From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-25.11.2019
Received On : 25.11.2019 08:50
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.11.2019

 

ტელევიზია

25.11.2019                                  

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

სამედიცინო ბიზნესის გამოწვევები. სტუმრები: ზურაბ ჭიაბერაშვილი - პარლამენტარი, "ევროპული საქართველო"; ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაცია, დამფუძნებელი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484933

---

 

25.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

დიდი აყალმაყალია ჯანდაცვის სექტორსა და ინდუსტრიაში, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გარდა სხვადასხვა მოთხოვნით გამოდის საქართველოს მთავრობის წინაშე. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, უკვე ძალაშიც არის, რომელიც პირდადად ჩემგან პროგნოზირებადი იყო. ის აღვირახსნილი ფინანსური მოდელი, რომელიც აქამდე არსებობდა, ცხადზე უცხადესი იყო, რომ ადრე თუ გვიან დასრულდებოდა. დასრულდა კიდეც და ამას მოჰყვა პროტესტი, მაგრამ სახელმწიფო კლინიკების პროტესტის მიუხედავად მთავრობამ არ გადახედა 5 ნოემბრის 520-ე დადგენილებას, რომლის თანახმად საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის დღეიდან თანაბარი ტარიფები ამოქედდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484809

---

 

25.11.2019                                    

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  საქმიანი დილა

საქართველოს საზღვარი მე ვიცი ფსოუსა და როკის გვირაბთან-ასე დაიწყო ვიდეომიმართვა ქართველმა ამერიკელმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც სოლიდარობას უცხადებს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ექიმი ვაჟას გათავისუფლებას ითხოვენ ქართველები და ქართველების მეგობრები მთელი მსოფლიოდან. დაუყოვნებლივი რეაგირება მოსთხოვა საერთაშორისო პარტნიორებს და საქმის კურსში ჩააყენა ყველა კახა იმნაძემ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გამოსვლის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484804

---

 

25.11.2019                                    

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  ახალი ამბები 10:00

ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შესაძლოა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კვლავ მოინახულოს. საკითხზე მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა და 15 ნიემბერს მას ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ ექიმს ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6485030

---

 

25.11.2019                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:  დილა მშვიდობისა

"მხედველობა მხოლოდ, იმიტომ არ მინდა, რომ უბრალოდ ვხედავდე. მინდა იმისთვის, რომ 77 წლის ასაკში დედა მარტო არ დავტოვო და შევძლო მისი მოვლა, მინდა ამაგი დავუბრუნო და მასზე ვიზრუნო" - 28 წლის ანა ჩოგოვაძემ 16 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. მან საზოგადოებას დახმარებს სთხოვა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484848

---

 

24.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  ახალი კვირა

ეს პატარა ანიტა ფაცაციაა, რომელსაც დაუდგინდა უმძიმესი დაავადება, სადაც საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადებში. მან უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გოგონასთვის გულის ტრანსპლანტაცია არ მოხდება. 5 წლის მარიამ ქათამაძეს ასევე ჩვენი დახმარება სჭირდება. გოგონას თირკმლის სიმსიმნე აღმოაჩნდა, მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც გერმანიაში უნდა ჩატარდეს. ასევე დახმარება ესაჭიროება გაბრიელ ჩიკვაიძეს, რომელსაც საყდრი სიმსიმნე აქვს. მას მე-4 სასწრაფო ოპერაცია სჭირდება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484784

---

 

24.11.2019                                    

არხი:   იმედი

გადაცემა:  იმედის კვირა

16 დღეა ქართველი ექიმის სახელს და გვარს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაიგონებთ. ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების ციხეში რჩება. უპრეცედენტო სოლიდარობის მიუხედავად კრემლი და დე-ფაქტო ხელისუფლება მის განთავისუფლებას არ ჩქარობს. ვაჟა გაფრინდაშვილს ამ 2 კვირის განმავლობაში დაგეგმილი ჰქონდა 20-მდე ოპერაცია და 200-მდე კონსულტაცია. საქართველოს მოთხოვნა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების შესახებ ყველა ოფიციალურ საერთაშორისო პლატფორმაზე ისმის. პროტესტი ისმის ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზეც. ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ცდილობს საკითხს პოლიტიკური კონტექსტი შესძინოს. აცხადებს, თითქოს ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურად მონაწილეობდა და საქართველოს შეირაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484765 

მაესტრო - ახალი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484580                                                  

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484543

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484438       

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484208

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6483793

---

 

24.11.2019                                    

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:  მთავარი ამბები 18:00

18 ნოემბრის დარბევის დროს დაშავებული იმედა კლდიაშვილი, რომლის შესახებ ხელისუფლება დუმს. 38 წლის იმედა კლდიაშვილმა სახის ძვლის მოტეხილობა სპეცრაზმის მიერ აქციის დარბევის დროს მიიღო. მოძრაობა გირჩის წევრი ბიძინა ივანიშვილის ტყუილს 18 ნოემბერს , პარლამენტის შესასვლელთან აპროტესტებდა, როცა აქციის დარბევა დაიწყეს. იმედა კლდიაშვილი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად ხელებაწეული დახვდა. მოგვიანებით ისინი ქუჩასი დასხდნენ და სპეცრაზმის შეჩერებას ამ ფორმით ცდილობდნენ, თუმცა სპეცრაზმელები მას სასტიკად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებებით იმედა კლდიაშვილი კლინიკის ნაცვლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლა ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484642

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484445                                                  

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6484182

---

 

23.11.2019                                    

არხი:   I არხი

გადაცემა:  რეალური სივრცე 18:30

ჯანდაცვის სფეროში ახალი რეგულაცია რომელიც 5 ნოემბრის დადგენიილებით გამოიცა.

https://1tv.ge/video/realuri-sivrce-akhali-tarifebi-klinikebshi-reformis-sikete-da-safrtkhe-live/

---

 

23.11.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:  დღის ამბები 22:00

დაზარალებულის სტატუსი 5 თვის დაგვიანებით. მაკო გომურის შემდეგ პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი გიორგი სულაშვილსაც მიანიჭა. შალვა თადუმაძის უწყებაში ამბობენ, რომ სულაშვილი დაზარალებულად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ აღიარეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6483707 

ფორმულა - ფორმულა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6483665

---

 

23.11.2019                                    

არხი:   იმედი

გადაცემა:  ქრონიკა 14:00

სოფელ ნიქოზის ამბულატორია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით ეტაპობრივად აღიჭურვება. შედეგად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის შესაძლებელი იქნება მაღალი დონის, პირველადი სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიღება. ამბულატორია 5 სოფლის 5 000-მდე მცხოვრებელს უსასყიდლოდ მოემსახურება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6482767

---

 

22.11.2019                                    

არხი:   მაესტრო

გადაცემა:  ბიზნესი მაესტროზე 17:15

იმპორიტერებული მედიკამენტების ნაწილზე ფასების ზრდა 70%-ზე მეტია, რომელიც მედიკამენტი გაძვირდა ბოლო 5 წელში ლარის გაუფასურების გამო და როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა , რომელიც პირველ რიგში საზოგადოების ყველაზე შეჭირვებულ ფენაზე აისახება ცუდად.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6481534

---

 

ინტერნეტი

25.11.2019

მედიასაშუალება: https://www.bpn.ge/article/63137-ateulobit-milioni-laris-pasnamati-parmacevtul-produkciaze-ra-shemosavali-akvs-aversis-psp-sa-da-jipisis/?fbclid=IwAR3nCnGaxNDyb56TO1H5oQNbyB1R5QmVy7qx-ArGRABwdqJeIIwjDR-e31s

