From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-27.08.2019
Received On : 27.08.2019 08:46
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 27.08.2019

ტელევიზია

27.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ბინების მიღების მიზნით განაცხადების შევსება, მიმდინარე წლის 2 სექტემბრიდან შეეძლებათ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6297852

---

 

 26.08.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

ხმაური იყო დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, სადაც აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ. პროტესმტმა ბიძინა ივანისვილის ბიზნესცენტრთან მას შემდეგ გადაინაცვლა რაც დევნილთა სამიისტროსგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6297531

---

 

26.08.2019

არხი:  ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

გაუსაძლისის საცხოვრებელი პირობებბი, თბილისში თვეზე მეტია სოცლიაურად დაუცველი და დევნილისის სტატუსის მქონე ოჯახები ვაშლიჯვარში მიტოვებულ შენობებში საპირფარეშოს, ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობენ. გარდა ამისა შენობას არ აქვს ფანჯრები და არც სახურავი. ყოველდღე შსს თანამშრომლები შენობასთან პატრულირებენ. სოციალურად დაუცველთა ოჯახებსა და დევნილებს დღეს დევნილთა სამიინსტროში უპასუხეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6297530

---

 

26.08.2019

არხი:  I არხი

გადაცემა:  მოამბე 15:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცოხვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. მინისტრი დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო და მოისმინა იმ პრობლემების შესახებ რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ. ერთ-ერთი სერიოზული საკითხი ადგილობრივებისთვის ავარიული საბავშვო ბაღ იყო რომლის შარეაბილიტაციო სამუშაო უკვე დაწყებულია. უახლოეს მომავალში 120-მდე ახსაზღდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლანდელი განათლებს მირებას. ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6296608

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6296308

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6297517

---

 

 

 

 

 ინტერნეტი

27.08.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/zugdidshi-akhalashenebul-korpusebshi-binis-mighebis-motkhovnit-devnili-ojakhebis-ganackhadebis-shevseba-iwyeba/

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. „ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც, ჯამში, ბინა 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე განცხადებით, ასევე იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ. ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან 60-თბილისში, 60-ქუთაისში და 60-ზუგდიდში მდებარეობს. თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ, 2013 წლის პირველ ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.

ინტერპრესნიუს.ჯი https://www.interpressnews.ge/ka/article/561427-binis-migebis-motxovnit-devnili-ojaxebis-ganacxadebis-shevseba-icqeba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88989

პრაიმტაიმ.ჯი- https://primetime.ge/news/1566890745-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97?fbclid=IwAR3cKPOiwvNbsuExrbAjf9e_LSrdUIxjq-PDWEZ8_zsSscYBGUZ5KPDwuS8

 

---

 

27.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/561406-xelisuplebis-carmomadgenlebi-karelis-municipalitetis-soplebis-mosaxleobas-shexvdnen

ხელისუფლების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ურბნისის, რუისისა და ბებნისის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეხვდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე ადგილობრივების საჭიროებებზე და სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს მიერ სოფლისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობის კუთხით შემუშავებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან, მოსახლეობასთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინება. მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და შოთა ხაბარელი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თორთლაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს. მთავრობის, საკანონმდებლო და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები შიდა ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://marshalpress.ge/archives/254832

ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. მინისტრი გაეცნო დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, აქაური მოსახლეობისთვის იყო ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც. კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული. შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე.

