From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-27.12.2019
Received On : 27.12.2019 09:26
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.12.2019

 

ტელევიზია

27.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 12:00

ქვეყანაში გრიპის ეპიდემია არ არის - განცხადებას დაავადებათა კონტროლი აკეთებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576925

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576626         

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6577031

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576518

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576499

ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576745

---

 

27.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576810

---

 

27.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა , ეკომიგრანტთა და სარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საააგენტოს ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576571

---

 

27.12.2019                                    

არხი: ფორმულა

გადაცემა:  ფორმულა ნიუს 09:00

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო წმენდა იწყება "ფორმულას" ინფორმაციით სამინისტროდან დაახლოებით 600 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავენ. მათ შემცვლელებს კი აქტიურად ეძებენ. სამინსიტროში საკადრო ცვლილებებს ოფიციალურად არ ადასტურებენ. სპეციალისტების გათავისუფლება უწყებამ ოქტომბრიდან დაიწყო. ამ პერიოდში ორგანიზაცია 80 სპეციალისტს დაატოვებინეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576245

---

 

27.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  იმედის დილა

გრიპის ვირუსი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576288

---

 

26.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

ივანიშვილების პირადი ექიმის შავი სია. ეკატერინე ტიკარაძის პირადი გადაწყვეტილებით ქვეყნის ყველაზე მსხვილ კარდიოლოგიური კლინიკების სადაც ურთულესო ოპერაციები კეთდება პარალიზების ზღვარზეა. ერთ-ერთი მთავარი კარდიოლოგიური ცენტრი სერიოზული პრობლემების წინაშეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575914

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575855

მაესტრო -ბიზნესი მაესტროზე 21:30- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575910

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575741

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575125

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574577

---

 

26.12.2019                                    

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 20:00

ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575716

---

 

26.12.2019                                    

არხი: I არხი                                 

გადაცემა:  მოამბე 21:00

ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის იმ განცხადებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც ვაქცინა პანაცია არ არის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575961 

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575776

კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575677

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574825

მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574048

რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573907

---

 

26.12.2019                                    

არხი: ფორმულა

გადაცემა:  პოლიტიკის ფორმულა

კრიზისი ჯანდაცვაში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6576600

---

 

26.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

სეზონური გრიპის გახშირებული შემთხვევები და გადატვირთული კლინიკები - H1N1 ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575941          

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575845

მთავარი არხი - მთავარი ამბები 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575813

I არხი-მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575951

მთავარი  არხი-მთავარი ამბები18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575612                                   

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575574

---

 

26.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

ვირუსული ინფექციების ეპიდემიური მდგომარეობა ქვეყანში არ არის. გავრცელებულია 7-8 ტიპის რესპირატორული ვირუსი და „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. (პირველი ვიდეო ფაილი). ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის პოზიციას აკრიტიკებს ზურაბ ჭიაბერაშვილი (მეორე ვიდეო ფაილი). ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის. მინისტრის განმარტებით, საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას (მესამე ვიეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575453

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575347

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574760

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574696

---

 

26.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  დღის ქრონიკა

ვირუსული გრიპის სეზონი. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575311

---

 

26.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა:  საქმის კურსი 13:45

მოგების მარჟის რეგულირება ფარმაცევტული კომპანიებისთვის - ზედმეტად კომერციული კლინიკები, პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობა და პოზიტივი, რომელიც 520-ე დადგენილებას მოაქვს, ეს არის გზავნილების ნაწილი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.  გადაცემის სტუმარია ზურაბ ჭიაბერაშვილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574516

---

 

26.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა:  ბიზნესი მაესტროზე 21:30

ფარმაციულ ქართულ კომპანიებს შესაძლოა მოგების მარჟა დაურეგულირდეთ. ეს სწორედ ის მექანიზმია, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების რეგულირებას განიხილავს. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნებს, რომ მსგავსი რეგულირება მედიკამენტებს დეფიციტურს გახდის და ერგრედწოდებულ შავი ბაზრის გაჩენას წაახალისებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575904

---

 

26.12.2019                                    

არხი: ფორმულა

გადაცემა:  ფორმულა ნიუს 20:00

საკადრო წმენდა ჯანდაცვის სამინისტროში - „ფორმულას“ ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ უწყებიდან დაახლოებით 600 თანამშრომელს ათავისუფლებენ. მათი შემცვლელების დასანიშნად კი სამინისტრომ გასაუბრებები უკვე დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები საკადრო ცვლილებებს ოფიციალურად არ ადასტურებენ. ასე იყო ოქტომბერშიც, როდესაც „ფორმულამ“ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მაშინ სამსახურის გარეშე უწყების 80 სპეციალისტი დარჩა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575868

---

 

26.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

16 წლის არასრულწლოვანზე, რომელზეც მამა ძალადობდა ძებნაა გამოცხადებული - გოგონას კვალი 3 დღის წინ დაიკარგა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575929

---

 

26.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი 

გადაცემა:  რეაქცია

2019 წლის ბოლო რეაქცია.  უკვე რამდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაწეული მომსახურების საფასურს ვერ ან არ ურიცხავს, რამაც საავადმყოფოები მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. კრწანისის პოლიგონის სიახლოვეს ნანგრევებად ქცეულ შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახებში 21 ბავშვი ჰყავთ, მათ შორის არიან ბავშვებიც, რომლებსაც სპეციალური მკურნალობა ესაჭიროებათ. ადამიანი აქ უკიდურესმა გაჭირვებამ მიიყვანა. უკეთესი საცხოვრებელი მათ ვერ მონახეს, თუმცა ახლა მათ ეუბნებიან, რომ ცხოვრების უფლება აქაც არ აქვთ. ეს ადამიანი აცხადებენ, რომ მათთან პოლიცია მივიდა და ქონების მართვის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე იქაურობის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურად სახელმწიფო შემწეობას 422,970 ადამიანი იღებს. ზუსტად ეს რაოდენობა ფიქსირდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე. ზუგდიდში ყოფილი კოლეჯის შენობაში ათობით ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკოსებს ყოველი არჩევნების წინ ახსენდებათ და ყველანაირი დახმარებას ჰპირდებიან, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მომდევნო არჩევნებამდე ისინი აღარავის ახსენდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575755

---

 

26.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

არასრულწლოვანთა სამმართველო

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575751

---

 

26.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 18:00

"ჰელსი ჯორჯიას" ყოფილი მედ პერსონალი მეორე დღეა შიმშილობს - ექიმები კუთვნილ ხელფასს ითხოვენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575331

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575165

---

 

26.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 20:00

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ის კვლავ ხელოვნური ძილის ფაზაშია. მკურნალობის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროც არის ჩართული. პირველი პრეზიდენტის შვილს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6575719

---

 

26.12.2019                                    

არხი: პალიტრა ტვ

გადაცემა:  პალიტრა ნიუს 16:00

ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574953

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574372

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574118

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6574082

---

 

 

ინტერნეტი

27.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/tikaradze-romelic-ivanishvilis-odjaxtan-megobrobs-tavze-dagvadjda-da-shevardnadzis-periodshi-gvabrunebs

„ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობს,ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და შევარდნაძის პერიოდში გვაბრუნებს“

