From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-29.07.2019
Received On : 29.07.2019 09:29

 

 

მედიამონიტორინგი 29.07.2019

ტელევიზია

29.07.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

შრომის პირობების დარღვევის გამო 24 მშენებლობიდან 11-ზე სამუშაოები შეჩერდა. თითოეული ობიექტისთვის ჯარიმის ოდენობა კი 30 000 ლარით განისაზღვრა. ასეთია მონიტორინგის 4 დღიანი შედეგები, რომლის პრეზენტაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გასული კვირის ბოლოს გამართა. თემაზე სასაუბროდ გადაცემის ტუმარია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243723

---

 

29.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 12:00

უბედური შემთხვევა ბათუმში - ერთერთ მაღალსართულიან მშენებარე შენობაში, ლიფტი მოწყდა. დაშავებულია 6 ადამიანი. შემთხვევა აღამაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ორი დაშავებული მედიკოსებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. მათ სხეულის მოტეხილობები აღენიშნებათ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა და ორი თურქეთის. საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6244379

---

 

28.07.2019

არხი: I არხი

გადაცემა:   მოამბე 18:00

შეკვეთილში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშა გადმოვარდა. ერთ–ერთი მათგანი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. როგოც მშენებარე ობიექტის მენეჯერი აცხადებს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. 9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს "მაგნიკა" აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243333

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243260

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243226

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243148

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243112

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243038

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243010

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242977

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242922

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242888

---

 

28.07.2019

არხი:  ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 15:00

ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის უფასო ინტეგრირებული სკრინინგი ტარდება. ყველა მოქალაქეს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა შეუძლია. მოქალაქეებმა თან პირადობის მოწმობა უნდა იქონიონ. ჰეპატიტების მსოფლიო დღის კამპანია ამ მიმართულებით პოლიტიკის დახვეწასა და მკურნალობის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6243158

---

 

28.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   დილა უქმეებზე

ზაფხულის დადგომასთან ერთად თავს იჩენს ინფექციური დაავადებები. მუცლის ტკივილი, დიარია და ასე შემდეგ. ეს ის დაავადებებია რომელიც ზაფხულში ხშირად გვაწუხებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242839

---

 

27.07.2019

არხი:  იმედი - ქრონიკა 17:00

გადაცემა:  

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი კამპანია "შენც" დაიწყო. მიზანი მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაა, რადგან დაავადება უსიმპტომოა და აუცილებელია, თითეულმა მოქალაქემ სკრინინგი ჩაიტაროს, რათა ცე ჰეპატიტთან მიმართებით საკუთარი სტატუსი გაიგოს. ღონისძიებაზე პროგრამის 4 წლის შედეგებზე ისაუბრეს. ოფიციალური მონაცემებით, სკრინინგი მილიონ-ნახევარმა ადამიანმა ჩაიტარა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის აპრილიდან ხორციელდება. ახალი კამპანია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242702

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242695

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242374

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242367

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242300

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242291

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6242266

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241910

---

26.07.2019

არხი:  იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

ხლოვდება 28 ივლისი, რომელიც კალენდარზე მონიშნულია, როგორც მსოფლიო ჰეპატიტის დღე, რომელთან დაკავშირებითაც მსოფლიოში, არაერთი ღონისძიება ტარდება, ცნობიერების ამაღლების კუთხით, სხვადასხვა აქტივობა იგეგმება. წელს სლოგანი და მტავარი კონცეფციაა ვიპოლვოთ დაკარგული მილიონები, რომლის გარშემოც მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება. აუცილებელია დროული სკრინიგი და მკურნალობა, მით უმეტეს, რომ დღეს, ამის საშუალებას ჩვენი ქვეყანა და ის პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებოთ მოქმედებს, გვაძლევს. ხვალიდან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად იწყებს ახალ კამპანიას - შენ C

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6240312

---

 

26.07.2019

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   დღის მთავარი თემა 21:00

"შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში." - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა, სადაც შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე იმსჯელეს. შრომის ინსპექციის დეპარტამენტის, მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ერთობლივი მონიტორინგით 4 დღეში 11 სამშენებლო ობიექტს უფლება შეუწყდა, რომლებსაც 10 დღე მისცეს ვადა. დღესვე გაიმართა მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია, რომელიც ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე შეიქმნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241659

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241537

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241247

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241152

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6240994

---

 

