From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.10.2019
Received On : 29.10.2019 08:18
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.10.2019

 

ტელევიზია

29.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის პრეზენტაციაზე ძალიან საინტერესო პროექტი წარადგინეს. ეკატერინე ტიკარაძის დიდიხნის ნანატრი მოხსენება/პრეზენტაციის შემდეგ უწყების მხრიდან ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო სფეროში გამოყენების შესახებ გვამცნეს და დატესტვაც დარბაზში მყოფებს იქვე შესთავაზეს, ინსტრუქციაც ადგილზე მოაყოლეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427729

---

 

29.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სოციალური სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427989

---

 

29.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ახალი დღე

ახალი თამაშის წესები კლინიკებისთვის. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში აცხადებენ რომ მიზნები და პრიორიტეტები სწორად არის შემუშავებული ხოლო მთავარია სწორი აღსრულების მექანიზმი. ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ რომ თითოეული გადაწყვეტილება სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად დარეგულირდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6428269

---

         

29.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრიდან გაუჩინარებული პაციენტის ოჯახის წევრები დღეს კლინიკასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. 63 წლის თამაზ აივაზოვი კუჭის ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს პალატიდან გაუჩინარდა. აივაზოვების ოჯახი კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. არსებობს ეჭვები, რომ პაციენტს ოპერაცია არ ჩატარებია. საქმეში ჩართულია პოლიცია თუმცა, ამ დრომდე დაკარგული პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427831

---

 

29.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქე. 77 წლის მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი, აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანებაც. მედიკოსების შეფასებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427828

---

 

29.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: დილა მშვიდობისა

საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427799

---

 

29.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ახალი დღე

ქირურგიის ეროვნული ცენტრი "ახალი სიცოცხლე " ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებს ინოვაციურ მედიკამენტებს სთავაზობს. ჰემოფილიის მკურნალობა ამ მედიკამენტით პაციენტებისათვის მეტად კომფორტული იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6428197

---

 

29.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ჩვენი შემოთავაზებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორში დასაქმებულის დეკრეტული შვებულება ხელფასის 80%-ით და არა ერთჯერადი 1000 ლარით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს ამის, ეს კონსულტაციების საგანია. დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები საჯარო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელს და მექანიზმა არ ეხება, გარდა იმისა, რომ ემატება მამის შვებულების კომპონენტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6428104

---

 

28.10.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: ქრონიკა 20:00

პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ყველა კლინიკაში, სერვისების გათანაბრება, ასევე ფასების რეგულაცია მედიკამენტებზე - ეს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებებია. ანგარიში მინისტრმა მთავრობას და სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს წარუდგინა. პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას დაეთმო. რეფორმის ფარგლებში 2024 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 831 კლინიკის ამოქმედებაა დაგეგმილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427680

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427522

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427478

ტვ პირველი - საქმის კურსი 22:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427637

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427546

I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426624

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427061

ქრონიკა 14:00- იმედიhttp://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426246

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426969

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426717

ტვ პირველი -საქმის კურსი 13:45-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426062

I არხი -მოამბე 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426259

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6425961

---

 

28.10.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 17:45

მთავრობა საყოველტაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას აანონსებს. განცხადება კანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკეტერინე ტიკარაძის თქმით დაფინსნების ახალ სისტემაზე გადასვლა რომელიც იტვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426576

---

 

28.10.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა: ახალი ამბები 12:00       

ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ახალი რეფორმის პრეზენტაციაზე აკაკი ზოიძის განცხადება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6425947

---

 

28.10.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 15:00

მთავარ არხზე გასული რეპორტაჟის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო შეცდომას აღიარებს. ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმერბა პროგრამულად შეუწყდათ, დახმარება 2 თვის განმავლობაში არუდგებათ.სოციალური შემწეობის გაუქმების შესახებ მთავარმა რეპორტაჟი ხუთშაბათს მოამზადაა. მაშინ ჯანდაცვის მინისტრი ფაქტს უარყოფდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426536

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427245

---

 

28.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარებაა ახალი უწყება, რომელიც ნოემბრიდან უმუშევარი ადამიანების დასაქმებაზე იზრუნებს. მანამდე ეს ფუნქცია უწყებაში შემავალ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა, თუმცა ამჯერად ცალკე სტრუქტურის შექმნა გადაწყდა, რომელიც სოციალურად დაუცველების გარდა ყველა მოქალაქეზე იქნება ორიენტირბეული. 23 წლის გიორგი კიკილაშვილი, რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2 წლის წინ დაამთავრა დღეს უმუშევარია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427530

---

 

28.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: ბიზნესპარტნიორი

ცვლილებები შრომის კოდექსში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426873

---

 

28.10.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 12:00

ბათუმში 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა 5 ექიმს ეკისრება. ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დასკვნა გამოუგზავნა, სადაც სააგენტო საექიმო კომისიას სთხოვს იმსჯელოს ბათუმელი ექიმების პასუხისმგებლობაზე. მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები რეგულირების სააგენტოს უნდობლობას უცხადებენ და საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, რომლებმაც პაციენტს უმკურნალეს და სააგენტოს მიერ გამოგზავნილ დასკვნაში კი არ სახელდებიან. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ ამ ექიმებს ჯანდაცვის სამინისტროსა და გამოძიებაზე გავლენა აქვთ, რის გამოც მათი დასჯა არ ხდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426065

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6426528

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6427236

---

 

28.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა:დილა მშვიდობისა

ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები საქართველოში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6425122

---

 

27.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებშიც აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში პარტიის ლიდერი კახა კუკავა ფოთში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს იაფი მედიკამენტები გადასცა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6424797

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6424349

---

 

26.10.2019

არხი:    I არხი

გადაცემა: რეალური სივრცე 18:30

რა მოხდა ბედიანის ფსიქოლოგიურ საავადმყოფოში. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6423403

---

 

26.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 15:00

აზარტულ თამაშებზე და ინტერნეტზე დამოკიდებულება - "გლობალური ინიციატივა" NCDC-თან ერთად პრევენციის კამპანიაზე მუშაობს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422926

---

 

25.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

პროტესტის მიზეზია დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების სისტემაც. უკვე წლებია სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე საცხოვრებელ ფართებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებული კრიტერიუმებით გასცემს. ამიტომ საკმარისი ქულების არმქონე დევნილებს წლობით რიგში დგომა და ლოდინი უწევთ. მათ შორისაა 40-ამდე ოჯახი, რომელიც თვეზე მეტია ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422345

მედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422313

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6420980

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421980

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421468

მაესტრო -ახალი ამბები 12:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6420452

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6420913

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6420980

---

 

25.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროგრამა შესაძლოა გადაიხედოს. 2016 წლის მოქმედ სისტემაში ხარვეზებს სფეროს ექსპერტებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავდჯომარეც ხედავს. თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ასეულობით ოჯახი დროებით სოციალური შემწეობის გარეშე დარჩა. მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილი სტანდარტია, რომლის მიხედვით ყოველ 4 წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველი ოჯახების ქულების ხელახლა დათვლა ხდება. ამ პერიოდში კი მათ შემწეობა დროებით არ ერიცხებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422349

მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422340

---

 

25.10.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 18:00

მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს თავის მართლება მოუხდა. ეკატერინე ტიკარაძე სოციალური დახმარებების მოხსნას გეგმიური შემოწმებებით ხსნის და ამბობს რომ დახმარების რეკორდულად შემცირება მისი მითითებით არ მომხდარა. ოფიციალური მონაცემებით კი ბოლო 5 თვის განმავლობაში დაახლოებით 38 000 ბენეფიციარი დახმარების გარეშე დარჩა, მაშინ როცა მათი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421965

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421431

I არხი -მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422017

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421433

--- 

 

25.10.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 15:00

ბიძინა ივანიშვილის პირადი მოძღვრის შემდეგ, მისი პირადი სტომატოლოგი-ჯანდაცვის მინისტრი, რომელიცპოსტზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგობის გამო დაინიშნა, არაკომპეტენტურია და ის მოსახლეობისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები, ეკატერინე ტიკარაძეს გაჭირვებული ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად, მატი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმაბაში ადანაშაულებენ. ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენკები ამბობენ, რომ უამრავ ადამიან  შეუწყდა დახმარება, რაც ბიძინა ივანიშვილის პირადმა ექიმმა მიიღო იმ მიზეზით, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი თანხა მათ დასაახმარებლად და მეორე მიზეზი არის ის, რომ სამინისტროს არ ჰონდა სოც. პროექტებისთვის გაწერილი თანხა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421275

---

 

25.10.2019

არხი:    რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 18:00

დიდი პროტესტის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის შეთანხმება მიღწეულია. 40-მდე ოჯახი დროებით თავშესაფარს მიიღებს, რის შემდეგაც მათ მუდმივი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს კარვის აღების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა სამინისტროს შენობაში დარჩებიან, ვიდრე ყველა პირობა არ იქნება შესრულებული

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6421816

---

 

25.10.2019

არხი:  პალიტრა ტვ

გადაცემა: პალიტრა ნიუს 12:00     

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე, ისაუბრა იმ პირველად შედეგებზე, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობის შედეგებმა გამოიღო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6420675

---

 

25.10.2019

არხი:   I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

შრომის კოდექსში შეთავაზებული ცვლიელებები დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს გააცნო. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ეს სპეციალისტები არეგულირებენ ურთიერთობებს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის და მიიჩნევს, რომ მათი რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იქნება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6422104

---

 

 

ინტერნეტი

29.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1572332364-%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%97

ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც გაბუნია განმარტავს, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული სპეციალობის ექიმი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, რის გამოც იქმნება არაერთი პრობლემა, მათ შორის გადაუდებელი შემთხვევების დროს საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლის. „არის აუცილებელი პირობა, რომ დაწესებულებებს ჰყავდეს რიანიმატოლოგის გუნდი, ანესთეზიოლოგი, მიანგინეკოლოგი, ნეონატოლოგი და სხვა სპეციალისტები, გააჩნია რა დონის კლინიკაა. ჯერჯერობით შეზღუდული არ არის ის, თუ ერთ მეანს ან ერთ ანესთეზიოლოგს რამდენ ადგილას შეუძლია იმუშაოს და მივიღეთ როგორი სურათი? - ერთი ანესთეზიოლოგი მუშაობს ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს ადგილას. მეანი, რომელიც არის მაღალი კვალიფიკაციის და ვინც აუცილებლად უნდა იყოს გუნდში, როდესაც საუბარი გვაქვს მეორე და მესამე დონის კლინიკებზე, მუშაობს ასევე ორ, სამ, ოთხ ადგილას, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკადრო რესურსის დეფიციტი, ვიდრე სიჭარბე. ჩვენ გვაქვს ექთნების მწვავე დეფიციტი სისტემაში, ასევე ეს ექთნები გადანაწილებულები არიან არათანაბრად სხვადასხვა მცირე ზომის კლინიკაში. იმის გამო, რომ ექიმის გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე დროს მოითხოვს და შეიძლება დროულადაც ვერ მივიდეს გადაუდებელ შემთხვევებში დანიშნულების ადგილამდე, ასეთი რისკები სრულიად მოიხსნება, რადგან ექიმი იმუშავებს ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, თავის დროს მოახმარს იქ და ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურებაც“, - განმარტა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ შეიძლება ექიმს ორ კლინიკაში მუშაობის უფლება მიეცეს, მაგრამ „არა სამში, ოთხში, ხუთსა და ექვსში“.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570290-ekimebs-shesazloa-orze-met-klinikashi-mushaoba-aekrzalot

---

 

29.10.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/klinikebis-20-procents-gauchirdeba-licenziis-gamartleba-medikosebi-klinikebis-licenzirebis-gamkacrebas-afaseben

„სამედიცინო დაწესებულებების 20% სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს“.- მედიკოსები კლინიკების ლიცენზირების გამკაცრებას აფასებენ

