| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-25.07.2019 |
| Received On : | 25.07.2019 08:25 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 25.07.2019
ტელევიზია
25.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 10:00
გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც სამი დღის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237431
---
25.07.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 09:00
შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონით დაწესებულ სიახლეებზე დღეს რუსთავში შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ბიზნესმენებს შეხვდებიან და ორგანული კანონით გათვალისწინებულ ახალ სტანდარტებსა და მოთხოვნებზე იმსჯელებენ. ასევე, შეხვედრის ფარგლებში შრომის დეპარტამენტის ინსპექციის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაცვლიან. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237290
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6237433
---
24.07.2019
არხი: მაესტრო
გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 21:30
"ჯანდაცვის სამინისტრომ" 4 წლიან პროექტს შემაჯამებელი პრეტენზაცია მიუზღვნა. 4 წლის განმავლობა სოც მუშაკებს და ფსიქოლოგებს ბენეფიციანებთან მუშაობაში ავარჯიშებდნენ და ასწავლიდნნენ. მოძალადე მამაკაცი სასამართლომ გაამტყუნა ის უკვე სასჯელს იხდის, ქალბატონი რომელმაც გაბედა საჯაროდ ეს ისტორია მოეყოლა ერთადერთი მსხვერპლი არ არის. ოჯახში ძალადობის ფაქტები ქვეყნის მაშტაბით საკმაოდ შემაშფოთებელ ციფრებს აღწევს. რუსუდან ფხაკაძე: - ამ თემაზე საჯაროდ საუბარი წინა წლებთან შედარებით ერთმანეთთან საუბარი, პოლიციის გამოძახებაც კი უფრო აქტიურად ჩაერთნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6236877
---
24.07.2019
არხი: ტელეკომპანია აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
რა უნდა იცოდეს ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ზრუნვასთან დაკავშირებით - რა სერვისები არსებობს აჭარაში და რას ვერ ახერხებენ მშობლები, არსებული არა ადაპტირებული გარემოს პირობებში - ახლა ემზარ დიასამიძე მოგვიყვება მარტოხელა დედის შესახებ, რომელსაც სხვადასხვა საჭიროების მქონე შვილი ჰყავს - ბავშვზე ზრუნვა კი მარტოს უხდება. დღის ცენტრების დეფიციტი, სახელმწიფო პროგრამების ნაკლებობის ფონზე და შშმ პირების საჭიროებები ცნობიერების ამაღლების კვალდაკვალ - სიუჟეტი UNICEF -ის პროექტის ფარგლებშია მომზადებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6236795
---
ინტერნეტი
25.07.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/557698-jandacvis-ministri-sakartveloshi-gaero-s-bavshvta-pondis-xelmzgvanels-shexvda
ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელს, ღასან ხალილსა და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი სოციალური კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, რომელიც გასული წლიდან გახუთმაგებული ოდენობით მიეწოდებათ ბავშვიან ოჯახებს. მინისტრის განცხადებით, აუცილებელია განხორციელდეს მძლავრი მონიტორინგი ოჯახების მიერ, თუ რამდენად მიზნობრივად ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები უშუალოდ ბავშვთა საჭიროებებს. ღასან ხალილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ეკატერინე ტიკარაძის მიერ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მინისტრის სწორ ხედვად და პრიორიტეტად შეაფასა. გარდა სოციალური დახმარებისა, შეხვედრაზე განიხილეს ბავშვებისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების გაუმჯობესების საკითხი. ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, განსაკუთებული ყურადღება დაუთმო დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების პრობლემას. „ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ არამხოლოდ ბავშვთა მატერიალური, კვებითი თუ სხვა მსგავსი სახის საჭიროებები, ასევე აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ მათი განათლება და პროფესიული მომზადება. ამის გარეშე წარმოუდგენელია მათი მომავალი და სოციალურად ძლიერი ქვეყანა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გაერო-ს ბავშვთა ფონდმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობები ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სწორად დასახული სამომავლო პრიორიტეტები. ხასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს შეხვედრისთვის და სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პია.ჯი- http://pia.ge/post/274348-saqartvelosi-gaeros-bavsvta-fondis-warmomadgenlebtan-sexvedra-gaimarta
---
25.07.2019
მუშა, რომელსაც ორი დღის წინ გორში ბანერი დაეცა, გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის „კეთილმოწყობის სააგენტოს“ თანამშრომელი, რომელიც ორი დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, გარდაიცვალა. 57 წლის სურამი ლამაზოღლი სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. „კეთილმოწყობის სააგენტოს“ თანამშრომელი ორი დღის წინ იმ სატვირთო მანქანის საბარგულიდან გადავარდა, რომელსაც „რეგიონ ფეშენ ვიკის“ ბანერი გადაჰქონდა. გადმოვარდნისას ბანერი მამაკაცს ზემოდან დაეცა, რის გამოც ის მძიმედ დაშავდა.
