| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-26.12.2019 |
| Received On : | 26.12.2019 08:15 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 26.12.2019
ტელევიზია
26.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა და ეკომიგრანტთა დაა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა. 2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს ძირითად მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573787
რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573637
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573572
იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573896
---
26.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: ახალი დღე
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა მოგების მარჟა დაურეგულირდეთ, ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.ტიკარაძის თქმით მედიკამენტების ფასნამატთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ამაზე პასუხის გაცემა სწორი დისტრიბუციის საშალებით იქნება შესაძლებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573892
ტვ პირველი - საქმიანი დილა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573871
---
25.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებებია მოსალოდნელი. გეგმაშია ამბულატორიების გადაიარაღება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ექიმების გადამზადება. 2020 წლის პრიორიტეტად სამინისტრო ე. წ. ჭარბი წამლების დანიშვნის პრობლემის მოგვარებას და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას ასახელებს. უწყება წამლების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას და ფასების დარეგულირებასაც აანონსებს, რისთვისაც ფარმაცევტული ბაზრის კვლევა უკვე დაიწყო. მკვეთრად უნდა შემცირდეს არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია და მასთან დაკავშირებული ხარჯები. ასევე სასწრაფო დახმარების გამოძახებების მაჩვენებელი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573271
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573256
მაესტრო -ბიზნესი მაესტროზე 21:30-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573377
მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572752
I არხი -მოამბე 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571938
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572248
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571859
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573045
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571362
---
25.12.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
გარკვეული კლინიკები ზედმეტად კომერციულად არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე - ჯანდაცვის მინისტრი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572882
---
25.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 17:45
Bm.ge-ის კითხვები და ეკატერინე ტიკარაძის პასუხები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572801
---
25.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ზამთრის სეზონთან ერთად კლინიკებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა გაიზარდა. სპეციალისტების ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტად ბე, ეიჩ ორი და ეიჩ სამი ტიპის ვირუსია გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი აცხადებენ, რომ მდგომარეობა არ არის საგანგაშო. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის კომენტარი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573280
რუსთავი 2 -კურიერი 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573318
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573137
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572897
ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572686
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572246
იმედი -ქრონიკა 14:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571736
მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571375
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572477
---
25.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს: „რისკები ბევრია - ჯანდაცვის სფეროს არაადეკვატური მართვა, არ ვიცით რა იქნება ხვალ“ ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა BM.GE-ისთან 2019 წლის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები უინტერესოა და თუ ამგვარი არაადეკვატური ქმედებები გაგრძელდება, ის საქართველოში წარმოებას აღარ განავითარებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573398
---
25.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 13:45
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა მოგების მარჟა დაურეგულირდეთ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტმა ეკატერინე ტიკარიძემ ,,ბიემჯის" გუნდის საპასუხოდ გააკეთა. მისი განმარტებით, უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვს კითხვები ფასთან, მათთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა სწორი დისტრუბიციის პრაქტიკით იქნება შესაძლებელი, სადაც არის გამჭვირვალე თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571604
I არხი - ბიზნესპარტნიორი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572908
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573080
---
25.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. დეპუტატმა განცხადება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573397
---
25.12.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
15 წლისმ ოზარდის საქმე, ოჯახი იმ სამართალდამცავების პასუხისგებაში მიცემას მოიტხოვს, რომლებიც მათი თქმით ლუკასირაძის გამოკითხვისას მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. გარდაცვლილის ძმის მტკიცებით ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს დახმარება სთხოვა თუმცა მისგან უარი მიიღო. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ჩოლოიანის უფლებადამცველი. მწვაბნე სკოლის ადმინისტრაცია კი დუმილს ირჩევს. როგორ შეასრულეს სამინისტროებმა ის დავალება რომელიც მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მათ პრემიერისგან მიიღეს. ჯანდაცვის, განათლების, იუსტიციისა და შს მინისტრების მოადგილეები მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კონკრეტული გეგმით მივიდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573206
---
25.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული გამოწვევები
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6573393
---
25.12.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
კლინიკა ჰელსი ჯორჯიას თანამშრომლების პროტესტი და შიმშილობის პირველი დღე. ექიმეები კლინიკის მესაკუთრისგან თანხის ანაზღაურებას ითხოვენ. კლინიკის ადვოკატი აცხადებს, რომ მესაკუთრე ნატალია კვანტალიანმა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ფართი გააქირავა ჰელსი ჯორჯიაზე და რეალურად მისი პასუხისმგებლობა ხელფასებთან და ზოგადად ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ იკვეთება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572706
---
25.12.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
თერჯოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572088
---
25.12.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
როცა ადამიანი არღვევს კანონს და ამას განზრახ აკეთებს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს - ამის შესაახებ ე,წ სამხრეთ-ოსეთი დეფაქტო რპეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6572082
---
ინტერნეტი
26.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/579150-devnilta-da-ekomigrantta-mimartulebit-axali-saagento-sheikmna
დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით ახალი სააგენტო შეიქმნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. „სააგენტოს შექმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება. სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს. 2020 წლიდან, სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს, უსაფრთხო გარემო შეუქმნას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/devnilta-da-ekomigrantta-mimartulebit-akhali-saagento-sheiqmna/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95092
პია.ჯი- http://pia.ge/post/300236-devnilta-da-ekomigrantta-mimartulebit-axali-saagento-seiqmna
---
26.12.2019
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია
საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, როდესაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ამასთან, ჭიაბერაშვილი იწონებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მოუწოდებს ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ასევე გამოეხმაურა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე ეკა ტიკარაძის ხედვას. მისი აზრით, ამ ხედვის განხორციელება, რაც მედიკამენტების ფასების დადგენაში მთავრობის პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, მხოლოდ პოპულიზმია და მდგომარეობას გააუარესებს. „საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც წამლების ფასი ბოლო 6 წელიწადში 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, 2017 წლიდან მოქმედმა მედიკამენტების პროგრამამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა,” - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეების ხელმისაწვდომობა წამლებზე გაიზრდება. „მესამე საგანგაშო სიგნალი, რაც ტიკარაძისგან მივიღეთ, ისაა, რომ მთავრობა არ აპირებს 520-ე დადგენილების შეჩერებას და საკუთარი შეცდომების გამო საავადმყოფოებს, მედპერსონალსა და საბოლოო ჯამში, პაციენტებს სჯის,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმართაობის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ 350 მილიონი ლარის დავალიანება აქვს გასასტუმრებელი, რის გამოც კლინიკების მუშაობას ხელი ეშლება და მედპერსონალის დიდი ნაწილი თვეობით ვერ იღებს ხელფასს. „ეს ყველაფერი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო. „ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/index.php?id=95094
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-socialuri-mushakebisa-da-fsiqologebis-gaaqtiureba-skolebshi-mnishvnelovnad-shecvlis-vitarebas/
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას. „ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ ამ პროცესში და ვთვლით, რომ სოციალური მუშაკების გააქტიურება, ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის იმ გამოსავლებს, რომლებიც დღესდღეობით საზოგადოებაში გვაქვს. მე ვთვლი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა იმ კუთხით, რომ ის ნეგატივი, რომელიც დღესდღეობით საზოგადოებაში არსებობს, ტრანსფერი ვართ ჩვენ, არის მედია და ეს პასუხისმგებლობა არის როგორც სახელმწიფოსი და მთავრობის, ასევე მედიის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს 15 მოზარდის გამოკითხვის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საკითხს უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განიხილავენ. „ყოველივე ამას განვიხილავთ კომისიის ფარგლებში, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დეკლარირებული და დადასტურებული ინფორმაცია. დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ ესეც გახდება საჯარო“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
25.12.2019
ჯანდაცვის მინისტრი - პანიკის საფუძველი არ არსებობს - გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში, ჩვენც როგორმე გადავიტანთ
პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია - როგორმე გადავიტანთ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას. მინისტრი მიიჩნევს, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო. „რა თქმა უნდა, როდესაც არის გრიპის ვირუსი და ეს ვირუსი არის სეზონური, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ მოხდეს გარკვეული დაგვიანება სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ, თუმცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი, ვინაიდან არ გაგვაჩნია არანაირი ეპიდემიური მონაცემები. სახელმწიფო მზად არის გრიპის ვირუსისთვის. ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე. შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში. ჩვენც როგორმე გადავიტანთ გრიპის ვირუსს", - განაცხადა ტიკარაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/528367
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95069
აიპრეს.ჯი- https://presa.ge/?m=society&AID=79380
ნეტგაზეთი .ჯი- https://netgazeti.ge/news/416910/
---
25.12.2019
გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება - თამარ გაბუნია
„გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ თვალსაზრისით და ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმი, იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. „იმუნიზაციის კარგი ფონი შექმნილია. სახელმწიფომ ვაქცინის 100 000 დოზა შემოიტანა და 90 000-ზე მეტი დოზა მაღალი რისკის ჯგუფებში უკვე იქნა გამოყენებული. ასევე იყო გარკვეული დოზა კომერციული ვაქცინაც. ამან, ბუნებრივია, შექმნა დაცვის საკმაოდ კარგი ფონი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რათა იქნას მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი. ასევე მობილიზებულია ჰოსპიტალები. ხელმისაწვდომია მედიკამენტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოვიყენოთ და ამის მზაობაც ქვეყანას აქვს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
25.12.2019
ეკატერინე ტიკარაძე - კომერციულად ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავლენ ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საკმარისი კომუნიკაცია იყო. ამასთან, მისი თქმით, სამინისტროს მიერ ტარიფები უკვე დაანგარიშებული და დაზუსტებულია. „ჩვენ რაც დავითვალეთ, დათვლა არის ზუსტი, შესაბამისად თავიდან არაფერს ვითვლით. კომუნიკაცია იყო საკმარისი. მზად ვართ, წარმოვადგინოთ საშვთა სია, რომელიც სამინისტროში იყო დაშვებული ხუთი თვის განმავლობაში, როდესაც ვახორციელებდით კომუნიკაციას ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა მინისტრმა. ამასთან, ტიკარაძის თქმით, მთავრობა შეინარჩუნებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც აქამდე იყო. „სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი გაჯერდეს მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით. უბრალოდ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია, რათა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი უსაფრთხოდ გაგრძელდეს ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენთვის ცნობილია სოციალურად დაუცველთა რა ოდენობაზეა საუბარი, ასევე საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობაზე. ჩვენ, როგორც მთავრობა შევინარჩუნებთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ისევე უსაფრთხოდ, როგორც ეს წინა შვიდი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კლინიკების ნაწილი ზედმეტად არის ორიენტირებული კომერციულ საკითხებზე. „არიან კლინიკები, რომლებიც სამედიცინო ჩარევებისას ზედმეტად არიან კომერციულად ორიენტირებული და შესაბამისად, ისინი ან გავლენ პროგრამიდან, ან დარჩებიან და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