„თუ საქართველოს კლინიკებში შემოვიდა ის საერთაშორისო მოთხოვნები, რაც მსოფლიოშია დანერგილი სამედიცინო დაწესებულებების ლიცენზირების კუთხით, ამ შემთხვევაში,კლინიკების 20% სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს. ბევრს გაუჭირდება საკუთარი ლიცენზიის გამართლება.“ - ასე აფასებს PINEO-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას საქართველოში კლინიკების ლიცენზირების სისტემის გამკაცრებასთან დაკავშირებით. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში ქვეყანაში ჰოსპიტალების მაღალი რიცხვის არსებობაზე განაცხადა. მინისტრს პრობლემად მიაჩნია თბილისში ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი დეფიციტი. რას ფიქრობენ კლინიკებში არსებულ პრობლემებზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები? „კომერსანტი“ PINEO-ს დირექტორს ზაზა სინაურიძესა და კლინიკა „გულის“ დირექტორს ანზორ მელიას დაუკავშირდა. სექტორში თანხმდებიან კლინიკების მზარდი რაოდენობის პრობლემურობაზე და აღნიშნავენ, რომ ბევრი მათგანი ვერ აკმაყოფილებს იმ ძირითად პრინციპს, რისთვისაც კლინიკა იქმნება, ანუ პაციენტის უსაფრთხოებას. „კლინიკების ლიცენზირების გამკაცრება დაგვიანებულიც კი არის. არ შეიძლება ამდენი კლინიკა აღმოცენდეს ერთ წელიწადში. საქმოსნები ხნიან კლინიკებს, ქირაობენ წამყვან ექიმებს და მიდის ავადმყოფების ყიდვა იმისათვის, რომ გაამართლონ ის ხარჯები, რასაც გაიღებენ. ეს თუ მოწესრიგდება კარგი იქნება. კლინიკების ასეთ რაოდენობას საქართველოს კი არა ინგლისის ბიუჯეტი ვერ გაუძლებს. ახალ მინისტრს აშკარად სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს. რაც შეეხება კადრების სიმცირეს, წამყვანი კლინიკები არ ზრდიან ექიმებს. მერე კადრები მიედინება, საზღვარგარეთ გარბიან ახალგაზრდები.“- აცხადებს კლინიკა "გულის" გენერალური დირექტორი ანზორ მელია. რაც შეეხება იმას, თუ რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მედპერსონალმა კონკრეტულად კი კლინიკებმა რელიცენზირება გაიარეს,ზაზა სინაურიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ეს მთავარი პრობლემაა სექტორის განვითარების კუთხით, რადგან ექიმების რელიცენზირება ბოლო 15 წელი არ მომხდარა. „2004 წლის შემდეგ, 15 წლის მანძილზე არ მომხდარა ექიმების რელიცენზირება. ჩემი აზრით,პირველ რიგში ეს უნდა მოგვარდეს. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც მუდმივი ლიცენზიის მქონე ექიმი შეიძლება ჰყავდეს. როგორ შეიძლება ამდენი ხნით არ შემოწმდეს ექიმის კვალიფიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება კლინიკების ლიცენზირების გამკაცრება. მაღალი ინფრასტრუქტურული მაჩვენებელი არ ნიშნავს იმას, რომ კარგი კლინიკაა. შეიძლება აღჭურვილი და გაწკრიალებული იყოს კლინიკა, მაგრამ ვერ შეისვლებოდეს ისეთი შედეგები ჰქონდეს პაციენტების უსაფრთხოების კუთხით. თუ საერთაშორისო ლიცენზირებაზეა საუბარი, აქ პირველ ადგილს იკავებს პაციენტის უსაფრთხოება. ეს მოიცავს არა მარტო არქიტექტურულ და ინჟინრულ ნაწილს, არამედ სუფთა სამედიცინო საქმიანობას. ყველაფერი კარგის გაკეთება ცუდადაც შეიძლება და კარგადაც, ამიტომ კრიტერიუმები მნიშვნელოვანია. არავინ არ უყურებს იმ ხარისხობრივ მონაცემებს, რამდენი ოპერაცია გაკეთდა, რამდენი კარგად გაეწერა - ეს არის ძირითადი მაჩვენებელი რითაც ფასდება კლინიკა. ამას რა თქმა უნდა, ინჟინერული ნაწილიც უნდა მოყვებოდეს. ბევრი კლინიკა ვიცი, შეხედავ ისეთია, რომ თვალს მოსჭრის მნახველს, მაგრამ ინატრებ, რომ არავის დასჭირდეს მათი მომსახურება.“ - განაცხადა PINEO-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორმა ზაზა სინაურიძემ. ეკატერინე ტიკარაძემ რეგიონებსა და თბილისში კლინიკების არათანაბარ განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კლინიკების უმეტესობა დედაქალაქშია თავმოყრილი მაშინ, როდესაც რეგიონები მსგავსი მომსახურების სიმცირეს განიცდიან. ზაზა სინაურიძე მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქსელურმა კლინიკებმა უნდა იღონ საკუთარ თავზე კლინიკების დეცენტრალიზება საქართველოს მასშტაბით. ასევე მისი აზრით, მნიშვნელოვანია როტაციის პრინციპის გამოყენება წამყვანი ექიმებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდი დედაქალაქში მუშაობის შემდეგ, ექიმები უნდა განაწილდნენ რეგიონებშიც, რაც მათ კვალიფიკაციას აამაღლებს და რეგიონიც საიმედო მომსახურებას მიღებს. „თბილისი არის თავკომბალა, აქ არის თავმყოფილი ყველა წამყვანი სპეციალისტი, ამიტომ აუცილებლად დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს. ეს უნდა უზრუნველყონ იმ ქსელურმა საავადმყოფოებმა, რომლებიც მრავლადაა საქართველოში. სახელმწიფოს შეუძლია გარკვეულ რეგიონებზე პასუხისმგებლობა აიღოს, ეს ეხება მაღალმთიან რეგიონებს. ასევე აუცილებლად უნდა იყოს ე.წ. როტაცია, ანუ ბრუნვა - 6 თვე მუშაობ თბილისში, 6 თვე რეგიონში. მთელს მსოფლიოს გავლილი აქვს ეს გზები, ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება. ამას უნდა დალაგება და სისტემურად მოწესრიგება. პაციენტის უსაფრთხოება დამოკიდებულია ძირითადად საშუალო მედპერსონალზე. აქ გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა. თუ საქართველოს სჭირდება 40 000 ექთანი, რეალურად გვყავს 18 000 ექთანი. თუ გვჭირდება 7000 ექიმი, ჩვენ გვყავს 28 000 ექიმი. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა. ექიმის მოვალეობებში არ შედის ბევრი ისეთ რამ, რაც ექთანს ევალება. ჩემი აზრით, უნდა დაიწყოს სამედიცინო განათლების მკვეთრი რეფორმა პროფესიული კუთხით. თეორიულ ნაწილში თუ კარგად გვაქვს საქმე, პრაქტიკაში დიდი ჩავარდნა გვაქვს. ამის მიზეზი არის ის, რომ სტუდენტმა პაციენზე არ უნდა ისწავლოს, არსებობს ე.წ. სიმულაციური კაბინეტები მთელს მსოფლიოში. სირცხვილია პაციენტზე სწავლა"–აღნიშნავს სინაურიძე. მინისტრი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მომსახურების უწყვეტ მიწოდების მნიშვნელობაზე აცხადებს, რამდენადაც ხელმისავწდომობაზე პასუხიმგებლობას სახელმწიფო იღებს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ დარგების მხარდასაჭერად, რომელშიც სამედიცინო კადრების დეფიციტია - სრულად დააფინანსდება იმ რეზიდენტების სწავლა, რომლებიც ამ მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას. სამინისტრო ასევე აპირებს ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერებასაც.

---

 

29.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570284-tbilisshi-usaxlkaros-statusis-mkone-1531-adamiania-agricxuli

თბილისში უსახლკაროს სტატუსის მქონე 1531 ადამიანია აღრიცხული

---

 

29.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570283-guga-kashibaze-tevdore-mgvdlis-kuchaze-apetkebis-shedegad-dashavebuli-77-clis-mamakacis-mdgomareoba-stabiluria-tumca-dazianeba-sakmaod-seriozulia

გუგა ქაშიბაძე - თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია

თევდორე მღვდლის 38 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული 77 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და გაუარესებისკენ არ მიდის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცს სხეულის 35% აქვს დამწვარი და ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში „პაციეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, გაუარესების გარეშე, თუმცა, დიაგნოზი სერიოზულია. მას სხეულის მე-2 და მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება. ასეთი დაზიანება საკმაოდ სერიოზულია 77 წლის მამაკაცისთვის. ამ ტიპის დიაგნოზი ახალგაზრდისთვისაც კი სახიფათოა“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, თევდორე მღვდლის 38 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე აფეთქება 28 ოქტომბერს, ღამით მოხდა. ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა 77 წლის მამაკაცი,რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570207-ekaterine-tikarazem-jandacvis-mimartulebit-dagegmili-repormis-mxolod-ertoblivi-scori-nabijebis-droa-prezentacia-gamarta

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რამდენიმე რეფორმა წარმოადგინა, მათ შორის, ერთ-ერთი რეფორმა ეხება დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლას. ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ახალი სისტემა ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე. სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც სელექტიური გზით, იქნებიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. რეფორმის საჭიროება არაერთი ფაქტორით იქნა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი არის სახელმწიფოს უპრეცედენტო დანახარჯების მიუხედავად, პაციენტის ჯიბიდან მაღალი გადახდები. მართალია, ბოლო 7 წლის მანძილზე აღნიშნული მაჩვენებელი 73-დან 55%-მდე შემცირდა, მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, რადგან ჩვენს მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებისთვის გადასახდელი თანხები. მინისტრმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემას ეხება. მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად შეცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას - ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა არის შესაძლებელი. ეს საკითხი მნიშვნელოვანია არამხოლოდ პერსონალურად პაციენტისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი შესაძლებლობა, მუდმივად განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის პოლიტიკა და სტრატეგია. ტელემედიცინის პირველად ჯანდაცვაში დანერგვა იძლევა სასწრაფო დახმარების საჭიროების შემცირების შესაძლებლობას, რაც საერთაშორისო მონაცემების თანახმად 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალური შემთხვევების რაოდენობას და მათზე დანახარჯებს. ტელემედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დისტანციური კომუნიკაცია. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა. ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ტელემედიცინის პირველი მოწყობილობა ღონისძიების სტუმრებს დღეს ადგილზე დაათვალიერებინა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისის მერი, საერთაშორისო პარტნიორები, ასევე სამედიცინო და სადაზღვეო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradzem-jandacvis-mimartulebit-dagegmili-reformis-prezentacia-gamarta/?fbclid=IwAR15btIG0zkZYj7oqX6VBmoEWM-lHrFm13rxyr1jwG1Iv8Mj4aC7mLkulE0

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=92064

პია.ჯი-http://pia.ge/post/289372-ekaterine-tikarazem-jandacvis-reforma-mxolod-ertoblivi-swori-nabijebis-droa-waradgina

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/mkholod-ertoblivi-stsori-nabidjebis-droa-ekaterine-tikaradzem-djandatsvis-mimartulebit-dagegmili-reformisprezentatsia-gamarta/63577

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/2024-wlistvis-qveyanashi-tanamedrove-teqnologiebit-srulad-agchurvili-831-ambulatoria-iqneba

უნიპრეს.ჯი- http://unipress.ge/post/5410?fbclid=IwAR3_e37VNNsywTlf43nRpjWSI3dzx2119RI41JJq13F3l7486Qa2jqoDTvU

ბოლნისი.ჯი- http://bolnisi.ge/2019/10/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%93-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98/?fbclid=IwAR1TEa1ocGOB17t0IEhXDM1U-1B7Gc3IL4LGi245GJ_LnOmwNuZPRG-31Xc

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/qveyanas-male-saswrafos-axali-specializirebuli-satransporto-sashualebebi-eyoleba-foto?fbclid=IwAR1XB0VrEvSH8Y9Q3WawQnReSUZN8hzD4mJsYvP73aHLPhTaEL-345kWhgw

მალე სასწრაფოს ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებები ექნება

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორების შესახებ საპრეზენტაციო ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი, სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა. აღნიშნული ავტომობილები გადაუდებელ შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისთვის გამოიყენება და მათი განთავსება ღია სივრცეებში მოწყობილი თავშეყრის ადგილებზე, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე იგეგმება.  ახალი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით პარამედიკოსები ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ჯანდაცვის კომიტეტისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570157-jandacvis-ministris-gancxadebit-selekciuri-kontraktebi-regionebis-klinikebshi-arsebul-depicits-moacesrigebs

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სელექციური კონტრაქტები რეგიონების კლინიკებში არსებულ დეფიციტს მოაწესრიგებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სელექციური კონტრაქტები რეგიონების კლინიკებში არსებულ დეფიციტს მოაწესრიგებს. მისივე თქმით, რეგიონების კლინიკები ეტაპობრივად ასევე აღიჭურვება რეანომობილებით. „პრინციპი, რომელიც გულისხმობს კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას, იძლევა საშუალებას, დავარეგულიროთ ის დეფიციტები, რომელიც რეგიონებში გვაქვს. რაც შეეხება რეანომობილებს, მათი აღწერა და აღრიცხვა უკვე განხორციელდა და სამინისტრომ ზუსტად იცის რამდენი რეანომობილი სჭირდება ქვეყანას და ესენი ეტაპობრივად შეივსება",- განაცხადა ტიკარაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის კუთხით რეფორმის განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება. გარდა ამისა, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის გზა პირველად ჯანდაცვაზე გადის. მისივე თქმით, აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს. ეს ეხება 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაციას. მისი განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotmxolod-ertoblivi-swori-nabijebis-droaquot---jandacvis-ministri-dges-reformebs-daanonsebs/42606/

"მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" - ჯანდაცვის მინისტრი დღეს რეფორმებს დაანონსებს

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციას - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გამართავს. ღონისძიებას, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონშია დაგეგმილი.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-gegma-aqvs-ministrs-regionebshi-eqimebis-da-klinikebis-deficitis-agmosafxvrelad/42641

 რა გეგმა აქვს მინისტრს რეგიონებში ექიმების და კლინიკების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აზრით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამ პრობლემაზე მინისტრმა დღეს დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ ის პრინციპი, რომელიც კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას გულისხმობს, რეგიონებში არსებული დეფიციტის დარეგულირების საშუალებას იძლევა. „პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე. აღნიშნული გარემოება ამავდროულად ქმნის ექიმთა ფარდობით დეფიციტს და დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. გარდა ამისა, არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტის უსაფრთხოებას. ამ პრობლემატიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიოქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის სერვისებზე. მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტირებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრა საერთაშორისო სერტიფიცირება“, - განაცხადა მინისტრმა პრეზენტაციაზე. ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას რეანომობილების არასაკმარის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი აღწერა და აღრიცხვა უკვე განხორციელდა. „სახელმწიფომ ზუსტად იცის ამ ეტაპისთვის რამდენი რეანომობილი სჭირდება ქვეყანას და ეს ეტაპობრივად შეივსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/medikamentebis-charbad-danishvnis-kontroli-da-fasebis-daregulireba----ras-gegmavs-ministri/42621

მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება - რას გეგმავს მინისტრი

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე“, - ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციაზე - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" გააკეთა. „ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიკამენტების საკითხი. სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მათი ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს, კონკრეტული სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა მინისტრმა. რეფორმების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/mimdinareobs-medikamentebis-faswarmoqmnis-da-fasebis-regulaciaze-mushaoba

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/moqalaqeebs-unda-sheedzlot-medikamentebis-shedzena-ise-rom-finansur-katastrofashi-ar-gadacvivdnen/

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/mtavroba-sayoveltao-jandacvashi-chartuli-klinikebistvis-tarifebis-gatanabrebas-aanonsebs/42622

თავრობა საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას აანონსებს

„დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას,“  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მინისტრი აღნიშნავს, სამინისტრო პაციენტების ჯიბიდან გადახდების მაჩვენებლით კმაყოფილი არ არის. „პაციენტის ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 73%-დან 55%-ზე ჩამოვიდა, მაგრამ  მიუხედავად ამისა, ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, რადგან მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე გადახდილი თანხები. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებას თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს. ასევე,  ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით, გახდება ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, იქნება პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. ამავდროულად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, რომ კერძო სექტორს უნდა მიეცეს მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, რაც ახალი ტარიფიკაციის პირობებში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ნამდვილად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე, ახალ სისტემას საფუძვლად ქვეყანაში არსებული ტარიფების ანალიზი დაედო. „ფასწარმოქმნისას გავითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების თანაფარდობა, რეინვესტირების თანხები, მოგების მარჟა და ფასთა სხვაობის რისკები. 18 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომსახურების მოცულობის და სიხშირის კოეფიციენტის განსაზღვრა, რაც დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე სრულად გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს",  - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/158227-sakoveltao-jandacvis-farglebshi-klinikebs-tarifebis-gatanabreba-moutsevt

 

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotproblemaa-mosaxleobis-raodenobastan-mimartebit-hospitalebis-uprecedentod-magali-ricxviquot/42624

"პრობლემაა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი"

“მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი. მაშინ როდესაც საწოლ-ფონდი აღმოსავლეთ [ევროპის] ქვეყნების მაჩვენებლის ფარგლებშია", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ლიცენზირების წესების გამკაცრებაზეც საუბრობს. "პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე. აღნიშნული გარემოება ამავდროულად ქმნის ექიმთა ფარდობით დეფიციტს და დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. გარდა ამისა, არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტის უსაფრთხოებას. ამ პრობლემატიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიოქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის სერვისებზე. მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტირებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრა საერთაშორისო სერტიფიცირება. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დარგების მხარდასაჭერად, რომელშიც სამედიცინო კადრების დეფიციტია. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ რეზიდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას. გარდა ამისა, ჩვენ ხელს შევუწყობთ საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერებას. წახალისებული იქნება ყველა ის რეზიდენტი, რომელიც სწავლის პროცესში წარმატებულ შეფასებას გვაჩვენებს და მათთვის სახელმწიფო შექმნის საზღვარგარეთ, დარგის წამყვან კლინიკებში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანურ კაპიტალში უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია", - ამბობს მინისტრი. ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმების პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotxelovnuri-inteleqti-qartulad-gvesaubreba---ministrma-telemedicinis-danadgari-waradgina/42627