„ხელისუფლება კი არა, ღორების ბრიგადაა! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველდღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები, ექიმს რო ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რო მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა. შ. და რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თქვე მართლა ღორებო!“ -  ეს უმწვავესი განცხადება სოციალურ ქსელში, თბილისის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა ნოდარ ხმალაძემ დაწერა. პრობლემა, რომელზეც ცობილი ქირურგი საუბრობს საყოველთაოა, რადგან ხმალაძის მსგავსად უხელფასოდ, შესაძლოა, კიდევ ძალიან ბევრი ექიმი დარჩეს. ჰოსპიტალური სექტორის წამომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ რამდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტრო გაწეული მომსახურების საფასურს კლინიკებს არ ურიცხავს, რამაც საავადმყოფოები მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, დაახლოებით, 2 მილიონ ლარი უნდა ჩაურიცხოს კლინიკა „გულს“.  საავადმყოფოს დამფუძნებელი ანზორ მელიას იმედი არ აქვს, რომ სახელმწიფო კლინიკას დავლიანებას გაუსტუმრებს, ამიტომ ცნობილმა კარდიოლოგმა, ბანკიდან სესხი გამოიტანა, რათა საკუთარ ექიმებს ხელფასი გადუხადოს.  „ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის თვის ნახევარი არ ჩაურიცხავს, თანხა 150 000 ლარს შეადგენს, გადმოსარიცხია ივლისის თვის 302 000 ათასი ლარი, აგვისტოს 185 000 ლარი, სექტემბრის -206 000 ლარი, ოქტომბრის -352 000  ლარი და ნოემბრის - 558 000  ლარი. რამდენიმე დღის წინ ბანკიდან 200 000 ლარის სესხი ავიღე, რომ ხელფასების გაცემა შევძლო. ჩემს ექიმებს თანხა ორი დღის წინ დაერიცხათ, კიდევ კარგი ორი კვირის წინ დავიწყე ამ საკითხზე ზრუნვა, რადგან ამათი იმედი არ მქონდა“, - აცხადებს ანზორ მელია. 44 წლის სტაჟის მქონე კარდიოლოგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრი ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებს ზემოდან უყურებს და არ ხვდება. ანზორ მელია აცხადებს, რომ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სექტორს ანგრევს და შევარდნაძის პერიოდში აბრუნებს.  ექიმი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ ტიკარაძე დროზე შეაჩეროს. „არაფერი გამოვა სანამ ივანიშვილი ამ ქალს არ მოიშორებს, რომელსაც მოადგილებიც უარესები ჰყავს. დღეს კარდიო-ქირურგია და რეანიმაცია ისეთ დონოზეა, რომ ევროპის წამყვან კლინიკებს ვუტოლდებით. ჯანდაცვის საიმინისტროსგან არანაირი განმარტება არ მიგვიღია, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ზედ არ გვიყურებს. რა უნვერსიტეტი დაამთავრა მინისტრმა? ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვან უნივერსიტეტში სწავლობდა და ონლაინ მიიღო ავსტრიაში განათლება. ზემოდან გვიყურებს, ძალიან დამამცირებლად, ეს არის უვიცი ადამიანების დამოკიდებულება, როდესაც გავლენიან ადამიანთან გაქვს კავშირში და გგონია, რომ ძალიან მაგარი ხარ.  ტიკარაძე, რახან ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობს დაგვაჯდა თავზე, ზემოდან გვიყურებს, არ გვისმენს და გვემუქრებოდა პრემიერ-მინისტრათან, რომ ვიყავით. პრემიერ მინიტრმა გულთან უფრო ახლოს მიიტანა ყველაფერი, ეს კიდევ, გვემუქრებოდა, მე თქვენ გაჩვენებთო. 80 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა, რადგან შემოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის კარგი პროგრამა. სულ ვამბობდი, რომ დახვეწა სჭირდებოდა, რადგან სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ფულს. გაიხსნა ამდენი კლინიკა - მე გავხსენი? სამინისტრომ მისცა ლიცენზიები და ითვისებდნენ ბიუჯეტის ფულს, სწორედ ამის გამო ვერ გაუძლო პროგრამამ“, - განმარტავს ანზორ მელია.  „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ სახელმწიფოს საავადმყოფოს ორი თვის დავალიანება 1 287 000 ლარი აქვს. ექიმი აცხადებს, რომ კლინიკა  საფრთხის წინაშე დგას, რომ სამედიცინო პერსონალს უახლოს მომავალში ხელფასს ვეღარ გადაუხდის, რაც საბოლოოდ „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ პარალიზებას გამოიწვევს. „ხელშეკრულებით განსაზღვრულია ვადები, როდის უნდა ჩარიცხოს თანხა. ამ ეტაპზე სახელმწიფო აგვიანებს აგვისტოს თვეს და ნაწილობრივ არის დაგვიანებული სექტემბერის თვე. ვადებიდან გამომდინარე ოქტომბერ-ნოემბერს ჯერ ვერ მოვთხოვთ. სამედიცინო დაწესებულებები ვმუშაობთ ორი პროგრამით, ეს არის ვერტიკალური პროგრამა და საყოველთაო ჯანდაცვა. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩასარიცხი დავალიანება სექტემბერ-ოქტომბერში 467 000 ლარს შეადგენს, ხოლო ვერტიკალურ პროგრამაში დავალიანების ოდენობა 820 000 ლარია. ამ ეტაპზე პერსონალს ხელფასს მთლიანად ვერ ვუხდი, თანხას ნაწილ-ნაწილ ვრიცხავთ, რათა ადამიანებს საახალწლოდ, რაღაც ჰქონდეთ. ვდაგვარ იმ საფრთხის წინაშე, რომ მალე ექიმებს თანხას ვერ გადავუხდი. არ ვიცით როდის მოხდება დავალიანების ჩარიცხვა.ვფიქრობ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ქვეყანა ქვეყანას უნდა დაემსგავსოს“, - აცხადებს ვახტანგ ლაშხი. 

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=221631-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%93%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%20%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

უმძიმესი სურათი ჯანდაცვის სისტემაში - ტიკარაძის უწყებას კლინიკების 283 მილიონი ლარი მართებს, რომელსაც არ უხდის

ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლის პირასაა მისული - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა და კონკრეტული მაგალითები მოიყვანა: "საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 800 მილიონ ლარს შეადგენდა. დღეისათვის მთელი ფული დახარჯულია და როგორც იტყვიან, ხარჯების გეგმა ასი პროცენტითაა შესრულებული, ანუ დასახარჯი არაფერი დარჩა. რა მდგომარეობაა ასეთ ვითარებაში კლინიკების დაფინანსებაში? კატასტროფული. ათი თვის განმავლობაში მთავრობას მათ წინაშე დაუგროვდა ვალი 283 მილიონი ლარის ოდენობით (ბოლო ორი თვის მონაცემები ჯერაც არ არის დაჯამებული). ამ პერიოდში კლინიკების მიერ მოთხოვნილი თანხების მოცულობს იყო 671 მილიონი ლარი, დაკმაყოფილდა მხოლოდ 388 მილიონი ლარით. ივლისის თვიდან მთავრობამ საერთოდ შეწყვიტა კლინიკებისათვის ფულის გადარიცხვა, რაც წარმოუდგენელი ფაქტია. ვინც ქვემოთ მოცემულ ცხრილს დააკვირდება, კარგად დაინახავს სისტემის კოლაფსის მეტად საგანგაშო სურათს.

