From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-25.12.2019
Received On : 25.12.2019 08:51
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.12.2019

 

ტელევიზია

25.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 12:00

ჯანდაცვის რეფორმა ეკატერინე ტიკარაძე: "პირველადი ჯანდაცვა ეს არის საწყისი ყველა მოქალაქის ჯანმრთელობის. ეს არის ჩვენი სამომავლო სიცოცხლის ხარისხი. "

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571253 

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571232

---

 

25.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მომატებას მომავალი კვირიდან ვარაუდობენ სპეციალისტები. თუმცა, იმუნოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ამ დრომდე არსებული მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია. ექიმები მოსახლეობას კიდევ ერთხელ ახსენებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570770

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570728

I არხი - მოამბე 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570917

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571241       

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570933

---

 

25.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: ახალი დღე

1 იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა და სამინისტრო იმედს ამყარებს რომ პირველივე წელს დასაქმებულთა მუშაობა 15 %ით გაზირდება. სააგენტო ასევე იმუშავებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ ლეგალურად დასაქმების თემაზეც.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6571106

---

 

25.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმიანი დილა

ვაჟა გაფრინდაშილი ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობას სატუსაღოშ ჰყავს გამოკეტილი. რუსეთის ფედერაციაში არ მოსწონთ ვაჟა გაფრინდაშვილის პრინციპული პოზიცია. ისტერიად მოიხსენია რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და დასავლეთის პოლიტიკური წრეების მოთხოვნა ექიმის გათავისუფლების შესახებ. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს. იგივე გზავნილი სამწუხაროდ თბილისის საკრებულოს წევრმაც გააკეთა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570804

---

 

25.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

ცოტნე გამსახურდია, შესაძლოა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570769

---

 

25.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

სადღესასწაულო დღეებში ახალგორში, 4 თვის წინ ჩაკეტილი ე.წ საზღვარი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღით იხსნება. ახალგორის გამგებლის ინფორმაციით, ამის მიზეზად პენსიონერებისთვის პენსიის მიღების შესაძლებლობა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა სახელდება. გამშვები პუნქტი სავარაუდოდ, 5 დღით იქნება გახსნილი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570763

---

 

24.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას მიმართავს გრიპის სიმტტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს ან თერაპერტს მიმართონ. გავრცელებული განცხადების მიხედვით ბოლო დღეების განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი ვირუსისული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570632 

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6569809

---

 

24.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 21:00

თბილისის მოსახლეობა კრიტიკულად მწვავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი საფრთხის წინაშე აყენებს. ყოველდღიურად ასობით ადამიანს სასწრაფო შესაბამის დახმარებას ვერ უწვეს, რადგან არსებული რესურსი საკმარისი არ არის. როგორც ირკვევა მოქალაქეები ცხელებით და მაღალი არტერიული წნებით არ შედიან პროპრიტეტულ პაციენტთა რიცხვში. ხანგძლივი ლოდისნის შემდეგ ისინი იძულებულნი არიან ფასიანი სერვისით ისარგებლონს, თუმცა ეს სერვისი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ვითარების ფონზე, ხშირ შემთხვევაში, ყველა მოქალაქისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570610 

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570284

---

 

24.12.2019                                    

არხი: რუსთავი 2

გადაცემა: სხვა შუადღე

გრიპი და გიპისმაგვარი დაავადებები. აგდაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6569795

---

 

24.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე მალე ახალი უწყება იზრუნებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება. სწორედ ამ სააგენტოში მოიყრის თავს ყველა ის მექანიზმი, რომელიც სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების დასასაქმებლად არის შექმნილი. გეგმაშია უკვე არსებული გადამზადების პროგრამების გააქტიურება, უმუშევართა ელექტრონული ბაზის გაფართოება და სამუშაოს მაძიებლებისთვის მთელი რიგი პროცედურების გამარტივება. ახალი სააგენტო ახალი წლიდან ამოქმედდება. მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როგორ დაეხმარება უწყება სამსახურის მაძიებლებს სასურველი ვაკანსიების მოძიებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570607

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570442

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570419         

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570252

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6569994

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე 17:15- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6569923

---

 

24.12.2019                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 18:00

ბოლო ერთ თვეში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ქვეყანაში 5 ათასით შემცირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს რომ სოციალურად დაუცველთა გადამოწმებას რეგულარული ხასიათი აქვს და მოხდა მონაცემების დაზუსტება. ხოლო იმათ ვისაც დახმარება შეუწყდათ, მისი განმარტებით სოციალური შემწეობის მისაღებად სათანადო ქულები ვერ მოაგროვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570198

