From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.08.2019
Received On : 29.08.2019 08:41
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 29.08.2019

ტელევიზია

29.08.2019

არხი:  იმედი

გადაცემა: ქრონიკა 11:00

ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემები - ამ საკითხებზე გარდაბნის მოსახლეობა "ევროპული საქართველოს" ლიდერთან საუბრობს. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არსებული გამოწვევების დაძლევა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმით არის შესაძლებელი. დავით ბაქრაძე: "მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ჯანდაცვის მინისტრს, დაინტერესდეს ამ ოჯახის პრობლემით და დაეხმაროს ორ მცირეწლოვან ბავშვს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6301136

---

 

28.08.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა: დღის ამბები 22:00

ვინ არის ქალი, რომელმაც სამი წლის ბავშვი ქუჩაში დაჭრა-ცნობილია, რომ დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა, ასევე ქალი საეჭვო გარემოებებში სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6300867

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6300787

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6300719

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6300460

---

 

28.08.2019

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

ოთხი წლის დემეტრე ჭელიძეს დახმარება სჭირდება. მას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. ამჟამად დემეტრე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, რაც ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე სრული თანხის მხოლოდ 40%-ია გადახდილი, ამიტომ ოჯახს დახმარება სჭირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6300006

---

 

27.08.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ბინების მიღების მიზნით განაცხადების შევსება, მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან შეეძლებათ. საუბარია ზუგდიდში მაცხოვრებლებსა და ვეტერანებზე. საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის დეტალებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6299190

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6299218

---

 

27.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 15:00

30 ივლისს თბილისში სანაპიროზე მოტოციკლით მოხადარი ავარიის შედეგ მძიმედ დაშავებულ ირაკლი ძამუკაშვილს დახმარება სჭირდება, მას ფერის ამპუტაცია დასჭირდა. მრავლობითი მოტეხილობები და მწვავე სეფსისით ის ამდრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. მკურნალობისთვის 50 000 დოლარზე მეტია საჭირო.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6298327

---

 

 

 

 ინტერნეტი

29.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/561602-davit-bakraze-mtavrobam-6-tveshi-735-mln-lari-daxarja-premiebsa-da-danamatebze-regionebshi-ki-xalxs-ekonomikuri-da-socialuri-problemebi-acuxebs

დავით ბაქრაძე - მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა პრემიებსა და დანამატებზე, რეგიონებში კი, ხალხს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებს

მთავრობამ მხოლოდ 6 თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, რეგიონებში კი, ხალხს ეკონომიკური სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძე გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობა დაინტერესდეს გაჭირვებული მოქალაქეების ბედით და მათ გვერდით დაუდგეს. „ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს გარდაბნის მოსახლეობას, მათ შორის არის ტრადიციული, წყლის პრობლემა, რომელიც არ გვარდება ამ რაიონში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველების თემა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო არ ეხმარება. დღეს ვიყავით კონკრეტულ ოჯახში, სადაც ოჯახის უფროსი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ასევე ოჯახში არის ორი ბავშვი, რომლებსაც პატარაობიდანვე აქვთ სმენის პრობლემა და სახელმწიფო უარს ეუბნება ამ ბავშვებს დახმარებასა და სმენის აპარატების შეძენაზე. ეს ის მთავრობაა, რომელმაც წელს ექვს თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებზე და დანამატებზე, ამიტომ მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ჯანდაცვის მინისტრს და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში. მინდა მინისტრს მოვუწოდო, დაინტერესდეს ამ ოჯახის პრობლემით და დაეხმაროს ორ მცირეწლოვან ბავშვს. ამ ბავშვებს სჭირდებათ სმენის აპარატი და ამ ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა, აუცილებელია, რომ მთავრობა, რომელიც 735 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარ პრემიებზე, დაინტერესდეს მისი გაჭირვებული მოქალაქეების ბედით და გვერდში დაუდგეს მათ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

---

 

28.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1566997982-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებზე?