კვირა.ჯი- http://kvira.ge/528360
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ekaterine-tikaradze---chveni-tarifebi-ar-aidzulebs-klinikebs-imushaon-wagebaze/45973/
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, იმუშაონ წაგებაზე
ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, რომ იმუშაონ წაგებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის 520-ე დადგენილების კომენტირებისას განაცხადა. აღნიშნული დადგენილება 20 ნოემბერს შევიდა ძალაში და საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ფასებს კლინიკები რიგ შემთხვევაში არ ეთანხმებიან. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გამოძიება ჩაატარონ და დარწმუნდნენ, როგორი პოზიტიურია მიღებული გადაწყვეტილება. „ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან პროგრამის სიკეთეებით, მოგიწოდებთ, თქვენ გაქვთ ინტელექტუალური რესურსი და მე ვისურვებდი, ჩაატაროთ ჟურნალისტური გამოძიება, მაშინ მკვეთრად გამოიკვეთება, თუ რამდენად პოზიტიურია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვითვალისწინებთ მოქალაქეებს ინტერესს ამ შემთხვევაში, როგორც ფინანსურს, ასევე ხარისხობრივს“, - განაცხადა ტიკარაძემ. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კლინიკა რეგულაციის და დაბალი ფასის გამო უხარისხოდ მოემსახურება მოქალაქეს, დაზარალდება თუ არა ის, მინისტრმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს რეგულირების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს. „სამედიცინო სფერო არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ რეგულირებას მოიცავს. ჩვენი გეგმა არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმეტს, რომელსაც იყენებს ევროპის ქვეყნები და ამერიკა იმისთვის, რომ პაციენტს ჰქონდეს უსაფრთხოდ მიწოდებული სერვისები. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ის გადაცდომები, რომლებიც არსებობს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. რაც შეეხება კლინიკების პროტესტს, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათ მეტად კომერციული ინტერესი აქვთ. „ჩვენი ტარიფები არ აიძულებს კლინიკებს, რომ იმუშაონ წაგებაზე. ჩვენი ინტერესი არ არის კლინიკის წამგებიანობა. ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გაგვაჩნია და ვთვლით, რომ კლინიკების თანხები მეტად უნდა იყოს მიმართული რეინვესტირებისთვის, რათა მოხდეს სამედიცინო სფეროს ტექნოლოგიური განვითარება“, - აღნიშნა მინისტრმა.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/579109-momavali-clidan-pirveladi-jandacvis-reporma-icqeba
მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება
მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება მომავალი წლიდან პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. მათივე ცნობით, ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგოც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა,პირველადი ჯანდაცვა თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარების საფუძველია. „ჩვენი ჯანდაცვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, აუცილებლად იქნება იმ ხარისხის რა მოთხოვნებიც აქვთ ჩვენს პაციენტებს, იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, მოხდება ექიმების გადამზადება, ასევე კლინიკების ინფრასტრუქტურის და ტექნიკური გაუმჯობესების კუთხით მუშაობის დაწყება, დაწესდება ხარისხის კონტროლის მექანიზმებიც. ცვლილებები შეეხება, როგორც სოფლებს ასევე დიდ ქალაქებს: თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე კი 5.3%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, უკვე ჩამოყალიბდა, ტელემედიცინის შესაძლებლობების ბაზისური და შედარებით მაღალგანვითარებული მოდელები, მობილიზებულია საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და უკვე მარტიდან შესაძლებელია სოფლად დაიწყოს ბაზისური ტელემედიცინის მოდელის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმის და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის განვითარებისთვის ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენებას. "ასევე არის კონკრეტული ცვლილებები დიდ ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიდან მოსახლეობის გადანაწილების მიმართულებით, რაც ჩვენთვის არის მთავარი მექანიზმი პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. რათა ხარჯების მიმართვა მოხდეს ისეთი დაწესებულებებისკენ, რომელთაც აქვთ ტრადიციული, სტანდარტული პირველადი ჯანდაცვის პაკეტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. დღევანდელ ღონისძიებაზე, სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომაც. სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის თქმით, იგეგმება გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც უფრო გაამარტივებს და გააადვილებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, ამასთანავე მოხდება კონტროლის ზრდა წამლების ხარისხზეც, მათი ლაბორატორიულად უფრო ხშირად გადამოწმების გზით. ზაალ კაპანაძემ მედიკამენტების ფასის რეგულირების ნაწილზეც ისაუბრა, მისი თქმით, ფასის რეგულირება მსოფლიოში ყველგან ხდება, როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი გზით. „დღეს კონკრეტულად ვერ გეტყვით რა ფორმას აირჩევს სამინისტრო და სააგენტო ამ მიმართულებით თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასატარებელია გარკვეული ღონისძიებები და შესაძლებელია, რაღაც ეტაპზე, არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით ნელ-ნელა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს ბაზარზე წამლის ფასის დარეგულირება“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მათ უსაფრთხოებაზე და ხარისხზე მუშაობაა. „წამლის რეგულირების კუთხით, მთავარი ამოცანა იქნება შევისწავლოთ იმ წამლების ხარისხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე არსებობს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეს სანდოობა და ასევე უსაფრთხო წამალზე ხელმისაწვდომობის საშუალება. რაც შეეხება ფასებს ეს არის უკვე შემდგომი ნაბიჯი, იმის შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გარანტირებულად მაღალი ხარისხის მედიკამენტები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/momavali-tslidan-pirveladi-jandatsvis-rephorma-itsqheba/
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95079
პია.ჯი- https://pia.ge/post/300182-momavali-wlidan-pirveladi-jandacvis-reforma-iwyeba
აქცენტნიუს.ჯი- https://accentnews.ge/ka/article/11145-sakartvelos-jandacvis-saministrom-repormebis-gegma
ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/momavali-wlidan-pirveladi-jandacvis-reforma-daiwyeba/45974/
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri---yalbi-facebook-gverdebi-rom-gvqonoda-sakutari-piaristvis-gamoviyenebdit/45972/
ჯანდაცვის მინისტრი - ყალბი Facebook-გვერდები რომ გვქონოდა, საკუთარი პიარისთვის გამოვიყენებდით
ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯანდაცვის სამინისტროზე, ყალბი Facebook-გვერდები რომ გვქონოდა, საკუთარი პიარისთვის გამოვიყენებდით, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, არსებობდა სოციალურ ქსელში გვერდები, რომლებიც სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პიარისთვის გამოიყენებოდა. „ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს და თუ დააკვირდებით, რამდენი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯანდაცვის სამინისტროზე და იმ პოზიტიურ 520-ე დადგენილებაზე, რომელიც ჩვენი სამინისტროს მხრიდან ხორციელდება, ალბათ დამერწმუნებით, რომ შევეცდებოდით, ყალბი Facebook-გვერდები გამოგვეყენებინა საკუთარი პიარისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პიარისთვის გამოიყენებოდა ეს გვერდები, ტიკარაძე პასუხობს, -„შესაძლოა, თუმცა მე არ ვიცი“.
---
25.12.2019
ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის რეფორმების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში, სამედიცინო საზოგადოება „ძალიან გამოცოცხლებულია". „ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გამოცოცხლებულია სამედიცინო საზოგადოება. ძალიან ბევრს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, რაც ვთვლით, რომ იქნება იმის საწინდარი, რომ ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ პაციენტებს ჩვენს მიმართ. იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ იმ დაკარგული ნდობის აღდგენას, რომელიც ფიქსირდება, რომ გარკვეული წლების წინ დაიკარგა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია, ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას ჩვენ
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/ra-shedegebi-moyveba-pirveladi-jandacvis-sistemis-efeqtur-funqcionirebas---saministros-pozicia/45959/
რა შედეგები მოყვება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას? - სამინისტროს პოზიცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება. განცხადება მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა. „პირველადი ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურეობის ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის სამართლიან, ეფექტურ გადანაწილებას, მთავარია აქვს შესაძლებლობა მთლიანად მოიცვას ადამიანის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური კუთხით. ადამიანის უფლების დაცვის კონტექსში აუცილებელია ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაძლიერებაზე, რათა მივიღოთ ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ასახულია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში. რადგან მთელი რიგი ვალდებულებები უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის ეფექტურ ფუნქციონურებას, პირველადი ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის მიზნებს და ა.შ.“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული დაავადებების კონტროლი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები და ინფექციური დაავადებების კონტროლი. მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა. „მაგალითად 28%-ით შეიძლება შემცირდეს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სერვისების უტილიზაცია და გამოყენება, თუ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა შესაფერისად მუშაობს. ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სიკვდილიანობა, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემცირდეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენს სისტემას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ეფექტიანობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/farmacevtul-kompaniebs-shesadzlebelia-mogebis-marja-dauregulirdet--ministri/45967/
„ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ“- მინისტრი
ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია მოგების მარჟა დაურეგულირდეთ“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისი განმარტებით, უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვთ კითხვები ფასნამატთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა „სწორი დისტრიბუციის პრაქტიკის“ დანერგვით იქნება შესაძლებელი. „მედიცინაში მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მედიკამენტი, სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მაღალი ხარისიხს მედიკამენტს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კვლავ ხარისხი და შემდეგ ფასების რეგულირება, რომელიც ასევე იქნება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი. მრავალი ფაქტორი მოქმედებს ფასზე, მაგრამ ყველაზე პრობლემატური რაც არის ჩვენთვის, ეხება იმას, რომ მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს უცნობია. იმისათვის რომ ამაზე შეწყდეს საუბარი და გაეცეს პასუხი კითხვებს რომლებიც ჩვენც და მოქალაქეებსაც გააჩნიათ, არის სწორი გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა სადაც არის გამჭირვალე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე. მოგების მარჟა რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც", - მიიჩნევს ტიკარაძე. ეკატერინე ტიკარაძე
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/regulirebis-saagentos-midgoma-klinikebtan-ufro-partnioruli-unda-iyos--ministri/45962/
„რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“- მინისტრი
რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება მიმდინარეობს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის მნიშვნლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ის ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის საფუძველია.“ „დღეს ჩვენ გვექნება ორი პრეზენტაცია, პირველ პრეზენტაციას წარადგენს თამარ გაბუნია(მინისტრის მოადგილე), რომელიც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ჩვენ არაერთი შიდა განხილვა გვქონია საბჭოს ფორმატში ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. ასევე მოგვეცა საშუალება და ბათუმსა და ქუთაისში გვქონდა პრეზენტაციის წარდგინება, შესაბამისად, ის ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. დღეს გვინდა გამოვყენოთ ეს აუდიტორია, რომ გაგაცნოთ, რა გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ პირველადი ჯანდაცვა ეს არის საწყისი და საფუძველი ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე წარმატებული ჰოსპიტალური სექტორის. მეორე პრეზენტაციას წარადგენს რეგულირების სააგენტო, ზაალ კაპანაძე, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში, ის გაგვაცნობს, რა შეისწავლა მათმა სამსახურმა ბოლო 6 თვის განმავლობაში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. ვთვლი, რომ მათი მიდგომა სამომავლოდ უნდა იყოს უფრო პარტნიორული კლინიკების მიმართ, ვინაიდან ჩვენ უნდა მოვახერხოთ ავწიოთ მკურნალობის ხარისხი და ინფრასტრუქტურული ხარისხი შევუსაბამოთ სერთაშორისო მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობით ეს უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი“- განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ.