ათეულობით მილიონი ლარის ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსის“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან. კომპანიების მოგება/შემოსავლების ფონზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წამლის ფასი იზრდება მაშინ, როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა, თუმცა, თითქმის არასდროს იაფდება მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. საგულისხმოა ისიც, რომ მედიკამენტები გაუფასურებული ლარის პირდაპირპროპორციულად არასდროს ძვირდება, მასზე ფასი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ლარი უფასურდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2018 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, სამივე კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება თითოეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიათა კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას გაეცნო, რაც ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტაციაში მათი შვილობილი კომპანიების მაჩვენებლებიც არის შეტანილი. კერძოდ, შპს „ავერსი-ფარმა ჯგუფის“ მოგება დაბეგვრამდე გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 32 806 000 ლარი; შემოსავალი კი ჯამში, 409 571 000 ლარი იყო. მათ შორის, კომპანიამ შემოსავლის სახით წინა წელს, პროდუქციის საცალო რეალიზაციიდან 248 261 000 ლარი; საბითუმო რეალიზაციიდან - 39 866 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 116 072 000 ლარი მიიღო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანია ფლობდა 411 077 000 ლარის აქტივებს. შპს „ავერსი-ფარმა“ დაარსდა 1999 წლის 14 მაისს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა. შპს „ავერსი-ფარმა“-ს შვილობილი კომპანიების მთავარი საქმიანობა კი სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას მოიცავს. ცნობისთვის, შპს „ავერსი ფარმას“ ანგარიშგებაში შემდეგი შვილობილი კომპანიების მონაცემებია შეტანილი - შპს „ავერსი კლინიკა“, შპს „კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“, შპს „მედ-ალფა“, შპს „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა“ და შპს „მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა“. ყველა ამ კომპანიაში „ავერსი ფარმა“ 100%-იანი წილის მფლობელია. ასევე კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში მოხვდა - შპს „მედკაპიტალი“ და შპს „ბრუფარმი-ჯორჯია“, სადაც „ავერსი“ 50-50%-იანი წილის მფლობელია. რაც შეეხება შპს „პსპ ფარმა ჯგუფს“, ის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. ანგარიშგების თანახმად, გასული წლის ბოლოს, კომპანია 323 457 000 ლარის მოცულობის აქტივებს ფლობდა; ამასთან, მისი წლიური ამონაგები 490 933 000 ლარი; საოპერაციო მოგება კი - 24 576 000 ლარი იყო. რაც შეეხება შემოსავლებს, „პსპ ფარმა ჯგუფის“ შემოსავალმა საცალო რეალიზაციიდან - 333 634 000 ლარი; საბითუმოდან - 125 232 000 ლარი; სამედიცინო მომსახურებიდან კი 31 111 000 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ფარმაცევტული პროდუქტებისა და პირადი ჰიგიენის ნივთების საცალო და საბითუმო ვაჭრობა; ხოლო, შვილობილი კომპანიების სამედიცინო მომსახურების მიწოდებაა. კომპანია წარმოადგენს ჯგუფის დედა კომპანიას და ფინანსურ ანგარიშგებაში კონსოლიდირებს შემდეგ შვილობილ კომპანიებს - შპს „ნიუ ჰოსპიტალს“; შპს „თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს“ და შპს „მედკაპიტალს“, რომლის 50%-საც ფლობს. „ჯიპისის“ შემოსავალმა კი წინა წელს, ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვებიდან - 518 578 000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებაში კომპანიას ამ პროდუქტების თვითღირებულებაც აქვს მითითებული, რაც - 386 372 000 ლარი იყო. შესაბამისად გამოდის რომ, ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტებზე 132.206 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, კომპანიის მოგება დაბეგვრამდე - 45 389 000 ლარი იყო. ცნობისთვის, „ჯიპისი“ ბაზარზე სს „გეფას“ სახელით ოპერირებს. „ჯიპისიმ“ სახელი „გეფად“ 2017 წლის 2 თებერვალს გადაირქვა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მაისს განხორციელდა სს „გეფასა“ და სს „ეიბისი ფარმაციას“ (ფარმადეპო) შერწყმა, რის შედეგადაც „გეფა“ „ეიბისის“ სამართალმემკვიდრე გახდა. სს „გეფას“ აქციონერებს რაც შეეხება, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 67%-იან წილს სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“; 28%-ს - ენრიკო ბერიძე; ხოლო 5%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდა. თავის მხრივ, „გეფას“ მშობელ კომპანიას „ჯანდაცვის ჯგუფს“ ფლობდა „ბიჯეო ჯგუფი“, შესაბამისად, „გეფას“ საბოლოო მშობელი კომპანია 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სწორედ „ბიჯეოა“.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gripis-sawinaaghmdego-franguli-vaqcina-komerciul-qselshi-27-noembridan-gaiyideba/?fbclid=IwAR3eNrwZpyMvkgRv73S7pcaRxSpG_fEOq6n74M4QhdV1HPO88DqC8VAHY2I

გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა კომერციულ ქსელში 27 ნოემბრიდან გაიყიდება

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი პრეპერატით – „ვაქსიგრიპით“ აცრა 27 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინების პარტია ქვეყანაში ხვალ შემოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს. მათი თქმით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან. საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი 50 ლარი იქნება. ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რომლის მარაგიც მალევე ამოიწურა. ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა შეიძინა „ავერსმაც“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული ვაქცინის 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში რამდენიმე დღეში შემოვა. ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს. გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/dazghvevis-zedamkhedvelobis-samsakhuri-saqartveloshi-kerdzo-samedicino-dazghvevit-mosargebleta-raodenoba-gaizarda/?fbclid=IwAR1wqRaEZKLh0Vm8tOT9wBxrVEPuOpt1lh9anRa2-BnsO8J5-S6uP9HHwtA

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური: საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს, რაც 593 814 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებს ასახავს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციითვე, გასული წლის იგივე პერიოდში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 15 პროცენტი, ანუ 553 675 ადამიანი სარგებლობდა. სტატისტიკური მონაცემებით, 7 პროცენტს შეადგენს მთელი ავტოპარკიდან დაზღვეული ავტომობილების წილი, რაც რაოდენობრივად 92.917 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. შარშან, იგივე პერიოდში, ეს რიცხვი 79.960-ს შეადგენდა, რაც მთელი ავტოპარკის 6 პროცენტი იყო.

