თვითღირებულებაზე დაბალია, ჩვენ მზად ვართ ამაზე ვიმუშაოთ”,- ამბობს გაბუნია. კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ალადაშვილი ამბობს, რომ ცვლილების ამოქმდებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზოგიერთმა კლინიკამ თანამშრომლებს ხელფასები უკვე შეუმცირა და ეს პროცესი გაგრძელდება. კლინიკა “ღია გულის” წარმომადგენელი გიორგი გრიგოლია ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე კლინიკა მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს აკეთებს და გეგმური შეჩერებული აქვს. ექიმი გვეუბნება, რომ ცვლილების შესახებ მაშინ შეიტყვეს, როცა საიტზე გამოქვეყნდა და მანამდე მათთან ან კლინიკების ხელმძღვანელებთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. დადგენილება კი 21 ნოემბერს შევიდა ძალაში. გიორგი გრიგოლიას თქმითვე, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, ანესთეზიოლოგია სამედიცინო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სერვისებია და ტარიფების ცვლილება, სავარაუდოდ, შემდეგ უკვე ნეიროქირურგიასა და ტრავმატოლოგიას შეეხება, რომლებიც ასევე ძვირი ღირს. “გულზე ერთი ყველაზე მსუბუქი ოპერაცია რომ ავიღოთ, 9800 ლარი, რაც დადგენილი იყო სახელმწიფოს მიერ 2008 წელს, მაშინ ეს იყო დახლოებით 5600 დოლარი [მაშინდელი კურსით]. დღეს დადგენილი ტარიფი არის 8500 ლარი, ანუ 2800 დოლარი. ორჯერაა გაიაფებული ოპერაციის ფასი იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველაფერს უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ.. წამალს, კათეტერს. რა უნდა ვუთხრათ პაციენტს?! როგორ უნდა ვუმკურნალოთ… აღარ ვსაუბრობ კლინიკის მოგებაზე, მის განვითარებაზე, დანადგარების ამორტიზაციასა და სხვა. როცა ანესთეზიოლოგიის ნაწილზე დაზოგილ თანხაზე ვსაუბრობთ, ვზოგავთ ვის ხარჯზე?! კარგი ექიმი საზღვარგარეთ წავა, ექთანი დაბალ ხელფასზე ვეღარ იმუშავებს. პაციენტს რა ვუყოთ? როცა საუბარია რეანიმაციასა და კარდიოქირურგიაზე, აქ გადარჩენა- არგადარჩენაზეა საუბარი. მათ [სამინისტროს წარმომადგენლებმა] აგვიხსნეს, რომ ბიუჯეტი მცირდება, ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ეს სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს. მათ გვითხრეს, ვერ გადავადდება დადგენილება, რადგან ბიუჯეტი უნდა მიიღოთო”,-ამბობს გია გრიგოლია. თამარ გაბუნიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მხოლოდ რეანიმაციის ნაწილზე სამინისტრო ახალი ტარიფებით დაახლოებით 30 მლნ ლარის დაზოგვას გეგმავს. კითხვაზე, აპირებს თუ არა კლინიკა “ღია გული” თანამშრომელთა შემცირებას, გრიგოლია გვპასუხობს, რომ თუ მთავრობის დადგენილება არ გადავადდება, კლინიკას თანამშრომლებისთვის ხელფასის დაახლოებით 30%-ით შემცირება მოუწევს. “ხუთი დღეა, რაც ეს ტარიფები ძალაში შევიდა და მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებს ვაკეთებთ. ანუ მხოლოდ იმ ოპერაციებს, რომლებიც რომ არ გავაკეთოთ, პაციენტი დაიღუპება. გეგმური ოპერაციები შევაჩერეთ, ანუ ისეთი ოპერაციები, როცა პაციენტს შეიძლება ოპერაცია ჩაუტარდეს 1-3 თვის ვადაში. მაინც იმედი გვაქვს, რომ ამ ტარიფების შეცვლა მოხდება. შევაჩერეთ ისეთი გეგმური