| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-28.11.2019 |
| Received On : | 28.11.2019 08:24 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 28.11.2019
ტელევიზია
28.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512403
---
27.11.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისათვის საერთო სატარიფო სქემის ამოქმედებას კლინიკის წარმომადგენელთა ნაწილისაგან კრიტიკა მოჰყვა. კითხვები ჰქონდა დღეს დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესაც. ჯანდაცვის სამინისტრომ კი კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უწყებას კლინიკების წარმომადგენლებთან კონსულტაციები წინასწარ ქონდა გავლილი და ფასის დადგენისას საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი არც იმას გამორიცხავს, რომ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდეს, იმისათვის, რომ საკითხი ამოიწუროს. გულის მანკის ოპერაცია დარეჯან გობეჯიშვილმა კლინიკა ევექსში გაიკეთა. აბობს, რომ სანამ ოპერაციის გასაკეთებლად კლინიკაზე არჩევანს შეაჩერებდა, რამდენიმე საავადმყოფოს მიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512363
---
27.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელების ნაწილი იმ დადგენილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც კლინიკებში ტარიფები გათანაბრდა. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, საგრძნობლად შემცირდა ფასები რეანიმაციულ მომსახურებაზე, კარდიოლოგიაზე, კარდიოქირურგიაზე, არითმოლოგიასა და ნევროლოგიაზე. უმეტესად კი, სამინისტროს მიერ განსაზღვრული ტარიფები მომსახურების თვითღირებულებაზე ნაკლებია. კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, ახლა ფიქრი არა განვითარებაზე, არამედ გადარჩენაზე უწევთ. მედიკოსების უმრავლესობა ღიად ამბობს, რომ ფასების შემცირება პაციენტების მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე პირდაპირ აისახება. ექიმების ნაწილის განცხადებით, შესაძლოა ზოგიერთი დარგი საერთოდ გაჩერდეს. ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა ჯანდაცვის სამინიტროს ფასების განსაზღვრაში რადიკალური ჩარევა. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ სამინისტრო ჯანდაცვის ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512375
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511840
---
27.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
სამედიცინო საზოგადოება საავადმყოფოებისთვის შედგენილ ახალ სატარიფო სქემაზე ვერ თანხმდება. რეფორმის მოწინააღმდეგეები ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილების შეჩერებას სთხოვენ, რაზეც უწყება უარს აცხადებს. არ არის გამორიცხული, რომ კლინიკების ნაწილმა ტარიფებთან დაკავშირებული ცვლილების გამო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი საერთოდ დატოვოს. ახალი სქემით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა საავადმყოფო პაციენტებს სამინისტროს მიერ დადგენილი თანაბარი ტარიფებით მოემსახურება. რეფორმის შედეგად ექიმების ნაწილი თანამშრომლების შემცირებას ვარაუდობს და განმარტავს, რომ ახალი რეგულაცია სამედიცინო სერსვისების ხარისხიზეც უარყოფითად აისახება. სამედიცინო კორპორაცია ევექსმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილი დატოვოს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512344
---
27.11.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
ზარალზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები და მედპერსონლისათვის მოსალოდნელი ხელფასების შემცირება. ასეთია საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, გათანაბრებული ტარიფების პირველადი შედეგები. კლინიკები, მთავრობის 502-ე დადგენილების დროებით შეჩერებას და ტარიფრების ხელახლა გადახევდას ითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ცვლილებების შეჩერება არ იგეგმება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512342
---
27.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
როგორ ეხმაურებიან კერძო კლინიკების თუ დეპუტატების მოწოდებებს ჯანდაცბვის სამინისტროში. კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა, ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის კრიტიკის პასუხად განაცხადა. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511776
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511414
ტვ პირველი - საქმის კურსი 17:45- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511847
---
27.11.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
სამედიცინო კლინიკები განგაშს ტეხენ. სამედიცინო სფეროში ყველა ერთხმად აცხადებს, რომ ხელისუფლების შეთავაზებული რეფორმა ჯანდაცვის სისტემას საბოლოოდ გაანადგურებს და კლინიკებს გაკოტრების ზღვარზე მიიყვანს. პროტესტის ეს ტალღა ჯანდაცვის ახალი მინისტრის განკარგულებას მოყვა, რომელმაც დარგის სპეციალისტების აზრის გათავალისწინების გარეშე კრიტიკულად შეამცირა სამედიცინო მომსახურების ტარიფები. ევექსის კლინიკამ, რომელიც ბაზარზე ყველაზე დიდი კომპანიაა, რეგულაციების ძალაში დატოვების შემთხვევაში შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შესაძლოა დატოვოს, რადგან სამედიცინო დაწესებულებებს რეგულაციების შემდეგ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის დარჩათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512213
მთავარი არხი -მთავარი ამბები 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511466
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512115
---
27.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
მედიკოსებმა მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს, მათი აზრით მთავრობის 2019 წლსი 5 ნოემბრის 520-ე დადგენილება თავდაპირველად მოწოდებული იყო კლინიკებს შორის ფასების გასათანაბრებლად. ამის ნაცვლად მან კატასტროფულად შეამცირა ფასები საქართველოში ყველაზე განვითარებულ, მაღალტექნოლოგიურ და მნიშვნელოვან მიმართულებებზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511823
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511776
რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511318
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6510704
მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6510620
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511823
---
27.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ბიზნესპარტნიორი
520-ე დადგენილებამ სამედიცინო სექტორს პრობლემები უკვე შეუქმნა. კლინიკების ნაწილი აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ტარიფების გათანაბრებამ და პაციენტების მხრიდან თანადაფინანსების შეზღუდვამ პაციენტების ჯანმრტელობას და მომსახურების ხარისხს პრობლემები უკვე შეუქმნა. რატომ ვერ შესრულდება მაღალტექნოლოგიური ოპოერაციები და რა პასუხი აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. კლინიკები აცხადებენ, რომ უკვე 1 კვირის შედეგებით ისინი ზარალს ითვლიან, რადგან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით უხდებათ ოპერაციების ჩატარება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6512043
---
27.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
ჯონსონ ენდ ჯონსონი, სტავკერი, ოლიმპუსი, ქუქ მედიქალი, კონდისი, მერიდ მედიქალმა და სხვა საერთაშორისო კომპანიებმა შესაძლოა მალე ქართული ბაზარი დატოვონ მიზეზი კი საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის დადგენილება იქნება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის გათანაბრებას ითვალისწინებს. 520-ე დადგენილება უკვე ძალაშია და ძალაშია ის გათანაბრებული ტარიფებიც, რომელიც სახელმწიფომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში კლინიკებს დაუდგინა. სწორედ აღნიშნული ფასებია სადავო უკვე ერთი კვირაა კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. სამედიცინო დაწესებულება წუხს, რომ მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფებით ისინი ხარისხიან მომსახურებას პაციენტებს ვერ შესთავაზებენ და სამინისტროსთან მეტ კომუნიკაციას ითხოვენ. ეკა ტიკარაძის მომზადებულ და მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებას თავისი შედეგები უკვე აქვს. სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლინიკები უკვე ერთი კვირაა ზარალზე მუშაობენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6510948
---
27.11.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15
ზარალზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები და მედპერსონლისათვის მოსალოდნელი ხელფასების შემცირება. ასეთია საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, გათანაბრებული ტარიფების პირველადი შედეგები. კლინიკები, მთავრობის 502-ე დადგენილების დროებით შეჩერებას და ტარიფრების ხელახლა გადახევდას ითხოვენ
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511596
