From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-25.09.2019
Received On : 25.09.2019 09:32
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 25.09.2019

 

ტელევიზია

25.09.2019

არხი:   იმედი                        

გადაცემა:    ქრონიკა 11:00

აშშ ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნის და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356554

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356671

---

 

25.09.2019

არხი:   იმედი

გადაცემა:    ქრონიკა 11:00

ტყიბულში საპროტესტო აქციის მეორე დღეა. საქნახშირთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ მეშახტეები ფართო მაშტაბიან აქციას აანონსებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356543

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356670

მთავარი - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356717

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356706

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356635

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356633

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356266

I არხი - მოამბე 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356143

---

 

25.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 10:00

სოციალუად დაუცველთა პრობლემებს ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი გაეცნო. თეონა ჭალიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების უმოქმედობა და კანონში არსებული ხარვეზები მოსახლეობის ყოფაზე უარყოფითად ისახება. ის ამბობს, რომ ხელისუფლება ეკონომიას სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356699

---

 

25.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:    ახალი ამბები 12:00

სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა, ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში - კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა წარმოადგინა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიზემ გახსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356757

---

 

25.09.2019

არხი:   პალიტრა ტვ

გადაცემა:    პალიტრა ნიუს 12:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით მსოფლიოში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარების შედეგად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში აცხადებენ რომ საქართველოში აუცილებელია შეიზღუდოს ალკოჰოლზე ხელმისაწვდომობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356791

---

 

25.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:    მთავარი 12:00

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი გაეცნო. მისი განცხადებით არსებული რეალობა არ შეესაბამება ბავშვების ნორმალური განვითარების პირობებს. იგი ხელისუფლებას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. ბავშვთა ფონდის დაფინანსებით დასახლებაში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6356675

---

 

24.09.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:    დღის მთავარი თემა 21:00

ნიუ-იორკში გაეროს 74-ე სესიის ფარგლებში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად  შეხვედრა გამართა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355760

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354502

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354044

---

 

24.09.2019

არხი:   ტვ პირველი

გადაცემა:    საქმიანი დილა

ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი შტატებში გრძელდება. ეკატერინე ტიკარაძემ ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან გამართა საუბარი. წამყვანი ინტერესდება გეგმით, რომელიც მინისტრმა მთავრობის დამტკიცებამდე საკანონმდებლო ორგანოში გააცნო დეპუტატებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354188

---

 

24.09.2019

არხი:   მთავარი არხი

გადაცემა:    მთავარი ამბები 21:00

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქცია, გაფიცვა და შიმშილობა. ქალაქი ფაქტობრივად პარალიზებულია. მეშახტეების მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არც შიმშილობის და არც საპროტესტო აქციების შეწყვეტას გეგმავენ. საქნახშირში განმარტავენ, რომ უმწვავესი ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან და 13 თვიანი უწყვეტი დაფინანსების შემდეგ შეფერხების მიზეზიც სწორედ ეს არის. ეკონომიკის სამინისტრო ხელს საქნახშირისკენ იშვერს და კომპანიას საქნახშირის მოდერნიზებას ურჩევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355719

მაესტრო - მაესტროელები- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355664

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355715

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355641

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355220

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6355005

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354818

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354552

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354268

---

 

24.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:    ნაშუადღევს

საქართველოში შშმ პირებს ხშირად ეზღუდებათ დასაქმების უფლება. სწორედ ამიტომ დღეს მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურებაზე მოგიყვებით, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო აწარმოებს. პროგრამა შშმ პირებს სამუშაოს მოძიებასა და მის შენარჩუნებაში ეხმარება. თემაზე გადაცემის სტუამრია ლევან გოგოძე,სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354272

---

 

 

ინტერნეტი

25.09.2019

მედიასაშუალება: https://expressnews.com.ge/index.php?id=90372

ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. სამინისტროს ინფორმაციით, ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი. ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს, მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანება ხდება და „საქართველოში ვანხორციელებთ სვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანებას და ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც გააჩნია ნიუ-იორკის შტატს.“

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-sagangebo-mzadqhophnisa-da-masze-reagirebis-ophisis-tsarmomadgenlebs-shekhvda/

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/gaero-s-mosakhleobis-fondis-saqartvelos-ofisis-kvlevis-mikhedvit-saqartveloshi-genderuli-nishnit-abortis-raodenoba-shemcirda/?fbclid=IwAR2F2ycztjaS_NyhBiiUDn4jwVxx4tdkgVn44KZf_a9o144CLbr74xJHBqE

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კვლევის მიხედვით, საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტის რაოდენობა შემცირდა

