From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-26.11.2019
Received On : 26.11.2019 08:47
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 26.11.2019

 

ტელევიზია

26.11.2019                                  

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა:  კურიერი 10:00

აქციის დაშლისას დაშავდა მამაკაცი, რომელმაც დაზიანება მიიღო თვალის არეში. როგორც აქციაზე ოპოზიციის ლიდერებმა განმარტეს, დაშავებულს სახის არეში მოხვდა წყლის ჭავლი და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. აქციის დაშლისას დაშავდა კიდევ 2 მოქალაქე. ერთი კი კლინიკაში სხეულის გადაციების ჩვენებით გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული ნიუ-ჰოსპიტალში იმყოფება. აქციაზე დაშავებულ ზაზა ლიპარტელიანს საოპერაციოდ ამზადებენ. მას ოპერაცია ყბა-სახის არეში ჩაუტარდება. მას შემდეგ, რაც ლიპარტელიანს სახის არეში წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა, პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და გადმოიყვანეს ნიუ ჰოსპიტალში. ძალიან მალე მას ოპერაციას ჩაუტარებენ, მხედველობის დაკარგვის საფრთხე ამ შემთხვევაში არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6497808

რუსთავი 2 - კურიერი 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6497623

---

 

25.11.2019                                    

არხი:   ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00

სამედიცინო დაწესებულებებისთვის ამოქმედებული ერთიანი სატარიფო სისტემის რისკები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6487226

---

 

25.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

შესაძლებელია თუ არა ანტიბიოტიკების ჩანაცვლება საქართველოში წარმოებული ფაგებით, – თემამ აქტუალობა ანტიბიოტიკებით მკურნალობის ეფექტურობის კლების ფონზე შეიძინა. ბოლო პერიოდში საქართველოს ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი პაციენტი აკითხავს. როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები, როცა ანტიბიოტიკების მიმართ კონკრეტული ბაქტერიების რეზისტენტულობის საფრთხე სულ უფრო მზარდია, – ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის გამოცემა „დოიჩე ველეც“, რომელიც მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებებზე საუბრის დროს საქართველოში მოქმედ ინსტიტუტსაც ახსენებს და იქ ჩატარებული მკურნალობის წარმატებულ მაგალითებზე წერს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6487381

---

 

25.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

5 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება, რომელსაც თირკმლის სიმსივნე დაუდგინეს. მას ოპერაცია საზღვარგარეთ ესაჭიროება. გოგონას დახმარება ეკრანზე მითითებულ ნომრებზე შეიძლება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6497387 

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6487126

---

 

25.11.2019                                    

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:  კურიერი 21:00

ქართველი ექიმის ოჯახი გაეროსაგან სპეციალურ კომისარს ითხოვს. წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და შვილმა დღეს მიიტანეს. გაეროს დახმარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც წითელი ჯვრარი ვერ ახერხებს შესვლას ვაჟა გაფრინდაშვილის მოსანახულებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6487252

---

 

25.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და გაეროს ქართულ ოფის განცხადებით მიმართეს. ისინი დაკავებული ექიმის დროულად განთავისუფლებას ითხოვენ. ვაჟა გაფრინდაშვილი მე-17 დღეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6487254

---

 

25.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  მოამბე 21:00

გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა კომერციულ ქსელში 27 ნოემბრიდან გაიყიდება. როგორც პრეპარატის იმპორტიორ კომპანიაში „მოამბეს“ განუცხადეს, ფრანგული წარმოების „ვაქსი-გრიპის“ 12 000 დოზა ქვეყანაში ხვალ შემოვა და ზეგიდან უკვე ქსელში გამოჩნდება. ვაქცინაციის ღირებულება 50 ლარი იქნება. კომპანიების ინფორმაციით, უკვე გახარჯულია ჰოლანდიური, სამკომპონენტიანი ვაქცინის მარაგი, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრის ბოლოს შემოვიდა. ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ 100 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი პრეპარატი შეიძინა. ვაქცინა უფასოდ უკეთდება რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6485800

---

 

 

ინტერნეტი

26.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/tu-msgavsi-faqtis-winashe-davdgebit-chvenc-vichxubebt---sadazgvevo--asociacia-tikaradzis-reformaze/44180/

“თუ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, ჩვენც ვიჩხუბებთ” - სადაზღვევო ასოციაცია ტიკარაძის რეფორმაზე

