From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-24.12.2019
Received On : 24.12.2019 07:44
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 24.12.2019

 

ტელევიზია

24.12.2019                                    

არხი: იმედი

გადაცემა:ქრონიკა 09:00

ცოტნე გამსახურდია კვლავ რეანიმაციაშია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6568221

---

 

23.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ბოლო დღეებში საავადმყოფოებში გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა მიმართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი. ქვეყანაში ძირითადად „ა“ და „ბე“ ტიპის და მათი ქვეტიპის ვირუსებია გავრცელებული, რომლებიც დამახასიათებელი სიმპტომებით თითქმის ერთმანეთის მსგავსია. დაავადების გავრცელების პიკს სპეცილისტები რამდენიმე კვირაში ვარაუდობენ. ვირუსისგან თავდასაცავად ექიმების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაციაა.თუმცა ირკვევა, რომ კერძო სექტორში ვაქცინების რეზერვები პრაქტიკულად უკვე ამოწურულია. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ძირითადად ბე ტიპის გრიპის ვირუსი ფიქსირდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567864 

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567328

---

 

23.12.2019                                    

არხი: ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა: მთავარი 20:00

სპეციალისტები ამბობენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ქრონიკულად მოავადეები და ორსულები. რაც შეეხება სიმპტომებს, ვირუსს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა. ყელის და ყურის ტკივილი. გართულებების შემთხვევაში კი, სუნთქვის უკმარისობა და პლევმონია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567731

---  

 

23.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

ხმაური იყო ნატალია კვანტალიანის სახელობის სამედიცინო ცენტრთან. სამედიცინო ცენტრი „ჰელსი ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები 8 თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567807

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567294

ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567080

---

 

23.12.2019                                    

არხი: I არხი

გადაცემა: მოამბე 18:00

ანა დოლიძემ და კამპანიის, „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია და ბრიფინგი გამართეს. კამპანიის წევრების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს სპეციალური ცხელი ხაზი ლუდომანიით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე აუცილებელია სისტემაში შევიდეს ცვლილებები, რათა ამოქმედდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს სთხოვენ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებებით, რათა სამომავლოდ ქვეყანაში ამ მიზეზით სუიციდის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567300

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6565789

ფორმულა-https://formulanews.ge/index.php?m=41&news_id=17803l&fbclid=IwAR2pqO5Is_m_fVVOo6rLc5f2i2IRtwYqxxZ2IczBtK4cp79uggjcuELCMuw

---

 

23.12.2019                                    

არხი: მაესტრო

გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე 17:15

შშმ პირბის დასაქმება დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში,თუმცა არსებობენ ისეთი კერძო სოციალური საწარმოები, რომლებიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და შშმ პირებს ასაქმებენ. 27 წლის სალომე, უკე 3 წლია აქტიურად არის დასაქმებული,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირეელ ეროვნულ კომისიაში, ის ცხელი ხაზის ოპერატორია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6567168

---

 

23.12.2019                                    

არხი: ტვ პირველი

გადაცემა: საქმის კურსი 13:45

საარსებო მინიმუმი საქართველოში ბოლო წლების მაქსიმუმზეა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6566456

---

 

 

ინტერნეტი

24.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/578805-vazha-gaprindashvilis-ojaxi-sakartveloshi-mokmed-diplomatiur-misiebs-mimartavs

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ მისიებს მიმართავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს. მიმართვაში ექიმის ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ მათი ძალისხმევა შედეგის მომტანი იქნება. „საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას,უპირველეს ყოვლისა, გვინდა, დიდი და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რაც 9 ნოემბრიდან, ვაჟა ექიმის დაპატიმრების დღიდან გამოხატეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად. მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს!შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა! ვიცით, რომ ამ განცდას ერთნაირად ვატარებთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს! იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება! პატივისცემით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი",- ნათქვამია გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში. ცნობისთვის, 20 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც დაკავებულ ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

---

 

23.12.2019

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/527838

ჯანდაცვის სამინისტროსთან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნისა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ და კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მონაწილეებმა ფსიქოლოგიური სერვისების არარსებობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ლუდომანებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაა. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ. “ამ სამინისტროს ბიუჯეტი აქვს ოთხი მილიარდი ლარი, აქედან გარკვეული თანხა რომ დაუთმონ და პროფესიონალი ფსიქოლოგები 24-საათის მანძილზე ამორიგეონ ტელეფონზე, ცხელ ხაზზე კარგი იქნებოდა. სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც უჭირთ,”- განაცხადა ანა დოლიძემ.

