| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-26.08.2019 |
| Received On : | 26.08.2019 09:08 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 26.08.2019
ტელევიზია
26.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6295746
I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6296114
---
25.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ექთნების დეფიციტია. დაბალია განათლებისა და კვალიფიკაციის დონეც, რაც პაციენტების მომსახურების ხარისხზე აისახება. პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად ჯანდაცვის უწყება პერსონალის გადამზადების ახალ პროექტს იწყებს. 2025 წლამდე გაწერილი გეგმა რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6295558
---
25.08.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორია დანგრევის პირას არის. დაზიანებულია ჭერი, იატაკი და კედლები. შენობაში ბათქაში ყოველდღიურად ცვივა. მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი ჰიპოკრატეს ფიცს არ ივიწყებს და პაციენტებს მაინც იღებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6295529
---
24.08.2019
არხი: მაესტრო - ახალი ამბები 12:00
გადაცემა:
მარტვილის სასწრაფო დახმარების პერსონალი მუშაობას ახლად აშენებულ ცენტრში გააგრძელებს. ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და ის სრულად არის აღჭურვილი, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე შექმნილია პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობებიც. ამ დრომდე მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ერთ-ერთი კერძო შენობის ორ ოთახში იყო განთავსებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6294279
---
24.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. რეაბილიტაცია 4 ადმინისტრაციულ ერთეულშია დაწყებული. სოფელ სუფსაში კი ახალი შენდება, რისთვისაც ჯამში 170 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. შენობები თანამედროვე ტექნიკითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6294732
---
24.08.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: დღის ამბები 17:00
გვიან ღამით ხმაური იყო 158-ე სკოლის მიმდებარედ არსებულ შენობაში. იქ დევნილები, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები შეიჭრნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ფართით უზრუნველყოფაა, სადაც მცირეწლოვან შვილებთან ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ. ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით, ნაწილი უკვე დაკმაყოფილებულია ფართით, ნაწილთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არასრულწლოვნებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნულ ფართში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6294604
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6294361
---
24.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 12:00
ზესატაფონის ფეროშენადნობი ქარხნისა და ჭიათურის მანგანუმის მაღაროში დასაქმებულების უფლებებზე, სამართლიან ზეგანაკვეთურ შრომასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოზე საუბრობენ, საერთაშორისო კონფერენცია-სემინარზე, რომელიც ქობულეთში ტარდება. კონფერენციის მონაწილეებმა უცხოური ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრეს, რომლის დანერგვა და შემოღება საქართველოშ აუცილებლობად მიაჩნიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6294319
---
23.08.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 12:00
ფესტივალი ექო ვეივსი დაიწყო ანაკლიაში. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი სამედიცინო დახმარების ორი პუნქტი, სასწარო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის ერთი რეანომობილიც განათავსა. (მეორე ვიდეო ფაილი)
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6292695
იმედი - ქრონიკა 09:00- მეორე ვიდეო ფაილი-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6292165
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- მეორე ვიდეო ფაილი-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6292372
ტვ პირველი - დღის ამბები 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6292526
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293647
---
23.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს, მომავალი 2 კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს. ჯამრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ცხელ დღეებში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და დიდი ოდენობით სითხე მიიღონ. რისკ ჯგუფში არიან 75 წელს გადაცილებული ადამიანები, ბავშვები და ქნოლოკული დაავადებების მქონე პირები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293997
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293953
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293951