---
27.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საყოველთაო ჯანდაცვის ე.წ რეფორმა სხვა არაფერია თუ არა მცდელობა პასუხისმგებლობა მოიხსნან ფულის არამიზნობრივ, უსისტემო და რიგ შემთხვევაში დანაშაულებრივ ხარჯვაზე. პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილ 360 მილიონიან დავალიანებაზე და საფრთხის წინაშე დაყენებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511583
---
27.11.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511905
---
27.11.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: დილა მშვიდობისა
უმუშევრობის დონე საქართველოში
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6511450
---
27.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
---
ინტერნეტი
28.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/iwunebs-tu-ara-tikaradze-sergeenkos-xelgashlilobas---jandacvis-saministros-pozicia-/44312/
იწუნებს თუ არა ტიკარაძე სერგეენკოს “ხელგაშლილობას”? - ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია
2013 წლიდან საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანიც ქვეყანაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ზრდა იყო. 6 წლის განმავლობაში ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელშიც ყველაზე დიდი თანხა იხარჯებოდა და დღემდე იხარჯება. პრაქტიკულად, არ ყოფილა წელი, როდესაც პროგრამას ბიუჯეტიდან თანხების დამატება არ დასჭირვებია. გამონაკლისი სავარაუდოდ, არც 2019 იქნება. რამდენად ეფექტურად იხარჯებოდა მილიარდები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამაზე კითხვა ბევრ სპეციალისტს აქვს. როგორც ჩანს, კითხვები აქვს სერგეენკოს შემცვლელ ეკატერინე ტიკარაძესაც. სულ რამდენიმე კვირის წინ მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა წარადგინა. მალევე ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელმაც ტიკარაძის სიტყვა საქმედ აქცია და საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. ჯანდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი ფასები კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტით დაადგინეს. თუმცა, ფაქტია დღეს პრეტენზია უამრავ სამედიცინო დაწესებულებას აქვს. ისინი ამბობენ, რომ სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები არათუ პერსონალის ხელფასებს თუ სხვა არაპირდაპირ ხარჯებს, არამედ მედიკამენტების ხარჯებსაც ძლივს ფარავს. რატომ შეცვალა პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფად და კლინიკებთან სიღრმისეული კომუნიკაციის გარეშე და ნიშნავს თუ არა ეს ნაბიჯები იმას, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს პოლიტიკა არასწორი იყო. BM.GE-ის ამ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს. მისი თქმით, სერგეენკოს პოლიტიკა იმ პერიოდისთვის სწორი იყო, რამდენადაც სახელმწიფოს სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, დღეს კი, “სწორი დროა” იმისთვის, რომ ვექტორი შეიცვალოს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უფრო “მიზნობრივი და ეფექტური” გახდეს. “პოლიტიკა, რომელიც 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სახით ამოქმედდა, მიმართული იყო იმ დაგროვილი სამედიცინო საჭიროებების პასუხზე, რაც წლების მაძილზე ქვეყანაში არსებობდა. ეს პოლიტიკა იმ დროისთვის და მომდევნო მრავალი წლის მანძილზე იყო ცალსახად სწორი და ამას ადასტურებს ჯიბიდან გადახდების შემცირება. მოსახლეობამ რეალურად იგრძნო ამ პროგრამის სიკეთე. თუმცა, პროგრამის ხელგაშლილობამ ხელი შეუწყო ძალიან ბევრი ჭარბი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაჩენას. სხვა ქვეყნები ამას აბალანსებენ საჭიროების სერთიფიკატის საფუძველზე ანუ მარეგულირებელი ამბობს, რომ აქ კლინიკის გაჩენა საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა - იქ. ამგვარი რეგულაცია ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. 2013 წელს პროგრამას დახვდა სრულიად დერეგულირებული ჯანდაცვის ბაზარი. ეს 6-7 წელი მოხმარდა იმას, რომ ეტაპობრივად შემოვიდა ახალი რეგულაციები, ეს რეგულაციები დღეს კიდევ იხვეწება, რომ მეტად მაფიო გავხადოთ ხარისხობრივი ნაწილი და არა ის, რომ ამდენი დაგროვილი საჭიროებაა და რამენაირად მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა პაციენტმა მიიღოს სერვისი. დღეს დადგა მომენტი, როცა უნდა ვიფიქროთ ეფექტურობაზეც ანუ თანხა, რომელიც იხარჯება უნდა იყოს მეტად მიზნობრივი. უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული საბოლოო მიმღებზე ანუ მოქალაქეზე. აქამდე ეს ვერ მოხერხდებოდა, დღეს არის სწორი დრო, რომ შევიცვალოთ ვექტორი და შემოვიტანოთ მეტად ხარისხობრივი და ფასის რეგულირების ელემენტები. სრულიად დერეგულირებულ ბაზარზე ამდენი სამედიცინო საჭიროების პირობებში ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა”,- აცხადებს მინისტრის მოადგილე.
---
28.11.2019
კლინიკები გადაუდებელ მომსახურებას ვეღარ შეძლებენ - „ეს კოლაფსამდე მიგვიყვანს“
დღეს პაციენტებს, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ, ჩვენ ზარალის ხარჯზე ვემსახურებით, მაგრამ დიდხანს ეს ვერ გაგრძელდება.დადგება დრო, რა დროსაც მომსახურების შეწყვეტაც მოგვიწევს.“- ამის შესახებ „გულის ცენტრის” გენერალური დირექტორმა არჩილ ჩუხრუკიძემ „კომერსანტს“ განუცხადა. კლინიკის შესაძლო დახურვის მიზეზად მედიცინის დოქტორმა ის ტარიფები დაასახელა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა. კარდიოლოგი ამბობს, რომ ტარიფების უმრავლესობა დაბალია და დღევანდელ რეალურ ფასებს ვერ ასახავს. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებისთვის ცვლილების ამოქმედება სამედიცინო სერვისს გააუარესებს და მედპერსონალის ხელფას შეამცირებს. „ასეთი გადაუმოწმებელი ნაბიჯების გადადგმა კოლაფსამდე მიგვიყვანს. პრაქტიკაში კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე აქ ვსაუბრობთ. იმ ფასების გამო რასაც სამინისტრო გვთავაზობს, ზოგიერთი სერვისის მიწოდება საერთოდ ვერ განხორციელდება. მაგალითად, არითმოლოგიაში ზოგიერთი ტიპის აპარატის ჩადგმა საერთოდ ვერ მოხდება. პატარა კლინიკის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ ვცდილობ ხარისხიანად მოვემსახურო პაციენტს. გატარებული რეფორმა კი არ მაძლევს ამის საშუალებას. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პაციენტი ჩემთან მოდის და საუკეთესო სერვისს მთხოვს, მე იძულებული ვარ, შევთავაზო ის მომსახურება სადამდეც ფასი გამიშვებს”,-ამბობს არჩილ ჩუხრუკიძე. „გულის ცენტრის“ გენერალური დირექტორი „კომერსანტთან“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი. „მაგალითად, თოდუას ცენტრი, რომელსაც კარდიოქირურგია არ აქვს, არის ასევე „ევექსის“ ქსელი, რომელშიც შედის ფარმაცია. მას მოგება 80 მლნ ლარის ოდენობით სწორედ ფარმაციის დახმარებით უფიქსირდება. ასევე „ავერსის“ ქსელი ფარმაციით. საინტერესოა, ჰოსპიტალურ ნაწილში რა მოგებაზეა საუბარი, თორემ აფთიაქები რომ მუშაობენ და მოგებაზე გადიან ეს ყველამ ვიცით. ეს არის არასწორად დადებული ციფრები, თქვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის, ვინც ერთი შეხედვით დაიჯერებს რომ მართლა ამხელა მოგებაზე გადიან კლინიკები. ჩავეძიოთ დარგში მომუშავე კლინიკებს მართლა უფიქსირდებათ თუ არა აღნიშნული შემოსავალი. რა თქმა უნდა მოგება უნდა ქონდეს კლინიკას აბა როგორ იარსებებენ. აპარატურა, რომლითაც ვსარგებლობთ, ძვირიანია, ყოველწელს განახლება სჭირდება. მედიცინა არის სფერო სადაც ყოველწლიურად ხდება სიახლეები, ჩვენ, რომ ასეთი დაბალი ტარიფი გვაქვს წინ როგორ წავალთ,“–აცხადებს არჩილ ჩუხრუკიძე. არჩილ ჩუხრუკაშვილის მსგავსად ტარიფების გათანაბრებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძეც. “სანამ სახემწიფო რეფორმას ატარებს, რომ კლინიკებმა ფასები დავწიოთ, მანამ ჩვენ მაისი-ივნისში შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოლოდინში ვართ, აუნაზღაურებელი თანხა უამრავ პრობლემას გვიქმნის.. კომპანია იძულებულია რაღაც გზებით, ეს შეიძლება იყოს საბანკო გზა თუ დამატებითი ინვესტიცია, მიმდინარე ხარჯები გაისტუმროს.ეს კი ტვირთს ზრდის და მოქმედებს განვითარების შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად რომ გარკვეული სახით მოზიდული სახსრები მოხმარდეს განვითარებას, ახალი აღჭურვილობის შეძენას, ინფრასტრუქტურულ განახლებას, ამის ნაცვლად იფარება ის ტვირთი, რომელიც კლინიკას ხანგრძლივი აუნაზღაურებლობის შედეგად აწევს. მიმდინარე სურათი, რაც ტარიფების შემცირებას ეხება თავს იჩენს მომდევნო 5-6 თვის თავზე. მინდა ერთი მაგალითი გითხრათ, რაც 520 –ე დადგენილებამ გამოიწვია. მაგალითად, ოჯახს აქვს იმის საშუალება რომ თავის დანაზოგით მიიღოს უკეთესი სერვისი. მას სურს ჩაიდგას არა 300 ლარიანი სტენდი, არამედ 1000 ლარიანი, ასეთი კონკრეტული შემთხვევის დროს, მან უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს და 1 წლით უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია ასეთი ეპიზოდური თანადაფინანსება მიიღოს. ეს გამოიწვია სწორედ 520–ე დადგენილებამ“.-აცხადებს იაგო კალანდაძე. კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორისთვის პარადოქსულია ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადება, სადაც სახელმწიფო უწყება ბიზნესის მოგებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ბიზნესგარემო საკმაოდ ხელსაყრელი იყო. „როდესაც სახელმწიფო ცხოვრობს კანონით მეწარმეთა შესახებ, რომელიც ცალსახად ითვალისწინებს დაწესებულების მომგებიანობას. ამ დროს რატომ ახდენენ მოგების დემონიზაციას, სრულიად გაუგებარია ჩემთვის. მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი, დაახლოებით 5-7%-იანი“ , - განუცხადა „კომერსანტს“ იაგო კალანდაძემ. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/eveqsi-hospitlebma-shesadzloa-sayoveltao-jandacvis-rigi-komponentebi-datovon---gancxadeba/44311