ოპერაციები, როგორებიცაა სარქველების გამოცვლა, სარქველების პლასტიკა. ამ ეტაპზე 5-6 პაციენტი გეგმურ ოპერაციას ელოდება. ამ ტარიფებში ვერანაირად ვერ ვჯდებით, მაგრამ გადაუდებელ პაციენტებს უარს ვერანაირად ვერ ვეტყვით”,-ამბობს ექიმი. #520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები მიუღებელია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელის “ევექსისთვისაც”. სამედიცინო კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოს ექვს რეგიონში 78 კლინიკას ფლობენ, თუმცა ამ დრომდე უცნობი იყო მათი პოზიცია ახალ ტარიფებზე. “ევექსი” არ შედიოდა იმ 26 სამედიცინო დაწესებულებებაში, რომლებიც ახალი ტარიფების გადავადებას პრემიერს ღიად სთხოვდნენ. ჰოსპიტალების გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს ახალი რეგულაციის გამო მათი ქსელის კონკრეტულმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვონ: “ეს ფასები სრულიად მიუღებელია, არის უმეტეს შემთხვევაში ზარალის მომტანი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ შეხვედრა გვექნება სამინისტროში ალბათ და ამის შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ რაღაც სერვისებში უარი ვთქვათ საერთოდ საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილეობაზე. არც ფინანსურ დირექტორთან და არც არავისთან სამუშაო შეხვედრა არ გამართულა. პირველად ფასები გავიგეთ 5 ნოემბერს, როდესაც გამოქვეყნდა. თუ საბოლოო ფასები დადასტურდა და არ მოხდა მათი გადახედვა, ჩვენ გადავთვლით საბოლოოდ და მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კომპონენტებში და კონკრეტული კლინიკების გასვლის თაობაზე, არა სრულად, რა თქმა უნდა”, -ამბობს ის. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრ ლევან კობერიძის თქმით, სამინისტრომ ჯერ უნდა განსაზღვროს სტანდარტი, ანუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სამედიცინო სერვისი, რაშიც სახელმწიფო ფულს იხდის, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაწესდეს ფიქსირებული ტარიფი. “ჯერ უნდა დაიწყოს ხარისხის სტანდარტის შემუშავება, ანუ იმ ხარისხის სტანდარტის, რომელიც განსაზღვრავს კლინიკების ხარისხთან შესაბამისაობას. ანუ აქვთ თუ არა მათ იმის საშუალება, ადამიანური კაპიტალი და სხვა, რომ შემდეგში სელექტიური კონტრაქტირების ფორმატში იყვნენ ჩართულნი. ის კლინიკები, რომლებიც ამას ვერ დააკმაყოფილებენ, ან უნდა დაიხურონ, ან როგორც მინიმუმ ამ სელექტიურ კონტრაქტირებაში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღონ”,-ამბობს კობერიძე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ტარიფების ამოქმედების შემდეგ, სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლაც იგეგმება. უწყებაში ამტკიცებენ, რომ სელექტიური კონტრაქტირება დააბალანსებს ქვეყანაში კლინიკების რაოდენობას, მეტიც, საწოლფონდის დატვირთვაც თითქმის გაორმაგდება. სელექტიურ კონტრაქტირებაზე გადასვლას სამინისტრო მას შემდეგ გეგმავს, რაც ყველა ნოზოლოგიურ კოდზე ტარიფი განისაზღვრება.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/dargis-motamashe-subieqtebs-yoveltvis-meti-undat-finansta-ministri-djandacvis-reformaze