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/579290-paata-imnaze-aravitar-epidemiaze-saubari-ar-aris

პაატა იმნაძე - არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის

არის ზამთარი და ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, თუმცა არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო კვირის მონაცემებით, ავადობა საქართველოში 100 ათას მოსახლეზე არის 190 შემთხვევა, მაშინ როცა, ეპიდემიად ითვლება 450-500 შემთხვევა. "გასულ წელს იმავე პერიოდში იყო 220 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე, ხოლო პიკზე იყო 280 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. შედარებისთვის, რუსეთში ეპიდემიურ ზღვარად ითვლება 700-მდე შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე ანუ არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არაა. მაგრამ ვინც ავადაა, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ეპიდემია. ძირითადად ბავშვები ავადდებიან გრიპით, მცირეწლოვანი ბავშვები და ჰოსპიტალიზაციაც მათ უხდებათ. დიდების საავადმყოფოში არ არის ასეთი გადატვირთულობა, როგორიცაა ბავშვთა საავადმყოფოებში. ეს არის ზამთრისთვის და ამ პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩვენთვის დღეს არ ითვლება ეს ეპიდემიად", - განაცხადა იმნაძემ.

ექსპრესნიუს.ჯი-   https://expressnews.com.ge/?id=95147

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1577431549-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=221635-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%20%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/579229-jandacvis-ministri-gripis-vakcinaciastan-dakavshirebul-mis-mier-gaketebul-komentarze-ganmartebas-aketebs

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის. მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას. „მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები“,-განაცხადა ტიკარაძემ. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას. „ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-gripis-vaqcinaciastan-dakavshirebit-mis-mier-gaketebul-komentarze-ganmartebas-aketebs/?fbclid=IwAR0Itdj0XG7dYfIK1T_Upbnw8ZPmn2fhvViuOZEZo8c-F3XiQEQ_CYxM64c

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-vaqtsinatsia-mushaobs-imunizatsiis-roli-sazogadoebriv-jandatsvashi-aris-umaghlesi-mnishvnelobis/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95128

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/ministri-gripis-vaqcinaciastan-dakavshirebit-sakutar-komentarze-ganmartebas-aketebs/46078/

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-ministri-gripis-vaqcinaciastan-dakavshirebul-mis-mier-gaketebul-komentarze-detalur-ganmartebas-aketebs

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/417234/

პია.ჯი- https://pia.ge/post/300343-jandacvis-ministri-gripis-vaqcinaciastan-dakavsirebit-gaketebul-gancxadebas-ganmartavs

კვირა.ჯი- http://kvira.ge/528893

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1577369556-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/272662

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=113568

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/417233/

2 კვირაში H1N1-ით ორი ადამიანი დაიღუპა

გასულ 2 კვირაში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაუდასტურა. H1N1 გრიპის ვირუსია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში პაატა იმნაძე რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: თუ ბავშვს 38,5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც. სხვებმა, თუ სამი დღის განმავლობაში გრძელდება 38,5-ზე მეტი ტემპერატურა, აუცილებლად მათაც უნდა მიმართონ ექიმს. ძალიან მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს, თუ ნახველში გაჩნდა თუნდაც მცირე სისხლის ან ჩირქის ნაწილაკები. გრიპის დროს პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა დაიტვირთონ ფიზიკურად, უნდა მიიღონ ბევრი სითხე და ჯანსაღი საკვები. მკურნალობის კურსი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა და საჭიროების შემთხვევაში ექიმმა უნდა ჩართოს მკურნალობაში ანტივირუსული საშუალებები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ანტიბიოტიკები არცერთი ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, ხველების ეტიკეტის დაცვა. თუ ხელსახოცი არა გვაქვს, დაცემინებისას ან დახველებისას მივიფაროთ სახეზე ხელი, უმჯობესია – იდაყვის აფარება, რადგან ხელის აფარების შემთხვევაში შეიძლება ვირუსების გავრცელებას შეუწყოთ ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, რადგან ვირუსი ძირითადად ვრცელდება სწორედ ხელის საშუალებით, ჩვენ შეიძლება მოვკიდოთ ხელი რაიმე ზედაპირს, ვირუსი კი გარემოში, ზამთარში, როცა ცივა, რამდენიმე საათი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას, შემდეგ ხელი შეიძლება სახეზე, თვალზე, ცხვირზე ან ტუჩზე მოვიკიდოთ. ასე გადადის ვირუსი. ასე რომ, ხელების ხშირი დაბანა აუცილებელა. თუ არ არის ხელის დაბანის საშუალება, არის ხელსახოცები სადეზინფექციო საშუალებებით, რომლითაც შეიძლება ხელები დავიმუშავოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და, შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული. სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შარშან, გრიპის ვაქცინის ბოლო, 2000 დოზა კომერციულ სექტორს „ჩაუწვა“ და ვერ გაყიდეს, წელს კი სააფთიაქო ქსელები და კლინიკები ვაქცინის ჭარბი რაოდენობით შემოტანას მოერიდნენ. მოსახლეობის ნდობა კი ამ ერთი წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინისადმი გაიზარდა, გაიზარდა მოთხოვნაც და, შესაბამისად, გაჩნდა დეფიციტი.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/162402-h1n1-gripis-virusit-bolo-or-kvirashi-ori-adamiani-gardaicvala

ტვ25.ჯი- http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=18850

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/217913-saqarthveloshi-tsels-h1n1-virusith-gardacvalebis-ori-shemthkhveva-dafiqsirda.html?lang=ka-GE

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1577375916-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90

ნიუპოსტ.ჯი- https://www.newposts.ge/?l=G&id=221604-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%96%E1%83%94

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://1tv.ge/news/daavadebata-kontrolis-centri-gripis-virusit-gardacvlil-orive-pacients-qronikuli-daavadebebi-hqonda-arc-erti-matgani-acrili-ar-iyo/?fbclid=IwAR3V0HdZvCZk8osimS1YSigtwon37VIqdYfERWRzyZwPNT-7lcEDT8zFtk0

დაავადებათა კონტროლის ცენტრი - გრიპის ვირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, არც ერთი მათგანი აცრილი არ იყო

გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთ მათგანს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული არ ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პაციენტები ზრდასრულები იყვნენ. სხვა დეტალებზე ცენტრის წარმომადგენელი არ საუბრობს. დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელძემ განაცხდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ორი ტიპის – A და B ტიპის გრიპის ვირუსები, თუმცა ჭარბობს B ტიპის ვირუსის შემთხვევები, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსები (H1N1, H3N5). მისივე თქმით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდში.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/528801

ამირან გამყრელიძე: ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციაა

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა. მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვისაა რეკომენდირებული. “გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არცერთი ქვეყნის, აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არ შედის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული საშუალებაა გრიპის პროფილაქტიკის. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://accentnews.ge/ka/article/11192-jandacvis-ministrsa-da-daavadebata-kontrolis-erovn

ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ვაქცინაციაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის და მისი ჩატარება მნიშვნელოვანია: "გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ შედის აუცილებელ ანუ მანდატორულ აცრათა კალენდრებში არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პრევენციული საშუალება გრიპის პროფილაქტიკისა. ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდირებულია უპირველეს ყოვლისა მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის". ცნობისთვის: გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შემდეგი განაცხადა: „ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე“.