---

 

25.11.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/574280-saxalxo-damcveli-kalta-mimart-zaladobis-cinaagmdeg-brzolis-saertashoriso-dgestan-dakavshirebit-gancxadebas-avrcelebs

სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

---

 

24.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/zaza-sinauridze-jandacvis-reforma-didi-albatobit-patara-klinikebis-daxurvas-gamoiwvevs/44110/

ზაზა სინაურიძე: ჯანდაცვის რეფორმა დიდი ალბათობით პატარა კლინიკების დახურვას გამოიწვევს

PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში „საქმის კურსი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეფორმას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა მომსახურების ხარისხს გააუარესებს. „სისტემაზე უარს არ ვამბობთ, პირიქით, ეს არის თანამედროვე, მთელს მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, მაგრამ ამას აუცილებლად ზედმიწევნით ზუსტი დათვლა ესაჭიროება, ვინაიდან მოწოდებული რიცხვები აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, აისახება პაციენტებსა და კლინიკებზე; არ შეიძლება იმ ფასების გაანაგრიშება, რომლებიც 2013 წელს იყო. უპირველეს ყოვლისა, ხარისხი დაეცემა. შეუძლებელია სახარჯი მასალების შეძენა, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფასები 200%-ით და მეტით გაიზარდა. შესაბამისად, კუსტარული სისტემით მოგვიწევს მუშაობა. პროფესიონალთა ჯგუფმა ტარიფები სწორად უნდა დათვალოს“ - აცხადებს „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე. ამასთანავე, სინაურიძე განმარტავს, რომ აღნიშნული სიტუაცია დიდი ალბათობით გარკევული რაოდენობის, ძირითადად პატარა კლინიკების დახურვის მიზეზი გახდება.

---

 

24.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/deputati-jandacvis-ministrs-pasuxobs-gamikvirda-tqveni-mxridan-am-saubris-quotwamodzaxebaquot/44096/

დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს: გამიკვირდა თქვენი მხრიდან ამ საუბრის "წამოძახება"

დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პასუხობს. საქმე ეხება ჯანდაცვის სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. აღნიშნულ საკითხზე გასულ კვირას ჯანდაცვის კომიტეტში კლინიკების წარმომადგენლებმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმსჯელეს. განხილვას დეპუტატებთან ერთად მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა. ამავე თემაზე მსჯელობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “რეალურ სივრცეში” გუშინაც, სადაც ექიმები და დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკაციას უწუნებდა. გადცემაში არ მონაწილეობდა ჯანდაცვის მინისტრი, თუმცა, ბოლო ნაწილში მან სატელეფონო ჩართვა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ დეპუტატ ლევან კობერიძის საჯარო გამოსვლა და მასთან პირადი საუბრები განსხვდება ერთმანეთისგან. სწორედ ამ განცხადებას უპასუხა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში: “ქალბატონო ეკა, კლინიკებისათვის ტარიფიკაციის თემის სიმწვავიდან გამომდინარე ეტყობა არ მოგწონთ შენიშვნა, რომ თქვენ, ჯანდაცვის მინისტრს, მნიშვნელოვანი რეფორმების წინ გევალებათ მინიმუმ ერთხელ მაინც შეხვდეთ სამედიცინო საზოგადოებას და იმსჯელოთ მათთან ერთად, მათ შორის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში (სადაც უკვე 6 თვეა გელოდებით და არ მოსულხართ დანიშვნის შემდეგ) ახლა ამ სატელეფონო საუბრის შინაარსზე: - ჯანდაცვის კომიტეტში კლინიკებთან შეხვედრის წინ, სატელეფონო საუბროს დროს, შემოგთავაზეთ, რომ თუ მოხვიდოდით კომიტეტში (და ოღონდ მოსულიყავით) ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებდი იმისთვის, რომ შეხვედრა მწვავე პოლიტიკური დებატების გარეშე, სამედიცინო საზოგადოებისათვის საკადრის კონსტრუქციულ ფორმატში ჩაივლიდა, რადგან ეს თემა პოლიტიკურ თემებზე მაღლა დგას და ეხება ჩვენი მოქალაქეების, პაციენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების რისკებს ... თუმცა, თქვენ მაინც უარი განაცხადეთ და პარლამენტში შეხვედრაზე არ მოხვედით. და ძალიან გამიკვირდა თქვენი მხრიდან ამ საუბრის “წამოძახება” თითქოსდა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. იმედს ვიტოვებ, ეს თქვენს მიერ გადაცემის ყურების დროს გამოწვეული ემოციური ფონით გამოწვეული სპონტანური შეცდომა იყო და არა ჩემი, როგორც ოპონენტის, მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა”,- წერს ლევან კობერიძე.

---

 

24.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-reformaze-komunikaciashi-viyavit-klinikebis-finansistebtan-da-ara-eqimebtan/44095/

ჯანდაცვის მინისტრი რეფორმაზე: კომუნიკაციაში ვიყავით კლინიკების ფინანსისტებთან და არა ექიმებთან

ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “რეალურ სივრცეში” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. ექიმების ნაწილის განცხადებით, რეფორმის გამოცხადებამდე სამინისტროს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია ექიმებთან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე დაიწყებოდა საუბარი, მინისტრი აცხადებს, რომ კომუნიკაცია იყო კლინიკების ფინანსისტებთან, თუმცა, მანამდე პროცესში ექიმებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც სამინისტროში ექიმთა საბჭოს წევრები არიან. “მინდა მივმართო ექიმებს: ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან, არ ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება პაციენტების შემოსავლებს. არ ეწინააღმდეგება არც მათს შემოსავლებს, არც სამედიცინო მომსახურების ხარისხსს. კომუნიკაცია იყო, ივლისის თვეში, აგვისტოში. ექიმები წარმოადგენენ სამინისტროში ექიმთა საბჭოებს და პროფესიულ საბჭოებს, რომლებიც დებენ ქვეყნის სტანდარტის გაიდლაინებს, რომლითაც შემდეგ ხელმძღვანელობბენ ფინანსისტები. ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ ამ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, რადგან ექიმების მხრიდან მოწოდებული გაიდლაინებით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ”,- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას.

---

 

24.11.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/jandacvis-ministri-ar-sheesabameba-simartles-rom-titqos-me-daxuruli-var-mediistvis-da-eqimta-nawilistvis/44094/

ჯანდაცვის მინისტრი: არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს მე დახურული ვარ მედიისთვის და ექიმთა ნაწილისთვის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ის მედიისა და სამედიცინო საზოგადოების ნაწილისთვის დახურულია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “რეალურ სივრცეში” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. გადაცემაში ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობდნენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. კლინიკები აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუარესებს. “ის, რომ მე თითქოს დახურული ვარ მედიისთვის და იმ სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელიც ახლა თქვენს სტუდიაში ზის, არ შეესაბამება სიმართლეს. ვწუხვარ, რომ ჩემი კოლეგები, რომლებსაც დღეს თეთრი ხალათი აცვიათ და მეც სულ რამდენიმე ხნის წინ ასევე თეთრი ხალათი მეცვა, ასეთ დამოკიდებულებას აცხადებენ. ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება იმ კოლეგიალურ პრინციპებს, რომლებიც სამედიცინო საზოგადოებაში უნდა არსებობდეს”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. კითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია ექიმებთან, სადაც ჯანდაცვის სისტემაში რეფორმაზე დაიწყებოდა საუბარი, მინისტრი აცხადებს, რომ კომუნიკაცია იყო კლინიკების ფინანსისტებთან, თუმცა, მანამდე პროცესში ექიმებიც იყვნენ ჩართული, რომლებიც სამინისტროში ექიმთა საბჭოს წევრები არიან. “მინდა მივმართო ექიმებს: ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მიმდინარეობს სამინისტროს მხრიდან, არ ეწინააღმდეგება მათს ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება პაციენტების შემოსავლებს. არ ეწინააღმდეგება არც მათს შემოსავლებს, არც სამედიცინო მომსახურების ხარისხსს. კომუნიკაცია იყო, ივლისის თვეში, აგვისტოში. ექიმები წარმოადგენენ სამინისტროში ექიმთა საბჭოებს და პროფესიულ საბჭოებს, რომლებიც დებენ ქვეყნის სტანდარტის გაიდლაინებს, რომლითაც შემდეგ ხელმძღვანელობბენ ფინანსისტები. ჩვენთან კომუნიკაციაში იყვნენ ამ კლინიკების ფინანსისტები და არა ექიმები, რადგან ექიმების მხრიდან მოწოდებული გაიდლაინებით ჩვენ ვიხელმძღვანელეთ”,- განაცხადა მინისტრმა გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას.

