| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-25.10.2019 |
| Received On : | 25.10.2019 08:10 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 25.10.2019
ტელევიზია
25.10.2019
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
სტატისტიკურად, მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანაში, წამლების შესყიდვაზე მოდის, წამლები კი პერიოდულად ძვირდება პროდუქტთან ერთად, რასაც მგრძნობიარედ აღიქვამს ადამიანები. სახელმწიფოს კი, ჯერ არ აქვს გეგმა, თუ როგორ აპირებს მედიკამენტების ფასების რეგულირებას. მედიკამენტებზე ფასების ზრდის გამომწვევი ფაქტორების ძიებას ლარის კურსის გაუფასურებამდე და ინფლაციამდე მივყავართ. რა მექანიზმით აპირებს მთავრობა ფასების რეგულირებას, ჯერჯერობით უცნობია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419905
---
24.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 21:00
სახელმწიფოსგან მიტოვებული და შიმსილისთვის განწირული ხალხი. ათასობით ოჯახს ხელისუფლებამ ერთადერთი შემოსავლის წყარო გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ხალხი მთელი დღე ელოდებოდა პასუხს როდის მიიღებენ სოციალური დახმარების მინიმალურ თანხას, რომელიც ხშირად გამოსაკვებადაც არ ყოფნით. ეს არის ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის პირველი ხმაურიანი გადაწყვეტილება მინისტრის რანგში. თავად ეკატერინე ტიკარაძე კომენტარს არ აკეთებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419459
---
24.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
დადგენილია ის მთავარი წყაროები, რომელთა გამო საქართველოში მცხოვრები 650-მდე ბავშვის ორგანიზმში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა. რისკ-ფაქტორებად სუნელები, საღებავები და სათამაშოები სახელდება. ყველა იმ ოჯახში, რომლის წევრებს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდათ, განმეორებითი მონიტორინგი ჩატარდა. რეკომენდაციების გაცემის შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა ანალიზმა პოზიტიური ტენდენცია აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზის მონიტორინგს ახორციელებს, სუნელების საშუალებით ბავშვების ორგანიზმში ტყვია მაინც მოხვდა. დაიწყება მოკვლევა, თუ სად დგას ყვეაზე მწვავედ პრობლემა. შესწავლაში ჩაერთვებიან გარემის დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419462
ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419119
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419040
---
24.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00
პოლიცია უკვე 9 დღეა უშედეგოდ ეძებს საავადმყოფოდან გაქცეულ პაციენტს. კუჭზე 3 დღის ნაოპერაციები მამაკაცი საავადმყოფოდან ისე გაქრა, რომ მის კვალს ამ დრომდე ვერავინ აგნებს. ვერსია, რომ ფული იყო გადასახდელი გამორიცხულია, მამაკაცს უფასო სამედიცინო დახამრება ეკუთვნოდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419396
იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419318
---
24.10.2019
არხი: მთავარი არხი
გადაცემა: მთავარი ამბები 15:00
ნაც.მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე, წყალტუბოს დევნლთა დასახლბას ესტუმრნენ. როგორც ყველგან, ტყალტუბოშიც, ადგილობრვების პრობლემა უმუშევრობაა, რის გამოც მოსალეობა ქვეყნას და რეგიონს ტოვებს, ამ დასახლბაში მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, თუმცა მატთ დევნილთა სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419147
---
24.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სიცოცხლისთვის საშიში საბავშვო ჰიგიენა - "ჯონსონს ბეიბის" საბავშვო ტალკში აზბესტი აღმოაჩინეს, საშიში ნივთიერება, რომელიც კიბოს იწვევს. ამერიკულმა კომპანიამ 33 ათასი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღო, თუმცა ქართულ ბაზარზე მოვლის ეს საშუალება მაინც იყიდება. არც ექიმებს, არც ფარმაცევტებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც მშობლებს, ჯერჯერობით არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. ჯონსონის წარმომადგენლობა საქართველოში ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტი საფრთხის შემცველი არ არის.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6419532
---
24.10.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 15:00
პროფკავშირების გაერთიანების თავჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მთავარი არის ოქროს შუალედის და ბალანსის ნახვა იმ სურვილებს შორის რაც პროფკავშირებს და დასაქმებულებს აქვთ. ასევე ის თუ როგორ გავუწიოთ კონკურცენცია სხვა ქვეყნებს, რომ საინვესტიციო გარემო საქართველოში, შრომითი უფლებების კუთხით არ იყოს ბიზნესისთვის დამაშინებელი
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6418481
---
ინტერნეტი
24.10.2019
ამირან გამყრელიძე ტყვიის წყაროებზე - ჩვენი რამდენიმე კვლევით იკვეთება სუნელების მნიშვნელობა, ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები და საღებავები
ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ტყვიის განმეორებითი ანალიზის შედეგების მხრივ, პოზიტიური ტრენდია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. ამირან გამყრელიძემ ისაუბრა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია. „შედეგების მხრივ, სხვათა შორის, პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ კლებისკენ მიდის. პირველად როცა შევიდნენ, მისცეს რჩევა-დარიგება, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი. ამ ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ. ეს არ არის შემაშფოთებელი, საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ პროცესებზე. მისი თქმით, „სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა". „16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, იქნა შესწავლილი ყოველმხრივ. შევიდნენ ჩვენი ეპიდემიოლოგები, პედიატრები, გარემოს სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და შეისწავლეს ეს თექვსმეტივე ოჯახი. ამის გარდა, ივლისში ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმიწოფო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს. ამ 650 ბავშვს, სადაც მომატებული იყო, მათი ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35%-მდე შესწავლილია. სადაც ვნახულობთ, რომ დახმარება სჭირდებათ, იმათ ეძლევათ რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმი პრეპარატები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, ამირან გამყრელიძეს კითხვა დაუსვეს ტყვიის წყაროებთან დაკავშირებით. „ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა, რომ ჩვენი რამდენიმე კვლევით იკვეთება სუნელების მნიშვნელობა. ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს ჩატარდება სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში!