---
25.12.2019
ახალ წელს ბევრი ექიმი სამსახურის გარეშე შეხვდება - ლევან კობერიძე
„დღეს რაღაც რადიკალურად ახალი არაფერი გაგვიგია. ეს თემები, რაც შეეხებოდა ტელემედიცინას, სოფლის ექიმის თემას და პირველად ჯანდაცვას, დაახლოებით 2 თვის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იყო გამეორებული“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიების შესახებ განაცხადა. „მე უფრო ველოდი შემაჯამებელ შეხვედრას. პირველ რიგში, მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ აღარ არის საყოველთაო. მეორე, რომელიც უნდა აღიაროს სამინისტრომ არის ის, რომ ეს ბანკროტია და ის 520-ე დადგენილება და სხვა ქმედებები, არის სწორედ ამ ორი პუნქტის შედეგი. ამაზე უნდა ისაუბროს პირველ რიგში სამინისტრომ და მინისტრმა. ის საუბრობს, რომ ერთად უნდა გადაიდგას ნაბიჯები. პარლამენტისა და ჯანდაცვის კომიტეტის გარეშე, სადაც პოლიტიკის ფორმირება ხდება ნამდვილად იქნება წარმოუდგენელი. ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემაა უკვე დაგროვილი 520-ე დადგენილებიდან გამომდინარე და აქ უკვე პრემიერ-მინისტრის როლიც და პასუხისმგებლობაც არის. დადგენილებიდან გამომდინარე, ახალ წელს ბევრი ექიმი შეხვდება სამსახურის გარეშე ან შემცირებული ხელფასით. უკვე გაჩენილი არის ბევრი პრობლემა პაციენტებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების მხრივ. რეალურად ჯანდაცვის ხარისხის კლება არის მოსალოდნელი საქართველოში“,- განაცხადა კობერიძემ. მან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრაქტიკულად, ეს პროგრამა ჩავარდნილია. „მე შეგახსენებთ, რომ პრაქტიკულად ჩავარდინილი არის პროგრამა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისათვის ერთ ლარიანი ე.წ. სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობიდან გამომდინარე იმიტომ, რომ პრაქტიკულად ადამიანები აფთიაქებში ვეღარ იღებენ ამ მედიკამენტებს. ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული მათ შესყიდვაზე და მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს ჩადებული მილიონი ლარიდან 2020 წელს ის შემცირდა 10 მილიონ ლარამდე და შევიდა ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რეალურად ფინანსები არ ყოფნის უკვე სამინისტროს თავისი არაეფექტიანი პოლიტიკის გამო და ახლა ცდილობენ კლინიკების ხარჯზე რაღაცნაირად ამოიღონ ეს თანხა“,- აღნიშნა მან. ცნობისთვის, დღეს ცერემონიების სასახლეში ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacva-gabankrotebulia---levan-koberidze/45963/
საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია - ლევან კობერიძე
საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. დეპუტატმა განცხადება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა. „დღეს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე ველოდი, რომ საუბარი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც საყოველთაო აღარ არის და ასევე, იგი არის გაბანკროტებული. რეალურად, ამ პრობლემების მოგვარებისთის სამინისტრო ცდილობს, რაღაც ხრიკები გამოძებნოს და დაიძვრინოს თავი. როგორც ჩანს, ერთ-ერთ გამოსავლად მოძებნეს 520-ე დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ არის მიღებული და პრაქტიკულად მიმართულია არა იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობა, არამედ იმისკენ, რომ კლინიკების ხარჯზე მოხდეს თანხების დაზოგვა და ჯანდაცვის ბიუჯეტზე არსებული შავი ხვრელი ამოივსოს რაღაცნაირად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოფიქრებული ეს გამოსავალი დაგვიანებულია, ვინაიდან კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული. კობერიძე აკრიტიკებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების 1-ლარიან პროგრამას და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა „ფაქტიურად დღესაც ჩვაარდნილია“. „შეგიძლიათ აფთიაქში მიხვიდეთ და ნახოთ, რომ პენსიონერები იმ 1 ლარად ვერ იყიდიან წამლებს, რადგან ფიზიკურად არ არის ქსელში. ეს პროგრამა 20 მილიონი ლარიდან სეკვესტრირებული და შემცირებული იქნა 10 მილიონამდე 2020 წელს. მსგავსი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ იპოვოს გამოსავალი. მე მესმის, რომ როცა ახალი მინისტრი ხარ, თავი რაღაც მნიშვნელოვანით დაამახსოვრო ქვეყანას და პაციენტებს, მაგრამ ის, რითიც გინდა თავი დაამახსოვრო, უნდა იყოს უკეთესი ხარისხიანი ჯანდაცვა, უკეთესი მედიცინა, წინ წასული დარგი, შემცირებული სიკვდილიანობა და ავადობის მაჩვენებელი. ისე, როგორც კეთდება, ეს სამწუხაროდ რეფორმა არ არის, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის სურვილი. ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.
აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/levan-koberidze-saqhovelthao-jandatsvis-programa-aris-gabankrotebuli/
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/realurad-dasaxuri-klinikebis-nacvlad-romelsac-mtavrobashi-mfarveloben-xarisxiani-klinikebi-daixurebian
“რეალურად დასახური კლინიკების ნაცვლად, რომელსაც მთავრობაში მფარველობენ, ხარისხიანი კლინიკები დაიხურებიან“
„მოლოდინი მქონდა, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდა შეჯამება და საუბარი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც რელურად საყოველთაო აღარ არის და იგი უკვე გაბანკროტებულია. ფინანსურად უკვე ბიუჯეტში გახარჯულია ყველანაირი თანხა და სამინისტრო ამ 520-ე დადგენილებით ცდილობს ამოავსოს ეს შავი ხვრელი და კლინიკების დავალიანებების ხარჯზე გადააგოროს ეს წელი. კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა.გარდა ამისა დეპუტატი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მიმართულებით ცდილობს იპოვოს ისეთი თემები, რომლებიც მოსახლეობის ხარჯზე, ბიუჯეტის შემცირების შედეგად, შავ ხვრელებს ამოავსებენ. „520-ე დადგენილებამ სამწუხაროდ გამოიღო ის შედეგი, რომ ექიმების დიდი რაოდენობა შემცირებული ხელფასებით, ზოგიც სამსახურდაკარგული ხვდება ახალ წელს. სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ახალი მინისტრი ცდილობს ასე ცუდად, დაამახსოვროს თავი ჯანდაცვის სისტემას. 520-ე დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ არის მიღებული,პრაქტიკულად მიმართულია არა იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობა, არამედ იმისკენ, რომ კლინიკების ხარჯზე მოხდეს თანხების დაზოგვა და ჯანდაცვის ბიუჯეტზე არსებული შავი ხვრელის ამოვსება,“ - განმარტავს ლევან კობერიძე. დეპუტატი „კომერსანტთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით,კომერციულად ზედმეტად ორიენტირებული კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გავლენ ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით იხელმძღვანელებენ. „მინისტრი უნდა ჩამოყალიბდეს, რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს, როგორი დაწესებულებებით აპირებს გაუწიოს სერვისი მოსახლეობას იმიტომ, რომ დღეს რასაც ის ამბობს, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს ჯანდაცვა - ეს შეუძლებელია, რადგან სამედიცინო სერვისების 99% მოსახლეობას მიეწოდება სწორედ კომერციული კლინიკებით და ეს მან კარგად იცის. რეფორმა უნდა იყოს თანმიმდევრული. ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა ასევე დასახური კლინიკების გაუქმება, თუმცა, მას ხარისხის სტანდარტი არ აქვს, რითაც მივა კლინიკასთან და ეტყვის რომ დასახურია. 520-ე დადგენილების შედეგად, რეალურად დასახური კლინიკების ნაცვლად, რომელსაც მთავრობაში მფარველობენ, დაიხურებიან ხარისხიანი კლინიკები, რომლებიც დღეს ამის შესახებ უკვე აკეთებენ განცხადებას“, - აცხადებს ლევან კობერიძე.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotarapirdapiri-regulaciis-gzit-wamlis-fasis-daregulireba-unda-moxdesquot---zaal-kapanadze/45989/
"არაპირდაპირი რეგულაციის გზით წამლის ფასის დარეგულირება უნდა მოხდეს" - ზაალ კაპანაძე
არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ მოხდეს წამლის ფასის დარეგულირება, - ამის შესახებ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ განაცხადა. „მსოფლიოში წამლების ფასებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რეგულაციები. დღეს კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, რა ფორმას აირჩევს სააგენტო ამ მიმართულებით, თუმცა, ვფიქრობ, რომ აუცილებლად არის გასატარებელი გარკვეული ღონისძიებები და შესაძლებელია რაღაც ეტაპზე არაპირდაპირი რეგულაციის მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ მოხდეს წამლის ფასის დარეგულირება“, - განაცხადა ზაალ კაპანაძემ, თუმცა მას ე.წ. მარჟის ჭერის დაწესებაზე კონკრეტულად რაიმეს თქმა უჭირს. შეგახსენებთ, „ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლებელია მოგების მარჟა დაურეგულირდეთ“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ დღეს გააკეთა. მისი განმარტებით, უწყებას მოქალაქეებთან ერთად აქვთ კითხვები ფასნამატთან დაკავშირებით და ამაზე მუშაობა „სწორი დისტრიბუციის პრაქტიკის“ დანერგვით იქნება შესაძლებელი. „მედიცინაში მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო მედიკამენტი, სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი, რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება კვლავ ხარისხი და შემდეგ ფასების რეგულირება, რომელიც ასევე იქნება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი. მრავალი ფაქტორი მოქმედებს ფასზე, მაგრამ ყველაზე პრობლემატური რაც არის ჩვენთვის, ეხება იმას, რომ მოგების მარჟა, რომელიც გააჩნია ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, უცნობია. იმისათვის რომ ამაზე შეწყდეს საუბარი და გაეცეს პასუხი კითხვებს, რომლებიც ჩვენც და მოქალაქეებსაც გააჩნიათ, არის გამოვიყენოთ სწორი დისტრიბუციის პრაქტიკა, სადაც არის გამჭირვალე, თუ რა პროცენტული დანამატი დაემატება მედიკამენტს საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შემდეგ საცალო გაყიდვამდე. მოგების მარჟა რეგულირდება ყველა ქვეყანაში, შესაბამისად, შესაძლებელია დარეგულირდეს საქართველოშიც", - მიიჩნევს ტიკარაძე.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/meqanizmi-romelic-amdromde-moqmedebda-shesacvlelia---gabunia-1-lariani-medikamentebis-programaze/46017/