„ევექსი ჰოსპიტლებმა“ შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები დატოვონ - განცხადება
„ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, „ტექნიკური უზუსტობებია“. ამის შესახებ მინდიაშვილმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ გამოქვეყნებულ ფასებში, რაც დებულებაში შევიდა, იყო ტექნიკური უზუსტობები და ამის შესახებ სამინისტროს წერილობით ვამცნეთ. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება ფასების გასწორება და შესაბამისობაში არ მოვა რეალობასთან, ჩვენ „ევექსი ჰოსპიტალებს“, სავარაუდოდ, მიგვიწევს დავტოვოთ საყოველთაო ჯანდაცვის რიგი კომპონენტები“, - აცხადებს მინდიაშვილი. შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სამედიცინო ინდუსტრიამ ღია წერილით უკვე მიმართა პრემიერს, ბიზნესომბუდსმენს და სხვა შესაბამის უწყებებს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-servisebze-ityvis-uars-eveqsi-hospitlebi-xval-gadawydeba/44313/
რა სერვისებზე იტყვის უარს „ევექსი ჰოსპიტლები“, ხვალ გადაწყდება
„ჩვენთვის ცნობილი იყო ზეპირსიტყვირად გარკვეული ფორმულა, რომლითაც მოხდებოდა პოტენციურად ახალი ფასების დადგენა. ის ფასები, რაც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, სრულიად აცდენაშია“, - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრაზე გაიგებს ზუსტად საბოლოო გადაწყვეტილებას ფასებთან დაკავშირებით და სწორედ ამის შემდეგ შესაბამისად იმოქმედებს, კერძოდ, თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა, „ევექსი ჰოსპიტლები“ გარკვეული სერვისებიდან გავიდეს. „მე პირადად მეგონა რაღაცა პერიოდი, რომ გამოქვეყნებულ ფასებში იყო გარკვეული ტექნიკური შეცდომები, რომლებიც გასწორდებოდა იმასთან შესაბამისობაში, რაც იყო გაცხადებული თავიდან. მე ხვალ მაქვს შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დიდი იმედი მაქვს, რომ გასწორდება. ხოლო თუ არ გასწორდება და ასე დარჩება, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას რომელი კლინიკიდან, რომელი კომპონენტიდან მოგვიწევს გამოსვლა. თუ აღმოჩნდა რომ ზარალს ვერ ვაკომპენსირებთ ვერაფრით და პაციენტს შეიძლება ზარალი მივაყენოთ ხარისხობრივი თვალსაზრისით, ასეთ დროს მირჩევნია საერთოდ გამოვიდეთ კონკრეტული სერვისიდან“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში იყო ერთადერთი შეხვედრა მანამ, ვიდრე შესაბამის დადგენილებას გამოაქვეყნებდნენ. „ამ თემაზე, თუ ზუსტად მახსოვს, შეხვედრა იყო ერთადერთი, რომელზეც არ გაჟღერებულა კონკრეტული ფასები, იყო ზოგადად საუბარი, რომ აპირებდნენ ფასების გათანაბრებას“, - ამბობს „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორი. გიორგი მინდიაშვილის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, „ტექნიკური უზუსტობებია“. შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. სამედიცინო ინდუსტრიამ ღია წერილით უკვე მიმართა პრემიერს, ბიზნესომბუდსმენს და სხვა შესაბამის უწყებებს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze-ganvmartav-kidev-ram-gvibidzga-am-reformis-ganxorcielebisken/44314/
ეკატერინე ტიკარაძე: განვმარტავ, კიდევ რამ გვიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ
“მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში მეტად ჩაერთონ ფინანსისტები, რადგან შეიძლება ექიმებისთვის რთულად ასახსნელი იყოს ის მეთოდები, რომელიც ჩვენ დათვლებში გამოვიყენეთ, ისევე როგორც ფინანსისტებისთვის რთული ასახსნელია, რას ნიშნავს კარდიოქირურგიული ოპერაცია“, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედზე“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც მთავრობის 520-ე დადგენილების შინაარსზე და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე - არც სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის. მისივე თქმით, კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა მათ მიმდინარე წლის ივლისში დაიწყეს, როცა კლინიკებიდან ფასები ოფიციალურად გამოითხოვეს და დაამუშავეს. ასევე, შეისწავლეს ბაზარი. „ძალიან მნიშვნელვანია, რომ განვასხვავოთ ერთამენთისგან ფასების დადგენა და ფასების გათანაბრება; ჩვენ მოვახდინეთ, მხოლოდ ფასების დადგენა იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო, თუ სად და რატომ მიდიოდა ეს თანხები. სწორედ ეს გახდა იმ ვნებათაღელვის გამომწევი, რაც მივიღეთ, რაზეც მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან ან არ იყო ახსნილი სათანადოდ იმ ცვლილების შესახებ, რაც ორ კვირაში არ დაგეგმილა. ასეთი რეფორმები ორი კვირაში არ იგეგმება. ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა ფასად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღება; ხარისხი უნდა იყოს დაცული; ესაა ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა როგორც - ფინანსურად, ისე - გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისების. ჩვენ დავიცავით პაციენტების უფლებები. ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. რაც შეეხება სახარჯ მასალას და პირდაპირ დანახარჯებს, რომელიც იყო ასახული, არც ექიმების სახელფასო ნაწილში, ჩვენ ცვლილება არ შეგვიტანია. ეს მოხდა ფინანსისტებისთვის ძალიან აპრობირებული მეთოდით, რომელსაც ჰქვია EBITDA-ს (EBITDA - მოგება პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) მეთოდი; შევაჯერეთ ეს ფასები; არ ყოფილა ფასების გასაშუალოება. უბრალოდ, იმ სახარჯი მასალების და იმ ხელფასების ერთობლივი კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც ყველა პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ასევე, განვმარტავ, კიდევ რამ გვიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ. ჩვენთან ცხელ ხაზზე შემოდიოდა ძალიან ბევრი ზარი. მოგეხსენებათ, სამინისტროში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია გადაიხადოს ის დანამატი, რომელსაც კლინიკები ითხოვდნენ პაციენტისგან, მაშინ როცა არ იყო დადგენილი ფასი. ამ შემთხვევაში, პაციენტს წინასწარ ეცოდინება რა ანაზღაურება უნდა გადაიხადოს მან კლინიკაში. ის კლინიკები, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მათთვის ფასი იქნება დადგენილი. მე ვისურვებდი, რომ ამ პროცესში მეტად ჩაერთონ ფინანსისტები, რადგან შეიძლება ექიმებისთვის იყოს რთულად ასახსნელი ის მეთოდები, რომელიც ჩვენ დათვლებში გამოვიყენეთ, ისევე როგორც ფინანსისტებისთვის რთული ასახსნელია, რას ნიშნავს კარდიოქირურგიული ოპერაცია და რა რისკებს შეიცავს ის; ასევე ვისურვებდი, კლინიკების ხელმძღვანელები და ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთოს ამ რეფორმაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ განვმარტოთ, თუ როგორ შეიძლება ამ ტარიფების პირობებში უფრო ეფექტურად მართონ ის შემოსავლები, რომელიც მათ დაუგენერირდებათ უკვე ჩვენი მხრიდან გადახდებით“, - განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
---
27.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/520982
“ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო, როგორც სახელმწიფოსთვის ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები”
საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები არათანაბარი ფასების პირობებში ოპერირებდნენ, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის, – ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია,”იმედის“ ეთერში განაცხადა. “საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს – მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულ წილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და “დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანონსებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ქონდეს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“,- განმარტა ტიკარაძემ.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/520978
“სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან”
“სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან”,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმ კლინიკებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ფასი იქნება დადგენილი. “განვმარტავ, რამ მიბიძგა ამ რეფორმის განხორციელებისკენ – ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შემოდიოდა, ასევე სასამართლოში არსებობს არაერთი დავა კლინიკასა და პაციენტს შორის, როდესაც პაციენტს არ შეუძლია დაამატოს ის დანამატი, რომლებსაც ითხოვდნენ კლინიკები პაციენტისგან მაშინ, როდესაც არ იყო დადგენილი ფასი. სწორედ ამ შემთხვევაში, პაციენტი იქნება გარანტირებული და მას წინასწარ ეცოდინება რა ანაზღაურება უნდა გადაიხადოს კლინიკაში და ის იქნება მზად ამ ანაზღაურებისთვის. ის კლინიკები, ვისაც სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ამ კლინიკებისთვის ფასი იქნება დადგენილი.ჩვენ დავიცავით პაციენტის უფლებები, ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. ეს მოხდა ძალიან აპრობირებული მეთოდით ფინანსისტებისთვის, შევაჯერეთ ფასები და არ ყოფილა ფასების გასაშუალოება. უბრალოდ, იმ სახარჯ მასალებისა და ხელფასების კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც გახდება ხელმისაწვდომი პაციენტისთვის და ყველა ქირურგისთვის”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, პაციენტისთვის სარგებელი, ეს იქნება პირველ რიგში ფინანსური თანასწორობა, რაც მისი თქმით ძალიან მნიშვნელოვანია “ჩვენ შევისწავლეთ გეგმიური და მწვავე ოპერაციების თანაფარდობა საქართველოში. ეს არაერთხელ გავაჟღერე და მოცემულობა არის არასახარბიელო, ვინაიდან მსოფლიოს პრაქტიკით მწვავე ოპერაციების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 %-ს, საქართველოში კი მწვავე ოპერაციების ოდენობა არის 80 %. რა თქმა უნდა ესეც დასარეგულირებელია და ჩვენ ამ კუთხითაც ვიმუშავებთ კლინიკებთან, რომ გავაძლიეროთ პირველადი რგოლი, თუ ეს გამოწვეული არის პირველადი რგოლის სისუსტით და შესაბამისად გეგმიური ოპერაციების წილი გავზარდოთ, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან და პაციენტის მხრიდანაც ფინანსების დაგეგმარებას შეუწყობს ხელს და გახდის ბევრად ეფექტურს, პროცესი იქნება გამჭირვალე და დაგეგმვადი. რაც შეეხება თანაფარდობას, ჩვენი სისტემის დღევანდელი პრობლემა ძირითადად წარმოქმნილია ამ ბაზრის არათანაბარი გადანაწილებით, რაც გულისხმობს შემდეგს – ჩვენ ვიმუშავეთ სტატისტიკაზე და გვაქვს შემდეგი მონაცემები, რომ საქართველოში 2018 წლის მანძილზე ჩატარდა სულ 4 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია. ეს იმ პირობებში, როდესაც სახეზე გვაქვს 72 კარდიოლოგიური კლინიკა. თუ აქ საშუალო მაჩვენებელს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ 12 ოპერაცია ტარდება დღიურად საშუალოდ. სტენტირების კუთხითაც ჩართულია 72 კლინიკა, წლიურად ტარდება 20 000 ინტერვენცია, რაც საშუალოდ 53 დღიურ ინტერვენციას გულისხმობს. ეს ცალსახად მიუთითებს ბაზარზე კლინიკების რაოდენობის სიჭარბეზე და რა თქმა უნდა, გაიზრდება კონკურენცია. პაციენტი თანაბარი ტარიფების პირობებში აირჩევს უკეთეს ექიმს და უკეთეს კლინიკას, რაც ამ კლინიკებში უკვე შექმნის ნაკადების და მოცულობის მეტ რაოდენობას. კლინიკის შემოსავალს გახდის უფრო ეფექტურს და ის თანხა, რომელიც მათ დღეს სარისკოდ მიაჩნიათ, მათთვის აღარ იქნება რისკის შემცველი”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-dzalian-did-wuxils-gamovxatav-albat-ar-iyo-sakmarisi-komunikacia-/44306/
ჯანდაცვის მინისტრი: ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე - არც სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის. ამის შესახებ მინისტრმა „იმედზე“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მთავრობის 520-ე დადგენილების შინაარსზე და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. „ვითარება იყო შემდეგი - საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც - სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის. ბაზრის მოწყობის ასეთი მეთოდოლოგია, რა თქმა უნდა, არაერთ სხვა ქვეყანაში იყო, რომლებმაც ასევე უარი თქვეს. მაგალითად, აშშ-მა 70-იან წლებში უარ განაცხადა ამ პროგრამაზე... ძალიან მნიშვნელვანია რომ განვასხვავოთ ერთამენთისგან ფასების დადგენა და ფასების გათანაბრება; ჩვენ მოვახდინეთ, მხოლოდ ფასების დადგენა იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო თუ სად და რატომ მიდიოდა ეს თანხები. სწორედ ეს გახდა იმ ვნებათაღელვის გამომწევი, რაც მივიღეთ, რაზეც მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან ან არ იყო ახსნილი სათანადოდ იმ ცვლილების შესახებ, რაც ორ კვირაში არ დაგეგმილა. ასეთი რეფორმები ორი კვირაში არ იგეგმება“, - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
---
27.11.2019
ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტისთვის, თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები
„საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც სახელმწიფოსთვის და, სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა ივლისში დაიწყო, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა მოხდა. „საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც სახელმწიფოსთვის და, სამწუხაროდ, არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი არაერთ სხვა ქვეყანაში იყო, რომლებმაც ასევე უარი თქვეს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მხოლოდ ფასები დავადგინეთ ბაზარზე, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტისთვის, თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულწილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა, მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და „დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანოსნებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან დავიწყეთ ივლისში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და, ასევე, ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ, რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღება და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და, ასევე, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, რომ ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი ჰქონდეს როგორც ფინანსურად, ისე გეოგრაფიულად“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-saqartvelos-bazarze-arsebuli-klinikebi-aratanabari-fasebis-pirobebshi-operirebdnen
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები არათანაბარი ფასების პირობებში ოპერირებდნენ
,,საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის“,- ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა მოხდა. ,, საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭირვალე არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის. ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში უარი განაცხადა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება და ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულ წილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და ,,დიარჯი“ სტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანოსნებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისის თვეში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ჩვენ ოფიციალურად მოვახდინეთ მათი მხრიდან ფასების გამოთხოვა, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კონკრეტულ მასალებს კლინიკებს. იქიდან გამომდინარე ,რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება , რომ ქონდეს ხელმისაწვდომი როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის 520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. სწორედ ამიტომ დადგენილების გადავადების მიზნით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. თუმცა პროტესტის მიუხედავად რეფორმა მაინც ამოქმედდა.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/-ra-shemtxvevashi-gadaxedavs-saministro-klinikebistvis-tarifebis-gatanabrebis-brdzanebas-/44307/