---

 

23.12.2019

მედიასაშუალება:  https://ipress.ge/new/zamthris-sezonze-mthis-kurortebze-arsebuli-gamotsvevebis-aghmosaphkhvrelad-samoqmedo-gegma-shemushavda/

ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად სამოქმედო გეგმა შემუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კონკრეტული წინადადებები პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო ჯგუფმა წარუდგინა, რომლის შემადგენლობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები შედიან. საკოორდინაციო ჯგუფი არსებული ვითარების შესასწავლად ზამთრის კურორტებზე გასული კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. შედეგად, კონკრეტულად გაიწერა შესასრულებელი სამუშაოები, ვადები და პასუხისმგებელი მხარეები. პრემიერ-მინისტრმა უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ იმისკენ, რათა გამოწვევები, რომლებიც გასული სეზონების განმავლობაში გამოიკვეთა, მინიმუმამდე შემცირდეს. მათ შორის არის საპარკინგე ადგილების რაოდენობა, გზების წმენდის ინტენსივობა, ვიზიტორების მომსახურება და ჯანდაცვის სერვისები. „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად გაწერილი გეგმით, რათა სეზონი ჩავატაროთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენი მთის კურორტების რეპუტაციას, სახელს და ისე, როგორც ამას ჩვენი თითოეული მოქალაქე, ტურისტი და ჩვენი ქვეყნის სტუმრები მოელიან”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში იმოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს.

---

 

23.12.2019

მედიასაშუალება:  https://www.newposts.ge/?l=G&id=221373-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

"ტუალეტში შეიყვანა და სცემა, ბავშვს სისხლი სდიოდა" - 77-ე სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები

ნაცემ მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალშიც " იყო მოთავსებული.ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის 77-ე საჯარო სკოლაში. როგორც ირკვევა, დაპირისპირება 11-ე კლასელებს შორის მოხდა. მოზარდები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ თავდაპირველად მოზარდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც მოზარდმა კლასელი საპირფარეშოში გაიყვანა და სცემა. ნაცემ მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალშიც " იყო მოთავსებული. სკოლის ადმინისტრაცია მომხდარ ინცინდენტს ადასტურებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლის დირექტორს თავადასხმის გახმაურება არ უნდოდა, კატეგორიულად უარყოფენ. სდუმან მოზარდებიც, თუმცა შედარებით დაბალი კლასების მოსწავლეები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს ნაცემი მოზარდი, რომელსაც მათი თქმით, ცხირიდან სისხლი სდიოდა. "საპირფარეშოში შეუყვანია და უცემია, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, საავადმყოფოშიც გადაიყვანეს"- აცხადებს ერთ-ერთი მოსწავლე.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