---

 

24.11.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/519800

სოფელ დიდ ჭყონაში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მალე დასრულდება

მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად, დაათვალიერა. ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრის სამუშაოები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომლის ჯამური ღირებულება 148 461 ლარს შეადგენს. მიმდინარე მშენებლობაზე, სულ 8 ადგილობრივია დასაქმებული.

---

 

22.11.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/eqimebi-boikots-ar-apireben-tumca-saministros-arcet-gancxadebas-ar-etanxmebian

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ„-კლინიკები ტარიფების გათანაბრებაზე

„მცდარია მოსაზრება, რომ ჩვენ მაღალ მოგებაზე ვმუშაობთ, ეს ძალიან კარგად იცის საქმეში ჩახედულმა ყველა ადამიანმა. ჯანდაცვის სამინისტოს პოზიცია არასრულყოფილი ანალიზის შედეგია“, - ასე აფასებს კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე „ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ კლინიკური მედიცინა არ არის მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესი. საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირები დაყოფილია კატეგორიაებად.პირველი და მეორე კატეგორიის სუბიუექტები ვალდებული არიან ჩაატარონ აუდიტი და დასკვნა გამოაქვეყნონ. „ჩვენი კლინიკის შემთხვევაში, ფინანსური მხარე აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შესაბამისად, ყველას აქვს შესაძლებლობა ნახოს ფინანსური ანგარიშგება, რა დროსაც გაარკვევენ, რომ მოგების მაღალ მარჟაზე არ ვმუშაობთ. ეს დამალული არ ყოფილა და აქამდე შეეძლოთ ნახვა“, - განაცხადა იაგო კალანდაძე. კლინიკა "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სრულიად ჰოსპიტალური სექტორის თხოვნა არ გაითვალსიწინა და რეფორმა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს არ გადაავადა. ექიმი არ ეთანხმება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას და ამბობს, რომ გატარებული რეფორმით პაციენტების მომსახურების ხარისხს საფრთხის ქვეშ დადგება. აღსანიშნავია, ისიც რომ იაგო კალანდაძის აზრს იზირაებს 25 სხვა სამედიცინო დაწესებულება. „რეფორმის ამოქმედების ვადამდე არც ერთ კლინიკას არ მიგვიმართავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოვდივართ. ეს ნიშნავს იმას, რომ ბოიკოტირებას არავინ აპირებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტარიფები რეალობას მოწყვეტილია. ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ცვლილება პაციენტის მკურნალობის ხარისხზე აისახება. დადგენილი ტარიფები არ მოგვცემს საშუალებას, რომ მაღალხარისხიანი ერთჯერადი გამოყენების საგნების გამოყენება შევძლოთ. ჯანდაცვის რეფორმა გვაძიულებს მაქსიმალურად შევამციროთ სახარჯი მასალები და სამედიცინო პერსონალის ხელფასი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ პაციენტს ესაჭიროება გულის კორონალური სტენდირება ასეთ დროს, ერთ სტენდზე 300 ლარია გათვალისწინებული, როდესაც ნორმალური ხარისხის წამლით დაფარული ერთი სტენდის ღირებულება ბაზარზე სულ მცირე 500 ლარია. ჩვენი მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილების ამოქმედების ვადა გადავადებულიყო გონივრული დროით, რათა ამ დროში გამართულიყო კონსულტაცია და დაგვედგინა რაციონალური ფასები. ამაზე მთელი ჰოსპიტალური სექტორი ვართ შეთანხმებულები. ჩვენ მიერ მოთხოვნილი ვადებში უნდა მივსულიყავით გარკვეულ კონსესუსამდე, მიგვეღო ისეთი ტარიფები, რაც საგადასახადო მექანიზმს და მომსახურების ხარისხს არ დააზარალებდა, რაც სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,“-აცხადებს კალანდაძე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის უარყოფით მხარეებზე საუბრობს „ჩაფიძის გულის ცენტრის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ალადაშვილი. ექიმი აცხადებს, რომ დადგენილება არაკვალიფიციურადაა შემშავებული და ბევრი ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ალექსანდრე ალადაშვილის, თქმით სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფი აუცილებლად აისახება მომსახურების ხარისხზე. „ფასების გათანაბრება სწორი და საჭირო პოლიტიკაა, თუმცა, ჩემთვის გაუგებარია ტარიფების ოდენობა და მათი განსაზღვრის ტექნოლოგია, რადგან ჯანდაცვის სამინსიტროს დადგენილი ტარიფები არ არის საკმარისი ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. როდესაც აფასებ რაღაცას უნდა იცოდე მისი ძირითადი ფაქტორები, უნდა იცოდე ფასები. ტარიფს სანამ შეიმუშავებენ უნდა იცოდნენ სტანდარტი, რაც სახელმწიფოს არ გააჩნია“, - განმარტავს ალექსანდრე ალადაშვილი. „ჩაფიძის გულის ცენტრის“ ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას ამახვილებს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, სადაც კლინიკების მოგების მაჩვენებელზეა საუბარი. „მათ განცხადებაში წარმოგენილია მხოლოდ 5 კლინიკა, თუმცა, ქვეყანაში გაცილებით მეტი სამედიცინო დაწესებულებაა. სხვებსაც გადახედონ, არიან კლინიკები რომლებსაც ამხელა მოგება არ აქვთ. სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვერკვევი ამ მიმართულებით, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა უნდა იცოდნენ სტანდარტი და მის შესაბამისად დადგინონ ფასიც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რა ღირს ანალოგიური პროცედურები, რომელსაც ჩვენი კლინიკები აკეთებენ, ჩვენს მეზობელ ქყვეყნებში. გასათვალიწინებელია ის ფაქტორიც, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ არცერთ სამედიცინო პროდუქტს, ყველაფერს უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ, როგორ შეიძლება ამ პირობებში ჩვენი ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით იყოს სამჯერ ნაკლები,“ - განაცხადა ალექსანდრე ალადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიისა და რეანიმაციის სერვისებზე გათანაბრებული ტარიფები გუშინ ამოქმედდა. 8 ნოემბერს კლინიკების ნაწილმა პრემიერს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესატანი ცვლილებების 6 თვით გადავადებას ითხოვდნენ. სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ დადგენილი ტარიფები რეალურად არ ასახავდა დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებ

---

 

22.11.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1574410525-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1

ოჯახს სოციალური დახმარება ბავშვის „ეტალონში“ მიღებული პრიზის გამო შეუწყვიტეს

სოფელ ქვემო აკეთში მცხოვრები აბაშიძეების ოჯახი სოციალური დახმარების შეწყვეტას აპროტესტებს. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, მას შემდეგ რაც მისმა შვილებმა კონკურს „ეტალონში“ გაიმარჯვეს და ერთჯერადად საპრიზო თანხა 500 ლარის ოდენობით ჩაერიცხათ, სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური შემწეობა მოუხსნა. აბაშიძეები დახმარების აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას guria TV ავრცელებს. „ბავშვები 50-ლარიან დახმარებას იღებდნენ. (20 ლარი ფულადი და 30 ლარი ვაუჩერი). ერთი შვილი კაბადოკიაში წავიდა, ერთს კი მერიამ ერთჯერადად 500 ლარი ჩაურიცხა. ეს ყველაფერი დაფიქსირდა ერთ-ერთ ბანკში და სოციალურის დახამრების სააგენტომ, ამის გამო, უარი გვითხრა დახმარებაზე. იქნებ მოგვაქციონ ყურადღება და ეს დახმარება ისევ აღდგეს. რადგან ჩემი მეუღლე მუშაობს თურქეთში და მხოლოდ თურქეთზე ვართ დამოკიდებული, - აცხადებს ოჯახის დიასახლისი. აღნიშნულთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

25.11.2019

მედისაშუალება:       ასავალ-დასავალი

გიორგი ხარიტონიშვილი: ჯანდაცვის სამინისტროდან ხალხისაკენ თუ არ გამოიხედეს, მინისტრის შეცვლას რა აზრის აქვს?!