თუ მსგავსი ფაქტის წინაშე დავდგებით, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - ეს განცხადება bm.ge-ისთან სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ჯადაცვის სამინისტროს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაწყებული ცვლილებების შეფასებისას განუცხადა. საქმე იმაშია, რომ 21 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება მოხდა, რასაც სამედიცინო ინდუსტრიის ნაწილი აპროტესებს. როგორც BM.GE-ისთან დევი ხეჩინაშვილმა თქვა, „არსებობს რისკი, რომ თუ კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან “მოუჭერენ”, შესაძლოა, მათ მერე სერვისების გაძვირება არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ მოქალაქეებზე გადაიტანონ. “მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, თუ კლინიკებს „მოუჭერენ“ საყოველთაოდან, მერე კლინიკები “მიდგებიან-მოდგებიან”და შეიძლება იგივე დაუზღვეველ, არასაყოველთაო პროგრამით დაზღვეულ ნაწილზე გადაიტანონ გაძვირება. მაგალითად: დავუშვათ, 13 ათასი ღირს გულის შუნტირება, ახლა მთავრობამ უთხრა, რომ დაგიფინანსებთ 10 ათას ლარსო; ამ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები შეიძლება, ჩვენ მოგვიტრიალდნენ და ეს სერვისი არასაყოველთაო ნაწილს მოგვყიდონ არა - 13,000 ლარად, არამედ - 17 ათასად”, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი. მისივე თქმით, თუ მსგავსი შედეგი დადგება, მოქალაქეები კერძო დაზღვევაზე უარს იტყვიან და ისევ საყოველთაო პროგრამას ანუ ბიუჯეტს “დააწვებიან”. “ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამას სერიოზული გავლა და არგუმენტაცია უნდა. ჯერ კლინიკები კიდევ იბრძვიან, თუმცა ეს თუ ასე მოხდება, მერე ჩვენც ვიჩხუბებთ”, - აცხადებს ხეჩინაშვილი.

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://pia.ge/post/294715-aqciis-sedegad-4-adamiani-iqna-hospitalizirebuli

პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 4 ადამიანი გადაიყვანეს

აქციის შედეგად სულ 4 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, რომელთაგანაც 1 ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, 1 ამტელ ჰოსპიტალსში და 2 - ინგოროყვაში. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1 სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება. "ამტელ ჰოსპიტალსში გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/aqciis-dashlis-shedegad-4-piri-dashavda---rogor-ganmartavs-jandacvis-saministro-agnishnul-faqts-/44192

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-informaciit-parlamenttan-mimdinare-aqciidan-klinikebshi-otxi-adamiani-gadaiyvanes-romeltagan-erti-ukve-gaewera

ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/?id=93580

---  

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574492-parlamenttan-ugono-mdgomareobashi-mqopi-mamakaci-ipoves-romelic-savaraudod-cqlis-chavlis-gamoqenebisas-dasvelda-da-sxeulis-gadaciebis-gamo-shokur-mdgomareobashia

პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, წყლის ჭავლის გამოყენებისას დასველდა და სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაშია

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მან სხეულის გადაციება აქვს. უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია. ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574499-jandacvis-saministros-inpormaciit-axalgazrdas-romelic-parlamentidan-dges-dilit-saavadmqoposhi-gadaiqvanes-ara-sxeulis-gadacieba-aramed-alkoholuri-intoksikacia-daudginda

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდას, რომელიც პარლამენტიდან დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, არა სხეულის გადაციება, არამედ ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთი ადამიანი „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი „ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი - ინგოროყვას კლინიკაში. „ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, - აცხადებენ უწყებაში. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას დასველდა და დღეს დილით, სხეულის გადაციების გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი, პარლამენტთან იპოვეს, ჯანდაცვის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მამაკაცთან მიმართებაში ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. ამჟამად, პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები”, - განმარტავენ უწყებაში.

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574503-amtel-hospitalis-klinikuri-direktori-parlamentis-teritoriidan-gadaqvanil-axalgazrdaze-gadacieba-ar-qopila-cqlit-dasvelebuli-sheizleba-iqo-magram-diagnozi-alkoholuri-intoksikaciaa

„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორი პარლამენტის ტერიტორიიდან გადაყვანილ ახალგაზრდაზე - გადაციება არ ყოფილა - წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა

„ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სხეულის გადაციება ჰქონდა, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და დღის ბოლომდე საავადმყოფოდან გაწერენ. „08:30 საათისთვის შემოიყვანეს 23 წლის პაციენტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და რამდენიმე საათში გაეწერება. გადაციების შემთხვევა არ ყოფილა, წყლით დასველებული შეიძლება იყო, მაგრამ დიაგნოზი ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა”,- განაცხადა ლაშა მაჭარაშვილმა.

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=93575

აქციის მონაწილეს ზაზა ლიპარტიას თვალი დაუზიანდა ხოლო ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილს ხელი მოტყდა

აქციის მონაწილე ზაზა ლიპარტიამ წყლის ჭავლის მოხვედრის შედეგად თვალი დაუზიანდა, მარცხენა თვალის დაზიანების პარალელურად ლიპარტიას სახლის მიდამო აქვს დაზიანებული, პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალში" იმყოფება. ექიმების ცნობით ლიპარტიას ოპერაცია ესაჭიროება. აქციაზე დაზიანდა "მთავარი არხის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილიც. მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული. ექიმების ცნობით ჟურნალისტს ხელიც აქვს მოტეხილი. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან. ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთველის გამზირზე სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაშლის დროს პოლიციამ აქციის 28 მონაწილე დააკავა.

