| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-27.11.2019 |
| Received On : | 27.11.2019 08:28 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 27.11.2019
ტელევიზია
27.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდებაზეც დარწმუნდებოდოთ და ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ 9 ნოემბერს დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ცხინვალის იზოლატორშია და სწორედ ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინდოელმა სტუდენტებმა. ეს ვიდეო ნეტგაზეთმა მოამზადა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6509780
---
27.11.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება შემცირდა. მიმდინარე წლის სამ კვარტალში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 33,77 მლნ მოგება მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 0.89 მლნ-ით ჩამორჩება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6509808
---
26.11.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ პიკეტის დაშლის შემდეგ სულ 4 ადამიანის ჰოლსპიტალიზება გახდა საჭირო. ამ ეტაპზე საავადმყოფოში მხოლოდ 1 პაციენტი რჩება, ის ინგოროყვას კლინიკაშია. მეორე დაშავებული, რომელიც ამტელის კლინიკაში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოათავსეს, 2 საათის წინ გაწერეს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6509672
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6509601
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6499362
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6499404
---
ინტერნეტი
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tikaradzis-reformis-gamo-gulis-ritmis-asociacia-gaxarias-gia-werilit-mimartavs/44267/
„ტიკარაძის რეფორმის“ გამო, გულის რიტმის ასოციაცია გახარიას ღია წერილით მიმართავს
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახაბერ ეცადაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა და ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა, დარგს განადგურების საფრთხის წინაშე აყენებს. „უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი“, - აცხადებს კახაბერ ეცადაშვილი. მისივე თქმით, 21 ნოემბრიდან ანუ იმ დღიდან, როცა 520-ე დადგენილება ამოქმედდა, გულის კლინიკა წაგებაზე მუშაობს. „ჩვენი დარგისთვის მოწოდებული, დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაყენოთ, რითაც პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ვეხმარებით. ესაა შეუსაბამო. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს და როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები და განფასებები ისეთ დარგებში, როგორიც მაგალითად კარდიოქირურგიაა ან სარქვლების ოპერაცია ინტერვენციული კარდიოქიურგია. კლინიკა, ჯერჯერობით, მუშაობს წაგებაზე; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის რესურსი და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ეს დადგენილება. ასევე, განემატოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი ჩვენი მოგების და ჯიბის გასქელების გამო არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotjandacvis-saministro-kabaluri-tarifit-mushaobas-gvtavazobs-dargi-albat-daixurebaquot---gehra/44264/
"ჯანდაცვის სამინისტრო კაბალური ტარიფით მუშაობას გვთავაზობს... დარგი ალბათ დაიხურება" – GEHRA
„ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით, მხოლოდ იმას გვთავაზობს, რომ კაბალურად იმუშავეთ ამ ტარიფითო“, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტმა კახა ეცადაშვილმა დღეს დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, ექიმებთან და კლინიკების მენეჯერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციამდე გააკეთა და დასძინა, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია - სასწრაფოდ შეჩერდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა. „ჩვენი დარგისთვის მოწოდებული, დადგენილი ფასები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე - თვითღირებულება იმ აგრეგატების, რომელიც ჩვენ უნდა ჩავაყენოთ, რითაც პაციენტებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში ვეხმარებით. ესაა შეუსაბამო. აქ საუბარი არაა კლინიკების მოგებაზე ან ექიმების ხელფასებზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვერ ჩავუყენებთ იმ აპარატებს და როდესაც ასეთ, შედარებით მარტივად დასათვლელ პოზიციებზე არის ამდენი შეუსაბამობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ როგორ იქნა გამოყვანილი ხარჯები და განფასებები ისეთ დარგებში, როგორიც მაგალითად კარდიოქირურგიაა ან სარქვლების ოპერაცია ინტერვენციული კარდიოქიურგია“, - ამბობს ეცადაშვილი. მისი თქმით, 21 ნოემბრიდან ანუ იმ დღიდან, როცა 520-ე დადგენილება ამოქმედდა, კლინიკა წაგებაზე მუშაობს. „კლინიკა, ჯერჯერობით, მუშაობს წაგებაზე; როცა პაციენტს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უარი ვუთხრათ, მაგრამ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ. ყველა რესურსი ამოწურვადია, მათ შორის კლინიკის რესურსი და საბოლოოდ, ჩვენი დარგი ალბათ დაიხურება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ეს დადგენილება. ასევე, განემატოს მოსახლეობას, რომ ჩვენი პროტესტი ჩვენი მოგების და ჯიბის გასქელების გამო არაა გამოწვეული, არამედ ესაა მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის წარმოქმნილი პროტესტი. დავსხდეთ, განვიხილოთ დარგობრივ ასოციაციებთან, ექიმებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად ეს თემა და შევიმუშაოთ ახალი ტარიფები“, - აცხადებს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი. მისივე აზრით, ზოგადად, ტარიფიკაცია რომ შესაცვლელი იყო, ამაზე დიდი ხანია, თავადაც საუბრობენ და მიზეზი ისაა, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი ტარიფი 2013 წელს იყო დადგენილი. „ეს ტარიფები შესაცვლელია თუნდაც იმიტომ, რომ ტარიფი, რომელიც აქამდე იყო, გამოყვანილია 2013 წელს, როდესაც დოლარის კურსი ძალიან დაბალი იყო დღევანდელთან შედარებით და შესაბამისად, დღეს გვიწევს ოპერირება ისეთი ტარიფებით, რომელიც იყო 2013 წელს. საქართველო კი, მოგეხსენებათ, ვერ აწარმოებს იმ აპარატურას, იმ მოწყობილებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ესაა 100%-ით იმპორტირბული პროდუქცია და ჩვენ გვიწევს სწორედ უცხოურ ვალუტაში ამის შეძენა და ვერ ვეტევით იმ ფასში, რაცაა დადგენილი, მითუმეტეს - ახლა“, - აღნიშნა ეცადაშვილმა და დასძინა, რომ გულის რიტმის ასოციაციამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კიდევ ერთ ღია წერილით მიმართა. „უკვე მივმართეთ პრემიერს ღია წერილით, რადგან აქ საუბარი არაა მხოლოდ თანხების შემცირებაზე. აქ საუბარია დარგის მოსპობაზე. არ შემეშინდება თქმა - დარგის განადგურებაზე. პაციენტებს სერვისებს ვეღარ მივაწვდით, ამიტომ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიქმნას კომისია, სამუშაო ჯგუფი“, - აღნიშნა მან.
---
27.11.2019
„ჯანდაცვის სექტორი, რომელიც ყოველ დღე უნდა ვითარდებოდეს, შეიძლება რეცესიის ფაზაში გადავიდეს“
სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავენ და ახლადდანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებულ პირველივე რეფორმას აპროტესტებენ.საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედდა. შეხვედრაზე იმყოფება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეც. პარლამენტარი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი რომელიც ყოველ დღე უნდა ვითარდებოდეს, შეიძლება რეცესიის ფაზაში გადავიდეს. „ექიმებს და კლინიკებს აქვთ სურვილი წარმოაჩინონ ის, რომ ჯანდაცვის სამინისტოს გადაწყვეტილება შეეხება სამედიცინო სერვისების ხარისხს და მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება აუცილებლად გააუარესებს სამედიცინო სერვისს მეტიც ბევრი სერვისს გაქრება კიდეც. როდესაც პრემიერ მინისტრი ამბობს რომ ნებისმიერ სექტორთან უნდა იყოს პირდაპირი დიალოგი და ეს იქნება მისი ხელმძღვანელობის პირდაპირი მახასიათებელი სამინისტროების და მთავრობის, ამ დროს ერთ-ერთი სამინისტრო არანირ კომუნიკაციას არ მართავს დარგთან. ეს ნიშნავს, რომ ერთიანი პოლიტიკის არ არსებობაა სამინისტროებსა და პრემიერის ხელმძღვანელობაში, ან უბრალოდ ჯანდაცვის მინისტრი არ ითვალისწინებს პრემიერ მინისტრის პოლიტიკას იმასთან მიმართებაში, რომ უნდა არსებობდეს რეალურად კომუნიკაცია სექტორთან“, განაცხადა ლევან კობერიძემ. „კომერსანტის“ კითხვაზე რას მოუტანს ქვეყანას საქართველოს მთავრობის მმართველობის ფორმა, რომლის მიხედვითაც ჯერ რეფორმას ატარებს, ხოლო შემდეგ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობს, დეპუტატი გვპასუხობს. „ამოცანები, რომლებიც ისახება მთავრობის მიერ რეალურად ემსახურება არა კონკრეტულად დარგის განვითარებას, დარგის ინტერესებს, საჭიროებებს და გამოწვევებს არამედ ბადებს ეჭვს რომ ეს არის პოლიტიკური დავალებების შესრულება, რადგან წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმებოდეს, რომელიც ძირეულად ეხება დარგს და რეფორმის გატარებამდე პირველი პირების მიერ არ ხდებოდეს შეხვედრების ორგანიზება, აზრების გაცვლა გამოცვლა და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება. ან ეს არის ქედმაღლური დამოკიდებულები, რომ სამინისტრომ ყველაფერი იცის და თვითონ გადაწყვეტს რაც ბუნებრივია მიუღებელია და მეორე ის, რომ დიალოგის უნარი ამ შემთხვევაში სტრუქტურას არ გააჩნია და 21-ე საუკუნეში ცოტა ინტერაქტიული დიალოგის გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მგონი უკვე არქაიზმიც აღარაა. მსგავსი გადაწყვეტილებებით სახელმწიფო უფრო და უფრო შორდება თავის მოსახლეობას“, - აცხადებს ლევან კობერიძე. შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის 520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. მათი თქმით, სახელმწიფო უწყებამ ისეთი ტარიფები დაადგინა, რომელიც დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს რეალურად არ ასახავს. სწორედ ამიტომ დადგენილების გადავადების მიზნით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. თუმცა პროტესტის მიუხედავად რეფორმა მაინც ამოქმედდა.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/gauazrebeli-da-arakompetenturi-regulacia-jandacvis-ministrma-yvelas-kritika-daimsaxura/44260/
