| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-26.09.2019 |
| Received On : | 26.09.2019 07:55 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 26.09.2019
ტელევიზია
26.09.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
პრემიერ-მინისტრის განცხადება ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6359213
ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6359199
იმედი - ქრონიკა 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6359093
---
25.09.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: მაესტროელები
დაბადებამდე "გამქრალი გოგონები." რატომ ანიჭებენ საქართველოში ბიჭებს დაბადების უპიორატესობას. უახლესი კვლევის მიხედვით ვითრება ბოლო 15 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემა ბოლომდე ამოწურული არ არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358689
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358597
---
25.09.2019
არხი: რუსთავი2
გადაცემა: ურიერი21:00
ტყიბული მასობრივი საპროტესტო ტალღის მოლოდინშია. ორი დღეა მაღაროელები ქალაქის სრულ პარალიზებას აანონსებენ. ქვანახშირის ქალაქში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების უმთავრესი წყარო სიცოცხლისთვის სარისკო სამუშაოს შესრულებაა. შახტში დასაქმებულებს, მათ შორის მათ, ვინც ამ დრომდე 300 მეტრის სიღრმეზე პროტესტს შიმშილობით გამოხატავს, მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვთ - იმუშაონ უსაფრთხოდ და კუთვნილი ანაზღაურება დროულად მიიღონ. საქნახშირის დირექტორს კონკრეტული პასუხი არ აქვს, როდის შეძლებენ ხელფასების გაცემას, თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პრობლემა, შესაძლოა, კვირის ბოლომდე გადაწყდეს.
http://www.rustavi2.ge/ka/news/142597
ტვ პირველი- დღის ამბები 22:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358633
I არხი - მოამბე 21:00- https://1tv.ge/video/meshakhteebis-protesti-4/
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358615
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358565
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358465
კავკასია - დღეს 19:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358432
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357953
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357829
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357786
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357419
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357402
I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357315
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6357167
---
25.09.2019
არხი: კავკასია
გადაცემა: დღეს 19:00
ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა დღეს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, რომლებსაც საარსებო შემწეობა სამი თვით შეუჩერდათ. თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს შემწეობის მიღება აღარ შეუჩერდეთ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358444
---
25.09.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
მკვლელი პარფიუმერია თქვენს სახლებბში. კვლევითი ორგანიზაცია მომხმარებელი.ჯი საფრანგეთის ლაბორატორიიდან საგანგაშო შედეგებს იღებს. საქართველოდან ტესტირებაზე გაგზავნილ 40-ვე პროდუქტში სიმსივნის და ასთმის გამომწვევი ნივთიერებები აღმოჩნდა.ლარპაკია ყველაზე მოთხოვნად კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებზე, რომელებსაც თქვენ სავარაუდოდ ყოველდღიურად მოიხმართ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358622
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6358322
---
ინტერნეტი
26.09.2019
ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება
20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის ადვოკატის, ალექსანდრე ზუბიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ადვოკატის ინფორმაციით, ჯიქური ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი. მისივე თქმით, ჯიქური 30 დღეზე მეტია შიმშილობს და არ შეწყვეტს შიმშილობას, ვიდრე მისი პროცესები არ დასრულდება. „მისი მდგომარეობა არის მძიმე. დაკავების დღიდანვე იყო ცუდად და იმის შემდეგ, დღითიდღე უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიზეზი არის ნერვიულობა. ამჟამად იმყოფება ციხის საავადმყოფოში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში. 30 დღეზე მეტია შიმშილობს და ეს შიმშილობაც თავისთავად მოქმედებს ამ ყველაფერზე. შიმშილობს იმიტომ, რომ მისი აზრით, უსამართლოდ არის პატიმრობაში და აქედან გამომდინარე ეს იწვევს შემდგომ იმ დაავადებების გართულებებს, რაც მას აქამდეც სჭირდა. მას ფეხზე დამბლა ჰქონდა და ახლა, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და მარცხენა ფეხი. გუშინ მოვინახულე და თქვა, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას მიუხედავად ჩემი არაერთი თხოვნისა და გააგრძელებს ბოლომდე, სანამ მისი სასამართლო პროცესები არ დასრულდება,“ - განაცხადა ალექსანდრე ზუბიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ 6 პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს, ცოტნე ცოტნიაშვილს, ბესიკ თამლიანს, ცოტნე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილს და ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მოსამართლემ ლევან ჯიქურის დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთ ღონისძიებად 5 000 ლარის გირაოს შეფარდებაზე არ დააკმაყოფილა და ჯიქური პატიმრობაში დატოვა.