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95116

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/zurab-chiaberashvili-ekaterine-tikaradzeze-tviton-uxelfasod-mushaobs/46051/

ზურაბ ჭიაბერაშვილი-ეკატერინე ტიკარაძეზე: თვითონ უხელფასოდ მუშაობს?

"როცა ექიმები და ექთნები ვალებით ხვდებიან ახალ წელს, ეს პაციენტებზე აისახება", - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილი კლინიკების კომერციულ ინტერესებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. „კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პაციენტის უკეთესი მოვლა და მკურნალობა დამოკიდებულია მედპერსონალის კარგ მდგომარეობაზე, მის კარგ სამუშაო პირობებსა და კარგ ანაზღაურებაზე; როდესაც ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე ლაპარაკობს იმაზე, რომ თურმე საავადმყოფოებს სხვანაირად უნდა მივუდგეთ, მე მარტივი შეკითხვა მაქვს მასთან - თვითონ უხელფასოდ მუშაობს? აბა, ქირურგები, რომლებიც დღე და ღამე ოპერაციებზე დგანან და ახლა 6-8 თვის დავალიანება არის მათ წინაშე, ხოლო სახელმწიფო ხელფასს ვერ უხდის იმის გამო, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს დროულად ფული ვერ ჩაურიცხა, ექიმებმა რა დააშავეს? რა დააშავეს ექთნებმა, რომლებმაც პაციენტებს უნდა მოაუარონ ოპერაციის შემდეგ?! მთლიანად ასეთი მიდგომა ანგრევს ჯანდაცვის სისტემას; როცა ექიმები და ექთნები ვალებით ხვდებიან ახალ წელს, ეს პაციენტებზე აისახება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი "სამედიცინო ჩარევებზე ზედმეტად კომერციულად ორიენტირებულ კლინიკებს" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლას ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით მუშაობის გაგრძელებას ურჩევს. მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელმაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა, პოზიტიურია. კითხვაზე, მაშინ რატომ აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილი მთავრობის გადაწყვეტილებას, მინისტრი პასუხობს, რომ "მათ მეტად კომერციული ინტერესი აქვთ".

---  

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://for.ge/view/178297/jandacvis-reforma-romlis-mTavari-mizani-xarjebis-maqsimalurad-SezRudvaa.html

 ჯანდაცვის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი ხარჯების მაქსიმალურად შეზღუდვაა

მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში გადამზადდებიან როგორც ექიმები, ასევე მოხდება სამედიცინო დაწესებულებების ხარისხობრივი აღჭურვა. პარალელურად დაკორექტირდება პროგრამები. უკვე ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი. ამ ყველაფრით ტიკარაძის უწყება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდობს უზარმაზარი ხარჯი, რომელსაც სამინისტრო ჯანდაცვის კუთხით ეწევა. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომავალი წლისთვის იგეგმება, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ექიმების ხარისხობრივ გადამზადებას, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კონტროლის დაწესების კუთხითაც გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. პირველადი ნაბიჯები დაიწყება როგორც სოფლად, ასევე ისეთი დიდ ქალაქებში როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. იმედი გვაქვს, გვექნება ის შედეგები, რა მოლოდინიც გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. პირველადი ჯანდაცვის სისტემის ახლებური მუშაობით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების მომსახურების გამოყენება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას აზრით, პირველადი ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურეობის ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის სამართლიან, ეფექტურ გადანაწილებას, მთავარია მთლიანად მოიცვას ადამიანის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური კუთხით. „ადამიანის უფლების დაცვის კონტექსში, აუცილებელია, ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაძლიერებაზე, რათა მივიღოთ ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. მთელი რიგი ვალდებულებები უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის ეფექტურ ფუნქციობას, პირველადი ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის მიზნებს და ა.შ.“, - განაცხადა გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა. სავარაუდიდ, სწორედ აქეთკენაა მიმართული ის ნაბიჯები, რომელსაც სამინისტრო ბოლო პერიოდში აქტიურად დგამს - დაწყებული 520-ე დადგენილების ამოქმედებით და 2020 წელს დაანონსებული რეფორმების დაგეგმვით. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოფიქრებული ეს გამოსავალი დაგვიანებულია, ვინაიდან კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული. იგი ასევე აკრიტიკებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების 1-ლარიან პროგრამას და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა „ფაქტიურად დღესაც ჩავარდნილია“. „შეგიძლიათ აფთიაქში მიხვიდეთ და ნახოთ, რომ პენსიონერები იმ 1 ლარად ვერ იყიდიან წამლებს, რადგან ფიზიკურად არ არის ქსელში. ეს პროგრამა 20 მილიონი ლარიდან შემცირდა 10 მილიონამდე 2020 წელს. თანაც აწესებს ერთიან ტარიფს კლინიკებისთვის. ასეთი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ იპოვოს გამოსავალი. მესმის, როცა ახალი მინისტრი ხარ, გინდა თავი რაღაც მნიშვნელოვანით დაამახსოვრო ქვეყანას და პაციენტებს, მაგრამ ის, რითიც გინდა თავი დაამახსოვრო, უნდა იყოს უკეთესი, ხარისხიანი ჯანდაცვა, უკეთესი მედიცინა, წინ წასული დარგი, შემცირებული სიკვდილიანობა და ავადობის მაჩვენებელი. ისე, როგორც ახლა აპირებენ, ეს, სამწუხაროდ, რეფორმა არ არის, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის სურვილი. ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:     http://www.tabula.ge/ge/story/162369-kaloiani-klinikebistvis-520-e-dadgenilebis-shedegebi-jer-kidev-tsinaa

კალოიანი: კლინიკებისთვის 520-ე დადგენილების შედეგები ჯერ კიდევ წინაა

ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი მთავარ არხთან ამბობს, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შესული 520-ე დადგენილების შედეგად, კლინიკებს უწევთ, ცვლილებებს ზარალის ხარჯზე მოერგონ: "რაც შეეხება 520-ე დადგენილების შედეგს კლინიკებისთვის, ჩემი აზრით, ეს ჯერ კიდევ წინ არის. მან უკვე შექმნა გარკვეული პრობლემები, კლინიკები ჯერ კიდევ ცდილობენ, მოერგონ, თუმცა ტენდენცია საკმაოდ სახიფათოა. ძირითადი დაწესებულებები ცდილობენ მოერგონ ან საკუთარი ზარალის ხარჯზე, ან ძირითადად, თანამშრომლების ხარჯზე,"- ამბობს ვახტანგ კალოიანი. 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე. უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია. მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ გამოიწვია სამედიცინო სფეროდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ყველაზე მძიმედ პაციენტებს შეეხებოდათ, მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად კი მედპერსონალისთვის მოუწევდათ ხელფასების შემცირება. ამისდა მიუხედავად, დადგენილება მაინც შევიდა ძალაში.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:    https://bm.ge/ka/article/klinika-quotguliquot-jandacvis-saministros-mxolod-chven-mimart-15-mln-larze-metis-davalianeba-aqvs/46047/