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/409333/?fbclid=IwAR0WNcHFSkYjASFyYvDwxGYMDs7OVCSm2ESR8CGFznWuluXLoWyuvE_8_eI

ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც აქციაზე თვალი დაუზიანდა, ისევ რუსთაველზე დაბრუნდა

---

 

26.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574538-ekimebis-inpormaciit-parlamentis-shenobastan-mimdinare-akciaze-dashavebul-pirs-tvalis-dakargvis-saprtxe-ar-emukreba

ექიმების ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ პირს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულ პირს თვალის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე სახვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კლინიკაში გადაყვანილი სამი პაციენტიდან ორი უკვე გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსში“ აქციიდან შემოვიდა სამი პაციენტი, რომელთაგანაც ერთი პაციენტი შემოვიდა ღამის საათებში, ხოლო ორი - დილას, 6 საათის შემდეგ. სამი პაციენტიდან ერთ-ერთი, რომელიც ღამის განმავლობაში იქნა შემოყვანილი, მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ორი პაციენტი, რომლებიც შემოვიდნენ დილის საათებში, ამ ეტაპზე არ იმყოფებიან ჰოსპიტალსში, რადგან არიან ბინაზე გაწერილი”,- განაცხადა კოსტანტინე სახვაძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან აქციის დაშლის შედეგად სულ 4 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/dgevandel-vitarebashi-parlamenti-rodis-da-vistvis-moiclis-vicit---ar-vicit/44156/

“დღევანდელ ვითარებაში პარლამენტი როდის და ვისთვის მოიცლის, ვიცით? - არ ვიცით”

“პარლამენტი დღევანდელ ვითარებაში როდის და ვისთვის მოიცლის ჩვენ ახლა ვიცით? -არ ვიცით”, - ეს განცხადება Bm.ge-ისთან სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების კომენტირებისას გააკეთა. მისი თქმით, მთავრობასთან ერთად თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და იმედია, ის მხოლოდ მთავრობის დადგენილების საფუძველზე გადაწყდება, ვინაიდან თუ თემას პარლამენტის ჩართულობა დასჭირდება, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, იმის თქმა, თუ როდის დაიწყებს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას რთული სათქმელია. “იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დაიძვრება ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს სურვილია, რომ ეს წელს ჩამოყალიბდეს და მოგვარდეს, მაგრამ საინტერესოა, ეყოფა თუ არა ამ თემას მთავრობის დადგენილება, რადგან თუ ასე არ იქნება, პარლამენტი დღევანდელ ვითარებაში როდის ვისთვის მოიცლის ჩვენ ახლა ვიცით? - არ ვიცით. ფაქტია, რომ საქართველოში შემოსული ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ტოვებს არაერთ დაუფარავ ანგარიშს. მაგალითად ეს ძალიან სერიოზული ტვირთია სასწრაფო სამედიცინო სამსახურისთვის, რადგან სასწრაფოს ხარჯებს ტურისტების ⅔ არ იხდის”, - აცხადებს ხეჩინაშვილი. მისივე თქმით, ამ დროისთვის არსებობს ნორმატიული აქტი, სადაც მსგავსი ჩანაწერი არსებობს, თუმცა ამ საკითხს არავინ აკონტროლებს საზღვარზე, ამიტომ აუცილებელია, პრობლემის მოგვარება დროულად დაიწყოს.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/241707/?fbclid=IwAR3bqwzxy-H4lydQIfINurCf8mYHKKQh_F2z9bCufxmld2MqWxHv2YbEjSw

რანიტიდინის შემცველი მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალა

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/chven-shesakheb/216445-vazha-gafrindashvilis-ojakhi-gaero-s-generalur-mdivans-mimarthavs-da-saqarthveloshi-specialuri-komisris-chamosvlas-ithkhovs.html?lang=ka-GE

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაერო-ს გენერალურ მდივანს მიმართავს და საქართველოში სპეციალური კომისრის ჩამოსვლას ითხოვს

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს, გაერო-მ საქართველოში სპეციალური კომისარი მოავლინოს. ამ მოთხოვნით ოჯახმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანა. „მივმართავთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაერო-ს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება“, - ნათქვამია წერილში, რომელიც საგარეო უწყებაში გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა შეიტანა. უწყებასთან იმყოფებოდნენ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ ახალი ინფორმაცია არ მიუღიათ. „ახალი ინფორმაცია არაფერი გვაქვს, დღეს არის დასვენების დღე ცხინვალში და დღესაც ვერ ახერხებს წითელი ჯვრის წარმომადგენელი შესვლას და ამანათის გადაცემას. როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, ხვალიდან ისევ ეცდებიან“, - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა. შეგახსენებთ, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574378-adamianis-uplebata-saertashoriso-pederacia-da-misi-cevri-organizaciebi-axalgorshi-gadaadgilebis-tavisuplebis-shezgudvam-mosaxleoba-humanitarul-izolaciashi-moakcia

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაციები - ახალგორში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ მოსახლეობა ჰუმანიტარულ იზოლაციაში მოაქცია

---

 

 

 ​