„გაუაზრებელი და არაკომპეტენტური რეგულაცია-ჯანდაცვის მინისტრმა ყველას კრიტიკა დაიმსახურა”
ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების და დარგობრივი ასოციაციების შემდეგ, მთავრობის 520-ე დადგენილებას, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, სამედიცინო აპარატურის, სახარჯი მასალების და იმპლანტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია Modern Medical Solution-ც აპროტესტებს. bm.ge-ისთან ინტერვიუში Modern Medical Solution-ის გენერალური მენეჯერი რომან ლომიძე ყვება, რომ საქართველოში მსგავსი ტრანსნაციონალური კომპანიების შემოყვანისთვის, ძალიან დიდი დრო და რესურსი დაიხარჯა და თუ ისინი ბაზრიდან გავლენ, ამით არა - თავად იმპორტიორები, არამედ საქართველო იზარალაებს. „Johnson & Johnson, GE, Stryker, Olympus, Cordis, Cook Medical, Merit Medical, Biosensors, Vygon, LivaNova – ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელმაც შეიძლება ქართული ბაზარი დატოვოს; გადავიქცევით, დაახლოებით, ტაჯიკეთის დონის ქვეყნად. არცერთი სერიოზული კომპანია არ მუშაობს ტაჯიკეთში, სწორედ აქეთ მივდივართ. საკითხი შემდეგნაირად დგას - კლინიკები ვეღარ იყიდიან ძვირადღირებულ მასალებს. ტრანსნაციონალური კომპანიები კი, შეძლება ბაზრიდან გავიდნენ. ბოლო რამდენიმე კვირაა, აქტიურად ვმუშაობთ, იქნებ ფასების რეგულირება მოვახერხოთ და რაღაც ჩარჩოებში ჩავჯდეთ, თუმცა ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დაბალი ხარისხის პროდუქციას უბრალოდ არ ჩამოვიტან, ვერ გავრისკავ ვერცერთი პაციენტის ჯამრთელობით. აქ კი ჩნდება საფრთხე, რომ მაღალი დონის სერვისები აღარ იქნება ხელმისაწვდომი - ანუ დავბრუნდებით იქ, სადაც 15 წლის წინ ვიყავით. ჯანდაცვის სამინისტროს არ ეყო კომპეტენცია. ტარიფების გათანაბრების თემა მიაბარეს მხოლოდ ფინანსისტებს და მათ რას ითვლიდნენ, უბრალოდ არ იცოდნენ“, - აცხადებს რომან ლომიძე და კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს. „მაგალითად, პეისმეიკერის/კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის ფასი სწორად დათვალეს, მაგრამ ამ პეისმეიკერს რომ სჭირდება ორი ელექტროდი, რომელიც დაახლოებით, $1000 ღირს, ამას ვერ მიხვდნენ. ვერც იმას ვერ მიხვდნენ, რომ თანამედროვე გაიდლაინით პაციენტს უნდა ჩაუყენდეს წამლიანი სტენტი და არა მეტალის, როგორიც კეთდებოდა 10 წლის წინ. ესაა მათი არაკომპეტენტურობის შედეგი. იმას არ ვამბობ, რა ცუდები არიან, უბრალოდ ეს არაა მათი საქმე, ფინასისტი როცა ითვლის, ითვლის ყველაზე იაფს, ნაცვლად იმისა, რომ დამსხდარიყვნენ დარგობრივ ასოციაციებთან და გაევლოთ ეს თემები, პირდაპირ ეს 520-ე დადგენილება შევიდა ძალაში. მერე კიდევ ამტკიცებენ, რომ ის ფასები რასაც ექიმები ამბობენ, არარელევანტურიაო. ამიხსენით, რა არის არის არარელევანტური? ვინმემ მითხარით როგორ უნდა გაკეთდეს რთული კარგიოქირურგიული ოპერაცია, სადაც საჭიროა სახარჯი მასალა არანკლებ 11 ათასი ლარის ღირებულების და სახელმწიფო ამაში იხდის 12 ათას ლარს?! იმ პაციენტს ან წამალი აღარ სჭირდება ან ეხოს გადაღება აღარ უნდა ან საავადმყოფოში არ უნდა იწვეს ან ანესთეზია არ სჭირდება? ნუ კარგი ექიმი აღარ იღებს ხელფასს და კლინიკა აღარ იღებს მოგებას”, - ყვება რომან ლომიძე. მისივე თქმით, რეგულაციების წინააღმდეგი დღეს არავინაა, ისევე როგორც ფასების გათანაბრების, მაგრამ ვისაც საშუალება აქვს, თანხის დამატების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. “როცა კეთდება ურთულესი სტენტირება, იქ რა მასალა უნდა გაიხარჯოს, რა ღირს ეს მასალა და ა.შ. არავის არ მოუკითხავს არც ჩვენთან, არც - მწარმოებლებთან. პირდაპირ დაიწყეს საუბარი, რომ ფასები არის გაბერილი. ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქციაზე, რომელზეც წლიური მოგება შეიძლება 5%-7 % იყოს ანუ ფული რომ ბანკში დავდოთ, უფრო დიდ მოგებას მივიღებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო ბიზნესი მარტო ბიზნესი არაა, ჩვენც ბევრ დათმობაზე მივდივართ და კლინიკებიც და თუ ვიღაც არაკეთილსინდისიერად აკეთებდა რაღაცას, ცოტა სხვა ორგანოები უნდა დაინტერესებულიყვნენ თავის დროზე”, - ამბობს bm.ge -ისთან საუბარში “Modern Medical Solution”- ის გენერალური მენეჯერი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ფონზე არაერთ პაციენტს მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვიდან გასვლა, რადგანაც მას კლინიკები უბრალოდ უარს ეტყვიან და ვერ გააკეთებენ იმას, რაც შეიძლება ამა თუ იმ კონკრეტულ პაციენტს სჭირდებოდეს. შედეგად კი, რომან ლომიძის აზრით, „მივიღებთ იმას, რომ პაციენტებს არათუ შეუმცირდებათ დანახარჯები, არამედ პირიქით, რადიკალურად გაიზრდება ჯიბიდან გადახდები. „არის სხვა ვარიანტი - შეგიძლია თურქეთში წახვიდე, მაგრამ არის შემთხვევები თურქეთში კი, არა შეიძლება 100 მეტრის გავლა ვერ მოასწრო. ბოლო დღეებში გვქონდა შემთხვევა, როდესაც კლინიკები წაგებაზე წავიდნენ, თუმცა ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება”, - ამბობს ლომიძე. მსხვილი იმპორტიორი ჩვენთან საუბარში, ბოლო დროს სამინიტროს მხრიდან ექიმების მიმართ არსებულ დამოკიდებულებზეც ამახვილებს ყურადღებას. “ასეთი ოპონირების რეჟიმში წარმოუდგენელია მუშაობა, რომ თითქოს ექიმები ცუდები არიან და ჩვენ ვართ კარგები და პაციენტებზე ვზრუნავთ… პაციენტებზე როგორ ზრუნავენ, როდესაც უსპობენ საშუალებას, მიიღონ მაღალი დონის სერვისი. დაიკეტება ძალიან ბევრი კლინიკა; კი, ისიც მესმის, რომ ბევრი კლინიკაა, ზედმეტად ბევრია და მეც ვეთანხმები, რომ უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ეს შეიძლება ხარისხის რეგულაციის გზით და არა ფასების შეზღუდვით. ფასების შეზღუდვა ამ შემთხვევაში მოიტანს უკუშედეგს”, - განაცხადა ლომიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გაუაზრებელი და არაკომპეტენტურია. „ჯანდაცვის მინისტრმა დაიმსახურა ყველას კრიტიკა, მათ შორის ჩემიც, ჩემი კოლეგებისაც; ეს რეგულაციები გაუაზრებელია და არაკომპეტენტურად ჩატარებული. მიზანი ნამდვილად კარგი ჰქონდათ, თუმცა არ შეიძლება ისე გააკეთო, რომ პაციენტები დაზარალდნენ; როცა ყველა ამას გიმტკიცებს, როგორც მინიმუმ, ალბათ უნდა დაფიქრდე - შეცდომა ხომ არ გაქვს დაშვებული. ბოლო რამდენიმე წელი საერთოდ კომუნიკაცია იყო ძალიან გართულებული და სამინისტრო გამოდიოდა ნახევრად სადამსჯელო ორგანიზაციის როლში ცალ ხელში შოლტით, დაჯარიმებაზე ორიენტირებული… კლინიკებს 6-7 თვეა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დავალიანება არ ჩარიცხვიათ. დავით სერგეენკოს მინისტრობის დროს კი, ეს არ ხდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ არის მიმართულებები, სადაც კარგი რაღაცეები გააკეთეს. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური აპლაციაც ფინანსდება პროგრამის ფარგლებში, რაც ბევრი პაციენტის სიცოცხლეს გადაარჩენს, თუმცა ფაქტია, არითმოლოგია, სადაც საქართველო ბოლო რამდენიმე წელია წინ მიდის, გაწირეს იმისთვის, რომ თუ პაციენტს არ უდევს $10.000 დოლარი, უნდა მოკვდეს ან წავიდეს თურქეში, გერმანიაში, სადაც ან ჩაასწრებს ან - ვერა”, - აცხადებს “Modern Medical Solution”- ის გენერალური მენეჯერი .
---
27.11.2019
ლევან კობერიძე - კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრების შემდეგ, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და საავადმყოფოებსაც ზარალი ადგებათ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ, რაც კლინიკებისთვის მომსახურების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, ხშირად პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელია და კლინიკებსაც ზარალი ადგებათ. ამის შესახებ კობერიძემ პრესკონფერენციაზე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კლინიკების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროს 520-ე დადგენილების გადავადება კიდევ ერთხელ სთხოვეს. “რეალურად, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. ხდება ასევე, სამედიცინო სერვისების გადავადება სწორედ იმის გამო, რომ აღნიშნული ტარიფიკაციის სქემით ფაქტობრივად, შეუძლებელია ისეთი მანიპულაციის გაწევა, რომელზეც ექიმი პასუხისმგებლობას აიღებს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით. მათ შორის დღევანდელ შეხვედრაზე წარმოვადგენთ ზარალს, რომელიც ადგებათ კლინიკებს. დღევანდელი შეკრების მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ეთხოვოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს გადავადება ამ დადგენილების ამოქმედების, იმისთვის, რომ დარგთან, სპეციალისტებთან ერთად მოხდეს ამ ტარიფიკაციის სქემის ერთგვარი გავლა. ჯერჯერობით ჩვენ ველოდებით და არ ყოფილა ჩანიშნული შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან”, - განაცხადა კობერიძემ. ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების #520 დადგენილება 21 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ დადგენილებით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, პაციენტებს სერვისები სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით მიაწოდონ.