ნიუპოსტ.ჯი- http://newpress.ge/xonshi-kulturis-saxlisa-da-skolamdeli-dawesebulebis-reabilitacia-mimdinareobs

კვირა.ჯი- http://kvira.ge/493781

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/ekaterine-tikaradze-khonis-devnilta-dasakhlebashi-mtskhovreblebs-shekhvda/61935

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/samsheneblo-kompaniebi-sadac-monitoringis-djgufma-dargvevebi-agmoachina-9-obieqtze-mshenebloba-shecherda

სამშენებლო კომპანიები, სადაც მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევები აღმოაჩინა - 9 ობიექტზე მშენებლობა შეჩერდა

რისკების შეუფასებლობა, სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფა, არასტანდარტული და კუსტარული ხარაჩოები - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა. შედეგად, 2019 წლის 12 აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმებულ 29 ობიექტიდან სამუშაო პროცესი 9-ს შეუჩერდა. 29-ვე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, ასევე 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 14 ობიექტის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნა ჯარიმა ჯამში 310 000 ლარის ოდენობით. 12-16 აგვისტოს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალი: 1. შპს ,,ჯითი გრუპი ნუცუბიძე“ 2. შპს ,,კარკასი“ 3. შპს ,,პიენო“ 4. შპს ,,ანრი 2016“ 5. შპს ,,ანი“ 6. შპს ,,ლიდერ გრუპი“ 7. შპს ,,ჰილს დეველოპმენტი“ 8. შპს ,,რეგიალი“ 9. შპს ,,გაბ ჯორჯია" 10. შპს ,,პეტრა“ 11. შპს,, მაქრო ქონსტრაქშენ“ 12. შპს ,, ახალი სკოლა“ 13. შპს ,,კონსოლი“ 14. შპს ,,ლეველი“ 15. შპს ,,ცერერა“ 16. შპს ,,კომპაქტ დეველოპმენტი+“ 17. ამხანაგობა გერგეთი 2019 18. ამხანაგობა ამქარი 19. ამხანაგობა ,,იმედი ჰაუსი" 20. შპს ,,ეკო დეველოპმენტი“ 21. შპს ,,ალუ“ 22. შპს ,,ისანი” 23. შპს ,,მ2 მთაწმინდაზე“ 24. შპს ,,მანუ“ 25. შპს ,,ვესტ საიდ“ 26. შპს ,,ნიუ ჰორიზონ“ 27. შპს ,,5მ ინშაათ“ 28. შპს ,,ნინო“ 29. შპს ,,ხალედ ალრაჯჰი ჰოლდინგ კომპანი“ ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2019 წლის 23 ივლისს ჯამში 16 აგვისტოს ჩათვლით შემოწმდა 117 ობიექტი. ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

ფორ.ჯი- https://for.ge/view/172202/Semowmebuli-29-samSeneblo-obieqtidan-29-Sive-darRvevebia.html

კვირა.ჯი- http://kvira.ge/493772

ბიეფემ.ჯი- http://bfm.ge/11-samsheneblo-kompanias-samushao-procesi-sheucherda-14-ki-310-000-larit-dajarimda/

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1566809758-29-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98

ბიპიაი.ჯი-

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/rogor-gaumklavdeth-zaphkhulis-tskhel-dgheebs-ncdc-is-rekomendatsiebi/

როგორ გაუმკლავდეთ ზაფხულის ცხელ დღეებს- NCDC-ის რეკომენდაციები

მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის WMO Climate Watch Advisory-ს და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს ბოლო დეკადაში პროგნოზირებულია ცხელი ამინდით განპირობებული თბური ტალღები, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას, ასევე აღმოსავლეთ ბალკანეთს და მათ შორის საქართველოს მოიცავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსალოდნელ სიცხეებთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. მაღალი ტემპერატურა ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გარკვეულ ზეგავლენას, თუმცა რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან: 75 წლისა და მეტი ასაკის პირები; ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები; ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულისა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები; გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მქონე პირები; გარკვეულ მედიკამენტებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის ძლიერ გამოყოფასა და თერმორეგულაციაზე; ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები; მაღალი ფიზიკური აქტივობით დაკავებული პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები და ა.შ.) საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები სასურველია გათვალისწინებულ იქნას ხუთი ძირითადი მიმართულებით: შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა. დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულპრობლემებს. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით თავი აარიდეთ სიცხეს შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება). მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას. დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში! გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. დაეხმარეთ სხვებს ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან. ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც. თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად. თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე. თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით. როგორ უნდა მოიქცეთ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება. თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.