---

 

24.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: რეაქცია

წინასაახალწლო სიტუაცია და შეწყვეტილი სოციალური დახმარებები

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6570326

---

 

ინტერნეტი

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/578984-jandacvis-ministri-chveni-ekimebis-kvalipikacia-namdvilad-utoldeba-evropeli-ekimebis-kvalipikacias-da-amis-damtkicebas-shevzlebt

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის რეფორმების შესახებ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ბოლო პერიოდში, სამედიცინო საზოგადოება „ძალიან გამოცოცხლებულია". „ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გამოცოცხლებულია სამედიცინო საზოგადოება. ძალიან ბევრს ვმსჯელობთ, ვკამათობთ, რაც ვთვლით, რომ იქნება იმის საწინდარი, რომ ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ პაციენტებს ჩვენს მიმართ. იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ იმ დაკარგული ნდობის აღდგენას, რომელიც ფიქსირდება, რომ გარკვეული წლების წინ დაიკარგა. მე ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია, ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას ჩვენ შევძლებთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/klinikebma-daiwyes-fiqri-darchebian-tu-ara-sayoveltao-djandacvis-programashi

კლინიკებმა დაიწყეს ფიქრი, დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

შეწყვეტილი გეგმიური ოპერაციები და მედიკოსებისთვის შემცირებული ხელფასი-ეს № 520-ე დადგენილების ერთი თვის შედეგებია. ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი რთული ვითარების გამო კლინიკებმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი, საერთოდ დარჩებიან თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. „ჯოენის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების შედეგი სახეზეა. როგორც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი ამბობს, სახელმწიფომ კლინიკებს გეგმიური ოპერაციების ჩატარება უკვე შეაწყვიტინა. ლაშხმა „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დადგენილ ტარიფებს არ გადახედავს „ჯოენის სამედიცინო ცენტრი“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დატოვებს. „ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება, დავტოვებთ თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არ მიგვიღია, ვაკვირდებით როგორ განვითარდება პროცესები. სანამ ტარიფების საკითხზე შექმნილი საბჭო მუშაობს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ახლა საკითხების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს, თუ უარყოფითი შედეგი დადგა რა თქმა უნდა პროგრამის დატოვება მოგვიწევს, თუ პრობლემის გამოსწორების გზით წავედით პროგრამაში დავრჩებით. იმედი მაქვს, რომ დადგენილი ტარიფი შეიცვლება, უიმედოდ ცხოვრებას რა აზრი აქვს? ერთი თვე გავიდა, რაც დადგენილება ამოქმედდა და შედეგებს ამ კვირის ბოლოს გავიგებთ. ძალიან შეზღუდული ოდენობით გვყავდა პაციენტები, გეგმიურ პაციენტებს ვერ ვიღებდით ამიტომ ჯერ ზუსტი შედეგები არ ვიცი, უნდა დავთვალოთ. ალბათ სახელფასო ნაწილი იქნება შემცირებული, ამ თვეს როგორმე დავაკორექტირებთ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ორ კვირაში რაღაც შეიცვლება“, - განაცხადა ვახტანგ ლაშხმა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვებას განიხილავს „თბილისის მედიცინის ინსტიტუტიც„. „თიმის„ დირექტორი გიორგი კაჭახიძე აცხადებს, რომ 520-ე დადგენილების ამოქმედების გამო პაციენტებს რიგ გეგმიურ სერვისებზე უარს ეუბნება. „დაახლოებით ერთ თვეა რაც ახალ მოცემულობაში გვიწევს მუშაობა. ერთის მხრივ, ველოდებით ტარიფების საკითხზე შექმნილი საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა, დიდი მოლოდინი იმისა, რომ რაიმე შეიცვლება, არ გვაქვს. მეორეს მხრივ კი ვაკვირდებით რამდენადაა შესაძლებელი არსებულ რეალობაში მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ჯერჯერობით ვაგრძელებთ მუშაობას ისე როგორც ვმუშაობდით და ველოდებით ერთი თვის თავზე როგორი იქნება ფინანსური ანალიზი., რომელიც გვაჩვენებს რამდენად შეუძლია კლინიკას გარკვეული სერვისების წამგებიანობის მიუხედავად მაინც შეძლოს არსებობა. ის სერვისები რომელსაც 52-ე დადგენილება შეეხო ცალსახად წამგებიანია, უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში ზარალს ამბულატორია აკომპენსირებს. თუ ზარალის ბოლომდე დაკომპენსირება მოხერხდა, შეიძლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დავრჩეთ თუ არა დატოვება მოგვიწევს. 520-ე დადგენილების ამოქმედების გამო, რაღაც გეგმიურ სერვისებზე კლინიკას უარის თქმა მოგვიწია, რაღაცებზე არა. მაგალითად, ინტრა-კარდიული დეფიბრილატორს, რომელიც გეგმიურია რა თქმა უნდა ვერ ვაყენებთ და პაციენტები მოლოდინის რეჟიმში არიან, რადგან სამინისტრო დაგვპირდა, რომ ამ მხრივ პირობებს შეცვლიდა“, - განაცხადა გიორგი კაჭახიძემ. „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ დეფიბრილატორების და კრიტიკული სერვისის მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყო. „ამ კვირაში უნდა გამოჩნდეს ცვლილებები უკვე დადგენილების სახით. საუბარი არის, რომ არითმოლოგიის სერვისი დაფინანსდეს ფაქტიური ხარჯით და კრიტიკული მედიცინის სფეროში რამდენიმე ნოზოლოგიაზე თითქოს ჩამოყალიბდა, რომ იქნება არა 440 არამედ უფრო მაღალი ტარიფი საწოლ დღისთვის. ეს გამოაჩენს რამდენად გულწრფელია შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორს შორის“, - განაცხადა იაგო კალანდაძემ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდებას აგრძელებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფო. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი გიორგი ლობჟანიძე აცხადებს, რომ დადგენილებით განხორციელებული ცვლილებები დროებით ხასიათს ატარებს და ჰოსპიტალურმა სექტორმა რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი უნდა შეიკავოს. „ვთვლით, რომ 520-ე დადგენილება შეიძლება გადაიხედოს და გარკვეული კორექტირება შევიდეს, რადგან სამინისტროს მხრიდან უკვე იყო მესიჯები, რომ შესაძლებელია რიგ შემთხვევებში ფაქტობრივი ხარჯით მოხდეს ანაზღაურება. ამ შემთხვევაში დისკუსიის და დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის და უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვფიქრობ, რომ ძალინ დაბალი ტარიფებია დადგენილი და ამ ტარიფებით მომსახურების მიწოდება რიგ შემთხვევებში შეუძლებელია, ხოლო რიგ შემთხვევებში ძალიან რთულია. თბილისის ცენტრალური საავადმყოფო არ აწარმოებს კარდიო-ქირურგიულ მომსახურებას, თუმცა, სხვა ტიპის მომსახურებებს, სადაც ტარიფები შემცირდა მაგალითად რეანიმაცია, ინტენსიური მოვლის სხვადასხვა დონის მომსახურებები, ცხადია ჩვენ ამ მომსახურებას ვეწევით, რადგან ეს არის გადაუდებელი. “,- განაცხადა გიორგი ლობჟანიძემ.