---
26.11.2019
„შეაჩერე 520-ე დადგენილება“-ექიმებმა ერთიანი ტარიფების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს
„შეაჩერე 520-ე დადგენილება“-ექიმებმა ერთიანი ტარიფების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს
სოციალურ ქსელში ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრის ახალი დადგენილების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით „შეაჩერე 520-ე“.ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკის კარდიოლოგი,კარდიოინოვაზიური მიმართლების ხელმძღვანელი აკაკი არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს: „არასოდეს გამომიქვეყნებია რამე ფეისბუქზე. ახლა ვადლებულად ჩავთვალე თავი... ბევრისთვის ეს თემა საერთოდ არ იქნება საინტერესო, მაგრამ მაინც დავწერ. მეც მინდა, საკუთარი აზრი დავაფიქსირო (რომელიც, დიდად არც განსხვავდება სხვა ექიმების აზრისგან) იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიერ სხვადასხვა კარდიოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაფინანსების კუთხით შევიდა ძალაში ამა წლის 20 ნოემბერს. ძალიან კარგია, რომ როგორც სახელმწიფოს, ისე პაციენტს ამა თუ იმ მომსახურებაში (მათ შორის კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმოლოგია) ნაკლები ექნება გადასახდელი.იაფი მომსახურება კარგია, მაგრამ კარგია?!სანამ უფრო დეტალურად ვიტყოდე, ერთ მსოფლიოში ძალზედ გავრცელებულ გამოთქმას გაგახსენებთ: „მე არ ვარ ისეთი მდიდარი, რომ იაფი ნივთები შევიძინო“ ( “I’m not rich enough to buy cheap things”). სახელმწიფომ დადო ფიქსირებული ფასი კორონაროგრაფიასა და სტენტირებაზე. კორონაროგრაფიის ფასიც კატასტროფულად დაბალია, მაგრამ მოდით პირდაპირ სტენტირებაზე გადავიდეთ: თითოეული სტენტის დამატებისას, როგორც კალკულაციიდან ირკვევა, პროცედურის ღირებულება 300 ლარით იზრდება. არა აქვს მნიშვნელობა, სტენტი წამლით დაფარულია თუ დაუფარავი. ყველა თანამედროვე რეკომენდაციით, ნებისმიერ პაციენტთან და ნებისმიერ კლინიკურ სიტუაციაში რეკომენდებულია წამლით დაფარული სტენტის გამოყენება. ყველა კარგი (კარგი გულისხმობს: ხარისხიანი, სანდო, აღიარებული, გამოცდილი მწარმოებლის მიერ ნაწარმოებს) წამლით დაფარული სტენტის ფასი მნიშვნელოვნად (საუკეთოსო სტენტების შემთხვევაში, 3-4ჯერ და მეტად) აღემატება 300 ლარს (ანუ, დღევანელი კურსით, დაახლოებით 100 დოლარს). გარდა ამისა, განსხვავებით აბებისაგან, რომელსაც იყიდი აფთიაქში და მხოლოდ გადაყლაპვა ჭირდება (გადასაყლაპად საჭირო წყალი, ჩავთვალოთ, რომ უფასოა), სტენტის იმპლანტაცია ბევრ სხვა ხარჯთანაა დაკავშირებული. ეს ხარჯები (ხელფასთან და არაპირდაპირ ხარჯთან ერთად) გასაგებია, რომ ჩადებულია პირველი სტენტის იმპლანტაციის ღირებულებაში, მაგრამ ყოველი შემდეგი სტენტის იმპლანტაცია მხოლოდ სტენტის თვითღირებლებას კი არ მოიცავს (წამლით დაფარული სტენტის თვითღირებულებაც კი მეტია (ვიმეორებ) სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასზე), არამედ იზრდება სხვა სახარჯი მასალების ხარჯიც (საკონტრასტო ნივთიერება - აუცილებლად, გარდა ამისა, ეს შეიძლება ეს იყოს დამატებითი კათეტერი, მავთული). იდეალურ სიტუაციაში, მარტივი სტენტირებისას, იაფიანი (შესაბამისად, ნაკლებად ხარისხიანი) მასალის გამოყენებით, სამინისტროს მიერ დადებულ ტარიფში შეიძლება ჩაეტიო კიდეც. რთული სტენტირებისას, მაგალითად, ბიფურკაციის, ქრონიკული ოკლუზიის სტენტირებისას (პირადად ჩემს პრაქტიკაში, ასეთი პროცედურების წილი არცთუ დაბალია), მასალის რაოდენობა ბევრად იზრდება. მაგალითად (არაინტერვენციონისტებისთვის ავხსნი), ბიფურკაციის (ანუ, განშტოების) ადგილას არსებული სტენოზის ანგიოპლასტიკა 1 სტენტის იმპლანტაციით, მარტივი სტენტირებისგან განსხვავებით მოითხოვს შემდეგი დამატებითი მასალის გამოყენებას: დამატებითი 1 ან 2 მავთული (Guidewire, ფასი დაახლოებით 140-180 ლარი. (დამატებითი 2 მავთული უფრო უსაფრთხოა (სპეციალისტებმა იციან, ჯობს, ძირითად ტოტში მოთავსებული მავთული არ გამოიღო))), დამატებითი 3 ან 4 ბალონური კათეტერი (1 ბალონი - პროქსიმალური ოპტიმიზაციისთვის (POT); მე-2 ბალონი - სტენტის უჯრედის გახსნა გვერდითი ტოტის მიმართულებით მცირე დიამეტრის ბალონით; მესამე-მეოთხე ბალონი - „კისინგი“ 2 ბალონით, რომელთაგან მინიმუმ 1 ახალია (რეკომედებულია 2 Non Compliat ბალონი. თუ ამ რეკომენდაციას მიყვები, ორივე ახალი უნდა აიღო), ბალონის ფასი მცირედ ჩამორჩება დაუფარავი სტენტის ფასს, კარგი ბალონის ფასი საშუალო ხარისხის დაუფარავი სტენტის ფასზე მეტია (ბალონის მინიმალური ფასი 160-170 ლარია)); დამატებითი 1 ინდეფლატორი (Inflation device, საშუალო ფასი 50 ლარი); დამატებითი საკონტრასტო ნივთიერება. ორსტენტიანი ბიფურკაციული სტენტირებისთვის ხარჯები დაახლოებით იგივეა, ემატება სტენტი (თავისი ღირებულებით). მოკლედ, ხარისხი ძალიან გაფუჭდება. დასადასტურებლად (არასპეციალისტებისთვის), რომ წინა სამი აბზაცი გაზვიადებული არაა, გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდულობით ჩემს მიერ ჩატარებული საინტერესო პროცედურების ანგიოგრამები გამოვაქვეყნო (რაც ხელში მომხვდება, ზოგი ძველი, ზოგი ახალი). იქნებ ამით გარკვეული წვლილი მეც შევიტანო იმაში, რომ სამინისტრო მიხვდეს საკუთარი გადაწყვეტილების... არასწორობას.... „ახალი“ ასეთ პროცედურები, ალბათ, ბევრი ვეღარ იქნება. უბრალოდ, ადმინისტრაცია ვერ მოგვცემს წამგებიანი პროცედურების რუტინულად კეთების უფლებას“-წერს აკაკი არჩვაძე. მთავრობის 520-ე დადგენილების გაუქმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს ქვეყნებს ექიმი-კარდიოლოგი იოსებ სიხარულიძეც. „37 წლის მამაკაცს, სამი შვილის მამას წინა კედლის გავრცელებული ინფარქტით. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში გავუკეთე 2 სტენტის იმპლანტაცია თრომბო ასპირაციით. სახელმწიფომ ეს ოპერაცია შეაფასა 2100 ლარად. 520-ე დადგენილებით ვერც მე და ვერც ჩემი დამხმარე მედპერსონალი, ვერც დაწესებულება, ამ შემთხვევაში შემოსავალს ვერ მივიღებთ. ქვემოთ არის მხოლოდ სახარჯი მასალა რაც გაიხარჯა ამ ოპერაციის დროს“-წერს სიხარულიძე. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები 21 ნოემბერს ამოქმედდა. 8 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ. სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დადგენილი ტარიფები რეალურად არ ასახავდა დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს.
---
26.11.2019
კობერიძე: საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრებამ შესაძლოა დარგის კოლაბირება გამოიწვიოს
ამის შესახებ, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს. ამასთან დაკავშირებით, ლევან კობერიძის ინიციატივით, ხვალ, 27 ნოემბერს 11:00 საათზე სასტუმრო რამადა ენკორ თბილისში (ყაზბეგის გამზირი #15) ექიმები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციის ძირითადი თემაა მთავრობის #520 დადგენილება, რომლის ამოქმედება, მიუხედავად 26 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნისა, ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვით არ გადაავადა და ის ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა. „ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლების სურვილია, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დადგენილება ისე აამოქმედა, რომ ფაქტობრივად, არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაციები სამედიცინო ინდუსტრიასთან არ ჰქონიათ ანუ ექიმებმა კლინიკების ხელმძღვანელებმა სამინისტროს მიერ შემუშავებული, ახალი, გათანაბრებული ტარიფები მხოლოდ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ნახეს. ესაა დარგის მთავარი პრეტენზია. ისინი აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. მისივე თქმით, 20 ნოემბერს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ჰქონია. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე დადებული პირობის მიუხედავად, ამ დრომდე არაა შექმნილი კონკრეტული სამუშაო ჯგუფი. შეგახსენებთ: 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი, არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები და ა.შ. ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა 520-ე დადგენილებით ტარიფების დამტკიცება; ასევე, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის ფართო განხილვა არ მომხდარა; ამიტომ როგორც პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილში იყო აღნიშნული, თუ მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს, ამას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/eqimebi-preskonferencias-martaven
---
26.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/jandatsvis-saministro-1-piri-ukve-gaetsera-sameditsino-datsesebulebidan-3-patsinti-ki-rcheba/
ჯანდაცვის სამინისტრო: 1 პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან, 3 პაციენტი კი რჩება
აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, რომელთაგანაც 1 ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 – ინგოროყვაში. “,-ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 1 სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება. ამტელ ჰოსპიტალსში გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები.
---
26.11.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/409281/
აქციის დაშლისას “მთავარი არხის” ჟურნალისტიც დაშავდა
“მთავარი არხის” ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გამთენიისას, აქციის დაშლის დროს ტელეარხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი დაშავდა. როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა. ამავე ტელეარხის ცნობით, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს, ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი. ამ დროისათვის [09:30] პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, მისასვლელი გზები პოლიციას ავტობუსებით აქვს ჩაკეტილი. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც, თუმცა აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობასთანაა. ისინი საპროტესტო აქციის გაგრძელებას აპირებენ, რათა ხელი შეუშალონ დღეს დაგეგმილი პლენარული სესიის გამართვას. 2019 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი “ქართული ოცნების” დაპირების შეუსრულებლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ეს კანონპროპროექტი პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ითხოვს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროტესტის მიუხედავად, ისინი დათმობას და სხვა ცვლილებას საარჩევნო სისტემაში არ გეგმავენ.
---
26.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/thushethis-eqimi-tskhens-ori-kviraa-veghar-viqheneb-phekhith-davdivar-patsientebthan/
თუშეთის ექიმი: ცხენს ორი კვირაა ვეღარ ვიყენებ, ფეხით დავდივარ პაციენტებთან
თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიკეტა. გარესამყაროსთან მოწყვეტილ სოფლებთან ადგილობრივ მოსახლეობას ვერტმფრენი აკავშირებს, რომელიც პერიოდულად ასრულებს უფასო რეისებს. ამ ეტაპზე თუშეთის სოფლებში 17 მუდმივი მოსახლეა დარჩენილი. თუშეთის ექიმი, ირაკლი ხვედაგურიძე “აიპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ დიდთოვლობის გამო ცხენს გადაადგილება უჭირს, რის გამოც პაციენტებს სოფლიდან სოფელში ფეხით აკითხავს. ექიმის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისი აქვს. “მზადყოფნაში ვარ ყველა სიტუაციისთვის, დაწყებული შეშით, დამთავრებული მედიკამენტებით. ჯერჯერობით მაქვს საკმარისი მედიკამენტები, დეკემბრის ბოლოსკენ ჩავალ ბარში და კიდევ მოვიმარაგებ. უკვე ორი კვირაა ცხენი დაბინავებული მყავს შენაქოში, თოვლი ნახევარ მეტრს ასცდა და ვეღარ დამყავს, ფეხით დავდივარ პაციენტებთან. მუდმივად მაცხოვრებელი დაახლოებით 17 ადამიანია დარჩენილი, მაქსიმუმ 20-მდე. ეს ზამთარი ცოტა უცნაური გვაქვს, თბილა შედარებით და სადაც მზეა, იქ მალე ადნა თოვლი, მხოლოდ ჩრდილწბშია დარჩენილი, თუმცა ზამთარი უკვალოდ არ ჩაივლის”, – განუცხადა “აიპრეს” ხვედაგირიძემ. ცნობისათვის, თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება.