---
26.09.2019
მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/premieri-is-rac-dges-da-gushin-xdeboda-tyibulshi-aris-absoluturad-miugebeli/40942
პრემიერი: ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი
ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, არის აბსოლუტურად მიუღებელი,- ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის გუშინ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებს. “თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს ის პრობლემებია, რომლებიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თთოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს შრომითი უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია, ის, რაც ტყიბულში ხდება. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა პრემიერმა. მანვე ეკონომიკის მინისტრს დაავალა დღესვე ჩავიდეს ადგილზე და იყოს მაქსიმალურად მკაცრი.
---
25.09.2019
ეკატერინე ტიკარაძემ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი. ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს, მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანება ხდება. „საქართველოში ვანხორციელებთ სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანებას და ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც გააჩნია ნიუ-იორკის შტატს“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: http://bfm.ge/sayoveltao-jandacvis-meqanizmi-icvleba-ra-riskebs-sheicavs-akhali-iniciativa/
საყოველთაო ჯანდაცვის მექანიზმი იცვლება – რა რისკებს შეიცავს ახალი ინიციატივა
მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმის ცვლილებას გეგმავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. “2013 წლიდან სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს. მაგრამ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. მკურნალობა ჩატარდა 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო, კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი”, – განაცხადა ტიკარაძემ. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას რაიმე ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა არ სჭირდება. საკმარისი იქნება პროგრამებში მთავრობის დადგენილების დონეზე ცვლილება. დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის ამოქმედება მტკივნეული იქნება ზოგიერთი კერძო კლინიკისთვის. “ყველას უნდა მოგების მიღება, მაგრამ არა სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე, ეს არის სახელმწიფოს არგუმენტი”, – აღნიშნავს ზოიძე. დეპუტატი კონკრეტული დეტალების დასახელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ის ცნობილი ამ ეტაპზე არ არის, თუმცა, აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში იყო ჩადებული, რომ ქვეყანა უნდა გადასულიყო ჯანდაცვის დაფინანსების სამართლიან მეთოდზე, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდებოდა. ეს მეთოდი განსაზღვარვს იმას, თუ რა რესურსი იხარჯება ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევაზე და შემდეგ უკვე ამის მიხედვით დააწესებს ფასებს. “კლინიკებში ერთი და იგივე მანიპულაციაზე რადიკალურად განსხვავებული ფასებია. მაგალითად, აპენდიციტის ოპერაცია თუ ერთ კლინიკაში ღირდა 1000 ლარი, მეორეში მისი ფასი 3 000 ლარს შეადგენდა. არადა, მანიპულაციები, პრაქტიკულად, სატანდარტული რესურსების ადამიანურ თუ მასალის დახარჯვას მოითხოვს, ასეთი განსხვავება არ უნდა იყოს. ასე რომ, აქ სახელმწიფო რეგულირება, როდესაც კერძო სექტორია დომინირებადი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. აქამდე, თუ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ ფასების გათვალისწინება, დღეს მოხდება ფასების სტანდარტიზაცია”, – აცხადებს ზოიძე. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმის ცვლილებას კარდიოლოგიური კლინიკა `გულის~ დამფუძნებელი ანზორ მელია მიესალმება. მისი ინფორმაციით, ერთი და იგივე მანიპულაციაზე სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასები დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. კლინიკა ‘გულის” დამფუძნებელი თვლის, რომ ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არანაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა. “კერძო ბიზნესში ჩარევაა ის, როდესაც ბიზნესს ავალდებულებ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია. მაგალითად, ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ 1 საწოლზე 900 ლიტრი რეზერვი უნდა გქონდეს წყლის. გამოდის, 70 ტონა რეზერვუარი მჭირდება, რომ კლინიკამ ფუნქციონირება გააგრძელოს – ეს შეუძლებელია. აქამდე ეს ასე არ იყო”, – აცხადებს მელია. მისი განმარტებით, თუ სამინისტრო და პარლამენტი ფასებს დაარეგულირებს, მაგაზე კარგი არაფერი იქნება. “დღეს კლინიკა ‘გულს” ძველი ფასები აქვს და არ დაუკორექტირებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძვირდება და ლარი უფასურდება”, – აცხადებს მელია.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/sazogadoebrivi-jandatsvis-epheqturobis-msophlio-reitingshi-saqarthvelo-114-e-adgilzea/