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293921
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293773
პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293549
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293504
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293421
---
23.08.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს. დუმბაძეები, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ცხოვრობენ. მათი სახლი მეწყერმა დაანგრია. სამთვიანი, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრების შემდეგ, მერიამ დუმბაძეებს ფიცრული შეუძინა, თუმცა მხოლოდ 240 ლარიანი პენსიის იმედად დარჩენილ ოჯახს, სახლის ასაშენებლად, თანხის სესხებამ მოუწია, რაც მათთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი აღმოჩნდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6293943
---
23.08.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
მოსახლეობაში არსებული საჭიროებებისა და სოფლად არსებული პრობლემების ადგილზე გასაცნობად სამეგრელო, ზემო-სვანეთის რეგიონში მოქალაქეებთან შეხვედრები გრძელდება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრები ამჯერად მარტვილის მუნიციპალიტეტის: ნაგვაზოს, ლეხაინდრაოს და ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი ესწრებოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6292637
---
ინტერნეტი
26.08.2019
ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ. „ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, აქაური მოსახლეობისთვის იყო ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც. კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული“,- ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88932&fbclid=IwAR2GHFG48BFpsaivkhI6kKOen6OwqmmRKvayUBRQizaatNHZf8atGjtO2yk
---
26.08.2019
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება და სიმბოლურ ფასად გაიყიდება
როგორც „კომერსანტს“ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, უახლეს მომავალში იზრდება იმ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო დასახელების მედიკამეტების რაოდენობა, რომლებიც სიმბოლურ ფასად გაიყიდება: „თვისობრივად უნდა შევცვალოთ ქრონიკული დაავადებების რაოდენობა , რადგან 35 ძალიან ცოტაა და აუცილებლად უნდა გავზარდოთ. დღესდღეობით, ქრონიკული ავადმყოფები ყოველწლიურად წამლებში ხარჯავენ 726 მლნ. ლარს. თანაც, მედიკამენტები ყოველთვიურად ძვირდება, ყოველ შემთხვევაში უფრო სწრაფად ვიდრე ინფლაცია, ამიტომ ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. 100-მდე მაინც უნდა გაიზრდოს იმ წამლების რაოდენობა, რომელთაც სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, შშმ პირები, ვეტერანები, პენსიონერები და სხვა ჯგუფები, სიმობლურ ფასად შეიძენენ. დანარჩენი მოსახლეობა კი ნახევარ ფასად მაინც. ამ ინიციატივის შესახებ მთავრობამ თავის დროზე გააჟღერა, თუმცა ახლა უკვე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პროექტის განსახორციელებლად. საშემოდგომო საპარლამენტო სესიაზე უკვე ეს საკითხი დღის წესრგიში დადგება და ძალიან მალე ამოქმედდება“. შეგახსნებთ, დღეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტი 1 ლარად იყიდება და აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში მიიღო. პროგრამა - „35 მედიკამენტი 1 ლარად“ - განკუთვნილია გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
---
26.08.2019
რამდენი მანქანა ემსახურება სახელმწიფო უწყებებს - სამინისტროები, რომელთაც ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებიათ
სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უწყებებს შორის, ყველაზე მეტი ავტომობილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემსახურება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, აღნიშნული უწყების ბალანსზე 104 ავტომობილია. ამასთან, ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს გასაჯაროვებული 6 სამინისტროს. საუბარია, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ სამინისტროებს, რომელთა მონაცემებიც "ბიუჯეტის მონიტორზე" არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. აუდიტის სამსახურის ცნობით, მონაცემების მიღებისთანავე, ვებგვერდი განაახლებს ინფორმაციას. რაც შეეხება სხვა უწყებების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობას, ასე გამოიყურება: საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 88 ავტომობილი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 ავტომობილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 9 ავტომობილი; საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 55 ავტომობილი; რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 104 ავტომობილი; იუსტიციის სამინისტრო - 87 ავტომობილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 49 ავტომობილი.