ქალბატონს, რომელმაც პეკინის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი დანით დაჭრა, წინასწარი ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა. სპეციალისტთა ნაწილი ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების ზრდაზე საუბრობს, თუმცა ზუსტი სურათი უცნობია. „პრაიმტაიმი“ ფსიქიატრ ეკა ჭყონიას ესაუბრა. „სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს დაფინანსება ბოლო ორ წელიწადში გაიზარდა, მაგრამ მაინც მინიმალურია. მხოლოდ 24 მილიონი ლარია გამოყოფილი მთლიანად ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემაზე. ეს თანხა კი ძირითადად გათვლილია ყველაზე მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე. პრაქტიკულად არ არსებობს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრია“, - ამბობს ეკა ჭყონია. მისივე თქმით ფინანსების გარდა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა. „ბოლო ორი წელია ვცდილობთ, განვავითაროთ ამბულატორიული ქსელი. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნება, შესაძლებლობა ჰქონდეს უბნის, ან რაიონის მიხედვით მივიდეს და კონსულტაცია მაინც გაიაროს უფასოდ. თუმცა აქაც ადამიანური რესურსი არის ძალიან შეზღუდული. ასეთ დაწესებულებაში შესაბამისი რაოდენობის და მომზადების კადრი უნდა იყოს“. ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყნაში არსებობს 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა, თუმცა ეკა ჭყონიას თქმით: „პროგრამებში ყველაფერი ძალიან ლამაზად არის გაწერილი, მაგრამ დიდი ნაწილი, რაც იქ წერია არ სრულდება. ამას სჭირდება, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსი. მაგალითად მოზარდთა ფსიქიატრია, რომელთანაც სუიციდები, ძალადობა, წამალმოხმარება არის დაკავშირებული, ვერ ვითარდება, რადგან შესაბამისი კადრები არ არის. ქვეყანას არ აქვს რესურსი სათანადოდ იყოს განვითარებული ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა. მძიმედ დაავადებულებისთვის გარკვეული სერვისები მეტ ნაკლებად ხელმისაწვდომია. ცუდი ხარისხია, თუ კარგი, ეს სხვა საკითხია, თუმცა ადამიანისთვის, რომელსაც აქვს მძიმე ფსიქოზური მდგომარეობა არსებობს საავადმყოფოები“, - ამბობს ეკა ჭყონია ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში პაციენტების დიდი ნაწილი, ან სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავს, ან პოლიციას, რადგან პაციენტთა უმრავლესობა არსებული სტიგმის გამო ექიმთან არ მიდის, ან უბრალოდ არ იცის ვის მიმართოს. „მე შეიძლება არ მაქვს დღეს დიაგნოზი დასმული, მაგრამ დამეწყო ფსიქიკური პრობლემები და შეიძლება განმივითარდეს დაავადება, ამას ხედავენ ჩემი ახლობლები, მაგრამ არსებობს შიში და სტიგმა. ვიდრე ძალიან მძიმე მდგომარეობამდე არ მივა ადამიანი, მანამდე შეიძლება არ მივიდეს ექიმთან“, - ამბობს სპეციალისტი, რომელიც დაფინანსების საკითხს მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს. „სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ფსიქიატრიას არ აფინანსებს. ფსიქიატრია არის ვერტიკალური პროგრამა, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი დაფინანსება. სახელმწიფო ფარავს მხოლოდ ყველაზე მძიმე დიაგნოზებს. ამ დაავადებებს არც კერძო სადაზღვეო კომპანიები არ აფინანსებენ“, - ამბობს ეკა ჭყონია. რამდენად მასშტაბურია ფსიქიკური დაავადებების მაჩვენებელი ქვეყანაში, უცნობია. კვლევა, რომელმაც ამ კითხვას შეიძლება გასცეს პასუხი არასდროს ჩატარებულა. ცნობილია, რომ მსგავსი კვლევის ჩატარებას ახლა ფრანგი სპეციალისტები აპირებენ, რომლებიც ჩართულნი არიან ფსიქიკური ჯანდაცვის 2020-2025 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

---

 

28.08.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/213145-mezoblebis-ganckhadebith-3-tslis-bavshvis-datcrashi-braldebul-qals-garkveuli-fsiqikuri-problemebi-aqvs-da-ramdenjerme-fsiqiatriul-klinikashic-itsva.html?lang=ka-GE

მეზობლების განცხადებით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა

3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მეზობლების განცხადებით, დაკავებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს და რამდენჯერმე ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იწვა. როგორც რამდენიმე მეზობელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსს" განუცხადა, ქალს "მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა არ მკურნალობდა". "ჯიუტი იყო მკურნალობის მხრივ. სჭირდებოდა მკურნალობა, მაგრამ არ მკურნალობდა. ვიზუალურად არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, უბრალოდ, მე ვიცნობდი ბავშვობიდან და ვიცოდი მისი მდგომარეობა. რამდენჯერმე იწვა ფსიქიატრიულში და მალევე გამოდიოდა," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა მეზობელმა ლია მიქაძემ. კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული პროფესიით მხატვარია. "დაკავებული მხატვარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფსიქიკურ პრობლემებს ამჩნევდნენ, თუმცა, სერიოზული არაფერი შეუმჩნევიათ. ის არის ჩემი მეგობარი. არის უაღრესად განათლებული. ძალიან ვწუხვართ ბავშვისა და მისი ოჯახის გამო. ის არისტოკრატული ოჯახის შვილია. მე მას მთელი ცხოვრება ვიცნობ. არის არაჩვეულებრივი ადამიანი. 2 დღით ადრე ვნახე, ვისხედით, ყავას ვსვამდით, აბსოლუტურად ნორმალურად იყო, მაჩვენა თავის ნახატები. რა მოხდა, რამ აიძულა, რამ გააკეთებინა, ვერ გეტყვით", - განუცხადა "პალიტრანიუსს" კიდევ ერთმა მეზობელმა ციური ჯიქიძემ.