რა შემთხვევაში გადახედავს სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების ბრძანებას?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ახალი ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო მზადაა, გადახედოს ახალ ტარიფებს, თუ კლინიკები მათ შესაბამის არგუმენტებს წარუდგენენ. "თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ, ალტერნატიულ საფუძველს, რომელიც იქნება საკმარისად მყარი, იმისთვის რათა შეიცვალოს საწყისი გათვლა, ამ შემთხვევაში აქ არავის არ აქვს იმის მიზანი, რომ რომელიღაც ობიექტურ მოცემულობას დაუპირისპირდეს. ამ შემთხვევაში, მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ტარიფი შეიცვალოს", - განაცხადა გაბუნიამ. დღესვე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების დადგენამდე კლინიკებისგან გამოითხოვა სრული ხარჯთაღრიცხვა იმ პროცედურების თვითღირებულებათა შესახებ, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აფინანსებს. "ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა თავის დროზე კონკრეტული ტარიფების დადგენაზე საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამინისტროს ფინანსების ჯგუფი აღნიშნულზე მუშაობდა. საფუძველი ამ ცვლილების იყო კლიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი ხარჯების შესახებ. ამ შემთხვევაში ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მიმწოდებელ კლინიკებთან, იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო ობიექტური და ზუსტი სურათი ფინანსური დანახარჯების თაობაზე, რომელიც კლინიკებს აქვთ ამ კონკრეტული მიმართულებით. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა ახალი მაჩვენებლები, რომლებიც სრულად ეფუძნება ამ მაჩვენებლებს. ის სახარჯი მასალები, სამედიცინო პერსონალი თუ დანარჩენი მოწყობილობა, რომელიც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, იქ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში. ახალი ტარიფის ფასი არ იყო მარტივი საშუალო და გასაშუალოებული სხვადასხვა ფასების, გამომდინარე იმ არაერთგვაროვანი პირობებისა, რომელიც არის სხვადასხვა კლინიკებში. ერთ ინტერვენციაზე ერთ კლინიკაში ფასი - არის 17,000-19,000 ლარის ფარგლებში, მეორეში კი - 34,000 ლარის ფარგლებში. ეს უთანაბრობა, რომელიც საკმაოდ ძნელი ასახსნელია ტექნიკური განმარტებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაანალიზდა და გამოყვანილი იქნა შეწონილი საშუალო, რომელიც ასახავს ყველაზე ხშირად განმეორებად ფასს. სწორედ ეს აისახა ტარიფში. ყველაფერი ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სათანადო და ობიექტური მონაცემები და დოკუმენტირებულია ეს ყველაფერი. იყო დიდი მღელვარება და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ღირდა ძალიან მაღალი ფასი და ეს ფასი არ არის გათვალისწინებული იმ ტარიფში, რომელიც ამ კონკრეტული ინტერვენციისთვის 13,500 ლარად განისაზღვრა, მათ შორის დეფიბრილატორის ფასისთვის იყო გათვალისწინებული 9,000 ლარი, რომელიც ასევე ჩვენ მიერ ჩაიდო ტარიფში. თუ არსებობს სხვა საფუძველი, რის გამოც ეს მათთვის მიუღებელია, გარდა იმისა, რაც გაჟღერდა ტელევიზიით და რაც გაშუქდა, მაშინ თქვან", - ამბობს თამარ გაბუნია. 27 ნოემბრიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კლინიკების პროტესტის მიუხედავად, მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის #520 დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები თანაბარი ხდება. საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროგრამაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა აფინანსებს. მისი ბიუჯეტი მთლიან შსს-ზე მეტია. ამასთან, თითქმის ყოველწლიურად ის გადახარჯვით მიმდინარეობს. წელსაც პროგრამის 754-მილიონიანი ბიუჯეტი მაღალი ალბათობით ვადაზე ადრე ამოიწურება და მისთვის თანხის დამატება იქნება საჭირო. ერთ-ერთი შედეგი, რომელსაც მთავრობა ამ ცვლილებით ელოდება, სწორედ ხარჯების ოპტიმიზაციაა. თუმცა, ცვლილების მიღებას კერძო კლინიკები ეწინააღმდეგებოდნენ. 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/tamar-gabunia-klinikebs-aqvt-archevani-datovon-sakhelmwifo-programa-akhali-tarifebi-srulad-emyareba-arsebul-praqtikas/
თამარ გაბუნია - კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა
ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე სამედიცინო დაწესებულებების ნაწილის კრიტიკის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ტარიფები საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგინდა და ისინი უკვე ძალაშია. ამასთან, გაბუნიას განცხადებით, თუ იქნება შესაბამისი დასაბუთება, ტარიფების გადახედვაც არ არის გამორიცხული. ამასთან, კლინიკების წარმომადგენელთა კრიტიკაზე, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტარიფები საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია, თამარ გაბუნიამ დეფიბრილატორის ფასი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასი – 9 ათასი ლარი სატენდერო დოკუმენტაციას ემყარება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკა, რომელიც, ამოქმედებული რეგულაციების გამო ხედავს რისკს ფინანსური ან ხარისხის კუთხით და მიიჩნევს, რომ ეს რისკი გადაულახავია, მას აქვს არჩევანი, აღარ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. „სახელმწიფო დიდი შემსყიდველია, მაგრამ არა ერთადერთი და ბევრი პაციენტია, რომელიც თავად აფინანსებს მკურნალობას, ასევე არის სადაზღვევო სექტორი,“ – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო მეტად ითანამშრომლებს იმ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მრავალმხრივ სერვისებს მიაწვდიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალხარისხიანი სერვისები უმჯობესია, იყოს დიდი ზომის მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში, სადაც პაციენტი მიიღებს გარანტირებულ სერვისს და არ იყოს ეს მომსახურებები გაფანტული.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ministris-moadgile-klinikebistvis-tarifis-calmxrivad-diskusiis-gareshe-dadgena-upiratesia/44302/
მინისტრის მოადგილე: კლინიკებისთვის ტარიფის ცალმხრივად, დისკუსიის გარეშე დადგენა უპირატესია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ახალი ტარიფების განსაზღვრასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელსაც წინ დღეს დილით, კლინიკების მენეჯერების, ექიმების და დარგობრივი ასოციაციების პრესკონფერენცია უძღოდა, რომელზეც სამედიცინო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ტარიფების დადგენამდე კლინიკებისგან გამოითხოვა სრული ხარჯთაღრიცხვა იმ პროცედურების თვითღირებულებათა შესახებ, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აფინანსებს. გაბუნიას თქმით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით სამინისტრომ შეიმუშავა შეწონილი საშუალოს ფუნქცია. ამასთანავე, მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან ტარიფის უნილატერალურად, დამატებითი დისკუსიებისა და მოლაპარაკებების გარეშე დადგენა ბევრად ხელსაყრელია. “ამ შემთხვევაში მარეგულირებლის მიერ უნილატერალური მიდგომით ანუ ცალმხრივი მიდგომით მის მიერ ფასების დადგენის მეთოდი არის უპირატესი მეთოდი, იმასთან შედარებით, როდესაც ხდება ინდივიდუალური დისკუსიები და მოლაპარაკებები, სადაც ძალიან მაღალია ბიზნეს ინტერესების ჩარევის და ინტერესთა კონფლიქტების ალბათობა,”- ამბობს მინისტრის მოადგილე. თამარ გაბუნია აცხადებს, კლინიკების მიერ დასახელებული დეფიბრილატორის მაგალითიც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანაც ახალ ტარიფებში სამართლიანად არის გათვალისწინებული იმ აპარატურის ღირებულება, რომლითაც შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციები ტარდება. “ჯანდაცვის სამინისტრომ იმუშავა თავის დროზე კონკრეტული ტარიფების დადგენაზე საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამინისტროს ფინანსების ჯგუფი აღნიშნულზე მუშაობდა. საფუძველი ამ ცვლილების იყო კლიენტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი ხარჯების შესახებ. ამ შემთხვევაში ივნისის თვიდან დაიწყო კომუნიკაცია მიმწოდებელ კლინიკებთან, იმისთვის რომ ჩვენ მიგვეღო ობიექტური და ზუსტი სურათი ფინანსური დანახარჯების, რომელიც კლინიკებს აქვთ ამ კონკრეტული მიმართულებით. ეს მონაცემები შეიკრიბა, დამუშავდა, გაანალიზდა და გამოყვანილ იქნა ახალი მაჩვენებლები, რომლებიც სრულად ეფუძნება ამ მაჩვენებლებს. ის სახარჯი მასალები, სამედიცინო პერსონალი თუ დანარჩენი მოწყობილობა, რომელიც სჭირდება ამა თუ იმ ინტერვენციის განხორციელებას, იქ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩამონათვალში. ახალი ტარიფის ფასი არ იყო მარტივი საშუალო და გასაშუალოებული სხვადასხვა ფასების, გამომდინარე იმ არაერთგვაროვანი პირობებისა, რომელიც არის სხვადასხვა კლინიკებში. ერთ ინტერვენციაზე ერთ კლინიკაში ფასი - 17,000-19,000 ლარის ფარგლებში, მეორეში კი - 34,000 ლარის ფარგლებში. ეს უთანაბრობა, რომელიც საკმაოდ ძნელი ასახსნელია ტექნიკური განმარტებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გაანალიზდა და გამოყვანილი იქნა შეწონილი საშუალო, რომელიც ასახავს ყველაზე ხშირად განმეორებად ფასს. სწორედ ეს აისახა ტარიფში. ყველაფერი ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას სათანადო და ობიექტური მონაცემები და დოკუმენტირებულია ეს ყველაფერი. იყო დიდი მღელვარება და ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული დეფიბრილატორი ღირდა ძალიან მაღალი ფასი და ეს ფასი არ არის გათვალისწინებული იმ ტარიფში, რომელიც ამ კონკრეტული ინტერვენციისთვის 13,500 ლარად განისაზღვრა, მათ შორის დეფიბრილატორის ფასისთვის იყო გათვალისწინებული 9,000 ლარი, რომელიც ასევე ჩვენ მიერ ჩაიდო ტარიფში. თუ არსებობს სხვა საფუძველი, რის გამოც ეს მათთვის მიუღებელია, გარდა იმისა, რაც გაჟღერდა ტელევიზიით და რაც გაშუქდა, მაშინ თქვან", - ამბობს თამარ გაბუნია.