მექანიზმი, რომელიც ამდრომდე მოქმედებდა, შესაცვლელია - გაბუნია 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამაზე
ის მექანიზმი, რომელიც ამდრომდე მოქმედებდა ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, არის გარკვეულწილად შესაცვლელი, - ასე შეაფასა 1-ლარიანი მედიკამენტების პროგრამა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. „ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს ცვლილება და მოხდება პროგრამის სრულად ინტეგრირება, საყოვლთაო ხელმისწვდომობის პროგრამაში, ეს გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე მარაგების მართვის კითხით და პაციენტისთვისაც მეტად მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.. გეოგრაფიულად სულ მცირე, რადგან სააფთიაქო ქსელზე გადადის ეს პროგრამა. აქამდე ბევრი მიზეზი იქნა გამოკვლეული იმისთვის, თუ რატომ მოხდა ამ პროგრამის ათვისება ნელ-ნელა. მინდა გითხრათ რომ აგვისტოს შემდეგ, როდესაც ჩვენ სრულად მოვხსენით ფინანსური ბარიერი, ძალიან ბევრი ბენეფიციარი პროგრამაში ჩაერთო, თუმცა, შემდეგ უკვე შეიქმნა იმის პრობლემა, რომ მარაგების მობილიზება დროულად ვეღარ მოხდა და გარკვეულ პოზიციებზე აღინიშნა დეფიციტი. ამიტომ სწორედ დადგა ის საჭიროება, რომ გადავიდეთ ინტეგრირებულ მექანიზმზე, საჭიროება ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების უზრუნველყოფისთვის ცალსახად არსებობს. ეს არის პრიორიტეტული პროგრამა, აქ საჭიროა საგანმანათლებლო კამპანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილემ ასევე ამ პროგრამის ნელა ათვისების მიზეზებზეც ისაუბრა: „პირველი - იყო საინფორმაციო კამპანიის გარკვეული ხარვეზები, ასევე იყო ის, რომ ექიმებს არ ჰქონდათ შესაძლებელია სწორი და დროული ინფორმაცია პროგრამის სარგებლის შესახებ. ახლა მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ 1200 ექიმისთვის დაიწყო გადამზადების პროგარამა კონკრეტულად ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გამოყენებაზე. აქ არის ასევე გარკვეული უნდობლობა გენერიულ მედიკამენტებთან მიმართებაში. ამდენად ის ცვლილებები, რომელსაც ახლა ჩვენ ვგეგმავთ და რომელიც უკვე პრაქტიკულად ფორმალიზაციის პროცესშია, ითვალისწინებს ყველა ამ ხარვეზს და ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს პროგრამა იქნება უფრო გამართული“, - განმარტა გაბუნიამ. შეგახსენებთ, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს, მედიკამენტების მიღება სიმბოლურ ფასად 1 ლარად ყიდვის შესაძლებლობა 2017 წლის ივლისიდან აქვთ.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/oqriashvili-jandacvis-saministros-afrtxilebs-mec-agar-ganvavitareb-chems-warmoebas/46004/
ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს აფრთხილებს: მეც აღარ განვავითარებ ჩემს წარმოებას!
ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი და პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრს აკრიტიკებს და აცხადებს: „რისკები ბევრია - ჯანდაცვის სფეროს არაადეკვატური მართვა, არ ვიცით რა იქნება ხვალ“ ამის შესახებ კახა ოქრიაშვილმა BM.GE-ისთან 2019 წლის შეფასებისას განაცხადა. „2019 წელი ნორმალური წელი იყო კომპანიისთვის, უკეთესიც შეიძლებოდა. ყველაზე ნეგატიური იყო ჯანდაცვის სფეროში ამოქმედებული 520-ე დადგენილება და არ ვიცით რა იქნება, გაურკვევლობაა... კურსი გაიქცა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ცუდია ქვეყანაში, რისკები ბევრია - ჯანდაცვის სფეროს არაადეკვატური მართვა, არ ვიცით რა იქნება ხვალ. კიდევ რაღაც დადგენილებას გააკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროს მოგება არ უნდა ჰქონდეს, თუ მოგება არ უნდა ჰქონდეს, მაშინ ვინ ჩადებს ფულს?! ფარმაციაში ბევრი აქვთ მოგება და არ ვიცითო, არ იცით? ადექით, ჩახედეთ! თუ არ იცის, რას არეგულირებს?! არ ჩაუხედიათ და ისე აცხადებენ. სხვა მოტივაცია აქვთ, კონკრეტულად რა არ ვიცი. გამოჩნდება ყველაფერი“, - ამბობს PSP-ს დამფუძნებელი. მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები უინტერესოა და თუ ამგვარი არაადეკვატური ქმედებები გაგრძელდება, ის საქართველოში წარმოებას აღარ განავითარებს. „არ მაინტერესებს მინისტრის განცხადებები, იმიტომ რომ, არ არის საინტერესო ჩემთვის. მწარმოებლებისთვის საქართველო ისედაც უინტერესო ქვეყანაა, პატარა ქვეყანაა, ფარმაცევტული ბაზარიც პატარაა. მწარმოებლებიდან მარტო მე ვარ აქ და მეც აღარ განვავითარებ ჩემს წარმოებას, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო მხარში არ გვიდგას, ზოგადად კარგი პირობები არ არის ბიზნესისთვის, ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ სხვაგან განვავითაროთ ჩვენი წარმოება 2020 წლიდან და მერეც. წარმოება სოკო არ არის, აქ ამოვიდეს. აქ უკვე ერთი საწარმო ავაშენეთ და ჯერჯერობით ეგ იქნება, და თუ ძალიან მოუჭერენ და ძალიან გააუარესებენ იმასაც დავხურავთ და გადავიტანთ საზღვარგარეთ“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/psp-s-damfudznebeli-jandacvis-ministrze-tu-ar-icis-ras-aregulirebs/46001/
PSP-ს დამფუძნებელი ჯანდაცვის მინისტრზე: „თუ არ იცის, რას არეგულირებს?!“
თუ არ იცის, რას არეგულირებს?! - ამის შესახებ BM.GE-ის სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. ასე ეხმაურება ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ. კახა ოქრიაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მინისტრმა რაიმე არ იცის, უნდა ჩაიხედოს ფინანსთა სამნისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში. „ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ზუსტად იცის, რამდენი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს მოგების მარჟები, ყოველ წელს აქვეყნებს და ჯანდაცვამ თუ არ იცის რამდენი აქვთ მარჟები ფარმაცევტულ კომპანიებს, უნდა ჩახედოს ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებულ ვებგვერდს და დაინახავს რამდენია. თუ არ იცის, რას არეგულირებს?! არ ჩაუხედიათ და ისე აცხადებენ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/me-5-saavadmyofos-qirurgi-jandacvis-saministros-chvens-klinikastan-3-mln-laramde-davalianeba-aqvs/46009/
მე-5 საავადმყოფოს ქირურგი: „ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენს კლინიკასთან 3 მლნ ლარამდე დავალიანება აქვს“
„ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენს კლინიკასთან 3 მლნ ლარამდე დავალიანება აქვს“, - ამის შესახებ BM.GE-ის მე-5 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ხმალაძემ განუცხადა. მისი თქმით, სამინისტრო რამდენიმე თვეა არ ურიცხავს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკას. „ვმუშაობთ აქ ექიმები, საოპერაციოდან ვერ გამოდივართ და ადმინისტრაცია გვეუბნება, რომ სამინისტრო არ ურიცხავს თანხებს“, - ამბობს ნოდარ ხმალაძე. იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში თანხების ჩარიცხვა კლინიკებისთვის გვიანდება, აღიარებს თავად უწყებაც.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/quotyoveli-mtavroba-cdilobs-kardinalurad-shecvalos-wina-mtavrobebis-mier-wamowyebuli-reformebiquot/46014/
"ყოველი მთავრობა ცდილობს კარდინალურად შეცვალოს წინა მთავრობების მიერ წამოწყებული რეფორმები"
ჯანდაცვა ისეთი სფეროა, რომელიც საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას. ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის თუ როგორი მოდელი გვინდა გვქონდეს, როგორია სისტემის ორიენტირები, თუ საით მივდივართ. საუბარია ჯანდაცვის სისტემის ძირითად მახასიათებლებსა და ამოცანებზე, მიზნებზე. სტრატეგიული ხედვა ხელს შეუწყობდა ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ და თანმიმდევრულ განვითარებას. პროცესში ჩართული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ფართო წრე, რომელიც პარლამენტის წევრებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ექსპერტებს, ასოციაციებს, ჯანმრთელობისა დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოიცავს. გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანია. მიუხედავად მთავრობების ცვლისა, გრძელვადიან პერიოდში სტრატეგიული კურსი არ უნდა შეიცვალოს და მიღწეულის უარყოფა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების გამო არ უნდა მოხდეს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქართველოში ყოველი მთავრობა ცდილობს კარდინალურად შეცვალოს წინა მთავრობების მიერ წამოწყებული რეფორმები, მიდგომები. რეფორმების არათანმიმდევრულობა, ფრაგმენტულობა ნეგატიურად აისახება ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე. მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო ერთ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 -ის საფუძველზე სამედიცინო სერვისებზე ტარიფების დადგენას, ანუ ნოზოლოგიების განფასებას. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას გამოყენებულ იქნა 150 კლინიკის ფინანსური ინფორმაცია, თუმცა არ იყო განმარტებული თუ რა ინსტრუმენტს მიხედვით მოხდა განფასება. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, სამედიცინო სერვისებზე ტარიფების განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ტექნოლოგიას. ტარიფების გამოთვლის ერთ-ერთ ასეთ აღიარებულ მექანიზმად გამოიყენება სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები, იგივე მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) დაფინანსების მეთოდი, სადაც დიაგნოზით მსგავსი დაავადებები (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) გაერთიანებულია ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში. სახელმწიფო ადგენს თითოეული ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობას, თანმხლებ დაავადებებს, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობას. თითოეული დაავადების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტიური ხარჯების საფუძველზე დგინდება თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაინერგა. თითოეული სახის სამედიცინო მომსახურება განფასებული იყო წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული სამედიცინო ჩარევის მოცულობის მიხედვით. ამ მომსახურების ფასი დამოკიდებული იყო სამედიცინო პერსონალის მომსახურეობის ობიექტურად საჭირო მოცულობაზე, დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევების რაოდენობაზე, „საჭირო“ მედიკამენტების და სამედიცინო მასალების ღირებულებაზე. ამის გარდა, ამ სტანდარტულ ფასში ასევე შედიოდა გარკვეული არაპირდაპირი ხარჯებიც, რომლებიც დამოკიდებული იყო სტანდარტით განსაზღვრული სრულფასოვანი მკურნალობისათვის საჭირო საწოლდღეების რაოდენობაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნოზოლოგიების განფასებისას გათვალისწინებული იყო ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა (რეგიონი, ქალაქი, რაიონი), სამედიცინო დაწესებულების დონე (ზოგადი პროფილის საავადმყოფო, სპეციალიზებული კლინიკა, რეგიონული და ქალაქის საავადმყოფოები). სამედიცინო მომსახურების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დამატებითი დაფინანსება განესაზღვრა იმ კლინიკური საავადმყოფოებს, სადაც ძვირადღირებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური მეთოდები გამოიყენება. დამატებითი დაფინანსება განესაზღვრა ასევე ზოგიერთი რაიონების საავადმყოფოებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ მხარდაჭერას საჭიროებდენ. სწორედ ასეთი გზით შექმნილი სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების საფუძველზე უნდა მოხდეს რეალური დანახარჯების დათვლა და ადექვატური ტარიფის დადგენა. სამწუხაროდ, შემდგომ პერიოდში მთავრობების ცვლილებებისას სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ამოღებულ იქნა. არც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გაითვალისწინა ნოხოლოგიების განფასების კუთხით არსებული გამოცდილება. სწორედ ამაზე ვაკეთებდი აქცენტს წერილის დასაწყისში, რომ საქართველოში ყოველი მთავრობა ცდილობს ძირფესვიანად უარყოს წინა მთავრობების მიერ წამოწყებული რეფორმების გამოცდილება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში 1996 წელს შემოღებული სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ეფუძნებოდა მსოფლიოში არსებულ მოწინავე გამოცდილებას, კერძოდ, იგი აგებული იყო ბევრ ქვეყანაში ფართოდ გავრცელებულ მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდზე (DRG). მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი აშშ-მა შემოიღო 1983 წელს, მას შემდეგ რაც 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა „მედიქეა“ (ასაკოვან ადამიანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა) ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ზრდის გამო დადგა გარდაუვალი გაკოტრების წინაშე. იგი განპირობებული იყო ჰოსპიტალური ხარჯების კატასტროფული ზრდით, რომელსაც თან ერთვოდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ჯანდაცვის სფეროში არსებული მზარდი ინფლაცია. მაშინ იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ გაანალიზებულ იქნა რამოდენიმე შტატის 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფები, ანუ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები. საყურადღებოა, რომ საქართველოში 1996 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენას წინ უძღოდა სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების, ექსპერტების საკმაოდ ხანგრძლივი ანალიტიკური სამუშაოები. ამისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 -ის მოსამზადებლად ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას მიმართა მხოლოდ 150-მდე საავადმყოფოს ფინანსურ მენეჯერებს. სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტი არ გულისხმობს მხოლოდ ნოზოლოგიის განფასებას, არამედ თავად დაავადების მკურნალობის პროცედურების სისტემატიზაციას. ამ უკანასკნელის დადგენა კი მხოლოდ ფინანსურ მენეჯერებს არ შეუძლიათ. ამგვარად, ნოზოლოგიათა ტარიფების დადგენა უფრო კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, სადაც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებრივი გაერთიანებები, ექსპერტები. სასურველი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტროს შეესწავლა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფების (DRG) მსოფლიო გამოცდილება და გაეთვალისწინებინა ის მცირე პრაქტიკა, რაც თავად საქართველოს დაუგროვდა სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების სახით, რომლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო რეალური დანახარჯების დათვლა, რაც მოგვცემდა ადეკვატური ტარიფის დადგენის საშუალებას.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/xundadze-jandacvis-uwyebis-mier-samedicino-seqtortan-komunikaciaze-saubrobs/46015/
ხუნდაძე ჯანდაცვის უწყების მიერ სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციაზე საუბრობს
კომუნიკაცია შესაძლოა გარკვეულ ნაწილში ჯობდა ყოფილიყო უფრო მეტად აქტიური და ეს აქტივობა უკვე სახეზეა, - ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო სექტორთან ჯანდაცვის უწყების კომუნიკაციის შესახებ bm.ge-ს მიერ დასმულ კითხვას. ხუნდაძის თქმით, შექმნილია საბჭო, სადაც არის დარგის სპეციალისტები, თემატური ჯგუფი და აღნიშნული რეფორმა განხორციელდება ფინანსისტების და მედიკოსების ჩართულობით. „სისტემის რეფორმირების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ერთიანი განფასების სისტემაზე გადასვლა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მედპერსონალის ჩართულობაც. მხოლოდ ფინანსური გათვლებით ვერ იქნება სასურველი შედეგი მიღწეული. რადგან არსებობს დარგობრივი ასპექტები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ შეიქმნა საბჭო, სადაც არის თემატური ჯგუფები და ერთიანი განფასების სისტემა თითოეულ ნაწილში თითოეულ ნოზოლოგიაზე იქნება სწორედ დარგის სპეციალისტებთან ერთად განხილული. სისტემის მთავარი სამიზნე უნდა იყოს პაციენტი და ეს ასე იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, მედპერსონალის, ექიმების, მაღალპროფესიონალი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე ეს ვერ მოხდება და არც მოხდება. სწორედ ამიტომ არის კომუნიკაცია კიდევ უფრო გააქტიურებული, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/579098-tavisupali-sakartvelo-jandacvis-ministris-gancxadebebi-absoluturad-arakompetenturia
„თავისუფალი საქართველო“- ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები აბსოლუტურად არაკომპეტენტურია
„თავისუფალი საქართველო“ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებებს ეხმაურება და არაკომპეტენტურს უწოდებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „ცინიზმია იმაზე საუბარი, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის „პირადი სტომატოლოგი“ - ებრძვის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებს“. „დღეს გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრი აპირებს, წინადადებით მიმართოს მთავრობასა და პარლამენტს, ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟის განსაზღვრის შესახებ. ამით ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა, რამოდენიმე „პოპულისტური“ ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას. უპირველესად, ნამდვილად ცინიზმია იმაზე საუბარი, რომ ჯანდაცვის მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის „პირადი სტომატოლოგი“ ებრძვის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მონოპოლიებს, მაშინ როდესაც ოთხი მონოპოლიური კომპანიიდან 2 - „ფარმადეპო“ და „ჯპს“, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ბიზნეს იმპერიას მიეკუთვნება, ხოლო „პსპ“, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატის საკუთრებას წარმოადგენს. „თავისუფალი საქართველო“ წლებია მუშაობს ფარმაცევტული მონოპოლიების საკითხზე და მიგვაჩნია, რომ ჯანდაცვის მინისტრის გაკეთებული განცხადებები, უკიდურესად არაკომპეტენტურია. ფორმალურად, სხვაობა მედიკამენტების განბაჟებამდე ფასებს და რეალიზაციის ფასებს შორის ისედაც დაბალია. ამდენად, მარჟის დაწესება არაფრის მომტანია და წარმოადგენს საზოგადოებისათვის თვალის ახვევის მცდელობას, მაგალითისთვის: ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „გეფა“ დააფუძნებს თავის შვილობილ კომპანიას რუმინეთში „გეფა ბუქარესტს“, შემდგომში „გეფა ბუქარესტი“ იყიდის მედიკამენტებს იაფად და თავის პარტნიორ კომპანია „გეფას“ მიჰყიდის ძვირად. შესაბამისად, „გეფა“ მოახერხებს დაწესებული რეგულაციების პირობებშიც დიდი მოგებით გაყიდოს თავისივე პარტნიორისგან ძვირად „ნაყიდი“ მედიკამენტები. რეალურად, მედიკამენტების ბაზარზე არსებული მონოპოლიური ვითარების მოწესრიგება შესაძლებელია, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, პირველ რიგში რუსეთიდან და თურქეთიდან, მედიკამენტების პარალელური იმპორტის დაშვებით, რაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში აიკრძალა. როგორც კი საქართველოში ნებადართული იქნება თურქული და რუსული მედიკამენტების იმპორტი, საცალო ბაზარზე ფასები, 70-80 %-ით შემცირდება. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქებში, მედიკამენტები სწორედ ამ ფასად იყიდება,”-აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაში.