"ხელოვნური ინტელექტი ქართულად გვესაუბრება” - მინისტრმა ტელემედიცინის დანადგარი წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქართულ ჯანდაცვის სექტორში, რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია დაინერგება. მათ შორისაა ტელემედიცინის დანადგარი, რომელიც პაციენტთა დიაგნოსტიკას მოახდენს. კიდევ ერთი ინიციატივა, რაც მინისტრმა დღევანდელ პრეზენტაციაზე გააჟღერა, პაციენტთა ელექტრონული ბარათის შემოღებაა.  “მსურს, გადავიდე პრეზენტაციის ყველაზე ინოვაციურ ნაწილზე და წარმოგიდგინოთ საქართველოს მედიცინაში სრულიად ახალი მიმართულება. ეს გახლავთ პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დასავლეთის ქვეყნებში და ის მალე საქართველოს რეალობაც გახდება. ტელემედიცინა ბევრად მეტია, ვიდრე - სტანდარტული სერვისი. ციფრული ჯანდაცვა იძლევა შთამბეჭდავ შესაძლებლობებს, რაც ადამიანს ხდის ბევრად დამოუკიდებელს, საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში. მისი საშუალებით მარტივად, უმოკლეს დროში შეგვიძლია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღება და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პაციენტისთვის, არამედ - სახელმწიფოსთვისაც, რომელსაც ეძლევა მეტი საშუალება მუდმივი, განახლებადი მონაცემებისა და სტატისტიკის საფუძველზე განსაზღვროს ჯანდაცვის სტრატეგია. ტელემედიცინის პირველი დანადგარი, ახლა ამ დარბაზშია და ხელოვნური ინტელექტი უკვე ქართულად გვესაუბრება", - ამბობს მინისტრი.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministris-mtkicebit-misi-reformebi-tavisufali-bazris-princips-ar-ewinaagmdegeba-/42626

ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, მისი რეფორმები თავისუფალი ბაზრის პრინციპს არ ეწინააღმდეგება

„ის რაც დღეს, ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს“, - ასე უპასუხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას, ასევე, მედიკამენტების ჭარბად დანიშვნაზე კონტროლის დაწყებას და ფასების რეგულირებას შეეხებოდა. „ის რაც დღეს, ჩვენს პრეზენტაციაზე გაჟღერდა, სავსებით არ არღვევს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული ფასწარმოქმნის სისტემა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯანდაცვის ყველა სუბიექტი მსგავსად რეგულირდება. ეს იძლევა საშუალებას, რომ სახელმწიფომ შეძლოს ხარისხის მართვა და ქვეყანაში იყოს ჯანმრთელი კონკურენცია“, - განაცხადა მინისტრმა. ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის - "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო პარტნიორები, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bpi.ge/%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%92/

კლინიკების ლიცენზირება გამკაცრდება

თბილისი (BPI) – კლინიკების ლიცენზირების წესების გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა სისტემაში დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე. ეკატერინე ტიკარაძემ მოსახლეობის რაოდენობისა და კლინიკების რაოდენობის შესაბამისობაზე განაცხადა – ჰოსპიტალებ დიდი დოზით არის წარმოდგენილი, შეუსაბამოა თბილისში ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში – დეფიციტი. ტიკარაძე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ფასის შესაბამისობის მნიშვნელობაზეც აცხადებს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფომ მნიშნელოვანი ნაბიჯი გადადგა იმ დარგების მხარდასაჭერად, რომელშიც სამედიცინო კადრების დეფიციტია – სრულად დააფინანსდება იმ რეზიდენტების სწავლა, რომლებიც ამ მიმართულებით გააგრძელებენ სწავლას. ასევე აცხადებს საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერების ხელშეწყობაზეც.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-klinikebis-licenzirebis-wesebis-gamkacrebas-aanonsebs

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570158-jandacvis-ministri-ojaxebs-romlebsac-socialuri-daxmareba-programulad-sheucqdat-magram-es-statusi-sheesabameba-daxmareba-2-tvis-ganmavlobashi-agudgeba

ჯანდაცვის მინისტრი - ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ ეს სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ სოციალური სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. "სოციალური დახმარების კონტროლი განახლდა არა 6 თვის წინ, არამედ აგვისტოს თვეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და მომდევნო 2 თვის მანძილზე, რომელსაც პროგრამულად შეუწყდა სოციალური დახმარება,მაგრამ მას შეესაბამება ის სტატუსი, რომელსაც ფლობს, აღუდგება სოციალური დახმარება",- განაცხადა ტიკარაძემ.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/category/all/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/62192-ojaxebs-romlebsac-socialuri-daxmareba-programulad-sheucqdat-magram-es-statusi-sheesabameba-daxmareba-2-tvis-ganmavlobashi-agudgeba/

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/570156-akaki-zoize-mokalakeebs-unda-sheezlot-medikamentebis-shezena-ise-rom-pinansur-katastropashi-ar-gadacvivdnen

აკაკი ზოიძე - მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ

ჯანდაცვის კომიტეტისთვის ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რაც ეხება ხარისხიან მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, - აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გააკეთა. ზოიძის თქმით, მუშაობა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს. „მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ის, რომ, ერთი მხრივ, დეფიციტი არ გაჩნდეს ბაზარზე იმ მედიკამენტების, რაც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს და მოქალაქეებს შეეძლოთ ამ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ზოიძემ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ არის ზომების ნაწილი, რომელებიც ახლავე არის გასატარებელი, მათ შორის ქრონიკული ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის დიზაინის შეცვლა მომავალი წლისთვის და ასევე კანონებში ცვლილება, რომელიც რეგისტრაციის პროცედურას გაამარტივებს. მისი თქმით, ამასთანავე „აუცილებელია საბაზრო მექანიზმების შემოტანა, რომლებიც ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის წესებსა და მარკეტინგს დაამკვიდრებს და არა ექიმების მოქრთამვას“.

---  

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-afasebs-farmacevtuli-kompaniebis-asociacia-jandacvashi-daanonsebul-reformebs/42650/

როგორ აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვაში დაანონსებულ რეფორმებს

"ბევრი მედიკამენტია დარეგისტრირებული და ქვეყანაში არ მიმდინარეობს ფარმაკო ზედამხედველობა, ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ფასი იყოს პრიორიტეტული და ხარისხი - არა?!" - ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელ ირინა ჭელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებულმა რეფორმებმა გაუჩინა. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა "საკმაოდ მისახედია". ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება; მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება; ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე თბილისში, ხოლო რეგიონებში კი, მათი დეფიციტი - ეს იმ პრობლემების და გამოწვევების ნაწილია, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. "პრობლემას ორ საკითხში ვხედავ, მედიკამენტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში. მაინტერესებს ამ ორი საკითხის გადაჭრა მოკლე პერიოდში როგორ უნდა მოხდეს?! ჩვენ ეს ყველაფერი უცებ რომ გავაკეთოთ, შესაძლოა დიდი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ამიტომ, სხვადასხვა ეტაპად განხილვა უნდა დავიწყოთ,“ - განაცხადა ჭელიძემ. გარდა ამისა, ასოციაციის ხელმძღვანელმა bm.ge-ისთან პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნის ინიციატივაც შეაფასა. ირინა ჭელიძის აზრით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე ექიმის მიერ გამოწერილი წამლები ჭარბად არ იყოს წარმოდგენილი. „ელექტრონულ ბარათზე პაციენტზე გამოწერილი რეცეპტები მოხვდება, რომლის კონტროლის საშუალებაც იქნება. ეს რეფორმები თუ განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია", - აღნიშნა ჭელიძემ.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=217267-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

ვაშაძე: სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაცია დღეს მინისტრმა ტიკარაძემ გაიმეორა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. მისი თქმით, ფაქტიურად"სტრატეგია აღმაშენებელმა" 16 ოქტომბერს გავაჟღერა, დღეს ეკატერინე ტიკარაძემ გაიმეორა. "მსურს გამოვეხმაურო ჯანდაცვის მინისტრის დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ პრეზენტაციას ასე მოკლე დროში მოყვა გამოხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ფაქტიურად, ყველა პრიორიტეტი და მიმართულება, რრომელიც ჩვენ 16 ოქტომბერს გავაჟღერეთ, დღეს ქალბატონმა მინისტრმა გაიმეორა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი პრეზენტაციის ტექსტიც და სტილისტიკა, რომელიც საიტზეც განვათავსეთ, კარგად შეუსწავლია მინისტრს და გამოიყენა კიდეც. სწორედ ეს არის სტრატეგია აღმაშენებლის მიზანი, რომ ერთი მხრივ, ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ეფექტური ნაბიჯები და მეორე მხრივ, მოვამზადოთ საფუძველი შემდგომი რეფორმებისთვის საზოგადოების, პოლიტიკური და ექსპერტული წრეების ფართო ჩართულობით. მინისტრმა ზედმიწევნით გაიმეორა ჯანდაცვაში არსებული პრობლემები, თუმცა არ დაუკონკრეტებია გადაჭრის გზები. რადგანაც მან საფუძვლიანად იხელმძღვანელა სტრატეგია აღმაშენებლის „ჯანდაცვის ქართული მოდელის“ კონცეფციით, მას ასევე შეუძლია გაეცნოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმებსაც. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ შეძლოს რაიმე ღირებულის შექმნა, ან რეალური რეფორმის გატარება ჯანდაცვის მიმართულებით, რადგანაც 2014 წლიდან ყოველ წელს, ხელისუფლება აჟღერებს რომ მათთვის პრიორიტეტია წამლების ფასი და ხარისხი, პირველადი ჯანდაცვა ან ციფრული მედიცინა. როგორც ვხედავთ ამ მიმართულებებით დღემდე დიდი ჩავარდნებია და რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ასევე, არ მგონია, რომ ქალბატონი მინისტრი ან ქართული ოცნების ხელისუფლება დაუპირისპირდეს სააფთიაქო მაფიასა და ვერტიკალურ მონოპოლიებს და წავიდნენ კარტელური გარიგეგების წინააღმდეგ. ამის დროც და საშულებაც მათ ქონდათ, მაგრამ არ გააკეთეს. ასე, რომ ეს არის მორიგი პოპულისტური განცხადებები და ასევე მცდელობა, რომ როგორმე რეაგირება მოეხდინათ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე. სტრატეგია აღმაშენებელს ყველა იმ მიმართულებაზე რაზეც მინისტრმა დღეს ისაუბრა აქვს კონკრეტული, შეიძლება ითქვას რევოლუციური გეგმა და გადაწყვეტის „ფორმულები“. ასევე, ვამუშავებთ დეტალურ გეგმებს სამედიცინო განათლებასთან, სადაზღვევო სისტემებთან დაკავშირებით და კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენ თანამოქალაქეებს"- აცხადებს ვაშაძე.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/570229-giorgi-vashaze-qvela-prioriteti-da-mimartuleba-romelic-chven-16-oktombers-gavazhgeret-dges-jandacvis-ministrma-gaimeora

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotamas-reformas-ver-davarqmevdi---jandacvis-eqsperti-tikaradzis-mier-daanonsebul-reformas-afasebs/42642/

"ამას რეფორმას ვერ დავარქმევდი“ - ჯანდაცვის ექსპერტი ტიკარაძის მიერ დაანონსებულ რეფორმას აფასებს

"ჯანდაცვის მინისტრის მიზნები ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორ განახორციელებს, ეს არის საკითხი. გაკეთებული არაფერი მინახავს", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა ვახტანგ სურგულაძემ bm.ge-ის ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დღეს წარდგენილი რეფორმების კომენტირებისას განუცხადა. ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება; მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება; ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე თბილისში, ხოლო რეგიონებში კი, მათი დეფიციტი - ეს იმ პრობლემების და გამოწვევების ნაწილია, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. „მოდი, განვიხილოთ თითოეული თემა, რაზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა: ტარიფების გათანაბრება - გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროში ტარიფების გათანაბრებას რას უწოდებენ; თუ ეს ტარიფები რეალურად ის საბაზრო ფასები იქნება, რაც ახლა მოქმედებს და კლინიკები ამ გათანაბრების გამო ფინანსურად ცუდ მდგომარეობაში არ ჩადგებიან, ეს ცუდი იდეა არ არის. შემდეგი საკითხი: რატომ ნიშნავენ ექიმები ბევრ მედიკამენტს? იმიტომ, რომ მიდის ე.წ. ქეშბექების სისტემა, რომლითაც ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს დამატებით ანაზღაურებას აძლევენ ან უცხოეთში კონფერენციებზე მიჰყავთ. ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, ექიმს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება მედიკამენტების ფასების კონტროლს, ქვეყანაში ოლიგოპოლია არსებობს და სისტემა როგორ უნდა გაკონტროლდეს?! მედიკამენტის შემომტანებს ჭერს დაუწესებენ?! მერწმუნეთ, რომ ინდუსტრია აქედან გამოსავალს მაინც იპოვის, რადგან ფარმაცევტული კომპანიები ჩვეულებრივად კომერციული ორგანიზაციები არიან და ამოცანად მოგება აქვთ, მათ არანაირი სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. რაც შეეხება ექიმების რეგიონებში სელექტიურ კონტრაქტირებას, როგორ უნდა გავიყვანო ექიმები თბილისიდან, როდესაც თბილისის ტარიფები უფრო მაღალია. ექიმს იმისი მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეს, რომ წავიდეს რეგიონში და იქ იმუშაოს", - განაცხადა სურგულაძემ. BM.GE-ის კითხვაზე ჯანდაცვის სფეროში დღეს მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა, რამდენადაა იმის გარანტია, რომ დარგში არსებული პრობლემები გადაიჭრას, ვატო სურგულაძე აცხადებს: „მე ამას რეფორმას ვერ დავარქმევდი, რადგან სისტემურ პლატფორმას ვერ ვხედავ. ასეთი გამოთქმა არსებობს, გარანტია თუ გინდათ ,უთო იყიდეთ და მას მოჰყვება სამთვიანი გარანტია. გარანტია არაფრის არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება, ჯანდაცვის რეფორმა ნაწილ-ნაწილ გაატარო, ეს ერთობლივი კომპლექსური რეფორმაა, რომელიც პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს", - აღნიშნა მინისტრმა.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/rogor-gavlenas-iqoniebs-tarifebis-gatanabreba-jandacvis-bazarze-/42666/

როგორ გავლენას იქონიებს ტარიფების გათანაბრება ჯანდაცვის ბაზარზე?

საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში დახარჯული მილიარდების მიუხედავად მთავრობა სასურველ შედეგამდე ვერ მივიდა - პაციენტების მიერ სამედიცინო მომსახურებისთვის დახარჯული თანხები ისევ მაღალია. 7 წელიწადში მოსახლეობის მხრიდან ჯიბიდან გადახდები 18%-ით არის შემცირებული, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი ამ მაჩვენებლით უკმაყოფილოა. ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ მარტივ გამოსავალს მიაგნო იმისთვის, რომ პაციენტების მიერ დახარჯული თანხები შეამციროს - სახელმწიფო ფასების რეგულირებას იწყებს. დაფინანსების ახალი სისტემით, სამედიცინო დაწესებულებები იღებენ ვალდებულებას, რომ პაციენტებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მოემსახურონ. კლინიკა, რომელიც ამ ფასებზე თანახმა არ იქნება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება. როგორ გავლენას იქონიებს ტარიფების გათანაბრება ჯანდაცვის ბაზარზე? პრეზენტაციაზე, რომელზეც რეფორმა წარადგინეს, ითქვა, რომ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე საწოლების ჭარბი რაოდენობაა, კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ შესაძლოა ბაზრიდან კლინიკების ნაწილი გააქროს. ან მთავრობამ ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესება მიიღოს. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე: ტარიფების გათანაბრება არ თქმულა ცალკე კონტექსტად, ამაზე საუბარი იყო სელექტიურ კონტრაქტირებასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კითხვას - ერევა თუ არა სახელმწიფო კერძო სექტორში ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებით - ეს არის კონტრაქტი კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. ყველა კლინიკას რჩება უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში ან არ მიიღოს. დეტალები ამ დროისთვის არ ვიცით და როცა გვეცოდინება მეტი - მაშინ შევძლებთ მეტი კომენტარის გაკეთებას. პრეზენტაციაშიც აღინიშნა, რომ ერთ სულ მოსახლეზე საწოლების რაოდენობით სიჭარბე გვაქვს, ამიტომ, ვფიქრობ, ამას ბაზარი დაარეგულირებს. არ არის გამორიცხული რომელიმე მოთამაშე გავიდეს ან შემოვიდეს ბაზარზე ახალი ინვესტიციით. კლინიკა “გულის” დამფუძნებელი ანზორ მელია: “ახალი კლინიკები მომრავლდნენ... მრავალპროფილური კლინიკები, რომლებსაც არ ჰყავთ პაციენტები და მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმებზე არიან დამოკიდებული, რომ მათ მოუყვანონ პაციენტები. 80 მილიონს რომ დახარჯავ კლინიკაში, ის თანხა როდის უნდა ამოიღო? არ შეიძლება, რომ ერთ კლინიკას ჰქონდეს ძალიან მაღალი ფასები და მეორეს დაბალი. ტრადიციული კერძო კლინიკები არიან, რომლებიც დაარსდნენ 20 წლის წინ, მათ ნორმალური ფასები აქვთ. ვიღაც ბიზნესმენი ხსნის კლინიკას, ქირაობს სახელოვან ექიმებს და მიდის შემდეგ კარუსელი - სჭირდება თუ არ სჭირდება პაციენტს, უკეთებენ ყველაინაირ გამოკვლევას. ასეთ კლინიკებს ძალიან დიდი ფასები აქვთ. ასეთებს სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს. ერთი თხოვნა მაქვს სამინისტროსთან, რომ ფასები, რომლებსაც დაგვიწესებენ, იყოს რეალური, რათა შევძლოთ სრულფასოვნად და კვალიფიციურად ვაკეთოთ ოპერაციები და ვუმკურნალოთ პაციენტებს. თუ ძალიან დაბალ ფასებს დაადებს სახელმწიფო, მაშინ ოპერაციების ხარისხი ძალიან დაეცემა: კვალიფიციური ქირურგები ქვეყანას დატოვებენ, ახალგაზრდა თაობას აღარ ექნება მოტივაცია და საერთო დონე დაიწევს”.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/289344-kaxa-kalaze-jandacvis-ministris-prezentacias-daeswro

კახა კალაძე ჯანდაცვის მინისტრის პრეზენტაციას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციას დაესწრო.პრეზენტაციაზე, სახელწოდებით "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა",  მინისტრმა  რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ  და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ხედვა საინტერესოა და ის  ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობისთვის  სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. "ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა ჯანდაცვის მიმართულებით.  დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და  ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. იცით, რომ ასი ათასობით ადამიანმა ისარგებლა ამ რეფორმით და  პროგრამებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო მიწოდებული. თუმცა, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის და ჯანდაცვის პროგრამები კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო პირველად ჯანდაცვაზე, წარმოდგენილი იყო ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც, ფაქტობრივად, ყველა რაიონში განთავსდება და ყველას ექნება საშუალება, პრევენციის მიზნით გაესინჯოს. საუბარი იყო, ასევე, დაფინანსებაზე, როდესაც ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ჯიბიდან უწევთ მკურნალობის დაფინანსება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ეს ფინანსური ტვირთი ადამიანებზე კიდევ უფრო შევამციროთ.  ზოგადად, მინისტრის  მიერ წარმოდგენილი ხედვა  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს თანადგომით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ  რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ', - განაცხადა კახა კალაძემ.

კვირა.ჯი- https://bm.ge/ka/article/kaxa-kaladze-jandacvis-programebi-kidev-ufro-metad-unda-daixvewos/42652/

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze-jandacvis-saministroshi-reorganizacia-grdzeldeba/42632

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. „რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება; ახლა უკვე სსიპ-ების და დეპარტამენტების დონეზე და კომისიური წესით მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. არსებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-მდე ადამიანი გათავისუფლდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, "51 ადამიანია ისეთი, რომელსაც ნაწილობრივ არ გაეწია რეკომედაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებაზე, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომელთა პოზიციაც გაუქმდა და უარი თქვეს შეთავაზებულ ალეტრანტიულ პოზიციაზე".

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/bolo-6-wlis-ganmavlobashi-antibiotikebze-fasebi-68-it-bolo-1-wlis-ganmavlobashi-ki-11-it-gaizarda

ბოლო 6 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკებზე ფასები 68%-ით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 11%-ით გაიზარდა

ბოლო 6 წელიწადში ანტიბიოტიკებზე ფასები იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაშია დასახელებული. საქსტატის მონაცემებით, 2014-2019 წლებში (აგვისტოს მონაცემებით) ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი ანტიბიოტიკებზე ფასები 11%-ითაა გაზრდილი. ანალიზი 17 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიკამენტების ფასების ზრდაზე ისაუბრა. მისი განცხადებით: „ანტიბიოტიკები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობს, ბოლო 6 წლის განმავლობაში 68%-ით არის გაზრდილი, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 11%-ით“. საქსტატის მონაცემებით, ბოლო 6 წელში (2013 წლის აგვისტოდან 2019 წლის აგვისტომდე), ანტიბიოტიკებზე ფასები 76%-ით გაიზარდა. 2019 წლის აგვისტოში ანტიბიოტიკებზე ფასების წლიურმა ზრდამ დაახლოებით 11% შეადგინა. სექტემბერში ანტიბიოტიკებზე ფასების ცვლილების მაჩვენებელი 11.6%-ია. საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გავაანალიზეთ, როგორ იცვლებოდა მედიკამენტებზე ფასები. საქსტატი ძირითადი მოხმარების მედიკამენტების ფასებს აკვირდება; ესენია: ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, სისხლძარღვთა გამაფართოებლები, ანთების საწინააღმდეგო და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები. გრაფიკი 1: 2011-2019 წლებში მედიკამენტებზე ფასების ცვლილების წლიური მაჩვენებელი წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს ძირითადი მოხმარების მედიკამენტები 3.6%-ით, 2012 წელს კი 8.6%-ით გაიაფდა. ფარმაცევტული ნაწარმის ფასი 2013 წელსაც მცირედით, 0.5%-ით შემცირდა. შემდგომ წლებში კი მედიკამენტის ფასის მკვეთრი ზრდა აღინიშნება: 2014 წელს 14.2%-ით, ხოლო, 2015 წელს 24.5%-ით გაიზარდა.საპირისპირო ტენდენციას ვხედავთ მომდევნო წლებში. 2016 წელს მედიკამენტის ფასი 0.8%-ით შემცირდა.2017 წელს კი -15.5%-ით გაიაფდა. მედიკამენტის ფასი 2018 წელს (4%-ით) კვლავ გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით კი ბოლო 1 წელიწადში ფარმაცევტული ნაწარმის ფასი 6.6%-ით არის მომატებული (იხილეთ გრაფიკი N1). ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ის მიზეზები, რამაც მედიკამენტების ფასების ცვლილებაზე გავლენა მოახდინა. 2009 წელს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. მოიხსნა სამკურნალო საშუალებების იმპორტისთვის დაწესებული მთელი რიგი ბარიერები, ამასთან ბაზარზე პარალელური იმპორტი დაუშვეს. შედეგად ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი გამარტივდა და გაიზარდა. 2011-2013 წლებში მედიკამენტების გაიაფება, სწორედ, ბაზრის დერეგულირებას უკავშირდება. 2016 წელს მედიკამენტების ფასების მცირედით შემცირება შემდეგი ფაქტორებით იყო გამოწვეული: ერთის მხრივ, 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ლარის კურსი გამყარდა; მეორეს მხრივ, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია” შემოვიდა. „ჰუმანითი ჯორჯიამ” ქვეყანაში ჯენერიკ მედიკამენტები გაცილებით დაბალ ფასად შემოიტანა. ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის პარალელურად, სამმა წამყვანმა კომპანიამ: PSP-მ, „ავერსმა“ და „ფარმადეპომ“ ფასები მნიშვნელოვნად დაწიეს. მედიკამენტების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან, რადგან მედიკამენტების დიდი წილი იმპორტირებულია, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულიც იმპორტირებულია. ლარის გაუფასურება 2014 წელს დაიწყო, ამ პერიოდიდან მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მკვეთრად გაუფასურდა ლარის კურსი, შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/511790

ქუთაისში სამშემებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილზე დასაქმებული მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა ქონდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციები ჩაუტარდა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/511819

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი: მუშის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი

ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტლის დირექტორი, ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. “მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, ღვიძლი, ასევე მიღებული ჰქონდა ძვლების მასობრივი ტრავმა. ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე წინა მხარი ჰქონდა მოტეხილი, ჩაუტარდა გადაუდებლად ინტრავენული სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება”,-განაცხადა ირაკლი გოგინავამ. მშენებარე კორპუსიდან მუშა გუშინ გადმოვარდა. კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც იმ დროისთვის დავალებული არ ჰქონდა და არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის დასაქმებული იყო. მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

---

 

28.10.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/289363-biznesombudsmenis-aparatma-2019-wlis-9-tvesi-129-saqmeze-daasrula-musaoba

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 9 თვეში 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა

ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 2019 წლის 9 თვეში 129 საქმეზე დაასრულა მუშაობა და საქმეების 68%ში უწყებებმა აპარტის პოზიციები ნაწილობრივ ან სრულად გაითვალისწინეს. აპარატის ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში ბიზნესომბუდსმენის ოფისში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 249 მომართვა დაფიქსირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 76 შუამდგომლობა, 31 რეკომენდაცია და 30 დასკვნა გააგზავნა. ამ პერიოდში ბიზნესომბუდსმენის აპარტის მიერ გაგზავნილ დასკვნებს შორისაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ბიზნესომბუდსმენის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამეტნმა ნაწილობრივ გაიზიარა და შედეგად „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში და საგადასახადო კოდექსში ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით შეიცვალა დაჭრილი თამბაქოს აქციზით დაბეგვრასთან, აქციზის გათანაბრებასთან და თამბაქოს ახალი პროდუქტის დეფინიციასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნა ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეკომენდაციები ვირტუალური კენოს თამაშობის მოწყობასთან და სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ კომპანიებზე საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის ოპერაციის დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების შესახებ. ამას გარდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვან წილად გაითვალისწინა და რეგლამენტის პროექტში ასახა ბიზნესომბუდსმენის შენიშვნები - "მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნებისა და სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების დადგენის თაობაზე" ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, თუმცა მაინც რჩება რიგი სადისკუსიო საკითხები, რომლებზეც კონსულტაციები გრძელდება. ამასთან, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურადაა ჩართული ყველა იმ კანონ პროექტზე მუშაობაში, რომელიც ბიზნესს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ახალ წესებს უწესებს. აპარატის ცნობით, ბიზნესთან ერთად და მთავრობასთან კონსულტაციებით, გრძელდება განხილვები შრომითი უფლებების რეორგანიზაციისა და შრომის კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის კანონის“, „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონ პროექტებსა და სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვის მიზნით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინციატივებზე. ასევე, აქტუალურია მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების დანერგვის საკითხი, რომელიც ბიზნეს სექტორთან აქტიური განხილვის რეჟიმშია. ამასთან, ბიზნესომბუდსმენს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი აქვს საგადასახადო კოდექსის დახვეწისა და ადმინისტრირების გაუმჯობესების მიამრთულებით ბიზნესთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი მიწოდებისას ფიზიკური იურიდიული პირების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ, ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასის, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ და აქციზური საქონლის (ბიოდიზელი) საწარმოებლად გამოყენებულ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლის შესახებ, მიუხედავად იმისა თუ ვინ განახორციელებს მის იმპორტს. პარლამენტში ინიცირებულ ვერსიაში უკვე ასახულია ბიზნესომბუდსმენის დასკვნა ბაზრობის ტერიტორიაზე საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევაზე. ამას გარდა, გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის შუამდგომლობა დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ასევე, დღის წესრიგში დგას და დამუშავების პროცესშია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და ელექტრომობილების სათადარიგო ნაწილების და თანმდევი სერვისის დღგ–სგან გათავისუფლების საკითხები. ბიზნესომბუდსმენის ცნობით, აპარატი აგრძელებს მუშაობას საბანკო რეგულაციებისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კერძო სექტორზე გავლენების შეფასების მიმართულებით.

---

 

27.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/0570052-partia-tavisupali-sakartvelo-iapi-medikamentebis-kampanias-regionebshi-agrzelebs

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებში აგრძელებს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტების კამპანიას რეგიონებში აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ფოთში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ადგილობრივს იაფი მედიკამენტები გადასცა. ,,იაფი მედიკამენტების პროგრამა გავაგრძელეთ რეგიონებში. ფოთში გადავეცით რამდენიმე ადამიანს როგორც „ვანსეარი“, ასევე „ტრიპლიკსანი“ - ორივე ფართო მოხმარების მედიკამენტია. გადავეცით მესამედ და მეოთხედ ფასებში, რაც არის თურქეთის ბაზარზე. ვაპირებთ ეს კამპანია გავაგრძელოთ მთელ საქართველოში. ჩვენ მივიღეთ ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი ჩვენი მედიკამენტების შემოტანა იქნება არა საცალო, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, არამედ იქნება იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაც არის საქართველოში. ვაპირებთ მთლიანად გადავცეთ ყველა მცირე მეწარმეს, ვინც მოინდომებს ჩვენთან თანამშრომლობას. ბევრი კლინიკა და აფთიაქი დაგვიკავშირდა. აფთიაქებს მივცემთ თურქეთიდან იმპორტირებულ, განბაჟებულ მედიკამენტებს, ზუსტად იგივე ღირებულებაში, ყოველგვარი მოგების გარეშე. გვაქვს ამბიცია, თუ მოვასწარით ახალ წლამდე, საქართველოს რეგიონებში ეს მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის",- განაცხადა კახა კუკავამ.