---
25.08.2019
"კომატოზურ მდგომარეობაშია, ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით" - უმძიმესი ავარიის შემდეგ, ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება
ირაკლი ძამუკაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება. ის 30 ივლისს სანაპიროზე, მოტოციკლით გადაადგილებისას, მძიმე ავარიაში მოჰყვა. ირაკლის ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და მწვავე სეფსისი აღენიშნება. ექიმების თქმით, მდგომარება კრიტიკულია და პაციენტის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავდაპირველად მას საქართველოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გახდა საჭირო. ამჟამად ირაკლი მკურნალობას ანკარაში განაგრძობს. "სიცხემ დაუწია, ანტიბიოტიკებს უკეთებენ. ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია, პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა, და ინფექციონისტის დასკვნას ველოდებით", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში დაშავებულის ახლობელი, რომლის თქმითაც, მხოლოდ პირველადი გამოკვლევა 12 000 დოლარი დაჯდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლის მკურნალობისთვის 50 000 დოლარზე მეტია საჭირო. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ირაკლის დედის, თიბისი ბანკის ანგარიშზე შეუძლიათ. მიმღები: ზეინაბ სანდოძე GE37TB7862445064300001
---
25.08.2019
4 წლის ანასტასია გოგიტიძეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა - გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება
4 წლის ანასტასია გოგიტიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას 23 აპრილის დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. ამჟამადა მკურნლობას იაშვილის კლინიკაში გადის. ნუ ფიქრობთ რომ თუ საქრთველოში ვაგრძლებთ მკურნალობას და ლიეკემის მკურნალობას ჯანდაცვა აფინანსებს, ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, ჩვენ ყველასგან მიტოვებული დედების ჯგუფი ვართ რომლებიც მარტო იბრძვიან შვილის სიცოცხლისთვის, წლობით, იაშვლილის კლინიკის კედლებში. ხანდახან 1 ლარიცი კი სასწაულს ნიშნავს აქ ამ კედელებში. გგონია რომ ფულის საჭრელი მანქანა უნდა გქონდეს რომ რეგიონიდან გადმოსახლებულმა ყველაფერს გაუძლო. არაფერს დავამტებთ ამ წერილს მხოლოდ გთხვთ გაზაროთ ამ დედების ტკვილი მიტვებული ჰყავთ შვილები ოჯახი სამსახური და ყოველ დღეს ცდილობენ შვილების სიცოცხლისთვის იბრძოლონ. ძალიან გთხოვთ თითეულ ადამიანის ანასტასიას დასახმარებლდ გაიღოთ თუნდაც ერთი ლარი" 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ ანასტასია გოგიტიძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვის ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
25.08.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/ra-safrtxe-uaxlovdeba-saqartvelos-kavkasionze-midis-katastrofuli-dnoba
რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა”
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის. სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს" განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია, შესაბამისად, კატასტროფული დნობა უფრო ადრეა მოსალოდნელი. „ვიცით, რომ კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა, თუმცა ეს პროცესი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პროგნოზი იყო გაკეთებული, რომ ეს 2050 წელს მოხდებოდა, მაგრამ აშკრაა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და მნიშვნელოვანია მოსახლეობამაც კარგად შეიგნოს," - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ. რაც შეეხება ხანძრებს საქართველოში, რისკი უფრო მეტად იზრდება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, რამაც შესაძლოა მასშტაბური სახეც კი მიიღოს. მაგალითად, ბოლოს, გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზება მოხდა, რაც გლობალური დათბობით იყო გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა 3 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს. ამის შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს. ნინო ჩხობაძე გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ კატასტროფული ვითარება არ შეიქმნას. „გლობალური კლიმატის ცვლილებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურები. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ძალიან მაღალი სიცხეები იქნება, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ეხება, თუმცა, ამის შესახებ ბოლომდე პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს. „მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივობა დიდია და ეს ინდიკატორია სწორედ კლიმატის ცვლილებისა, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც მნიშვნელოვნად აპირებენ საუბარს. „ხანძრები არის გახშირებული. რაც გლობალურად ძალიან სერიოზული პრობლემა გახდა. ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა ძალიან გამწვავებულია. თუკი გარემოსთან მიმართებაში ვიქნებით გაუფრთხილებლად, ხანძრების გახშირებას უნდა ველოდოთ. მოვუწოდებდი ყველას, რომ ამ დღეებში და შემდეგაც, მოვერიდოთ ცეცხლის დანთებას ტყეებში. „მაქსიმალურად შევეცადოთ არ გადავდგათ ისეთი ის ნაბიჯები, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ კოცონისა და ცეცხლის დანთებას," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ. ტემპერატურის მომატების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც. გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციები, რომლის შესახებაც მან 23 აგვისტოს ისაუბრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
---
24.08.2019
მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/?id=88903
მარტვილის სასწრაფოს ახალი შენობა გადაეცა
დღეიდან მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. ოფისი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. სამედიცინო სახარჯი მასალის შენახვისთვის, სპეციალური ოთახია გამოყოფილი. შენობის გარე პერიმეტრი კი, სპეციალურად სასწრაფოს ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი. ამ დრომდე, მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ერთ-ერთი კერძო შენობის ორ ოთახში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები.