26.07.2019

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:   კურიერი 21:00

სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები ვაშლიჯვარში მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ, საკუთარი ძალებით გაიყვანეს დენი, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ ელექტროენერგია და წყალი ჩაუჭრეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6241617

---

 

 

ინტერნეტი

29.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/558224-batumshi-mshenebare-korpusshi-liptis-shaxtashi-chavardnis-shedegad-4-adamiani-dashavda

ბათუმში, მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი - ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ექმიების ინფორმაციით, ოთხივე მათგანს ტრავმები ფეხის არეში აღენიშნებათ. შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ კორპუსში მოხდა

---

 

28.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98/30066627.html

მცდარი დიაგნოზის ფასი

---

 

28.07.2019

მედიასაშუალება:  http://www.newposts.ge/?l=G&id=211003-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%9D,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

ტრაგიკული შემთხვევა შეკვეთილში - მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა

შეკვეთილში, მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ჭიათურიდან იყო, მეორე დაშავებული კი მისი ახლობელი იყო. 9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს "მაგნიკა" აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. შსს-ს ინფორმაციით. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრაიმთაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1564263716-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/230316-shekvetilshi-sastumros-msheneblobidan-ori-adamiani-gadmovarda-romeltagan-erti-daighupa

---

 

27.07.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/558063-premieri-15-milionma-adamianma-chaitara-skriningi-c-hepatitze-54-000-mde-pacientma-carmatebit-daasrula-mkurnaloba-ar-gadavdot-da-qvelam-chavitarot-skriningi

პრემიერი - 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა - არ გადავდოთ და ყველამ ჩავიტაროთ სკრინინგი

იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ C-ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ სკირინინგი ჩაიტარონ. „28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს, 28 ივლისი არის დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში. მოგეხსენებათ, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის. მაგრამ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას აქვს ეროვნული პროექტის სტატუსი. ის დაიწყო 2015 წლიდან და მე ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში. შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი და ჩვენ დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამის ე.წ დეცენტრალიზაციის პროცესი, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი, რათა რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ესარგებლა ამ სერვისით. დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა“, - განაცხადა ბახტაძემ. მისი თქმით, ეს არის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც ამავე დროს თვალს ადევნებენ ჩვენი პარტნიორები - სხვა ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მსგავსი მტკივნეული გამოწვევა. „ეს სიტყვები, რომელიც თქვენ გითხარით, პირადად მაქვს მოსმენილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან, თუმცა იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც დაგეგმილია სამომავლოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს და 2020 წელს მოვახდინოთ C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს - მეგობრებო, არ გადავდოთ და ყველამ ჩავიტაროთ სკრინინგი. აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასთან და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროექტში. „მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც პირველი დღიდან ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის საამაყოა, რომ ხელისუფლების ყველა შტო აქტიურად მონაწილეობდა ამ ეროვნულ პროექტში. მინდა მადლობა გადავუხადო სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც პირველი დღიდან მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს. მადლობა დათო სერგეენკოს და მის გუნდს. ეს პროექტი მისი მინისტრობის პერიოდში დაიწყო და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკა ტიკარაძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად წარმატებით გააგრძელა ეს პროგრამა. ქართველი ხალხის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭრით შევძელით ჩვენ ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის რეალიზაცია. განსაკუთრებული მადლობა ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“, რომლის უშუალო მონაწილეობით ხორციელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროგრამის წარმატებული განხორციელების პროცესშია ჩართული. ეს არის საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატება“.- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბიემ.ჯი- https://www.bm.ge/ka/article/c-hepatitis-eliminaciis-programit-54-000-mde-pacientma-mkurnaloba-warmatebit-daasrula/37551

პრაიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1564219815-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-C-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%96%E1%83%94

პია.ჯი- https://pia.ge/post/274767-baxtaze-1-5-milionma-adamianma-caitara-skriningi-c-hepatitze-54-000-mde-pacientma-warmatebit-daasrula-mkurnaloba

კვირა.ჯი- http://kvira.ge/488163

ჯიეიჩენ.ჯი- http://ghn.ge/news/230280-mamuka-bakhtadze-c-hepatitis-eliminatsiis-programa-saerto-erovnuli-proekti-da-saerto-erovnuli-tsarmatebaa