კვირა.ჯი- http://kvira.ge/510894
---
24.10.2019
მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/tbilisi-kibostan-brdzolis-qalaqi-iniciativis-farglebshi-shexvedra-gaimarta
„თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქი“ ინიციატივის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ონკოლოგიური სერვისების მართვის, ხელმისაწვდომობის და ხარისხის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მოხდა. განისაზღვრა სამომავლო ნაბიჯები, რაც ონკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და “City Cancer Challenge” კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ. კიბოსთან ბრძოლაში ქალაქებს შორის გამოწვევას თბილისი 2019 წლის თებერვალში შეუერთდა და ევროპაში კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო მოძრაობის წევრი პირველი დედაქალაქი გახდა. ფონდი „City Cancer Challenge“ კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის (UICC) მიერ, 2017 წელს შეიქმნა და ქალაქებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.
პია.ჯი- https://pia.ge/post/288736--tbilisi-kibostan-brzolis-qalaqi-
ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/569660-tbilisi-kibostan-brzolis-kalaki-iniciativis-parglebshi-shexvedra-gaimarta
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91860
---
24.10.2019
ირაკლი პეტრიაშვილი - რა აპოკალიფსია იმაში, რომ სამუშაო დრო იყოს ნორმირებული? - სიდუხჭირე და უმუშევრობა არ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის დასამონებლად
ბიზნესი არის მიჩვეული საკუთარი ინტერესების სამთავრობო ლაბირინთებში ლობირებას და მოგვარებას, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ბიზნესი, დასაქმებულები და მთავრობა არ არიან მჭიდრო ურთიერთობაში. ამასთან, ირაკლი პეტრიაშვილმა დამსაქმებლის მხრიდან ზეგანაკვეთური შრომის განსხვავებული ტარიფით ანაზღაურების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „რა კატასტროფა და რა აპოკალიფსია იმაში, რომ სამუშაო დრო იყოს ნორმირებული? ის სიდუხჭირე, უმუშევრობა და პრობლემები, რაც გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის დასამონებლად. სანამ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ არის შესაბამისი, რომ დასაქმებულს ჰქონდეს არჩევანი, ბუნებრივია სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას შრომითი ექსპლუატაცია , რომელიც 21-ე საუკუნეში არის მონობის ტოლფასი. ჩნდება კითხვა: ადამიანი უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკას, თუ ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ადამიანს? სახელმწიფო ადამიანის ირგვლივ, მის უფლებებზე, მისი ბედნიერების ინდექსზე უნდა იყოს ორიენტირებული. ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით ვერ იქნება ის მდგომარეობა, რაც მაგალითისთვის, ნორვეგიაში ან გერმანიაშია, თუმცა, არც ისე უნდა იყოს, როგორც შუა საუკუნეების ლათინურ ამერიკაში იყო. თუ ამაში ვერ ვთანხმდებით, მაშინ მართლაც ბარიკადებია და ჩვენ ამ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვართ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ დეკრეტული შვებულებაში მყოფი დასაქმებულების შესაბამისი ანაზღაურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრა პრიორიტეტი უნდა იყოს. „ყველა კვლევა და რეალობა, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ქვეყანა ახალგაზრდებისგან იცლება, ქვეყანა ბერდება. რასაც ბიზნესი ამბობს, რომ ჯერ კაპიტალი დავაგროვოთ და შემდგომ ვიზრუნოთ ანაზღაურებაზე, ხვალ რომ ფული გაჩნდეს ეკონომიკაში, ქვეყანას სამუშაო ძალა აღარ ჰყავს. ამ უმუშევრობის პირობებში დასაქმებული ქალბატონები ფიქრობენ, გააჩინო ბავშვი თუ შიმშილით სიკვდილისკენ გასწირონ 2-3 ადამიანი, რომელსაც არჩენენ“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
---
ბეჭდვითი მედია
25.10.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მთავრობას მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე მიანიშნებენ
23 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ექიმები კიდევ ერთხელ შეიკრიბებნენ და დაავადებაზე და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ღონისძიება კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანს პაციენტების მხარდაჭერა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. შეხვედრაზე პაციენტებმა და ექიმებმა შეაჯამეს არსებული პრობლემები, ისაუბრეს დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და მთავრობას შეახსენეს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები დაფინანსების მოლოდინში არიან. ცნობისათვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს 25 ათასი ლარით უფინასებს. პროგრამით ამ ეტაპზე 10 ბენეფიციარი სარგებლობს. ანალოგიურ დახმარებას ელიან თბილისსა და სხვა რეგიონში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მუხედავად, დღემდე მათთვის უცნობია რა ელით 2020 წელს და იქნება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი.