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/561218-martvilis-sascrapo-samedicino-daxmarebis-samsaxurs-axali-shenoba-gadaeca
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/254763
რეგინფო.ჯი- http://region.ge/12413-martvilis-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-samsakhurs-akhali-shenoba-gadaeca.html
პია.ჯი- https://pia.ge/post/278686-martvilis-saswrafos-axali-senoba-gadaeca
კვირა.ჯი- http://kvira.ge/493596
---
24.08.2019
მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11351
რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს, რომლებსაც აცრები არასრულად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში აცრიან. მოზარდების იმუნიზაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მობილური ჯგუფები იზრუნებენ, სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს ჩაატარებენ და საჭიროების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით, მოზარდებს ვაქცინაციას სკოლაშივე ჩაუტარებენ. „მოხდება იმ კონტიგენტის შესწავლა, რომელიც სექტემბერში სკოლაში წავა, როგორი იმუნური სტატუსის არის. თუ ერთად თავი მოიყარა დიდი ოდენობით ისეთმა ბავშვმა, რომლებსაც არასრული იმუნური სტატუსი აქვს იმის გამო, რომ ან ერთხელ არის აცრილი, ან არასდროს არ არის, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს და უფრო რელევანტური იყოს ადგილზე ბრიგადის მისვლა“, – აცხადებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა დარახველიძე.
---
24.08.2019
მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/quotseqtoris-janmrtelobisatvis-uketesia-sadazgvevoebisa-da-mati-klinikebis-gayofa-moxdesquot/38792
"სექტორის ჯანმრთელობისათვის უკეთესია სადაზღვევოებისა და მათი კლინიკების გაყოფა მოხდეს"
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებისა და მათ საკუთრებაში არსებული კლინიკების განცალკევება სექტორის გაჯანსაღებისთვის საჭირო პროცესია. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ სთხოვდნენ კლინიკების აშენებას, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არაა და დღეს მათი გაყოფა უნდა მოხდეს, თუმცა მისივე განმარტებით, ეს პროცესი ერთი ხელის მოსმით არ უნდა განხორციელდეს. "თავის დროზე არასწორი ფორმა იყო, როცა სახელმწიფომ დაავალდებულა სადაზღვევო კომპანიები, რომ აეშენებინათ საკუთარი კლინიკები. ეს ხდებოდა დაახლოებით 10 წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ზოგჯერ დაძალებთ, ზოგჯერ სხვადასხვა პირობების შექმნით თხოვდნენ და მოითხოვდნენ ამის გაკეთებას. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა არაა. რა თქმა უნდა, არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი განცალკევება, თუმცა თავად სექტორის ჯანმრთელობისათვის უკეთესია, ასე მოხდეს. მე ვიცი სადაზღვევოები, რომლებსაც აქვთ აფთიაქებიც და კლინიკებიც. ისინიც თვლიან, რომ ამ ეტაპზე ეს განცალკევება კარგი იქნება, თუმცა ეს პროცესი ერთი ხელის მოსმით არ უნდა მოხდეს", - ამბობს ონოფრიშვილი.