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/premieri-15-milionma-adamianma-chaitara-skriningi-c-hepatitze-54-000-mde-pacientma-warmatebit-daasrula-mkurnaloba-ar-gadavdot-da-yvelam-chavitarot-skriningi

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/tse-hepatitis-eliminatsiis-programa-saerto-erovnuli-proeqti-da-saerto-erovnuli-tsarmatebaa-mamuka-bakhtadze-/61170

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=87672

---  

 

27.07.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/488204

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც C ჰეპატიტით ინფიცირებულია და ამის შესახებ არ იცის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, C ჰეპატიტის მკურნალობაში 58 ათასი ადამიანია ჩართული, მათგან 54 ათსს კი ვირუსი 98,06 %-ით გაუნულდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, თუმცა დღესდღეობით, მთავარ ბარიერს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობა წარმოადგენს. “ქვეყანაში არის ჯერ კიდევ ათასობით ადამიანი, ვინც ინფიცირებულია C ჰეპატიტის ვირუსით, არ იცის, რომ ინფიცირებულია. საჭიროა ამ ხალხის გამოვლენა და მკურნალობა. “დღევანდელი რიცხვით, გამოკვლეულია მილიონ ხუთასი ათასი მოზრდილი ადამიანი, გამოსაკვლევი დარჩენილია მილიონ სამასი ათასი, მკურნალობაში ჩართულია 58 ათასი ადამიანი, აქედან 54-მა დაამთავრა და ვირუსისი განულების პროცენტი არის 98,06 %, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. C ჰეპატიტი ბოლომდე განკურნებადი დაავადებაა, მთავარი ბარიერი კი დღეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ნაკლებობაა”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

---

 

27.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/558087-archil-talakvaze-c-hepatitis-eliminaciis-programit-sakartvelo-gaxda-globaluri-lideri-romelmac-msoplios-araert-kveqanashi-pacientebs-da-ekimebs-optimizmi-moutana

არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის პრეისტორიის, ასევე, მისი მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად იყო სკეფსისიც, თუმცა, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლებელი ამოცანების განხორციელება შეუძლია. არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „6 წლის წინ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან განიკურნა 54000 ადამიანი! ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ამ დიდი, შესრულებული სამუშაოს მონაწილე ვარ. ამ პროგრამით მკურნალობას გადიან ჩვენი ძმები და დები ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ და განკურნებულმა პაციენტმა, ეზეკი ინწკირველმა. პროგრამის 4 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა. ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მსოფლიო საერთო ამოცანის ირგვლივ - ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.

კვირა.ჯი- http://kvira.ge/488198

პია.ჯი- https://pia.ge/post/274789-arcil-talakvaze-c-hepatitis-eliminaciis-programit-saqartvelo-globaluri-lideri-gaxda

---

 

27.07.2019

მედიასაშუალება:  https://primetime.ge/news/1564224223-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90

ფოთში ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილი მაშინ დაიბადა, როდესაც ორსული ქალი ფოთიდან სენაკის სამშობიარო სახლში გადაყავდათ. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. შემოვიდა გამოძახება, რომ ორსულ ქალბატონს ასტკივდა მუცელი. ბრიგადა დროულად მივიდა და ადგილზე გაუწია მას პირველადი დახმარება. რის შემდეგ ქალბატონი მოათავსეს მანქანაში, რათა საავადმყოფოში გადაეყვანათ. მანქანის დაძვრიდან დაახლოებით 10 წუთში დაეწყო მას მშობიარობა. ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი და დაიბადა გოგონა, ოჯახისთვის მეორე შვილია . დედა და შვილი ჰოსპიტალიზირებულ იქნა სენაკის სამშობიარო სახლში,“- ამბობს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე. მისი თქმით, მას შედეგ რაც ფოთში სამშობიარო სახლი დაიხურა,მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება.