---

 

28.08.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1566979569-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%A1

ციხის ნაცვლად მკურნალობა - „მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება“

პეკინის გამზირზე, გუშინ მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით დღეს დილიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი პოლიციამ გამთენიისას დააკავა, დაზარალებულ ბავშვს კი ოპერაცია ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. მას საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა ის ციხის ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნონ, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით, ქალს მწვავე ფსიქიკური პრობლემები აქვს. იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს: „თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რომ ქმედების ჩადენის დროს ეს ქალი იყო შეურაცხადი, სასჯელი არ დაინიშნება და დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ ჩატარდება ექსპერტიზა და თუკი დადგინდება რომ მკურნალობას აღარ საჭიროებს მაშინ უკვე გათავისუფლდება. დანაშაულად არ ითვლება თუ კი შეურაცხადია, რადგან ის ვერ ხელმძღვანელობს თავის ქცევას“. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ამბობს, რომ დახმარებას საჭიროებს, როგორც თავდასხმის მცირეწლოვანი მსხვერპლი, ასევე მოძალადე. „ამ საქციელს არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ახსნა უნდა ყველაფერს - ამას ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ გააკეთებს, ფაქტია. მას აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება. სამწუხაროდ, სახელმწიფოში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სერვისები, რომლებიც ამ კატეგორიის ადამიანებს და მათ ოჯახებს თავის დროზე დაეხმარებოდა. ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი პრობლემები, თუ ის გადის შესაბამის მკურნალობას, ამნაირ რაღაცას არ გააკეთებს, რაც არ უნდა მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს მას. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ბავშვობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემით, შეიძლება მას ჰქონდეს ჰალუცინაციები და ესმოდეს ხმები. ეს დარღვევები მრავალფეროვანია, რომელიც უბრძანებს, მას რომ „ეს გააკეთე“. რაც შეეხება ბავშვს და ასევე მის მცირეწლოვან დას, წარმომიდგენია მშობლები რა მდგომარეობაში არიან. მშობლები იმ მომენტში ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ეს არის უმძიმესი სტრესული მდგომარეობა, როდესაც გონება ითიშება და ინსტიქტებით მოქმედებს ადამიანი. იქ რას გააკეთებ იმ მომენტში შეიძლება საერთოდ ვერ გაიაზრო და ისეთი რამე გააკეთო, რაც შენთვისაც დამაზიანებელი იყოს. ამიტომ საზოგადოების მხრიდან საუბრები იმაზე, რომ მშობლებმა და გამვლელებმა არაადეკვატურად იმოქმედეს, ნამდვილად არასწორია. ბავშვებს, ხო სჭირდებათ დახმარება და მშობლებსაც უნდათ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დახმარება. იმიტომ რომ, შესაძლებელია მშობლებს გაუჩნდეთ ახლა ის შეგრძნება, რომ როგორ ვერ დავეხმარეთ, როგორ ვერ გადავარჩინეთ? გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანების და ზოგადად გარეთ გასვლის შიში, ამიტომ მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ფსიქოლოგი.

---

 

28.08.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/gotsiridze-phsiqikuri-problemis-mqone-uamravi-adamiani-bedis-anabaraa-mitovebuli/