---  

 

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://1tv.ge/news/jandacvis-ministris-moadgile-gripis-virusis-dramatuli-da-swrafi-mateba-ar-aghinishneba-qveyanashi-imunizaciis-kargi-fonia-sheqmnili/

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიპის ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება, ქვეყანაში იმუნიზაციის კარგი ფონია შექმნილი

საქართველოში გრიპის ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ჩვენ კარგი მდგომარეობა გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ვირუსის დრამატული და სწრაფი მატება არ აღინიშნება. იმუნიზაციის კარგი ფონი შექმნილია. სახელმწიფომ ვაქცინის 100 000 დოზა შემოიტანა და 90 000-ზე მეტი დოზა მაღალი რისკის ჯგუფებში უკვე იქნა გამოყენებული. ასევე იყო გარკვეული დოზა კომერციული ვაქცინაც. ამან, ბუნებრივია, შექმნა დაცვის საკმაოდ კარგი ფონი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რათა იქნას მობილიზებული პირველადი ჯანდაცვის ქსელი. ასევე მობილიზებულია ჰოსპიტალები“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, ასევე დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები, რათა არ მოხდეს ვირუსის გადაცემა ოჯახის პირობებში. „ასევე არის ხელმისაწვდომი მედიკამენტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოვიყენოთ და ამის მზაობაც ქვეყანას აქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

---

 

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/ra-shedegebi-moyveba-pirveladi-jandacvis-sistemis-efeqtur-funqcionirebas---saministros-pozicia/45959/