---  

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/225042/?fbclid=IwAR3LeFU1tHdGWpABW1tbblnM-zWoM3DFGOAzYNhSSqvDCg5ItZI7vd-RBOw

მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ

ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით. „წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი პერიოდულად. ნოემბრიდან ივლისამდე თბილისში ვიყავი ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ჩამოვედი და წყალი გამითიშეს. მეხუთე დღეა მეზობლებიდან შემომაქვს წყალი ბოთლებით,“ – გვიყვება ლელა აბესაძე. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში თავდაპირველად განგვიმარტეს, რომ ლელა აბესაძეს მოსაწესრიგებელი აქვს შიდა კომუნიკაცია და ამას კომპანია ვერ გააკეთებს. „ბათუმის წყლის“ ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა, შეადგინა შესაბამისი აქტი და აბონენტი ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა შემდგომი გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ აბონენტს ისევ მოუწესრიგებელი ჰქონდა კომუნიკაცია, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება და რადგან არ იყო გადახდილი, შეუწყდა წლის მიწოდება. სემეკის რეგულაციის მიხედვით „ბათუმის წყალი“ ვალდებულია დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს წყალმომარაგება და ხელი არ შეუწყოს ვალის გაზრდას,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“. რა გამოსავალს სთავაზობს ბათუმის მერია სოციალურად დაუცველ პენსიონერ და უწყლოდ დარჩენილ მოქალაქეს? – ვკითხეთ ბათუმის მერიას. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უხდის ფიქსირებულ კომუნალურ გადასახადს, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას მოქალაქე ფარავს. მერიის პრესცენტრის განმარტებით,  პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მერის სოციალურად დაუცველი მოქალაქის საცხოვრებელი ბინის შიდა სისტემის მოწესრიგებაში ჩართულიყო. საბოლოო პოზიციის მისაღებად ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელთან დაგვაკავშირა. მარიკა გვიანიძემ გვითხრა, რომ თუ ეს „ძალიან დიდ ხარჯთან“ არ იქნება დაკავშირებული, „ბათუმის წყალი“ მოქალაქეს წყლის შიდა სისტემას მოუწესრიგებს. „როგორც ჩემი თანამშრომლები მიყვებიან, აქამდე მასთან ვერ ხერხდებოდა კომუნიკაცია, რომ შევსულიყავით ბინაში და გადამოწმებულიყო შიდა ქსელი… ზოგადად, ჩვენ არ ვერევით შიდა სისტემაში, მაგრამ გამონაკლისი შეიძლება დაიშვას და ამ სუბსიდიას მერია აუნაზღაურებს. ჩვენ ამ კუთხით არ გვქონია გამოცდილება აქამდე. რაც შეეხება დავალიანებას, შუამდგომლობას გავუწევთ სემეკთან მის ჩამოწერაზე, რადგან წყალი მართლაც შიდა სისტემის მოუწესრიგებლობის გამო იკარგებოდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ.

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: http://www.newposts.ge/?l=G&id=212995-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%2C+%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&fbclid=IwAR0F83M3qHU7zhIlEnxw6X78LjdPxDHy8XCB69vIULTI-urOOzLMKxqGYXU

37 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს: "პატარებს ხორცი წლებია არ უჭამიათ, 1 წლის საბას ჯანმრთელობის პრობემები აქვს"

ფატიმა 37 წლისაა. ის მარტო ზრდის ორ შვილს - 6 წლის მარიამს და 1.7 წლის საბას. ახალგფაზრდა ქალი წელიწადზე მეტაი მეუღლემ მიატოვა და მას შემდეგ შვილები ერთხელაც არ უკითხავს. ცხოვრებას ერთ ოთახში აგრძლებენ, რომელიც ქირთ აქვთ აღებული და 100 ლარის იხდან სოციალური დახმრებიდან.