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან 13 თვის პენსიას იტხოვს 67 წლის პენსიონერი გიორგი ხარიტონიშვილი: - ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე რომ დასცეს, ვიფიქრე - კიდევ კარგი, სერგეენკო მოაშორეს და ეს ახალგაზდა ქალი მაინც იზრუნებს პენსიონერებზე, თანაც 2006 წელს ჩვენს დასასჯელად შექმნილ კანონს გააუქმებს - მეთქი. მაგრამ ასე არ მოხდა და მივხვდი - ჯანდაცვის სამინისტროდან ხალხისაკენ თუ არ გამოიხედეს, მინისტრის შეცვლას რა აზრი აქვს?! - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან რას ითხოვთ? - 13 თვის პენსიას არ მაძლევენ. როცა საპენსიო ასაკი - 65 წელი შემისრულდა, მივედი და ვთხოვე, პირადობის მოწმობა დაკარგული მაქვს, ბაზაში არსებული ჩემი ძველი პირადობის მოწმობით იხელმძღვანელეთ, ცოცხალი ვარ, ახალ პირადობას აუცილებლად ავიღებ, ოღონდ პენსია დამინიშნეთ-მეთქი. 65 წლის კაცი ტყვედ რომ ვყოფილიყავი ჩავარდნილი და ჩემი პირადობის მოწმობით სოციალურ სააგენტოში 3 წლის მერე გამოვცხადებულიყავი, 3 წლის პენსია უნდა ჩამოეწერათ? - პენსიის გაცემაზე კატეგორიულად უარი გითხრეს? - მკითხეს, სოციალურად დაუცველი ხართო? სოციალურად დაუცველთა სიაში არ ვარ, მაგრამ გეკითხებით: კაცს, რომელსაც პენსიის გარდა შემოსავალი არა აქვს და არც ამ პენსიას აძლევენ, სოციალურად დაცული როგორ არის? დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიამ არ იცის, მოხუცების მიმართ გულცივად მიღებული კანონების გამო პენსიონერები რომ ვიტანჯებით! სამშობლოში ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა, აქ აღარც პენსიონერები უნდათ, აღარც ახალგაზრდები, ბევრი ბავშვი ისე იზრდება, ხორცი რა არის, არ იცის... მოკლედ, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ჩემნაირი გამწარებული პენსიონერი კი ძალიან ბევრია, და, იმედია, ხმას ამოიღებენ!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6484985&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  კვირის პალიტრა

"დედა მომიკლეს და ხომ შეიძლება კიდევ ვინმე დაიღუპოს მათ ხელში?!"