---
25.10.2019
მედიასაშუალება: ჯორჯია თუდეი
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და პროექტის განმახორციელებელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა გახსნეს. ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის ,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის) ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,ონკოპრევენციის ცენტრი“ოფიციალურად გადასცა. ამასთან, როგორც ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად. ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე შეურთდნენ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება. სკრინიგ ცენტრში 40-დან 70 წლამდე მოქალაქეებისთვის გამოკვლევა უფასოა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
---
25.10.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
EMC მაღაროში არსებულ სიტუაციას აფასებს
გაფუჭებული აპარატურა, აფეთქების შემდეგ ჩართული სენსორები, გაჭიანურებული ექსპერტიზა - EMC ლაპარაკობს იმაზე, თუ რა დარღვევები იკვეთება შახტებსა თუ მშენებლობებზე დაღუპულ პირთა საქმეების გამოძიებისას. 30 წლის ვეფხვია ხუჭუა 17 მარტს დაიღუპა. ის ორთაჭალაში გარე ფასადებზე მუშაობდა. დაკიდებული კალათა მე-11 სართულიდან ჩამოწყდა და სამი ადამიანი შეიწირა. გაჭიანურებული ექსპერტიზა სხვა საქმეების მახასიათებელიც არის. ეს აღნიშნა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC), როდესაც გამოძიებათა მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. პრობლემად დასახელდა ისიც, რომ მაღალი მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს პასუხისგებაში იშვიათად აძლევენ. შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს საწარმოებში უბედური შემთხვევების გამო 224 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და აქედან თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 პირს შეეფარდა. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი საქმეების 69% საპროცესო შეთანხმებით სრულდება. 2018 წელს ტყიბულში, მინდელის შახტაში, ორი უბედური შემთხვევა მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა, დანარჩენებმა მძიმე დაზიანება მიიღეს. EMC აცხადებს, რომ მოგვიანებით შახტაში სამუშაოები ისე განაახლეს, არც შეუსწავლიათ, შესაძლებელი იყო თუ არა იქ მუშაობა. შესაბამისად, ამავე უბანზე 16 ივლისს აფეთქებამ 4 მეშახტის სიკვდილი გამოიწვია. „მხოლოდ ამის შემდეგ შეაჩერეს სამუშაო პროცესი, - ამბობს EMC-ის იურისტი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მსგავსი საქმეების გამოძიების მეთოდოლოგია არ არსებობს. სამართალდამცველებს ამ კუთხით გამოცდილებაც არა აქვთ. შემთხვევის ადგილი სრულყოფილად არ თვალიერდება, ტყიბულში ფოტოებიც კი არ გადაუღიათ. გამოძიებამ გვითხრა, შახტაში ფოტოს გადაღება აკრძალულიაო, თუმცა მერე ექპერტთან გავარკვიეთ, რომ მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა“. ტყიბულის შახტასთან დაკავშირებით EMC-ს სხვა მაგალითებიც მოჰყავს. რეგლამენტის თანახმად, ნახშირის მოპოვებისას მეთანისა და ნახშირორჟანგის შემცველობა სპეციალური აპარატით, ინტერფერომეტრით, კონტროლდება. აპარატურა წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. EMC-მ დაადგინა, რომ მინდელის შახტაში ინტერფერომეტრები კომპანიას 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა შემოწმებული და ისინი სხვადასხვა მონაცემს აჩვენებდა. ამაზე გამოძიებასთან იმ თანამშრომელმა ილაპარაკა, რომელიც აპარატურაზე არის პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტს ინტერფერომეტრები არ გამოუცვლია. გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით შახტაში დამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც ჰაერის ნაკადებს, მეთანსა და CO-ს დონეს აკონტროლებს. სენსორები მხოლოდ აფეთქების შემდეგ გაწითლდა, მაშინ როცა მათი დანიშნულება პრევენცია იყო და არა უკვე მომხდარი ტრაგედიის შეტყობინება. შს სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც გამოძიების მიმართულებით მუშაობს, მხოლოდ 2018 წელს ჩამოყალიბდა. ისინი ახლა სწორედ ამგვარი საქმეების გამოძიების მეთოდოლოგიაზე მუშაობენ. დაშავებულთა რაოდენობა: 2016 წელი - 133 უბედური შემთხვევა; 2017 წელი - 163; 2018 წელი - დაიღუპა 59 ადამიანი, დაშავდა - 199; 2019 წლის ივლისის ჩათვლით -დაიღუპა 25, დაშავდა - 71 პირი. წელს ჰუმან რაითს უოთჩმა 60 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღინიშნა, რომ 1 წელიც არ გადის მსხვერპლის გარეშე. მეშახტეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ შემოღებული წესების გამო, ისინი დასვენებასაც ვერ ახერხებენ წესიერად და მენეჯმენტი სათანადოდ არ უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრღხოებას.