---
25.12.2019
ამირან გამყრელიძე - მოვუწოდებთ მოსახლეობას და რეკომენდაციებს ვაძლევთ გრიპის კონტროლთან დაკავშირებით - რეკომენდაციები იწყება აცრით
ახლაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ვაძლევთ 5 ძირითად რეკომენდაციას გრიპის კონტროლთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები იწყება აცრით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების საპასუხოდ ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ შედის ე.წ. მანდატორულ ვაქინაციათა ჩამონათვალში არ შედის. „მინისტრის განცხადების კონტექსტი გახლავთ ის, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ შედის ე.წ. მანდატორულ ვაქინაციათა ჩამონათვალში. ჩვენი ეროვნული კალენდარი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვაქცინების აუცილებელ ჩამონათვალს. მაგალითად, აუცილებელია ტუბერკულოზზე აცრა, დიფტერიაზე, წითელაზე, წითურაზე პოლიომიელიტზე და ა.შ. ამ ტიპის ჩამონათვალში გრიპის საწინააღმდეგო აცრა არ გახლავთ. ეს აცრა ძირითადად სარეკომენდაციოა, სასურველია, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან. გარდა ამისა, ამ განცხადების მეორე კონტექსტი გახლავთ ის, რომ როცა წითელას საწინააღმდეგო აცრას ვუკეთებთ ბავშვებს, მისი დამცველობითი უნარი 95-98%-ს ზემოთ არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამცველობითი ეფექტი მერყეობს 70-დან 80%-ს შორის. რაც შეეხება მოწოდებებს, ახლაც მოვუწოდებთ მოსახლეობას და ვაძლევთ 5 ძირითად რეკომენდაციას გრიპის კონტროლთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები იწყება აცრით, ხელების ხშირი დაბანით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებით და ა.შ. რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია გრიპის საწინააღმდეგო აცრა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის - ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები, მოხუცები, ექიმები, წელს დავამატეთ დიაბეტიანი ადამიანები და ბაგა-ბაღების აღმზრდელები“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, გრიპის სეზონს ქვეყანა წელს გაცილებით უფრო მომზადებული ხვდება და როგორც ვაქცინის, ასევე ტამიფლუს მარაგი უკვე გვაქვს. „წელს 2,5-ჯერ მეტი რაოდენობის ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ, ვიდრე გასულ წელს. შარშან შემოტანილი იყო 40 ათასი დოზა, წელს - 100 ათასი. 92 ათასი ადამიანია უკვე აცრილი გრიპის საწინააღმდეგოდ მაღალი რისკ-ჯგუფები. შარშან კი იყო საყურადღებო სეზონი, მაგრამ შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო მძიმე სეზონებიც გვქონია 2009 წელს, 2010 წელსაც. შარშან რაღაც განსაკუთრებული არ იყო. წელს ჯერჯერობით არის ქვეყანაში ზრდის დინამიკა გრიპის ვირუსის ცირკულირების. შარშან დაფიქსირებული იყო H1N1, რაც არის A ტიპის ვირუსი, წელს უფრო მეტად არის B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე A ტიპის ვირუსი, თუნცა არის H1 და H3-იც. ჯერ ძალიან შორს ვართ ე.წ. ეპიდემიოლოგიურ ზღვრამდე. ამ ზღვრის ნახევრამდეც არ ვართ მისული და ველოდებით რომ გარკვეული ზრდა კიდევ გვექნება. თუმცა, ქვეყანა შედარებით უფრო მომზადებულია. ტამიფლუს და სხვა ანტივუირუსული პრეპარატების მარაგი გვაქვს და არ უნდა იყოს მძიმე, ფატალური შემთხვევები”, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე აცხადებს, წელს უკვე დაფიქსირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა, შარშან კი 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის გაკეთება არ არის საჭირო. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არანაირი ეპიდემიური მონაცემები არ გაგვაჩნია.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/therjolashi-sastsrapho-sameditsino-dakhmarebis-akhali-tsentri-ashenda/
თერჯოლაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი აშენდა
თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება. ცენტრი ექსპლუატაციაში შესაბამისი აპარატურით აღჭურვის შემდეგ შევა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 233 ათასი ლარით დაფინანსდა. შესრულებულ სამუშაოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ადგილზე გაეცნო. „ჩვენ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც მოიცავს პირველადი ჯანდაცვის – ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, მთლიანობაში, 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრისა და 200-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით წლევანდელი დაფინანსებით, რაც ამ მიმართულებით, რეგიონებში არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579042-terjolashi-sascrapo-samedicino-daxmarebis-axali-centri-ashenda
ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/terjolashi-saswrafo-samedicino-daxmarebis-axali-centri-ashenda-/45994/
პია.ჯი- http://pia.ge/post/300129-terjolasi-saswrafo-samedicino-daxmarebis-axali-centri-asenda
---
25.12.2019
მედიასაშუალება: http://ghn.ge/news/237561-sastsrafo-dakhmarebis-saatobit-molodini-koruftsiuli-garigebebisa-da-arastsori-koordinatsis-shedegia-sergo-chikhladze
სასწრაფო დახმარების საათობით მოლოდინი კორუფციული გარიგებებისა და არასწორი კოორდინაცის შედეგია - სერგო ჩიხლაძე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გვესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე - ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აღნიშნავენ მნიშვნელოვანი დაგვიანების შემთხვევებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს. რეალურად, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? - მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სასწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადებს არაერთი სიცოცხლე გადაურჩენიათ და მათი უმრავლესობა არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც ყველა უნდა ვენდოთ და დავაფასოთ. ის სერიოზული პრობლემები კი რაც ამ სფეროში დაგროვდა, არის შედეგი იმ სისტემური ჩავარდნებისა, რასაც ბოლო წლებია თვალს ვადევნებთ და რომელთა გადაჭრაც ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ მოახერხა. სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხშირ შემთხვევაში რელევანტურ დროში ვერ რეაგირებს გამოძახებაზე რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებას. გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად პრობლემას, რომელზეც სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეაგირება. ესენია: გამოძახებაზე რეაგირების დრო, ჰოსპიტალიზაციის წესი, პაციენტის გადაყვანის კრიტერიუმები, სასწრაფოს მიერ ინფორმაციის ფლობა თუ სად რომელ დაწესებულებაში რა სერვისებია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველაფერ ამას სჭირდება კარგი კოორდინაცია და მენეჯმენტი. რაც შეეხება გამოძახებიდან გასულ დროს, სამწუხაროდ, მოქალაქეები ხშირად საათობით ელოდებიან სასწრაფო ბრიგადას და ბოლოს აუქმებენ გამოძახებას და საკუთარი ძალებითა და სახსრებით მიმართავენ უკვე საჭირო სამედიცინო დაწესებულებას. მიუხედავად გაზრდილი დაფინასებისა, 51 მილიონიდან 2014 წელს 70 მილიონამდე 2019 წელს, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, 2014 წლის აუდიტის დასკვნის მიხედვით, რეაგირების საშუალო დრო 2011-2012 წლებში შეადგენდა მაღალი პრიორიტეტის რეაგირებისას 18 წუთს (საშუალაო) და დაბალი პრიორიტეტის დროს 20 წუთს. 2018 წლის აუდიტის დასკვნის მიხედვით, მაღალი პრიორიტეტის დროს -22 წუთი, დაბალის-31 წუთი. ანუ, ამ წლებში გაუმჯობესების ნაცვლად, მოხდა პირიქით ამ მაჩვენებლის გაუარესება. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ 2018-2019 წლის პერიოდში კიდევ უფრო პრობლემური გახდა ბრიგადის დაგვიანება ან საერთოდ ვერ მისვლა გამოძახების ადგილზე. შესაბამისად, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაუარესებული იქნება მომავალ დასკვნებში. - თუმცა, სახელმწიფოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბრიგადების რაოდენობის დეფიციტი არ არის... - სულ მოსახლეზე გადათვლით ბრიგადების რაოდენობა შეიძლება შეესაბამებოდეს სტანდარტს, მაგრამ საჭირო ბრიგადის რაოდენობა ითვლება არამარტო სულ მოსახლეზე გადათვლით, არამედ მიღებული გამოძახების რაოდენობით და დაფიქსირებული საჭიროებების ისტორიული მონაცემების გაანალიზებით. მიღებული ზარების რაოდენობის, გეოგრაფიული რელიეფის, საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და რეგიონების განლაგებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს რეალური საჭიროებების, მათ შორის საჭირო ბრიგადების რაოდენობის დადგენა. - არის პრეტენზია მოქალქეების მისამართითაც. მაგალითად, ხშირად უმიზეზოდ რეკავენ სასწრაფოში, როდესაც ამის საჭიროება არ არის უბრალო წნევის ან ტემპერატურის შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? - იქ, სადაც მოშლილია პირველადი ჯანდაცვა, გამოძახებების რიცხვი ყოველთვის მაღალი იქნება და იმის მტკიცება, რომ რატომ რეკავენ სასწრაფოში მოქალაქეები ასე ხშირად „უბრალო წნევის“ დროსო, ეს არის სამარცხვინო განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იმიტომ რეკავენ, რომ მოუწესრიგებელია ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, არ ხდება დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა. მოშლილია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და, შესაბამისად, მოქალქე თვითონ ვერ შეაფასებს საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკს და თვითმკურნალობას ვერ დაიწყებს. მსგავს სამარცხვინო და არაკომპეტენტურ განცხადებებს ჯანდაცვის უწყებაში არ უნდა აკეთებდნენ. კიდევ ვიმეორებ, აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ბრიგადების ოპტიმალური გადანაწილება როგორც მოსახლეობის რაოდენობისა და გეოგრაფიული პრინციპების, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნისა და მისი განმაპირობებელი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით. - თქვენ ახსენეთ ასევე პაციენტის გადაყვანის წესი და კოორდინაცია. - მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ქვეყნის მასტშაბით ჰოსპიტალიზაციის ერთიანი სქემა და პაციენტის გადაყვანის მკვეთრად განსაზღვრული კრიტერიუმები. ასევე, ხშირ შემთხვევაში ბრიგადებს არ აქვთ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებზე, როგორიცაა სამედიცინო ნებართვები, საქმიანობის პროფილი, თავისუფალი ადგილები და ოპტიმალური რეფერალისთვის საჭირო სხვა საკითხები. ამ ინფორმაციის განახლებაზე კი ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი. მსგავსი არასრული ინფორმაციისა და მზარდი გამოძახებების პირობებში, არსებობს რისკი იმისა, რომ პაციენტმა ვერ მიიღოს დროული დახმარება. ცუდ მენეჯმენტთან ერთად, არ გამოვრიცხავ გარკვეულ კორუფციულ გარიგებებსაც, რაზეც პირად საუბრებში ხშირად მიანიშნებენ ხოლმე სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები, როდესაც გარკვეული ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში გადაყავთ პაციენტი, რომელსაც ძვირად ღირებული მომსახურება ოპერაცია ან სხვა ჩარევა დასჭირდება. ეს რა თქმა უნდა, სერიოზულ მოკვლევას და შემდგომ გამოძიებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ძნელი ასახსნელია მაგალითად ის, 693 შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში, როდესაც გულის არეში ტკივილის მქონე პაციენტები გადაყვანილი იყვნენ დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ან ის 335 შემთხვევა, როდესაც ისნის რაიონში გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ, შემდგომში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა დიღმის მასივში არსებულ საავადმყოფოებში, მაშინ, როდესაც ისანში თითქმის ყველა სახის პროფილური კლინიკა არსებობს. ასე, რომ მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს ირეაგიროს უსწრაფესად, რომ აღმოიფხვრას ის ქაოსი, რაც დღეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების კუთხით.