„დარგის მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ“ - ფინანსთა მინისტრი ჯანდაცვის რეფორმაზე

„ჩვენი წარმომადგენლები მონაწილეობდენენ ამ პროცესში. მთავარია საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მდგრადობაა, მან უნდა გაუძლოს მრავალს წელს. იქ უნდა შემოვიტანოთ ის კომპონენტები, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ სერვისი და იყოს ფისკალუად მდგრადი. ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა წარმატებით გავა“, — ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმა. ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს რეფორმის შესახებ კონსულტაციები დარგის წარმომადგენლებთან ჰქონდა. „მინისტრს ქონდა კონსულტაციები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის სრულად გათვალისწინება მოხდა. დარგის მოთამაშე სუბიექტებს ყოველთვის მეტი უნდათ. ეს უნდა იყოს მდგრადი და ეკონომიკურად გამართული მოდელი“, — განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.

 

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574947-inpekciuri-saavadmqopos-agmasrulebeli-direktoris-inpormaciit-saavadmqopo-mnishvnelovani-shenoba-nagebobis-gareshe-rcheba

ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება

ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, ასევე სახელოსნო და საწყობი. „მთელ ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენიმე კორპუსი გვიკავია, რომელიც 11 500 კვ.მ-დან ჩამოვიდა 7 500 კვ.მ-ზე, ანუ მას შემდეგ, რაც „ავერსმა“ ეს ყველაფერი შეიძინა 4000კვ.მ ჩამოგვეჭრა. „ავერსი“ ამ ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მფლობელია. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ უხდის არენდის თანხას. 11 თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ავერსს“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს, თუმცა „ავერსი“ ამ ხელშეკრულებას არ აფორმებს. შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, რომელიც სანებართვო პირობებით აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს, ასევე სახელოსნო, რომელიც ინფრასტრუქტურის შენახვას უზრუნველყოფს და საწყობი, სადაც რამდენიმე ათასის ჩამოსაწერი მეტალი და სხვა ინვენტარი გვაქვს. თუ ეს დაინგრევა ეს ყველაფერი ქუჩაში დარჩება, რადგან ჩვენ ფიზიკურად ფართი არ გაგვაჩნია. ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა. სახელმწიფო ახალ საავადმყოფოს აშენებს და მათგან პირობა გვაქვს, რომ სანამ ეს შენობა აშენდება, აქ გაგვაჩერებენ“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა. თავის მხრივ, შენობის დემონტაჟს ასევე გამოეხმაურნენ კომპანია „ავერსის“ წარმომადგენლები. მათი განცხადებით, ეს არ არის საავადმყოფოს დემონტაჟი, ეს არის სამრეცხაოს დემონტაჟი და ისინი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ. „ეს არის ჩვენი ტერიტორია, ჩვენი შენობები, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ძველი „სტაფი“ და ძველი კლინიკაა განთავსებული. ეს არ არის საავადმყოფოს დემონტაჟი, ეს არის სამრეცხაოს დემონტაჟი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, ძალიან მახინჯი და უსახური შენობაა. არანაირ კანონდარღვევას არ აქვს ადგილი. ყველაფერი არის სამართლებრივ ჩარჩოში. 2019 წლის იანვრიდან ისინი ამასთან დაკავშირებით დაკავშირებით ინფორმირებული იყვნენ და ამ ყველაფრის შესახებ იცოდნენ“,-განაცხადეს კომპანია „ავერსში“.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574989-aversi-clebia-xeli-gveshleba-kompaniis-sakutrebashi-arsebuli-konebis-sachiroebisamebr-gamoqenebashi-vinaidan-shenobebis-didi-nacili-ec-inpekciur-saavadmqopos-akvs-dakavebuli

„ავერსი“ - წლებია ხელი გვეშლება კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული

წლებია ხელი გვეშლება კომპანია „ავერსის“ საკუთრებაში მყოფი ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული, - ამის შესახებ „ავერსის“ განცხადებაშია აღნიშნული. „2012 წლის 8 თებერვლიდან თბილისში მდებარე უძრავი ქონება მის:(ალ. ყაზბეგის ქ. #16) შპს ,,ავერსი–ფარმას“ საკუთრებაშია. ბუნებრივია, კომპანიის ინტერესია ჰქონდეს განვითარებული და მოვლილი ინფრასტრუქტურის მქონე ტერიტორია. შედეგად 2012 წლიდან მხოლოდ კეთილმოწყობაზე 3 000 000 ლარზე მეტია დახარჯული, ხოლო ტერიტორიიდან 250 მანქანაზე მეტი საყოფაცხოვრებო ნაგავია გატანილი. აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, რაც ასევე მოიცავს სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქციას, რემონტს, აპარატურით აღჭურვას და ა.შ. 20 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ტერიტორიის კეთილმოწყობის და განვითარების პროცესი არ დასრულებულა. წლებია ხელი გვეშლება კომპანია „ავერსის“ საკუთრებაში მყოფი ქონების საჭიროებისამებრ გამოყენებაში, ვინაიდან შენობების დიდი ნაწილი ე.წ. ინფექციურ საავადმყოფოს აქვს დაკავებული. წლებია ვითხოვთ ტერიტორიის დაცლას, რათა მესაკუთრეს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრებით სარგებლობის უფლება მიეცეს, თუმცა უშედეგოდ. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია, მიუხედავად არაერთი დაპირებისა და დათქმული ვადისა – ინფექციური საავადმყოფო უკანონოდ დაკავებულ ფართს არ ცლის. მათ 2019 წლის 1 იანვრიდან უკანონოდ აქვთ დაკავებული კომპანია „ავერსის“ ქონების გარკვეული ნაწილი და არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად დღესაც უცნობია კონკრეტული ვადა თუ როდის დაუბრუნებენ კანონიერ მესაკუთრეს უკანონოდ დაკავებულ შენობებს. ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდეს, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ყოფნაც კი სახიფათოა, არათუ რაიმე სერვისის მიწოდება/განხორციელება. ცალკე საკითხია თუ რამდენად აკმაყოფილებს ასეთ მდგომარეობაში მყოფი შენობები სამედიცინო დაწესებულებისთვის არსებულ სალიცენზიო მოთხოვნებს.დემონტაჟის უფლებას კომპანია ფლობს და სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებასთან შეთანხმებულია. აღნიშნულის თაობაზე წერილობით ინფორმირებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ადმინისტრაცია. მათ, კანონის დაცვით, დემონტაჟისთვის განსაზღვრული შენობის დასაცლელად გონივრული ვადა მიეცათ და ეს ვადა საკმაოდ დიდი ხნის წინ გავიდა. მოგეხსენებათ, დემონტაჟის ნებართვას განსაზღვრული ვადა აქვს და ჩვენ ვალდებული ვართ დემონტაჟი ამ ვადებში განვახორციელოთ. ამავდროულად საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს აღნიშნული ტერიტორიის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც სამომავლოდ არაერთი ახალი სამედიცინო დაწესებულება აშენდება. ასევე არსებული სერვისები გაფართოვდება, რათა საქართველოს მოსახლეობასა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ“,-ნათქვამია კომპანია „ავერსის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის გარეშე რჩება. მისივე თქმით, შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, ასევე სახელოსნო და საწყობი. „მთელ ამ ტერიტორიაზე ჩვენ რამდენიმე კორპუსი გვიკავია, რომელიც 11 500 კვ.მ-დან ჩამოვიდა 7 500 კვ.მ-ზე, ანუ მას შემდეგ, რაც „ავერსმა“ ეს ყველაფერი შეიძინა 4000კვ.მ ჩამოგვეჭრა. „ავერსი“ ამ ტერიტორიების და შენობა-ნაგებობების მფლობელია. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ უხდის არენდის თანხას. 11 თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ავერსს“ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებას სთხოვს, თუმცა „ავერსი“ ამ ხელშეკრულებას არ აფორმებს. შენობაში, რომლის დემონტაჟსაც აპირებენ, ფუნქციონირებს სამრეცხაო, უტილიზაციის შემკრები ნარჩენების პუნქტი, რომელიც სანებართვო პირობებით აუცილებლად უნდა გაგვაჩნდეს, ასევე სახელოსნო, რომელიც ინფრასტრუქტურის შენახვას უზრუნველყოფს და საწყობი, სადაც რამდენიმე ათასის ჩამოსაწერი მეტალი და სხვა ინვენტარი გვაქვს. თუ ეს დაინგრევა, ეს ყველაფერი ქუჩაში დარჩება, რადგან ჩვენ ფიზიკურად ფართი არ გაგვაჩნია. ინფექციური საავადმყოფო სახელმწიფო დაწესებულებაა. სახელმწიფო ახალ საავადმყოფოს აშენებს და მათგან პირობა გვაქვს, რომ სანამ ეს შენობა აშენდება, აქ გაგვაჩერებენ“,- განაცხადა შოთა გოგიჩაიშვილმა.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574978-saxelmcipo-zrunvisa-da-trepikingis-msxverplta-dazaralebulta-daxmarebis-saagento-ikmneba

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იქმნება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, ახალი სსიპ-ი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო იქმნება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა (78 მომხრე). „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცემა. აღნიშნული სააგენტო, გარდა იმისა, რომ კვლავ იქნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფუნქციების შესრულებაზე კომპეტენტური დაწესებულება, ამავდროულად, პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განხორციელებაზე.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/216620-thankha-anitas-gulis-aparatisthvis-shegrovda-saqarthvelos-jandacva-aqtiurad-chaertho-klinikis-modziebashi.html?lang=ka-GE

თანხა ანიტას გულის აპარატისთვის, შეგროვდა! საქართველოს ჯანდაცვა აქტიურად ჩაერთო კლინიკის მოძიებაში

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574970699-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

როგორია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობა ცხინვალის ციხეში - „წითელი ჯვარი“ ინფორმაციას ავრცელებს

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახს ცხინვალის იზოლატორიდან წერილი გაუგზავნა. გაფრინდაშვილი დღეს „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მაია ქარდავას თქმით, ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეს „წითელი ჯვრის“ მიერ გაფრინდაშვილთან შემდგარი მეორე ვიზიტი იყო. „ოჯახის მიერ შევსებული წითელი ჯვრის საბარათე ბლანკი გადაეცა მას. მან საპასუხო წერილი ამჯერადაც გამოუგზავნა ოჯახს, რომლის სკანირებული ვერსიაც გადავეცით დღეს ოჯახს. სამწუხაროდ, მე სრულად არ ვარ უფლებამოსილი, რომ დეტალურად გესაუბროთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მისი თქმით, ის თავს გრძნობს ნორმალურად და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“, - თქვა მაია ქარდავამ. ოკუპირებული ცხინვალის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი დღეს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ „ექიმი ოჯახში მალე დაბრუნდება“. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574951325-2-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR2xcFEaijTmsIDCRtv5Z-8zzjNTUYmthJopi-6IA-tz04n9GTgc4HoSwCE