საქართველოში გენდერული ნიშნით აბორტის რაოდენობა შემცირდა, – ამის შესახებ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომელზეც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა წარადგინა რეკომენდაციები კვლევის – „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე საქართველოში“. გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) ერთად ჩაატარა კვლევა, რა გავლენას ახდენს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევაზე. 2018 წელს არსებული მონაცემების სიღრმისეული ანალიზით აღმოჩნდა, რომ საქართველოში გენდერული ნიშით აბორტის რიცხვმა იკლო, რაც კვლევის ავტორების აზრით, განპირობებულია როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებით, ასევე საზოგადოებაში გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებით. როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდი კვლევაზე დაყრდნობით შესაბამის რეკომენდაციებსაც შეიმუშავებს და გამოცდილებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსაც გაუზიარებს. მათივე თქმით, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, რომელიც გენდერული დისკრიმინაციის ყველაზე რადიკალური გამოვლინებაა, დაბადებამდე ნაყოფის სქესის შერჩევას გულისხმობს. ის განპირობებულია საზოგადოებაში ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭებით.

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/saqnaxshiri-xvalindel-mtavrobis-sxdomaze-meshaxteebis-xelfasebis-sakitxis-ganxilva-moxdeba/40900

„საქნახშირი: მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე მეშახტეების ხელფასების საკითხს განიხილავენ

„საქნახშირის“ დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, 26 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე კომპანიის მიერ „გაცემული ხელფასების რეგულირების საკითხი განიხილება“ და შესაძლებელია, 27 სექტემბრიდან ხელფასების გაცემა დაიწყოს. მისივე განმარტებით, დღეისათვის ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. „მოგეხსენებათ, 2018 წლის ივლისის უბედური შემთხვევის გამო, კომპანიაში ფაქტობრივად, მომპოვებელი სამუშაოები გაჩერებულია. აქედან გამომდინარე, კომპანიას არავითარი გაყიდვები არ აქვს და ფაქტობრივად, შემოსავალი არ გააჩნია. გასულ 13 თვეში კომპანიამ ხელფასები, სადაზღვევო და სამთო მაშველის მომსახურება, ელექტროენერგია და მიმდინარე ხარჯები სრულად გადაიხადა. მთლიანობაში ამ თანხებმა 20 მლნ ლარამდე თანხა შეადგინა. აქედან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ აგვისტოს ხელფასის პერიოდისთვის კომპანიაში ფინანსური დეფიციტი შეიქმნა. ფაქტობრივად, აგვისტოს თვის ხელფასის დარიგება 15 რიცხვამდე ვერ მოხერხდა. დღეისათვის, ხელფასის დარიგებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხვალ, 26 სექტემბერს არის მთავრობის სხდომა, სადაც ჩვენი გაცემული ხელფასების რეგულაციის საკითხი განიხილება. თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ფაქტობრივად, შესაძლებელია 27 სექტემბრიდან ფელფასების გაცემა დაიწყოს',  - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/meshaxteebma-shimshiloba-daiwyes---isini-tyibulshi-giorgi-gaxarias-chasvlas-itxoven-/40887/

მეშახტეებმა შიმშილობა დაიწყეს - ისინი ტყიბულში გიორგი გახარიას ჩასვლას ითხოვენ

ტყიბულის შახტებში დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. 40-მდე დასაქმებული ორივე შახტშია გადანაწილებული და შიმშილობენ. ისინი ადგილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჩასვლას ითხოვენ. ასევე, შახტებში დასაქმებულები ითხოვენ ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს, როგორ შეიძლება გადაწყდეს მათი პრობლემა. „წელიწადზე მეტია, რაც შახტებში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია. გაგვცეს ეკონომიკის სამინისტრომ პასუხი, საერთოდ აღდგება თუ არა შახტებში სამუშაო პროცესი და რას გვიპირებენ. გვითხრან, რა ბედი გველის. ასევე, ვითხოვთ, არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვას“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. თავის მხრივ, „საქნახშირში“ ირწმუნებიან, რომ კომპანია რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. „შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარებოს აქტიური მოლაპარაკებები და შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეთანხმება იქნეს მიღწეული“, - ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „საქნახშირში“მეშახტეების მიერ დაწყებული პროტესტის კომენტირებისას განუცხადეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. „მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხორციელდება. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში პერსონალისთვის ხელფასების გაცემა უწყვეტად ხდებოდა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და მთლიანობაში თითქმის 20 მილიონ ლარამდეა. ამ დროისთვის, კომპანია „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. ამ დროისათვის კომპანია სახელმწიფოსთან ერთად კონსულტაციებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს, რათა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან ერთობლივად გამოინახოს", - აღნიშნულია „საქნახშირის“ განცხადებაში. თავის მხრივ, გუშინ ნათია თურნავას უწყებამ „საქნახშირს“ მეშახტეებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება“, - ეს არის ამონარიდი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

ნიუპოსტ.ჯი- http://newpress.ge/tyibuli-masobrivi-saprotesto-gamosvlebis-zrvarze---ria-werili-mtavrobas

ქუთაისიპოსტ.ჯი- https://www.kutaisipost.ge/ka/statiebi/politika/article/15733-meshakhteebis-sam-punqtiani-mimarthva-da-gafrthkhileba-premier-ministrs