---

 

26.10.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/khabeishvili-ivanishvilis-piradma-stomatologma-athiathasobith-adamiani-qhoveldghiuri-1-50-laris-gareshe-datova/

ხაბეიშვილი: ივანიშვილის პირადმა სტომატოლოგმა ათიათასობით ადამიანი ყოველდღიური 1. 50 ლარის გარეშე დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ათიათასობით ადამიანი 1.50 ლარი გარეშე დატოვა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გადაცემა „ღამის ამბები” ინგა გრიგოლიასთან ერთად განაცხადა. მისი თქმით, სწორედ 1.50 ლარი ის თანხა, რასაც ყოველდღე უხდის სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს. „მილიარდერის პირადმა სტომატოლოგმა ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად დატოვა 1. 50 ლარს გარეშე. ანუ, როცა შემწეობაზე ვსაუბრობ ეს არ ნიშნავს რომ 300 ან 400 ლარი აქვთ შემწეობა და აყრიდა ამათ ხელისუფლება. 1 ჭიქა წყალი რომ დალიოს რომელიმე ჩინოვნიკმა არ ეტყობა ის თანხა, რაც ყოველდღიურად გამოყოფილია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.

---

 

26.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/511396

“ნახეთ, რა მდგომარეობაა, უკიდურეს პირობებში ვცხოვრობთ”- ჭაფანძეების ოთხსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მცხოვრებ ჭაფანძეების ოთხსულიან ოჯახს, გასული წლის მაისში, სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება მოუხსნა. ოჯახმა ერთი წლის შემდეგ,განმეორებით შემოწმების მიზნით,სააგენტოს განცხადებით მიმართა , თუმცა მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ოჯახს კიდევ უფრო მაღალი სარეიტინგო ქულა მიანიჭეს. “სოციალური დახმარება გვქონდა, როდესაც სარეიტინგო ქულა 37 000 იყო. შემდეგ მოვიდა , კომისია და 75 000 ქულა მოგვივიდა. არაფერი შეგვიძენია და რატომ მოვიდა ამდენი ქულა ვერ გავიგეთ, თქვენ თავადაც ნახეთ, რა მდგომარეობაა. 45 კვადრატში ვცხოვრობთ 4 სული. 4 ოთახიდან 2 საცხოვრებლად უვარგისია, “ – ამბობს ოჯახის დიასახლისი ლაურა ჭაფანძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის ნატალია ქირიას განცხადებით, ოჯახი გეგმიური 4 წლიანი შემოწმების მიზნით 2017 წელს შემოწმდა. როგორც სოციალური სააგენტოს ცენტრის უფროსის მოადგილე “რეგიონულ კვირას“ უყვება, გეგმიური შემოწმების შემდეგ ოჯახს შესაბამისი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. თუმცა ქირიას, იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუ რის საფუძველზეც მოეხსნათ ჭაფანძეების ოჯახს სოციალური დახმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახს დემოგრაფიული ზრდის საფუძველზე, განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნის სრული უფლება აქვს. “დეკლარაციის შევსებიდან და სარეიტინგო ქულის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში, ოჯახს ისევ შეუძლია მომართოს სააგენტოს, თუმცა მათი შვილი მსახურობს ჯარში. დემოგრაფიული ცვლილების საფუძველზე მათ შეუძლიათ განმეორებით მოითხოვონ შემოწმება, შესაბამისად მათ კიდევ ერთი შანსი მიეცემათ, რომ სოციალური დახმარება მიიღონ,“ – განაცხადა ნატალია ქირიამ. ჭაფანძეების ოთხსულიანი ოჯახი, სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებს თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს სოციალური აგენტი მათ საცხოვრებელ მდგომარეობას.

---

 

26.10.2019

მედიასაშუალება: https://factcheck.ge/ka/story/38235-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-6-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-68-%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D-1-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%98-11-%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90?fbclid=IwAR2TyyDc9UQuEj2kUvrPKAVrdAS19jJcG43MiNUNfZdHvyPu3uL8MOsZMtY

ბოლო 6 წლის განმავლობაში ანტიბიოტიკებზე ფასები 68%-ით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი 11%-ით გაიზარდა

---

 

26.10.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1572082430-4-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B

4 წლის ანასტასია დედას რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ - შეკითხვა ჯანდაცვის მინისტრს

„ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მედიის წარმომადგენლებთან ნათქვამ ფრაზას: მე ვიცი, რომ მინისტრი ვარ, არ მჭირდება შეხსენება, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან კარგად იცის მინისტრი რომაა. ემახსოვრება აბა რა?! ყველაზე ჯადოსნურ სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა ეკატერინე ტიკარაძეს, რომ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა. არაკომპეტენტური რომაა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამ მოკლე დროში. ქალბატონო მინისტრო, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სამ-სამი თვით რომ უჩერებთ დახმარებას და შიმშილისთვის იმეტებთ არ კითხულობთ რითი უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა? ნახევარი მილიონი ადამიანი რომ საარსებო შემწეობით არსებობს შემთხვევით ოცნების ხელისუფლების ბრალი ხომ არაა?! 4 წლის ანასტასია დედას რომ ეტყვის მშიაო, რა ქნას იმ დედამ გიფიქრიათ ამაზე? და რამდენ ბავშვს ტოვებთ ასე თვეობით? ვინც ბაღში დადის კიდე გაუმართლათ, მხოლოდ უვახშმოდ დაიძინებენ. მაგრამ რა ქნან სკოლის მოსწავლეებმა? განსაკუთრებით მათ, ვინც არც უფასო სასადილოს სიაში არიან? ვისაც გაუმართლა და უფასო სასადილოს სიაში მოხვდა, ის ერთ ულუფას მიიღებს დღეში 1,30 თეთრად გამზადებულს. ერთხელ მაინც მიბრძანდით მინისტრო და გასინჯეთ უფასო სასადილოს საჭმელი, საკუთარ შვილს თუ გაიმეტებდით ასეთი კვებისთვის? არ გეკადრებათ?! არ გეხებათ?! აბა რა გეხებათ? ,,ახალი საქართველოს” სოციალური სამსახური ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ოჯახს გავესაუბრეთ, ვისაც აბსურდული მიზეზებით შეუჩერეთ საარსებო შემწეობა. ესაა სრულიად უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. მათ მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა და სოციალური დაცვა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ შეეცვალათ ეს არაადამიანური და არაჰუმანური მიდგომა და ოჯახებს გადამოწმებების პერიოდში არ შეუჩერონ დახმარება. მხოლოდ მაშინ შეუწყვიტონ მათ დახმარება, როცა გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ამა თუ იმ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ შეცვალეთ ეს მავნე პრაქტიკა!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე თეონა ჭალიძე.

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=217126-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=217126-%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

---

 

26.10.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=217119-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%2C+%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&fbclid=IwAR2JTqVGvi-e2JjxALUkW2NYT6ZXBivfz8O2qCNLN3sHX0T5bqviwH8Ti0s

"ბოდიში, მაგრამ ჯიბეში ყოველთვის 1300 ლარი არ მიდევს... ჩემი 13 წლის შვილის შემრცხვა" - ჟურნალისტი "იმედი L"-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569851-700-mde-devnil-ojaxs-tbilisshi-binebi-gadaeca

700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი ბერაიამ და რატი იონათამიშვილმა გადასცეს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით ბიუჯეტში გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. „სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. უწყების ინფორმაციით, ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. სამინისტროს ცნობითვე, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. დამატებით, 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები წლის ბოლოს გადაეცემა. 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91934

პია.ჯი-http://pia.ge/post/288990-700-mde-devnil-ojaxs-tbilissi-binebi-gadaeca

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/700-mde-devnil-ojakhs-tbilisshi-binebi-gadaeca/

მეიდანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/700-mde-devnil-odjakhs-tbilisshi-binebi-gadaetsa/63525

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/62132-700-mde-devnil-ojaxs-tbilisshi-binebi-gadaeca/

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება:   https://www.interpressnews.ge/ka/article/569795-jandacvis-ministri-devnilebi-romlebic-saprotesto-akciebs-martaven-binebs-miigeben-tumca-kriteriumebis-dakmaqopilebis-shemdeg

ჯანდაცვის მინისტრი - დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის დევნილები, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, ბინებს მიიღებენ, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, დღეს, „დირსის საცხოვრებელ კომპლექსში“ აქციის სამმა მონაწილემ ბინა უკვე მიიღო. "ამ ადამიანების საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება. ჩვენ ვმუშაობთ იმ კრიტერიუმებით, რომელიც არის მოწოდებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. როდესაც ეს ადამიანები დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, რომელიც ვალდებული ვართ გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებიც მიიღებენ ბინებს. ამ 700 ადამიანში 3 პირია, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ისინი დაკმაყოფილდნენ ბინებით",- განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, აფხაზეთიდან დევნილები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში აქცია თვეზე მეტია იმართება.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/eka-tikaradze-binebit-dakmayofilda-im-ojakhebis-nawilic-romlebic-saministros-shenobis-win-aqciebs-martavdnen/

ბიპიენ.ჯი-https://www.bpn.ge/article/62115-devnilebi-romlebic-saprotesto-akciebs-martaven-binebs-miigeben-tumca-kriteriumebis-dakmaqopilebis-shemdeg/

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/62141-is-rom-socialurad-daucvel-ojaxebs-sheucqdat-daxmareba-simartles-ar-sheesabameba/

"ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება"

ის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეუწყდათ დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს განემარტათ, რომ დახმარების ჩარიცხვის შეჩერება დროებით, გადამოწმების მიზნით მოხდა. „მათთან მოხდა იმის განმარტება, რომ ეს არის ოთხწლიანი ციკლი და საქმის კურსში არიან, იმ შემთხვევაში თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის დახმარება ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. გეგმიური გადამოწმება აგვისტოს თვეში დაიწყო და ყოველ 4 წელიწადში მეორდება. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი-https://www.interpressnews.ge/ka/article/569894-jandacvis-ministri-is-rom-socialurad-daucvel-ojaxebs-sheucqdat-daxmareba-simartles-ar-sheesabameba

ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/?id=91952

ბიემ.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91952

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569815-jandacvis-ministri-zhurnalistebs-vici-rom-ministri-var-da-ar-mchirdeba-shexseneba

ჯანდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს - ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება

ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლისგანაც მედიის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველთა ოჯახებისთვის დახმარების შეწყვეტის საკითხით დაინტერესდნენ. ჟურნალისტებმა ტიკარაძეს ჰკითხეს, აუნაზღაურდებათ თუ არა სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადამოწმების შემდეგ განაცდური თვეების თანხები. მინისტრის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვა თემის დეტალებზე დასვეს, რის გამოც ტიკარაძემ ისინი თავის მოადგილესთან გადაამისამართა, რაც ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და ტიკარაძეს „შეახსენეს“, რომ მინისტრი თავადაა. „ვიცი, რომ მინისტრი ვარ და არ მჭირდება შეხსენება. გიპასუხეთ თქვენს კითხვაზე. როდესაც გადამოწმება დასრულდება, მათ განაცდური თვეები აუნაზღაურდებათ. რა თქმა უნდა, ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს ერთი-ორი თვე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, ის, რომ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს დახმარება შეუწყდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. „მათ ამის შესახებ რა თქმა უნდა, განვუმარტეთ. ეს არის 4-წლიანი ციკლი, რომელიც მეორდება და ისინი ყოველთვის არიან საქმის კურსში. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება ეკუთვნის, ეს განაცდური თვეები მათ აუნაზღაურდებათ გადამოწმების შემდეგ. თქვენ არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. თქვენ ახლა ცდილობთ მოსახლეობა შეიყვანოთ შეცდომაში. გადამოწმება დაიწყო აგვისტოში, შესაბამისად, მათ 6 თვის წინ ვერ შეუჩერდებოდათ დახმარება. ახლა ჩვენ ვკამათობთ ისეთ აბსურდულ თემაზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის გეგმური გადამოწმება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში მეორდება და არ არის თანხების დაზოგვის მიზნით. მიზნობრივ ჯგუფებს ისევ დაენიშნებათ დახმარება. დეტალურ პასუხს ჩემი მოადგილე გაგცემთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/jandatsvis-ministri-zhurnalistebs-vitsi-rom-ministri-var-da-ar-mtchirdeba-shekhseneba/

კვირა.ჯი-http://kvira.ge/511090

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/jandacvis-saministrostan-devnilebis-saprotesto-aqcias-grdzeldeba/

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების საპროტესტო აქცია გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით დევნილები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტს 40-მდე ოჯახი გამოთქვამს, მათივე ინფორმაციით, არცერთ მათგანს თავშესაფარი არ აქვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. „ვაპროტესტებთ იმას, რომ 27 წელია დევნილები ვართ, არ გვაქვს ჭერი. 38-ე დღეა, რაც აქ ვიმყოფებით და ვითხოვთ კანონიერად იმას, რაც გვეკუთვნის და მანამ არ გავალთ აქედან, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენი მოთხოვნა არის ბინით დაკმაყოფილება. გუშინ რაღაც მოლაპარაკება შედგა, შეთანხმდნენ რაღაცებზე და კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით მათი მხრიდან. დაპირებები არის, გვყოფნის ქულები, ვაკმაყოფილებთ ამ კრიტერიმებს და უნდა მოგვცენ კანონიერად ბინები. დაგვპირდნენ, რომ ბინას მოგვცემენ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაკა კემულარიამ. 700-მდე დევნილ ოჯახს თბილისში ბინები დღეს გადაეცა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკა ტიკარაძის განცხადებით, ბინებით დაკმაყოფილდა იმ ოჯახების ნაწილიც, რომლებიც სამინისტროს შენობის წინ აქციებს მართავდნენ.

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569813-jandacvis-ministris-gancxadebit-onkologiuri-saavadmqopos-ekimebis-xelpasebit-uzrunvelqopa-moxdeba

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების ხელფასებით უზრუნველყოფა მოხდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების ხელფასებით უზრუნველყოფა აუცილებლად მოხდება. როგორც ტიკარაძე აცხადებს, საკითხის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს. „მიმდინარეობს პრობლემატიკის შესწავლა ჩვენი ფინანსური სამსახურის მიერ. რა თქმა უნდა, მოხდება ამ ადამიანების ხელფასებით უზრუნველყოფა. არსებობს საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმაც“, - განაცხადა ტიკარაძემ. რაც შეეხება საავადმყოფოს „საპარტნიორო ფონდიდან“ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის საკითხს, ტიკარაძის თქმით, „მთავრობა მოქმედებს შეთანხმებულად“. „შესაბამისად, თანხმობის შემთხვევაში, ეს კლინიკები გადმოგვეცემა. პროცესი უკვე დაწყებულია და ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. რა თქმა უნდა, თანხმობას გასცემს „საპარტნიორო ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭო“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, 2015 წელს მთავრობის დადგენილებით „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაეცა. ონკოლოგიური კლინიკის მედპერსონალმა, სახელფასო დავალიანების გასტუმრების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აქცია გამართა. აქციაზე ჯანდაცვის მინისტრი მივიდა და აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შენობის რეაბილიტაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვაზე სახელმწიფო იზრუნებს.