გირჩებს ვაგროვებდი, რომ ღუმელი დამენთო - მარტოხელა დედა უკიდურეს სიღარიბეში 2 წლის შვილთან ერთად გაუქმებულ სათბურში ცხოვრობს

მაკარონი, ზეთი და შაქარი - ეს პროდუქტები 5 წლის ანა-მარიას ჯერჯერობით აუხდენელი ოცნებაა. ის თანატოლების მსგავსად არც ლამაზ თოჯინებზე ოცნებობს და არც კომპიუტერზე. ის დედასთან ერთად, რუსთავის გზატკეცილზე, გაუქმებულ სათბურში ცხოვრობს, სადაც ახლა, ცივი ქარი ისევე ქრის, როგორც გარეთ, ღია ცის ქვეშ... „პრაიმტაიმი“ ანა-მარიას დედას, 22 წლის კარინას ესაუბრა. ის მარტოხელა დედაა. იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონა ბინის ქირას ვეღარ იხდიდა, არასაცხოვრებელ ფართში შესახლდა და დაბინავდა. „2 თვის ორსული არ ვიყავი, როცა ქმარმა მიმატოვა. ჩემს გოგონასთან ერთად ქირის თანხის არქონის გამო, ყოფილ სათბურში დავსახლდი. აქ კედლები ისეთი დაზიანებულია, რომ ქარი საშინლად ქრის, არც იატაკი გვაქვს. წვიმის დროს, მე და ანა-მარია ხან ერთ კუთხეში ავიტუზებით ხოლმე, ხან - მეორეში, მაგრამ ამ საყოფაცხოვრებო პირობებს ახლა არ ვჩივი, რადგან ელემენტარული პროდუქტები მაქვს სადარდებელი. გუშინ, ერთმა კეთილმა ადამინმა კარტოფილი მოგვიტანა და იმას ვუზოგავ. ანა-მარიას რამდენიმე ხელი ტანსაცმელიც აქვს და კედლებზე ვკიდებ, რათა თაგვებმა არ დაღრღნან. კარადა არ გვაქვს, არც სხვა სათავსო. ჩემი გოგონა სანამ პატარა იყო, ერთ-ერთ მარკეტში ვმუშაობდი. იქ ცვლები იყო და 24 საათიანი სამსახური მქონდა. ანა-მარია თან დამყავდა და სკამზე ვაძინებდი. ახლა, ცელქობს და აღარავის უნდა ჩემი დასაქმება. მე კი მისი დამტოვებელი არ მყავს. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 110 ლარია. ეს თანხა ვერანაირად ვერ გადავანაწილე თვიდან თვემდე. იმის გამო, რომ ჩვენი საცხოვრებელი კომერციულ დაწესებულებათა ტერიტორიაზეა, აქ ელექტრო ენერგიის ღირებულება კორპორატიული ფასით ხდება და ძალიან ძვირია. ცალკე პრობლემაა გათბობა და ძლივს ნაშოვნი პროდუქტებით კერძის გაკეთება. აქამდე გირჩებს ვაგროვებდი და ღუმელს ვანთებდი. ახლა, დამტვრეულ ტოტებს ვეძებ და ვაგროვებ ხოლმე, ჩაი მაინც რომ ავადუღო. ანა-მარია რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა. ძვირადღირებული ვიტამინების კომპლექსი გამოუწერეს,  როგორ უყიდის ჩემს მდგომარეობაში დედა წამალს, როცა მაკარონი და შაქარიც სათხოვარი გვაქვს? ახლა, ჩვენი იმედი მხოლოდ კეთილი ადამიანები არიან“, - ამბობს მარტოხელა დედა. დახმარების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 592044345  ეს გახლავთ საკონტაქტო ნომერი.

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574960474-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1