გოცირიძე: ფსიქიკური პრობლემის მქონე უამრავი ადამიანი ბედის ანაბარაა მიტოვებული

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თბილისში, პეკინის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ეხმაურება და დასძენს, რომ საქართველოში ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა. “ყოველთვიურად მეორდება ერთი და იგივე რამ-ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი ან სხვას კლავს, ან თავს იკლავს, ან ვინმეს ზიანს აყენებს. გუშინ ბავშვს დაარტყეს ქუჩაში დანა. უამრავი, მკურნალობას მოკლებული, მძიმე ფსიქიკური პრობლემის მქონი ადამიანი არის მიტოვებული ბედის ანაბარა. ორიოდე დღით მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას ესა თუ ის ინციდენტი და მერე ყველაფერი ძველებურად რჩება. ყოველი წლის ბიუჯეტის მიღებისას გავყვირით, რომ მიხედონ ამ სფეროს. მაინც არაფერს აკეთებს ხელისუფლება. რაში არ ფლანგავენ ფულს, ფსიქიატრიისათვის კი არაფერი ემეტებათ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველაზე დაუცველები არიან და ყველაზე ნაკლებად შესწევთ საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი. კატასტროფული მდგომარეობაა ფსიქიატრიის სფეროს დაფინანსების კუთხით. მხოლოდ 24 მილიონი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ეს 7,4 მილიონი ევროა, რომელიც ერთი კლინიკის ხარჯია ევროპის ქვეყანაში. ფსიქიატრიის დაფინანსების მხრივ, საქართველო ყველაზე ბოლო ადგილზეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებითაც კი. ”მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება”, არ არის სწორი არგუმენტი. იმ ინტესივობით, რაც ჩვენთან, ოთხ მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ხდება, არსად სხვაგან არ აღინიშნება. მალე მომავალი წლის ბიუჯეტს წარმოადგენს მთავრობა და ეჭვიც არ მეპარება, არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ. პირიქით, ლარის გაუფასურების გამო უარესიც იქნება. როცა ჩინოვნიკების სარესტორნო ხარჯები არის პრიორიტეტული, როცა ყოველწლიურად იზრდება ბიუროკრატიული შტატები უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყებაში( მათ შორის პარლამენტში), სასიკეთოს არაფერს უნდა ველოდოთ”,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული თ.ს. დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში პეკინის გამზირზე, 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს, ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული მცირეწლოვანი სტაციონარში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=213105-%E1%83%A4%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11351

რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს, რომლებსაც აცრები არასრულად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში აცრიან. მოზარდების იმუნიზაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფები იზრუნებენ, სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით, მოზარდებს ვაქცინაციას სკოლაშივე ჩაუტარებენ. „მოხდება იმ კონტიგენტის შესწავლა, რომელიც სექტემბერში სკოლაში წავა, როგორი იმუნური სტატუსის არის. თუ ერთად თავი მოიყარა დიდი ოდენობით ისეთმა ბავშვმა, რომლებსაც არასრული იმუნური სტატუსი აქვს იმის გამო, რომ ან ერთხელ არის აცრილი, ან არასდროს არ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს და უფრო რელევანტური იყოს ადგილზე ბრიგადის მისვლა“, – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა დარახველიძე.

---

 

28.08.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1566991889-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98

დე, რა მაგარი ბიჭი ვიყავი ავადმყოფობამდე - ბიჭი ფოტოზე იმ დროს იხსენებდა, როცა კარგად იყო

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 12 წლის მ.ხ-ს მსუბუქი ამნეზია დაემართა. მანამდე სიცოცხლით სავსე ბავშვმა ერთ დღესაც სახლს ვეღარ მოაგნო. მერე სიტყვები ავიწყდებოდა. ბოლოს წინადადებებს ვეღარ გამოთქვამდა. თავადაც ხვდებოდა, რომ პრობლემები ჰქონდა და სანამ გონებას დაკარგავდა, დედას თავისი ბავშვობის ფოტო სთხოვა - „დე, რა მაგარი ბიჭი ვიყავი ავადმყოფობამდეო“ - დანანებით უთქვამს. მაშინ უკვე ეტლით გადაადგილდებოდა“ – უყვება „პრაიმტაიმს“ სოციალური მუშაკი. მრავალთვიანი გამოკვლევების მიუხედავად, ბავშვის ზუსტი დიაგნოზი ჯერაც უცნობია. ბიჭის ბოლო სურვილი, რომელიც მან ვერბალურად გამოთქვა ახალი ფეხსაცმელი იყო. მას შემდეგ დედისთვის აღარაფერი უთქვამს. ახლა, 15 წლისაა და ის სამი წელია კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ბავშვის ოჯახს მატერიალურად უჭირს. მარტოხელა დედას სულ 4 ბიჭი ჰყავს. მ.ხ-ს თავისზე დიდი ორი და კიდევ პატარა ძმა ჰყავს. უფროსმა ძმებმა სწავლაზე უარი თქვეს და ოჯახის დასახმარებლად სამუშაოს ძებნა დაიწყეს. მამამ კი ბავშვი სულ ორჯერ ნახა... სანამ დედის მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ისინი ეხმარებოდნენ, მაგრამ ბებია დაეღუპა, მერე პაპა საავადმყოფოში მოხვდა. დედა კი უკვე 3 წელია შვილთან ერთად რეანიმაციაში ცხოვრობს. ახლა ოჯახის ძირითადი შემოსავალი ბავშვის პენსია და სოციალური დახმარებაა. ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ნაწილს უფინანსებს, უფასოდაც მკურნალობენ, მაგრამ ოჯახს ძირითადად ჰიგიენური საშუალებები სჭირდება, რაც საკმაოდ ძვირია მათი მდგომარეობისთვის. „ბავშვის დედა მის გონზე მოსვლას ნატრობს. უნდა კიდევ ერთხელ ისეთივე აქტიური, ლაღი და ბედნიერი ნახოს, სანამ გაურკვეველი დაავადება პატარა ბიჭს საწოლს მიაჯაჭვებდა“ - ყველა საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ბავშვის ოჯახს დახმარებას უწევს. ამჟამად, ის ვერც ხედავს, არც ესმის, ვერც ცნობს და დამოუკიდებლად ვეღარც კი სუნთქავს. ახლა, ჯერი სასწაულსა და კეთილი ადამიანების დახმარებაზეა. ბავშვს სხვა არჩევანი უბრალოდ არ დარჩენია... თუ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ პატარა ბიჭის ოჯახს ამ მძიმე მდგომარეობაში, გთხოვთ მოგვწეროთ სოციალურ ქსელში. „პრაიმტაიმი“ უზრუნველყოფს ბავშვის ოჯახთან დაკავშირებას.