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/288969-gafantuli-sklerozis-mqone-pacientebi-jandacvis-saministros-mkurnalobis-xelmisawvdomobis-aucileblobaze-mianisneben

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მიანიშნებენ

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და დაავადებასა და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. შეხვედრაზე პაციენტებმა და ექიმებმა არსებული პრობლემები შეაჯამეს, ისაუბრეს დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინანსებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია, რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თუმცა არ მოვიდნენ. დასწრება თავისუფალი იყო. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთმანეთისთვის დაავადებასთან ბრძოლის მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ და წამყვანი სპეციალისტებისთვის კითხვები დაესვათ. „რთულია, როცა შენს სახელმწიფოში შენს მთავრობას შენი მოქალაქის არ ესმის. გაზაფხულზე დაპირება მივიღეთ, თითქოსდა გაფანტული სკლეროზის მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, რა გველის. უფრო მეტიც, 2020 წლის მდგომარეობაც ბუნდოვანია. პასუხსაც არ გვცემენ. ჩვენ ვართ პაციენტები, რომლებიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით სახელმწიფო ბიუჯეტში, თუმცა ხელისუფლების უყურადღებობამ შესაძლოა, ეს ყველაფერი წაგვართვას და ინვალიდის ეტლს მიგვაჯაჭვოს. შესაბმისად, სახელმწიფოს ინვალიდის შენახვა და მასზე ზრუნვა გაცილებით ძვირი დაუჯდეს, გარდა ამისა, ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვჭირდებით აქტიურები და ჩვენს უკან მცირეწლოვანი ბავშვები დგანან“, - აღნიშნავს მარიკა ქაჯაია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ებრძვის დაავადებას, ზოგჯერ იმარჯვებს, ზოგჯერ ნებდება. დღეს ის აქტიური ადამიანია, მარკეტინგის სპეციალისტია და ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც მისი თანადგომა სჭირდება. „გაფანტული სკლეროზი არის დაავადება, რომელიც ადამიანებს ძირითადად 20-40 წლის ასაკში და კიდევ უფრო ადრეც ემართებათ. შესაბამისად, ამ დროს პაციენტები გონებრივად, ფიზიკურად თუ ეკონომიკურად აქტიურები არიან და სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ მხარდაჭერა, რათა შეძლონ მკურნალობა. დამტკიცებულია, რომ ადეკვატური მედიკამენტოზური და თერაპიული კურსებით დაავადების ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია სრულად განკურნება. იმედი გვაქვს, სახელმწიფო შექმნის პროგრამებს ამ ადამიანებისთვის და დააფინანსებს მათ მკურნალობა-რეაბილიტაციას“, - განმარტავს ექიმი ნევროლოგი მარინა ჯანელიძე. „ჩვენ, პაციენტები, რას ვგრძნობთ და რას განვიცდით: ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლილობა, ან თავის ტკივილი და თუნდაც თავბრუსხვევა, ეს ენით აუწერელი განცდაა, მჯერა, სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაფიქრდება და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება“, - აღნიშნავენ პაციენტები. „მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. ამისთვის ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება გვჭირდება/ აუცილებელია, მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს და ინვალიდობამდე არ მივიდეს“, - აღნიშნავს პაციენტი მაიკო მგელაძე. შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, გაზაფხულიდან მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს აქცია, სახელწოდებით, „ერთად ერთმანეთისთვის - Bringing us closer“. კამპანიის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ: გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი, თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია, დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/511094

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569908-cagerisa-da-lentexis-municipalitetebs-axali-magali-gamavlobis-sascrapo-daxmarebis-mankanebi-gadasces

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები გადასცეს

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანებით ყველა სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება. როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „მნიშვნელოვანია რომ ყველა- მათ შორის რთული რელიეფის მქონე სოფლებში, ოპერატიულად მოხდება ჩვენი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება“, -აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

კვირა.ჯი-http://kvira.ge/511055

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569890-gorshi-sascrapo-samedicino-daxmarebis-axali-shenoba-ashenda

გორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდა

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 7 ბრიგადიანი შენობა ჭონქაძის ქუჩაზე აშენდა. აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 430 945 ლარია. „თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობის ფართობი 298 161 კვადრატული მეტრია. პროექტის მიხედვით, განხორციელდა შიდა წყალსადენისა და კანალიზაციის, ელექტრო მომარაგების, ვიდეო მეთვალყურეობის, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის, ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სიგნალიზაციის და საქვაბის მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. მოწესრიგდა ასევე, შენობის მიმდებარე ტერიტორია და მოწყობა საპარკინგე ადგილი. ამ ეტაპზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული, რაც თანამედროვე სტადარტების მიხედვით მიუღებელია. აღნიშნულ ფართი ორგანიზაციას 2014 წლიდან აქვს ნაქირავები. ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მომსახურეობის ხარისხი და სისწრაფე. ორგანიზაცია ემსახურება გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომლის რაოდენობაც 125 ათას ადამიანს სცილდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

---

 

25.10.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/511042

24 წლის მარიამ მიქუტიშვილი 2 შვილთან ერთად სიდუხჭირეში ცხოვრობს – მათ საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

24 წლის მარიამ მიქუტიშვილი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობენ. მამამ ოჯახი 2 წლის წინ მიატოვა და მას შემდეგ არც ინტერესდება ბავშვების მდგომარეობით. მისი შვილები პრაქტიკულად შიმშილობენ, არასდროს უჭამიათ ხორცი, მოკლებულნი არიან ელემენტარულ ბავშვურ სიხარულს, მაგალითად, სათამაშოებს. სახლს, რომელშიც ეს ოჯახი ცხოვრობს მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ “სახლი“. ეს ძველი და დანგრევის პირას მისული ბარაკის ტიპის შენობა ნებისმიერ დროს შესაძლოა ჩამოიქცეს და მსხვერპლი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შენობაში არ არის წყალი, გაზი, სველი წერტილები. მარიამი იმყოფება სასოწარკვეთაში. ნერვიულობის ნიადაგზე მას ნევროზი დაემართა, აწუხებს გულის ტკივილი და არითმია. ამასწინათ მან ჩერნოვეცკის ფონდს დახმარებით მიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს იგი კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში: -მარიამ, მამა არ მონაწილეობს შვილების აღზრდაში? მარიამი: მან 2 წლის წინ მიგვატოვა. მაშინ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. მას შემდეგ არ მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, არ აინტერესებს შვილების მდგომარეობა… -ალბათ, რომ გათხოვდით, ვერც კი წარმოგედგინათ, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები თქვენს ოჯახში… მარიამი: მე ოზურგეთში გავთხოვდი, მეუღლის სახლში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი დიდი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე. როდესაც 6 წლის წინ დაიბადა ოთარი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ აეწყობოდა… -მისი მშობლები არ გეხმარებოდნენ? მარიამი: მას დედა არ ყავდა, მამა კი არ მეხმარებოდა, მეუბნებოდა, რომ მომეთმინა და მეც ვითმენდი. როდესაც მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მიხდებოდა სიმძიმეების აწევა: მომქონდა წყალი, შეშა…. ამას ემატებოდა განუწყვეტლივ დაძაბულობაში და შიშში ყოფნა. შედეგად, ბავშვი დღენაკლული დაიბადა და მალევე გარდაიცვალა. – მესამე შვილი სად დაიბადა? მარიამი: როდესაც მესამეჯერ გავხდი ორსული, გადავწყვიტე მშობლებთან დაბრუნება, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში. ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვი არ დაბადებულიყო ავადმყოფი, რადგან საშინელ პირობებში მიხდებოდა ცხოვრება. აქ კი მშობლები მივლიდნენ, ცივ ნიავს არ მაკარებდნენ. რომ დავრჩენილიყავი მეუღლესთან იმ აუტანელ პირობებში და სისტემატურ სტრესში, ბავშვი არ დაიბადებოდა ჯანმრთელი. ასე რომ, ლიდია ხოვლეში დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი გოგონა. -გვიამბეთ თქვენი მშობლების შესახებ… მარიამი: დედა და მამა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არიან. ახლო ნათესავები არ მყავს. ერთი ბიძა მყავდა და ისიც გარდაიცვალა. დედაჩემი 56 წლისაა, მაგრამ ავადმყოფობის გამო შრომისუუნაროა, მას ფეხები ტკივა და საშინელი ტკივილები აქვს. მამა 64 წლისაა, კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა. სამწუხაროდ, ისიც ავად გახდა. რამდენიმე წლის წინ მას კუჭის წყლული გაუსკდა. წავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შესძლო და ფაქტიურად ისიც შრომისუუნაროა. -სახლი, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ძალიან ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებია. როგორ ახერხებთ აქ ცხოვრებას? მარიამი: ეს სახლი 40 წლის წინ ააშენეს და ახლა, ასე ვთქვათ, მწყობრიდანაა გამოსული. არ გვაქვს ფინანსური საშუალება, რომ ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ საყოფაცხოვრებო პირობები. იატაკი არის ბეტონის, კედლები არ არის გალესილი. შარშან ერთი კედელი ჩამოინგრა და კინაღამ მოიყოლა ბავშვი, მადლობა უფალს, რომ ჩემი შვილი დღეს ცოცხალია. -თქვენ შეაკეთეთ დანგრეული კედელი? მარიამი: ჩვენ ვერ გავწვდებოდით. მეზობლები დაგვეხმარნენ. ძალიან კეთილი მეზობლები გვყავს. ისინი არ არიან შეძლებულები, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი ადამიანები არიან და გვეხმარებიან. მაგალითად, გენადი ბახტაძე ძალიან გვეხმარება. ამასწინათ, ცოტა შეშაც გვაჩუქა… გაზი არ გვაქვს და სადილს ვაკეთებთ შეშის ღუმელზე. არც წყალი გვაქვს შემოყვანილი. ეს ფული ჯდება და ამის საშუალება არ არის. -რაში ხარჯავთ სოციალური შემწეობის თანხა? მარიამი: 340 ლარს ვიღებთ 5 სულზე. ნაწილი მამაჩემის წამლებზე გვეხარჯება, მის გარეშე ვერ იცოცხლებს, მეორე ნაწილით კი პროდუქტებს ვყიდულობთ. ჩვენი ძირითადი საჭმელია კარტოფილი, ვერმიშელი, წყალწყალა სუპი, ბავშვებს ხორცი არასდროს უჭამიათ, ნაყინი კი მათთვის დიდი ფუფუნებაა. ერთხელ უფროსი ბიჭი მეკითხება: „დედიკო. ხორცი რა არის?“. მოკლედ, ძალიან გვიჭირს არსებობა, სასოწარკვეთაში ვარ ჩავარდნილი. წავიდოდი და ვიმუშავებდი, მაგრამ პატარა შვილს მოვლა სჭირდება და გარდა ამისა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, განსაკუთრებით გული მაწუხებს. -ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ? მარიამი: არა, არ გვეხმარება. მივმართე გამგეობას, მაგრამ მითხრეს, რომ რახან სოციალურს ვიღებთ, სხვა სახის დახმარება არ გვეკუთვნის. -ნანობთ, რომ თქვენს მეუღლეს გაყევით? მარიამი: აბა რა გითხრათ? ერთხელ დავუშვი შეცდომა და მთელი ცხოვრება უნდა ვიტანჯო. იცით, საქმე ჩემში არ არის. მთავარია, რომ ჩემი შვილები იყვნენ ჯანმრთელნი, არ იშიმშილონ და კარგი ადამიანები დადგნენ. თუმცა ბავშვები გრძნობენ „მამის ნაკლებობას“, იმას კი ერთხელაც არ უყიდია ნაყინი, რომ არაფერი ვთქვათ ზრუნვაზე … -მარიამ, გასაგებია, რომ ძალიან გიჭირთ ცხოვრების ამ ეტაპზე. გვითხარით, მიუხედავად ყველაფრისა, გაქვთ იმედი, რომ გამოხვალთ ამ მძიმე ვითარებიდან? მარიამი: ღმერთის და კეთილი ადამიანების იმედი მაქვს. დიდხანს ვფიქრობდი, მომწერა თუ არა თქვენთვის და ბოლოს გავრისკე. მჯერა, რომ თქვენი მკითხველები გულთან ახლოს მიიტანენ ჩემი შვილების გასაჭირს და დაეხმარებიან მათ. მე მწამს, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს და ჩვენც გვეღირსება ნორმალური ცხოვრება. წინასწარ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ქველმოქმედს, ვინც ჩვენ ამოგვიდგება გვერდში. დალოცვილი ყოფილიყავით! მეგობრებო, მარიამ მიქუტიშვილს და მის ორ მცირეწლოვან შვილს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გავუწოდოთ მათ დახმარების ხელი, ვიხსნათ ისინი სიღარიბის ტყვეობიდან. მათ ესაჭიროებათ: საკვები პროდუქტები, წამლები, მაცივარი, სარეცხი მანქანა, საწოლი, თეთრეული, ჭურჭელი, ტელევიზორი, ბავშვის ტანსაცმელი, სათამაშოები… თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს.

---

 

ბეჭდვითი მედია

29.10.2019

მედისაშუალება: ახალი თაობა

ქუთაისში შსს-ს მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. დაზარალებული სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი ოპერაცია ჩაუტარდა. სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განმარტებით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება. ცოტნე ბარბაქაძე აცხადებს, რომ მუშას იმ დროისთვის სამსახურებრივი დავალება არ ჰქონდა და უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის მისული იყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ასრულებს. სამინისტროს თანამშრომლებისთვის ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი შენდება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6427826&name=29.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.10.2019

მედისაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჭარბად დანიშნული მედიკამენტები, გაზრდილი ფასები და დაზღვევა...