არცთუ ისე იშვიათად პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში, არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო არაერთ ასეთ საჩივარს განიხილავს. არაერთი ექიმი დასჯილა ჩადენილი გადაცდომისთვის. ექიმს უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს ერთიდან 6 თვემდე, ან, თუ შემთხვევა უმძიმესია, გაუუქმდეს სერტიფიკატი. ხშირად მათ რამდენიმე თვით უჩერებენ უფლებამოსილებას და შემდეგ სამედიცინო საქმიანობას აგრძელებენ, ეს კი დაზარალებული ოჯახების პროტესტს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტი გარდაიცვალა. "საჩივარი 5 ივნისს შევიტანე, მაგრამ პასუხს დღემდე ველოდები" გვანცა ფოფხაძე დედის, ხათუნა (ნატალია) ჩიმაკაძის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს და უკვე მეექვსე თვეა, მათ დასჯას უშედეგოდ ელოდება. - 65 წლის დედას წნევის გარდა არაფერი აწუხებდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე თავბრუ დაეხვა, სამსახურში კიბეზე წაბორძიკდა და ეს გადაღლილობას დავაბრალეთ, თუმცა მაშინვე მივედით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმ ზვიად მათეშვილთან. რასაც დედა ადრეც სვამდა - წნევის მარეგულირებელს და გულის მკვებავს - ისინი მოუხსნა და დაუნიშნა ძვირად ღირებული მედიკამენტები. ვიყიდეთ და დაიწყო მკურნალობა, მაგრამ სამჯერ გული წაუვიდა. რამდენჯერმე დავურეკე ექიმს, რომ დედა წამლების მიღების შემდეგ ცუდად იყო და ხომ არ აჯობებდა შეგვეწყვიტა მკურნალობა. გვითხრა, არავითარ შემთხვევაში, გააგრძელეთ მკურნალობაო. ასეც მოვიქეცით, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად გრძნობდა თავს. ექიმი ირწმუნებოდა, რომ მისი დანიშნული წამლები უკუჩვენებას არ გამოიწვევდა, არადა ყველა წამალს ინსტრუქციაში სწორედ ის უკუჩვენებები ეწერა, რაც დედას სჭირდა. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ დედას სამსახურში გული წაუვიდა. "სასწრაფომ" ისევ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიგვიყვანა და ისევ ექიმ მათეშვილის ხელში აღმოვჩნდით. განსაკუთრებული არაფერიაო, გვითხრეს. რეანიმაციაში იწვა და მხოლოდ გადასხმას უკეთებდნენ. - მედიკამენტები მოუხსნეს? - მოუხსნეს. მეორე დღეს ჩვეულებრივად იყო. მარკეტში ნაყიდი მაწონი ვაჭამე - ახლა მეუბნებიან, თითქოს მაწვნით მოიწამლა და ამიტომ გარდაიცვალა! მას შემდეგ, რაც კორონაროგრაფია გაუკეთეს, იმის მიუხედავად, რომ საღამოს მდგომარეობა დაუმძიმდა, მაინც პალატაში გადაიყვანეს. იქაური პალატა და პირობები ცალკე თემაა - 80-იანი წლების გადმონაშთია! დედა ვერ სუნთქავდა, კიდევ უფრო ცუდად შეიქნა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, თან გამომიცხადეს, მაწონმა მოწამლაო (არადა ქილა კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ვადაგასული არ იყო). თანაც წინადღეს ნაჭამმა მაწონმა მეორე საღამოს მოწამლა? იმ ღამეს რეანიმაციაში დატოვეს. მეორე დილით დედამ 7 საათზე დამირეკა, ახლა ერთ გადასხმას გამიკეთებენ და 9 საათზე მომაკითხეთ, ექიმი სახლში მიშვებსო. ჩემი აზრით, დედას შეტევა იყო კორონაროგრაფიით გამოწვეული, დაითრომბა სისხლი და ამან გამოიწვია ღებინება. ხელი ერთი საათი ჰქონდა გადახვეული, არადა, მთელი დღე უნდა ჰქონოდა! ამხელა პროცედურის შემდეგ თავისი ფეხით ატარეს! ეტლი ვერ ვნახე, რომ დამესვა და პალატამდე მიმეყვანა! სანამ წავიყვანდი, მათეშვილს ვკითხე, ხომ არ ჯობია, კლინიკაში დავტოვოთ-მეთქი. არაო, მითხრა, ჩვენი პაციენტი აღარ არის, კორონაროგრაფიის დასკვნით ყველაფერი წესრიგშია, 10 დღეში მომიყვანე და 90 წლამდე იცოცხლებს, პირობას გაძლევო. დასუსტებული ძლივს ჩამოვიყვანე ეზოში. ორჯერ გაჩერდა გზაში, მაგრამ იძულებული ვიყავი, წამომეყვანა, რადგან არ დატოვეს. ჩავსვი მანქანაში და 10 წუთში სახლში ვიყავით. როგორც კი შევედით, დედამ ძალიან ცუდად ვარ და დამაწვინეო. დავაწვინე და ხელებში ჩამაკვდა... დედა ექიმების არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობას შეეწირა! ამ ტრაგედიის შემდეგ რესპუბლიკურში მისულს პალატის ექიმი ლალი ფაცია დამემალა. განყოფილების გამგე მამუკა ქობალავა დამპირდა, რომ მეორე დღეს დანიშნავდა თათბირს და მოიწვევდა სპეციალისტებს, მაგრამ... ეს ექიმები დღემდე მუშაობენ. ფაცია იმ დღეებში დასასვენებლად საზღვარგარეთ წავიდა. არც ადარდებს, მისი უცოდინარობით პაციენტი რომ გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროში შევიტანე საჩივარი, მაგრამ პასუხი არ არის... - რეგულირების სამსახურში როდის შეიტანეთ საჩივარი? - დედა 31 მაისს გარდაიცვალა. საჩივარი 5 ივნისს შევიტანე. ყველა დოკუმენტაცია დავურთე, მაგრამ პასუხს დღემდე ველოდები. რომ ვრეკავ, მეუბნებიან, მოკვლევა მიდისო, ეს ექიმები კი მუშაობენ. დედა მომიკლეს და ხომ შეიძლება კიდევ ვინმე დაიღუპოს მათ ხელში?! "წელს ექვს ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერტიფიკატი" დღეს ასეულობით დაზარალებული ელოდება საჩივარზე რეგულირების სამსახურის დასკვნას. წელს 91 საქმე განიხილა პროფესიულმა საბჭომ და 6 ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა. მართალია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე კონკრეტულ ფაქტებზე არ ლაპარაკობს, თუმცა ადასტურებს, რომ ექვსივე შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. - ექვს ექიმს სამუდამოდ შეუჩერდა სერტიფიკატი. დადასტურდა, რომ საქმიანობის დროს მოხდა გადაცდომები და გარდაიცვალნენ პაციენტები. - ალბათ, ეს არ იქნებოდა ამ ექიმების ერთადერთი შეცდომა. ადრეც დაისაჯნენ? - რამდენიმეს დროებით ჰქონდა შეჩერებული ლიცენზია და უფლებამოსილება, მერე აღუდგათ. ეს იყო მორიგი ფაქტი. - ხშირად ექიმებს რამდენიმე თვით უჩერდებათ უფლებამოსილება, მერე მუშაობას აგრძელებენ. თუ კონტროლდება მათი საქმიანობა? - თუ ექიმს შეუჩერდება უფლებამოსილება, ვადის გასვლის შემდეგ ის აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება გაკონტროლებას, რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს კლინიკებს და თუ გამოვლინდება, რომ უფლებამოსილებაშეჩერებული ექიმი აგრძელებს მუშაობას, კლინიკაც ისჯება. საქართველოში 3000-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულებაა, ძალიან ბევრი ექიმია და კონკრეტული ექიმის საქმიანობას ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ ვაკონტროლებთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებისა და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით. 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, შვიდ კლინიკაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა და საქმე სამართალდამცავ უწყებას გადაეცა. - თქვენ აღნიშნეთ, რომ ექვს ექიმს გააუუქმდა ლიცენზია და ყველა შემთხვევაში ლეტალური შედეგი დადგა. ასეთ შემთხვევებში თუ ეკისრებათ ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა? - პირის გარდაცვალების შემთხვევაში კლინიკა ვალდებულია, ეს აცნობოს სამართალდამცავებს და ისინი იწყებენ გამოძიებას. სამართალდამცავები ხშირად მოგვმართავენ და ვუგზავნით ჩვენს შესწავლილ დასკვნებს. ითვალისწინებენ თუ არა ამ დასკვნებს გადაწყვეტილების მიღებისას, არ ვიცი. - ექიმების არაპროფესიონალიზმს ხშირად უჩივიან პაციენტები. თქვენს სამსახურში ხშირად თუ შემოდის მოქალაქეთა საჩივრები და, ძირითადად, რა დარღვევებს აწყდებით? - განცხადებები თითქმის ყოველდღიურად შემოდის. წლის განმავლობაში 800-მდე განცხადებას ვიღებთ. ძირითადად, უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს; არის შემთხვევები, როცა ექიმის სამედიცინო მანიპულაციამ გამოიწვია მძიმე შედეგი; უკმაყოფილო არიან ექიმის მომსახურებით, იმ სერვისით, რომელსაც კლინიკა სთავაზობთ. - წელს რამდენი განცხადება შემოვიდა და რამდენის შესახებ არსებობს დასკვნა? - დღემდე 798 სხვადასხვა საკითხზეა განცხადება შემოსული. პროფესიული განვითარების საბჭომ 91 საკითხი განიხილა და 12 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. როგორც გითხარით, მათგან ექვსს გაუუქმდა ექიმის ლიცენზია. - დაზარალებულები ძალიან დიდხანს ელოდებიან პასუხს. თქვენც აღნიშნეთ, რომ წელს შემოსული 800 საჩივრიდან მხოლოდ 91 განიხილა პროფესიულმა საბჭომ. რატომ ჭიანურდება ეს პროცესი? - ყველა საჩივარი არ მიდის პროფესიულ საბჭომდე, ყველა განცხადებას მსვლელობა არ ეძლევა, რადგან ყოველთვის არ იკვეთება ის დარღვევები, რაზეც სააგენტომ რეაგირება უნდა მოახდინოს. ზოგიერთი განცხადება სცდება ჩვენს კომპეტენციას. რაც შეეხება იმ საქმეებს, რომელთაც ვსწავლობთ, როცა კითხვები გვაქვს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, ინიშნება ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზაში შესაძლოა ჩართული იყოს რამდენიმე დარგის ექიმი და ველოდებით დასკვნას, რომ ამის შემდეგ მომზადდეს მოხსენება და გაირკვეს, დადგეს თუ არა კონკრეტული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი. ხშირად მოგვდის დასკვნები, მაგრამ ეს სენსიტიური თემაა და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ამ დასკვნის შემდეგაც შეიძლება კითხვები გაგვიჩნდეს ექსპერტიზასთან და ამ კითხვებს ისევ მათ ვუგზავნით, რომ დაზუსტდეს, ამას კი დრო სჭირდება. ეს ხელოვნური გაჭიანურება არ არის, დრო სჭირდება საქმის განხილვას. არის შემთხვევები, რომლებიც არ არის რთული შესასწავლი და ექსპერტები დროულად გვაწვდიან დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება პროფესიულ საბჭოს, ვუსმენთ ექიმებსაც და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ყველა მხარეს შეუძლია გაასაჩივროს და თავისი სიმართლე სასამართლოში დაამტკიცოს. - თუ ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი გაუქმებული ლიცენზია ექიმს სასამართლომ აღუდგინა? - ასეთი შემთხვევაც ყოფილა. - გასულ წელთან შედარებით წელს მომართვიანობა გაზრდილი ხომ არ არის? - 2018 წელს შემოსული იყო 795 განცხადება, წელს უკვე 798-ია.. - წელს ივნისში თქვენთან შემოვიდა მოქალაქე გვანცა ფოფხაძის საჩივარი. ის დედის, ხათუნა ჩიმაკაძის გარდაცვალებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ორ ექიმს ადანაშაულებს და 5 თვეა, უშედეგოდ ელოდება პასუხს. - პაციენტ ჩიმაკაძის შვილი უჩიოდა სამედიცინო მომსახურების ხარისხს. რეგულირების სააგენტომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში მოკვლევა დაასრულა და ეს საქმე შესასწავლად გაგზავნა ექსპერტებთან. ახლა ველოდებით მათ დასკვნას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და კომისიის სხდომაზე ვიმსჯელებთ, უნდა დადგეს თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6485325&name=25.11.2019+-+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  ალია