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/254926

ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს აქვს ორი სიახლე: პირველია, რომ იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესი, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ, მეორეა კი ის, რომ ზუგდიდში უახლოეს პერიოდში 300 ბინა გადანაწილდება. გიორგაძის განცხადებით, ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან 60 თბილისში, 60 ქუთაისში და 60 ზუგდიდში მდებარეობს. „უახლოეს პერიოდში თბილისში 800-ზე მეტი ბინა განაწილდება, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ქუთაისსა და ზუგდიდში, 1000-მდე მშენებარე ბინაა ზუგდიდში, ხოლო ქუთაისში - 800 ბინამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ათასობით ოჯახი განსახლდა, კვლავ რჩებიან ვეტერნები, რომელთაც არ აქვთ განსახლება მიღებული. ამ პროცესის დაჩქარების მიზნით პრემიერ-მინისტრმა დააანონსა ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ იმ დევნილი ვეტერანი ოჯახებისთვის, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოსთვის, განაწილების ყოველ ეტაპზე ბინების ცალკე რაოდენობა იქნება და ისინი ბინებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამ ეტაპზე 180 ბინაა, რომელიც გადაეცემათ თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მეორე სიახლეა, რომ უახლოეს მომავალში შეგვეძლება, გავანაწილოთ 300 ბინა ზუგდიდში, სადაც 360 ბინა დასრულების ეტაპზეა. ვინაიდან ცალკე კვოტა გვაქვს ვეტერნებისთვის, ანუ 60 ბინა, 300 ბინა კონკურსის წესით, ქულების გათვალისწინებით გადანაწილდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. პარალელურად, დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ“, - განაცხადა გიორგაძემ. მანვე ისაუბრა განაცხადების შევსების განხილვისა და ბინების გადაცემის პროცედურის შესახებაც. „პირველ რიგში ივსება აპლიკაციები, შემდეგ ხდება მათი შეფასება, განხორციელდება მონიტორინგი, შემდეგ კომისიური წესით (სადაც ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის ოფისი და ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ხდება ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნდება ყველა ის ოჯახი, ვინც კონკრეტულ ეტაპზე მიიღებს ბინებს. თბილისში ვვარაუდობთ, რომ სექტემბრის ბოლომდე უკვე შევძლებთ, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ. ზუგდიდში კი ჯერ აპლიკაციების მიღების პროცესია და ის ოჯახები, რომელთაც უკვე შევსებული აქვთ აპლიკაცია, თავიდან არ საჭიროებენ შევსებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეცვლებათ რაიმე გარემოება და შესაბამისი განცხადებით გვიფიქსირებენ ამ გარემოების ცვლილებას. სხვადასხვა კორპუსია, სხვადასხვა კომპანია აშენებს და შესაბამისად, ჩაბარების თარიღიც სხვადასხვაა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ოდიშინიუს.ჯი- https://odishinews.ge/2019/08/27/zugdidshi-akhalashenebul-korpusebshi-binis-mighebis-mothkhovnith-devnili-ojakhebis-ganatskhadebis-shevseba-itsqheba/

ლაივპრეს.ჯი- https://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/30276-zugdidshi-devnilebisthvis-binebis-gasacemad-ganackhadebis-shevseba-itsyeba.html

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/15559-othkhi-thve-ukhelfasod-samtrediashi-avtobanze-dasaqmebul-mushebs-anazghaurebas-isev-ar-adzleven

ოთხი თვე უხელფასოდ - სამტრედიაში ავტობანზე დასაქმებულ მუშებს ანაზღაურებას ისევ არ აძლევენ