ჯანდაცვის სამინისტრო ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე მუშაობს. ამის შესახებ მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაგეგმილი რეფორმის "მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა" პრეზენტაციაზე განაცხადა. „ჩვენი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია მედიკამენტების საკითხი. სწორედ ამ კომპონენტზე მოდის მათი ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, არსებობდეს, კონკრეტული სტრატეგია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმუშაობთ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში აქცენტს გავაკეთებთ წამლის რეგისტრაციასა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი, მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება უსაფრთხოების გარანტი“, - ირწმუნება მინისტრი. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში დაფინანსების ახალი სისტემა იქნება, "რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას“. „პაციენტის ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი ბოლო 7 წლის განმავლობაში 73%-დან 55%-ზე ჩამოვიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კმაყოფილები არ ვართ, რადგან მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწევს სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტებზე გადახდილი თანხები. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, ჩვენ დაფინანსების ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელიც ითვალისწინებს ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას. ეს არის ფასწარმოქმნის მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებას თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს. ასევე, ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინიციატივა, ქვეყნის მასშტაბით, გახდება ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, იქნება პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. ამავდროულად, ჩვენ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ, რომ კერძო სექტორს უნდა მიეცეს მუდმივი განვითარების შესაძლებლობა, რაც ახალი ტარიფიკაციის პირობებში, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ნამდვილად შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებითვე, ახალ სისტემას საფუძვლად ქვეყანაში არსებული ტარიფების ანალიზი დაედო. „ფასწარმოქმნისას გავითვალისწინეთ ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიც არის ცვლადი და ფიქსირებული ხარჯების თანაფარდობა, რეინვესტირების თანხები, მოგების მარჟა და ფასთა სხვაობის რისკები. 18 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნება მომსახურების მოცულობის და სიხშირის კოეფიციენტის განსაზღვრა, რაც დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე სრულად გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6427771&name=29.10.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.10.2019

მედისაშუალება:  რეზონანსი

საქართველოში ყოველი მერვე ადამიანი სოციალური შემწეობის იმედზეა

საქართველოში ყოველი მერვე მოქალაქე სოციალური შემწეობის მიმღებია. იმის მაგიერ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და მოსახლეობის სოციალური ტვირთი შეამსუბუქონ, ხელისუფლება მუდმივად ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობით მანიპულირებს. საარჩევნო კამპანიებიც მუდმივად ამ ტიპის დაპირებებზეა ორიენტირებული. შემთხვევითი არ არის, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზაში ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ არჩევნების წელს ფიქსირდება. ამ ეტაპზე ბაზაში 423 ათასი ოჯახია აღრიცხული, თუმცა 2016 წელს, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მათი რაოდენობა 476 000 ოჯახს აჭარბებდა. მაშინ ბაზა, წინა 2015 წელთან შედარებით, ერთბაშად 90 000 ადამიანით გაიზარდა. თუმცა, 2017 წლიდან, როცა არჩევნები უკვე ჩატარებული იყო, მთავრობამაც დამოკიდებულება შეცვალა და შემწეობა დაახლოებით 20 000 ოჯახს მოეხსნა. აღნიშნულ პერიოდში ფულად დახმარებას 435 450 ოჯახი იღებდა. საყურადღებოა რეგიონებში არსებული რთული ვითარება. მარტო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც 29 700 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას თითქმის 12 000 იღებს, ანუ ყოველი მესამე მოქალაქე. რაც შეეხება გურიას, 109 000 მოსახლიდან შემწეობის მიმღები 19 000 ოჯახია. გამოდის, რომ რეგიონში ყოველი მეექვსე ოჯახი სახელმწიფოს ხელის შემყურეა. სამწუხაროდ, მთავრობის ვალდებულება მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ბუნებრივია, რომ ხალხი ითხოვს ყველაფერს, რისი დაფინანსებაც შესაძლებელია - წამლების თანხით დაწყებული, ყოველდღიური ხარჯის ჩათვლით, ელემენტარული საჭიროების დაკმაყოფილებაც კი მოქალაქეებს დამოუკიდებლად უჭირთ. ცალკე თბილისის მერიის, ცალკეც, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უამრავი სახის სოციალური დახმარება გაიცემა, რასაც მოქალაქეები სოციალური პროგრამების ფარგლებში იღებენ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურებს აქვთ სპეციალური პროგრამები სოციალურად დაუცველთათვის, ამავე კატეგორიის მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, როგორც მუდმივი, ასევე ერთჯერადი მატერიალური დახმარებები; პროგრამები შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანები, მარტოხელა ხანდაზმულებისა და სხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. ცალკე აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს პროექტები სხვადასხვა საჭიროებსიათვის, როგორიცაა ფულადი სოციალური დახმარება, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, ყრუთა კომუნიკაციების ხელშეწყობის პროგრამა, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, ომის ვეტერანტა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და სხვა, რაშიც კოლოსალური თანხა იხარჯება. სპეციალისტები დახმარების მონლოდინე მოქალაქეების რაოდენობის ზრდის მიზეზად გაჭირვებასთან ერთად, მენტალიტეტს მიიჩნევენ. ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ ხალხი სახელმწიფოს მიმართ უფრო მომთხოვნი გახდა და ეს განწყობა ტრადიციულად შემწეობის მიღების სურვილს უკავშირდება. ,,საბჭოთა ეპოქაში ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაასაქმოს ადამიანი, მისცეს სამუშაო ადგილი, დაუწესოს გეგმა და სხვა. ახლაც სახელმწიფოს მოვალეობის არასწორად გაგებაში არის პრობლემა. სახელმწიფოს ბრალიც არის, რომელმაც გარკვეულწილად შეაჩვია ხალხი სოციალურ დახმარებებს, უამრავ ადამიანს ,,დათვურ სამსახურს” უწევს. უნდა ჩატარდეს სპეციალური კვლევა და საბოლოოდ განიმარტოს, ვის ეკუთვნის სოციალური დახმარება, რა კრიტერიუმია ამისთვის (ქულების მინიჭებას ეფექტი არ აქვს და ამას ყველა ამჩნევს), როგორ და რა რაოდენობით ეკუთვნით ადამიანებს ფულადი შემწეობა და სხვა. ფაქტობრივად, მოსახლეობის 10%-ზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღებია. წესით, მთავრობას ეს არც უნდა აწყობდეს, რადგან წესით გაჭირვებული მოსახლეობის არჩევანი ზოგადად ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ უფროა, ვიდრე - მმართველი პარტიის, თუმცა საქართველოს სინამდვილეში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. სოციალური სტატუსის მქონე მოსახლეობით მანიპულირება ხდება და ეს ხალხი ხელისუფლებას აწყობს, ამიტომაა, რომ საარჩევნოდ ბაზაში მეტ ადამიანს აქვს მოხვედრის შანსი", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" აროშიძე და დასძენს, რომ მომავალი წლისთვის შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოიმატებს. ,,ცხადია, რომ არსებული მაჩვენებელი მოიმატებს. მთავრობას ამ ადამიანებისთვის სოციალური გარანტიის მიცემა არ შეუძლია. სამუშაო ადგილებიც არ იქმნება. საქართველო ეკონომიკურად ვერ უმჯობესდება, ეკონომიკუ ზრდაში 4%-მდეც ვერ ავედით, შემოსავლები არ იზრდება, ხოლო ფასები განუხრელად მატულობს. ამ მხრივ მძიმე სოციალური ფონი გვაქვს, რასაც ლარის არასტაბილურობა კიდევ უფრო ართულებს. შესაბამისად, მოსახლეობა უფრო სწრაფი ტემპით ღარიბდება, ვიდრე შეიძლება მდიდარ ფენებში ინაცვლებდეს. რეალურად ის, რომ ჩვენ ბევრი შემწეობის მიმღები პირი გვყავს, მენტალობიდან გამომდინარეც არის, მარტო გაჭირვებას არ უნდა დავაბრალოთ. ყველაფერს ვერ მოვთხოვთ სახელმწიფოს, იდეალურისგან შორს ვართ, ჰორიზონტზეც არ ჩანს ასეთი სიტუაცია, მაგრამ ადამიანებსაც მეტის გაკეთება შეუძლიათ, თუკი მოინდომებენ”, - აცხადებს აროშიძე. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მხარდაჭერას ექსპერტების ნაწილი იწონებს, მაგრამ ასევე თვლიან, რომ ეკონომიკურ პროექტებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.აკადემიკოსი ავთო სილაგაძე დამატებით იმ საკითხებზეც საუბრობს, რაზეც აქცენტის გაკეთება მთავრობისთვის პოპულისტური ნაბიჯი იქნება. ,,გადასახადების კუთხით შეღავათს არ ველოდები, მაგრამ თუ დაარეგულირებს ლარის კურსს, მთავრობას ესეც ერთ-ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაეთვლება. უნდა ვაღიაროთ, რომ არაორდინალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. რა თქმა უნდა, საკითხი, რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ, დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, მაგრამ ვიცით ისიც, რომ ასე ერთბაშად ეს საკითხი ვერ მოგვარდება. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია უნდა შეიქმნას. ამის გარეშე ქვეყანა შორს ვერ წავა. მთავრობის საქმიანობის ხარისხი ამ გეგმის შესრულების მიხედვით უნდა შეფასდეს. რაღაც პარამეტრი უნდა ავიღოთ, რასაც უნდა მიაღწიოს მთავრობამ და თუ ეს ვერ შეძლო, მაშინ მისი მუშაობა იქნება არაეფექტური“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" აკადემიკოსმა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6427717&name=29.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.10.2019

მედისაშუალება:  რეზონანსი

"ლიბერთი ბანკმა" პენსიონერები საბოლოოდ დააკაბალა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6427760&name=29.10.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება: ასავალ-დასავალი

კახა კუკავა : "მინდა, ხალხი გავახარო. ორ კვირაში საქართველოში მედიკამენტების პირველ საბითუმო პარტიას შემოვიტანთ!"

მას შემდეგ,რაც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა გაჭირვებული და სოციალურად აუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტების თავის ფასში მიწოდების უპრეცენტო კამპანია დაიწყო და ამის შესახებ "ასავალ-დასავალის" მეშვეობით განაცხადა, მისი საქმიანობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა, რომელმაც გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლებით დაიწყო. ჩვენ კომენტარისთვის კახა კუკავას დავუკავშირდით. კახა კუკავა: "პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენ იქ დაგვიძახეს ჩვენების ჩამოსართმევადს, არამედ ის შეფასებები, რაც აუდიტის სამსახურმა გააკეთა - თითქოს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება. მე და გოგი წულაიამ იმერეთში შეშა მივაწოდეთ მოქალაქეებს. მაშინაც იყო ეჭვი ამომრჩევლის მოსყიდვასთან აკავშირებით, მაგრამ განმარტების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. განვუმარტავ აუდიტორებს, რომ არავის არ ვაძლევთ ამ წამლებს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში! მე რომ ამ წამელბს ვყიდულობ ვთქვათ თურქეთში, ამას სწორედ იქაური საბაზრო ფასით ვაკეთებ და შემდეგ იმავე ფასში ვყიდი საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც ანალოგიური წამალი ჩვენს სააფთიაქო ქსელში სამმაგი და ოთხმაგი უჯდებათ! "ქართულ ოცნებას" შეუძლია იმავეს გაკეთება, მითუმეტეს იმ დაპირებების შემდეგ, რაც წინასაარჩევნოდ ხალხს დაურიგა. მაგრამ ხელისუფლება "სააფთიაქო მაფიას" შეეკრა. "ჩვენი წინა ინტერვიუე მერე პირველად მაქვს შესაძლებლობა დიდი მადლობა გადავუხადო ასავალ-დასავალს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425991&name=28.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება: ალია

"არ გვაქვს ვალდებულება, რომ 21 რიცხვში, დღის 11 საათზე უნდა დაერიცხოთ ბენეფიციალებს თანხა" - ჯანდაცვის სამინისტრო

ცოტა ხნის წინ, ჟურნალისტმა შორენა მარსაგიშვილმა ექსკლუზიურად მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველებს თანხა ჯერ კიდევ არ ჩარიცხვიათ, "21 რიცხვში, 14.30 საათთზე, იდგნენ ბანკომატებთან და ელოდნენ, ერთი დარჩა ბანკომატთან, იდგა, ჩუმად ტიროდა, ამბობდა, რომ დღეს თუ გაზს არ გადაიხდის, ჩაუჭრიან, იქნებ, შიოდა კიდეც..." "ალია" დაუკავშირდა, ჯანდაცვის სამინისტროს: ეს არის თვის შემწერობა და ჩვენ არ გვაქვს გაწერილი, რომ 21-ში დღის 11 საათზე უნდა ჩაირიცხოს თანხა. კანონმდებლობის მიხედვით, შეგვიძლია თანხა ჩავრიცხოთ, 27-28 რიცხვშიც, თვის ბოლოს, მაგრამ, როცა არის საშუალება, ჩვენი კეთილი ნებაა და ვრიცხავთ მყისიერად. ამჯერად, 20 რიცხვი იყო კვირა და ამიტომ თანხა გადავრიცხეთ პარასკევს ბანკში, რომ დროულად გაეცათ თანხა. თანხა უკვე ბანკში დევს და დაიწყება გაცემა, ალბათ. "ალიას" ჰქონდა კითხვა, რომელი რიცხვიდან იწყება ჩარიცხვა, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულია ბოლო დღე და ეს არის 27-28 რიცხვი, რომელია პირველი რიცხვი, გვიპასუხეს, რომ - 20-21. თუ 20-21-ში იწყება თანხების გადარიცხვა, როგორ გადაურიცხეს და რის საფუძველზე ბანკს ჯერ კიდევ 18 რიცხვში თანხა - ვერ გავარკვიეთ, ამაზე პასუხი ისევ იგივეა, რომ ჩარიცხვები იწყება 20-21-ში, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემი ცვლადია და განახლებადი და თვის ბოლოს ამიტომ იწყება დარიცხვა. "ალია" დაუკავშირდა ლიბერთი ბანკსაც, რომელმაც გვიპასუხა, რომ თანხა ბანკის ანგარშზე აისახა დღეს, 21 ოქტომბერს და დღის ბოლომდე, ყველა ბენეფიციალს დაერიცხება თანხა. რეალურად, როდის გადაურიცხა ჯანდაცვის სამინისტრომ თანხა ბანკს და რომელი ბრძანების საფუძველზე გადარიცხა თანხა 18-ში, თუ გადარიცხვების დაწყების ვალდებულება 20 რიცხვიდან აქვს, ვერ დავადგინეთ, ჩვენც კი ვერ დავადგინეთ. ისევე, როგორც დაუდგენელია, თუ 18-ში შეიძლებოდა გადარიცხვა, რატომ არ შეიძლებოდა 17-ში საღამოს დაერიცხათ ბანკისთვის, რომ 20 - ში და 21-ში, ბენეფიციალებს საკვების ყიდვა და გაზის საფასურის გადახდა შეძლებოდათ. რა გახდა კანონში ზუსტად გაწერა ზუსტი რიცხვების, რატომ უნდა ვიყოთ, სამინისტროს "კეთილი ნების" იმედად?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425153&name=28.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება: ალია

აბრკოლებს, თუ არა, აუდიტის სამსახური, მედიკამენტების იაფად შემოტანას?

როგორც უკვე იცის მოსახლეობამ, პარტია "თავისუფალი საქართველო", რომლის თავმჯდომარეც, კახა კუკავაა, უკვე კარგა ხანია, მოსახლეობას სთავაზობს მედიკამენტებს, თითქმის იმის ნახევარ ფასად, რაც საქართველოში, აფთიაქებში ღირს. პარტიას, მედიკამენტები ამჟამად, თურქეთიდან შემოაქვს, თუმცა, ყველა მეზობელი ქვეყნის ბაზრიდან აპირებს შემოტანას და მედიკამენტთა რაოდენობის გაზრდასაც აანონსებს. თუმცა, გუშინ საღამოს და დღეს გაჟღერდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შესაძლოა, ამ აქციას საფრთხე შეუქმნას. "ალია" ორივე მხარეს დაუკავშირდა: პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ ომიანიძე: "პარტიამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უკვე მიიღო მედიკამენტების იმპორტის და რეალიზაციის ნებართვები. "თავისუფალი საქართველო" აგრძელებს კამპანიას და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ დაპირებას, იმის მიუხედავად, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ადმინისტრაციები. მაფიაში ვგულისხმობ იმ ბანდებს, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა და ათწლეულებია ძარცვავენ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება აუდიტის სამსახურს, მოვუწოდებთ დროულად დაასრულონ მოკვლევა, რაც იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს." სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ტატა გამყრელიძე: "21 ოქტომბერს შედგა შეხვედრა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავასთან. შეხვედრის საფუძველი იყო პარტიის წერილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურისადმი, რომელშიც მოცემული იყო ზოგადი ინფორმაცია პარტიის კამპანია „იაფი მედიკამენტების“ შესახებ. შეხვედრა იყო ახსნა-განმარტებითი ხასიათის, რა დროსაც კახა კუკავას განემარტა, რომ წინასწარი მონაცემებით აღნიშნული კამპანიის წარმოებით შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე და 252 მუხლების მოთხოვნათა დარღვევას (პარტიის მიერ კომერციული საქმიანობის შედეგად შემოსავალის მიღება და საქართველოს მოქალაქისათვის ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობით საქონელის ან მომსახურების მიყიდვა ან მიწოდება). კახა კუკავამ მზადყოფნა გამოთქვა საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დამატებით წარმოუდგინოს მედიკამენტების იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტური მტკიცებულება. აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე რაიმე სახის აკრძალვას არ უწესებს კახა კუკავას და აგრძელებს მისი საქმიანობის მონიტორინგს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425295&name=28.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება: ასავალ-დასავალი

ზაზა სინაურიძე: ჯანმრთელ ორსულს რაც ნაკლებად შეეხება ექიმი და ნაკლებ მედიკამენტს დაუნიშნავს, მით უკეთესია!