---

 

27.07.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/bolo-4-dgeshi-shromis-pirobebis-dargvevis-gamo-24-msheneblobidan-11-ze-samushaoebi-shecherda

ბოლო 4 დღეში, შრომის პირობების დარღვევის გამო 24 მშენებლობიდან 11-ზე სამუშაოები შეჩერდა

„ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო 11 მშენებლობა შეჩერდა“, - აცხადებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. მისი თქმით, ჯარიმა თითოეული ობიექტისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა. „უკვე მეოთხე დღეა ერთობლივი ინსპექტირება დავიწყეთ. 24 მშენებლობა შემოწმდა, რომელთაგან 11 მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და შეაჩერა. დანარჩენებზე გაიცა მითითებები და მათი გადამოწმება კვლავ მოხდება 10 დღის შემდეგ და თუ დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, დაჯარიმდებიან. ამ პროცესის მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია, რათა ჩვენ დავიცვათ დასაქმებული სამუშაო ადგილზე, - აცხადებს ბექა ფერაძე. ამასთან, ბექა ფერაძის თქმით, მიმდინარე წელს, შრომის ინსპექციამ 68 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და აქედან 50-მდე მათგანს შეუჩერდა სამუშაო პროცესი. 2019 წლის ივლისის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა დაიღუპა. უკანასკნელი შემთხვევა მოხდა 16 ივლისს, თბილისში. შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამო, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში 16 წლის მოზარდი მუშა ჩავარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

26.07

ნტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/557953-bolo-4-dgeshi-shemocmebuli-24-msheneblobidan-shromis-pirobebis-dargvevis-gamo-11-shecherda

---

 

26.07.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/tornike-abuladze-msheneblobebes-sami-uwyebis-shedegad-sheqmnili-specialuri-djgufi-sheamowmebs

მშენებლობებს სამი უწყებისგან შემდგარი ერთი სპეციალური ჯგუფი შეამოწმებს - დეველოპერები ბიუროკრატიულ პრობლემებზე საუბრობენ

„თუ აქამდე სამშენებლო ობიექტებს თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ცალ-ცალკე ამოწმებდნენ, რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მშენებლობებეს აღნიშნული უწყებების შედეგად შექმნილი სპეციალური ჯგუფი ამოწმებს,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კარგია, რადგან სამის ნაცვლად დეველოპერებს ერთი ჯგუფი ამოწმებს, მაგრამ პრობლემას ქმნის გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმი. კერძოდ, ჯგუფის მიერ გამოწერილი დასკვნა, ჯარიმა გასაჩივრების შემთხვევაში თითოეულ უწყებაში ცალ-ცალკე უნდა გასაჩივდეს, რაც საჯარო უწყებებში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს კიდევ უფრო ზრდის. სამი უწყების შედეგად შექმნილი სპეციალური ჯგუფი მშენებლობებს სამი მიმართულებით ამოწმებს: თბილისის მერია -ზოგადად მშენებლობის ზედამხედველობა. ამაში შედის, 2017 წლის 1-ლი ინვრიდან ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში არქიტექტორი ვალდებულია პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე გარკვეული სტანდარტების კარის ზომა . ასევე, აუცილებელია გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტრო — მუშების შრომის უსაფრთხოების კონტროლზე ეკონომიკის სამინისტრო — ამოწმებს ტექნიკურ ზედამხედველობას (მაგალითად, როგორ მუშაობს ამწეკრანი და ასე შემდეგ) „იდეურად მაკონტროლებლების გაერთიანება ცუდი არ არის, თუმცა, სისტემური უნდა იყოს. როცა გასაჩივრება გინდა, უნდა ასაჩივრებდე სამის ნაცვლად ერთ უწყებაში. ეს ხომ ერთი დოკუმენტია? აქ სერიოზულ ხარვეზთან გვაქვს საქმე,“— აღნიშნავს აბულაძე. „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებლი დირექტორის განცხადებით, თუ ეს ხარვეზი არ გამოსწორდა, დეველოპერებს ხარჯი საგრძნობლად გაეზრდებათ. თორნიკე აბულაძის პოზიციას იზიარება დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი გუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე. იდეა კარგია და აუცილებელია, რადგან მშენებლობებზე უსაფრთხოების დაცვა ნომერ პირველ ამოცანა უნდა იყოს მშენებლებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამშენებლო ობიექტებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება კარგია თუ ცუდი, ამას სამშენებლო სექტორი 5-6 თვის შემდეგ ნახავს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება 1 სამართლებრივი აქტი, რომელიც აღნიშნული გადაწყევტილების პირობებში ბიუროკრატიული ბარიერებს შეამცირებს. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ მიერ გამოწერილი დასკვნის გასაჩივრება ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდეს“-აღნიშნავს წაქაძე.