ერთ თვეზე მეტია თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის სამუშაოებზე (სამტრედიის მონაკვეთზე) დასაქმებული მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით გაფიცულები არიან. მათი თქმით, დამსაქმებელი ატყუებთ და გასამრჯელოს არ აძლევთ. გაფიცული მუშები ახალციხიდან არიან. "დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და არ დადგა ეს დღე. ისევ გვატყუებენ", - ამბობს ერთ-ერთი მუშა, ედო გოფეროვი. დასაქმებულების თქმით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება ოთხი თვეა არ აუღია. ავტობანზე, ბათუმი-თბილისის დამაკავშირებელი გზის სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. ქუთაისიპოსტთან საუბარში კომპანიაში განმარტავდნენ, რომ ხელფასების დროულად გაცემა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხდა.სამუშაოების მწარმოებელი, ასევე, ამბობდა, რომ მუშების წინაშე არსებულ დავალიანებას აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გაისტუმრებდა. კომპანიის დირექტორი დღეს ჩვენ ზარებს არ პასუხობს.

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება: http://sknews.ge/index.php?newsid=24005

ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება

ნინოწმინდაში, ჰოსეფიანის ქუჩაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც დეკემბრის თვემდე უნდა დასრულდეს.რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამოყვანილია კედლები. ჯანდაცვის სამინისტრო სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში საწრაფო დახმარების შენობებსა და ამბულატორიების მშენებლობა–რეაბილიტაციას გეგმავს, ჯამში სახელმწიფო ბიოუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ახალციხისა და ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა. მიმდინარეობს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების მშენებლობა –რეაბილიტაცია. 2019–2020 წლებში საქართველოს მასშტაბით, სულ 360 სამედიცინო ობიექტი უნდა აშენდეს და გარემონტდეს.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

29.08.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

ქრონიკულად დაავადებულთა საყურადღებოდ!

როგორც „კომერსანტს“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, უახლეს მომავალში იზრდება იმ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო დასახელების მედიკამეტების რაოდენობა, რომლებიც სიმბოლურ ფასად გაიყიდება: „თვისობრივად უნდა შევცვალოთ ქრონიკული დაავადებების რაოდენობა , რადგან 35 ძალიან ცოტაა და აუცილებლად უნდა გავზარდოთ. დღესდღეობით, ქრონიკული ავადმყოფები ყოველწლიურად წამლებში ხარჯავენ 726 მლნ. ლარს. თანაც, მედიკამენტები ყოველთვიურად ძვირდება, ყოველ შემთხვევაში უფრო სწრაფად ვიდრე ინფლაცია, ამიტომ ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. 100-მდე მაინც უნდა გაიზრდოს იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, შშმ პირები, ვეტერანები, პენსიონერები და სხვა ჯგუფები, სიმობლურ ფასად შეიძენენ. დანარჩენი მოსახლეობა კი ნახევარ ფასად მაინც. ამ ინიციატივის შესახებ მთავრობამ თავის დროზე გააჟღერა, თუმცა ახლა უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პროექტის განსახორციელებლად. საშემოდგომო საპარლამენტო სესიაზე უკვე ეს საკითხი დღის წესრგიში დადგება და ძალიან მალე ამოქმედდება“. შეგახსნებთ, დღეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად იყიდება და აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში მიიღო. პროგრამა - „35 მედიკამენტი 1 ლარად“ - განკუთვნილია გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6301048&name=28.08.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.08.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

„მას აქვს ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება“ - ციხის ნაცვლად მკურნალობა