24.12.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

ხალხი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვერ ახერხებს

კლინიკებში გრიპის საწინააღმდეგო ე.წ. კომერციული ვაქცინა არ მოიპოვება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე 90 000 ადამიანს გაუკეთდა აცრა უფასოდ, არიან ისეთები ვისაც ვაქცინის გაკთება სურს, თუმცა ამ მომსახურეობას ვერსად იღებენ. ეს სახელმწიფოს ცუდი მენეჯმენტის ბრალია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებმა თადარიგი ვერ დაიჭირეს. გრიპი ვირუსული ინფექციაა. მისი გამომწვევი ვირუსის 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრების გაკეთება ოქტომბრიდან არის შესაძლებელი. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. იმ დეზინფორმაციის გამო, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოში და არა მხოლოდ აქ, ძალიან ბევრი ადმაინი თავს არიდებდა აცრის გაკეთებას, თუმცა ბოლო დროს ეს ტენდენცია შეიცვალა. სამაგიეროდ, ახლა ვაქცინა აღარ არის ხელმისაწვდომი. ,,ბიზნეს-რეზონანსის” ჟურნალისტი არაერთ კლინიკას დაუკავშირდა როგორც ვაქცინის მსურველი პაციენტი და მათგან არც ერთში არ აღმოჩნდა ხელმისაწვდომი კომერციული აცრის გაკეთება. სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ასეთი მომსახურება დიდი ხანია აღარ აქვთ და არც იციან, როდიდან ექნებათ კომერციული ვაქცინა. მათივე ინფორმაციით, არც რისკ ჯგუფებისათვის აცრებია ამ ეტაპზე ხემისაწვდომი და არც ამ შემთხვევაში იციან როდის შეეძლებათ ქრონიკული დაავადებების მატარებლებს აიცრან. სიები გადააგზავნილია, მაგრამ ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღიათ და ამიტომ გვირჩიეს, ხშირად დაგვერეკა გადასამოწმებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველფარი საკუთარი ყურით მოვისმინეთ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ, მაინც კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, წელს რისკ ჯგუფების მატარებელი 90 000 პაციენტი უკვე აიცრა და 10 000 ვაქცინა ქვეყნაში კიდევ არის. "აშკარაა, მოსახლეობამ დაიჯერა, რომ ვაქიცნის სიკეთე რეალურია და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, რაზეც დეზინფორმაციული კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა. სწორედ ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წელს, უპრეცენდენტო რაოდენობის ადამიანი აიცრა რისკ ჯგუფებიდან. რაოდენობამ 90 000 მიაღწია. ტყულია თითქოს ქვეყანაში ვაქცინა არ არის. ჩვენ დარჩენილი გვაქვს 10 000 აცრა და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აღრიცხვაზეა და რისკ ჯგუფს მიეკუთვნება, შეუძლია ისარგებლოს ამით”, - განაცხადა იმნაძემ. საწინააღდეგოს ამტკიცებენ პაციენტები, რომელთა თქმითაც, რამდნიმე კვირაა, უშედეგოდ ცდილობენ აიცრან. ,,ბიზნეს-რეზონანსი” ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და ჰკითხრა როგორც რისკ ჯგუფების უფასო, ასევე დანარჩენი საზოგადოების კომერციულ აცრებთან დაკავშირებით, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხს ვერ ვეღირსეთ. საინტერესოა რატომ არ არის კომერციული ვაქცინა ხელმისაწვდომი ან სად იკარგება აცრა სანამ სახელმწიფოსაგან პაციენტამდე მივა? თამარ მებონია ქრონიკული დაავადების - დიაბეტის მატარებელია. წინა წლებში ვაქცინის გაკეთება თავად არ ისურვა, თუმცა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გვერდითი ეფექტი აცრის მხრივ გაცილებით ნაკლებია, უკვე სამი კვირაა უშედეგოდ ცდილობს აიცრას. "დიაბეტი მაქვს ბავშვობიდან და გასულ წლებში, როცა გრიპი ეპიდემიად მოედო მთელ საქართველოს, გავიგე, რომ რისკ ჯგუფში ვიყავი. მიუხედავად ამისა, აცრისაგან თავი შევიკავე. სოციალურ ქსელში იმდენი ინფორმაცია იწერებოდა, რომ მავნეა, ვერ გავრისკე. სამაგირეოდ, წელს გადავწყვიტე რომ მეც უნდა ავცრილვიყავი. ზფხულშივე ვიცოდი, რომ შემოდგომაზე აცრას უნდა გამეკეთებინა. ბევრმა გაიკეთა წინა წლებში ჩემს ირგვლივ და განსაკუთრებული უკუჩვენება არავის ჰქონია. ამასობაში შემოდგომაც მოვიდა და ერთი თვის დაგვიანებით დაიწყო აცრა და როცა მივედი, მითხრეს, რომ მარაგი უკვე ამოიწურა. ამის შემდეგ რაღაც პერიოდი აღარ მეცალა, ახლა კი სამი კვირაა ყოველდღე ვრეკავ და ვამოწმებ, აქვთ თუ არა ვაქცინა. მეუბნებიან, რომ სიები გადაგზავნილია და როგორც კი მოვა, შემატყობინებენ", - აღნიშნა თამარ მებონიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან”. წელს, სახელმწიფომ უმაღლესი ხარიისხის ვაქცინა შემოიტანა, რომელიც რისკ ჯგუფებისათვის ჯერ კიდევ არის დაარჩნილი. ეს იცის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა ვატო სურგულაძემაც.თუმცა, ის, რომ აცრა მოსახლეობას სათანადო დროს ვერ უკეთდება, ცუდი მენეჯმენტის დამსახურებაა. "მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემა, დღითი დღე თავზე გვენგრევა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სტრუქტურამ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა იმუშავა გაცილებით უკეთ, ვიდრე წინა წლებში. შემოიტანა 4-კომპონენტიანი აცრა რისკ-ჯგუფებისათვის. ვიცი, რომ ვაქცინის მარაგი ჯერ კიდევ არსებობს და ის, რომ მოსახლეობისათვის არ არის ხელმისაწვდომი, სრულად ცუდი მენეჯმენტის პრობლემაა, როგორც ყოველთვის. რაც შეეხება კომერციულ ვაქცინას, მისი შეკვეთა უნდა გაკეთდეს წინასწარ. დიდ დროს და ფინანსებს მოთხოვს, მეორე წლისთვის მისი შენახვა კი კატეგორიულად აკრძალულია. ამიტომ კომერციულმა დაწესებულებებმა წინასწარ თუ არ შეკვეთეს,მისი დამზადება ახლა უკვე დაგიანებულია - დღეს შეკვეთილი, ჩამოვა ყველაზე ადრე, თებერვლის ბოლოს. სახელმწიფოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ვაქცინის ხარისხი არის კარგი, მაგრამ მუდმივი პრობლემა, ახლაც რჩება პრობლემად. სამთავრობო უწყებები არ მუშაობენ კოორდინირებულად”, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვატო სურგულაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6568086&name=24.12.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.12.2019

მედიასაშუალება: ქრონიკა+

როგორ მოვამზადოთ საახალწლო სუფრა 170-ლარიანი სარსებო მინიმუმით?

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6568212&name=24.12.2019%20-%20%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%202&p=2&lang=ge

---

​