"ასავალ-დასავლის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას "ხაშურში მეხუთე შვილზე მშობიარე ბავშვთან ერთად დაიღუპა" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ საკეისრო კვეთაზე დაწესებულ რეგულაციებს აუცილებლად უნდა გადახედოს და პრობლემის მოგვარების უფრო ცივილური გზები მოძებნოს დარგის მოწინავე სპეციალისტებთან, ანუ იმ პრაქტიკოს მეან-გინეკოლოგებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ხდებიან იმ სასწაულის თანამონაწილე, რასაც ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ჰქვია. რა გამოსავალს ხედავს შექმნილი ვითარებიდან და როგორი უნდა იყოს დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის გზები? აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის" დირექტორს, მეან-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს ზაზა სინაურიძეს ვეწვიეთ. ზაზა სინაურიძე: "ასეთი ხისტი მიდგომა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შედეგს რომ არ გამოიღებს, სტატისტიკამ უკვე გვაჩვენა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების შემდეგაც საკეისრო კვეთებისრაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩემი აზრით, იმისათვის, რომ საკეისროთა პროცენტი შევამციროთ, საჭიროა, ამაღლდეს ექიმთა კვალიფიკაციისა და პაციენტთა ცნობიერების დონე. წარმატებულ ქვეყნებში, სადაც მედიცინა განვითარების უმაღლეს დონეზეა, სამედიცინო შეცდომის დროს შემთხვევა განხილვის საგანი ხდება. ექიმი, რომელსაც უკვდება პაციენტი, სიტუაციურად განიხილავს საკუთარ შეცდომას კოლეგებთან, რათა იგივე შეცდომისგან დააზღვიოს ისინი. ჩვენთს ქვეყანაში კი საქმეში ერთვება პროკურატურა, იწყება მოკვლევა, თავის მართლება, ცდილობენ საქმის მიჩქმალვას, მიჩუმათებას და ექიმისთვის ხელის დაფარებას. -ყბადარებული თემაა ექიმების ფინანსური დაინტერესება, როდესაც ისინი ბევრ კვლეასა და მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტს საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო... ამას რა ეშველება, ბატონო ზაზა? -პირადად მე, არ მიყვარს მედიკამენტების დანიშვნა. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით, ორსულთა 85 პროცენტი ჯანმრთელია და ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია. ორსულმა უნდა იცოდეს, რატომ ენიშნება ესა თუ ის კვლევა და მედიკამენტი. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ორსული გარკვეულ რისკჯგუფს მიეკუთვნება და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმის მხრიდან გარკვეული ჩარევა. სხვა შემთხვევაში , ჯანმრთელ ორსულს რაც ნაკლებად შეეხება ექიმი და ნაკლებ მედიკამენტს დაუნიშნავს, მით უკეთესია!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425195&name=28.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება:      კვირის პალიტრა

"მარიხუანათი მოწამლულთა რიცხვი იზრდება!"

მითი მარიხუანას უწყინარობის შესახებ თანდათან წარსულს ბარდება. სპეციალისტები იუწყებიან, რომ სელექციის შედეგად გამოყვანილია კანაბისის ახალი ჯიშები, რომლებშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია მუდმივად იზრდება, სიძლიერით აღარ ჩამოუვარდება ოპიუმს და მისი მოხმარება გამოუცდელი ნარკომომხმარებლისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს (რომ არაფერი ვთქვათ რეგულარული მოხმარებით გამოწვეულ სერიოზულ დაავადებებზე). ბოლო პერიოდში ისევ გახშირდა მარიხუანათი ინტოქსიკაციის შემთხვევები. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თეიმურაზ კობიძე ამბობს, "ბოლო თვეებში მარიხუანათი და სხვა ნარკოტიკით მოწამლული პაციენტების რიცხვი მატულობს. მარიხუანათი მოწამლულ პაციენტთა უმრავლესობა 17-დან 28 წლამდე. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ უმრავლესობა გოგონაა. პაციენტების კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ფსიქიატრების ჩარევის აუცილებლობაც დგება". - მარიხუანას შესახებ პირველი ცნობები ჩინეთის ხალხურ მედიცინაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში გვხვდება. მარიხუანას, როგორც სამკურნალო საშუალებას (უძილობის, კუნთების სპაზმის მოსახსნელად), იყენებდნენ ასირიელები, სპარსელები, ბერძნები, რომაელები, მაიას ტომის ინდიელები. აშშ-ის ზოგიერთ შტატში ის ოფიციალურად გამოიყენება პრეპარატ "დრონაბილის" ტაბლეტების სახით ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ (გულისრევის საწინააღმდეგოდ და მადის გასაძლიერებლად), ხოლო შიდსის დროს როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ამის მიუხედავად, მარიხუანა მიეკუთვნება ნარკოტიკებს და მისი გამოყენება სოციალურ საკითხად ითვლება. მოხმარების სიხშირით ის მსოფლიოში, თამბაქოსა და ალკოჰოლის შემდეგ, მესამე ადგილზეა. მარიხუანა, ჰაშიში და ზოგიერთი სხვა პრეპარატი კანაფისგან სხვადასხვა მეთოდით მიიღება. მარიხუანა ორჯერ ძლიერია ჰაშიშზე. - რამ განაპირობა ახალგაზრდებში მარიხუანას პოპულარობა და რატომ ითვლება დღეს მოწევა "კარგ ტონად"? - მარიხუანას უფრო ახალგაზრდობა ეტანება და მათი ასაკი, ძირითადად, 17-დან 28 წლამდეა. სამწუხაროდ, უმრავლესობა გოგონაა. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც არ მოუწევიათ და მათთვის მარიხუანაა პირველი. ასეთ შედეგებამდე დღევანდელმა სიტუაციამ, მავნებლურმა და ერისთვის ძირგამომთხრელმა პროპაგანდამ მიგვიყვანა. სხვადასხვა ჯგუფმა შეძლო და ახალგაზრდებში გაავრცელა აზრი, თითქოს "კარგ ტონად" ითვლება ღამის კლუბში სიარული, მარიხუანას მოწევა, ენერგეტიკული სასმელების თუ სინთეზური ნარკოტიკების მიღება. მარიხუანას მოწევა ცივილიზებულობის, ევროპელობის უდავო დასტურად მიაჩნიათ. სექსუალური თავისუფლების გარდა, გოგონები ამითაც ცდილობენ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. მარიხუანას თუ ეწევი, ამით ამტკიცებ, რომ "პრადვინუტი" ხარ. - ზოგიერთი საზოგადოებაში ამკვიდრებს თეზას, რომ მარიხუანა ნაკლებად მავნებელია, არ ახასიათებს "ლომკა", არც დამოკიდებულებას იწვევს და მეტიც, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა - მარიხუანას აპოლოგეტები უნერგავენ ხალხს აზრს, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის, პირიქით, ჯანმრთელობას რგებს, მაგრამ რატომღაც არავის უნდა ეს თავის ცოლ-შვილზე გამოცადოს, მხოლოდ "სხვებისთვისაა კარგი და უვნებელი". მაგალითად, ამერიკაში კანაბისის გაყიდვა კანონით ნებადართულია, მაგრამ იმხელა ბეგარა ადევს, ვერ ყიდიან. მარიხუანას მოხმარება ჩვენთან კანონით კარგად არის დარეგულირებული, მაგრამ ვიცავთ? ღამის კლუბები იცავენ? შედით ნებისმიერ ღამის კლუბში და ნახეთ, რა ხდება. - ჩამოგვითვალეთ მარიხუანათი ინტოქსიკაციის კლინიკური ნიშნები... - ქრონიკული ინტოქსიკაციის ნიშნებია: ჩაწითლებული თვალები, დაღლილობის შეგრძნება, მადის გაძლიერება, ქრონიკული ხველა, ძილიანობა, ხშირი გაცივება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, განმარტების დროს სიტყვების შერჩევის გაძნელება, სახლიდან უმოტივოდ გაპარვა, ხასიათის ცვალებადობა პასიურობიდან აგრესიულობამდე, პარანოიის ელემენტები, სწავლაში ჩამორჩენა... მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ჯერ იწყება მამოძრავებელი, მოტორული აგზნება და ვერბალური გამოვლინებები, შესაძლებელია სასიამოვნო ჰალუცინაციებიც, უდარდელობისა და სასიამოვნო მოთენთილობის შეგრძნება. შემდეგ ვითარდება თვლემა, რომელიც გადადის სასიამოვნო სიზმრებიან ძილში. რამდენიმე საათის შემდგომ, როცა მარიხუანას სუბიექტური ეფექტი გაივლის, ვითარდება ფიზიკური და სულიერი აპათია, სისუსტე, რომელიც გადადის ძილში. დეპრესიის დროს ძლიერდება შიმშილის შეგრძნება. გაღიზიანება ადვილად გადადის მრისხანებაში, ვითარდება ინტოქსიკაციური ფსიქოზი. - რა შემთხვევაშია აუცილებელი ფსიქიატრების ჩართვა? - ზოგჯერ მარიხუანას ამატებენ ფენციკლიდინს, ოპიუმს, კოკაინს. ასეთი კომბინირებული პრეპარატების გამოყენება იწვევს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს: ინტოქსიკაციური ფსიქოზის დროს ავადმყოფი აგზნებულია, მოშლილია ცნობიერება, დეზორიენტირებულია, უჩნდება გაუცნობიერებელი შიში, ღრმა დეპრესია, მწვავე პარანოია, მწვავე ფსიქოზი, პანიკა, მხედველობითი ჰალუცინაციები. პიროვნება დეპერსონალიზებულია. მწვავე პანიკურ რეაქციას შეიძლება ერთვოდეს ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, შფოთვა, არაკონტროლირებადი აგრესია. პანიკური და ფსიქოზური რეაქციები ხშირია მარიხუანას დამწყებ მომხმარებლებში. მისი მოწევა იწვევს კოორდინაციის, დროის, სივრცის და საგნებამდე მანძილისა და საგნების ფერის აღქმის მოშლას. შესაძლებელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა, ყურადღების, სიფხიზლის მოშლა, ქცევისა და შეგრძნების ჩამოთვლილი ცვლილებები შეიძლება ეიფორიის შემდგომ 12-24 საათის განმავლობაში გრძელდებოდეს. - მარიხუანათი მოწამლულთა სტატისტიკა როგორია? - 17 წლამდე ასაკისანი იაშვილის სახელობის კლინიკაში ხვდებიან, 17 და მეტი ასაკისა კი როგორც სპეციალიზებულ, ასევე არასპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში. არა მაქვს სტატისტიკა, თუმცა ვიცი, რომ მარიხუანათი მოწამლულთა რიცხვი თანდათან იზრდება. - რა პრობლემების წინაშე დგანან მარიხუანას და ჰაშიშის ქრონიკული მომხმარებლები? - მარიხუანას ქრონიკულ მწეველს აქვს პირის ღრუსა და ხახის მშრალი, ზოგჯერ შეწებებული, ჩამხმარი ლორწოვანი, ტაქიკარდია, წითელი თვალები (სკლერის სისხლძარღვების გაფართოების გამო); პირსა და ხახაში წვის შეგრძნება, მშრალი ხველა, შესაძლებელია მეხსიერების მოშლაც. მარიხუანას და ჰაშიშის კვამლში უფრო მეტი კანცეროგენული ნივთიერებაა, ვიდრე თამბაქოს კვამლში. მარიხუანას შემცველ სიგარეტში ბევრია ტოქსიკური დანამატი, რომლებსაც შეუძლია ბრონქოსპაზმისა და ფილტვების ტოქსიკური შეშუპების გამოწვევა. მარიხუანას, ჰაშიშისა და კანაფის სხვა პრეპარატების ხანგრძლივად მომხმარებელ მოზარდებს უვითარდებათ იმუნური სისტემის, უჯრედების მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა. ამასთან, ორსულებში ფერხდება ნაყოფის განვითარება. ზოგიერთი მეცნიერი მარიხუანას ქრონიკულად მომხმარებელთა ფსიქიკურ მდგომარეობას განიხილავს როგორც ამოტივაციურ სინდრომს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნორმიდან შემდეგი გადახრები: ცხოვრების ინტერესის დაკარგვა, აპათია, პასიურობა, ურეაქციობა ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო, ენერგიის დაქვეითება და ადვილად დაღლა, პირქუშობა, ფეთხუმობა. მომხმარებლის აზრები მიპყრობილია მარიხუანასა და მისი მსგავსი ნივთიერებების შოვნისაკენ. ასეთ მოზარდებს აქვთ ცხოვრების ასოციალური წესი, გარბიან სახლიდან, არ დადიან სკოლაში, ხვდებიან პოლიციაში, იწყებენ სხვა, აკრძალული ნივთიერებების გამოყენებას. ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ მარიხუანა პირველი საფეხურია მძიმე ნარკომანიისკენ. მის რეგულარულ მოხმარებას გართულებები მოჰყვება და შესაძლოა ლეტალური შედეგითაც დასრულდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425597&name=28.10.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

28.10.2019

მედისაშუალება: ალია

"დედამ 11 წლის ბავშვს ჩაადენინა დანაშაული, გამოიყენა ბავშვი - შსს გამოძიებას არ ჩქარობს"

ცოტა ხნის წინ, ადვოკატმა, მარი საბიაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, 11 წლის ბავშვის მიმართ დედამ გამოიყენა ძალადობა, გამოიყენა დანაშაულის იარაღად, ჩაადენინა დანაშაული - მიუხედავად ამისა, გამოძიებას ქმედებითი ღონისძიებები გაუტარებია. მარი საბიაშვილი: "ბათუმში სიტუაცია არ მომწონს საგამოძიებო ორგანოში... ექსკლუზიურად ისეთ შოკისმომგვრელ ვიდეოს მივაწვდი ჟურნალისტებს, ჯერ კიდევ გელოდებით, თუმცა არ ვაპირებ უსასრულო ლოდინს !!! შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა გამოიბერტყეთ ყურები და დააჩქარეთ გამოძიება, მითუმეტეს როცა არასრულწლოვანს ეხება !!! აუცილებლად ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება სოციალური სამსახურიც და აგეთ მერე ყველამ პასუხი.."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6425085&name=28.10.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​