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/tyibulshi-gaficuli-meshaxteebi-shaxtidan-amosvlaze-uars-acxadeben

ტყიბულში გაფიცული მუშები შახტიდან ამოსვლაზე უარს აცხადებენ

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. გაფიცულები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. მეშახტეების ნაწილი პროტესტის გამო შახტშია და იქედან ამოსვლაზე უარს აცხადებს. 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტშია ჩასული. როგორც ადგილობრივი პროფკავშის წარმომადგენელი გაგა ისაკაძე აცხადებს, მათ აგვისტოს თვის ხელფასი არ მიუღიათ, ამასთან არ აქვთ ინფორმაცია, რა იგეგმება შახტებთან დაკავშირებით. "გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ. აგვისტოს თვის დავალიანებაა, ხელფასზე წელიწადზე მეტია შეფერხებებია, მაგრამ გვესმოდა მათი და არაფერს ვამბობდით. ამას ემატება ისიც, რომ არ ვიცით, რა ბედი გველის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საერთოდ იხურება შახტები, მოვითხოვთ, გაგვაგებინონ, რა გეგმები აქვთ მეშახტეებთან დაკავშირებით", -განაცხადა გაგა ისაკაძემ. მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან იკრიბებიან, სადაც გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს.

24.09

რეგინფო.ჯი- http://region.ge/13156-tyibulshi-protesti-grdzeldeba-30-mde-meshakhte-shakhtebidan-amosvlaze-kvlav-uars-ackhadebs.html

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/mindelis-shaxttan-shekrebuli-meshaxteebi-gaficul-mushebs-mxardaweras-ucxadebew

მინდელის შახტთან შეკრებული მეშახტეები გაფიცულ მუშებს მხარდაჭერას უცხადებენ

ტყიბულში მინდელის და ძიძიგურის შახტებში ჩასული მეშახტეების მხარდასაჭერად მინდელის სახელობის შახტთან კომპანიის სხვა თანამშრომლები შეიკრიბნენ. ისინი კუთვნილ ხელფასებს, ასევე შახტის მუშაობასთან დაკავშირებული გეგმების გაცნობას ითხოვენ. გაფიცულებს მხარს უჭერს მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირი, რომლის ინფორმაციით, 30-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე მანამ, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით. პროფკავშირის ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა. მეშახტეები ვერ იხდიან საბანკო და კომუნალურ ვალდებულებებს, რის გამოც შესაძლოა, მათ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება შეუწყდეთ. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. დღეს 30-მდე მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა, საიდანაც ამოსვლაზე მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ.

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: https://for.ge/view/173357/tyibulSi-axali-gaficva-daiwyo-romelic-SeiZleba-mTel-qalaqs-moedos.html

ტყიბულში ახალი გაფიცვა დაიწყო, რომელიც შეიძლება მთელ ქალაქს მოედოს

ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი განახლდა - 15-მდე მუშა მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა და მეშახტეების სრული ინფორმირება ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ, როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა. მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ის, რომ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ საკუთარ საცხოვრებელ ბინებში შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირმა მოუწოდა ბანკებს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ გაზს“, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. სახარბიელო მდგომარეობა არც შახტების მფლობელ კომპანია „საქნახშირს“ აქვს. ორგანიზაციამ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც. „ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში. ამ დროისათვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში. თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტრო „საქნახშირის“ ადმინისტრაციას მოუწოდებს, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების დაფარვა. „ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით. კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. პრობლემის სათავე ისაა, რომ ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT-მ შეისწავლა და მათი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ უკვე ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს. ჯერჯერობით ამ კუთხით ცვლილებები არ განხორცილებულა, შესაბამისად, შახტებში სამუშაო პროცესი არ აღდგენილა. აქციის მონაწილეებსა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა მალე შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მეშახტეების თქმით, რადგანაც შეთანხმება ვერ შედგა, მათი პროტესტი გრძელდება. ადმინისტრაცია დამატებით დროს ითხოვს, რაც გაფიცულთათვის მიუღებელია. ამიტომაც მეშახტეებმა პროტესტის გააფართოვეს და ტყიბულის მერიის წინ გადაინაცვლეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტი მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ სხვადასხვა დაწესებულებები შეუერთდებიან. ადმინისტრაციასა და მეშახტებს შორის შეხვედრას ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ესწრებოდა. მისი თქმით, მეშახტეების მოთხოვნა გასაგებია და ის სოლიდარობას უცხადებს მათ, ასევე იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება.