რა შედეგები მოყვება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას? - სამინისტროს პოზიცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება. განცხადება მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა.   „პირველადი ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურეობის ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის სამართლიან, ეფექტურ გადანაწილებას, მთავარია აქვს შესაძლებლობა მთლიანად მოიცვას ადამიანის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური კუთხით. ადამიანის უფლების დაცვის კონტექსში აუცილებელია ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაძლიერებაზე, რათა მივიღოთ ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ასახულია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში. რადგან მთელი რიგი ვალდებულებები უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის ეფექტურ ფუნქციონურებას, პირველადი ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის მიზნებს და ა.შ.“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული დაავადებების კონტროლი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები და ინფექციური დაავადებების კონტროლი. მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა. „მაგალითად 28%-ით შეიძლება შემცირდეს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სერვისების უტილიზაცია და გამოყენება, თუ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა შესაფერისად მუშაობს. ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სიკვდილიანობა, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემცირდეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენს სისტემას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ეფექტიანობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

---

 

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/sayoveltao-jandacva-gabankrotebulia---levan-koberidze/45963/

საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია - ლევან კობერიძე

საყოველთაო ჯანდაცვა გაბანკროტებულია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. დეპუტატმა განცხადება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა. „დღეს გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მე ველოდი, რომ საუბარი იქნებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომელიც საყოველთაო აღარ არის და ასევე, იგი არის გაბანკროტებული. რეალურად, ამ პრობლემების მოგვარებისთის სამინისტრო ცდილობს, რაღაც ხრიკები გამოძებნოს და დაიძვრინოს თავი. როგორც ჩანს, ერთ-ერთ გამოსავლად მოძებნეს 520-ე დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ არის მიღებული და პრაქტიკულად მიმართულია არა იმისკენ, რომ ხარისხიანი ჯანდაცვით უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობა, არამედ იმისკენ, რომ კლინიკების ხარჯზე მოხდეს თანხების დაზოგვა და ჯანდაცვის ბიუჯეტზე არსებული შავი ხვრელი ამოივსოს რაღაცნაირად“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ მოფიქრებული ეს გამოსავალი დაგვიანებულია, ვინაიდან კლინიკებისთვის დავალიანება 60 მილიონ ლარს აღწევს და მათ ივნისის მომსახურეობის თანხებიც კი არ აქვთ მიღებული. კობერიძე აკრიტიკებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების 1-ლარიან პროგრამას და ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამა „ფაქტიურად დღესაც ჩვაარდნილია“. „შეგიძლიათ აფთიაქში მიხვიდეთ და ნახოთ, რომ პენსიონერები იმ 1 ლარად ვერ იყიდიან წამლებს, რადგან ფიზიკურად არ არის ქსელში. ეს პროგრამა 20 მილიონი ლარიდან სეკვესტრირებული და შემცირებული იქნა 10 მილიონამდე 2020 წელს. მსგავსი ტიპის ნაბიჯებით ცდილობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ იპოვოს გამოსავალი. მე მესმის, რომ როცა ახალი მინისტრი ხარ, თავი რაღაც მნიშვნელოვანით დაამახსოვრო ქვეყანას და პაციენტებს, მაგრამ ის, რითიც გინდა თავი დაამახსოვრო, უნდა იყოს უკეთესი ხარისხიანი ჯანდაცვა, უკეთესი მედიცინა, წინ წასული დარგი, შემცირებული სიკვდილიანობა და ავადობის მაჩვენებელი. ისე, როგორც კეთდება, ეს სამწუხაროდ რეფორმა არ არის, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვის სურვილი. ეს ხდება ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე“, - აღნიშნა დეპუტატმა.

---

 

25.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/regulirebis-saagentos-midgoma-klinikebtan-ufro-partnioruli-unda-iyos--ministri/45962/

„რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“- მინისტრი

„რეგულირების სააგენტოს მიდგომა კლინიკებთან უფრო პარტნიორული უნდა იყოს“ - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება მიმდინარეობს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის მნიშვნლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ის ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის საფუძველია.“ „დღეს ჩვენ გვექნება ორი პრეზენტაცია, პირველ პრეზენტაციას წარადგენს თამარ გაბუნია(მინისტრის მოადგილე), რომელიც შეეხება პირველადი ჯანდაცვის რეფორმას. ჩვენ არაერთი შიდა განხილვა გვქონია საბჭოს ფორმატში ამ პრეზენტაციასთან დაკავშირებით. ასევე მოგვეცა საშუალება და ბათუმსა და ქუთაისში გვქონდა პრეზენტაციის წარდგინება, შესაბამისად, ის ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის. დღეს გვინდა გამოვყენოთ ეს აუდიტორია, რომ გაგაცნოთ, რა გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით, ვინაიდან ყველანი ვთანხმდებით, რომ პირველადი ჯანდაცვა ეს არის საწყისი და საფუძველი ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის და ასევე წარმატებული ჰოსპიტალური სექტორის. მეორე პრეზენტაციას წარადგენს რეგულირების სააგენტო, ზაალ კაპანაძე, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში, ის გაგვაცნობს, რა შეისწავლა მათმა სამსახურმა ბოლო 6 თვის განმავლობაში და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. ვთვლი, რომ მათი მიდგომა სამომავლოდ უნდა იყოს უფრო პარტნიორული კლინიკების მიმართ, ვინაიდან ჩვენ უნდა მოვახერხოთ ავწიოთ მკურნალობის ხარისხი და ინფრასტრუქტურული ხარისხი შევუსაბამოთ სერთაშორისო მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობით ეს უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი“- განაცხადა მინისტრმა ტიკარაძემ.

---

 

25.12.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri---darwmunebuli-var-chveni-eqimebi-moaxerxeben-dakarguli-ndobis-agdgenas/45948/

ჯანდაცვის მინისტრი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმები მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი მოხარულია, რომ სამედიცინო საზოგადოება გამოცოცხლდა და ამა თუ იმ საკითხზე ბევრი კამათი მიდის. „მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გამოცოცხლებულია სამედიცინო საზოგადოება, ძალიან ბევრს ვკამათობთ, რაც ვთვლი, რომ იქნება იმის საწინდარი, რომ ჩვენი ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ პაციენტებს ჩვენს მიმართ. იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. ფიქსირდება, რომ გარკვეული წლების წინ დაიკარგა ნდობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ ნდობის აღდგენას. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება დასავლეთის ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/578926-ekaterine-tikaraze-mosaxleobis-aktiuri-dasakmeba-da-dasakmebis-xelshecqoba-saxelmcipos-prioritetia

ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია

2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მოსახლეობის აქტიური დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს პრიორიტეტია. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. სააგენტოს პრეზენტაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ გამართა. მისი თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა. კონფერენციაზე დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშიც წარადგინეს. როგორც დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა აღნიშნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სერვისების მეშვეობით მუშაობა დაიწყო 7000-მდე ადამიანმა, მათ შორის კი 500-ამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. „შედეგებით არ ვართ კმაყოფილი თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ, პროგრამები ხდება უფრო პოპულარული ჩვენი საინფორმაციო პორტალი worknet.gov.ge-ს საშუალებით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო გავზრდით მაჩვენებელს“, - განაცხადა მარიამ ბეზარაშვილმა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, თეა ახვლედიანი და ზაზა ბოხუა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოხდა წლის საუკეთესო პარტნიორებისა და დამსაქმებლების გამოვლენა და მათი დაჯილდოება.

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/ekaterine-tikaradze-mosaxleobis-aqtiuri-dasaqmeba-da-dasaqmebis-xelshewyoba-saxelmwifos-prioritetia

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1577195680-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/1-ianvridan-dasaqmebis-saagento-amoqmeddeba---prezentacias-dges-ekaterine-tikaradzec-daeswro/45920/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95028

ბიპიენ.ჯი- https://www.bpn.ge/article/63995-mosaxleobis-aktiuri-dasakmeba-da-dasakmebis-xelshecqoba-saxelmcipos-prioritetia/

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/162266-pirveli-ianvridan-dasaqmebis-xelshetskobis-saagento-daitskebs-mushaobas

მედიანიუს.ჯი- http://medianews.ge/ge/pirveli-ianvridan-dasaqmebis-akhali-saagento-amoqmeddeba/65026

პია.ჯი- https://pia.ge/post/299973-2020-wlidan-dasaqmebis-xelsewyobis-saagento-funqcionirebas-daiwyebs

1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/2020-wlis-pirveli-ianvridan-dasaqmebis-akhali-saagento-amoqmeddeba/?fbclid=IwAR1MHq1hF5OQlsVgt2ElRwnCQBlItTn_i2rQnsbkigWIdxdqiu6q3_rJkdI