---
24.08.2019
აქვს თუ არა 14 წლის მოზარდის გარდაცვალებას კავშირი „ლურჯ ვეშაპთან“
„ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, გარდაცვლილი 14 წლის გოგონაა 9 ივნისს გახმაურებული საზარელი შემთხვევიდან მალევე 14 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იყო. ოჯახის ახლობლების თქმით, მათ გონივრული ეჭვი აქვთ, რომ გოგონა სახიფათო თამაშში „ლურჯ ვეშაპში“ იყო ჩართული. „პრაიმტაიმის“ წყარო აღნიშნავს, რომ 14 წლის მოზარდი ამ შემთხვევამდე უცნაურად იქცეოდა. ორჯერ ავარიაშიც მოჰყვა, თუმცა საბედნიეროდ მაშინ გადარჩა. დედამ შენიშნა, რომ როცა ბავშვს უახლოვდებოდა, გოგონა ტელეფონს თიშავდა. „როცა დედამისი მიუახლოვდა და ტელეფონს დახედა, გოგონამ სასწრაფოდ გათიშა. დაეჭვდა დედა და ბავშვმა უარყო საშიშ თამაშთან კავშირი. ამის შემდეგ უცნაურ ვითარებაში ორჯერ ავარიაში მოჰყვა, მაგრამ მაშინ გადაგვირჩა. ნათესავები ამბობენ, რომ საავადმყოფოში მიყვანისას მკლავზე ნანემსარი ჰქონდა, როემლიც ექიმების გაკეთებული არ იყო. ისინი ამბობენ, რომ ბავშვის მკურნალ ექიმს უთქვამს, რომ ისეთი ნივთიერება აქვს გაკეთებული, რომელიც სისხლში კვალს არ ტოვებსო. კრიტიკულად მძიმე იყო ჩვენი გოგონას მდგომარეობა, თავი რით მოიწამლა არ ვიცით, ამას შეეწირა 14 წლის გოგოს სიცოცხლე - ამბობს ოჯახის ახლობელი. „პრაიმტაიმი“ შსს-ს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, შსს გოგონას კავშირს სახიფათო თამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირს არ ადასტურებს.
---
23.08.2019
ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა
ჯანდაცვის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა. მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=88866
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/561134-jandacvis-saministrom-anakliashi-musikaluri-pestivalis-dasrulebamde-samedicino-daxmarebis-punktebi-gaxsna
---
23.08.2019
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. „ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მეტეოლოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქსელიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა. ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი. მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მოვერიდოთ გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს სიარულს და ხშირად გავგრილდეთ, მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მოსახლეობა უნდა მოერიდოს დაბინძურებულ წყალში ბანაობას, რადგან ძლიერი სიცხის დროს აქტიურდება სხვადასხვა ინფექცია. „ასევე, უნდა მოვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, სადაც არ ვართ გარანტირებული, რომ საკვები ინახებოდა შესაბამის ტემპერატურაზე; დავლიოთ ისეთი წყალი, სადაც ვართ დარწმუნებული, რომ წყალი იყო სუფთა. ზოგადად, სასურველია, რომ ამ დროს, როდესაც ეჭვი გვეპარება წყლის ხარისხში, მივიღოთ გადადუღებული წყალი ან შესაბამისად ბოთლში ჩამოსხმული წყალი”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან ასევე რეკომენდაცია გაუწია მუნიციპალიტეტებს, ქუჩები დაამუშავონ ე.წ. წყლის გამფრქვევი მანქანებით. ამასთან, დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია: "შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე; შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს; ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა; დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია; ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს; მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით;თავი აარიდეთ სიცხეს; შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის; თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება); მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას; დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას; არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში; გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან; მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა; ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა; საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს; დაეხმარეთ სხვებს; ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან; ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც; თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად; თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე; თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით; თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა; მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი; თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს; ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება; თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე; მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები", - ნათქვამია რეკომენდაციებში.