---
27.11.2019
ფასის დადგენის ნაწილი სოციალური სააგენტოს პრეროგატივაა, უწყება კი, საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება - თამარ გაბუნია
„თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, შესაძლოა, ტარიფი გადაიხედოს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც ძირითადი მიმართულებების შესახებ იყო საუბარი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფასისი დადგენის ნაწილი სოციალური სააგენტოს პრეროგატივაა, უწყება კი, საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება. „ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად იმუშავა. ეს მონაცემები შეიკრიბა, გაანალიზდა და გამოყვანილია შეწონილი საშუალო. ჩვენ, 279 მიმწოდებელი დავსხდეთ ერთად და შევთანხმდეთ რომელიმე კონკრეტულ ფასზე, ეთიკურად ეს შეუძლებელია. თუ ჩვენ გვექნება ობიექტური საფუძველი, რომ ეს პროცესი გადაისინჯოს, აუცილებლად გადაისინჯება. დღეს ჩვენ საავადმყოფოების რაოდენობა გვაქვს 279, რაც ძალიან ბევრია. აქ ეფექტურობის პოტენციალი არის ძალიან მაღალი. დიდი ზომის კლინიკებში პაციენტი გარანტირებულად მიიღებს მაღალი ხარისხის სერვისს და ყველაფერი ერთ ადგილას იქნება კონცენტრირებული. დადგენილება ამოქმედებულია და ძალაშია. თუ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, რომ ეს შევცვალოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა ტარიფი გადაიხედოს“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/520952
---
27.11.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ კლინიკებისთვის დაწესებული ერთიანი ტარიფი შეიცვალოს
კლინიკას, რომელიც ხედავს იმგვარ რისკს, რაც მისთვის გადაულახავია ფინანსური ან პაციენტის ჯანმრთელობის კუთხით, აქვს არჩევანი, რომ აღარ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიადგილემ, თამარ გაბუნიამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დაწესების თაობაზე განაცხადა. “დადგენილება შევიდა ძალაში, ამიტომ ეს არის მოცემულობა. დადგენილების პირობები ცნობილია შემსრულებლების მიერ. კლინიკას, რომელიც ხედავს იმგვარ რისკს, რაც მისთვის გადაულახავია ფინანსური კუთხით, პაციენტის ჯანმრთელობის კუთხით, აქვს არჩევანი, რომ აღარ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა”, - განაცხადა გაბუნიამ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ტარიფების გადახედვა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მხოლოდ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ობიექტური საფუძვლით მოხდეს. “დადგენილება ამოქმედებულია და ძალაშია. თუ მივიღებთ ობიექტურ ალტერნატიულ საფუძველს, რომელიც იქნება საკმარისად მყარი იმისთვის, რომ შეცვალოს გათვლა, ამ შემთხვევავაში ცალსახად არავის მიზანი არაა, რომ რომელიმე ობიექტურ მოცემულობას დაუპირისპირდეს, ამიტომ მე ვუშვებ იმის შესაძლებლობას, რომ ტარიფი შეიცვალოს”, - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ. კლინიკების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ სთხოვეს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/saxezea-samedicino-sistemis-degradaciis-didi-riski---tikaradzis-reformas-leloc-akritikebs/44297/
„სახეზეა სამედიცინო სისტემის დეგრადაციის დიდი რისკი“, - „ტიკარაძის რეფორმას“ „ლელოც“ აკრიტიკებს
"ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია და ინსტიტუცია ან დეგრადაციის გზას დაადგა ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას“, - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერთან ვასილ ჭეიშვილთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთა. როგორც bm.ge-ის „ლელოდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა ჩავარდნილ ჯანდაცვის საყოველთაო რეფორმასა და იმ დამღუპველ რეგულაციებზე, რომლებიც სისტემას ანგრევს. ,,ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი სფერო, როგორიცაა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, სადაც სახეზეა ასევე მნიშვნელოვანი კრიზისის შექმნის საფრთხე. ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია და ინსტიტუცია ან დეგრადაციის გზას დაადგა ან სტაგნაციის ფაზაში შევიდა. ასეთივე ბედი ეწია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემას. ,,ქართულმა ოცნებამ’’ დანერგა ე.წ. მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვით უზრუნველყოფის პროგრამა, ამით თავს იწონებდა და ამ მთავრობის დიდ წარმატებად წარმოაჩენდა, თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროგრამა ვერ იქნებოდა მდგრადი, რადგან მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც, კი ვერ ახერხებენ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სრულ დაფინანსებას. შესაბამისად, წარმოიშვა მნიშვნელოვანი პრობლემები ამ პროგრამის დაფინანსების კუთხით და გაჩნდა კორუფციის დიდი რისკები. ამ პროგრამაში არსებული ე.წ. შავი სურვილების გამო, რადგან ,,ქართული ოცნების’’ მთავრობის დამახასიათებელი თვისებაა არაკომპეტენტურობა და ხედვის არქონა. ამ შემთხვევაშიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით გამორჩეულ სამედიცინო კლინიკების ნორმალურ ფუნქციონირებას. ახდენს ამ სფეროში შემდეგი ინვესტიციების მოზიდვის სრულ დემოტივაციას და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის შემდეგ კაპიტალდაბანდებას გამორიცხავს. სახეზეა სამედიცინო სისტემის დეგრადაციის დიდი რისკი, რაც საბოლოო ჯამში უქმნის საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას და შესაბამისად მათ უსაფრთხოებას. ასევე იზრდება ქვეყნიდან კვალიფიციური სამედიცინო კადრების გადინების რისკი. მოძრაობა ,,ლელოს’’ აქვს მკაფიო ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს სამედიცინო სფეროში იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით და უფრო მეტიც საქართველო გადაიქცეს რეგიონალური მიზიდულობის ცენტრად სამედიცინო კუთხით, რისი სრული პოტენციალიც ქვეყანას გააჩნია’’, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-axali-reformit-djandacvis-biudjetis-dazogvas-cdilobs-radgan-biudjets-tanxa-aklia
გიორგი გრიგოლია-„ჯანდაცვის მინისტრი ახალი რეფორმით ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია“
„ეკატერინე ტიკარაძე ახალი რეფორმით ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია“-ამის შესახებ საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია „კომერსანტთან“ აცხადებს. მისი თქმით, პროტესტის ტალღა ჰოსპიტალურ სექტორში უფრო და უფრო გაღრმავდება, როდესაც რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი. „როდესაც 5 ნოემბერს ბრძანება გამოქვეყნდა, ჩვენ 6 ნოემბერს უკვე გვქონდა რეაქცია და ვთხოვეთ სახელმწიფო უწყებებს შეხვედრა, ბიზნესომბუდსმენის გარდა არსად შეხვედრა არ შემდგარა. მხოლოდ გუშინ მივიღეთ წერილი, ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ მივსულიყავით დაინტერესებული პირები სამინისტროში და დაგვესვა კითხვები, რომელზეც პასუხს გაგვცემდნენ. რეფორმა შეეხო ყველაზე ძვირადღირებულ დარგებს. ეს არც ტარიფიკაციაა და არც რეფორმაა ეს არის უბრალოდ ფასების კატასტროფულად შემცირება.ტარიფიკაცია ნიშნავს ტარიფების გადახედვას, რომელიც მცირეა გაზარდო, რომელიც ნორმალურია დატოვო და რომელიც დიდია შეამცირო. დაიწყეს ყველაზე ძვირადღირებული სერვისებით, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია და აპირებენ ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის ფულის მოკლებას. შემდგომში როგორც სამინისტრომ განგვიმარტა დადგენილება 800 ნოზოლოგიას ამ ეტაპზე შეეხო, შემდგომში 8000 ნოზოლოგიას უნდა გადახედონ და ეს გადახედვა იქნება შემცირება და არა თანხის გაზრდა. ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა სამინისტრო დათმობაზე, ხელს არავის ვუგრიხავთ, ვთხოვთ დადგენილება რამდენიმე თვით გადავადდეს , შეიქმნას დარგობრივ სპეციალისტებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად კომისია და თითოეული ტარიფი გადაიხედოს. რევოლუციას ვერ მოვაწყობთ მაგრამ პროტესტის ტალღა ექიმებში გაიზრდება მაშინ როდესაც რეფორმა სხვა დარგობრივ სფეროებსაც შეეხება“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
---
27.11.2019
„ეს არც რეფორმაა და არც ტარიფიკაცია, ეს სფეროს დანგრევაა!“-ექიმები „თეთრხალათიანების“ აქციას აანონსებენ