კლინიკა "გული": ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ჩვენ მიმართ 1.5 მლნ ლარზე მეტის დავალიანება აქვს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხოლოდ კლინიკა „გულთან" ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება 1.5 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ BM.GE-ის კლინიკა „გულის“ მფლობელმა ანზორ მელიამ განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლოს ჩარიცხვა ივნისში განახორციელა და მაშინაც თვის ნახევარი ჩარიცხეს. "ივნისში დაგვირიცხეს დავალიანების ნაწილი და დარჩენილია 150 000 ლარი, ასევე ჩასარიცხი აქვთ ივლისის დავალიანება - 302 000 ლარი, აგვისტოსი -185 000 ლარი, სექტემბრის - 206 000 ლარის, ოქტომბრის - 352 000 ლარი და ნოემბრის - 378 000 ლარი, რაც ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტია. 2 თვეა ხელფასები არ გამიცია. სამინისტრომ პრობლემები შეგვიქმნა ჩვენს საქმიანობაში. ჯანდაცვის სამინისტრო რომ გვექცევა ჩვენ - ექიმებს ასე მტერიც არ მოგვექცევა. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მოქცევას“, - განაცხადა ანზორ მელიამ. ცნობისთვის, BM.GE-მ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მოცულობის დავალიანება ერიცხება უწყებას კლინიკების მიმართ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://bm.ge/ka/article/anzor-melia-gushin-200-000-laris-krediti-avige-rom-xelfasebi-gavce/46049/

ანზორ მელია: გუშინ 200 000 ლარის კრედიტი ავიღე, რომ ხელფასები გავცე

"გუშინ 200,000 ლარის კრედიტი ავიღე, რომ ხელფასები გავცე, 2 თვეა არ გამიცია ხელფასი", - განაცხადა BM.GE-ისსთან საუბრისას კლინიკა „გულის“ მფლობელმა ანზორ მელიამ. როგორც მელია განმარტავს, მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული დავალიანებაა, რომელიც 1.5 მლნ ლარს აჭარბებს. „ჯანდაცვის სამინისტროს ივნისის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული თანხები არ ჩაურიცხია. ივნისშიც ნახევარი ჩაგვირიცხეს. როდესაც კარდიოქირურგია არ გვქონდა, დიაგნოსტიკური ცენტრი ჩემთან ძალიან დიდი დატვირთვით მუშაობს და ვაგროვებდით თვის განმავლობაში ამ ხელფასს, მაგრამ კარდიოქირურგია რომ გავხსენით, ძალიან ბევრი ხარჯია და ამბულატორიული მომსახურებიდან შემოსული თანხის ნაწილი მიდის ამის დაფარვაზე, ამიტომ 2 თვეა ხელფასს ვერ ვაგროვებ და გვაქვს ჩავარდნები“, - განაცხადა კლინიკა „გულის“ მფლობელმა. ანზორ მელიას თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გარკვეული დათმობები გაკეთდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კლინიკამ გამართულად იმუშაოს. „520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ გეგმიური ოპერაციები შეჩერებულია და წაგებაზე მივდივართ. მწვავე-გადაუდებელ პროცედურებს ვაკეთებთ, მაგრამ ახლა მოგვცა უფლება პრემიერ-მინისტრმა, რომ ავადმყოფმა აირჩიოს ექიმი და თან პაციენტს უფლება აქვს ჰონორარის სახით ექიმს თანხა გადაუხადოს და ეს გვყოფნის ხარჯებისთვის; სპეციალურად გვაქვს ვიაიპი პალატა, სადაც პაციენტს ქირურგის არჩევა შეუძლია და ეს შემოსავალი არ მიდის ქირურგთან, არამედ მიდის ხარჯებში. თუ კლინიკას 5% მაინც არ ექნება მოგება, ის ვერ განაახლებს ამ ძვირადღირებულ აპარატურას“, - ამბობს ანზორ მელია. BM.GE-ის კითხვაზე - რას აპირებს კლინიკის მფლობელი მომავალში იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო დავალიანებას არ დაფარავს, „გულის“ ხელმძღვანელი ამბობს: „მომავალ თვეს კრედიტს უკვე აღარ მომცემენ. ალბათ ისევ პრემიერ-მინისტრს მივმართავთ ჯერ იმიტომ რომ ძალიან კარგად მიგვიღო პრემიერმა და გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ამბავი“.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  http://www.tabula.ge/ge/story/162363-klinikebis-xelmdzghvanelebi-jandacvis-saministros-davalianebis-gamo-ver-varigebt

კლინიკების ხელმძღვანელები: ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანების გამო ვერ ვარიგებთ ხელფასებს

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ჩივიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თვეების განმავლობაში დაგროვილი დავალიანება აქვს, რის გამოც მედპერსონალი ხელფასის გარეშეა დარჩენილი. საქმე ეხება თანხებს, რომელიც სამინისტრომ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უნდა გადაურიცხოს. "თანამშრომლები ემზადებიან ასე თუ ისე სააწალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ და სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისისას არ გვირიცხავს," - აცხადებს კლინიკა გულის ხელმძღვანელი ანზორ მელია მთავარ არხთან. მელიას თქმით, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე უარზეა, კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს პრობლემები. "შეხვედრები არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა," - ამბობს მელია. კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ სამინისტროს დავალიანებები ახალი პრობლემა არაა: "დავალიანება ახალი თემა არ არის, ის საკმაო ხანია დაწყებულია და გროვდება. ეხლაც, სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაიზარდა." საყოველთაო ჯანდაცვის დასაფინანსებლად მთავრობისთვის თანხების დეფიციტი უკვე ტრადიციადაა ქცეული - წელს პროგრამისთვის ბიუჯეტში 754 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, რაც მთავრობამ უკვე აითვისა და პროგრამისთვის 11 მილიონი ლარის დამატება მოუწია - ასე გრძელდება ყოველ წელს 2015 წლიდან.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://ipress.ge/new/jandatsvis-saministrom-medpersonalisthvis-mas-shemdeg-daitsqho-thankhis-charitskhva-rats-erth-erthma-eqimma-math-facebook-ze-ghorebi-utsoda/

ჯანდაცვის სამინისტრომ მედპერსონალისთვის მას შემდეგ დაიწყო თანხის ჩარიცხვა, რაც ერთ-ერთმა ექიმმა მათ facebook-ზე ღორები უწოდა

№5 კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალისთვის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხელფასის გადახდა ს მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნული საავადმყოფოს ექიმმა ნოდარ ხმალაძემ სოციალურ ქსელ facebook-ში დაწერა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს საახალწლოდ ხელფასს არ ურიცხავდა. „ხელისუფლება კი არა, ღორების ბრიგადა!!! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველ დღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები ექიმს რომ ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რომ მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა.შ. რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თქვე მართლა ღორებო“ – წერს ექიმი. როგორც „აიპრესმა“ გაარკვია, მსგავს მდგომარეობაშია საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობა. „აიპრესს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ „ეტაპობრივად ირიცხება თანხები. დღეს დილიდან გაფორმდება №5 საავადმყოფოსთან მიღება- ჩაბარების აქტი, რის შემდეგ თანხა ეტაპობრივად ჩაირიცხება. რაც შეეხება სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, ეტაპობრივად, ყოველდღიურად ხდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება“. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალ წელს არცერთი მედპერსონალი ხელფასის გარეშე არ დარჩება.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   https://www.newposts.ge/?l=G&id=221575-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,