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება: http://newpress.ge/tyibulshi-xvalidan-shesazloa-barebi-skolebi-maraziebic-gaificon

მეშახტეების განცხადებით, ტყიბულში ხვალიდან ბაღები, სკოლები და მაღაზიები გაიფიცებიან

მეშახეების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხვალ ტყიბულში შესაძლოა ბაღები, სკოლები, მაღაზიებიც გაიფიცნონ. ამის შესახებ გაფიცული მეშახტეები აცხადებენ. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან ტყიბულში მასშტაბური პროტესტი დაიწყება და სავარაუდოდ, გაიფიცებიან ბაღები, სკოლები, მაღაზიები. გაფიცული მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან შეიკრიბნენ. 30-მდე მეშახტე კი მინდელისა და ძიძიგურის სხახტებში იმყოფენიან და იქედან ამოსცვლაზე უარს აცხადებენ. ისინი ხელფასების გადახდას და სამომავლო გეგმის გაცნობას მოითხოვენ. ამ დროისთვის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება. შეხვედრაზე შევიდნენ მეშახტეებიც. საქანხშირში განმარტავენ, რომ მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით მათი განცხადება გავრცელდება. ტყიბულის შახტებში დაახლოებით 1000-მდე მეშახტე მუშაობს.

---

24.09.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-gaeros-asambleis-74-e-sesias-daestsro/

ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ასამბლეის 74-ე სესიას დაესწრო

“ერთად ვიმოძრაოთ, უფრო ჯანმრთელი მსოფლიოს ასაშენებლად” – ამ სიტყვებით გაიხსნა, გაეროს 74-ე ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც წელს, საყოველთაო ჯანდაცვის თემატიკას მიეძღვნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უმაღლესი დონის შეხვედრას, ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარ ოფისში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრნენ. ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს, რომელშიც ასახულია 2030 წლისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის მთავარი ამოცანები და გამოწვევები. დეკლარაციის მიხედვით ჯანდაცვაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის აღიარება მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური ინვესტიციაა. განსაკუთრბული ყურადღება დაეთმო, პირველადი ჯანდაცვის როლის განვითარებას მსოფლიოში.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/565177-ekaterine-tikaraze-gaero-s-asambleis-74-e-sesias-daescro

პია.ჯი- https://pia.ge/post/283101-ekaterine-tikaraze-gaeros-asambleis-74-e-sesias-daeswro

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90323

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-ashsh-s-jandatsvisa-da-adamianuri-resursebis-sakhlmtsipho-mdivans-shekhvda/

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს შეხვდა

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომებზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახლმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსხური ავრცელებს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ამერიკული მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკატენირე ტიკარაძის თქმით ოკურპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიზანმიმართულად აქვთ შეზღუდული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე წვდომას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებას. აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროექტები წარმატებით ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება. „ქართულ დელეგაციასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები ჯანდავცვის საკითხებში წლებია თანამშრომლობენ, არსებული ურთიერთობა კი დღეს უფრო გავამყარეთ. ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების გზებზე, რათა ქართველებისთვის ჯანდაცვის სისტემის კიდევ მეტად გაუმჯობესება მოხდეს“, – განაცხადა ალექს აზარმა.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/profkavshirebi-jandacvis-saministros-tyibulis-shaxtebze-momzadebuli-daskvnis-gasajaroebisken-mouwodebs--/40840/

პროფკავშირები ჯანდაცვის სამინისტროს ტყიბულის შახტებზე მომზადებული დასკვნის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, გერმანელი ექსპერტები 2018 წლის ნოემბერში ტყიბულში, მინდელის შახტში ჩავიდნენ და უსაფრთხოების შესახებ დასკვნა მოამზადეს, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ამ დრომდე არ საჯაროვდება. როგორც პეტრიაშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, სავარაუდოდ, დასკვნა უარყოფითია. „მნიშვნელოვანია ის დასკვნა, რაც საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტებმა დადეს, აქ საუბარი ერთადერთ საკითხზე იყო - შესაძლებელია თუ არა დღეს, ხვალ ან ზეგ ან გარკვეული ინვესტიციის ჩადების შემდეგ, ტყიბულში შახტებში მუშაობა უსაფრთხო იყოს. ჯანდაცვის სამინისტროს ეს დასკვნა აქვს და, სამწუხაროდ, გრიფი "საიდუმლო" ადევს. პროფკავშირებსაც კი, ამ დასკვნასთან წვდომა არ აქვთ. ალბათ გერმანელებმა ისეთი საშინელი დასკვნა დაწერეს, რომ გამოსავალს სახელმწიფო ამ კუთხით ვერ პოულობს. ეს ძალიან სამწუხაროა, ეს არის სწორედ დიალოგის არქონა მეშახტეებთან და პროფკავშირებთან, რომ მათთან ერთად იქნებ უკეთესი იყოს მოფიქრებული. ახლა ჯანდაცვის სამინისტროში სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა", - განაცხადა პეტრიაშვილმა. გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის თაობაზე bm.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/statiebi/politika/article/15730--tyibuli-paralizebuli-gakhdeba-risthvis-emzadebian-gaficuli-meshakhteebi