---

 

26.07.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/557974-samsheneblo-usaprtxoebis-temaze-mobiluri-aplikacia-msheneblobis-usaprtxoeba-sheikmna  

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა

სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე მობილური აპლიკაცია - „მშენებლობის უსაფრთხოება“ შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს" ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა, ახალი პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა. „ამ მობილურ აპლიკაციაში არის ინფორმაცია ყველა იმ ტექნიკური რეგლამენტის, რეგულაციების, უსაფრთხოების ნორმების შესახებ, რომლებიც სამშენებლო სექტორში დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა დაიცვას. მაქსიმალურად მარტივი ენითაა ახსნილი საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნები“, - აცხადებს თამარ ბარკალაია. მისივე თქმით, მობილური აპლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და GIZ PSD TVET-ის თანამშრომლობით შეიქმნა და ის სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (BG BAU) მობილური აპლიკაციის ქართულ ვერსიას წარმოადგენს.

---

 

26.07.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/487969

„ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა“ – 90 წლის ციალა ჭეიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 90 წლის ციალა ჭეიშვილმა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადება აწუხებს და დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევს. მას უჭირს გადაადგილება და თითქმის მთელი დღე წევს. „ჩამოხეული“ კედლები, საიდანაც ძველი გაყვანილობა ჩანს; სარემონტოდ გამზადებული მასალები, რომლებიც 6 წელია, რაც კარადის თავზე იმტვერება; საპირფარეშოს და სამზარეულოს კეთილმოწყობა ციალა ჭეიშვილის შვილმა იგორმა მოასწრო. ახლა შეუძლია მხოლოდ იამაყოს. მისაღებ ოთახში დგას ძველი მაგიდა, რომელზეც იგორის წამლები აწყვია. საწოლთან მდგარ ძველ სკამზე კი რამდენიმე წამალი დევს, დედისთვის, იმისთვის რომ ადვილად მისწვდეს მათ. აქ გეგონება რომ დრო გაჩერდა, უყურებენ საათს, მხოლოდ იმისთვის რომ არ დაავიწყდეთ წამლის მიღების დრო. 6 წლის წინ ციალა და იგორ ჭეიშვილების ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება იმ ლიანდაგზე გადავიდა, რომელზეც მატარებლები დიდი ხანია უკვე აღარ დადიან, და უკუნეთში გაჩერდა… აი, რას გვიყვება ქალბატონი ციალა: „ჩვენ ბედნიერად და უდარდელად ვცხოვრობდით. პენსიაზე რომ გავედი, ჩემი შვილი მუშაობდა. მე მარტომ გავზარდე, განათლება მივეცი, ფეხზე დავაყენე… მამამისმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც იგორი 5 წლის იყო. მაგრამ ჩემი ბიჭი ყოჩაღი გამოდგა. და აი, ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტის კეთება. მან თავად გაარემონტა სველი წერტილები, მოაპირკეთა აბანო და სამზარეულო. და დაიწყო შპალერის ჩამოხევა. დღისით სამსახურში დადიოდა, საღამოს კი სარემონტო სამუშაოებს განაგრძობდა… ერთ დილით კი ყველაფერი შეიცვალა! იგორი სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. კარის გასაღებად რომ მივედი, ჩემი ბიჭი უკვე ძიტს ეგდო, გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო და ყვირილი დავიწყე… მეზობლები მოცვივდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს, შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი შვილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა ამან ჩემ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც მქონდა პირველივე თვეებში იგორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, მაგრამ ამან არ უშველა. ის დღესაც ვერ გამოთქვამს სიტყვებს და გულზეც იმის შემდეგ პრობლემები აქვს. 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაუმეორდა ინსულტი, რამაც ორივეს მდგომარეობა დაგვიმძიმა. მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლი მოაწესრიგოს და შეძლებისდაგვარად მომიაროს. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ჩემი იგორი გონებას კარგავს და ვერც კი მცნობს ხოლმე». ჩვენ მას ვეკითხებოდით პრობლემებზე, სიხარულზე, ოცნებაზე, ის კი სულ ერთი და იმავეს გვპასუხობდა „ჩემი იგორი“! აქ რთული სათქმელია, რომ ვინ ვიზე ზრუნავს – 90 წლის დედა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წევს და შვილისთვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუ შვილი, რომელსაც არ შეუძლია კითხვა, ვერ გამოთქვამს სიტყვებს და მხოლოდ დედას ესმის მისი. – ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ? -თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, როგორ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, მე ხომ მხოლოდ პენსია მაქვს. 50 წელიწადი ვმუშაობდი, გავზარდე შვილი და სახელმწიფო მხოლოდ ინვალიდობისთვის 100 ლარს მაძლევს. კიდევ კაი რომ ჩვენი რაიონის გამგეობა ძვირადღირებულ წამლებს გვიფინანსებს იგორისთვის, ისიც ნაწილობრივ. ახლანდელი გამგებელი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ეს დახმარება გამოგვიყო. მისი წინამორბედები, ფულს ხომ მხოლოდ ჯიბეში იდებდნენ. 90 წლის განმავლობაში ციალა ჭეიშვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მთავარი სიმწარე ცხოვრება მოხუცებულობისთვის შემოუნახა. ამ ხვედრს ის ახლა ტკივილითა და სიმწრით იხსენებს და გვიყვება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის, მის შვილს ხომ მხარდაჭერა სჭირდება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