---
25.12.2019
„საბანკო რეგულაციები, ანაკლიის პორტის პროექტი, „ოქროს სიის“ გაუქმება, ჯანდაცვის და ტაქსების რეფორმა“ – 2019 წლის TOP 5 ეკონომიკური მოვლენა
2019 წელი ეკონომიკური მოვლენებით ძალიან დატვირთული იყო. „კომერსანტი“ ეკონომიკის ექსპერტებს დაუკავშირდა და 5 მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენის დასახელება სთხოვა, რომელმაც ქვეყნაში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეკონომიკის ექსპერტ გიგა ბედინეიშვილს უჭირს წლის განმავლობაში დადებითი ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მიიჩნევს, რომ გამკაცრებული საბანკო რეგულაციები წლის მთავარი უარყოფითი მოვლენაა. გიგა ბედინეიშვილი: 1. „გამკაცრებული საბანკო რეგულაციები —მამუკა ბახტაძის რიტორიკა ჭარბვალიანობასთან და შესაბამისი რეგულაციების გამკაცრება, ასევე ლარიზაცია - წლის ერთ-ერთ უარყოფით მოვლენად მიმაჩნია. 2. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება 520-ე დადგენილების სახით-ეს ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იყო და ფაქტობრივად, ფასების ფიქსირებისკენ სვლას გულისხმობს, რაც საბჭოთა კავშირში დაბრუნებას გვიქადის. ეს მკვეთრად ანგრევს ეკონომიკას, რადგან ჯანდაცვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. მართალია ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ის ბიზნესი არ არის, მაგრამ ყველაფერი ბიზნესია, მითუმეტეს ჯანდაცვა. შესაბამისად, თუ ჯანდაცვას დავანგრევთ, მთლიანად ეკონომიკას შევუქმნით საფრთხეს. 3.გაჩერებული უძრავი ქონების ბიზნესი თბილისში -გაზაფხულზე თბილისის მერმა სატყეო სტატუსი დაადო ფაქტობრივად, თბილისის გარეუბანში მიწის ნაკვეთების დიდ უმრავლესობას. ამით კი სექტორი გააჩერა. ეს დიდი დარტყმაა ეკონომიკისთვის, რადგან უძრავი ქონების ბიზნესი თბილისის ეკონომიკის წინაპირობაა. ვფიქრობ, აქ კორუფციული მოტივია, რადგან ყველას თუ ავუკრძალავთ თბილისში მშენებლობას, მხოლოდ მერიასთან დაახლოებულ უძრავი ქონების მფლობელებს შეეძლებათ მუშაობა. 4. ტაქსების რეფორმა-მათი გადაღებვა და ლიცენზიის დაწესება, რაც ასევე უარყოფითად აისახა ეკონომიკაზე და ფასების ზრდა გამოიწვია. 5. ოქროს სიის გაუქმება- იმის ნაცვლად, რომ კარგი შეღავათიანი პირობები სხვებისთვისაც მიეცათ, ვისაც ჰქონდა იმათაც გაუუქმეს. „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ნაწილობრივად დადებით მოვლენად საბანკო რეგულაციების შემოღებას და 100 ობიექტის პრივატიზებას ასახელებს. გიორგი კეპულაძე: 1. „ანაკლიის და თიბისის „ქეისი“აბოლოოდ მივიღეთ ანაკლიის პორტის გაჩერებული პროექტი, რომელიც ვერ წავიდა წინ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მხარე გვიმეორებს რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თემას, სამწუხაროდ შედეგს ვერ ვიღებთ. 2. საბანკო რეგულაციების შემოღება -თავდაპირველად ამას ჰქონდა პოზიტიური მხარე, რომ ფინანსური ინსტიტუტები უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ და ონლაინ სესხის კომპანიები ბაზრიდან ფაქტობრივად გაქრნენ. თუმცა, იყო უარყოფითი შედეგებიც, შემცირებული ეკონომიკური აქტივობა და სესხების გაცემის დინამიკა. 3. ვალუტის კურსის გაუფასურება და რეფინანსირების განაკვეთის ზრდა-რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაიზარდა და ვალუტის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. 4.„გავრილოვის ღამე“ -პოლიტიკური და ეკონომიკური წელი იყოფა 20 ივნისამდე და მას შემდეგ, რადგან ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის მდგომარეობაზე.ეკონომიკური კუთხით ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად დაარტყა ქვეყანას, რომელსაც პუტინის საჰაერო სანქციები მოჰყვა და უარყოფითი მოლოდინები შექმნა. 5. საპრივატიზაციო ობიექტების გამოტანა -როგორც იქნა მთავრობამ გამოიტანა საპრივატიზაციოდ ობიექტები და პრივატიზაციაზე ფიქრი დაიწყო. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უფრო მეტის გაყიდვაა შესაძლებელი, რადგან სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება, როგორც წესი გამოირჩევა ზარალით და ეს ზარალი ასეულობით მილიონებს აღწევს“. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორმა პაატა შეშელიძემაც მხოლოდ უარყოფითი ეკონომიკური მოვლენების გამოყოფა შეძლო, რომლებმაც მისი თქმით, საბოლოოდ ლარის გაუფასურება და ინფლაციის ზრდა გამოიწვია. პაატა შეშელიძე: 1. „ანაკლიის პორტი საკმაოდ ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივია. ერთ მხარეს არის კომპანია, რომელსაც სურს ინვესტირება და ამას ვერ ახერხებს, მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელიც თითქოს ხელს უწყობს, მაგრამ რეალურად მას ხელს უშლის. 2.სესხების გაცემაზე შეზღუდვების დაწესება-თავის დროზე საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომელმაც მცირე და საშუალო მეწარმეები დააზარალა. 3.ტაქსების რეფორმა- ადამიანები აიძულეს, რომ მანქანები შეეღებათ და სალიცენზიო მოსაკრებელი გადაახდევინეს. საბოლოოდ, არიან ტაქსები რომლებიც რეგისტრირებულია და შეღებილია, მაგრამ ვერ მოიფიქრეს როგორ მიეხედათ სხვებისთვის, რომლებსაც არც შეღებილია, მაგრამ ქუჩაში ხალხი მაინც აჰყავთ. მთავრობამ შემოიღო რეგულირება, რომელიც არ აუმჯობესებს ბიზნესგარემოს, პირიქით აუარესებს და კანონის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას იწვევს. 4.ჯანდაცვის რეფორმა-სექტორში წლების განმავლობაში ხდებოდა ამ სერვისის მსხვილი მომწოდებლების ხელში მოხვედრა, ეს ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს დაიწყო. ამ სფეროშიც ისევე როგორც ყველა სფეროში ყველაფერი იმისკენ წავიდა, რომ მსხვილი მოთამაშეებისთვის გაეხსნათ კარი და წვრილმა კონკურენტებმა ბაზარი დატოვონ. გამოცდილებამ ვერ დაანახა, რომ ყველგან, სადაც მსგავსი რამ მოხდა, მივიღეთ მონოპოლიები და ოლიგოპოლიები, მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი. მთელი ეს პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ, რომ მოხდეს ლოიალური მსხვილი ბიზნესის წახალისება და მათთვის კონკურენტების მოშორება. 5.ადგილობრივი წარმოების ვითომ წახალისება - ეს მიმართულებებიც არასწორად იყო გაკეთებული, ფინანსდება ისევ მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები, ეს ეკონომიკისთვის არაფრისმომცემია. ნებისმიერი თანხა, რაც მთავრობის მიერ იხარჯება, არის კერძო სექტორის გამომუშავებული და არ შეიძლება მათ წაართვა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესს მისცე.