ექიმები „თეთრხალათიანების“ აქციას აანონსებენ. ამის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დღეს გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადეს. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველ რეფორმა გააპროტესტეს და № 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „ის ტარიფები რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდგინა არათუ ვერ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხს, უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელს ხდის ნებისმიერ სიცოცხლის გადამრჩენი სერვისების მიწოდებას. ძველი ტარიფიც კი ვერ უძლებდა ინფლაციას, ხოლო ახალი ტარიფით საერთოდ შეუძლებელი ხდება პროცედურების ჩატარება. პროცესები იმ დონემდე მიგვიყვანს, რომ სახელმწიფო თეთრ ხალთიანების სამშვიდობო პროტესტს მიიღებს“, - განაცხადა „საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა სულხან ლომინაძემ. საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ახალი რეფორმით ჯანდაცვის ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია. პროფესორი ამბობს, რომ პროტესტის ტალღა ჰოსპიტალურ სექტორში უფრო და უფრო გაღრმავდება, როდესაც რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის შემდეგ ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი. „როდესაც 5 ნოემბერს ბრძანება გამოქვეყნდა, ჩვენ 6 ნოემბერსვე გვქონდა რეაქცია და ვთხოვეთ სახელმწიფო უწყებებს შეხვედრა, ბიზნესომბუდსმენის გარდა არსად შეხვედრა არ შემდგარა. მხოლოდ გუშინ მივიღეთ წერილი, ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ მივსულიყავით დაინტერესებული პირები სამინისტროში და დაგვესვა კითხვები, რომელზეც პასუხს გაგვცემდნენ. რეფორმა შეეხო ყველაზე ძვირადღირებულ დარგებს. ეს არც ტარიფიკაციაა და არც რეფორმაა ეს არის უბრალოდ ფასების კატასტროფულად შემცირება.ტარიფიკაცია ნიშნავს ტარიფების გადახედვას, რომელიც მცირეა გაზარდო, რომელიც ნორმალურია დატოვო და რომელიც დიდია შეამცირო. დაიწყეს ყველაზე ძვირადღირებული სერვისებით, რადგან ბიუჯეტს თანხა აკლია და აპირებენ ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის ფულის მოკლებას. შემდგომში როგორც სამინისტრომ განგვიმარტა დადგენილება ამ ეტაპზე 800 ნოზოლოგიას შეეხო, შემდგომში 8000 ნოზოლოგიას უნდა გადახედონ და ეს გადახედვა იქნება შემცირება და არა თანხის გაზრდა. ჩვენი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, წავა თუ არა სამინისტრო დათმობაზე, ხელს არავის ვუგრიხავთ, ვთხოვთ დადგენილება რამდენიმე თვით გადავადდეს , შეიქმნას დარგობრივ სპეციალისტებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან ერთად კომისია და თითოეული ტარიფი გადაიხედოს. რევოლუციას ვერ მოვაწყობთ მაგრამ პროტესტის ტალღა ექიმებში გაიზრდება მაშინ როდესაც რეფორმა სხვა დარგობრივ სფეროებსაც შეეხება“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია. „საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი“ ალექსანდრე ალადაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის ტარიფების გათანაბრება პრობლემა არ არის. მისი თქმით, პრობლემა დაბალი ტარიფიკაციაა. პროფესორი აცხადებს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მხარს უჭერენ გათანაბრებულ ტარიფებს, მაგრამ მკურნალობის ტარიფები რეალური უნდა იყოს. „ჯანდაცვის მინისტრი ექიმია, სტომატოლოგია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ექიმია, ამიტომ მათ არ ევალებათ და ვერც დავავალებთ ღრმა ეკონომიკურ გათვლებს. კარდიოლოგთა საზოგადოებას გვინდა დამოუკიდებელი ექსპერტიზისათვის ეკონომისტებს დადგენილი ტარიფები შეისწავლა ვთხოვეთ. პირველივე შეხედვით თქვეს, რომ ტარიფები არა რეალურადაა დათვლილი. კლინიკებმა, როგორც კანონმორჩილმა დაწესებულებებმა ვცადეთ ახალი ტარიფებით მუშაობა , ერთი კვირა უკვე გავიდა, რამდენადაც პირველი გამოცდილება აჩვენებს უკვე კლინიკები წაგებაზე მუშაობენ. კლინიკა რომელიც გინდა სახელმწიფო გინდა კერძო მუშაობს წაგებაზე რაღაც მთლად კარგად არაა დათვლილი. ალბათ პერსონალის შემცირება მოგვიწევს, რამდენად ვიცი რამდენიმე დაწესებულებამ ხელფასები 25 %-ით შეამცირა “, - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა ჰოსპიტალურ სექტორს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს. როგორც კახაბერ ეცადაშვილი აცხადებს რეფორმის ამქომედებიდან ერთი კვირის თავზე კლინიკა უკვე წაგებაზე მუშაობს, რაც საბოლოოდ კლინიკის დახურვას გამოიწვევს. „უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი. დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გახანგძლივებისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს რომელიც საჭიროა. როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკთხი, თუ საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები. კლინიკა, ჯერჯერობით, წაგებაზე მუშაობს; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ გადავადდეს ეს დადგენილება. განემარტოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი მოგების და ჯიბის გასქელების მიზნით არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს კახაბერ ეცადაშვილი. პრესკონფერენციიდან კლინიკების წარმომადგენლების ნაწილმა სამინისტროში დაანონსებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. თუ რა შედეგით დასრულდება შეხვედრა ამას „კომერსანტი“ უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ 26 სამედიცინო დაწესებულების და დარგობრივი ასოციაციების მოთხოვნის მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა მთავრობის № 520 დადგენილების 6 თვით გადავადებაზე, რომლებიც ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. რეფორმის მიზანი იყო კლინიკებს შორის ფასების გათანაბრება, თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფულად შემცირდა ფასები საქართველოში ისეთ ყველაზე უფრო განვითარებულ მაღალტექნოლოგიური და მნიშვნელოვან სამედიცინო მიმართულებებზე, როგორიცაა რეანიმაციული მომსახურება, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია და ა.შ.. ჰოსპიტალურ სექტორტში აცხადებენ, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები.
---
27.11.2019
„ჯანდაცვის სექტორი, რომელიც ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს, შეიძლება რეცესიის ფაზაში გადავიდეს“
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავენ და ახლადდანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულ პირველივე რეფორმას აპროტესტებენ.საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედდა. შეხვედრაზე იმყოფება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც. პარლამენტარი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი რომელიც ყოველდღე უნდა ვითარდებოდეს, შეიძლება რეცესიის ფაზაში გადავიდეს. „ექიმებს და კლინიკებს უნდათ დაანახონ რეალობა ჯანდაცვის სამინისტოს,რომ გადაწყვეტილება შეეხება სამედიცინო სერვისების ხარისხს და მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება აუცილებლად გააუარესებს სამედიცინო სერვისს მეტიც ბევრი სერვისს გაქრება კიდეც. როდესაც პრემიერ მინისტრი ამბობს რომ ნებისმიერ სექტორთან უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი და ეს იქნება მისი ხელმძღვანელობის პირდაპირი მახასიათებელი სამინისტროების და მთავრობის, ამ დროს ერთ-ერთი სამინისტრო არანირ კომუნიკაციას არ მართავს დარგთან. ეს ნიშნავს, რომ ერთიანი პოლიტიკის არ არსებობაა სამინისტროებსა და პრემიერის ხელმძღვანელობაში, ან უბრალოდ ჯანდაცვის მინისტრი არ ითვალისწინებს პრემიერ მინისტრის პოლიტიკას იმასთან მიმართებაში, რომ უნდა არსებობდეს რეალურად კომუნიკაცია სექტორთან“, განაცხადა ლევან კობერიძემ. „კომერსანტის“ კითხვაზე რას მოუტანს ქვეყანას საქართველოს მთავრობის მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც ჯერ რეფორმას ატარებს, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობს, დეპუტატი გვპასუხობს. „ამოცანები, რომლებიც ისახება მთავრობის მიერ რეალურად ემსახურება არა კონკრეტულად დარგის განვითარებას, დარგის ინტერესებს, საჭიროებებს და გამოწვევებს არამედ ბადებს ეჭვს რომ ეს არის პოლიტიკური დავალებების შესრულება, რადგან წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდეს, რომელიც ძირეულად ეხება დარგს და რეფორმის გატარებამდე პირველი პირების მიერ არ ხდებოდეს შეხვედრების ორგანიზება, აზრების გაცვლა გამოცვლა და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება. ან ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულები, რომ სამინისტრომ ყველაფერი იცის და თვითონ გადაწყვეტს რაც ბუნებრივია მიუღებელია და მეორე ის, რომ დიალოგის უნარი ამ შემთხვევაში სტრუქტურას არ გააჩნია და 21-ე საუკუნეში ცოტა ინტერაქტიული დიალოგის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მგონი უკვე არქაიზმიც აღარაა. მსგავსი გადაწყვეტილებებით სახელმწიფო უფრო და უფრო შორდება თავის მოსახლეობას“, - აცხადებს ლევან კობერიძე. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის 520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. სწორედ ამიტომ დადგენილების გადავადების მიზნით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. თუმცა პროტესტის მიუხედავად რეფორმა მაინც ამოქმედდა.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotgia-mmartveloba-ase-ar-xdeba-jandacvis-ministrma-dargis-xma-unda-moisminosquot---levan-koberidze/44270/
"ღია მმართველობა ასე არ ხდება... ჯანდაცვის მინისტრმა დარგის ხმა უნდა მოისმინოს" - ლევან კობერიძე