პეკინის გამზირზე, გუშინ მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით დღეს დილიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი პოლიციამ გამთენიისას დააკავა, დაზარალებულ ბავშვს კი ოპერაცია ჩაუტარდა და თავს კარგად გრძნობს. მას საავადმყოფოდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა შესაძლოა ის ციხის ნაცვლად სამკურნალო დაწესებულებაში გაგზავნონ, ვინაიდან წინასწარი ინფორმაციით, ქალს მწვავე ფსიქიკური პრობლემები აქვს. იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს: „თუ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რომ ქმედების ჩადენის დროს ეს ქალი იყო შეურაცხადი, სასჯელი არ დაინიშნება და დაენიშნება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ ჩატარდება ექსპერტიზა და თუკი დადგინდება რომ მკურნალობას აღარ საჭიროებს მაშინ უკვე გათავისუფლდება. დანაშაულად არ ითვლება თუ კი შეურაცხადია, რადგან ის ვერ ხელმძღვანელობს თავის ქცევას". „პრაიმტაიმთან" საუბრისას ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ამბობს, რომ დახმარებას საჭიროებს, როგორც თავდასხმის მცირეწლოვანი მსხვერპლი, ასევე მოძალადე. „ამ საქციელს არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ახსნა უნდა ყველაფერს - ამას ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ვერ გააკეთებს, ფაქტია. მას აქვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები და სჭირდება დახმარება. სამწუხაროდ, სახელმწიფოში ჩვენ არ გვაქვს ისეთი სერვისები, რომლებიც ამ კატეგორიის ადამიანებს და მათ ოჯახებს თავის დროზე დაეხმარებოდა. ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი პრობლემები, თუ ის გადის შესაბამის მკურნალობას, ამნაირ რაღაცას არ გააკეთებს, რაც არ უნდა მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდეს მას. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს ბავშვობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემით, შეიძლება მას ჰქონდეს ჰალუცინაციები და ესმოდეს ხმები. ეს დარღვევები მრავალფეროვანია, რომელიც უბრძანებს, მას რომ „ეს გააკეთე". რაც შეეხება ბავშვს და ასევე მის მცირეწლოვან დას, წარმომიდგენია მშობლები რა მდგომარეობაში არიან. მშობლები იმ მომენტში ვერ მიხვდნენ რა მოხდა. ეს არის უმძიმესი სტრესული მდგომარეობა, როდესაც გონება ითიშება და ინსტიქტებით მოქმედებს ადამიანი. იქ რას გააკეთებ იმ მომენტში შეიძლება საერთოდ ვერ გაიაზრო და ისეთი რამე გააკეთო, რაც შენთვისაც დამაზიანებელი იყოს. ამიტომ საზოგადოების მხრიდან საუბრები იმაზე, რომ მშობლებმა და გამვლელებმა არაადეკვატურად იმოქმედეს, ნამდვილად არასწორია. ბავშვებს, ხო სჭირდებათ დახმარება და მშობლებსაც უნდათ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური დახმარება. იმიტომ რომ, შესაძლებელია მშობლებს გაუჩნდეთ ახლა ის შეგრძნება, რომ როგორ ვერ დავეხმარეთ, როგორ ვერ გადავარჩინეთ? გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ ადამიანების და ზოგადად გარეთ გასვლის შიში, ამიტომ მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარება", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ფსიქოლოგი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6300949&name=29.08.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.08.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

“უბნის ბავშვებს იჭერდა და თავში ურტყამდა” - რას მოუყვნენ "რეზონანსს" ქალზე, რომელმაც 3 წლის ბავშვი დაჭრა

მთელი ქალაქი შეძრა 27 აგვისტოს გავცერებულმა კადრებმა, სადაც 50 წლამდე ქალი 3 წლის ბავშს სახის არეში პეკინის გამზირზე ცივი იარაღით ჭრილობებს აყენებს. ხოლო შემთხვევის ადგილს მშვიდად ტოვებს და მის დაკავებას გამვლელები არ ცდილობენ. ქალმა 3 წლის ბიჭის დაჭრის შემდეგ, მისი დის ტყუპის ცალის დაზიანებაც სცადა, თუმცა, მას წინააღმდეგობა მამამ გაუწია. ქალი დანით დაზიანების მიყენებას ბავშვების მამისთვისაც შეეცადა. ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი პოლიციამ დილით დააკავა. მისი ამოცნობა ახლობლებმა და მოქალაქეებმა შეძლეს, რომლებიც ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური აშლილობა აქვს და ის სამედიცინო ადწესებულებიდან არის გამოქცეული. ის საბურთალოს რაიონში, სავარაუდოდ, ყაზბეგის და ვაჟა ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. ვაჟას ძეგლთან მცხოვრები მოსახლეობა „რეზონანსთან" ყვება, რომ კადრების გავრცელებისთანავე ის ამოიცნეს და ბავშვების მიმართ ძალადობაში შემჩნეული არაერთხელ ყოფილა. მათივე ინფორმაციით, ქალი მოწყალებას ქაშუეთის ეკლესიის წინაც ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „რეზონანსი" იმ ადამაინებს გაესაუბრა, ვისაც ვაჟას მიმდებარედ ქალი არაერთხელ უნახავს. ერთ-ერთი მოქალაქე, ანა გოგია გვიყვება, რომ მან ქალი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან იცნო. მისი თქმით, ქალთან შეხება მასაც ჰქონია. ის ვაჟას ძეგლთან ხშირად შეუნიშნავს და ქალმა მასთან კომუნიკაციაც სცადა. გოგონა ამბობს, რომ დაკავებული ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და არაადეკვატური ქცევები აქვს. „ერთხელ ავტომობილით ვიყავი გაჩერებილი, მოვიდა და მითხრა ვინ ვიყავი და სად ვცხოვრობდი. თავიდან ვერ მივხვდი, რომ ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შემდეგ ავტომობილში ჯდებოდა და ამბობდა, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა და თავს უნდა ვუშველოთ. ქართულად საუბრობდა, თუმცა მისი ეროვნება არ ვიცი. საკმაოდ გამართულად ლაპარაკობდა, აქცენტი არ ჰქონია. მერე მივხვდი, რომ ცუდად იყო. ადრე ქაშუეთთანაც შემიმჩნევია, ხან კარგად ეცვა და ხანაც ამინდთან შეუფერებლად. ბავშვების მიმართ ძალადობაში ადრეც შეუმჩნევიათ. უბნის ბავშვებს დაიჭერდა და თავში ურტყამდა. არ ვიცი ვინ ჰყავს, როგორც მერე თქვეს ფსიქიატრიულიდანაც გამოქცეულა",-აცხადებს გოგია „რეზონანსთან". რაც შეეხება 3 წლის დაჭრილ ბიჭს, ჭრილობები სახის არეში აქვს მიყენებული. მას გუშინვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო. პირველადი დახმარება მცირეწლოვანს მიმდებარე აფთიაქში გაუწიეს. ბავშვს კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ჟვანიას კლინიკის ყბა-სახის ქირურგი ნათია ვასაძე „რეზოანნსთან" აცხადებს, რომ ამ დროისთვის მცირეწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმი ამბობს, რომ 3 წლის ბიჭი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღრმა ნაკვეთი ჭრილობებით მიიყვანა. მას ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის არეში აქვს მიყენებული. მისივე თქმით, დაზიანება მხოლოდ რბილ ქსოვილზე იყო და ძვლოვანი ქსოვილი დაზიანებული არ არის. მცირეწლოვნისთვის დამატებითი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აღარ იგეგმება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6300920&name=29.08.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