---
26.11.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/shegrovebulia-280-000-avstriis-prezidentis-aparati-atskhadebs-rom-anitas-saqmes-dachqarebuli-tsesith-ganikhilaven/
შეგროვებულია 280 000 -ავსტრიის პრეზიდენტის აპარატი აცხადებს, რომ ანიტას საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ
“განიხილება ანიტას გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკაში გადაყვანის ვარიანტები”,-ნათქვამია სოცილურ ქსელსი გავრცელებულ ინფორმაციაში.“მე-10 საღამომშვიდობისა სიკეთის ჯგუფის წევრებო! დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: ანიტას ოჯახი გადაიყვანილია ქალაქ გრადსის პანსიონში, სადაც მათ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ და გვპირდებიან, რომ ხვალიდან ანიტას ჩაუტარდება განმეორებით გამოკვლევები. რაც შეეხება ანიტას ჯანმრთელიბის მდგომარეობას, მან დღესაც მიირთვა საყვარელი კერძი- ხაჭაპური, კლინიკურად სტაბილურია, თუმცა მისი გულის განდევნის ფრაქცია 15-20% არის, რაც შეესაბამება კრიტიკულ მაჩვენებელს. ამ მომენტისათვის ანგარიშზე ჩარიცხულია დაახლოვებით 280 000 ევრო. ეს არ შეადგენს სრულ თანხას, თუმცა დაგეგმილია რამოდენიმე ღონისძიება, რომლიდან შემოსულმა თანხამაც შესაძლოა მოგვცეს საშუალება, დავიწყოთ მკურნალობის პირველი ეტაპი. რაც შეეხება ქვეყნებს – უარი გვითხრა საფრანგეთმა და ბელორუსმა. განიხილება ანიტას გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკაში გადაყვანის ვარიანტები. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენმა სპამურმა მესიჯებმა შედეგი გამოიღო და მოგვივიდა პასუხი ავსტრიის პრეზიდენტის აპარატიდან, რომლის თანახმადაც ანიტას საქმე დაჩქარებული წესით განიხილება. თუმცა სავსებით შესაძლებელია ეს მხოლოდ ჩვენს დასამშვიდებლად იყოს მოწერილი! ❗️ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანიტას რომელიმე ქვეყნის საიმედო კლინიკაში გადასაყვანად! არ დავნებდებით! ვიბრძოლებთ! მოვიგებთ! თქვენთან ერთად არაფრის გვეშინია! ჩვენს გვერდით მთელი ერი დგას #ანიტას❤️სთვის!”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
---
ბეჭდვითი მედია
27.11.2019
მედიასაშუალება: ვერსია
რატომ შეწყვიტა ჯანდაცვის სამინიტრომ ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციების დაფინანსება
მორბიდული სიმსუქნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საშიშ დაავადებათა ნუსხაში შეიტანა. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ევროპასა და საქართველოშია. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბი წონა არაერთი მძიმე დაავადების გამომწვევია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ბარიატრიული ქირურგიის (კუჭის დაპატარავება) დაფინანსება შეწყვიტა. ბარიატრიული ქირურგი, ჯაბა ბაბაევი ამ თემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „დღევანდელი ჯანდაცვის სამინისტროს საქციელი არ ეტევა არაფერში!!! იმ დროს, როცა საქართველო ჭარბწონიანთა სიმრავლით გამოირჩევა; როცა ჭარბი წონა (მორბიდული სიმსუქნე), ლამის სოციალურ პრობლემად არის ქცეული ამ ქვეყანაში; როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ლამის სიმსუქნე პანდემიად გამოაცხადოს, ჩვენს ქვეყანაში ბარიატრიული პაციენტების დაფინანსება მოიხსნა. ეს არის ამ დარგის განვითარების შეფერხება და ამდენი პაციენტის უიმედოდ დატოვების ტოლფასი!!!“ რატომ შეწყვიტა სამინისტრომ ბარიატრიული ქირურგიის დაფინანსება, რა იწვევს მორბიდულ სიმსუქნეს, რომელი დაავადებების ხელშემწყობია ჭარბი წონა და როგორ ვებრძოლოთ ზედმეტ კილოგრამებს? _ ამ საკითხებზე „ვერსია“ ქირურგ ჯაბა ბაბაევსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიას ესაუბრა. კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ბარიატრიული ქირურგის, ჯაბა ბაბაევის განცხადებით, მორბიდული სიმსუქნე სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რაც ინფარქტის განვითარების, უეცარი სიკვდილისა და თრომბო-ემბოლიის დიდ რისკს ქმნის: „არსებობს ჭარბი წონის გამომხატველი მორბიდული სიმსუქნე, რომელსაც ახლავს ბევრი დაავადება, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სახსრების, ხერხემლის, ვენების პრობლემები, ქვედა კიდურის ვენების პრობლემები. მორბიდული სიმსუქნე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საშიშ დაავადებათა ნუსხაში შეიტანა. ესაა ერთ-ერთი ხელშემწყობი, რათა განვითარდეს სისხლძარღვოვანი პათოლოგიები _ ინფარქტი, გულის უკმარისობა და ა.შ. ასევე, ბოლო დროს, ჭარბი წონა მიჩნეულია ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთ ხელშემწყობად. ბაბაევი განმარტავს, რომ ეს თემა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, აქტუალური 21-ე საუკუნეში გახდა, რადგანაც ადამიანები ტექნოლოგიური მიღწევების გამო, ნაკლებად ვმოძრაობთ: „FAშთ FOD-მა ის გამოიწვია, რომ არ ვიკვებებით სწორად. სწრაფ კვებაზე მოთხოვნილება კი დროის უქონლობის გამო გაჩნდა. მოკლედ, ჭარბი წონა დღეს კაცობრიობის პრობლემაა. აშშ-ში, სამხრეთ ამერიკის, ევროპის ქვეყნებსა და ასევე, კავკასიაში, საკმაოდ აქტუალურია ეს პრობლემა. საქართველო კი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ჭარბი წონის მიხედვით. მოგეხსენებათ, როგორ გვიყვარს ქართული სამზარეულო. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში, 60-იან წლებში დაიწყო ამ ოპერაციების კეთება, თუმცა ლაპარასკოპიით რომ ვერ კეთდებოდა, გაჩერდა. 90-იანი წლებიდან და 21-ე საუკუნეში, განვითარდა აპარატურა და ეს ოპერაციები კეთდება ლაპარასკოპიულად, რაც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა“. ქირურგი განმარტავს, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლის რამდენიმე ოპერაციული მეთოდი არსებობს, რომელიცოპერაციის შემდგომ, წონის დაკლებას იწვევს. მისივე განმარტებით, წონის დაკლებას მხოლოდ ესთეტიკური მხარე არ აქვს: „წონის დაკლებასთან ერთად, ფაქტობრივად, ვმკურნალობთ შაქრიან დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, სახსრების, ხერხემლის პრობლემებს და ა.შ. ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომლებიც ჭარბი წონის გამო ვერ გადაადგილდებოდნენ, შრომისუუნარონი იყვნენ. ბევრმა ოპერაციის შემდეგ დაიწყო აქტიური ცხოვრება, შრომობს და დოვლათი მოაქვს სახელმწიფოსთვის. მგონი, სახელმწიფოსთვის ეს კარგია“. ქირურგი განმარტავს, რომ ყველა მსურველს, ამ ოპერაციაზე, ექიმები არ თანხმდებიან და ოპერაციის აუცილებლობა დამოკიდებულია BMI-ზე ანუ წონისა და სიმაღლის ინდექსზე, რომლის გამოსაყვანი სპეციალური ცხრილი არსებობს. ქირურგის თქმითვე, 30-ის ზემოთ, BMI ითვლება ჭარბ წონად. ბრაზილიაში 35 ითვლება მორბიდულ სიმსუქნედ, იაპონიაში _ 27, საქართველოში კი ოპერაცია ფინანსდებოდა 50 BMI-დან, თუმცა ქირურგის განმარტებით, 40-45 BMI-ზე, უკვე შეიძლება ამ ოპერაციის გაკეთება, თუ სიმსუქნეს დაავადებებიც ახლავს. ექიმის განმარტებით, 5 ნოემბერს, ჯანდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რის შემდეგაც, დაფინანსება ყველას შეუჩერდა, მათ შორის, ისეთ პაციენტებსაც უთხრეს უარი, რომლებსაც აღნიშნული ოპერაცია უკვე დაფინანსებული ჰქონდათ. ექიმს ვკითხეთ, რით ახსნა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება, რაზეც გვიპასუხა, რომ არც ერთი ბარიატრიული ქირურგი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ და ვერც კლინიკის ხელმძღვანელებმა მიიღეს პასუხი. რაც შეეხება ოპერაციის ღირებულებას, ქირურგის თქმით, საქართველოში კუჭის დაპატარავება 10-დან 12000 ლარამდე ჯდება. ბენეფიციარს, რომელიც არც უმწეოა და არც პენსიონერი, სახელმწიფო 7 000 ლარს უფინანსებდა, პედაგოგებსა და სოციალურად დაუცველებს კი _ სრულად. არის თუ არა რისკი, რომ კუჭის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ, ადამიანი ისევ გასუქდეს? ამ კითხვაზე, ქირურგი გვპასუხობს, რომ პაციენტი ოპერაციამდე და მას შემდეგაც, რამდენიმე თვის მანძილზე, ენდოკრინოლოგისა და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა: „შემდეგ ცხოვრების წესი უყალიბდება, თუმცა იშვიათად ხდება, რომ წონაში ისევ მოიმატოს“. ჯაბა ბაბაევი ასევე, განმარტავს, რომ თავდაპირველად, პაციენტს ენდოკრინოლოგი უტარებს წინასაოპერაციო კვლევებს, ამზადებს საოპერაციოდ, დიეტაზე ამყოფებს და ამის შემდეგ უკეთდება ოპერაცია: „უფრო მეტად მოდიან პაციენტები, რომლებმაც რამდენჯერმე სცადეს დიეტა, სპორტსაც მიჰყვებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგს ვერ მიაღწიეს. დამერწმუნეთ, ეს იმხელა მასშტაბის ოპერაციაა, ყველა არ მივა ექიმთან, რომ კუჭი დაიპატარავოს. მოცულობით, საკმაოდ რთული ოპერაციაა, დაახლოებით, საათნახევარი გრძელდება და ოპერაციის მეორე დღესვე, პაციენტი ატქიურია. კლინიკიდან გაწერიდანვე იწყება წონაში კლება. მსოფლიოში BMI დაწიეს ქვეყნებმა, რათა ადამიანებს ოპერაცია