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტურობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 115-ე ადგილზეა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში ჯანდაცვის უნივერსალური დაზღვევის ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჯანმრთელობა გამოცხადებულია პოლიტიკურ პრიორიტეტად და შეზღუდული რესურსების ეფექტური მობილიზების შედეგად მოსახლეობის 90%-სთვის ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები ხელმისაწვდომია. რა მდგომარეობაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შემავალ 191 ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტურობის მხრივ და როგორია ქვეყნების რეიტინგი, ამის შესახებ დასკვნები გადმოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში “Measuring overall health system performance for 191 countries” კვლევის თანახმად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმეტეს მოთხოვნები დაცულია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტურობის ინდექი 0,9-დან 1-ის ფარგლებშია 191-დან მხოლოდ 25 ქვეყანაში. 1. საფრანგეთი 0.994 2. იტალია – 0.978 3. სან-მარინო – 0.988 4. ანდორა – 0.982 5. მალტა – 0.978 6. სინგაპური – 0.973 7. ესპანეთი – 0.972 8. ომანი – 0.961 9. ავსტრია – 0.959 10. იაპონია – 0.957 11.ნორვეგია – 0.955 12. პორტუგალია – 0.945 13. მონაკო – 0.943 14. საბერძნეთი – 0.933 15. ისლანდია – 0.932 16. ლუქსემბურგი – 0.928 17. ნიდერლანდები – 0.928 18. დიდი ბრიტანეთი – 0.925 19. – ირლანდია – 0.924 20. შვეიცარია – 0.916 21. ბელგია – 0. 915 22. კოლუმბია – 0.910 23. შვედეთი – 0.908 24. კვიპროსი – 0.906 25. გერმანია – 0.902 37. აშშ – 0.838 64. ყაზახეთი – 0.752 70. თურქეთი – 0.734 72. ბელარუსი – 0.723 73. ლიეტუვა – 0.722 77. ესტონეთი – 0.714 79. უკრაინა – 0.708 101. მოლდოვა – 0.639 104. სომხეთი – 0.630 105. ლატვია – 0.630 109. აზერბაიჯანი – 0.626 115. საქართველო – 0.615 117. უზბეკეთი – 0.599 130. რუსეთი – 0.544 151. ყირგიზეთი – 0.455 153. თურქმენეთი – 0.443 154. ტაჯიკეთი – 0.428 187. ნიგერია – 0.176 188. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 0.171 189. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 0.156 190. მიანმარი – 0.138 191. სიერა ლეონე – 0.000
---
25.09.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/565373-axali-sakartvelos-socialuri-mimartulebis-xelmzgvanelma-socialurad-daucveli-ojaxebi-moinaxula
„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა
„ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ დღეს ის სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა, რომლებსაც საარსებო შემწეობა 3 თვით შეუჩერდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს. თეონა ჭალიძე, ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს, გადამოწმების გამო საარსებო შემწეობა აღარ შეუჩერდეთ იმ დრომდე, სანამ გადამოწმების პროცესი არ დასრულდება. „ნარგიზა კორძაძეს სამი შვილიშვილი ჰყავს, მათ შორის ახალშობილი, რომლისთვის საკვების შეძენას ოჯახი ვერ ახერხებს. თამუნა აბრამიშვილი კი შშმ პირია. მას კიდურები დაბადებიდან არ აქვს. ბავშვთა სახლში გაიზარდა, არც ოჯახი და არც ნათესავები არ ჰყავს. ამ და სხვა ათასობით უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, ყოველი გადამოწმების დროს, 3 თვით საარსებო შემწეობას უჩერებენ. სამწუხაროდ არავინ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა ამ ხნის განმავლობაში. აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს წესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.
---
25.09.2019
მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ახალგაზრდა გოგო დაიღუპა
მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში მცხოვრები 30 წლის თამარ მერებაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ვალერი ჩიტაიამ უამბო. როგორც ის ამბობს, თამარ მერებაშვილი ეპილეფსიური გულყრის დროს უყურადღებობის გამო დაიღუპა. ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და მორიგე მედპერსონალს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა. მისი გარდაცვალების ფაქტი პანსიონატში ცნობილი დილას გახდა. „ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა. უთქვამს თავი მტკივაო. ამის შემდეგ 23:00 საათზე ნახა ბოლოს მედ პერსონალმა. გოგონამ, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა, მითხრა, რომ ღამე ცუდად იყოო, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდაო. ის ოთახიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა, რადგან ეტლით მოსარგებლეა. დილას თამუნას ცხედარი ოთახში იპოვეს. ამის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და გაიგო იმ გოგონამ სასწრაფოს ექიმის ნათქვამი - დიდი ხნის მკვდარია, უკვე ცხედარი გაციებულიაო“ - ამბობს ვალერი ჩიტაია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
---
25.09.2019
კახა კუკავას პარტია თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს
პარტია „თავისუფალი საქართველო“ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და შესასყიდ ფასად გაყიდვას იწყებს. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, კახა კუკავამ დღეს თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა და განაცხადა, რომ პარტია მალე დაიწყებს მედიკამენტების შემოტანას თბილისსა და რეგიონებში და მოსახლეობას იმ ფასად მიყიდის, რაც თურქეთში ღირს. კახა კუკავა ამბობს, რომ წამლის ფასი საქართველოში ორჯერ და სამჯერ აღემატება იგივე მედიკამენტების ფასს თურქეთთან, რუსეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ პრობლემას კი, ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიები ქმნიან. ამასთან, კუკავას თქმით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა საქართველოში წამლის ხარისხი გაცილებით დაბალია. „არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ არაორდინალური გადაწყვეტილება, დავიწყებთ ანტიმონოპოლიურ იმპორტს თურქეთიდან. ორშაბათიდან დედაქალაქში დავიწყებთ ამ მედიკამენტების გაცემას იგივე ფასად, რაც ღირს თურქეთში. ორი სამი კვირის შემდეგ კი, დავიწყებთ იგივე პროგრამას რეგიონებშიც. რადგან მთავრობამ შვიდი წელია, ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა კახა კუკავამ.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/501618
ზვიად შალამბერიძე: მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლის შეძენაც მოსახლეობას ერთ ლარად შეუძლია, ასამდე გაიზრდება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან – ლადო კახაძესთან ერთად, მთავრობის ახალი ინიციატივის, “დიალოგი ხალხთან” ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღევანდელი შეხვედრები სოფლებში: მექვენა, დერჩი, ჭაშლეთი და საჩხეურა გაიმართა. შეხვედრებზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე, მათთვის პრიორიტეტული საკითხი წამოჭრა. მათ შორის, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პრობლემებსა და სამედიცინო მომსახურებას. ზვიად შალამბერიძემ “კვირასთან” აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები, რათა პირადად, თითოეული მოქალაქისგან მიიღონ ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ. “ჩვენ ეს შეხვედრები დავიწყეთ ორ თვეზე მეტია. თითქმის ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას. ეს არის სამუშაო რეჟიმის შეხვედრა, რომ გავიგოთ რა გვიჭირს, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. ერთიანი ინფორმაცია გროვდება ჩემთან. შემდეგ ჩემგან მიდის ჩვენს მეთაურთან, იმ სამინისტროებთან რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხების განხილვა. რაც შეეხება, გამოხმაურებას წამლებთან დაკავშირებით,ჩვენ რომ დავიწყეთ შეხვედრები მაშინ იყო საუბარი 35 მედიკამენტზე, რომლის შეძენაც მოსახლეობას ერთ ლარად შეუძლია. ახლაც ასეა, მაგრამ რეალურად დაიძრა ეს საქმე და წლის ბოლოს ასამდე დასახელების მედიკამენტის შეძენა შეეძლება მოსახლეობას სიმბოლურად ერთ ლარად. ასე კეთდება საქმე და ამ პრინციპზე გადავედით, რომ ოთახებში კი არ ვისმინოთ რა უჭირს ხალხს არამედ, პირადად ვესაუბროთ, ჩავინიშნოთ, ჩავიწეროთ სახელი და გვარი. არა მხოლოდ , მთლიანად სოფელს რა უჭირს არამედ, თითოეულ მცხოვრებს რა უჭირს, რომ მივეხმაროთ. ეს შეიძლება იყოს სოციალური დახმარება და სხვა. არის პრობლემები, რომლესაც უნდა მიყოლა და ჩვენ მას მივყვებით “,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ. მმართველი გუნდის ინიციატივა “დიალოგი ხალთხან” მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდა. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონში, ქალაქებსა და სოფლებში ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას და მათ საჭიროებებს პირადად ისმენენ.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/501602
ტყიბულის აქციის მონაწილე – „პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ, ნუ მოეკარებიან ჩვენს აქციებს“
„პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ ნუ მოეკარებიან ჩვენს აქციებს“, – ამის შესახებ ტყიბულში, საპროტესტო აქციის ერთერთმა მონაწილემ გაგა ისაკაძემ განაცხადა. ისაკაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აქციები პოლიტიკურია. „გაჟღერდა, რომ ეს აქციები არის პოლიტიკური. ეს აქციები არ არის აპოლიტიკური. აქ მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მეშახტეები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, გაერთიანებული პროფკავშირები, ჩვენი დარგი“, – განაცხადა გაგა ისაკაძემ.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/46224/tyibuleli-meshakhteebis-protesti-grdzeldeba
ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი გრძელდება
ტყიბულში მეშახტეები მერიასთან იკრიბებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - მიიღონ კუთვნილი ხელფასები და ინფორმაცია კომპანიიდან, როდის აღდგება შახტებში საწარმოო პროცესი. მეშახტეების მხარდასაჭერად აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობაც მიდის, მათ შორის რამდენიმემ ბავშვები მიიყვანა. მათი თქმით, „ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, სანამ არ მოხდება მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილება“. შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ, კომპანია „საქნახშირი“ კი აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები აქვს.