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/124323/2020-tslidan-dasaqmebis-akhali-saagento-amoqmeddeba?fbclid=IwAR1Hwu3DeUkBzIPKpgAx_JznI71a7FupeEriIMg_7paMonUARnLb9ZHoV38

---  

 

24.12.2019

მედიასაშუალება:   https://1tv.ge/news/sazghvargaret-saqartvelos-moqalaqeebis-legalurad-dasaqmebas-dasaqmebis-khelshewyobis-sakhelmwifo-saagento-uzrunvelyofs/?fbclid=IwAR2dCL7SmWvjixlOmG22Tarj4lBEyZ6TANW13Pifk8BGbZmr2We37gf7yis

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  რამოდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. „ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამოდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის საფრანგეთთან, რომელთანაც უკვე ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, რომ ისეთი მექანიზმები ამუშავდეს, როგორიც არის ლეგალური დასაქმება, როგორც ალტერნატივა არალეგალური დასაქმებისა. ეს სააგენტო იქნება განმახორციელებელი (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო) იმ შეთანხმებული მექანიზმებისა, რომელსაც შეათანხმებს სამინისტრო და მთავრობა შესაბამის ქვეყნებთან. ანუ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს და მექანიზმი შეთანხმებული იქნება, სწორედ ამ სააგენტოს ფარგლებში მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმდებიან, ისევე როგორც ინფორმირება ადამიანებისა იმ მექანიზმებისა და იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ. გარდა საფრანგეთისა, მოლაპარაკება, ასევე, მიმდინარეობს ბულგარეთთან, არის აგრეთვე გერმანია და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მივაღწევთ და ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება დასაქმების სააგენტო, როგორც ამ სერვისების უზრუნველმყოფი“ ,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ. ამასთან, მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებისთვის განმარტა, რას გულისხმობს ლეგალური დასაქმება. „ლეგალური დასაქმება გულისხმობს, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული და ეს იქნება ინდივიდუალური პროფესიების მიხედვით,  მოქალაქეს აქვს ვალდებულება, დაბრუნდეს ქვეყანაში და იქ მიღებული გამოცდილება მიიღებს მხარდაჭერას, რომ სამსახურით უზრუნველყოფილი იყოს“ ,- განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ტვ4.ჯი-http://tv4.ge/2019/12/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91-3/?fbclid=IwAR16k98sFVynkVNJpMTIew9sr_t3BmxzRDHpxZOYg_NWKKUscNcxpoLSM_s

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  http://reportiori.ge/inside.php?menuid=11&id=113442

ნათია თურნავა: ჩვენს მიერ ინიცირებულ ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

„მეტი დასაქმებაა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტროც და სხვა სამთავრობო უწყებებიც ყველა პროგრამას ვზომავთ იმის მიხედვით, რამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველა პროგრამაში იგულისხმება კონკრეტული ამოცანა, რამდენ დასაქმებულზე გავა და ეს პოლიტიკა უკვე მომავალ წელს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციასა და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო. „როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ამ ზრდის მთელი ღირებულება არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აისახოს დამატებით სამუშაო ადგილებში, გაზრდილ შემოსავლებსა და გაუმჯობესებულ ცხოვრების პირობებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ის პრიორიტეტული სექტორები, სადაც, სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამების ფარგლებში, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მათ შორის არის პროექტი „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, სადაც, მინიმუმ, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა დაგეგმილი, ასევე წიაღის ახალი სტრატეგია, რომელიც 3000 ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს, პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც 3500-ზე მეტი ადამიანი შეძლებს დასაქმებას ყველაზე მაღალანაზღაურებად, მაღალტექნოლოგიურ სექტორებში. „ასევე შემიძლია ვისაუბრო მეზღვაურების დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებზე, ტექსტილისა და სამკერვალო სექტორში დაგეგმილ ღონისძიებებზე და ზოგადად, იმ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც 2018 წელს ისტორიულად ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა უმუშევრობის მაჩვენებელი, ხოლო პირველად ისტორიაში დაქირავებულთა რიცხვმა გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ გაცილებით მეტი შედეგი მივიღოთ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/578906-natia-turnava-chven-mier-inicirebul-qvela-programas-vzomavt-imis-mixedvit-ramdeni-axali-samushao-adgili-sheikmneba

ბიმ.ჯი- https://bm.ge/ka/article/chven-mier-inicirebul-yvela-programas-vzomavt-imis-mixedvit-ramdeni-axali-samushao-adgili-sheiqmneba/45912/