ისევ თქვენი იმედი გვაქვს! - ჟურნალისტი ანა კალანდაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ჟურნალისტ ანა კალანდაძის შესახებ ახალ ინფორმაციას მისი მეგობარი ციცი ომანიძე ავრცელებს. ანა უკვე კლინიკაში გადაიყვანეს. „მეგობრებო ანა კლინიკაში გადაიყვანეს და იქ დარჩება სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თურქეთიდან მოვიდა პასუხი. თურქი ექიმები ამჯობინებენ, პაციენტი ჩავიდეს თურქეთში და იქ ჩაუტარდეს ყველა საჭირო კვლევა-პროცედურა, მაგრამ ანა თავს გრძნობს სუსტად და მგზავრობა სარისკოა. ამიტომ, აქ ხვალ კიდევ ერთხელ მოეწყობა კონსილიუმი, შეფასდება მდგომარეობა და მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისევ თქვენი იმედი გვაქვს“. ანას ახლა სასწრაფოდ კარდიოსტიმულატორის ჩადგმა სჭირდება, იმისთვის, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ლამაზი ქალის გულის ცემა არ შეწყდეს, იმისთვის, რომ იცოცხლოს და იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ სიკეთის ირგვლივ გააერთიანოს. თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე: საქართველოს ბანკი GE08BG0000000813745500 მიმღები: მაია კალანდაძე თიბისი ბანკი GE91TB7223445061100006 მიმღები: ანა კალანდაძე

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=219624-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

''ჩემზე ახალგაზრდებიც კი ნებდებიან, მაგრამ გთხოვთ ხალხო მომეცით შანსი ჩემს შვილებს დავუბრუნდე'' - 35 წლის მირზა შარაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

35 წლის მირზა შარაშიძეს, რომელსაც თავისა და ზურგის ტვინის დაზიანება აქვს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 3 სექტემბერს მირზამ თავის სამი შვილი ზღვაზე საბანოდ წაიყვანა. ზღვაში გადახტა და თავი ლოდს დაარტყა. მამაკაცმა ზრუგის ტვინის დაზაინება მიიღო, რამაც ოთხივე კიდურის პარეზი გამოიწვია. მირზა ზღვიდან 9 წლის შვილმა ამოიყვანა. სასწარფოდ ჩაუტარდა ოპერაცია საქართველოში, რის შემდეგ დაეწყო გართულებები. 4 ნოემბერს იგი გადაიყვენს ტრაპიზონში კლინიკა ''მედიკალ პარკში'' . მირზას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლისას ჰქონდა ფილტევების ანთება, ყელში კი ტრახეოსტმა. კათეტერი მუცლიდან ჰქონდა ჩაშვებული. თურქეთში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ , აქვს უკეთესი შედეგი ინფექცია აულაგდა, მოხსენს კათეტერი და ტრახეოსტომა. სამწუხაროდ ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. „ვიცი რომ საქართველოში ბევრი ბავში ებრძვის ვერაგ დაავადებებს, პატარებს სჭირდებით, ჩემზე ახალგაზრდებიც კი ნებდებიან, მაგრამ რადგან ზღვას გადვურჩი გთხოვთ ხალხო მომეცით შანსი ჩემს შვილებს დავუბრუნდე'' - ამბობს მირზა. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთე მირზა შარაშიძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტაქტო ნომერი 599 33 01 14

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/113022-qghame-daidzina-da-dilith-gardacvlili-vnakhethq-ojakhi-romelmac-10-thvis-bavshvi-dakarga-rusthavis-avtobazrobasthan-tsarmoudgenel-sigharibeshi-ckhovrobs.html?fbclid=IwAR2U0wczCI-Cn6rFR7iKqTDmzym81edX_DpM8OAmRAxjAIcizJx2jMO4y4U

"ღამე დაიძინა და დილით გარდაცვლილი ვნახეთ" - ოჯახი, რომელმაც 10 თვის ბავშვი დაკარგა, რუსთავის ავტობაზრობასთან წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობს

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-mxriv-sheidzleba-gauaresdes-dasaqmebulta-uflebebi-shromis-kodeqsshi-dagegmili-cvlilebebit-/44352

რა მხრივ შეიძლება გაუარესდეს დასაქმებულთა უფლებები შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით?

---

 

28.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574848722-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98?fbclid=IwAR0zIoCR8vcRrnLc5Qb2P9vlvqu20lTcmGFj_WQREF2D7Aqo096eY5Op89E

„დედა ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ვგრძნობ რა უნდა“ - დედა-შვილის ემოციური ისტორია