"ტყიბული პარალიზებული გახდება" - რისთვის ემზადებიან გაფიცული მეშახტეები

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები 25 სექტემბერს, დილიდან მასშტაბური აქციის ორგანიზებისთვის ემზადებიან. აქციის მონაწილეების თქმით, დღის ბოლომდე შეიმუშავებენ ხვალინდელ სამოქმედო გეგმას. მანამდე გაფიცულები ტყიბულის მერიის წინ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას დღის ბოლომდე არ აპირებენ. თუმცა, ჯერ არ იციან, გაათენებენ თუ არა ღამეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან. "ვთათბირობთ ახლა და ვამუშავებთ ხვალინდელ გეგმას. დილის 10 საათიდან ტყიბული პარალიზებული ქალაქი გახდება. დაიკეტება მაღაზიები, კაფეები, რესტორნები, ბავშვები არ წავლენ სკოლაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას"-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გელა ბოჭორიშვილი. გაფიცულები მხარდაჭერას ელოდებიან ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებისგან.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/statiebi/politika/article/15728--solidaroba-meshakhteebs-saprotesto-msvleloba-tyibulshi

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში

"სოლიდარობა მეშახტეებს","სოლიდარობა მუშებს"- ამ შეძახილებით ტყიბულში გაფიცული მეშახტეები ქალაქის ცენტრიდან დაიძრნენ. აქციის მონაწილეები ორგანიზებული მსვლელობით ტყიბულის გასავლელთან არსებულ მეშახტეთა მემორიალთან მივლენ. გაფიცულები ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. "გამოდით და დაგვიდექით გვერდით. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში. ტაქსის მძღოლებო შემოგვიერთდით"- აცხადებენ გაფიცულები.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/15735-gaficuli-meshakhteebisa-da-saqnakhshiris-tsarmomadgenlebis-shekhvedra-ushedegod-dasrulda

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობას შორის ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს. "პრემიერ-მინისტრის დონეზე მიდის მოლაპარაკებები, რასაც 4-5 დღე სჭირდებაო. ამას ჩვენ ვერ დაველოდებით. ბევრჯერ მოგვატყუეს და არც ახლა ვენდობით. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს , ნაწილი შახტში, ნაწილი გარეთ", - აცხადებს შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი მეშახტე ონისე ზაპანაძე. მეშახტეები პროტესტის განახლებას ხვალ, 25 სექტემბრიდან ისევ გეგმავენ. დღეს, დილიდან ტყიბულში 50-მდე მუშა შიმშილობს. მათგან 30 დილიდან შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად აღარ ამოდიან. მეშახტეების თქმით, შახტში ჩასულ მუშებს, დანარჩენებიც შეურთდებიან. მეშახტეები სექტემბრის თვის ხელფასს ითხოვენ. მათთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ისევე, როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც მოატყუა. "მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული უმუშევარი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი. ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: http://kvira.ge/501125

“ძმებო, თქვენ გვერდით გვიგულეთ” – გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლები უცხადებენ

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს, რომლებიც კუთვნილი ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თანხის დროულად ვერ მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ხვალ ქალაქში ბაღები, სკოლები და მაღაზიები დაიკეტოს და მათ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ, სოლიდარობის ნიშნად “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებიც უერთდებიან და შესაბამის ვიდეოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. როგორც პაატა სამხარაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ჭიათურის მაღაროს მუშები გაფიცულ მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებენ. „დღეს შევიტყვეთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები პროტესტს გამოთქვამენ დაგვიანებული ხელფასების გამო, ჩვენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ტყიბულელ მეშახტეებს”, – ამბობს, სამხარაძე. სოლიდარობის აქციას ასევე უერთდებიან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებიც.„თანადგომას ვუცხადებთ მთელი მეტალურგების სახელით, ტყიბულის მეშახტეებს, რადგან ისინი არიან უკიდურეს მდგომარეობაში, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ხელი მიუწვდება, ეს იქნება დამსაქმებელი თუ სახელმწიფო, დროულად გადაჭრან მათი პრობლემები, რადგან მათ უკან დგანან მათი ოჯახები, რომლებიც დამოკიდებულები არიან მათზე“, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში. კომპანია “საქნახშირი” ტყიბულში მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნახშირმოპოვებითი სამუშაოები მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრძანებით, 2018 წლის 16 ივლისიდან აღარ ხორციელდება, რის გამოც კომპანიამ ფინანსური ზარალი მიიღო და ამ ეტაპზე მეშახტეებისთვის ანაზღაურების გადახდას ვერ ახერხებს. “საქნახშირის” განცხადების მიხედვით, სახელმწიფოსთან ერთად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს. ცნობისთვის, დღეს დილიდან ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის შახტებში 30-მდე მეშახტე გაიფიცა. ისინი კუთვნილი ანაზღაურების მიღებასა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენას მოითხოვენ.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.kutaisipost.ge/ka/akhali-ambebi/article/15727--sastsrafod-mokhdes-thankhebis-akumulireba-khelfasebis-gasacemad-profkavshirebi-meshakhteebis-gaficvaze

“სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ხელფასების გასაცემად“ - პროფკავშირები მეშახტეების გაფიცვაზე

ტყიბულში 30 მეშახტის გაფიცვას „მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირები“ ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ მოხდეს თანხების მობილიზება, რათა გაფიცულებმა კუთვნილი ანაზღაურება მიიღონ. შახტში დასაქმებულები როგორც წესი ხელფასს ყოველი თვის 15 სექტემბერს იღებენ, თუმცა, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია "საქნახშირს" მიმდინარე თვეში მათთვის ხელფასი ამ დრომდე არ გადაუხდია. ადგილზე დასაქმებულებმაამ დრომდე არც ის იციან, როდის აღდგება შახტში ნახშირის მოპოვების პროცესი. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემამდე მეშახტეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. მინდელისადა ძიძიგურის სახელობის შახტში 30 მეშახტე დღეს დილიდან გაიფიცა. ისინი შახტებში ჩავიდნენ და იქედან ამოსვლას არ აპირებენ. მეშახტეები კომპანიისგან სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ სამუშაო ადგილებს არ დატოვებენ. პროფკავშირების განცხადებით, კომპანიამ მეშახტეები სასწავლო დაწყების წინ უხელფასოდ დატოვა, ისინი ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს და ვერ ფარავენ საბანკო ვალდებულებებს. "მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები, იზრდება იმის შანსი, რომ შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიისმიწოდება. მოვუწოდებთ საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონტყიბულელთასოციალური მდგომარეობა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთაშრომის ანაზღაურების გასაცემად“, - ნათქვამია „მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთადა ქიმიკოსთა პროფკავშირების“ განცხადებაში. პროფკავშირები ასევე, ითხოვენ, მთავრობამ და სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ მეშახტეებსგააცნოს გეგმა, როდის აღდგება ნახშირმოპოვებისპროცესი შახტში.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=6442

როდის მიიღებენ გაფიცული ნეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას - „საქნახშირის“ კომენტარი

კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განცხადებით, მეშახტეებს ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე ხვდება. აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკების პროცესი ადმინისტრაციის შენობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მეშახტეები, რომლებიც მიმდინარე თვის ხელფასების ანაზღაურებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ. როგორც კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აღნიშნავს, კომპანიას ხელფასების ჩარიცხვის ვადა 15 სექტემბრიდან 27 რიცხვამდე აქვს. მისი თქმით, ჩარიცხვა დაგვიანებული არ არის. „მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის მანძილზე შეწყვეტილია მადნეულის მოპოვების პროცესი, კომპანია 11 თვის მანძილზე დაგვიანების გარეშე ურიცხავდა ანაზღაურებას, რაშიც კომპანიას ეხმარებოდა „ჯიაიჯი“ ჯგუფი. მიმდინარე თვეში კი პრობლემები შეგვექმნა ფინანსებთან დაკავშირებით, ამიტომ მიმდინარეობს სამუშაოები თანხის მოძიებისთვის. 30 სექტემბერს გვეცოდინება, როდის დავარიგებთ თანხას“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა. მეშახტეების აქცია დღეს დილიდან დაიწყო. ისინი „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/393544/

საქნახშირი ამბობს, რომ გაჩერების გამო ფინანსური პრობლემები აქვს და ხელფასებს ვერ გასცემს

კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს, პასუხობს მეშახტეების მოთხოვნას, რომლებიც ხელფასებს ითხოვენ. დღეს, 24 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ 30-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად იქიდან მანამ არ აპირებენ ამოსვლას, სანამ კუთვნილ ანაზღაურებას არ მიიღებენ. როგორც მეშახტეები აცხადებენ, მათ უხელფასობის გამო პრობლემები ექმნებათ. როგორც “საქნახშირი” აცხადებს, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ტყიბულის შახტებში სამუშაოების შეჩერებას წინ უძღოდა აღნიშნულ შახტებში არაერთი მეშახტის დაღუპვა და დაშავება. “მიუხედვად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად 1.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში. ამ დროისათის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიშმი აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://inforustavi.ge/?m=31&news_id=11747

ცვლილებები შრომის კოდექსში

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. ცნობისთვის, კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება. ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედინიცო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღურება, ერთჯერადი დახმარების ნაცვლად მოხდება ხელფასის 80%-ის ოდენობით. „მამობის შვებულებას ემატება 14 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მამამ ბავშვის გაჩენის პირველ ორ კვირას; ასევე შემოდის მამობის 30 დღიანი შვებულება, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ბავშვის გაჩენიდან პირველი 183 დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე მშობელი აღარ სარგებლობს ამ შვებულებით. (წარმოდგენილი მექანიზმი აყალიბებს ანაზღაურების უფრო მაღალ სტანდარტს ვიდრე მოთხოვნილია დირექტივით),“-აღნიშნულია პროექტში. რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ: ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს; ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები; შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც; ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები; შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/229782/