---
25.09.2019
პროფკავშირები ტყიბულში შექმნილ ვითარებაზე პრემიერს მიმართავს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად. "საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ტყიბულში არსებული სიტუაცია მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. აუცილებელია საზოგადოებამ და ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შახტები უფრო სოციალური პროექტია ვიდრე მხოლოდ ბიზნეს პროექტი და მეტი ძალისხმევა და ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან, რათა ქალაქმა შეინმარჩუნოს სიცოცხლე. აღმაშფოთებელია, მეშახტეებისთვის იმ მიზერული ხელფასის დამადლება, რომელსაც წელიწადია იძულებითი უმუშევრობის პირობებში იღებენ, თუმცა ეს თანხაც არაა საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ხელფასის ყოველი გადაცილებული დღე ტყიბულისთვის ტრაგედიაა, კომპანია კი უკვე სამი კვირაა ვერ უზრუნველყოფს თანხის გადახდას, რაც სერიოზული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავიდეს მისი მართვიდან. ტყიბულში ახალი ინვესტორის შეყვანა უნდა მოხდეს, რომელსაც ძალუძს უპასუხოს ტყიბულში არსებულ გამოწვევებს. ერთი წლის წინ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმართა სამმხრივი პარტნიორობის კომისიას - შახტებში არ განახლებულიყო მუშაობა, სანამ საექსპერტო დასკვნით არ დადასტურდებოდა შახტებში უსაფრთხო შრომა. ინიციატივის საფუძველზე სწორედ სამმხრივმა კომისიამ საერთო გადაწყვეტილებით მოიწვია გერმანული კომპანია, რომელსაც დაუკვეთა ექსპერტიზა. აღსანიშნავია, რომ დასკვნა უკვე 10 თვეა მიღებული აქვს ხელისუფლებას, რომელიც მას ასაიდუმლოებს და პროფკავშირების გაერთიანებასაც კი, რომელიც ექსპერტიზის ინიციატორი იყო არ აძლევს გასაცნობად დოკუმენტს, მასში აღნიშნული ხარვეზების და მათი გამოსწორების გზების შესახებ. პროფკავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ დასკვნა შესაძლოა იყოს მძიმე და საჭიროებდეს დიდ და ხანგრძლივ ინვესტიციას, იმისთვის რომ ტყიბულში შრომა გახდეს უსაფრთხო. არსებული ფაქტორების მიუხედავად, ვფიქრობთ გამოსავალი არსებობს - უნდა მოხდეს შახტების გარკვეული ნაწილის ავტომატიზება, იქ კი სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ რისკები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ტყიბულისთვის აგრეთვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა. ქალაქ ტყიბულს თავისი შრომითი და ადამიანური რესურსით აქვს პოტენციალი განავითაროს სხვა ტიპის ბიზნესებიც, რისი ალტერნატივაც სამწუხაროდ ჯერ ჯერობით არ ჩანს. ფაქტი ფაქტად რჩება, ინვესტორი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს კომპანია და სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს ახალი პასუხისმგებლიანი ინვესტორის შესვლა ტყიბულში, რომელიც განახორციელებს ინვესტიციას შახტებში მუშაობის განახლების, უსაფრთხო შრომისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის. პროფკავშირები პროტესტის სოლიდარული იყო პირველი დღიდანვე და დარჩება ბოლომდე, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ მასში ჩავერთოთ ყველა სტრუქტურით ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხევაში საპროტესტო აქციებს შევუერთდეთ არა მხოლოდ ტყიბულში არამედ პროტესტი გავაგრძელოთ თბილისში "GIG ჯგუფი"-ს ოფისთან. პროფკავშირების გაერთიანება თხოვნით მიმართავს პრემიერ მინისტრს, როგორც სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის თავმჯდომარეს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, რათა პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების ინიციატივებს, როგორც უსაფრთხო შრომასთან ასევე მეშახტეების სოციალურ გარანტიებთან, მათ შორის საპენსიო ასაკის შემცირებასთან, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაუქმებასა და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით ტყიბულში" - აღნიშნულია მიმართვაში.
კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/profkavshirebi-tyibulshi-sheqmnil-vitarebaze-premierministrs-mimartavs
ექსპრესნიუს.ჯი-https://expressnews.com.ge/?id=90426
---
25.09.2019
ირაკლი პეტრიაშვილი - პრემიერ-მინისტრს მივმართავთ, ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით კომისიის სხდომა მოიწვიოს
პრემიერ-მინისტრს მივმართავთ, სასწრაფოდ მოიწვიოს კომისიის სხდომა ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ტყიბულს აქვს პოტენციალი და შრომითი რესურსი, რომ „ეს ქალაქი არ მოკვდეს და სიცოცხლე შთავბეროთ“. „მე, როგორც სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე, ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, სასწრაფოდ მოიწვიოს სხდომა ერთადერთი დღის წესრიგით -ტყიბულის მომავალთან დაკავშირებით და პასუხი გაეცეს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივას, როგორც შახტის უსაფრთხოებასთან, ისე მეშახტეთა სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით, როგორიცაა საპენსიო ასაკი, საშემოსავლო გადასახადი თუ ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფომ ტყიბულის შახტებისთვის უნდა მოიყვანოს ისეთი ინვესტორი, რომელიც პირველ რიგში, იქ მომუშავე ადამიანების შრომით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ჩვენი მოწოდებაა, შემოვიყვანოთ ისეთი ინვესტორი, რომელიც განახორციელებს ისეთი ტიპის ინვესტიციას, რომელიც უსაფრთხო შრომას უზრუნველყოფს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. არსებობს გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან. იქ, სადაც ადამიანებმა ფიზიკურად უნდა იმუშაონ, რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს დაბლა დაწეული. ამასთან, 21-ე საუკუნეა და სად არის ალტერნატიული სამუშაო ადგილები ტყიბულისთვის?! რატომ უნდა იყოს ტყიბული მხოლოდ იმაზე დამოკიდებული შახტა იმუშავებს თუ არა?! ჩემი აზრით, არსებული კომპანია ვერ პასუხობს გამოწვევებს და ის თვითონ უნდა წავიდეს. სახელმწიფომ კი სასწრაფოდ უნდა მოიყვანოს ინვესტორი, რომელიც შესაბამის ინვერსტიციას განახორციელებს, პირველ რიგში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, მეშახტეები სახელფასო დავალიანების გაცემის მოთხოვნით, ტყიბულის მერიასთან აქციას მართავენ. აქციაზე მეშახტეთა მხარდასაჭერად ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა. მშობლები აცხადებენ, რომ ბავშვებს არ გაუშვებენ სკოლაში, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მეშახტეთა მოთხოვნები. ამასთან, 25-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში გუშინ 300 მეტრ სიღრმეში ჩავიდა და ამოსვლას არ აპირებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=90415
„საქნახშირის“ დირექტორი ვარაუდობს, რომ გაფიცული მეშახტეების ხელფასების გაცემა კვირის ბოლოს დაიწყება
"საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს. ამასთან, ჯაყელის ინფორმაციით, ისინი ელოდებიან ხვალ დაგეგმილ მთავრობის სხდომას, რომელზეც საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ხელფასების პრობლემა რამდენიმე დღეში მოგვარდება. "2018 წლიდან გავცემთ ხელფასებს და მეთოთხმეტე თვეზე შეგვექმნა პრობლემა, რომლის რეგულირებაზეც ვმუშაობთ მთავრობასთან. ხვალ სამთავრობო სხდომაა, ვისაუბრებთ არსებულ პრობლემებზე, თუ ეს საკითხი მოგვარდა, პარასკევიდან ხელფასების გაცემას დავიწყებთ, თუ არა, მომდევნო სხდომაზე გავაგრძელებთ მსჯელობას", - განაცხადა "საქნახშირის" დირექტორმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.
პია.ჯი- https://pia.ge/post/283373-saqnaxsiris-direqtori-xelfasebis-gacemas-paraskevidan-daviwyebt
---
25.09.2019
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ტყიბულელ მეშეხტეებს მხარდაჭერას უცხადებს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა. "ტყიბულის მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვანახშირის მრეწველობის განვითარებასთან. დღეს ქვანახშირის წარმოება სავალალო მდგომარეობაშია - საწარმოები იხურება და შესაბამისად დასაქმებულთა რიცხვი იკლებს, ხოლო ამ დარგში არსებული რთული ვითარების ლოგიკური შედეგი ისაა, რომ დღეს მეშახტეებს ხელფასებსაც უგვიანებენ, რის გამოც ისინი იძულებულნი არიან მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმებს. 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებას მეშახტეები მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაახსენდა, როდესაც ადრე გაცემული ტყუილი დაპირებების მსგავსად, არჩევნების მეორე ტურშიც ხელისუფლების მხარდაჭერის სანაცვლოდ შახტის ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად ტყიბულის შახტების აღდგენა და განვითარება დასახელდა. ამ მიმართებით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. 