სოციალურ ქსელში ერთი შეხედვით, ნაკლებად მძიმე პრობლემების მქონე ადამიანები გასართობი ადგილების, საყვარელი აქსესუარების, ტანსაცმლის, წიგნის, კინოსა და მუსიკის შინაარსის გვერდებს ქმნიან. ქუთაისელი მამუკა როხვაძეს კი, დიდმა ტრაგედიამ და სიმძიმემ facebook-ში გვერდი „დამილოცე დედა უფალო“ შეაქმნევინა, სადაც საწოლს მიჯაჭვული დედისა და მასზე მზრუნველი შვილის ურთიერთობის ამსახველი კადრები და ფოტო მასალა ქვეყნდება... 30 წლის ბიჭი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის და გაუსაძლის სიღატაკეზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მამუკა როხვაძე ამბობს, რომ ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედადაა... „დედას იშემიური ინსულტი აქვს, მარჯვენა ხელ-ფეხი პარალიზებული აქვს. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, მასაჟები სჭირდება. 60 წლისაა, მას დიაბეტიც აწუხებს და თიაქრის ოპერაციის შემდეგ მუცლის ღია ფარიც. საავადმყოფოში ნაწოლი გაუჩნდა და მის დასამუშავებლად სახლში ექთანი დადიოდა, დღეში 15 ლარი სჭირდებოდა. მისი ვალი 750 ლარი დამიგროვდა და ანაზღაურების გარეშე ჩვენთან სიარული შეწყვიტა. ახლა, მე თვითონ ვუყურებ. ტომოგრაფია და სხვა სამედიცინო მომსახურებები სჭირდება, რომლისთვისაც 3000 ლარია საჭირო. ჩვენთვის ეს წარმოუდგენლად დიდი თანხაა. დედა ვერ საუბრობს, მაგრამ თვალებით ვგრძნობ რა უნდა, ვხვდები დახმარებას როგორ მთხოვს. ჩემი ოჯახის ტრაგედია 1996 წელს დაიწყო. ახლობლის ქორწილიდან მოვდიოდით, გზაში დაგვაყაჩაღეს და მამა მომიკლეს. ქვრივმა დედამ სამი ბიჭი გაგვზარდა. სამწუხაროდ, უფროსი ძმაც თირკმლის უკმარისობის დიაგნოზით გარდამეცვალა. მაშინ ბინა გავყიდეთ და დედისა და ძმის მკურნალობას მოვახმარეთ. სწორედ მაშინ მოგვიხსნეს სოციალური დახმარებაც. ახლა, ბიძის სახლში ვცხოვრობთ, სადაც ნორმალური პირობებია, ამის გამო, ხელახალ მიმართვას მაღალი ქულები მოჰყვა და არანაირი დახმარებით არ ვსარგებლობთ. ჩემთვის, 30 წლის ბიჭისთვის რთულად სათქმელია დახმარება გვჭირდება-მეთქი, მაგრამ დედა ყოველწუთიერ მოვლას საჭიროებს, მას ვერცერთი წამით მარტო ვერ ვტოვებ. უკვე 5 წელია, ასე ვართ. მანამდე სტილისტად ვმუშაობდი. ახლა, ჩემი ძმა თუ შავი სამუშაო გამოჩნდება, იქ გადის. არანაირ სამსახურზე უკან არ იხევს, მაგრამ ესეც ხან არის, ხან არა. ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ დედას კლინიკაში გადაყვანა რომ დაგვჭირდეს, ვეღარ მივიყვან. აქ კლინიკური საავადმყოფოა, სადაც ადრე იწვა და ხელწერილით გამომატანეს ჩემი ლოგინადჩავარდნილი დედა. დავწერე, რომ ტომოგრაფიის ღირებულებას გადავიხდიდი. ახლა, იქ დედას ვეღარც მივიყვან... არ დავმალავ, 100 ევროს გვიგზავნის დეიდაჩემი საზღვარგარეთიდან, მაგრამ ეს თანხა კომუნალურ ხარჯებს და წამლების მესამედსაც არ ჰყოფნის. ახლა, კეთილი ადამიანები ჩვენი უკანასკნელი იმედია“ - ამბობს მამუკა როხვაძე. დედა-შვილის დახმარების მსურველებისთვის „პრაიმტაიმი“ საბაკო ანგარიშებს აქვეყნებს:

---

 

 

ბეჭდვითი მედია

29.11.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკები არათანაბარი ფასების პირობებში ოპერირებდნენ

,,საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის“,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა მოხდა. ,, საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება და ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულ წილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და ,,დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანოსნებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კონკრეტულ მასალებს კლინიკებს. იქიდან გამომდინარე ,რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება , რომ ქონდეს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის 520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. სწორედ ამიტომ დადგენილების გადავადების მიზნით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. თუმცა პროტესტის მიუხედავად რეფორმა მაინც ამოქმედდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6514938&name=29.11.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.11.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ეს სფეროს დანგრევაა!