9 ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა

რისკების შეუფასებლობა, სი მაღლიდან ვარდნის საწინააღმდე გო ინდივიდუალური დაცვის სა შუალებების უგულებელყოფა, არას ტანდარტული და კუსტარული ხა რაჩოები _ ეს იმ დარღვევების მცი რე ჩამონათვალია, რომლებიც სამ შენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ გან ხორციელებული ინსპექტირების შე დეგად გამოვლინდა. შედეგად, 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათ ვლით შემოწმებულ 29 ობიექტი დან სამუშაო პროცესი 9ს შეუ ჩერდა.    29ვე ობიექტზე გამოყენე ბულ იქნა ადმინისტრაციული სახ დელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7დან 14 დღემდე ვადა, ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხო ლო 14 ობიექტის მიმართ ადმინის ტრაციული         სახდელის სახით გა მოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310.000 ლარის ოდენობით. 1216 აგვისტოს შემოწმებუ ლი კომპანიების ჩამონათვალი: 1. შპს ,,ჯითი გრუპი ნუცუბი ძე~; 2. შპს ,,კარკასი~; 3. შპს ,,პიენო~; 4. შპს ,,ანრი 2016~; 5. შპს ,,ანი~; 6. შპს ,,ლიდერ გრუპი~; 7. შპს ,,ჰილს დეველოპმენტი~; 8. შპს ,,რეგიალი~; 9. შპს ,,გაბ ჯორჯია~; 10. შპს ,,პეტ რა~; 11. შპს,, მაქრო ქონსტრაქშენ~; 12. შპს ,,ახალი სკოლა~; 13. შპს ,,კონსოლი~; 14. შპს ,,ლეველი~; 5. შპს ,,ცერერა~;16. შპს ,,კომპაქტ დე ველოპმენტი+~; 17. ამხანაგობა გერ გეთი 2019; 18. ამხანაგობა ამქარი; 19. ამხანაგობა ,,იმედი ჰაუსი~; 20. შპს ,,ეკო დეველოპმენტი~; 21. შპს ,,ალუ~; 22. შპს ,,ისანი~; 23. შპს ,,მ2 მთაწმინდაზე~; 24. შპს ,,მანუ~;           25.       შპს საიდ~; 26. შპს      ,,ნიუ ზონ~; 27. შპს ,,5მ ინშაათ~; 28. შპს ,,ნინო~; 29. შპს ,,ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ ნი~.    ერთობლივი ინსპექტი რების ფარგლებში, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 23 ივ ლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით, შემოწმდა 117 ობიექტი. ერთობლივ        მონიტორინგს ახორციელებენ საქართველოს ოკუ პირებული ტერიტორიებიდან დევ ნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის ტროს შრომის პირობების ინსპექ ტირების დეპარტამენტი, ეკონომი კისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სა აგენტო და თბილისის მუნიციპა ლიტეტის მერია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6299443&name=28.08.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​