29.07.2019

მედიასაშუალება:    ახალი თაობა

ურეკში მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა 1 ადგილზე დაიღუპა

ურეკში, კაპროვანის დასახლებაში, მშენებარე სასტუმროდან 2 მუშა გადმოვარდა. 1 ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფოსამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. _სასწრაფოსამედიცინო დახმარების ბრიგადები მივიდნენ გამოძახებაზე, თუმცა 60 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო, მეორე მამაკაცს კი აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ტრავმული დაზიანება, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ იყო. ის ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადმოიყვანა, _ განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს~ ფოთის სასწრაფოსამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ. მომხდარ შემთხვევაზე შსსმ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სსკის 240ე მუხლის მე2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთოსამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6244443&name=29.07.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ყველამ ჩავიტაროთ სკრინინგი - პრემიერი C-ჰეპატიტზე

ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას აქვს ეროვნული პროექტის სტატუსი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა C-ჰეპატიტების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა მოქლაქეებს სკირინინგის ჩატარებისკენ მოუწოდა. მოგეხსენებათ, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის. მაგრამ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას აქვს ეროვნული პროექტის სტატუსი. ის დაიწყო 2015 წლიდან და მე ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში. შემდეგ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეფექტურობის ამაღლების მიზნით სხვა ნაბიჯებიც იყო გადასადგმელი და ჩვენ დავიწყეთ C ჰეპატიტის პროგრამის ე.წ დეცენტრალიზაციის პროცესი, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მომხდარიყო სკრინინგი, რათა რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ესარგებლა ამ სერვისით. დღეს C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებით მიმდინარეობს ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ სკრინინგის მოცულობა. დღეისათვის არსებული მონაცემებით, 1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე, 58 000-ზე მეტი პირი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში და 54 000-მდე პაციენტმა წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ეს სიტყვები, რომელიც თქვენ გითხარით, პირადად მაქვს მოსმენილი მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერისგან, თუმცა იმისათვის, რომ 2020 წლისთვის მივაღწიოთ C ჰეპატიტის ელიმინაციას, საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი მობილიზება, რადგან ჯერ კიდევ რჩება ათასობით ინფიცირებული პირი, რომელთაც ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და, შესაბამისად, არ იციან თავიანთი სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები, რომელიც დაგეგმილია სამომავლოდ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს და 2020 წელს მოვახდინოთ C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს - მეგობრებო, არ გადავდოთ და ყველამ ჩავიტაროთ სკრინინგი. აქ შეკრებილ სამედიცინო საზოგადოებასთან და განკურნებულ პაციენტებთან ერთად, მინდა დავარწმუნო ყველა, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ შევძელით, რომ ის აღარ არის სტიგმა ქართულ საზოგადოებაში" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6243930&name=29.07.2019+-+%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება: მესინჯერი

1.5 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა სკრინინგი C ჰეპატიტზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საერთო ეროვნული პროექტი და საერთო ეროვნული წარმატებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანიის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში. „28 ივლისი არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს; დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ეს არის ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის უმძიმესი გამოწვევა, რომელიც აქვს კაცობრიობას 21-ე საუკუნეში. მოგეხსენებათ, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს და ის დანერგილია საქართველოშიც, მაგრამ C ჰეპატიტთან ბრძოლა ჯერ კიდევ რჩება ძალიან მძიმე გამოწვევად ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ საქართველო ამ მახრივ უნიკალურია, ვინაიდან ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დანერგილია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მას ეროვნული პროექტის სტატუსი აქვს. პროგრამა 2015 წლიდან დაიწყო და ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6243801&name=29.07.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