სქაინიუს.ჯი- http://sknews.ge/index.php?newsid=23983
მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/254628
პია.ჯი- https://pia.ge/post/278603-rekomendaciebi-mosalodnel-zlier-sicxestan-dakavsirebit
კომერსანტ.ჯი- https://commersant.ge/ge/post/daavadebata-kontrolis-centri-zafxulis-cxel-dgeebtan-dakavshirebit-rekomendaciebs-aqveynebs
---
23.08.2019
ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობაში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ
ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარედ შენობაში მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობიდან გასვლის შემთხვევაში მათ უკან აღარ შეუშვებენ და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თეონა ახალკაციშვილმა განუცხადა, მას მცირეწლოვანი ბავშვები ცუდად ჰყავს და მათ ექიმთან ვიზიტი სჭირდებათ, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, ისინი გარეთ ვერ გადიან. როგორც თეონა ახალკაციშვილი აცხადებს, შსს-ს წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. „ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარედ, გამოუსადეგარ შენობაში ვართ შეჭრილი უკვე თვე და 4 დღეა, დევნილები ვართ, გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები. გაუსაძლის მდგომარეობაში ვიმყოფებით, არც შუქი გვაქვს, არც წყალი. გარეთ ვერ გავდივართ, ბავშვები ცუდად გვყავს და ვერ მიგვყავს ექიმთან. ვერ გავდივართ, რადგან პოლიცია დგას გარეთ და რომ გავიდეთ უკან აღარ შემოგვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ შენობა ავარიულია. ყველა, ვინც შენობა დატოვა, შიგნით აღარ შემოუშვეს. გამგეობის წარმომადგენლები მოდიან და გვეუბნებიან, შენობა უნდა დატოვოთო. არაფერს გვთავაზობენ, დაპირებებს გვაძლევენ მხოლოდ“,- აღნიშნა ახალკაციშვილმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ 158-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სულ 32 ოჯახია შესახლებული, აქედან სოციალურად დაუცველი და დევნილი 17 ოჯახია, დანარჩენები კი, უსახლკარო სტატუსის მქონეები არიან.
---
23.08.2019
მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/59660-ra-konebas-plobs-jandacvis-axali-ministri/?fbclid=IwAR24fWC8JZY7uF0OcfbRJahQdEi4W0Hw8rv7ysuknYSjCh5JCxwqIGESiRE
რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თანამდებობა 18 ივნისს დატოვა. მის ადგილზე „ქართულმა ოცნებამ“ ეკატერინე ტიკარაძე დანიშნა, რომელიც აქამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. 2019 წლის 19 აგვისტოს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ტიკარაძე ფლობს 760 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2009 წელს 110 000 დოლარად შეიძინა.
---
ბეჭდვითი მედია
26.08.2019
მედიასაშუალება: ალია
"მიშას მთავრობის დროს ინიცირებული ც-ჰეპატიტის დახმარებაც კი ვერ აითვისეს ამ ბანძებმა"
ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ფეისბუქზე ც-ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით წერს: "C ჰეპატიტის ქვეყანაში სრული ელიმინაციისთვის ამერიკელების მიერ უფასოდ მოწოდებული (მიშას მთავრობის დროს ინიცირებული) დახმარებაცკი ვერ აითვისეს ამ ბანძებმა და სამწუხაროდ პროექტის ბოლოს 2020-ში, ისევ უამრავი ადამიანი (საქართველოს მოქალაქე) დაგვრჩება განუკურნებელი. არა და უფასოდ ვიღებთ ამერიკელებისგან ამ უნიკალურ წამალს რომელიც (მთელი კურსი) 100 ათას დოლარამდე ჯდება რომ იყიდო (თუ იშოვი ორიგინალ წამალს კიდევ საკითხავია) ბაზარზე. დროზე უნდა გავუშვათ ეს უდღეურები და არაპროფესიონალები, რათა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრები, (უღრმესი მადლობა მათ) რომ მკურნალობის ეს პროგრამა 2020-ის შემდეგაც გაგვიგრძელონ და მოგვეცეს დრო (3 წელი მაინც, რაც დაიკარგა) საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ამ დაავადებიანი ყველა ჩვენი მოქალაქის განკურნება მოვახერხოთ."