დაუფინანსდეთ და ჩვენს ქვეყნაში, სადაც სოციალური პრობლემებია, არ მგონია, დაფინანსების მოხსნა მართებული იყოს. კვირაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებდი და რაც დაფინანსება შეწყდა, თვეში 2-3 ოპერაციას ვაკეთებთ. * * * „ვერსია“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიასაც ესაუბრა: _ სამინისტრო ბარიატრიულ ქირურგიას 2015 წლიდან აფინანსებდა და მაშინდელი მონაცმებით, ამ მიმართულებით, საერთო ხარჯი მილიონი ლარი იყო. შემდეგ ეს ხარჯი ყოველწლიურად იზრდებოდა და 2016 წელს, 6 მილიონი ლარი შეადგინა. შევისწავლეთ ამ სერვისის უტილიზაცია. სერვისი ნაჩვენებია მხოლოდ მაღალი ხარისხის სიმსუქნის შემთხვევაში, როცა სიმსუქნე არის რისკი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საერთაშორისო გაიდლაინი მიუთითებს, რომ ბარიატრიული ქირურუგიის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მულტიდისციპლინარულმა გუნდმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოყენებული იქნება სხვა ინტერვენციები, კლინიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა წონის კორექცია მოხდეს. ჩვენს შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა, ბარიატრიულ ქირურგიას იყენებდნენ, როგორც პირადი შერჩევის ინტერვენციას არა მორბიდული სიუმუქნის, არამედ, სიმსუქნეების უფრო დაბალი ხარისხის შემთხვევაში. ეს კი სერიოზულ რისკს ქმნის, მათ შორის, პაციენტისთვისაც, რადგან ამ ოპერაციის სარგებელი რისკს მხოლოდ იმ შემთხვევაში აჭარბებს, როცა საქმე გვაქვს მაღალი ხარისხის სიმსუქნესთან. მტკიცებულებები, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში, შეიძლება ეს ოპერაცია ნებისმიერმა ადამიანმა გაიკეთოს, რა თქმა უნდა, არ არსებობს. სამინისტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რადგან აღმოჩნდა, რომ არ ხდებოდა მიზნობრივი გამოყენება. _ გასაგებია, მაგრამ შეგეძლოთ, რეგულაციები დაგეწესებინათ და გაგეკონტროლებინათ, რომ დაფინანსება მიზნობრივად გამოყენებულიყო. ყველას რატომ შეუჩერეთ დაფინანსება? _ ეს ისედაც დაწესებულია ანუ ეს ინსტრუქცია აქვთ ჯანდაცვის პროფესიონალებს და ეს ყველაფერი, ისედაც ძალიან კარგად იციან... _ სხვა რამ გკითხეთ... _ ამ ეტაპზე, ამ ოპერაციის გამოყენებამ უკონტროლო ხასიათი მიიღო. ასეთი რეგულაცია ისედაც არსებობდა, მაგრამ სამინისტრო ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ვერ განიხილავს კლინიკური კუთხით დაფინანსების გაცემამდე და ვენდობით ექიმის გადაწყვეტილებას. ამდენად, თუ აუცილებელი საჭიროება იქნება, როგორც 2015 წლამდე იყო, სამინისტროს აქვს რესურსი, გამონაკლისის სახით, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროგრამამ გაითვალისწინოს ასეთი შემთხვევის დაფინანსება. მხოლოდ ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე, როგორც კლინიკური, ასევე, ფინანსური კუთხით, რათა სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად და უკონტროლოდ არ დაიხარჯოს, რადგან ზოგ შემთხვევაში, ესთეტიკური მიზნებისთვის დაიწყო ხალხმა ამის გამოყენება ანუ ეს ოპერაცია პროგრამულად აღარ დაფინანსდება. _ ქალბატონო თამარ, იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბი წონა მნიშვნელოვან დაავადებებს იწვევს, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის? _ სიმსუქნე არის რისკი მთელი რიგი დაავადებებისთვის, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბარიატრიული ქირურგია არ არის გადამწყვეტი ყველა ტიპის სიმსუქნისთვის. აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად გაითვალისწინებს და როგორც გითხარით, ინდივიდუალური განხილვის შედეგად, ცალკეულ შემთხვევებს დააფინანსებს, მაგრამ ყველა ტიპის სიმსუქნეზე ბარიატრიული ოპერაციის ხელშეწყობა რომ დავიწყოთ, ასეთი რამ მეცნიერულად დასაბუთებული არაა. არადა, აშკარად იყო ოპერაციების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, პაციენტებთანაც გვქონდა საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რამდენიმე მომატებული კილოგრამის დასაკლებად, არსებობს ცხოვრების სტილის მოდიფიკაციის ინტერვენციები: დიეტა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება, რასაც დრო სჭირდება. პაციენტები გვპასუხობენ, სწრაფად გვინდა წონაში დაკლებაო, რაც არაა გამართლება, რათა ასეთი ძვირადღირებული ოპერაცია, ისევ პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: ვერსია
ემუქრება თუ არა ხელისუფლებას "ექიმების რევოლუცია"
პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილებას მედიკოსთა აღშფოთება მოჰყვა. 25 კლინიკის მედპერსონალმა ღია წერილით უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და ბიზნესომბუდსმენს. სამედიცინო საზოგადოება ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის იმ რეფორმის გამო აღშფოთდა, რომლის ფარგლებშიც, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამაში ცვლილება იგეგმება. კერძოდ, პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით, ამ პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. რას ნიშნავს პრემიერ-მინისტრის ეს დადგენილება და რატომ ერევა სახელმწიფო ასე უხეშად, ტარიფის განსაზღვრით, სამედიცინო სფეროში? `ვერსიას~ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე ესაუბრება, რომელმაც დაგვიზუსტა, რომ 25 კლინიკის გარდა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სხვა კლინიკებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებიც აპროტესტებენ. ბატონო ლევან, რეალურად რა ცვლილებებს გულისხმობს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილება, რასაც 25 კლინიკის მედპერსონალი აპროტესტებს? _ თანმიმდევრულად რომ მოვყვეთ, ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალმა მინისტრმა თქვა, რომ რეფორმები გაგრძელდებოდა. ის, რაც ახლა გაჟღერდა ანუ ტარიფიკაციის ერთიანი სქემა, არ არის ამ რეფორმით გაწერილი, ე.წ. DღG სისტემა (მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით, საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი), რომელიც აყალიბებს გარკვეულ ფასწარმოქმნას სხვადახვა ნოზოლოგიებთან მიმართებაში. ეს სისტემა აშშ-ში, ჯერ კიდევ 1982 წელს, ზუსტად იმისთვის მოიგონეს, რომ კლინიკებში სახელმწიფო დანახარჯებისთვის გარკვეული კონტროლი გაეწიათ, რათა ერთი და იგივე ტიპის ნოზოლოგიები არ დაფინანსებულიყო. ყველაზე მთავარი, რასაც რეფორმის ფარგლებში, ყველა ვაღიარებთ და ვემხრობით, ხარისხის სტანდარტია. ეს ნიშნავს, რომ პირველ რიგში, ქვეყანაში სამედიცინო სერვისების ხარისხის სტანდარტი უნდა შემოვიღოთ, რაც უმნიშვნელოვანესი საყრდენია და რასაც შემდგომში უნდა დაეფუძნოს ფასთა კვოტირება, ტარიფიკაცია, კლინიკებისთვის კრიტერიუმების ჩამოყალიბება _ ჩაერთვებიან თუ არა სელექტიურ (შერჩევით) კონტრაქტირებაში. სახელმწიფომ ხარისხის სტანდარტი უნდა დაადგინოს და სასურველია, საერთაშორისო სტანდარტი იყოს, რომელსაც შესაძლოა, ქვეყანა დღესვე ვერ აღწევს, მაგრამ უნდა გაიწეროს, რომ პირობითად, ერთი, ან თუნდაც ხუთი წლის შემდეგ ამ სტანდარტზე ვიქნებით. სტანდარტის შესაბამისად, სახელმწიფოს ძალიან სერიოზული ბერკეტი ეძლევა და ესაა რეგულაციის მექანიზმი. საქართველოში სულ 270 კლინიკაა _ სხვადასხვა მიმართულებებით, შეუძლია 270-ვეს მიუყენოს ეს სტანდარტი და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღოს. შესაძლოა, ზოგიერთი კლინიკა დახუროს, ზოგიერთი კლინიკა გააფრთხილოს, რათა რაღაც გააუმჯობესოს ანუ მისცეს ვადა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტს მიუახლოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დახურავს, ხოლო ზოგ კლინიკას კი პიქირით, ეს სტანდარტი მიანიჭოს, რადგან კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სახელმწიფოს საშუალება ეძლევა გადახედოს, რამდენად შეესაბამება მის დადგენილ სტანდარტს ყველა ის კლინიკა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აი, ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი იმიტომ, რომ 2013 წლიდან, რაც ჯანდაცვის სისტემაში გაკეთდა, ვგულისხმობ სერვისების საყოველთაოობასა და ხელმისაწვდომობას, პოზიტიური შედეგი უკვე მოჰყვა. 2012 წლამდე, ქუჩაში ფეხი რომ მოგეტეხათ, დაზღვევა თუ არ გქონდათ, ან ვიღაცის ახლობელი არ იყავით, კლინიკაში ვერ მოხვდებოდით. 2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ ამავდროულად, ბევრი კლინიკა გაიხსნა. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან სფერო განვითარდა, წარმატებული ექიმები დაბრუნდნენ საქართველოში _ საშუალება მიეცათ ისეთი ანაზღაურება მიეღოთ, რომ ნორმალურ პირობებში ემუშავათ, დარგმა სწრაფად განვითარება დაიწყო, მაგრამ ამას გარკვეული ხარვეზებიც მოჰყვა. მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრი ისეთი კლინიკა გაიხსნა, რომლებსაც ჩვენ ე.