29.07.2019

მედიასაშუალება:    კვირის პალიტრა

"დღეს ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს"

მომავალში ტექნოლოგიები მრავალ პროფესიას ჩაანაცვლებს, თუმცა, ალბათ, მუშის პროფესიას არ შეეხება - მათთვის საქმე ყველა სფეროში გამოჩნდება. შესაბამისად, მუდამ საჭირონი იქნებიან, მაგრამ დაფასებაზე რა მოგახსენოთ - ჩვენს სინამდვილეში მიზერული ხელფასის მქონე მუშების სიკვდილიანობა ცხოვრების წესად იქცა. მუშათა უფლებადამცველი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, რაც არაკეთილსინდისიერ დამქირავებლებს უხსნის გზას. ჩვენში დედაქალაქელ მუშათა პირველი დამცველები ამქრები იყვნენ, მერე კი მუშათა ფონდიც გაჩნდა, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა. გასული საუკუნის დასაწყისში დედაქალაქის ქარხნების მუშები გაიფიცნენ და შედეგსაც მალე მიაღწიეს - არსებობს თბილისელ მუშათა ხელფასის სტატისტიკა, რომელთანაც თანამედროვე მუშებისა ახლოსაც ვერ მივა. ყოველ შემთხვევაში, იმდროინდელ კურტანმოკიდებულ მუშის ტვირთის სიმძიმეს ის შიში მაინც არ ემატებოდა, რომ ცოლ-შვილი მშიერი დარჩებოდა. რა ანაზღაურება ეძლეოდათ თბილისელ მუშებს და როგორი მსყიდველობითი უნარი ჰქონდა ფულს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი გვიამბობს: "მუშები თავიანთი ხელფასით პირველადი მოთხოვნილების პროდუქტს იღებდნენ და სარეზერვო თანხაც რჩებოდათ" - პირველ მსოფლიო ომამდე საკმაოდ მყარი ვალუტა არსებობდა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევდა სტაბილურად ეცხოვრათ. მატერიალურად კარგად იყვნენ როგორც გლეხობა, ასევე ქალაქის ფაბრიკა-ქარხნების მუშები. რაც მთავარია, მრავალფეროვან და ჯანსაღ საკვებს მიირთმევდნენ. ასეთი მდგომარეობა პირველმა მსოფლიო ომმა შეარყია, თუმცა შემდგომ მატერიალურად ფეხზე წამოდგომა სწრაფად დაიწყო. - უცნაურია, რომ ამ პერიოდში არც სამუშაოს დეფიციტი იყო და არც ხელფასები ძალზე დაბალი, მით უფრო მუშათა სიკვდილიანობის შემთხვევები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, მაგრამ მუშები მაინც აწყობდნენ გაფიცვებს თავიანთი უფლებების დასაცავად. - მუშათა სიკვდილიანობა ნამდვილად არ იყო საგანგაშო, ხალხი უფრო ჰიგიენის დაუცველობისა და ცუდი სანიტარიული პირობების გამო იხოცებოდა. დღევანდელებისგან განსხვავებით, ლუკმაპურის საშოვნელად მიზერულ ხელფასზე შრომა არ უხდებოდათ. მუშები თავიანთი ხელფასით ყველა ტიპის პირველადი მოთხოვნილების პროდუქტს იღებდნენ და სარეზერვო თანხაც რჩებოდათ. მე ვიცნობ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭარ-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის თხზულებას, რომელშიც 1914 წლის თებერვლის სტატისტიკური ცნობებია თავმოყრილი მუშათა დღიური ხელფასის შესახებ. მუშა თურმე დღიურად საშუალოდ 2 რუბლსა და 39 კაპიკს იღებდა. პროფესიების მიხედვითაც არის ჩამოთვლილი, ვინ რას იღებდა. მაგალითად, მლესავი 3 რუბლს; სახლის დამხურავი და მღებავი 2.5 რუბლს, დურგალი 3 რუბლს, ხურო კი 2.5 რუბლს. ამ ფულით დღეში 12 დასახელების პროდუქტს ყიდულობდნენ და ფული კიდევ რჩებოდათ. გირვანქა (409 გ) ზეთი 18 კაპიკი ღირდა, ხორცი -14, ბრინჯი - 11, პური - 