---
26.08.2019
მედიასაშუალება: ალია
"საშინელი პანიკაა, ღამეც არ მაძინებენ, ყველას ეშინია!" - ჰანტა ვირუსით 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ლენტეხში 29 წლის ბიჭი ჰანტა ვირუსით გარდაიცვალა. მესიჯში, რომელიც მივიღე, ეწერა: სუფთა ჰაერზე, ბუნებაში გაზრდილ , ჯანმრთელ, ახალგაზრდა კაცს, არ ვიცი9თ საიდან შეეყარა ვირუსი, ლენტეხი არ დაუტოვებია ბოლო პერიოდია, დაბალი სიცხე ჰქონდა სამი დღის მანძილზე, მერე მდგომარეობა გაურთულდა, ჯერ ლენტეხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ ქუთაისში და იქედან თბილისში გამოაგზავნეს, თუმცა თბილისში საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ორი დღე ველოდით ანალიზების პასუხს, მერე გვითხრეს ჰანტა ვირუსი დადასტურდაო, სამი დღე იყო პროზექტურაში ა არავინ მიეკარა, ყველამ უარი თქვა გაკვეთაზეო, სპეციალური მოწყობილობით, დალუქული გამოატანეს ოჯახს ცხედარი, თან გამოყვნენ, რომ არავინ გახსნა.. ჩვენ ვისაც შეხება გვქონდა, რა გველის? "რუსთავი 2"-ს და "იმედს" ვთხოვეთ სიუჟეტის გაკეთება, დაგვპირდნენ, დაახლოებით ნახევარ საათში დაგვირეკეს და უარი გვითხრეს, ვინმეს შეუძლია, ამ ამბის გაშუქება? რა თქმა უნდა - კი, შეგვიძლია. მადლობა ლენტეხის მერს, რომელიც დაგვეხმარა და დროულად გადაგვამისამართა რაიონის ეპიდემოლოგთან, ასეთი მყისიერი პასუხი ჯერ არც ერთ მერს არ გაუცია. ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემოლოგი, ლამზირა ბენდელიანი: "ეს იყო თირკმლის ჩართულობით მიმდინარე ვირუსი, იყო დაგვიანებული შემთხვევა და სამწუხაროდ, გადარცენა ვერ მოხერხდა. ლენტეხის რაიონში, ეს იყო პირველი შემთხვევა. ძირითადი რეზერვუარი ამ დაავადების - მღრღნელია. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობს წყალტან ახლოს, კლდის პირას, გარდა იმისა, რომ ზაფხულია და ცხელა, ამას დაერთო მეწყრული პროცესები და მღრღნელებიც გააქტიურდნენ დაბლობებისკენ." -ვინ უნდა უზრუნველყოს შეწამვლა? "ასეთი სამსახური არსებობდა ადრე და ხელშეკრულებით ხდებოდა შეწამვლა, ახლა სამწუხაროდ აღარ არესებობს, თავად მოსახლეობამ. შეუძიათ ვეტერინალურ აფთიაქებში შეისყიდონ სპეციალური მედიკამენტები და მოასხან." -სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პროფილაქტიური ღონისძიებების ჩატარება? "სახელმწიფო ისედაც ზრუნავს მოსახლეობაზე, რომ არა ლუგარის ლაბორატორია, დიაგნოზი არ გვექნებოდა" -რა არეალი აქვს ამ დაავადებას გავრცელებისთვის? "არეალს ასე ზუსტად ვერ გეტყვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ექნება ამ კითხვაზე პასუხი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოავლინა შემხებლობაში მყოფი ადამიანები, ჩასმულნი არიან პროგრამაში და მიმდინარეობას მეთვალყურეობა, სიცხის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ მკურნალობა და კვლევა. მოსახლეობაში საშინელი პანიკაა. ღამეც არ მაძინებენ, ყველას ეშინია." შემდეგი ზარი განხორციელდა ქუთაისში, "მედიქალსითის" აღმასრულებელ დირექტორთან, კახა ნურალიძესთან. დეზინფექცია ჩატარდა თქვენს კლინიკაში, მას შემდეგ, რაც ჰანტა ვირუსით დაავადებული პაციენტი გეწვათ? "ტოტალური გენერალური დასუფთავება ჩატარდა, კედლები, აპარატურა, მთელი გზა, რაც გამოიარა პაციენტმა. გარდა ამისა, შოკის ოთახი, სადაც მოთავსებული იყო პაციენტი, კვარცი ირთვება, სხივურ დამუშავებას გადის ოთახი. " -მაღალია