საქართველოს რესპუბლიკა-
---
25.10.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
დავით ჭიჭინაძე: "გახარიას ვიცეპრემიერობას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს"
დაიწყო თუ არა "ქართულმა ოცნებამ" სატელიტი პარტიების ფორმირების ფორმირების თვალსაზრისით მუშაობა? როგორ უყურებს ანა დოლიძის პარტიას, რა გავლენა აქვს ქართულ ოცნებაში გიორგი გახარიას, ვის ექვემდებარება ნათია თურნავა, რატომ ვერ უშვებს პრემიერი თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძეს და თეა წულუკიანს? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ "ახალ თაობასთან'' ინტერვიუში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საუბრობს. -ქართულმა მხარემ რუსი ჰაკერი რუსეთს გადასცა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? -ადამიანმა თავი იმიტომ შეაფარა საქართველოს, რომ დარწმუნებული იყო არ გაწირავდნენ. -თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველო თავშესაფარი ვერ იქნება. ეს განცხადება როგორ უნდა გავიგოთ? -ამ ქალბატონის კომენტარებაზე ალბათ ცალკე განცხადებებია გასაკეთებელი. -რატომ არ უშვებენ მას თანამდებობიდან? -იმიტომ რომ მთელ ქართულ ოცნებაში უპრინციპო და მედროვე საზოგადოებაა შეკრებილი. -ანა დოლიძე გეგმავს პარტიის შექმნას და როგორ უყურებთ ამას? - არ ვიცი. მე არ მაქვს საბაბი, ვიფიქრო ისე, თითქოს ანა დოლიძის პარტია ბიძინა ივანიშვილის სატელიტი პარტია იქნება. -აქვს თუ არა გიორგი გახარიას ქართულ ოცნებაში ის გავლენა, რომელიცვ უნდა ჰქონდეს პრემიერს? -გახარიას ისეთი გავლენა ნამდვილად არ აქვს, რომელიც პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ეს მინისტრთა კაბინეტი მისი დაკომპლექტებული არ არის. -ნათია თურნავა ვის დაქვემდებარებაშია? -ყველამ ვიცით, რომ თურნავა ჩხარტიშვილის პირდაპირ დაქვემდებარებაშია -მაშინ რა გამოდის, "ქართულ ოცნებაში" ვანო ჩხარტიშვილს უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე გიორგი გახარიას? -თურნავა ჩხარტიშვილის მოყვანილია. თუმცა ის კომპანიები, რომლებიც საპარტნიორო ფონდში არიან, საგანელიძიდან მოყოლებული, ყველა ჩხარტიშვილის გავლენის ქვეშ არის. -ჯანდაცვის სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. ჯანდაცვის მინისტრსაც ვერ გაუშვებს თანამდებობიდან გახარია? -ჯანდაცვის სისტემაში ცვლილება მოახდინეს და პოპულარული მინისტრი სერგეენკო გადააყენეს. მოიყვანეს ეს ქალბატონი, რომლის სახელიც და გვარიც კი არ მახსოვს. როგორც ჩანს ჯერ სწავლობს მინისტრობას და როცა ისწავლის, მაშინ ქართული ოცნება თავის მოღვაწეობას ალბათ დაამთავრებს. -ინტერვიუს ბოლოს შეაფასეთ პროკურატურაში არსებული სკანდალიც. -ხალხი იმედიანად იყო, რომ პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერი ინსტიტუცია უფრო გამართულად იმუშავებდა და ხალხზე ორიენტირებული იქნებოდა, მაგრამ ვხედავთ რომ, მოლოდინმა არ გაამართლა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
---