---
24.07.2019
მედიასაშუალება: http://alia.ge/news/33153?fbclid=IwAR1XvZPLzyBIvwGxX4sPZmVB2V7YYtKkZCdBSAR5toR19Hz4_UFWp0BYyIk
საგანგაშო ამბავს გვაწვდიან რაჭიდან, რეანიმობილის არარსებობას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ეწირება
---
24.07.2019
„აი ამ ქალს რომ ვუყურებ, ამად ღირს ადამიანი საქართველოში“
ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი, თბილისში, კოსტავაზე ქუჩაში მცხოვრებ ქალზე წერს. უკვირს, რომ წლებია ქალი ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს და ყურადღებას არავინ აქცევს. „ეს ქალი, აშკარა ფსიქიკური პრობლემებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სულ მცირე ერთი წელია ცხოვრობს. ერთი წელი იმიტომ რომ ეს დროა, რაც აქ ვმუშაობ და ამ ადამიანის უბედურებას ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს დაუნახავს, საჯარო მოხელეებს, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვინც ზრუნავთ მათაც. უბრალო ადამიანებს, გამვლელებს, სამართალდამცველებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ პოლიციის განყოფილებასთან ზის ახლაც. ყველას დაგვინახავს, მათ ვისაც მისი ცხოვრების შეცვლა მეტ-ნაკლებად შეგვიძლია. მაგრამ ეს ქალი ისევ ასე, საცოდავად ცხოვრობს, თითქოს ადამიანად აღარ აღვიქვამთ, ისე შეეჩვია თვალს, ამ ქუჩაზე მისი ყოფა. თითქოს ასეც უნდა იყოს. რომ იქექებოდეს ნარჩენებში, ცხოვრობდე ყუთში, ქონდეს არაადეკვატურ ქცევები და ა.შ. ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებს და კატებსაც კი ვამჩნევთ და ამ ქალს ვერა. აი ამ ქალს რომ ვუყურებ, ამად ღირს ადამიანი საქართველოში. არაფრად ღირს,“ – წერს სოფო მთივლიშვილი.
---
24.07.2019
საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტა – სტატისტიკა
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კვალიფიციური, საექთნო საქმის თანამედროვე კონცეფციის მქონე ექთნების მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში წერია, სისტემაში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. ექთნების რაოდენობა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი უკანასკნელი წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 (100 000 მოსახლეზე) შეადგინა, ის მაინც საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით კი, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის, საქართველო 100 000 მოსახლეზე, ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს. იმავე წყაროს მიხედვით საქართველოში ექთან-ექიმის თანაფარდობაა 0.8, მაშინ როცა დანიაში იგივე მაჩვენებელი 4.6-ია, გერმანიაში 3.3, უკრაინაში – 2.2, ამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული თანაფარდობაა 4:1. “საქართველოს მსგავსი რაოდენობის მოსახლეობის მქონე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას სამედიცინო პერსონალის ასაკობრივი განთესვისა და ბიოლოგიური დანაკარგების გათვალისწინებით ყოველწლიურად ესაჭიროება დაახლოებით 1200 ექთანი (მხოლოდ ექთანი). ექსპერტული ანალიზისა და ევროპის ქვეყნების საშუალო რაოდენობასთან შედარების საფუძველზე შემოთავაზებულია, რომ ექთნების სამიზნე თანაფარდობა მოსახლეობასთან იყოს 610 / 100 000 ანუ 27 000 ექთანი”, – ნათქვამია საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში.