4, მარილი - 4, კარტოფილი - 1,7, ლობიო - 8. ანუ დღეში საშუალო ხელფასიდან 12 პირველადი მოთხოვნილების პროდუქტზე 1 რუბლსა და 53,5 კაპიკს ხარჯავდნენ, 85,5 კაპიკი კი რეზერვში რჩებოდათ. ტანსაცმელი, რასაკვირველია, ბევრად ძვირი ღირდა, თუმცა ტანსაცმელს ადამიანი ყოველდღე როდი ყიდულობს. "ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს" როგორ ცხოვრობენ და რას ყიდულობენ ხელფასით დღევანდელი მუშები, ან როგორ იცავენ თავიანთ უფლებებს, ალბათ, სტატისტიკის მოუხმობლადაც ვიცით. თუმცა მაგალითად სამშენებლო სექტორის მუშის მდგომარეობას მოვიყვანთ, რაზეც პროფესიული კავშირების ტექნიკური ინსპექციის უფროსი ნიკა კაკაშიძე გვესაუბრება: - რა ანაზღაურებას იღებს სამშენებლო სექტორში დასაქმებული მუშა? - დღევანდელი სტატისტიკა ამ მონაცემს ზუსტად ვერ ასახავს, ჩვენი გამოკითხვებით კი მუშები მშენებლობაზე, ასეთ სარისკო ადგილას 700-800 ლარად მუშაობენ. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სამთო-მომპოვებელ სექტორში. ორივეგან მუშათა მაღალი სიკვდილიანობაა. - სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო საარსებო მინიმუმი ერთ მამაკაცზე თვეში 190.1 ლარია, ერთ ოჯახზე კი - 318 ლარი. ექსპერტების აზრით, ამ თანხით მთელი თვე მხოლოდ მაშინ შეიძლება იცხოვრო, თუ ყოველდღე მხოლოდ ჩაის, ცოტაოდენ ყველს ან კარაქს შეჭამ და სხვას არაფერს. არადა, საუკუნის წინ მუშები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ, ჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ, თანაც შავი დღისთვისაც თანხა რჩებოდათ. - ამაში ვერ შეგედავებით. დღეს მუშები იძულებული არიან სასიკვდილო რისკებით იმუშაონ ისეთ ხელფასზე, რომლითაც ოჯახებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეუძლიათ. თანაც ისე, რომ სიკვდილიანობის რისკი მაღალია, თანაც ბევრად მაღალია, ვიდრე ჩვენთვის არის ცნობილი. ბევრი მუშა ისე კვდება, ვერავინ იგებს. სიკვდილიანობის სტატისტიკას ზუსტად შსს-ც ვერ ადგენს, ინფორმაცია მუშათა დაღუპვის შესახებ მათთანაც სრულად ვერ მიდის. 2007 წლიდან არასათანადო სამუშაოს გამო 525 მუშაა დაღუპული. - დამსაქმებლები მუშებს აბრალებენ, უსაფრთხოების წესებს ვერ იცავენო. - სასაცილოა. როდესაც დასაქმებული სამუშაოზე არ ცხადდება, დამსაქმებელი მაშინ ხომ აუცილებლად იყენებს ბერკეტებს: საყვედურს, ჯარიმას, ხელფასის დაკავებას და ა.შ. როდესაც მუშა უსაფრთხოების წესებს არ იცავს, როდესაც მშენებლობაზე არასრულწლოვანი მიდის ან მუშას ღვედი და ჩაფხუტი არა აქვს, მაშინ რატომ არ იყენებს იმავე ბერკეტებს? იმიტომ, რომ იაფი მუშახელის დაკარგვა არ სურს. - მუშები თავიანთ უფლებებს ვერ იცავენ. პროფკავშირები რას აკეთებს მათ დასაცავად? - მუშები საკუთარი უფლებების დასაცავად აქციებს ვატარებთ. თუმცა, სამწუხაროდ, დაცვა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ვიცით, რა პირობებში მუშაობენ ისინი, ამისთვის კი პროფკავშირში გაწევრებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენამდე ინფორმაციამ შეიძლება ვერც მოაღწიოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6243766&name=29.07.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 ​