---
25.12.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/528328
როცა წამლები ჰაერზე და წყალზე მნიშვნელოვანია – 12 წლის ანზორს ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს
ცხოვრების განმავლობაში უამრავი მძიმე ამბავს ვიგებთ: მძიმე სენით დაავადებული ბავშვებზე, მშიერი პატარებზე, სიცოცხლით სავსე ენერგიული ახალგაზრდებზე, ადამიანებზე, რომლებიც გრძნობენ რომ განწირულები არიან უსუსურობისთვის და ტანჯვისთვის. მაგრამ ანზორი დავითურის და მისი გმირი დედის ამბავმა უბრალოდ გაგანადგურებთ. მაიასთან საუბარი ძალზედ რთული აღმოჩნდა. 12 წლის ანზორი გაუთავებლად ტიროდა და ყვიროდა, დედას არ აცლიდა საუბარს. ხან ხელში აყვანას სთხოვდა, ხან ურტყამდა, ხან კბენდა… ეს საშინელება იყო… – მაია, როდის შეიტყეთ ანზორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ? მაია: ანზორი ჯანმრთელი დაიბადა. ბედნიერები ვიყავით. ავადმყოფობის არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. ორი თვის შემდეგ შეტევები დაეწყო… მერე აგვისტოს ომის დროს სახლიდან გამოვიქეცით და ანზორის მდგომარეობა დამძიმდა. ერთი კლინიკიდან მეორეში დავრბოდით. ექიმებმა „გაგვახარეს“, გვითხრეს რომ ეპილეფსიის უმძიმესი ფორმა აქვს და რომ განკურნების არანაირი შანსი არ გვაქვს. არ დავიჯერეთ. სხვა ექიმებთან მივედით, მაგრამ პასუხი ყველგან ერთნაირი იყო. არ ვიცი ეს როგორ გადავიტანე. –მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ? მაია: ამის გახსენებაც არ მინდა. ქმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ანზორი მათ გვარს არცხვენს, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია… მეუღლემ კი ასე, ბედის ანაბარა დაგვტოვა… – როგორია თქვენი ერთი დღე. მაია: 12 წელია ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს გავს. ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის. ხშირი გულყრები აქვს. ზოგჯერ რამეც ეღვიძება და საწოლიდან წამოხტება… იატაკზე ვარდება და თავს ურტყამს. თუ არ გავაჩერეთ, შეიძლება თავი გაიტეხოს… კრუნჩხვები შეიძლება ნებისმიერ დროს დაეწყოს, ამიტომ მისი ერთი წამით უყურადღებოდ დატოვებაც არ შემიძლია. და ასე ყოველ დღე. ეს ჩემი ნათესავების სახლია. ვიცი რომ მათ პრობლემებს ვუქმნი. თვითონაც ადგილი არ ყოფნით… თან ანზორის ტირილის და ყვირილის განუწყვეტელი მოსმენაც დამღლელია… ვიცი. წამლები, რომლებიც ყოველდღიურად გვჭირდება თვეში 700 ლარს ოდენობისაა. პამპერსზე და საკვებზე აღარაფერს ვამბობ. ეს წამლები ანზორისთვის ჰაერივითაა. მე კი ნახევარსაც ვერ ვყიდულობ… – როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება სანამ ანზორი დაიბადებოდა? მაია: თავად ბავშვი ვიყავი ანზორი რომ შემეძინა. ორსულობისას წარმოვიდგენდი, როგორ ჩავეხუტებოდი, როგორ ვასწავლიდი ლაპარაკს, როგორ ვისეირნებდით ერთად. ლექსებს როგორ იტყოდა, ერთად როგორ დავხატავდით… –ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების დედებს რას ეტყოდით? მაია: ვეტყოდი, რომ ღმერთის იმედი არ დაკარგონ. გაუფრთხილდნენ ნერვებს და ჯანმრთელობას – თქვენს გარდა თქვენს შვილებს ვერავინ მიხედავს! არ იტიროთ – ეს საქმეს არ შველის და თქვენც ენერგიას წაგართმევთ. –შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის დაეხმარებოდით? მაია: ყველა დედას, ვისაც ბავშვი ავად ყავს, ვინც მარტო ზრდის შვილებს… ჩემზე უკედ არავინ იცის მათი პრობლემების შესახებ. მეგობრებო, თქვენი იმედი გვაქვს! დავუდგეთ გვერდში ამ ოჯახს. წამლები, პროდუქტები, საოჯახო ნივთები, პამპერსი, ტანსაცმელი… მათ ყველაფერი სჭირდებათ! ერთად ღვთის შეწევნით ხომ ყველაფერს შევძლებთ! თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ეს ოჯახი და პირადად დაეხმაროთ ამ ადამიანებს. მათი მისამართია: ზაჰესი, ბარაკები. ტელ: 557 97 73 98 თუ თქვენ არ შეგიძლიათ ფინანსური დახმარება გაუწიოთ ამ ოჯახს, გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ მათ შესახებ. თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: თიბისი ბანკი: GE15TB7194336080100003, ლიბერთი ბანკი: GE42LB0115113036665000 საქართველოს ბანკი: GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ დავითური) ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/530-davituri/ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან: NovaTechnology, TBCpay, ExpressPay განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) მეგობრებო, თუ თქვენ იცით თქვენი მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირის შესახებ, მოგვწერეთ ჩვენ, რათა გავუწიოთ მათ დახმარება. ჩვენი ელექტრონული მისამართია: office-fsp@fsp.ge. ჩერნოვეცკის ფონდი
---
25.12.2019
მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1577301311-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90
შსს თბილისში არასრულწლოვანთა სამმართველოს ქმნის
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება. ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად: განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის, ხოლო იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე“, - აღნიშნულ საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ნათია მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მოადგილეებმა უწყებების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის თავიანთი ხედვა წარადგინეს. დისკუსიის შედეგად, რომელშიც ფსიქოლოგები, ექსპერტები, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გამოიკვეთა ცალკეული შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზე გაიწერა უმოკლეს დროში გადასაჭრელი პირველი რიგის ამოცანები. როგორც შეხვედრისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, არსებობს სისტემური საკითხები, რომელთა გადაჭრა სისტემურ მიდგომას და გრძელვადიან ხედვას საჭიროებს, თუმცა მთავრობის ამოცანაა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები პირველ რიგში და შემჭიდროებულ ვადებში მოგვარდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 1-ლი აპრილიდან, თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება, სადაც იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები და ამ მიმართულებით შესაბამისი გადამზადება მენეჯმენტსაც გავლილი ექნება. არსებობდა გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც მოგვარებულია და შევთანხმდით, რომ სამმართველო აღჭურვილი იქნება შესაბამისი ვიდეოკამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, გაიდლაინს გამომძიებლებისთვის, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროცესი, ცალკეული შემთხვევის დაფიქსირებისთანავე რას აკეთებს მასწავლებელი, სოციალური მუშაკი, მანდატურის სამსახური და როგორი იქნება ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თითოეული მიმართულებით. დოკუმენტში კონკრეტულად გაიწერება მონიტორინგისა და რეაგირების მექანიზმებიც. „ამასთანავე, განათლების სამინისტრო და ადამიანის უფლებების სამდივნო მთავრობის იმუშავებენ ბავშვთა ფსიქოლოგთა ბაზის შექმნაზე. ადამიანური რესურსები ამ ნაწილში სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, უწყებამ მომდევნო შეხვედრაზე უნდა წარადგინოს გეგმა, რა უნდა გაკეთდეს სოციალური მუშაკების ნაკლებობის პრობლემის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, გაძლიერდება მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმები. ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრო იმუშავებს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პროცესში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივას, ფინანსური მხარის გაანგარიშებით, იუსტიციის სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 10 იანვარს გაიმართება.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/579127-ucqebatashorisma-samushao-jgupma-umokles-droshi-gadasachreli-pirveli-rigis-amocanebi-gansazgvra
რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=113529
---
25.12.2019
პროფკავშირების ინფორმაციით, 26 დეკემბერს, მოშიმშილე ექიმები და პროფკავშირების წარმომადგენლები სისხლის ბანკთან კარვებს გაშლიან
26 დეკემბერს, 14:00 საათზე კლინიკა „ჰელსი ჯორჯიას“ მოშიმშილე ექიმებს მედიცინის პროფკავშირი და სხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლები სოლიდარობის აქციით შეუერთდებიან. შიმშილობის მეორე დღეს დასაქმებულები სისხლის ბანკთან კარვებს გაშლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფკავშირებიდან აცნობეს. პროფკავშირების ინფორმაციით, ისინი უკვე მეორე კვირაა, მედიცინის პროფკავშირთან ერთად, საპროტესტო აქციებს მართავენ და კუთვნილი 6 თვის აუღებელი ხელფასის გადახდას ითხოვენ. პროფკავშირების ინფორმაციით, ,,ჰელსი ჯორჯიას'' თანამშრომლებმა უვადო შიმშილობა გამოაცხადეს.
---
ბეჭდვითი მედია
26.12.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ეკატერინე ტიკარაძე - სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების გააქტიურება მნიშვნელოვნად შეცვლის ვითარებას. „ჩვენ ინტენსიურად ჩავერთეთ ამ პროცესში და ვთვლით, რომ სოციალური მუშაკების გააქტიურება, ფსიქოლოგების გააქტიურება სკოლებში მნიშვნელოვნად შეცვლის იმ გამოსავლებს, რომლებიც დღესდღეობით საზოგადოებაში გვაქვს. მე ვთვლი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მედიის ჩართულობა იმ კუთხით, რომ ის ნეგატივი, რომელიც დღესდღეობით საზოგადოებაში არსებობს, ტრანსფერი ვართ ჩვენ, არის მედია და ეს პასუხისმგებლობა არის როგორც სახელმწიფოსი და მთავრობის, ასევე მედიის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს 15 მოზარდის გამოკითხვის დროს სასწრაფო დახმარების გამოძახების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა საკითხს უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განიხილავენ. „ყოველივე ამას განვიხილავთ კომისიის ფარგლებში, ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს დეკლარირებული და დადასტურებული ინფორმაცია. დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ ესეც გახდება საჯარო“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
---
26.12.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
კლინიკებმა დაიწყეს ფიქრი, დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვაში
შეწყვეტილი გეგმური ოპერაციები და მედიკოსებისთვის შემცირებული ხელფასი - ეს 520-ე დადგენილების ერთი თვის შედეგებია. ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო კლინიკებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი, საერთოდ დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. "ჯოენის სამედიცინო ცენტრის" დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების შედეგი სახეზეა. როგორც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, სახელმწიფომ კლინიკებს გეგმური ოპერაციების ჩატარება უკვე შეაწყვეტინა. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დადგენილ ტარიფებს არ გადახედავს "ჯოენის სამედიცინო ცენტრი" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დატოვებს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვებას განიხილავს "თბილისის მედიცინის ინსტიტუტიც". "თიმის" დირექტორი გიორგი კაჭახიძე აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების გამო პაციენტებს რიგ გეგმურ მომსახურებაზე უარს ეუბნება.
---
26.12.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ანატოლი ბიბილოვმაც " დაადანაშაულა " ვაჟა გაფრინდაშვილი და მთელი საქართველო!
ე. წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ექიმისთვის 1 წლით და 9 თვით პატიმრობის მიჯა ადეკვატურ განაჩენად მიიჩნია. " ვერ ვიტყვი რომ საქამართლოს გადაწყვეტილება ხისტი და სასტიკია. სულაც არა. ადამიანმა, რომელიც კანონს არღვევს, პასუხი უნდა აგოს. თანაც, თუ ამას განზრახ აკეთებ, ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ერთადერთი, რაც სინანულს იწვევს, ის არის, რომ ამ სიტიაციის პოლიტიზაცია ხდება", - განაცხადა ბაბიბლოვმა.
---