"ოცნების" ხელისუფლების ახალი ყულფი ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას - რა ახალ გადასახადებს აწესებენ და რამდენით გაძვირდება სამედიცინო მომსახურებები?!

"ქართულმა ოცნებამ" თავისი გაიტანა. მართალია, ახლა ამბობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სულ რაღაც 37-მა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ეს ყველაფერი მმართველ გუნდში ისე მოეწონათ, რომ ახლა მთელი მსოფლიო რომ ჩაერიოს და გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვოს, უარს მიიღებს. ხელისუფლებას არ აშინებს არც ოპოზიციის საერთო კანდიდატი, არც კვლევის შედეგები - ისინი დარწმუნებულები არიან, რომ 73 მაჟორიტარული ოლქიდან ისევ 73-ვეს მოიგებენ. ახლა არ თქვათ, წინაზე ხაშური და მთაწმინდა წააგესო. სიმონ ნოზაძეც და სალომე ზურაბიშვილიც "ოცნებასთან" იყვნენ, არიან და... იქნებიან თქო, ვერ ვიტყვით, რადგან ქალბატონი სალომე რას მოიფიქრებს, კაცმა არ იცის. იმასაც ამბობენ, რომ ცალკე კახა კალაძე და ცალლე ირაკლი ღარიბაშვილი, საკუთარ სიებს წერენ და სურთ, რომ კანდიდატებად თავისი გუნდის წარმომადგენლები ჰყავდნენ. გახარია დარწმუნებულია, რომ სიის პირველი ნომერი იქნება, ღარიბაშვილს კი იმის იმედი აქვს, რომ მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე გახდება. თავის მხრივ, ირაკლი კობახიზე იმდენად გააქტიურდა, ეჭვი გვაქვს, მომავალ პარლამენტში ძველ თანამდებობას უმიზნებს. კობახიძე კალაძის გუნდის წევრად მოიაზრებოდა, მაგრამ ახლა საქმე ისეა, ბიძინას დავალებების უსიტყვო შემსრულებელი გახდა და არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა პრაქტიკულად რობოტი შემსრულებელი კვლავ მოისურვოს. მთავარი პრობლემა, რაც ხელისუფლებას აქვს, ქვეყნის ბიუჯეტი გახლავთ. "ხელისუფლება ავტომობილების განბაჟების გაძვირებას აპირებს. ისევ გაძვირდება სიგარეტის აქციზი და მომავალი წლის შემოდგომისთვის, ერთი კოლოფის ღირებულება 10 ლარამდე ავა."- გვეუბნება "ოცნების" წევრი. სხვათა შორის, სანამ სერგეენკოს მოხსნიდნენ, დავწერეთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სერიოზულ ცვლილებას განიცდიდა და ფულიც მოაკლდებოდა. მაშინ ლამის ჩაგვქოლეს, ეს ყველაზე წარმატებული პროექტია და ფულს თუ დავუმატებთ, თორემ დაკლებაზე საუბარიც არააო. ახლა კი ირკვევა, რომ დაკლებაც მოცდება და კლინიკებიც შავ დღეში არიან, რადგან საერთო გადასახადზე უნდა შეთანხმდნენ. ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც 2020-ში უნდა დაიწყოს და რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ აუცილებლად იქნება გამოყენებული. მთავარი პოლიტიკური მოვლენა მაინც დავოსის სამიტი და გახარია-პუტინის შეხვედრა გახდება. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შვეიცარულ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები აქვს, "სპონტანურად დაგეგმილმა" შეხვედრამ უმაღლეს დონეზე რომ ჩაიაროს. ჰოდა, თუ საჰაერო მიმოსვლა აღდგება და მხარეები იმასაც იტყვიან, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს ზაფხულში გადავხედავთო, ნუ გაიკვირვებთ. მანამდე კი საბიუჯეტო განხილვაა წინ და ფინანსთა მინისტრს უმძიმესი კვირა ელოდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6484895&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  ალია

„უჰაერობა, ნესტი, დღეში მხოლოდ ერთხელ გაჭმევენ...“ რა პირობებში იმყოფება ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, იქ არსებულ მძიმე მდგომარეობას აღწერს. „ჩვენ პარასკევს დაგვიჭირეს. ვაჟა გაფრინდაშვილი მოიყვანეს კვირას საღამოს. როგორც თავად მომიყვა, სოფელ მონასტერში დაიჭირეს, ეს რუსების კონტროლირებადი ტერიტორიაა ახლა. ციხეში პირობები ძალიან ცუდია, მით უმეტეს, დაბლა კარცერში. არის უჰაერობა, ნესტი. მხოლოდ დღეში ერთხელ გაჭმევენ. სამი დღე არაფერი უჭმევიათ. ბატონმა ვაჟამ უთხრა, რას ჰქვია, რომელი კანონებით მოქმედებთ, რომელ ხანაში ხართ. მერე რა, რომ ეს ბიჭები ტყვეები არიან, ამათ უნდათ ყურადღება, სჭირდებათ ექიმი, მარა არაფერი... ერთჯერადი კვება გვქონდა, შუადღისას. ვინც იქ იყო, ჩემი და ვაჟას გარდა, სხვა ტყვეები, ყველას აზრი ის იყო, რომ ეს ადამიანი წუხდა ჩვენი ბედით. ჩვენი ბედი რომ არავის ადარდებს, ისიც კარგად იცოდა ვაჟამ. უნდოდა, რომ ჩვენი გასაჭირი გაეზიარებინა, თავისი თვალით ენახა და მე მგონი, რომ მიაღწევს. ყველაფერი დალაგდება და უვნებელი დაუბრუნდება ოჯახს. ვიცი, რომ მას ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა, ვისაც ოპერაცია გაუკეთა”, – აცხადებს შოთა ბიძინაშვილი. ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6485074&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  ალია

"ორი რუსი მფრინავი, მამაჩემის პაციენტი იყო აგვისტოს ომის დროს"