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/578886-sascrapo-daxmarebis-centri-griptan-da-sxva-mcvave-respiratorul-inpekciebtan-dakavshirebit-mosaxleobas-mimartavs

სასწრაფო დახმარების ცენტრი გრიპთან და სხვა მწვავე რესპირატორულ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით ოჯახის ექიმს, პედიატრს ან თერაპევტს მიმართონ. ამის შესახებ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით. „ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის. თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება. გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/tbilisis-saswrafo-samedicino-daxmarebis-centri-gancxadebas-avrcelebs/45900/

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/sastsrapho-sameditsino-dakhmarebis-tsentri-gripis-simptomebith-momarthvianobam-sagrdznoblad-imata/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95016

პია.ჯი- https://pia.ge/post/299936-tbilisis-saswrafo-samedicino-daxmarebis-centri-mosaxleobas-mimartavs

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://info9.ge/chven-shesakheb/217846-eqimi-dekembris-pirveli-rickhvebidan-dafiqsirda-gripis-da-gripismagvari-daavadebebis-shemthkhvevebis-mateba.html?lang=ka-GE

ექიმი: დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება

ამის შესახებ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსებით დაინფიცირების შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა. “დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მატება და ეს მატება ყოველკვირეულად ფიქსირდება. ჩვენ ველოდებით, რომ დეკემბრის ბოლო კვირა და იანვრის პირველი ნახევარი იქნება პიკი, ისევე, როგორც წინა წლებში აღინიშნებოდა. ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც განპირობებულია სწორედ აგრესიული მიმდინარეობით, რაც გრიპის ვირუსს ახასიათებს: ძალიან მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, შეიძლება იყოს ღებინება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი. ამ შემთხვევების დროს და, ასევე, ისეთი გართულებებისას, როგორიც არის ფილტვების ანთება, აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა სტაციონარმა უნდა მართოს,”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/eqimi-dekembris-pirveli-ritskhvebidan-daphiqsirda-gripis-da-gripismagvari-daavadebebis-shemthkhvevebis-mateba/

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  http://pia.ge/post/299954-ra-unda-vicodet-sezonuri-gripis-sesaxeb-da-rogor-vebrzolot-mas

რა უნდა ვიცოდეთ სეზონური გრიპის შესახებ და როგორ ვებრძოლოთ მას

გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია. უცებ დაწყებული მაღალი ცხელება (38 გრადუსი და მეტი), ყელის ტკივილი, ხველა, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი გრიპის სიმპტომებია, რომლის გამოვლენის შემთხვევაშიც ექიმს უნდა მიმართოთ, მანამდე კი, თვითიზოლაცია მოახდინოთ. ყოველწლიურად გრიპით ავად მილიონობით ადამიანი ხდება. დაავადებულთა უმეტესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს. სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად, შესაძლებელია ამ პერიოდისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა მიჩნეული. გრიპის შტამი ყოველ წელს იცვლება და შესაბამისად, ყოველ წელს ახალი ვაქცინა იქმნება, რომელიც ამ კონკრეტულ შტამზეა მორგებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2019-2020 წლის სეზონისთვის 100 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა შეძენილი მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირებისა და სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული რისკჯგუფებისთვის. 2019-2020 წლის გრიპის სეზონისთვის საქართველოში ვაქცინაციისთვის რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია / შიდსის მქონე პირები; ასევე, ბავშვთა და მოხუცთა თავშესფრის ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელმწიფო იმუნიზაციის ცენტრებში ოქტომბრის ბოლოდან ხელმისაწვდომია, რისკჯგუფში მყოფ გარკვეული კატეგორიის პაციენტებს კი ის უფასოდ გაუკეთდებათ. ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია კერძო სამედიცინო დაწესებულებებში და მისი ფასი 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. გრიპის ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს; სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები; გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ექიმთან მიმართვამდე მოახდინეთ თვითიზოლაცია; განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა; ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად უნდა გააქტიუროს ხელების ჰიგიენური პროცედურები; გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტის შემცველი ხელის დასამუშავებელის გამოყენება. აუცილებელია დროული, ადექვატური მკურნალობა (ანტივირუსული პრეპარატებით) ექიმის დანიშნულებით გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, გახანგრძლივებული ცხელება (38 გრადუსზე 3 დღის შემდგომ), ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა! გრიპით დაავადებულთა სამკურნალოდ არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი! გრიპისგან დაცვის 5 მარტივი წესი (დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები) ჩაიტარეთ აცრები - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია, აცრები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის. გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის. რეგულარულად დაიბანეთ ხელები რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება. გახსოვდეთ: ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი სჭირდება. ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე მეტად გავრცელებული გზაა. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს. როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს. თუ ავად ხართ - დარჩით სახლში თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://bm.ge/ka/article/11-tvis-xelfasi-gvaqvs-asagebi--fronteras-tanamshromelebi-xval-aqcias-gamartaven/45924/