ქვეყნის ათასობით ექიმი ახალ წელს ხელფასის გარეშე ხვდება - "ზემოდაგ გვიყურებს... მივმართავ ივანიშვილს, დროზე შეაჩეროს და მოაშოროს ჯანდაცვის მინისტრი ექიმებს"

"ამ ქალს ძალიან ბევრი უფლებები აქვს"- აცხადებს ანზორ მელია და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კლინიკების მიმართ არსებულ ადავალიანებას რამდენიმე თვეა არ იხდის. ხელისუფლების გულგრილობა ქართველი მედიკოსების მიმართ - ათასობით ექიმი ახალ წელს ხელფასის გარეშე ხვდება. მათ დიდი ნაწილს ბოლო 6 თვეა ანაზღაურება არ აუღია. ხელისუფლება კლინიკებს დაგროვილ დავალიანებებს რამდენიმე თვეა არ უხდის. ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი მედიკოსების პრობლემებს გულგრილად უყურებს. კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი, ანზორ მელია სრულ პარუსხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს. "კლინიკები, რომლის ხელმძღვანელებმა ღია წერილი გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, აღვმონდით შავ სიაში. ახალი წელი მოდის, თუმცა მათ ერთი თეთრიც კი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო 7 თვეა დავალიანებებს არ გვირიცხავს"- აცხადებს მელია. კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ქართული მედიცინის დასანგრევად მოვიდა. ანზორ მელია ინტერესდება, რომელი ინსტიტუტი დაამთავრა ეკატერინე ტიკარაძემ. "ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ამის შესახებ ჩვენამდე მოდის ხმები, რომ განათლება ონლაინ რეჟიმში აქვს მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად. პირადად მე, კარდიოლოგიაში 44 წლის სტაჟი მაქვს. ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და ღამე აქ ვარ. რა უფლება აქვს ან მე ან ჩემს კოლეგებს ზემოდან უყუროს. შეხვედრები მას არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან ბევრი უფლებები აქვს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ შეაჩეროს დროზე და მოაშორონ ეს ქალი ექიმებს"- აცხადებს მელია. კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისზე საუბრობენ სხვა მედიკოსები. წარმატებული ქირურგი ნოდარ ხმალაძე ხელისუფლებას და ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი ეპითეტებით მიმართავს: “ხელისუფლება კი არა,ღორების ბრიგადაა!!! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველ დღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები ექიმს რო ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რო მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა. შ. და რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თვე მართლა ღორებო!!!!"- წერს ქირურგი. რაც შეეხება ტიკარაძის უწყებას, ის კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/saministros-quothelsikorisquot-4-mln-mde-davalianeba-aqvs---klinika-tikaradzis-uwyebas-mimartavs/46064/

სამინისტროს "ჰელსიკორის" 4 მლნ-მდე დავალიანება აქვს - კლინიკა ტიკარაძის უწყებას მიმართავს

ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენი კლინიკის მიმართ 3.8 მლნ ლარი აქვს დავალიანება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ერიცხებათ, - ამის შესახებ BM.GE-ისთან ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიის და ანგიოლოგიის ცენტრის "ჰელსიკორის" დირექტორმა რუსუდან ლაგვილავამ განაცხადა. მისი თქმით, 7 თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დასარიცხი თანხა არ ჩაურიცხავს. „დღეს განვახორციელეთ ზარი სამინისტროში და ვუთხარით, რომ ვერც მედიკამენტებს ვეღარ ვიყიდით, ვერც სახარჯ მასალებს. გთხოვთ, გაუკეთეთ ორგანიზება, რომ პაციენტები, რომლებიც წვანან ჩვენს კლინიკაში გადაიყვანეთ სხვა სახელმწიფო კლინიკებში ან დაარტყით ბეჭედი შესრულებას და დაიწყეთ თანხების გადმორიცხვა ან მოემსახურეთ ამ ხალხს სხვა კლინიკებში. ხელფასებს ვერ გავცემთ წინასაახალწლოდ, იმიტომ რომ ამხელა დავალიანებით შეუძლებელია, ხელფასის კი არა მასალის შესყიდვაც არ შეგვიძლია. სამინისტროდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვფიქრობ, ჯერჯერობით, არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ბეჭედს თუ დაარტყამენ კიდევ 10 სამუშაო დღე უნდა, გამორიცხულია, რომ სადღაც 10 იანვრამდე თანხა ჩაგვერიცხოს. შეიძლება 10-შიც არ ჩაირიცხოს“, - ამბობს რუსუდან ლაგვილავა. "ჰელსიკორის" დირექტორმა განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში კლინიკა თანამშრომლებს საკუთარი სახსრებით უხდიდა ხელფასს, წინა საახალწლოდ კი, ეს რესურსიც აღარ აქვთ. „ჩვენ დამატებითი 150 000 დოლარის კრედიტი ავიღეთ წინა თვეში და გავეცით ხელფასები ამ თვეში იმისთვის, რომ მედიკამენტები შეგვესყიდა, დამფუძნებლებმა, როგორც ისრაელიდან ასევე საქართველოდან, დამატებით აიღეს კრედიტები და 50-50 ათასი დოლარი შემოიტანეს, რომ არ გავჩერებულიყავით“, - ამბობს "ჰელსიკორის" დირექტორი.

--- 

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  http://gurianews.com/article/mtavari/politika/mtavroba-sakutari-shetsdomebis-gamo-saavadmqopoebs-medpersonalsa-da-patsientebs-sjis-chiaberashvili

"მთავრობა საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს,მედპერსონალს,პაციენტებს სჯის”-ჭიაბერაშვილი

“საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ, ზოგადად, იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია,” - განაცხადა ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მან ასევე გაიხსენა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მიყენებული ზიანი, რაც თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016-2017 წლებში შეძენილი და გამოყენებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის წარმოქმნილმა დავამ გამოიწვია. ჭიაბერაშვილი იწონებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიზანი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამის განეიტრალება იყო და მოუწოდებს ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია. ჭიაბერაშვილი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის ტიკარაძისეული ხედვის მიზანშეუწონლობასაც. მისი აზრით, ამ ხედვის განხორციელება, რაც მედიკამენტების ფასების დადგენაში მთავრობის პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, მხოლოდ პოპულიზმია და მდგომარეობას გააუარესებს. “საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც წამლების ფასი ბოლო 6 წელიწადში 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2017 წლიდან მოქმედმა მედიკამენტების პროგრამამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება. “მესამე საგანგაშო სიგნალი, რაც ტიკარაძისგან მივიღეთ, ისაა, რომ მთავრობა არ აპირებს 520-ე დადგენილების შეჩერებას და საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს, მედპერსონალსა და, საბოლოო ჯამში, პაციენტებს სჯის,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი, რის გამოც კლინიკების მუშაობას ხელი ეშლება და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს ხელფასს. “ეს ყველაფერი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/162366-minimum-3-didi-ziani-jandacvis-ministris-gancxadebebidan-zurab-chiaberashvili

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/respublikuri-saavadmyofo-sayoveltao-jandacvis-farglebshi-tanxebs-stabilurad-igebs---direqtori/46074/