"სამწუხარო რელოაა, რომ დღეს საქართველოში 35 % მეტი ბავში სიღარბეში იზრდება, ზუსტად ასე ცხოვრობს მარიამი და საბა. როგრც დედა ამბობს ბავშვებს ხილი წელიწარზე მეტია არ უჭამით, ხორცზე დატკბილეულზე კი საუბარი ზედემეტია. მათ პრობლემას კი საბას ავადმყოფოფბა ემატება 4 თვეა რკინადეფიციტურ ანემიას ებრძვის, საბოლო განკურნებისთვსი კი მედიკამენტები ესაჭირეობა რომლის შეძენასც დედა ვერ ახარეხებას. პატარას კიდევ ერთი პრობლემა აქვს კუჭში გასვლის დროს სისხლს აყოლებს, ესაჭირობა კვლევა რომლიც თნახებთან დაკავშირებული"- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია "იაქლანის" ხელმძღვანელი. დახმარების მსურველთათვის ქვეყნდება ორგანიზაციის ანგრიში ნომრები რადაგნ სხვა შემთხვევაში ოჯახს შეიძლება შუწყდეს სოციალური დახმრება. ☎ 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დანიშნულებაში მიუთითეთ ფატიმა თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: http://pia.ge/post/278946-telavsi-cofis-semtxveva-dafiqsirda

თელავში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ერთ- ერთ ოჯახში ძაღლს, ქუჩის ძაღლმა უკბინა, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. ნელი ხიზანიშვილის თქმით, კვლევა ჩატარდა და ანალიზებმა ცოფის ვირუსი დაადასტურა. შესაბამისმა უწყებამ დეზინფექცია ჩაატარა საცხოვრებელ ბინაში, სადაც ძაღლი ჰყავდათ. აცრა გაუკეთდა ძაღლის პატრონ ქალბატონსაც და ყველა იმ პირს, რომელიც შესაძლოა, ძაღლთან შეხებაში ყოფილიყო. თელავში, მაწანწალა ძაღლების პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. ქალაქში ადამიანების დაკბენის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა.

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/388503/?fbclid=IwAR1siIwPGnJe9c3qsBew0uzq3_8dRCWy-AZwc5mQifkcWTTVmciXLbd5TTs

დამუშავებული საკვების მიღება, შესაძლოა, აუტიზმის რისკს ზრდიდეს – კვლევა

---

 

26.08.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/561358-chubershi-nenskra-hidros-dapinansebit-reabilitirebuli-ambulatoria-gaixsna

ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

---

 