საქართველოს პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის შეფასებით, მთავრობის 520-ე დადგენილების გამო, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, პაციენტებისთვის შესაბამისი სერვისების გაწევა ვერ ხერხდება და კლინიკებს დიდი ზარალი ადგებათ. “520-ე დადგენილების ამოქმედების გამო, ხშირ შემთხვევაში ხარისხიანი სერვისის გაწევა შეუძლებელი ხდება პაციენტებისათვის, შემთხვევა გვაქვს სამედიცინო სერვისების გადავადებასთან (ოპერაციების, მკურნალობის) იმის გამო, რომ ამ დადგენილებაში აღნიშნული ტარიფების სქემით, პრაქტიკულად, შეუძლებელია ისეთი მანიპულაციების გაწევა, რომელზეც ექიმი პასუხისმგებლობას აიღებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კლინიკებმა წარმოადგინეს ზარალი, რომელიც მათ ადგებათ ამ გადაწყვეტილებით. დარგის წარმომადგენლების შეხვედრის მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ თხოვნით მიმართვაა, რომ შეჩერდეს ამ დადგენილების მოქმედება. ეს იმიტომაა საჭირო, რომ დარგის წარმომადგენლებთან ელემენტარულად ტარიფიკაციის სქემა გავიაროთ და ამის მიხედვით მოხდეს ცვლილებები", - განაცხადა პარლამენტარმა. კობერიძემ მინისტრთან კომუნიკაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღია მმართველობა ხისტი გადაწყვეტილებებით არ ხდება და აუცილებელია, დარგის წარმომადგენლების აზრის მოსმენა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ გადაწყვეტილების განმარტებას აპირებს და არა - გადახედვას, რაც არასწორია და დადგენილება მინიმუმ 2 თვით უნდა გადავადდეს. „ჩვენ ველოდებით მინისტრთან შეხვედრას, რომელიც აქამდე არ მომხდარა. ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა, სადაც ნათქვამია, რომ ჯანდაცის სამინისტრო განმარტავს თავის გადაწყვეტილებას ახალ, გათანაბრებულ ტარიფიკაციაზე. ამ გადაწყვეტილების განმარტება საჭირო არაა, სამედიცინო საზოგადოებას სურს, 520-ე დადგენილების მინიმუმ 2 თვით გადავადება. ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია მყარი, თუმცა ამავდროულად მცდარია, რაც მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მან დარგის წარმომადგენლების ხმა აუცილებლად უნდა მოისმინოს, შეუძლებელია ვსაუბრობდეთ ღია მმართველობაზე და ამის ფონზე ვიღებდეთ მინისტრის ხისტ გადაწყვეტილებებს", - ამბობს ლევან კობერიძე. შეგახსენებთ, ლევან კობერიძის ინიციატივით, ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
---
27.11.2019
ექსკლუზივი - მედიკოსთა მობილიზება ივანიშვილის ბიზნესცენტრში: "ოცნების" ლიდერს არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა
"ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. მას ე.წ. "თეთრი ხალათის სინდრომი" აქვს" ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მედპერსონალი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. მილიარდერთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბიზნესცენტრში ორჯერ იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი - მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არტერიული ჰიპერტონია გახდა, რაც, ოლიგარქის ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საკმაოდ უცნაური, ფაქტობრივად, პირველი შემთხვევა იყო. როგორც "ნიუპოსტის" წყარო ამბობს, მედიკოსებმა ოლიგარქს წნევა მალევე დაურეგულირეს, თუმცა, მინი-გამოკვლევა ადგილზევე ჩაუტარეს, რათა გაერკვიათ, საქმე ჰქონდათ ესენციურ არტერიულ ჰიპერტენზიასთან, რაც მაღალი წნევის ჩივილების მქონე პაციენტთა 90%-ს აღენიშნება, თუ მეორად, ანუ სიმპტომურ ჰიპერტენზიასთან, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება. წყაროს თქმით, პაციენტი საკმაოდ ნერვიულობდა, რის გამოც გამოკვლევების ხელახლა დაწყება გახდა საჭირო, პასუხი კი ამ დრომდე ცნობილი არ არის: "ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას, რაც სიმპტომების ამოცნობასა და პროფილაქტიკას აძნელებს. მას ე.წ. "თეთრი ხალათის სინდრომი" აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ როცა ადამიანი ექიმთან მიდის ან რაღაც შემთხვევის გამო მასთან მიდის ექიმი, ეიფორული მდგომარეობა იწყება, წნევა იმატებს და შესაძლოა, ეს მდგომარეობა ჰგავდეს რაიმე დაავადების სიმპტომს. ადრე მას ეს სინდრომი კამერების მიმართ ჰქონდა - ნერვიულობას იწყებდა, როცა კამერასთან უწევდა ურთიერთობა და ეს ეტყობოდა კიდეც გამომეტყველებასა და სახის კუნთების დაძაბვაზე, შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სინდრომი გაუქრა, "თეთრი ხალათის სინდრომს" კი ვერაფერს უხერხებს. ამიტომ ძნელი სათქმელია, გუშინდელი შემთხვევა წნევის ერთჯერადი მომატება იყო თუ რაიმე პათოლოგიის გამოვლენა. თვითონ ბიძინა ივანიშვილი წნევის მომატებას დეპუტატებსა და ელჩებს უკავშირებდა, ასე ამბობდა, წნევამ ელჩებთან შეხვედრის მერე ამიწიაო", - ჰყვება "ნიუპოსტთან" წყარო, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. შეგახსენებთ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600 000 პირზე მეტს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93655
ჯანდაცვის სამინისტრო აქციის დაშლის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო 26 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 4 დაშავებულებიდან სამი ბინაზე გუშინვე გაეწერა, ერთმა კი, სამედიცინო დაწესებულება დღეს დატოვა. „ყველა პაციენტი ამ დროისთვის გაწერილია ბინაზე. ოთხი პაციენტიდან სამი - გუშინვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან, ინგოროყვაში მოთავსებულმა ერთმა მამაკაცმა კი - კლინიკა დღეს დატოვა. ამჟამად, არცერთი პირი გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობას აღარ საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას, პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/umushevroba-rogorc-ucvleli-problema---iri-is-kvlevis-ekonomikuri-nawilis-mimoxilva-/44255/
უმუშევრობა, როგორც უცვლელი პრობლემა - IRI-ის კვლევის ეკონომიკური ნაწილის მიმოხილვა
---
27.11.2019
„არსებობს რისკი, გული გაჩერდეს...“ - ჟურნალისტ ანა კალანდაძეს დახმარება ესაჭიროება!
როცა ამა თუ იმ ადამიანს ჯანმრთელობის თუ სხვა სახის პრობლემები ექმნება, დახმარებისთვის ხშირად მედიას მიმართავენ. ჟურნალისტები მათ გულდასმით უსმენენ და ცდილობენ, გაგონილი ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ. ახლა, ის შემთხვევაა, როცა თავად ჟურნალისტს სჭირდება საზოგადოების თანადგომა. ანა კალანდაძეს მკითხველი ბეჭდური მედიიდან იცნობს. 36 წლის ჟურნალისტს გულის პრობლემები აქვს. მისი მეგობარი ამბობს, რომ ანამ ზაფხულში გონება დაკარგა, საბედნიეროდ, ექიმების დროული ჩარევის შედეგად, „ელექტრო შოკით“ მოხდა გულის რიტმის აღდგენა. მას შემდეგ ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ანას ახლა სასწრაფოდ კარდიოსტიმულატორის ჩადგმა სჭირდება, იმისთვის, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი, ლამაზი ქალის გულის ცემა არ შეწყდეს, იმისთვის, რომ იცოცხლოს და იმისთვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ სიკეთის ირგვლივ გააერთიანოს. „პრაიმტაიმი“ ანას მეგობარს და კოლეგას, ციცი ომანაძეს ესაუბრა. ის საზოგადოებას დახმარებას მეგობრის გადასარჩენად სთხოვს. ამბობს, რომ ბოლო წლებში ანა კალანდაძეს ხერხემლის რამდენიმე ოპერაციის გაკეთება გაუსაძლისი ტკივილების გამო მოუწია. მერე ისე მოხდა, რომ მედიკამენტებმა კუჭ-ნაწლავი გაუღიზიანა, რის გამოც კლინიკაში მოხვდა. 1 აგვისტო ის თარიღი აღმოჩნდა, როცა ანამ გონება დაკარგა გულის ცემა შეწყდა. ექიმების დროული ჩარევის შედეგად, „ელექტრო შოკით“ მოხდა გულის რიტმის აღდგენა (დეფიბრილაცია). მას შემდეგ ანა იმყოფება არითმოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ და მიუხედავად ხანგრძლივი მკურნალობისა, სიცოცხლისთვის საშიში ჯანმრთელობის პრობლემა კვლავ დარჩა. არსებობს რისკი, გული გაჩერდეს... იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, სასწრაფოდ 21 000 ლარის მობილიზება უნდა მოხდეს. „ანა წინააღმდეგი იყო დახმარება საზოგადოებისთვის ეთხოვა. ამბობდა, იმდენ ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, იმდენს სჭირდება მატერიალური დახმარება, მე როგორ ვითხოვოო?! მეგობრებმა ძლივს დავარწმუნეთ... ძალიან ვთხოვთ თითოეული ჩვენთაგანი მათ, ვისაც ხელეწიფება დახმარება, დაგვეხმარონ ჩვენი ანას გადარჩენაში“ - ამბობს ციცი ომანაძე. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ: საქართველოს ბანკი GE08BG0000000813745500 მიმღები მაია კალანდაძე თიბისი ბანკი GE91TB7223445061100006 ანა კალანდაძე
---
27.11.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/520860
სოფელ მლაშეში ამბულატორია აშენდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ მლაშეს ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკონსულტაციო ოთახები, საქვაბე გათბობა და სველი წერტილები. პროექტის განხორციელებისათვის 78 396 ლარი დაიხარჯა. ამბულატორიის აშენების თანხები, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა გამოყო. დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://www.dia.ge/?m=4&ID=17055&fbclid=IwAR2mV00zRLglbRIRgVtcpc4L1sC05hh24qs_WrfQXRnlYnVT7evhfT8KJls
გორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიას შეუერთდა
---
ბეჭდვითი მედია
28.11.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
დასაქმებულთა შრომითი უფლებები
სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები სრულყოფილად დაცული არ არის, სუპერმარკეტებში მინიმალური ხელფასი 362, სწრაფი კვების ობიექტებში 494 ალრი, დასაქმებულთა 69% ზეგანაკვეთური მუშაობა ისე უწევს, რომ მათი უმრავლესობა შესაბამის ანაზღაურებას არ იღებს, 75% კი საკუთარი მოვალეობების შესურლებასთან ერთად სხვა საქმეების გაკეთებაც უხდება. პრობლემაა დასვენების საათები და შვებულებების გამოყენება. აღნიშნული კვლევა საქართველოს პროფკავშირებმა ჩაატარა.
---