რესპუბლიკური საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში თანხებს სტაბილურად იღებს - დირექტორი

რესპუბლიკური საავადმყოფო სამინისტროსგან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში თანხებს სტაბილლურად იღებს, - ამის შესახებ BM.GE-ის როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ასევე ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განუცხადეს. მათი განმარტებით, საავადმყოფო კანონით დადგენილ დროში იღებს სამინისტროდან თანხებს და შეფერხება არ აქვთ. „სამინისტროს ჩვენს მიმართ რაღაც განსაკუთრებული დავალიანება არ აქვს, შესრულების მიხედვით გვირიცხავენ თანხებს. რაც მინისტრი ძალიან დაინტერესდა ჩვენით, ნორმალურად გვირიცხავენ. ჩვენ ვაგზავნით შესრულებას, მერე იქ მუშავდება ორივე მხარესთან თანხმდება და მერე ირიცხება, რაც დროშია გაწელილი. ახლა იცით რა რეჟმში ვართ, ყოველთვე ირიცხება. ადრე ჩავარდნა ჰქონდათ ხოლმე და 2-3 თვე არ გვაძლევდნენ, კატასტროფა იყო“, - განაცხადა bm.ge-ისთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. ლევან გოფოძე ამბობს, რომ სამინისტროს მხრიდან სტაბილური დარიცხვები თანამშრომელთა ხელფასების გაცემის სტაბილურობას უზრუნველყოფს. „საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ბოლოს დეკემბერშიც დაგვერიცხა თანხა, ორი დღის წინ. ოღონდ ეს იყო წინა რომელიღაც თვეების... ნოემბრის ვერანაირად ვერ დაგვერიცხებოდა. წინა თვეების პირნათლად დაირიცხა, რამაც ჩვენი თანამშრომლების აღფრთოვანება გამოიწვია, იმიტომ რომ წინსაახალწლოდ ხელფასები დარიგდა. საერთოდ ბოლო ხანებში 7-8 თვეა, მიუხედავად ბევრი კატაკლიზმისა, ჩვენ გრაფიკის მიხედვით, დროულად ვაძლევთ ხელფასს თანამშრომლებს. ეს დავალაგეთ, რაც ჩვენი ახალი მენეჯმენტის დამსახურებაცაა ნამდვილად“, - ამბობს ის. ამასთან, გოფოძემ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში ჩარიცხული თანხის მოცულობა ვერ დაგვისახელა და გვითხრა, რომ ამას საავადმყოფოს ფინანსური დირექტორი აკონტროლებს. „ერთი რამ შემიძლიათ გითხრათ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თვე არ ჩავარდეს... ჩვენი მუშაობა მთლიანად დამოკიდებულია ამ თანხაზე, რადგან ჩვენ არ გვაყვავს სპონსორები, არ გვყავს ვიღაც ფულიანი ბიძია... ახლა კერძო კლინიკებსაც უჭირთ, მაგრამ თუ ქვეყანა იქცევა და უწამლოდ რჩება რომელიმე კერძო კლინიკა, მისმა მფლობელმა შეიძლება თანხები დაურიცხოს კომპანიას. ჩვენ ასეთი ადამიანი არ გვყავს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ. ჯანდაცვის სამინისტროდან რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დეკემბერში, გასული თვის დარიცხული თანხის მოცულობის დასადგენად BM.GE რესპუბლიკური საავადმყოფოს ფინანსურ დირექტორს ირაკლი გვაზავასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა". "ეს საწარმოს შიდა მოძრაობა, რომელიც საჯარო არ არის... ჩვენ საჯაროდ ვაქვეყნებთ წინა წლის აუდირებულ ანგარიშგებას, რომელსაც გარე აუდიტორი ადგენს და ეს ყველაფერი საჯაროა, თუმცა დაუსრულებელი წლისთვის ამ ინფორმაციას ვერ გავცემ ვერავისზე“, - განაცხადა ირაკლი გვაზავამ. ფინანსურმა დირექტორმა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტა, რომ დეკემბერში საავადმყოფოს დაერიცხებოდა 3-4 თვის წინანდელი თანხა, რადგან მონაცემების დამუშავება გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. „რესპუბლიკური საავადმყოფო არანაირი განსაკუთრებული პირობებით არ სარგებლობდა არასდროს, როგორც სხვაგან ხდება, იგივენაირად ირიცხება ჩვენთანაც. ძალიან ბევრი კლინიკის ხელმძღვანელი არის ჩემი მეგობარი და ყველა კლინიკა ვართ თანაბარ პირობებში. მაგალითად, რაც მიიღო "ავერსი ჯგუფმა" ან "მედალფას ჯგუფმა" ან "ნიუ-ჰოსპიტალსმა", იგივე მივიღეთ ჩვენც. მანდ ინფორმაციის წარდგენას აქვს მნიშვნელობა ანუ თვის დასრულებიდან რაც უფრო მალე წარადგენ საჭირო დოკუმენტებს, უფრო მალე იწყება შენი ქეისების დამუშავება და მალე ღებულობ თანხას. თუ დააგვიანე და სამი თვის მერე ჩააბარებ, იმ სამი თვიდან სამი თვის შემდეგ გირიცხავენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკისთვის თანხის დარიცხვის ვადა კანონით არის დადგენილი - 3 თვე და ცოტა მეტი“, - განმარტა ფინანსურმა დირექტორმა. კითხვაზე - მიღებული აქვს თუ არა სამინისტროსგან რესპუბლიკურ საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ივნისის თანხა, ირაკლი გვაზავამ განაცხადა: „ივნისის ძირითადი ნაწილი კი მიღებული გვაქვს, შეიძლება კუდი იყოს დარჩენილი.“ ცნობისთვის: დღეს bm.ge რამდენიმე კერძო კლინიკას ესაუბრა. ისინი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანებები დროულად დარიცხონ. სამინისტრო, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. bm.ge უკვე რამდენიმე კვირაა ელოდება ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი თვის და რა მოცულობის დავალიანება აქვს სახელმწიფოს კლინიკების მიმართ.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:   http://alia.ge/news/41143?fbclid=IwAR3viDShpd7RskcV6hvj1VNfbnlEdk-bL_dldoXWTDpiVqk7qDkfSf3Q53M

სკანდალი - დიპლომი ჯანდაცვის მინისტრსაც არ აქვს?