სიკვდილიანობა ამ დაავადების დროს? "საკმაოდ, 50-60 პროცენტი დაახლოებით, ასეთი მაღალი მაჩვენებლი იმიტომ გვაქვს, რომ დასაწყისში ეს ძალიან ჰგავს გაციებას და როგორც წესი, დაგვიანებით მოგვმართავენ." -შემდგომ ვესაუბრე თბილისის სეფსისის ცენტრის დირექტორს, რომელმაც ასევე დამიდასტურა, რომ მის კლინიკაშიც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვეს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. და ბოლოს, მივმართე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელსაც ერთი განცხადება არ გაუკეთებია აღნიშნულ ფაქტზე დღემდე. "ეს პირველი დიაგნოზტირებული შემთხვევაა ლენტეხის რაიონში. საქართველოში დაავადების შემთხვევები გვხვდება თითქმის ყველა რეგიონში, მეტინაკლები ინტენსივობით. ზოგადად, ჰანტავირუსული ინფექცია საკმაოდ იშვიათია და წლის მანძლზე ქვეყანაში დაახლოებით 2 ათეული შემთხვევა დიაგნოსტირდება. " -რა გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, პრევენციისთვის ან პანიკის აღმოსაფხვრელად? "ალბათ გახსოვთ პრესის საშუალებით გავრცელებული არაერთი განცხადება და გაფრთხილება - ხელების დაბანის, უსაფრტხო სასმელი და რეკრეაციული წყლის გამოყენების, დაავადების სიმპტომების გაჩენისტანავე ექიმთან მიმართვის შესახებ. სამწუხაროდ, ჰანტავირუსული ინფექციის პრევენციის სხვა შესაძლებლობა არ არსებობს. რაც შეეხება პანიკას, ვფიქრობ ეს შეფასება გადაჭარბებულია და საზრდოობს ოჯახისა და ახლობლების უდიდესი ტრაგედიით. " სად არის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაკები? სად არის მათი განცხადებები? ოდესაც დაწერილი განცხადებები ხელისა და სახის დაბანის შესახებ, არასაკმარისი რომ არის ამ სიტუაციაში, რთული დასანახი არ უნდა იყოს. არა , იყოსწ, ლენტეხის ერთ ეპიდემოლოგს შევატოვოთ ასეთი საშიში დაავადებით დაპანიკებული ხალხი, არ მივცეთ რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამინისტროს და არ შევწამლოთ სოფლები. ერთი დაავადებული მღრღნელი რომ ჩავარდეს სასმელი წყლის რეზერვუარში? მერე სად მიდიხართ? "ფაროსანას გამო ხომ შევწამლეთ? ფაროსანა მოსავალს ჭამს და ჰანტა ვირუსი ადამიანს კლავს!
---
24.08.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
მთელი ქალაქი გადათხრილია, პენსიონერთა წამლებისთვის კი ფული არ არის !
პენსიონერი გახლავართ. ძალინ მიჭირს მედიკამენტების შეძენა. სულ დიდ მადლობას ვუძღვნიდი ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელოაბს, რომელთა წყალობითაც ოთხ თვეში ერთხელ რაღაც - რაღაც წალმებს, 100 ლარის საერთო ღირებულებისას,უანგაროდ ვიღებდი.ახლახან, ოთხი თვის გასრულების შემდეგ კვლავ მივმართე საბურთალოს გამგეობას წამლებისთვის, მაგრამ უარი მივიღე. როცა უარის მიზეზით დავინტერესდი და რაიონის სოცლაურ სამსახურში დავრეკე, მითხრეს , მედიკამენტების დასაფინანსებლად მერიას ფული აღარ აქვსო. საოცარია ! ახლა მხოლოდ წლის შუა პერიოდია, ფული კი ისევ გათავებულია. სად წავიდა? გზების შეკეთებაზე ხომ არა. რა თქმა უნდა, ქალაქის ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია, მაგრამ არა პენსიონერთა ხარჯზე და ძალაუნებურდა ჩნდება ეჭვი : თბილისი მერს, რომელიც ყოველდღიურად იცვლის გარდერობს, საერთოდ შესწევს კი უნარი, გაითავისოს გაჭირვებული ადამიანთა უბედურება, მათ შორის მოხუცებისა, რომლებიც ელემენტარულ სამედიციო შემწეობას არიან მოკლებულნი?!
---