11 თვის ხელფასი გვაქვს ასაღები“ – „ფრონტერას“ თანამშრომელები ხვალ აქციას გამართავენ

კომპანია „ფრონტერამ“ სამსახურიდან 80-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ დათხოვნილი ერთ-ერთი თანამშრომელი bm.ge-სთან საუბრობს. მისი თქმით, დათხოვნილ თანამშრომლებს ჯამში 11 თვის ხელფასი აქვთ ასაღები. „დაგვითხოვეს უსაფუძვლოდ, უკანონოდ, გადასახდელი აქვთ ჯამში 11 თვის ხელფასი. შეგვიწყვიტეს უკანონოდ ხელშეკრულება, აქეთ გვატერორებენ. ძალიან ცუდი სიტუაციაა. ხვალ გვაქვს აქცია დედოფლისწყაროში, ვითხოვთ აგვინაზღაურონ ხელფასი, ახალი წელი მოდის... ყველა გაჭირვებულია.“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. მისივე თქმით, როგორც დათხოვნილი თანამშრომლები ფიქრობენ, კომპანიას აქვს ფინანსური პრობლემები. „თავიდან გვითხრეს რომ უნდა გავსულიყავით უხელფასო შვებულებაში, შემდეგ მოგვწერეს, რატომ არ გამოდიხართ სამსახურშიო, გამოგვიგზავნეს გაფრთხილება, საყვედურიც და მალევე მოაყოლეს წერილი გათავისუფლების შესახებ“, - ამბობს „ფრონტერას“ თანამშრომელი, რომელიც დაითხოვეს. bm.ge კომპანია "ფრონტერას" ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა, სადაც ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. „ფრონტერა“ ნავთობისა და გაზის მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. იგი საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს.

---  

 

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=221474-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90

შემთხვევა თბილისის 77-ე სკოლაში - მოსწავლეს თვალი დაუზიანდა

მანდატურის სასმახური 77-ე სკოლაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი განმარტებით, მოზარდებს შორის შელაპარაკება “სეკრეტ სანტას” საჩუქართან დაკავშირებით დაიწყო, რის შედეგადაც ერთ-ერთ მათგანს თვალი დაუზიანდა. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ თბილისის N77 სკოლაში მიმდინარე წლის 20 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე 2 ბიჭს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „საიდუმლო სანტას“ საჩუქართან დაკავშირებით. შესვენებაზე, სკოლის საპირფარეშოში, შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მიიღო დაზიანება თვალის არეში. უსაფრთხოების წესის თანახმად, სასკოლო საპირფარეშოებში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟებული არ არის. როგორც კი მანდატურისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილი გახდა, ის მყისიერად მივიდა შემთხვევის ადგილზე და კონფლიქტი შეაჩერა. ფაქტის შესახებ მანდატურმა აცნობა სკოლის დირექციას და მოსწავლეთა მშობლებს. დაზარალებულ მოსწავლეს, რომელსაც აღენიშნებოდა სილურჯე თვალის არეში, პირველადი სამედიცინო დახმარება სკოლის ექიმმა აღმოუჩინა. კონფლიქტში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც რაიმე სახის აკრძალული ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ვინაიდან კონფლიქტის დროს მოსწავლეს მიღებული ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, მანდატურმა, უსაფრთხოების წესის თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. დაზარალებული მოსწავლე, რომელსაც დაზიანება თვალის არეში აღენიშნებოდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის გადაყვანილი იქნა კლინიკაში. ის ამჟამად უკვე შინ იმყოფება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნულია განცხადებაში.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

25.12.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

2020 წლიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს. აქამდე დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6570712&name=25.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.12.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

სასწრაფო დახმარების სამსახური მოსახლეობას მიმართავს

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის. „თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება. გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მოსახლეობას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით"-წერია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6570736&name=25.12.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

​