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია ექიმების მიმართ ხელფასების გადაუხდელობაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის მინისტრს აკისრებს და ეკატერინე ტიკარაძის სამედიცინო განათლებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს: „ყველა ის კლინიკა, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ღია წერილს და გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ „შავ სიაში“ აღმოვჩნით. ახალი წელი მოდის, თანამშრომლები ემზადებიან საახალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ. სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისის ხელფასს არ გვირიცხავს. ეს ახალი მინისტრი დასანგრევად მოვიდა ქართული მედიცინის. რა ინსტიტუტი დაამთავრა ამ ქალბატონმა? ვიცი, რომ რაღაც მესამე ხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, როგორც მოდის ხმები და ონლაინ აქვს განათლება მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად, 44 წლის სტაჟი მაქვს კარდეიოლოგიაში და ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და აღამე აქ ვარ და რა უფლება აქვს, მე ან ჩემ კოლეგებს ზემოდან გვიყუროს, შეხვედრები, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან დიდი უფლებები აქვს და ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დროზე შეაჩეროს და ექიმებს მოაშოროს ეს ქალბატონი.“

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.bpn.ge/article/64048-jandacvis-ministris-moadgile-2020-cels-1500-ze-met-devnil-ojaxs-binebi-daukanondeba/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - 2020 წელს 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება

2020 წელს 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდება. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2019 წელს ბინებით 803 ოჯახი დაკმაყოფილდა, 2018 წელს კი - 1531 ოჯახი. კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ 2020 წელს 250 ეკომიგრანტიც მიიღებს ბინას. წელს ეკომიგრანტებისთვის 160 სახლის შეძენა მოხერხდა, 2018 წელს კი 112 ეკომიგრანტი დაკმაყოფილდა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579205-jandacvis-ministris-moadgile-2020-cels-1500-ze-met-devnil-ojaxs-binebi-daukanondeba

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://netgazeti.ge/news/417158/

“ჯანდაცვის სამინისტრო ცოტნეს მონაცემებს უცხოურ კლინიკებში აგზავნის” – გამსახურდიას ცოლი

ცოტნე გამსახურდიას ცოლი, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობებს სხვადასხვა უცხოურ კლინიკებში უკვე აგზავნის, რათა პაციენტის გადაყვანა დროულად მოხერხდეს. როგორც ჯაბაური ამბობს, გამსახურდიას ყველა სასიცოცხლო ფუნქცია აღუდგა და ამ დრომდე გართულებებსაც არ ჰქონია ადგილი, თუცა შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ოჯახი მიიჩნევს, რომ უმჯობესია მისი ევროპის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა მოხდეს, სადაც ხელოვნური ნარკოზიდან გამოიყვანენ: “ცოტნეს ჯანმრთელობა არის სტაბილური, თუმცა მძიმედ რჩება. ის არის ხელოვნურ ძილში. შოკიდან გამოვიდა პირველი 24 საათის გნამავლობაში, ყველა მისის სასიცოცხლო ფუნქცია აღდგა, მაგრამ თავის ტრავმების გამო საჭიროა ხელოვნური ძილის ფაზაში იყოს. ჯერჯერობით გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მოსალოდნელი და შესაძლო გართულებების მზაობისთვის გვინდა გადავიყვანოთ უცხოეთის კლინიკაში, სავარაუდოდ, ევროპაში. შევხვდი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელიც უვე აგზავნიან მის მდგომაროებას სხვადასხვა კლინიკებში. სასურველია, რომ დროში არ გაიწელოს, მაგრამ მობილიზებული არიან, რომ ეს არ გაიწელოს დროში. სასურველია მოხდეს იქ მისი გამოღვიძება”, – ამბობს ცოტნე გამსახურდიას ცოლი. ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით დაჭრეს. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს და ექიმების ინფორმაციით, ორი ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

---

 

26.12.2019

მედიასაშუალება:  https://marshalpress.ge/archives/272609

უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები განსაზღვრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად; განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის; ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა უწყებების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თავიანთი ხედვა წარადგინეს. დისკუსიის შედეგად, რომელშიც ფსიქოლოგები, ექსპერტები, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა ცალკეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე გაიწერა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები. როგორც შეხვედრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, არსებობს სისტემური საკითხები, რომელთა გადაჭრა სისტემურ მიდგომას და გრძელვადიან ხედვას საჭიროებს, თუმცა მთავრობის ამოცანაა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები პირველ რიგში და შემჭიდროებულ ვადებში მოგვარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები და ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება მენეჯმენტსაც გავლილი ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოგვარებულია და შევთანხმდით, რომ სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის დაფიქსირებიდანვე რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური და როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებიც. „ამასთანავე, განათლების სამინისტრო და ადამიანის უფლებების სამდივნო მთავრობის იმუშავებენ ბავშვთა ფსიქოლოგთა ბაზის შექმნაზე. ადამიანური რესურსები ამ ნაწილში სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინოს გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, გაძლიერდება მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 10 იანვარს გაიმართება.

---

 

ბეჭდვითი მედია

27.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 103 სკოლას ჰყავს

საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსის" მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს. ფსიქოლოგები ჰყავს დედაქალაქ თბილისის, ასევე იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე - დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ფსიქოლოგების ანაზღაურებას, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საათობრივად და შეადგენს საათში 12 ლარს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6576241&name=27.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

           

27.12.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

გრიპისმაგვარი დაავადებები პიკს დეკემბრის ბოლო დღეებში მიაღწევს

16-22 დეკემბერს საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებების დაახლოებით 70 000 შემთხვევა აღინიშნა, რაც დაახლოებით 12 000-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. “ეს მონაცემები არის სეზონური მახასიათებელი და საგანგაშოდ არ შეიძლება შეფასდეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. ეს არ მოელის, რომ წლევანდელი პიკური მაჩვენებელი შარშანდელს მიუახლოვდება. პაატა იმნაძის ინფორმაციით, რომ სახელმწიფო პროგრამით უფასო ვაქცინაცია ჯერ კიდევ გრძელდება და უკვე აიცრა 91 ათასზე მეტი ადამიანი. ხოლო კომერციულ სექტორში - დიდი მოთხოვნის გამო - ვაქცინის დეფიციტი შეიქმნა. “ევექსის”, “ავერსისა” და “ჯიპისის” ქსელებში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გრიპის ვაქცინა აღარ აქვთ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ გრიპზე სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საჭირო არ არის: „გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს“. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი კი მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში არ დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარებას, რადგან მათ კომპეტენცია სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვაა. “მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება.“

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6576211&name=27.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

დევნილთა და ეკომიგრანტთა დასახმარებლად ახალი სააგენტო შეიქმნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. „სააგენტოს შექმნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, სააგენტო, განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს. „2020 წლიდან სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემო შეუქმნას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6576180&name=27.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

27.12.2019

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

სეზონური გრიპი და გადატვირთული კლინიკები

სეზონური გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკები ისევ გადატვირთულია. ასევე გადატვირთულია ყველა სტაციონარი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება საგანგებო რეჟიმში მუშა ობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვლის, რომ გრიპის თავიდან ასაცილებლად ერთერთი მთავარი პრევენცია დროული ვაქცინაციაა. მისივე თქმით, დაგვიანებული იმუნიზაციის და თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამო ბოლო 2 კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევაც დაფიქსირდა. გრიპის ვირუსის გახშირებულ შემთხვევებზე 25 დეკემბერს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის მოსაზრებას, რომ გრიპის ვაქცინაცია პანაცეა არ არის, მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციის გარდა, მინისტრი ექიმებმაც გააკრიტიკეს. გუშინ, 26 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა საკუთარ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. _ მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, _ განაცხადა ტიკარაძემ. მისი თქმით, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას. _ ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნი ზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას, _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მაღალი მომართვიანობის გამო სრულად დატვირთულია იაშვილის კლინიკის რესპირაციული დეპარტამენტი, რის გამოც საავადმყოფოში დამატებითი ადგილების გამოყოფა დასჭირდათ. ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში გრიპით სულ 68 პაციენტი წევს. საქართველოში წელს 3 ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ექიმების რეკომენდაციით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6576149&name=27.12.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​