ბეჭდვითი მედია

27.08.2019

მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა

ჭიათურის მიწის ქვეშ: გადაღლილობა, როგორც სიკვდილის საფრთხე

არასათანადო კვება, მუშაობა დასვენების გარეშე, კვოტების წნეხი და ზედამხედველთა გულგრილობა იმ ძირითად ფაქტორებს შორის ხვდება, რომლებიც მეშახტეებისა და მაღაროელების სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. Human Rights Watch-ის მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებული 60-გვერდიანი ანგარიში „არცერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ სასწრაფოდ შესაცვლელ რეალობას ასახავს. საქართველოს პროფკავშირების თანახმად, 2018-2019 წლებში დაიღუპა 19 და დაშავდა 16 მაღაროელი და მეშახტე. Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში ეფუძნება საუბარს 80-ზე მეტ პირთან. მათ შორის არიან მუშები, რომლებიც ტყიბულსა და ჭიათურაში, ქვანახშირისა და მანგანუმის მოპოვებისას ყოველდღიურად დგანან სიკვდილის საფრთხის წინაშე. ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის ნათელია, რომ სამუშაო პირობები პირდაპირ არის დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხთან, მაგრამ ეს კავშირი უგულებელყოფილია საქართველოში. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მანგანუმის მადნის მოპოვების ახალ სისტემაზე, რომელიც 2016 წლიდან დაინერგა - „ახალი სისტემა კიდევ უფრო ამძაფრებს შრომის უსაფრთხოების პრობლემებს“. ეს სისტემა, ანგარიშის თანახმად, ამჟამად 400-მდე მუშაზე ვრცელდება. ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ახალი სისტემით დასაქმებული მუშები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო პირობებს აღწერენ: დილისა და ღამის 12-საათიანი სამუშაო ცვლები, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში; სავალდებულო ყოველკვირეული დასვენების არარსებობა; აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო; ოჯახთან სიშორე და ვალდებულება იცხოვრონ დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილ საერთო საცხოვრებელში; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა; დამსაქმებლის მიერ მიწოდებული დაბალი ხარისხის, არასაკმარისად კალორიული საკვები. Human Rights Watch-ის შეფასებით, ქვანახშირისა თუ მანგანუმის მოპოვების პროცესში შრომის უსაფრთხოების უგულებელყოფას კვოტების (საწარმოო მიზნების) დაწესებაც იწვევს. ანგარიშში ნათქვამია, რომ კვოტების შეუსრულებლობისთვის ხელფასი იქვითება და ეს „სტიმულს აძლევს მშრომელებსა და ზედამხედველებს უგულებელყონ შრომის უსაფრთხოება“. ჭიათურელი მაღაროელების აქციას ტყიბულელი მეშახტეები შეუერთდნენ „ათასობით ადამიანი კვლავაც იდგება მომეტებული საფრთხის წინაშე, ვიდრე საქართველოში არ დარეგულირდება სამუშაო საათები და არ შეიქმნება ინსპექტირების ისეთი სისტემა, რომელიც სრულყოფილად შეისწავლის სამუშაო პირობების ზემოქმედებას უსაფრთხოებაზე... ეს არ არის აბსტრაქტული რისკები. მუშები ასახელებენ მაგალითებს, როდესაც ისინი უკიდურესი დაღლისა და გამოფიტვის გამო შემთხვევით გადაურჩნენ უბედურ შემთხვევებს“, - განაცხადა კორინა აჟდერმა, Human Rights Watch-ის ანგარიშის ავტორმა და მკვლევარმა.უბედური შემთხვევების გამოწვევა შეუძლია უფროსების გულგრილობასაც. მეშახტეებმა და მაღაროელებმა Human Rights Watch-ს იმ კონკრეტულ მაგალითებზეც მოუთხრეს, როცა ტრაგიკულ დასასრულს შემთხვევით აირიდეს თავიდან. შემთხვევა # 1 „ისე დავიჭერი, რომ ნეკნები მიჩანდა“ - ამბობს ერთ-ერთი მუშა და იხსენებს მძიმე მუშაობაში მიწისქვეშ ზედიზედ გატარებულ მე-14 ღამეს, როცა მის გვერდით მჯდომ ასევე გადაღლილ მუშას ჩაეძინა და შემთხვევით დააჭირა თითი სამუშაო აპარატის ჩამრთველ ღილაკს. შემთხვევა # 2 ერთ-ერთ მუშას, რომელიც ღამის ცვლაში ზედიზედ 11 დღის განმავლობაში მუშაობდა და სასტიკად გადაღლილი იყო, მძიმე საბურღი აპარატის მართვისას თვალები ავტომატურად დაეხუჭა და თითქმის ჩაეძინა. ამბობს, რომ ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა, სწრაფად რომ არ გამოფხიზლებულიყო. შემთხვევა # 3 ერთ-ერთმა მუშამ შეატყობინა უფროსს, რომ საბურღი აპარატი მწყობრიდან იყო გამოსული, მაგრამ მას არ შეაჩერებინეს მუშაობა, რადგან შეკეთება რამდენიმე საათს მოითხოვდა და, უფროსის თქმით, დრო არ უნდა დაკარგულიყო. მუშა დაემორჩილა და შედეგად მან - კიდური დაკარგა. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება საქართველოს შრომითი კანონმდებლობა, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ 2020 წლამდე უნდა შექმნას სრულფასოვანი შრომის ინსპექცია. მართალია, ამ სტრუქტურას 2019 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით გაეზარდა უფლებამოსილება, რაც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, მაგრამ Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს საკმარისი არ არის. შრომის ინსპექციას მაინც არ ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს სამუშაოს საათობრივი ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება თუ სამუშაო პირობების გავლენა დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ანგარიშზე დაყრდნობით „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მიერ შემუშავებულ რეგულაციებს არაერთი ადრესატი ჰყავს და მათ შორის არიან როგორც მეშახტეთა და მაღაროელთა უშუალო დამსაქმებელი კომპანიები, ასევე საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. „საქართველოში, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე, დაუყოვნებლივ უნდა დარეგულირდეს სამუშაო საათების ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური მუშაობა, უნდა იყოს დაფიქსირებული შესაბამისი ანაზღაურება, უნდა არსებობდეს ყოველკვირეული დასვენება (მინიმუმ 24 საათი ყოველ შვიდ დღეში), ღამის ცვლა არ უნდა იყოს 8 საათზე მეტი - 12-საათიანი სამუშაო მუშების გადაღლის ძირითადი მიზეზია“, - აცხადებს გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი. ოთხი მკვდარი მეშახტე. დახურული შახტები. „საქნახშირი“ სახელმწიფოს? Human Rights Watch-ის რეკომენდაციები მიმართულია ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატებისკენ, რათა შრომითი უფლებების რეფორმის გზაზე, შემდგომშიც წაახალისონ საქართველო, მაგრამ ასევე განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე შესაბამისი რეგულაციების დროული ამოქმედების მიზნით. ანგარიში, რომელიც Human Rights Watch-მა 22 აგვისტოს გამოაქვეყნა ტყიბულის ერთი შახტისა და ჭიათურის ერთი მაღაროს შრომითი პირობების შესწავლის შედეგად მომზადდა. თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ანგარიშში გამოკვეთილი პრობლემები საქართველოში თითქმის ყველა სფეროში დასაქმებულებს შეეხებათ. „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხი მანგანუმის მადნის მომპოვებელმა კომპანიამ - შპს "ჯორჯიან მანგანეზმა" 22 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნა ანგარიშის საპასუხო განცხადება. ტექსტში ნათქვამია, რომ „კომპანია იღებს ძალიან სერიოზულად“ Human Rights Watch-ის ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს, თუმცა „ანგარიშში დაფიქსირებული ზოგიერთი გარემოება იწვევს ვარაუდს, რომ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი“. კომპანია ამ მხრივ გამოყოფს - ზეგანაკვეთური და ღამის სამუშაოს გაზრდილი განაკვეთით ანაზღაურების, შესვენებისა და კვოტების საკითხებს. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნავს, რომ ანგარიშში „არასრულყოფილად არის წარმოჩენილი მოპოვების ე.წ. ახალი სისტემა“, რადგან "ამ სისტემით მომუშავე პირებს ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა". კომპანიის თანახმად : არსებული „ცვლიანობის მრავალფეროვნება“ ხელს უწყობს დასაქმებულთა მიერ მათი დროის მართვის მოქნილობასა და დასაქმების შესაძლებლობის მიცემას მთელი ჭიათურისთვის; „ამავე შესაძლებლობას ამყარებს საერთო საცხოვრებლისა და უფასო ტრანსპორტირების არსებობა“. კომპანია აღნიშნავს, რომ მისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დასაქმებულთა „შრომითი და სოციალური უფლებები, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ და გრძელდება მუშაობა „ხარვეზების აღმოფხვრასა და დასაქმებულთა პირობების სრულყოფაზე“. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის Human Rights Watch-თან და პროფკავშირებთან თანამშრომლობა გააგრძელოს ნებისმიერ სამუშაო ფორმატში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6297550&name=27.08.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​