14 წლის ბიჭმა ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა კახეთში შშმ პირთა სათნოების სახლისთვის

გიორგი ვენკო თოთხმეტი წლისაა, ლევან ვენკო კი – თორმეტის. გარდა იმისა, რომ ძმები არიან, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ორივე ქველმოქმედია. გიორგისა და ლევანს დედა ქართველი ჰყავთ, მამა – ჰოლანდიელი და ჰოლანდიაში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც დედისგან გიორგიმ კახეთში „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ შეიტყო, 12 წლის ბიჭმა სკოლაში საქველმოქმედო აქცია მოაწყო, კონცერტი გამართა და ჰოლანდიაში 40 ათასი ევრო შეაგროვა. ამ თანხით მან სათნოების სახლს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. ამის შემდეგ სათნოების სახლში კიდევ 25 ადამიანის განთავსების საშუალება გაჩნდა. „ბროწლიანის სათნოების სახლის“ არასახარბიელო მდგომარეობის გამო 2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციითაც მიმართა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ საჭირო ღონისძიებები გაეტარებინა იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. 14 წლის გიორგი ვენკოს საქველმოქმედო ფონდიც აქვს შექმნილი – ,,დავეხმაროთ საქართველოს“. ფონდი სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის საქველმოქმედო აქციას გეგმავს. გიორგის ძმა, ლევან ვენკო კი, წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება. ვენკოების ოჯახის შესახებ დღეს ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა. „წნორში ვიყავი ამ ზაფხულს, იქვეა ბროწლიანი, სადაც თავშესაფრის მძიმე პირობებში ცხოვრობდა 25 შშმ პირი. ბროწლიანს წლების მანძილზე არ ჰქონდა წყალი, დიდ შენობას კი – სახურავი. ვენკოების ოჯახი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდის. წელსაც გიორგი ბროწლიანში დამხვდა და ეს ამბებიც იქ გავიგე, ვესაუბრე დედამისს და ასე გავიცანი ოჯახი. დიდი ხანი მინდოდა ამაზე დამეწერა. ვენკოები ოქტომბერში აპირებენ ისევ ჩამოსვლას და ახალ საქველმოქმედო აქციებსაც გეგმავენ“, – ამბობს გოგა ჩანადირი. გიორგი და ლევან ვენკოების დედა, თიკა სვანიძე-ვენკო ჰოლანდიაში ,,ფონდი ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელია და მსოფლიოში ქართული დიასპორების გაერთიანების პროექტებზე მუშაობს. გაერთიანების მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მსოფლიოსთვის ინფორმაციის მიწოდება და ოკუპაციის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ სადისკუსიო სივრცის შექმნაა რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1569355140-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა - მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში ახალგაზრდა გოგო დაიღუპა

მარტყოფის შშმ პირთა თავშესაფარში მცხოვრები 30 წლის თამარ მერებაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ვალერი ჩიტაიამ უამბო. როგორც ის ამბობს, თამარ მერებაშვილი ეპილეფსიური გულყრის დროს უყურადღებობის გამო დაიღუპა. ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალმა საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და მორიგე მედპერსონალს ტკივილგამაყუჩებელი სთხოვა. მისი გარდაცვალების ფაქტი პანსიონატში ცნობილი დილას გახდა. „ვახშმის შემდეგ თავი ცუდად იგრძნო, ექთანს წამალი სთხოვა. უთქვამს თავი მტკივაო. ამის შემდეგ 23:00 საათზე ნახა ბოლოს მედ პერსონალმა. გოგონამ, რომელიც მის ოთახში ცხოვრობდა, მითხრა, რომ ღამე ცუდად იყოო, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდაო. ის ოთახიდან დამოუკიდებლად ვერ გავიდოდა, რადგან ეტლით მოსარგებლეა. დილას თამუნას ცხედარი ოთახში იპოვეს. ამის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და გაიგო იმ გოგონამ სასწრაფოს ექიმის ნათქვამი - დიდი ხნის მკვდარია, უკვე ცხედარი გაციებულიაო“ - ამბობს ვალერი ჩიტაია. მე ამ ფაქტზე საუბარი იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველამ იცოდეს, ბავშვთა სახლებსა თუ თავშესაფრებში გულგრილობასა და უკანონობას არასოდეს შევგუებივარ და არც მომავალში გავჩუმდები. ეს შემზარავი ფაქტია და არ შეიძლება საზოგადოება დუმდეს. „პრაიმტაიმი“ ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს დაუკავშირდა, რომელიც მარტყოფის თავშესაფრის ზემდგომი ორგანოა. უწყებაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მას ეპილეფსია მართლაც ჰქონდა. კომენტარს ვერ აკეთებენ სამსახურეობრივი მოვალეობის გულგრილობაზე, რადგან ძიება მიმდინარეობს და პირველ რიგში, ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. „ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მიმდინარეობს გამოძიება, ასევე ჩართულია ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის შიდა და ჯანდაცვის სამინიტროს მონიტორინგის სამსახურები. ამ ეტაპზე ვერავის დავადანაშაულებ და ვერც გავამართლებ, რადგან როგორც აღვნიშნე, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არც ექსპერტიზის პასუხებია ცნობილი. ვიცი, რომ წინა დღეს მომვლელს გახარებული ეუბნებოდა, რომ პენსია ავიღე და მშობლებს გავუგზავნიო. წინა საღამოს სხვა დეტალი ჯერჯერობით უცნობია“ - განმარტავს მერი მაღლაფერიძე.