წ. ცეხებად მოვიხსენებთ _ პატარა, საშუალო ზომის კლინიკებს ვგულისხმობ, რომლებიც სამწუხაროდ, ხარისხის სტანდარტს არ აკმაყოფილებდნენ, მაგრამ ან გარკვეული მფარველობით სარგებლობდნენ, ან გარიგებულები იყვნენ სხვადასხვა `ემერჯენსსა~, თუ ექიმებთან და შედეგად, მანკიერი პრაქტიკა გაჩნდა. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ გჭირდება ისეთი სამედიცინო სერვისების მიღება, ან ოპერაციების გაკეთება იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ სახელმწიფო დაფინანსებიდან. სხვათა შორის, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ამის მაგალითია აშშ, სადაც `ობამა ქეარმა~, ლამის აშშ-ს მთელი ბიუჯეტი გადაიყოლა! ზოგადად, აღიარებულია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებშიც კი, სამედიცინო სერვისები სახელმწიფოს მიერაა რეგულირებადი, რადგან საბიუჯეტო სახსრები უყაირათოდ არ დაიხარჯოს. ვიცით, რომ ხანდახან კლინიკები სცოდავენ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია დავარეგულიროთ, უხარისხო სერვისის მიმწოდებელი კლინიკები უნდა დავხუროთ, ან ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა შევამციროთ, რისთვისაც სამედიცინო მომსახურებისა და მთლიანად, სამედიცინო კლინიკების სტანდარტი გვჭირდება და არა _ ფასების კვოტირება, რაც სტანდარტის მიღების შემდეგ, ძალიან მარტივად დასათვლელი და გასაკეთებელი იქნება. _ გასაგებია, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში არსებულ მანკიერ პრაქტიკას სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაუძლებს, მაგრამ ამის მიუხედავად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც ფასს ბაზარი განსაზღვრავს, რამდენად სწორი და ადეკვატურია მთავრობის გადაწყვეტილება, დაადგინოს ამა თუ იმ ოპერაციის ფასი? _ ერთი შეხედვით, შესაძლოა, ვიღაცას ეს უსამართლოდ მოეჩვენოს, თუმცა როდესაც სახელმწიფო თანხას იხდის, რა თქმა უნდა, მას გარკვეული უფლება აქვს, თქვას, რომ თუ კონკრეტული სამედიცინო სერვისი რაღაც თანხაზე მეტი არ ღირს, ზედმეტს არ გადაიხდის. სახელმწიფო ვალდებულიც კია, ამგვარი კონტროლი განახორციელოს, რადგან ბიუჯეტის თანხას ხარჯავს, თუმცა მნიშვნელოვანია, ყოველი კონკრეტული ნოზოლოგიის შემთხვევაში განმარტოს, თუ რის საფუძველზე გვეუბნება ბევრ ფულს ვიხდი, ცოტას, თუ საკმარისსო? ზუსტად ამისთვისაა საჭირო ხარისხის სტანდარტის დადგენა, რადგან თუ იცი, რა სტანდარტი მოქმედებს, სწორედ მას ეფუძნება მერე DღG სისტემა. ხარისხის სტანდარტის მიხედვით, თითოეულ ნოზოლოგიაზე, სახელმწიფო ჯდება სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, ექიმებთან, კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად და იწყებს ფასის დადგენას. მაგალითად, გულის სარქველის გამოცვლა ამდენი ღირს იმიტომ, რომ ასეთი და ასეთი სტანდარტით უნდა გაკეთდეს ოპერაცია, პაციენტის რეანიმაცია ამდენი დღეა საჭირო, ოპერაციას უნდა ემსახურებოდეს ამდენი ქირურგი, ამდენი ექთანი ანუ ხარისხის სტანდარტი უნდა დავადგინოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტანდარტის მიხედვით შეეძლება სახელმწიფოს თქვას, თუ როგორი კვალიფიკაციისა და რა რაოდენობის ქირურგი, ექთანი, ანესთეზიოლოგი სჭირდება, ეს რომ ჩამოყალიბდება, ამის შემდეგ, ფასსაც მარტივად დაადგენს. DღG სისტემა, სწორედ ხარისხის სტანდარტს ეფუძნება და როდესაც ხარისხის სტანდარტი დადგენილი გაქვს, ის ყველა კლინიკისთვის ერთნაირად ამოქმედდება. შესაბამისად, უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა მოქალაქემ ნებისმიერ კლინიკაში, მნიშვნელობა არ აქვს, ქალაქის ცენტრში იქნება, თუ სადმე, შორეულ რაიონში, ერთი და იგივე სტანდარტის პირობებში, გარანტირებულად მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, სახელმწიფოსვე გადახდილი თანხით. ახლა ვნახოთ, რა ქნა 520-ე დადგენილებამ და რატომ არია რეფორმის თანმიმდევრობა. ამ დადგენილებამ დაიწყო არა სტანდარტის დადგენა და DღG სისტემა, არამედ, პირდაპირ ფასების დადგენა! კლინიკების ფინანსისტებისა და ბუღალტრებისგან გამოითხოვა ნოზოლოგიების კალკულაცია და დაეყრდნო უკვე არსებულ პრაქტიკას, გაასაშუალოვა მონაცემები და თქვა, ამ ფასში უნდა ჩაეტიოთო... _ უკაცრავად, მაგრამ უფრო გასაგებად და დეტალურად აგვიხსენით, რა მოხდა სინამდვილეში? _ სახელმწიფომ კლინიკებს გამოართვა ფასები, რაც 20112012 წლებში იყო დადგენილი და დღემდე, სწორედ მაშინდელი ფასებით უხდიდა კლინიკებს სხვადასხვა ოპერაციის თანხას ბიუჯეტიდან. ამის გამო, კლინიკების ხელმძღვანელები სამართლიანად წუწუნებენ, რადგან 2011-2012 წლებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.60 ლარი იყო, ახლა კი თითქმის 3 ლარამდეა. ამასობაში, ოპერაციისთვის საჭირო დამხმარე მასალები გაძვირდა, რაც იმპორტირებულია და ჩვენთან არ იწარმოება არც პირბადე, არც _ დეფიბრილატორი, არც _ გულის სარქველები, არც _ კათეტერები. ყველაფერი ეს შემოდის. ამ 520-ე დადგენილებით, მთავრობამ 2011-2012 წლების ფასებსაც კი დაახლოებით, 20%-30% დააკლო და კლინიკების ხელმძღვანელებს უთხრა, ამ ფასში უნდა ჩაეტიოთო. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 520-ე დადგენილებამდე, შერჩევითი კონტრაქტირების დროს, მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო ოპერაციას უფინანსებდა, შეეძლო, რომ თანადაფინანსებაში შესულიყო ანუ თვითონადაემატებინა ოპერაციის თანხა, რათა დამატებითი სერვისი მიეღო. ამ დადგენილებით, თანადაფინანსების ეს მექანიზმი მოისპო, ამიერიდან კლინიკას იურიდიულად აღარ შეუძლია, რომ დამატებითი თანხა მოქალაქისგანაც მიიღოს! _ საყოველთაო დაზღვევის პირობებში, როდესაც სახელმწიფო მნიშვნელოვან სოციალურ დახმარებას უწევს მოსახლეობას და რეალურად, ამა თუ იმ ქირურგიულ ოპერაციას აფინანსებს, ფასთა სხვაობა ისედაც თვალში საცემია. მაგალითად, შესაძლოა, პაციენტმა სახელმწიფოსგან 70%-იანი (90%-იანიც, თუ პენსიონერია) დაფინანსება მიიღოს, მაგრამ სხვადასხვა კერძო კლინიკის კალკულაციით გაირკვეს, რომ სინამდვილეში, საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის პირობებში, პაციენტს 45%-იანი, საუკეთესო შემთხვევაში კი, 50%-იანი დაფინანსება მიუღია, თუმცა დარჩენილი თანხა თავადვე დაუმატებია... _ ახლა ვეღარ დაამატებს, რადგან პირდაპირ ეტყვიან, რომ წაიყვანონ იმ კლინიკაში, რომელშიც შესაძლოა, პაციენტს წასვლა არ უნდა. რეალურად, ეს ძალიან დიდი პრობლემა იქნება. მოკლედ, პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილების მიხედვით, სახელმწიფომ ფასები კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე განსაზღვრა. ახლა ექიმები ამბობენ და სრულიად სამართლიანადაც, რომ ხომ შეიძლებოდა, ამ დადგენილების მიღებამდე, სამუშაო შეხვედრა გაგვემართა, სადაც მთავრობის წარმომადგენლები იტყოდნენ, რომ ამ ოპერაციაზე დავადგინეთ ესა და ეს ფასი, იქნებ, გეთანხმებით, იქნებ, კალკულაციის სწორ გზას გვანახებთ და ჩვენ, ექიმებს გვეშლება რაღაცო? ჩემთვის წარმოუდგენელია ჯანდაცვის მინისტრისა და სამინისტროს პოზიცია, როდესაც აცხადებენ, რატომ უნდა შევხვედროდით ექიმებსა და კლინიკებს, ჩვენ თვითონ დავადგინეთ ფასებიო! სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან კლინიკები, რადგან იმ ფასებით, რაც ამ დადგენილებაშია წარმოდგენილი, კლინიკების ხელმძღვანელებს მედპერსონალის ხელფასების შემცირება მოუწევთ, ან შესაძლოა, იქამდეც კი მივიდეთ, რომ გასტერილებული, მეორადი მასალები გამოჩნდეს ბაზარზე, რაც წარმოუდგენელი და ყოვლად დაუშვებელია! 90-იან წლებში ამოიღეს სტერილიზაცია პრაქტიკიდან და კლინიკები მხოლოდ ერთჯერად საოპერაციო მასალებს იყენებენ. ექიმი გახლავართ და ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებით, 90-იანი წლების დასაწყისში ვაკეთებდით სტერილიზაციას, მაგრამ ამ დროს, სხვადასხვა ინფექციის რისკი არსებობს. დამხხმარე მასალები _ საოპერაციო ნაჭრით დაწყებული, პირბადით დამთავრებული, ერთჯერადი უნდა იყოს! წარმოგიდგენიათ, მეორადი პირბადე?! კი, ბატონო, უტრირებული მაგალითი მომყავს, მაგრამ საწუხაროდ, ასეთი რეალობაა, რადგან სხვაგვარად, იმ ფასებში, რასაც 520-ე დადგენილებით გვთავაზობს მთავრობა, კლინიკები ვერ ჩაეტევიან! _ ყველაფერ ამის გათვალისწინებით, რა შედეგს მოუტანს პრემიერ-მინისტრის #520 დადგენილება ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს? _ ეს გამოიწვევს ჯანდაცვის ხარისხის გაუარესებას და სავარაუდოდ, სიკვდილიანობის ზრდას ხელს შეუწყობს. დღეს, იგივე გულის შეტევით, ძალიან იშვიათად იღუპებიან ადამიანები, რადგან იმდენად კარგადაა კარდიოლოგია განვითარებული, რომ მთავარია, საავადმყოფომდე მიიყვანოთ პაციენტი და გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ. პრაქტიკულად, სიკვდილიანობა შემცირდა, ვინაიდან შუნტირებები, სტენტირებები სწრაფად და ხარისხიანად კეთდება, რაც მთავარია, ძალიან ძლიერი ექიმები გვყავს, თუმცა ამ შემთხვევაში, სტენტირებას კი აღარ გააკეთებს, პირდაპირ ქირურგიულ ოპერაციაზე გაუშვებს პაციენტს, ეტყვის, რომ არ ეტევა ამ ფასში, რაც 520-ე დადგენილებით სახელმწიფომ განსაზღვრა და გაუშვებს ქირურგთან, რომელმაც ოპერაცია უნდა გაუკეთოს, რისთვისაც პაციენტს გულ-მკერდი უნდა გაუჭრას (სტენტირებასა და შუნტირებას გაჭრა არ სჭირდება), ოპერაციას ხომ თავისი გართულებები მოჰყვება, რაც საბოლოოდ, იმას გამოიწვევს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდება _ აი, ესაა ხარისხის გაუარესება. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრის ამ დადგენილებას მხოლოდ 25 კლინიკა არ აპროტესტებს, უამრავი ასოციაციაა და ჩემი ინფორმაციით, სხვა კლინიკებიც აპირებენ, ღია წერილით მიმართონ მთავრობას. დამირეკეს და მითხრეს, რომ აღშფოთებულები არიან, ამიტომაც ჩავერთე ამ საკითხში, რადგან ჩემთვის ეს თემა ნაცნობია _ პროფესიით ექიმი და ამავდროულად, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი ვარ. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ შესაბამის მიზნობრივ ჯგუფთან შეხვედრისა და მათთან კონსულტაციის გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამ, ყველას შევხვდები და დაველაპარაკებიო, მაგრამ ამ დროს, მინისტრი არავის ელაპარაკება, სწორედ ეს იყო ამ საკითხში ჩემი ჩართულობის მიზეზი. გარდა ამისა, როდესაც რეფორმაზეა საუბარი, რეფორმა ხომ პოლიტიკაა, გამოდის, ჯანდაცვის პოლიტიკაში შედის ცვლილება, ამიტომ დიდი ბოდიში, მაგრამ ეს პარლამენტისა და ჯანდაცვის კომიტეტის საქმეა! პირველ რიგში, სამინისტრო ჩვენთან უნდა მოსულიყო და წარმოედგინა რეფორმის პროექტი, შემდეგ უკვე შესაბამის მიზნობრივ ჯგუფსაც ერთად შევხვდებოდით, მაგრამ ამ საკითხზე, ჩვენს კომიტეტშიც კი არ ყოფილა მსჯელობა. ერთადერთ შეხვედრაზე, რომელიც 25 კლინიკის მედპერსონალის პროტესტის გამო, ჩემი დიდი ძალისხმევით შედგა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში და რომელშიც ბიზნესომბუდსმენიც მონაწილეობდა, ახალი მინისტრი არც კი მოსულა, მოადგილეები მოვიდნენ, რომლებმაც მხოლოდ ის თქვეს, რაც გავაკეთეთ, კარგიაო. ძალიან მწვავე დისკუსია იყო, მაგრამ ექიმებს პასუხები ვერ გასცეს და უთხრეს, ხვალ-ზეგ დაგელაპარაკებითო. რას ნიშნავს ეს `ხვალ-ზეგ დაგელაპარაკებით~, ამიხსენით? _ ამ სიტუაციიდან რა გამოსავალს ხედავთ?_ ეს დადგენილება მთავრობამ ცოტა ხნით _ ერთი, ან ორი თვით უნდა შეაჩეროს, რათა ამ საკითხზე ყველა მხარემ ვისმჯელოთ და პოზიციები შევაჯეროთ. ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში, კონსტრუქციული მსჯელობა უნდა გაიმართოს, არავინ აპირებს ამ თემით პოლიტიკური ამინდის შექმნას. მესმის, რომ ჯანდაცვის სერვისში უამრავი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ამას ფასის დადგენა კი არა, ხარისხის სტანდარტი უშველის. გიმეორებთ, ჯერ ხარისხის სტანდარტი უნდა დაგვედგინა და ამის შემდეგ _ ოპერაციების ფასები, მაგრამ ვინაიდან რეფორმა უკუღმა დაიწყო, ჩნდება ეჭვი, ვიღაცას ხომ არ აქვს ინტერესი, რომ ასეთი ფასების პირობებში, მხოლოდ ისეთი ქსელური კლინიკა გადარჩეს, როგორიცაა `ევექსი~? ვინმეს ხომ არ აქვს სურვილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები დიდ, ქსელურ საავადმყოფოებში გადაქაჩოს მაშინ, როდესაც საშუალო, ან დიდი ზომის, მაგრამ არაქსელურ კლინიკებში მობილიზებულია ყველაზე დიდი პოტენციალი პროფესიონალი ექიმებისა?! კანადიდან და აშშ-დან ჩამოდიან ჩვენთან ოპერაციების გასაკეთებლად და თუ ასეთი კლინიკები დაიხურება, ეს ცნობილი მედიკოსები საზღვარგარეთ წავლენ. გარდა ამისა, პრობლემები შეექმნება სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც, ჩვენთან ჩამოდიან პაციენტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ირანიდან, რუსეთიდან, უამრავი ქვეყნებიდან, ისინი აქ იკეთებენ ოპერაციებს, რადგან ქართველ ექიმებს ენდობიან და ამას დავკარგავთ, სწორედ! დარჩებიან მხოლოდ მსხვილი, ქსელური, ან ძალიან წვრილი კლინიკები. ამიტომ მოვუწოდებ სამინისტროსა და მთავრობას, რომ სწორად დაიწყოს მსჯელობა ღია ფორმატში, რისთვისაც მზად ვართ და თუ კლინიკებს გადაცდომები აქვთ, ამაზეც მკაცრად მოვთხოვოთ მათ პასუხი, ოღონდ რეფორმა სწორად უნდა მიმდინარეობდეს და არა უკუღმა. როდესაც უკუღმა იწყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ვიღაცას სხვა ინტერესები აქვს.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
სადაზღვევოები და კლინიკები ჯანდაცვის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ
ჯანდაცვა კიდევ მეტად გაძვირდება. მიზეზი, სამედიცინო მომსახურებაზე ერთიანი ტარიფებია - ამიერიდან სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვება. კლინიკების შემდეგ ამ ფაქტს, სადაზღვეო კომპანიები აპროტესტებენ. მათი შეხედულებით, ეს კიდევ მეტად გააძვირებს ქვეყნაში ისედაც ყველაზე ძვირ მომსახურებას. “თუ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - ეს განცხადება სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაწყებული ცვლილებების შეფასებისას გააკეთა. საქმე ისაა, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, რასაც სამედიცინო ინდუსტრიის ნაწილი აპროტესტებს. როგორც ხეჩინაშვილმა აღნიშნავს, „არსებობს რისკი, რომ თუ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან “მოუჭერენ”, შესაძლოა, მათ მერე სერვისის გაძვირება არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებზე გადაიტანონ. “მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, კლინიკები “მიდგებიან-მოდგებიან” და ადვილი შესაძლებელია დაუზღვეველ, არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებზე გადაიტანონ გაძვირება. მაგალითად, დავუშვათ, 13 ათასი ღირს გულის შუნტირება, ახლა მთავრობამ უთხრა, რომ დაგიფინანსებთ 10 ათას ლარსო; ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები შეიძლება, ჩვენ მოგვიტრიალდნენ და ეს სერვისი არასაყოველთაო ნაწილს მოგვყიდონ არა - 13 000 ლარად, არამედ - 17 000-ად”, - განუცხადა "ბიზნესმედიას" ხეჩინაშვილმა. თუ ასეთი შედეგი დადგება, მოქალაქეები კერძო დაზღვევაზე უარს იტყვიან და ისევ საყოველთაო პროგრამაში ჩაერთვებიან, ანუ ბიუჯეტს “დააწვებიან”. “ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამას დიდი ყურადღბა და არგუმენტაცია სჭირდება. კლინიკები ჯერ კიდევ იბრძვიან, თუმცა თუ მაინც ასე მოხდება, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - აღნიშნა ხეჩინაშვილმა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია, 2018 წელს მილიარდ ლარს გადააჭარბა და ამ თანხის 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. რამდენად გაამართლებს გაწეულ ხარჯებს დაგეგმილი ცვლილება და რამდენად მოგებიანი იქნება სამინისტროს შეთავაზება კლინიკებისთვის, ეს ჯერ ეს უცნობია. ცხადია მხოლოდ ის, რომ რეფორმა ქვეყნაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მომსახურების ფასის მეტად ზრდის საფრთხეს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აქცენტს სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში ჩარევაზე აკეთებს. სპეციალისტი ამბობს, რომ ფასწარმოებაში სახელმწიფოს მითითებები პრობლემებს შეუქმნის კლინიკებს, რომელთა უმეტესობაც კერძოა. „მე არ ვარ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, თუმცა სახელმწიფოს ჩარევა ნებისმიერ ბიზნეს საქმიანობაში, სადაც სისტემა ასე თუ ისე გამართულად მუშაობს, ხელს შეუშლის დარგის განვითარებას. ფასს ბევრი რამე განსაზღვრავს: ექიმის კომპეტენცია, ინფრასტრუქტურა, დანადგარები. მაგალითად, ავიღოთ ტექნიკის მაღაზია, ერთს უკეთესი პირობები აქვს და მივდივარ იქ. ყველას რომ ერთნაირი ფასი ჰქონდეს, იქნებოდა ჩრდილოეთ კორეა, სადაც ყველაფერი ერთფეროვანია და განვითარება არ ხდება“, - განაცხადა "რეზონანსთან" კეპულაძემ. მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დადგენილებაც ერთი კვირაა ძალაშია, როგორც ჩანს სივრცე კომპრომისისათვის ჯერ კიდევ არის. ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, დეპუტატი, ლადო კახაძე ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ სამუშაო შეხვედრები კიდევ გაიმართება, რადგან თემა რთული და მნიშვნელოვანია. ,,შუალედური კომისია უნდა შექმნას რომ მოზომილად იყოს ეს საკითხი მიწოდებული შემსრულებელთათვის. ნამდვილად რთული საკითხია, რადგან თვითღირებულებაზე დაბლა ვერავინ ჩამოვა. მეორე მხარეს კი, ბიუჯეტის ფულის ყაირათიანი ხარჯვა დევს. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხით მაღალი ხარისხის მომსახურეობა მიიღოს პაციენტმა. სამუშაო შეხვედრა კომიტეტში დღესაც გვაქვს. ოქროს შუალედია საპოვნელი ბიზნესის და პაციენტის ინტერესები არც ერთი რომ არ დაზარალდეს. დიქტატი აქ არ შეიძლება და ამ გზით არც ვაპირებთ სიარულს“, - აღნიშნა "რეზონანსთან" კახაძე,. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივა ძალაში 21 ნოემბერს შევიდა.