---
24.07.2019
"46 წლის დიანა დემურიძე 15 წელია წელს ქვემოთ მოწყვეტილია"- ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
46 წლის დიანა დემურიძე წელს ქვემოთ მოწყვეტილია, ის 31 წლის იყო როცა ეს ტრავმა მიიღო. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა როცა ის სამსახურიდან გამოვიდი და საცხოვრებლი კორპუსის 4 სართულის აივანი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოჰყვა ახალგაზრდა ქალი. ფაქტიურად დამტვრეული ჰქონდა ყველა ძვალი მაგრამ ხერხემლის მძიმე დაზიანებამ ის სამუდამოდ მიაჯაჭვა ეტლს. დიანამ იცის და შეგუებულია რომ ვერასოდეს გაივლის, მაგრამ დღესდღეობით უკვე დიანას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, კერძოდ ხერხემლის მაფიქსირებელი სისტემა მთლიანად მორყეულია, ერთ-ერთ ჭანჭიკი მხოლოდ მილიმეტრებითაა დაშორებული აორტასთან და უმნიშვნელო, არასწორ მოძრაობაზეც კი შესაძლებელია დაზიანდეს აორტა და დადგეს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. რაც შეეხება მეორე ჭანჭიკს, ის პირდაპირ ზურგის ტვინში არის შესული. მას ბოლო დროს საშინელი გაუსაძლისი ტკვილები დაეწყო წელის არეში რასაც არანაირი ტკვილგამაყუჩებელი არ უყუჩებს, საშნელი ტკივლისგან იტანჯება ,ძნელია წარმოიდგინოთ რა ხდება მის გულში. ერთადერთი რაც შეგვიძლია ტკვილის შემსუბუქებაში დავეხმაროთ. დიანას სჭირდება სასწრაფოდ ძვირადღირებული ოპერაცია როემლიც თურქეთში უნდა ჩატარდეს. სულ 19 ათას 500 დოლარის ღირებულების აქედან საქართველოს ჯანდაცვამ დააფინანსა 10 ათასი დოლარი , მერიამ 10 ათასი ლარი , დარჩენლია 17 ათასი ლარი რომლის შეგროვებას ოჯახი უკვე 1 თვეა ცდილობს საკუთარი ძალებით და ვერ მოახერხა. დიანა დემურაძეს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს 15 კვ.მ. ფართში. მიუხედავად იმისა, რომ მერია უფინანსებს ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს, მაინც ფაქტიურად მათი პენსია და სოც. დახმარება მხოლოდ წამლებში იხარჯება. მისი თხვნაა ნუ გავწირავთ ჯოჯოხეთური ტკვილისთვის. დავეხმაროთ , მას კეთილი ადამიანების იმედი აქვს და სჯერა რომ ეს მისი ბოლო შანსია ტკვილის გარეშე იცხოვროს. დიანაა სცოლალურა დაუცველია ამიტომ მის დასხმრებლად ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიშის ნომრებს. კეთილი ადამიანების მოლოდინში ☎ 09 01 200 128 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ დიანა დემურაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის საბანკო მომსახურება აირჩიეთ იურდიული პირი იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები იურიდული პირი ან კომპანის ანგარში იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში #GE12TB7990736080100007 $-დოლარში #GE94TB7990736180100002 EVRO-ევრო #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14
---
24.07.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/487547
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო ხვალ „ფრესკოში“ შრომითი დარღვევების ფაქტებზე სხდომას გამართავს
---
ბეჭდვითი მედია
25.07.2019
მედიასაშუალება: მესინჯერი
გერმანიაში ლეგალური დასაქმების შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის
გერმანიაში დაახლოებით, 6-7 თვის შემდეგ ამოქმედდება კანონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა. მან ისაუბრა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პრობლემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეული წინსვლაა. „გერმანიის ჯერ ბუნდესტაგმა, შემდეგ ზედა პალატამ, მიიღო შესაბამისი კანონი, რომელიც ამოქმედდება დაახლოებით, 6-7 თვეში და რომელიც საშუალებას მისცემს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომ ლეგალურად დასაქმდნენ გერმანიაში. აქ განიხილება, რომ საქართველოს მოქალაქეს ექნება უფლება, წინასწარ, გერმანიაში იპოვოს დამსაქმებელი და შემდეგ სამუშაო ვიზა მიიღოს. ასევე, ეძლევა გამარტივებულად შესაძლებლობა, მოძებნოს პროფესიული გადამზადების ადგილი, წავიდეს გერმანიაში და მიიღოს პროფესიული სწავლება. ეს კანონი აგრეთვე იძლევა საშუალებას, 6 თვის განმავლობაში ადამიანი იყოს გერმანიაში და იქვე მოძებნოს სამუშაო ადგილი. ჩვენ ვმუშაობთ კანონის თარგმანზე, რათა ეს ინფორმაცია ფართოდ მიეწოდოს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ხოკრიშვილმა. მანვე ისაუბრა სეზონური დასაქმების შესახებაც და აღნიშნა, რომ საქართველოს საელჩო გერმანიაში ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს. „საელჩო აქტიურად მუშაობს სეზონურ, 3-თვიან დასაქმებაზე ზაფხულში, სოფლის მეურნეობის სექტორში. როდესაც ხდება მოსავლის აღება, გერმანელი კომპანიები ეძებენ მუშახელს, რომ წაიყვანონ 3 თვით. ჩვენ ვამოწმებთ, რა პირობებში მოუწევთ მათ ცხოვრება, როგორი იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა, ვინ გადაიხდის ტრანსპორტის ხარჯს, როგორი იქნება ანაზღაურება, მინიმალური ხელფასი და ა.შ. ეს კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს, რომლებიც მზად არიან, მომავალ წელს, შესაბამისი კრიტერიუმებით შეარჩიონ 3 000-10 000 კაცამდე და ეს სეზონური დასაქმება შედგეს“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა გერმანიაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში დასაქმების საპილოტე პროგრამა ხორციელდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირთან და ისრაელთან ამ საკითხზე.
---