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://bm.ge/ka/article/mtavrobisgan-velodebit-adekvatur-pasuxebs---irakli-kovzanadze-2019-wlis-biujetshi-cvlilebebze/40877/

„მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხებს”, - ირაკლი კოვზანაძე 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე

ფინანსთა სამინისტროსგან და ზოგადად მთავრობისგან ველოდებით ადეკვატურ პასუხებს შემაჯამებელ სხდომაზე, რომელიც 7 ოქტომბერს გაიმართება და რომელზეც 2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განვიხილავთ, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის კომენტრირებისას, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტის კორექტირებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, იზრდება შიდა ვალი, მთავრობა ასევე ითხოვს დამატებით თანხებს დაგროვებითი საპენსიო სქემისთვის, იზრდება რიგი სამინისტროების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება. კოვზანაძის თქმით, შემაჯამებელ სხდომაზე შესაძლოა, კითხვები შეეხებოდეს მათ შორის იმას, რის საფუძველზე იზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება. "2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოიტანა მთავრობამ. მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი იგივეა, 4.5%-ის დონეზეა შენარჩუნებული. ასიგნებების ნაწილში არის ზრდა 223 მილიონით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის ხარჯვა 2019 წელს მიაღწევს 13 მილიარდ 330 მილიონს, მსგავსი რიცხვი არ გვქონია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 130 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ხარჯები, ასევე იზრდება იუსტიციის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების ხარჯები. ასევე არის შემცირება ეკონომიკის სამინისტროს კუთხით. საბიუჯტო კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ ყველა კომიტეტში იყოს განხილვა. იმ ვარაუდით, რომ შემაჯამებელი სხდომა 7 ოქტომბერს გავმართოთ და არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა, სესიაზე დავამთავროთ ამ პროექტის განხილვა. არის შიდა ვალის ზრდა... კარგია, რომ ეს პროექტი განხილვაში მოექცეს ყველა კომიტეტში. ეს (შიდა ვალის ზრდა) გათვალისწინებულია იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტროს აქვს ხარჯების ზრდა, საპენსიო ფონდი იზრდება, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები იზრდება. რაც შეეხება ლარის კურსს, ის გათვლილია 2.96-ზე. ლარის კურსს ბიუჯეტში ვდებთ იმისტვის, რომ ვიანგარიშოთ მხოლოდ საგარეო ვალი და სხვა არაფერი", - აცხადებს კოვზანაძე.

---

 

ბეჭდვითი მედია

25.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მაღაროელთა სახელფასო დავალიანება დროულად უნდა დაიფაროს!

“მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით. “კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს”, – ვკითხულობთ განცხადებაში. კომპანია "საქნახშირმა" გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რაც ცნობილი იყო ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში დასაქმებულებისთვისაც. მეშახტეები დილიდან "საქნახშირისგან" კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6356230&name=25.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

25.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

2019 წლის 7 თვეში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა!

სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და მწვავე საკითხია, რასაც ნათლად წარმოაჩენს სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი მაჩვენებელი. 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. აღნიშნული სამსახურის შექმნის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. არსებული კანონმდებლობა ეფექტიან ზედამხედველობას და შრომითი უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. 2019 წლის თებერვალში პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი დაამტკიცა და შრომის უსაფრთხოების კანონში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად გამოსწორდა. 2019 წლის 1 სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია, პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ასევე, 1 სექტემბრიდან ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ძველი რედაქციით კანონის მოქმედება ვრცელდებოდა, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, დასაქმების ადგილზე საზედამხედველო ორგანოს დაშვება ხდებოდა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივლისში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი დაშავდა. 2015-2018 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი მზარდია. უბედური შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ხშირია სამშენებლო სექტორში. 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევების 50% სამშენებლო სექტორზე მოდის. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დადებით სრულდება. 2018 წლის განმავლობაში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით 35 საქმე განიხილეს. რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6356194&name=25.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

 25.09.2019

მედიასაშუალება:  მესინჯერი

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად, ამოსვლას არ აპირებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს. „მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას და ,,სოკარგაზს, რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებულია, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა. ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6356201&name=25.09.2019+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---  

 

 ​