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას განურჩევლად ეროვნებისა. „სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა“დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას განურჩევლად ეროვნებისა. „სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა“,-აცხადებს ირინა გაფრინდაშვილი. საკითხთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს არც სამხედრო ჰოსპიტალში და არც თავდაცვის უწყებაში არ უმუშავია. ცნობისთვის, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს წერს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს. შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6485429&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  ალია

"ნიუ იორკ თაიმსი" ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სტატიას უძღვნის

საქართველო სეპარატისტების მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს- ასეთი სათაურით წერს ამერიკული გამომცემლობა „ნიუ იორკ თაიმსი“ ქართველ ექიმზე. “საქართველოს ორთოპედისტთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი სეპარატისტებმა ცხინვალში გადაიყვანეს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და ამტკიცებენ, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“ - წერს ამერიკული ცნობილი გაზეთი. “ნიუ იორკ თაიმსი“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ სოფლის ადგილობრივ მცხოვრებლებს მსგავსი მიზეზით ხშირად აკავებენ, თუმცა ექიმი უფრო ცნობილი პიროვნებაა, რომლის კოლეგები აცხადებენ, რომ ექიმი პაციენტთან მისვლას ცდილობდა. „ნიუ იორკ თაიმსი“ იმოწმებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინა და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ექიმი ოჯახს დროულად და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გამშვები პუნქტების გახსნა აშშ-მაც მოითხოვა. შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანისსიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6484865&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:       ბანკები და ფინანსები

"დოიჩე ველე" - პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან

პაციენტები მთელი მსოფლიოდან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ საქართველოში მიდიან, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც ბაქტერიოფაგების სარგებლიანობაზე სტატია გამოაქვეყნა. „დოიჩე ველე“ სტატიაში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ამას ებრძვიან ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან. „რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც ანტიბიოტიკები ეფექტური ვეღარ იქნება? ბაქტერიის მშთანთქმელები საქართველოდან ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობას ებრძვიან. პაციენტები მთელი მსოფლიოდან საქართველოში მიდიან ბაქტერიოფაგებით სამკურნალოდ“, – აღნიშნულია სტატიაში. ამასთან, სტატიაში განმარტებულია, რომ ბაქტერიოფაგები არის ვირუსები, რომლებიც მათი „მასპინძელი“ ბაქტერიის გამრავლებას ებრძვიან. ბაქტერიოფაგებით თერაპია ფაგების ორალურად მიღებას გულისხმობს, რის შემდეგაც ისინი პაციენტის ორგანიზმში გადარჩენისთვის „კოლეგა“ ბაქტერიებს ემაგრებიან. ფაგები ბაქტერიული უჯრედის პოლარობას ცვლიან, შედეგად ახალ-ახალი ფაგები წარმოიქმნება და მათი გამოთავისუფლება ხდება. გამოთავისუფლებული ფაგები კი, სხვა ბაქტერიებს ემაგრებიან და ასე გრძელდება, ვიდრე ყველა ბაქტერია არ განადგურდება. ამ ეტაპზე, ბაქტერიოფაგებით მკურნალობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ნებადართული არ არის. „დოიჩე ველე“ ნიდერლანდებში მცხოვრებ ტანია დიდერენს ესაუბრა, რომელმაც ბაქტერიოფაგების მკურნალობის კურსი საქართველოში ჩაიტარა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ტანია დიდერენს 30 წელია, კანის ქრონიკული დაავადება – ინვერსიული აკნე აქვს. 2019 წლის ზაფხულში მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ანტიბიოტიკებით მკურნალობა შეწყვიტა, რომელიც სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო. ის საქართველოში გაემგზავრა, სადაც ბაქტერიოფაგებით მკურნალობის ორკვირიანი კურსი ჩაიტარა. პაციენტი იხსენებს, რომ ბაქტერიოფაგების შესახებ ინფორმაცია სატელევიზიო პროგრამიდან შეიტყო, რის შემდეგაც ინტერნეტში მკურნალობის მეთოდის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება გადაწყვიტა. ასე აღმოაჩინა ტანია დიდერენმა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, რომელსაც დღეს მსოფლიოში ბაქტერიოფაგების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ორკვირიანი კურსის შემდეგ პაციენტი სამშობლოში ფაგებით დატვირთული დაბრუნდა. ტანია ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს. ინვერსიული აკნე თავს ისევ ახსენებს, თუმცა ისეთი მწვავე ფორმით არა, როგორც მანამდე. ყოველ სამ თვეში კი, ბელგიაში მიემგზავრება საქართველოდან გაგზავნილი ბაქტერიოფაგების წამოსაღებად. ბელგია ერთადერთი დასავლეთევროპული ქვეყანაა, სადაც ფაგები ნებადართულია. სტატიის თანახმად, ანტიბიოტიკების მსგავსად, ბაქტერიოფაგების გამოყენებამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ბაქტერიების რეზისტენტულობამდე. თუმცა, მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებენ ბაქტერიებს და შეუძლიათ, დაძლიონ რეზისტენტულობა. ასევე, ისინი მუდამ მიმართულია კონკრეტული ტიპის ბაქტერიის წინააღმდეგ და სასარგებლო ბაქტერიებს ზიანს არ აყენებენ. ამასთან, „დოიჩე ველე“ ხაზს უსვამს, რომ ფაგებით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია განისაზღვროს, რომელი ბაქტერია იწვევს დაავადებას. ხშირ შემთხვევაში, ფაგები პაციენტისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6485344&name=25.11.2019+-+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:  ახალი თაობა

რა შემთხვევაში იმუშავებს ადამიანი ერთდროულად რამდენიმე სამსახურში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6484837&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.11.2019

მედისაშუალება:       ასავალ-დასავალი

დავით კობეშავიძე: სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ გოგი მაღალაშვილს!

სამშობიარო სახლისა და პედიატრიული საავადმყოფოს "იმედის კლინიკის" დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი დავით კობეშავიძე აღშფოთებულია ღვაწლმოსილი ექიმის გოგი მაღალაშვილის ცემის ფაქტის გამო და "ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან საკუთარი კოლეგების მისამართით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. - ბატონო დავით, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა თავდასხმა და ძალადობა ექიმებზე... - ეს უკვე მეტისმეტია! მივმართავ და მოვუწოდებ ექიმებს, ჩემს კოლეგებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დავდგეთ ერთმანეთის გვერდით და ერთად გავაპროტესტოთ უსამართლო და აგდებული დამოკიდებულება სამედიცინო საზოგადოების მიმართ! - რა მიგაჩნია ექიმთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და უპატივცემულო დამოკიდებულებების მიზეზად? - ექიმთა მიმართ საზოგადეობას რომ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდა, მავანი ამმ საკითხზე წლების განმავლობაში მუშაობდა. ალბათ, გახსოვთ, საინფორმაციო გამოშვება არ მთავრდებოდა ექიმთა, რბილად ვიტყვი, კრიტიკის გარეშე. მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირი გაგებით ილაშქრებდა ექიმებზე. - ბატონო დავით, რა გამოსავალს ხედავთ შექმინილი ვითარებიდან? - საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიაზროს, რომ ყოვლად დაუშვებელია ექიმებისგან მტრის ხატის შექმნა! იძულებულს ნუ გაგხვდიან, საპროტესტო აქციებით ვუპასუხოთ ყველა მოძალადეს!

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6484822&name=25.11.2019+-+%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

​