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველ რეფორმა გააპროტესტეს და № 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „ის ტარიფები რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდგინა არათუ ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხს, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ნებისმიერ სიცოცხლის გადამრჩენი სერვისების მიწოდებას. ძველი ტარიფიც კი ვერ უძლებდა ინფლაციას, ხოლო ახალი ტარიფით საერთოდ შეუძლებელი ხდება პროცედურების ჩატარება.“, - განაცხადა „საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ. საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ახალი რეფორმით ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია. პროფესორი ამბობს, რომ პროტესტის ტალღა ჰოსპიტალურ სექტორში უფრო და უფრო გაღრმავდება, როდესაც რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი. „როდესაც 5 ნოემბერს ბრძანება გამოქვეყნდა, ჩვენ 6 ნოემბერსვე გვქონდა რეაქცია და ვთხოვეთ სახელმწიფო უწყებებს შეხვედრა, ბიზნესომბუდსმენის გარდა არსად შეხვედრა არ შემდგარა. მხოლოდ გუშინ მივიღეთ წერილი, ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ მივსულიყავით დაინტერესებული პირები სამინისტროში და დაგვესვა კითხვები, რომელზეც პასუხს გაგვცემდნენ. რეფორმა შეეხო ყველაზე ძვირადღირებულ დარგებს. ეს არც ტარიფიკაციაა და არც რეფორმაა ეს არის უბრალოდ ფასების კატასტროფულად შემცირება.ტარიფიკაცია ნიშნავს ტარიფების გადახედვას, რომელიც მცირეა გაზარდო, რომელიც ნორმალურია დატოვო და რომელიც დიდია შეამცირო. დაიწყეს ყველაზე ძვირადღირებული სერვისებით, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია და აპირებენ ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის ფულის მოკლებას. შემდგომში როგორც სამინისტრომ განგვიმარტა დადგენილება ამ ეტაპზე 800 ნოზოლოგიას შეეხო, შემდგომში 8000 ნოზოლოგიას უნდა გადახედონ და ეს გადახედვა იქნება შემცირება და არა თანხის გაზრდა. ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა სამინისტრო დათმობაზე, ხელს არავის ვუგრიხავთ, ვთხოვთ დადგენილება რამდენიმე თვით გადავადდეს , შეიქმნას დარგობრივ სპეციალისტებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად კომისია და თითოეული ტარიფი გადაიხედოს. რევოლუციას ვერ მოვაწყობთ მაგრამ პროტესტის ტალღა ექიმებში გაიზრდება მაშინ როდესაც რეფორმა სხვა დარგობრივ სფეროებსაც შეეხება“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია. „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის ტარიფების გათანაბრება პრობლემა არ არის. მისი თქმით, პრობლემა დაბალი ტარიფიკაციაა. პროფესორი აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ გათანაბრებულ ტარიფებს, მაგრამ მკურნალობის ტარიფები რეალური უნდა იყოს. „ჯანდაცვის მინისტრი ექიმია, სტომატოლოგია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმია, ამიტომ მათ არ ევალებათ და ვერც დავავალებთ ღრმა ეკონომიკურ გათვლებს. კარდიოლოგთა საზოგადოებას გვინდა დამოუკიდებელი ექსპერტიზისათვის ეკონომისტებს დადგენილი ტარიფები შეისწავლა ვთხოვეთ. პირველივე შეხედვით თქვეს, რომ ტარიფები არა რეალურადაა დათვლილი. კლინიკებმა, როგორც კანონმორჩილმა დაწესებულებებმა ვცადეთ ახალი ტარიფებით მუშაობა , ერთი კვირა უკვე გავიდა, რამდენადაც პირველი გამოცდილება აჩვენებს უკვე კლინიკები წაგებაზე მუშაობენ. კლინიკა რომელიც გინდა სახელმწიფო გინდა კერძო მუშაობს წაგებაზე რაღაც მთლად კარგად არაა დათვლილი. ალბათ პერსონალის შემცირება მოგვიწევს, რამდენად ვიცი რამდენიმე დაწესებულებამ ხელფასები 25 %-ით შეამცირა “, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ჰოსპიტალურ სექტორს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს. როგორც კახაბერ ეცადაშვილი აცხადებს რეფორმის ამქომედებიდან ერთი კვირის თავზე კლინიკა უკვე წაგებაზე მუშაობს, რაც საბოლოოდ კლინიკის დახურვას გამოიწვევს. „უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი. დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივებისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს რომელიც საჭიროა. როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკთხი, თუ საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები. კლინიკა, ჯერჯერობით, წაგებაზე მუშაობს; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გადავადდეს ეს დადგენილება. განემარტოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი მოგების და ჯიბის გასქელების მიზნით არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს კახაბერ ეცადაშვილი. პრესკონფერენციიდან კლინიკების წარმომადგენლების ნაწილმა სამინისტროში დაანონსებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა ამას „კომერსანტი“ უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6514909&name=29.11.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​