2006 წლისათვის ტყიბულში წლების მანძილზე პირველად აღდგა ქვანახშირის სამრეწველო მოპოვება და ამ მაჩვენებელმა 30 ათას ტონიდან 2012 წლისათვის 350 ათას ტონას გადააჭარბა. შედეგად ტყიბულში 1700-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ასევე ათეულობით მილიონი ლარის პროდუქცია იქმნებოდა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადიოდა, რაც დამატებით სავალუტო შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაერთხელ ესტუმრა, მათ შორის შახტაშიც იყო ჩასული და უშუალოდ ადგილზე არსებულ პრობლემებს ეცნობოდა. ხელისუფლების მიერ დიდი ყურადღებისა და ძალისხმევის შედეგად ამ დარგის განვითარების მიზნით სულ უფრო ახალი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება გრძელდებოდა. 2009 წელს გაიხსნა ნახშირის გადასამუშავებელი ფაბრიკა, რის შედეგადაც მომხმარებელს ტყიბულიდან ნახშირი უკვე გადამუშავებული სახით მიეწოდებოდა, რამაც ნახშირის ფასი და შესაბამისად შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები და ქვანახშირის მრეწველობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი სისტემეტურად იზრდებოდა. აღნიშნულთან ერთად ტყიბულში კიდევ ერთი დიდი პროექტი განხორციელდა - კერძოდ 2011 წელს აშენდა ქვანახშირზე მომუშავე 13 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური, რომელიც ნედლეულად ტყიბულის ნახშირს მოიხმარს. 2011 წლისათვის განსახილველად იქნა წარდგენილი ნახშირზე მომუშავე 300 (ანუ ორი 150 ) მეგავატი სიმძლავრის ტყიბულის თბოელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტი, რაც ნახშირის მოპოვების მაჩვენებლების ძალიან დიდი მოცულობით ზრდას ითვალისწინებდა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი ექსპლუატაციის დროს. ამისათვის გათვალისწინებული იყო ახალი აუთვისებელი საბადოების ათვისებაც. აღნიშნული პროექტის მიხედვით ეს ობიექტი 2015 წლისათვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 7 წლის განმავლობაში ამ მიმართებით აღარაფერი გაკეთებულა, არაერთი ტყუილი დაპირების შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა კიდეც, რომ ეს პროექტი აღარ განხორციელდება, არა თუ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეასრულეს, არამედ 2012 წლამდე დიდი ძალისხმევითა და შრომის შედეგად ამოქმედებული საწარმოების გააჩერეს. 2018 წლის მაისის თვიდან გაჩერდა ფუნქციონირებადი 13 მგ.ვტ. სიმძლავრის თბოელექტროსადგური და 100 მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. რეგრესი ამით არ გაჩერებულა და დღეს მეშახტეებს განუცხადეს, რომ მათ ხელფასებს ვეღარ გასცემენ. ქვანახშირის მრეწველობა არის ძალიან სპეციფიკური დარგი, რომელსაც სჭირდება ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება და ზრუნვა დღევანდელი ხელისუფლების უყურადღებობის გამო და იხურება საწარმოები, ასობით ტყიბულელი უმუშევარი რჩება და ქალაქს ტოვებენ ადამიანები იმაზე მეტი ტემპით, ვიდრე ეს 90-იან წლებში შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს ტყიბულელ მეშახტეებს ყურადღება მიაქციონ, ადგილზე ჩავიდნენ და მოთხოვნები შეასრულონ. პარტია მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს" - აღნიშნა მელიქიშვილმა.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/salome-zurabishvili-chven-brwyinvale-eqimebi-gvyavs-saqartvelo-metad-popularuli-xdeba-samedicino-turizmisatvis
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, საქართველო მეტად პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის
ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, საქართველო მეტად პოპულარული ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რასაც საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო. „მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც მითოლოგია ჯანმრთელობასა და მედიცინასთან აკავშირებს მედეას, მედიცინის ქალღმერთის წყალობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას. არც ის არის გასაკვირი, რომ ჩვენ ბრწყინვალე ექიმები გვყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. საქართველო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად ხორციელდება. ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი დაავადების განკურნება არის შესაძლებელი, მედიცინა სასწაულებს ახდენს, მაგრამ ფასები მრავალჯერ იზრდება და ტვირთად აწევს სოციალურ ბიუჯეტს, საზოგადოებრივ სამსახურებსა და ცალკეული მოქალაქეების პირად რესურსებს. „საქართველომ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის სასარგებლოდ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა სხვა სექტორებთან შედარებით და ჩვენი მოქალაქეების 90 პროცენტს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, TB-ის, TB-ის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სფეროში; შიდსი/აივ თითქმის დაძლეულია. საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა. ჩვენ კიდევ ბევრი სერიოზული გამოწვევა გვაქვს. მეამაყება, რომ ამ ორიოდ დღის წინ შედგა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც USAID-ის უჭერს მხარს. იმედი გვაქვს, ეს პროექტი საფუძვლად დაედება საერთაშორისო თანამშრომლობას საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
---
25.09.2019
"ჩისტაია ლინია", "გარნიე"... რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს - საგანგაშო კვლევა
სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება და სხვა მძმე დაავადებები - გაეცანით იმ პარფიუმერულ-კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. 40 სახეობის ჰიგიენური საშუალება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ავთვისებიანი სიმსივნის, ასთმისა და სხვა დაავადებების გამომწვევი იყოს, ქართულ ბაზარზე იყიდება. ორგანიზაცია "მომხმარებელი.ჯი" აქვეყნებს კვლევის საგანგაშო შედეგებს. როგორც გაირკვა, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს რუსული და უცხოური წარმოების თმის საღებავები, შამპუნები, საცხები და სხვადასხვა პროდუქტები. ორგანიზაციამ საფრანგეთში ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად ყველა ის პროდუქტი გაგზავნა, რომლებსაც საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. თავად "მომხმარებელი.ჯის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ახდენდეს ბაზარზე არსებული საშუალებების კონტროლს, თუმცა მნსგავსი კონტროლის მექანიზმი დღეს საქართველოში არ არსებობს. "ჩვენ 40 სხვადასხვა დასახელების პროდუქცია შევამოწმეთ და ყველაში აღმოჩნდა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება, რომელიც სიმსივნეს და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს. პარფიუმერულ-კოსმეტიკური ნაწარმი საქართველოში არ მოწმდება, მხოლოდ მეწარმეთა კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებული" - აცხადებს კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/501552
საქსტატის სტატისტიკა – რის გამო იღუპებიან ადამიანები საქართველოში
საქართველოში 2018 წელს 51 138 ბავშვი ცოცხლად დაიბადა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2016 წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 9.6 პროცენტით შემცირდა. ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა, რაც მთლიანი მონაცემის 31.6 პროცენტს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე რიცხვი ამ მხრივ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში დაფიქსირდა – 328 ბავშვი. რაც შეეხება სქესთა სტატისტიკას, 2018 წელს საქართველოში 26 538 ბიჭი და 24 600 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოსთან ერთად 107.9 ბიჭი გაჩნდა. 2018 წლის მონაცემებით, 15-19 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 32.3 შეადგინა, ხოლო 20-24 წლის ასაკის 1000 ქალის მიერ ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ – 121.9. 2016 შედარებით ეს მონაცემები შემცირებულია. საქსტატის მიერ გავცელებული ინფორმაციის თანახმად, დედის საშუალო ასაკს პირველი ბავშვის დაბადებისას, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 25.6 წლამდე გაიზარდა, მაშინ როცა 2016 წელს 25.0 წელი დაფიქსირდა. 2018 წელს 438 ბავშვი მკვდრად დაიბადა, რაც 2016 წელთან შედარებით 21.5 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაბადების მსგავსად კვლავ თბილისში დაფიქსირდა – 12 122 ადამიანი (26.1%), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 656 ადამიანი (1.4 %). 2018 წელს 1 წლამდე ასაკის 416 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 2016 წელთან შედარებით 0.9 პუნქტით შემცირებას გულისხმობს. გარდაცვალების უმეტეს მიზეზად კი, 2018 წლის მდგომარეობით საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის უმეტეს ქვეყნებში, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (46.3 პროცენტი) და სიმსივნეები (15.8 პროცენტი) დასახელდა.
---
25.09.2019
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/229960/
ბათუმის სოციალურ სასადილოებსა და თავშესაფარში 4 დღეა გარკვეული პროდუქტები არ შედის
ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, მათ დაქვემდებარებაში არსებული სასადილოები და დროებითი ღამის თავშესაფარი მეოთხე დღეა რძით, რძისა და სხვა სახის პროდუქტებით აღარ მარაგდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სოსი“ სააგენტომ 23 სექტემბერს 10 ათასამდე ლარით დააჯარიმა, ხოლო დღეს, 25 სექტემბერს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. სოციალური სერვისების სააგენტოს მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 5 182 ბენეფიციარი და დროებითი ღამის თავშესაფრის 50 უსახლკარო ბენეფიციარი რჩება საკვების გარეშე“, ამიტომ ერთი თვის მარაგს ტენდერის გარეშე შეისყიდიან. ამ პერიოდში კი ხელახლა ტენდერს გამოაცხადებენ, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი მომარაგების მიზნით. სოციალური სერვისების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბენეფიციარებისთვის საკვების მიწოდებაში პრობლემა არ შექმნილა, თუმცა ზოგი პროდუქტის მარაგი ამოწურულია და ელოდებიან შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ერთი თვის მარაგის დროულად შესაძენად. ამონარიდი სააგენტოს მოხსენებითი ბარათიდან შპს „სოსის“ ორი ტენდერი ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, ხელშეკრულებები 96 946 და 96 493 ლარზე იყო გაფორმებული. შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის 25 სექტემბრის მდგომარეობით გადახდილია, შესაბამისად, 57 549 ლარი (59%) და 68 352 ლარი (71%). „ბათუმელები“ შეეცადა დაკავშირებოდა კომპანიას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
---