---
27.11.2019
მედიასაშუალება: საქართველო და მსოფლიო
ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი ახალ წელსაც მშიერი იქნება
გსმენიათ, ალბათ, ციფრები არასოდეს ტყუიანო. მართლაც, ძნელია, ციფრებში ტყუილი გააპარო. მოკლედ, გასულ კვირას ოპოზიციამ ხელისუფლებას ბრალად ისიც წაუყენა, რომ ქვეყნის სათავეში დარჩენის მორალური უფლება აღარ გაქვთ, რადგან საქართველოში ნახევარი მილიონი ბავშვი შიმშილობსო. ხელისუფლებამ ოპოზიცია ტყუილში ამხილა, _ ყველა კვლევის მიხედვით, საქართველოში, ნახევარი მილიონი კი არა, მხოლოდ 77 ათასი ბავშვი შიმშილობსო. როგორია? “მხოლოდ 77 ათასი ბავშვი?!” ლოგიკას რომ გავყვეთ, 73 მაჟორიტარი ხომ გვყავს და გამოდის, რომ მოშიმშილე ბავშვების რაოდენობა თითო მაჟორიტარულ ოლქში თითო სკოლას გაავსებს, ანუ თითოეულ ოლქში იმდენი ბავშვი შიმშილობს, რამდენიც ერთ სკოლაში დადის (სულ ცოტა, რადგან ათასბავშვიანი სკოლები რეგიონებში დიდი იშვიათობაა). წლევანდელი წელი რომ ავიღოთ და ხელისუფლებას დავუჯეროთ ეკონომიკურ წინსვლასა და უმუშევრობის შემცირების დონეზე ნათქვამი, იქნებ გვითხრან კონკრეტული მაგალითი იმისა, რა გააკეთეს ამ ერთი წლის განმავლობაში საიმისოდ, რომ ეს 77 ათასი თუნდაც ათასით შემცირებულიყო. მე გეტყვით _ არაფერი! სხვათა შორის, თბილისის მერია თავს იმით იმართლებს, რომ თავშესაფრებში ადგილები აქვთ, მაგრამ ბავშვები იქ არ ჩერდებიან. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მიუსაფარი ბავშვი დედაქალაქშია და ყველაზე მეტიც სწორედ აქ შიმშილობს. იქნებ მერიამ იმაზე იფიქროს, რომ რაღაც არ არის კარგად იმ თავშესაფრებში, რომლებსაც ბავშვებს სთავაზობენ. ესეც არ იყოს, მოზარდებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ მაგ დროს, თორემ გარეთ ყოფნას რომ არის მიჩვეული, ძნელია, მერე დახურულ სივრცეში გაჩერება, თუ არ აუხსნეს, თუ არ დააჯერეს, რომ ეს მისთვის არის უკეთესი. თუმცა, ეს ტექნიკური მხარეა და იმას კი არ ვამბობთ, თავშესაფრები გინდათ თუ არა, უფრო კეთილმოწყობილი გახადეთო, არამედ იმას, რომ ხელისუფლებამ იმდენი ქნას, ბავშვთა თავშესაფრების რაოდენობა შემცირდეს. სხვაგვარად, ძალიან სასაცილოა თავის მართლება, რომ თურმე ოპოზიცია იტყუება და, ნახევარი მილიონი კი არა, 77 ათასი ბავშვი შიმშილობს. ისე, ეჭვი გვაქვს, უკეთესი მაჩვენებელი არც წინა ხელისუფლების პერიოდში იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა, რადგან არ შეიძლებოდა, სააკაშვილის საქართველოში გეშიმშილა, ამას ხმამაღლა ვერ იტყოდი, შიმშილით ჩუმად უნდა მომკვდარიყავი. მეორე მხრივ, საინტერესოა, რას ეძახის ხელისუფლება (გნებავთ, ოპოზიცია) შიმშილობას. საერთაშორისო სტანდარტით, თუ ორ დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ადამიანს, ის სიღატაკის ზღვარზეა, ანუ შიმშილობს კი არა, შიმშილით სიკვდილისთვის არის განწირული. ჩვენს პენსიონერებს დღევანდელი კურსით რომ დავუჯამოთ შემოსავალი, დღეში 2,20 დოლარი გამოსდით, ანუ საერთაშორისო სტატისტიკასა და სიღატაკით შიმშილს 0,20 ცენტი აშორებთ. დაახლოებით 60 თეთრი წყვეტს იმას, ღატაკი და შიმშლისთვის განწირული დაერქმევა საქართველოში ყველა პენსიონერს თუ როგორაა საქმე? ახლა იტყვის ხელისუფლება, _ პენსიებს კიდევ ვუმატებთო და თარიღიც გამოცხადებული აქვთ, მომავალი წლის ზაფხული. მანამდე იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით არ გაუფასურდება და მსოფლიოს თვალში ქართველი პენსიონერები შესაწირ ზვარაკად არ გამოჩნდებიან. ისევ ჩვენს მოწინავე ეკონომიკას დავუბრუნდეთ. ჰო, მოწინავეს, რადგან ხელისუფლება ამტკიცებს: წელს რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა გვექნება და გაისად უფრო წინ წავალთო. თუ დავუჯერებთ, გამოდის, რომ გაისად უფრო მეტად გაუჭირდება ხალხს, რადგან ეკონომიკური ზრდის სიკეთე წელს სხვანაირად ვიგრძენით. სხვანაირად კი იმას ნიშნავს, რომ გაძვირდა პროდუქტი, არნახულად გაძვირდა თამბაქო, ეროვნული ვალუტა ისე გაიქცა, ექსპერტები პროგნოზის გაკეთების წინ კურსს ამოწმებდნენ, _ კიდევ რამდენით გაუფასურდა, არ შემეშალოსო. ციფრები რომ არ ტყუიან, ხომ გითხარით უკვე და ისევ ციფრებს მივუბრუნდეთ. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გასული წლის 10 თვეში საქართველომ რუსეთისგან 74,6 მილიონი კილოვატი ენერგია იყიდა. წელს ათ თვეში რუსეთისგან შესყიდული ენერგიის რაოდენობა 392,2 მილიონი კილოვატია, ანუ შარშანდელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 425%-ით არის მომატებული. ეს იმ პირობებში, როცა მაქსიმალურად შევეცადეთ რუსეთის გაღიზიანებას და ჩრდილოელ მეზობელს მარტივად შეეძლო ეთქვა უარი. უარის შემთხვევაში, 1990-იანი წლები რომ დაგვიბრუნდებოდა, უშუქობის სერიოზული პრობლემა რომ იქნებოდა, ადვილი მისახვედრია. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ, ასევე ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ექსპორტზე ყველაზე მეტი პროდუქტი… ისევ რუსეთში გავიტანეთ. ეს იმ პირობებში, როცა საჰაერო ფრენა აიკრძალა და, ამის მიუხედავად, რუსეთის ბაზარი მაინც პირველ ადგილზეა. მიმდინარე წლის ათ თვეში რუსეთში ექსპორტიდან საქართველომ 409,8 მილიონი დოლარი მიიღო. საინტერესოა, ყველაზე მეტად რომელ ქართულ პროდუქციას მოიხმარენ ჩვენი მეზობლები. ღვინის ექსპორტის შედეგად რუსეთიდან ქართულმა კომპანიებმა 107 მილიონი დოლარი მიიღეს, ამდენივე მიიღეს ფერადი ლითონების გატანით, 50 მილიონ დოლარამდე მინერალურ წყლებზე მოდის, 30 მილიონამდე _ ალკოჰოლურ სასმელებზე… რა გამოდის? პროდუქტი, რომლის გაყიდვაც გვინდა ევროპაში და არ გამოგვდის, ძალიან კარგად იყიდება რუსულ ბაზარზე. სერიოზული ეჭვი გვაქვს, ის მზარდი ეკონომიკაც, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება ხედავს, დიდწილად სწორედ ამ ექსპორტზე იქნება დამოკიდებული თუ ჩამოკიდებული. ყველაფრის მიუხედავად, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ძალ–ღონეს არ იშურებენ იმისთვის, რომ შინაურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთი გალანძღონ. იგივე, რაც საქართველოში რუსეთის პირველი პირის მიმართ თქვეს, რუსეთში რომ ეთქვათ ქართველ ლიდერზე, ხომ ხვდებით, რა მოხდებოდა? წავიდოდა მოწოდებები: არც ერთი კილოვატი ელექტროენერგია მტერს! არც ერთი რუსული პროდუქტი ქართულ ბაზარზე!.. და ამ ურაპატრიოტიზმით არაერთხელ წაქცეულ ქვეყანას კიდევ ერთხელ წავაქცევდით. ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ 425%-ით გაზრდილი ელექტროენერგიის ყიდვა იმას ნიშნავს, რომ უფრო იაფია, უფრო მისაღებია, უფრო სტაბილურია. ეს გვინდა _ გვინდა გავთბეთ, გვინდა შუქი გვქონდეს და… ამასთანავე, გვინდა, რომ ბოლო ხმაზე ვაგინოთ რუსეთს და საერთაშორისო ასპარეზზე თითი ვუქნიოთ. არ ჯდება ეს ლოგიკაში, მაგრამ… როგორც წესი, წლის ბოლოს საახალწლო დაპირებები იმატებს ხოლმე და ხელისუფლებაც გვპირდება, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. ერთი არგუმენტი მაინც რომ გვქონდეს იმისა, რომ დავუჯეროთ ძლიერთა ამა ქვეყნისათა, ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ მერვე ახალი წელი მოდის ამ ხელისუფლების პირობებში და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაპირებები შეესრულებინოთ და მიმდინარე წელი მომდევნოზე უკეთესი ყოფილიყოს. გამოდის, რომ ხელისუფლება ტრადიციას არც ახლა უღალატებს და მომავალი წელი მიმდინარეზე ცუდი იქნება, რაც საბოლოოდ წელში გაწყვეტს მოსახლეობას. სწორედ ახალი წლის წინ ვამბობთ, რომ, საახალწლო ნობათი კი არა, ძალიან, ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოში 31 დეკემბრის ღამეს პურისა და ყველის პრობლემა ექნება, კუჭის სანახევროდ ავსების პრობლემა ექნება და, რაც მთავარია, ხელისუფლება ამას ან არ ამჩნევს, ან არ იმჩნევს. მანამდე კი ხელისუფლებამ ის გააცნობიეროს, რომ 77 ათასი ბავშვი (სულ ცოტა) ახალ წელსაც მშიერი იქნება, სხვისი სამზარეულოდან გამოსული საჭმლის სურნელით მოუწევს “გაძღომა” და სხვის მიერ ნასროლ მაშხალებს გააყოლებს თვალს. დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ საახალწლოდ პარლამენტარები, მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ჯიბეს მოიქექავენ, 2-3 გაჭრვებულ ოჯახს დაეხმარებიან და ქულებს ჩაიწერენ ამომრჩევლის თვალში. მათ ის არ იციან, რომ თუნდაც იმ ბავშვებს, რომლებსაც შიმშილი უწევთ, ახალი წელი მაშინ აქვთ, როცა შინ საჭმელი ეგულებათ და სულ არ აინტერესებთ, კალენდარზე რა რიცხვია. მათ არც ის იციან, როგორ იქცევა თოვლის პაპა, რადგან მხოლოდ სურათებზე ჰყავთ ნანახი და მათთან არასდროს მისულა, ანუ თოვლის პაპას საქართველოში, სულ ცოტა, 77 ათასი ბავშვისთვის არ ეცლება. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რამდენიც უნდა იძახოთ, ქვეყანა წინ მიდისო, არ დავიჯერებთ, რადგან წინ წასულ ქვეყნებში 77 ათასი ბავშვი არ შიმშილობს. P.S. “ჯინგლ ბელზ”, ხელისუფლებავ… თუ როგორც არის…
---