| From : | Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | მედიამონიტორინგი-24.10.2019 |
| Received On : | 24.10.2019 08:38 |
| Attachments : |
მედიამონიტორინგი 24.10.2019
ტელევიზია
24.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 11:00
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შრომის უსაფრთხოების წესებში დარღვევებსა და მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიებაში ხარვეზებზე საუბრობს. ორგანიზაციამ სტატისტიკა და ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას პროფკავშირის და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაზარალებულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417800
---
24.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 09:00
ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან დღეს პირველ შეხვედრას გამართავენ. საუბარი შეეხება ფინანსურ საკითხებს. ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური საბჭო რომელიც კლინიკის თანამშრომლების დავალიანების ანაზღაურების საკითხს განიხილავს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417491
რუსთავი 2 - კურიერი 08:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417407
იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417337
მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417672
---
23.10.2019
არხი: I არხი
გადაცემა: მოამბე 21:00
ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია საპარტნიორო ფონდისთვის გაუგებარია. საქმე ეხება ონკოლოგიურ კლინიკას, რომლის თანამშრომლები სახელფასო დავალიანების გასტუმრებას და შენობის რეაბილიტაციას წლებია, ითხოვენ. ექიმებს დღეს ეკა ტიკარაძე დაჰპირდა, რომ ამორტიზებული კლინიკის მართვასა და ხელფასების გასტუმრებაზე დღეიდან სამინისტრო იზრუნებს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417072
მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417041
მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416836
რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416626
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416603
იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416481
ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416539
I არხი -მოამბე 15:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416022
რუსთავი 2- კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416119
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416213
მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416188
ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415801
---
23.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
სიცოცხლისთვის საშიში სამუშაო გარემო - უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417079
I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417028
I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416763
მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416567
იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416195
რუსთავი 2 - კურიერი 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415628
---
23.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 21:00
მეცხრე დღეა ოჯახი 63 წლის მამაკაცს ეძებს. ოპერაციიდან 3 დღეში ახალნაოპერაციებმა პაციენტმა გადასხმის სისტემით და კათეტერით პალატა ყველასგან შეუმჩნევლად დატოვა. ინფორმაცია არც საავადმყოფოში აქვთ, არც ოჯახში. არ არსებობს არც ვერსიები. ამოღებულია სათვალთვალო კამერების კადრებიც, მაგრამ აქ მხოლოდ საავადმყოფოს შიდა პერიმეტრი ჩანს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6417094
---
23.10.2019
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: სხვა შუადღე
ნინო ოკრიბელაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე საუბრობს
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6415849
---
23.10.2019
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
"არა ნაადრევ ქორწინებას, მე ჰამიდი ვარ"-გარდაბნის სკოლის მასწავლებლის ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში მუსლიმი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინიც უსამართლობის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგები არიან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416964
---
23.10.2019
არხი: ფორმულა
გადაცემა: ფორმულა ნიუს 20:00
მიანიჭებს, თუ არა ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს დაზარალებულების სტატუსს სასამართლო, 3 დღეში გახდება ცნობილი.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6416963
---
ინტერნეტი
23.10.2019
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხს თავად, მოადგილესთან ერთად, პირად კონტროლზე აიყვანს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების საკითხს თავად, მოადგილესთან ერთად, პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანს. ამის შესახებ მან ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი. მათგან წარმოდგენილია 10 წევრი, ასევე წარმოდგენილია მათი პროფკავშირებიდან ხელმძღვანელი. ჩვენი მხრიდანაც შეიქმნა საბჭო. ხვალიდან დავიწყებთ კონკრეტულ გეგმებზე მუშაობას. ასევე, განხილული იქნება, მათ სახელფასო ანაზღაურებებს როდის გადავიხდით. ეს აყვანილი იქნება ჩემი და ჩემი მოადგილის პირადი კონტროლის ქვეშ“, - აღნიშნა მინისტრმა. კითხვაზე, აქამდე რატომ არ იყო აღნიშნული დავალიანებები გადახდილი, მინისტრმა განმარტა, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო მართვაში არ იყო ჩართული“. „ეს ყოველივე იყო „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობის ქვეშ. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს სპეციფიურ მმართველობას. მკვეთრად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, შემდგომი შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. ცნობისთვის, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაა. სწორედ ამ მოთხოვნის გაცნობის მიზნით მათ დღეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრა გამართეს.
ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=91833
ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/400326/?fbclid=IwAR1b8Sn88Ye9uUyIAvkiGynEwkf1vOm9AFNx-RbtoWExOI0Bs-P-7PK6AkI
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/ekaterine-tikaradze-universaluri-samedicino-centris-tanamshromlebs-khvdeba/
---
23.10.2019
გიორგი ვაშაძე - ის, რაც დღეს ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ირგვლივ ხდება, სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოხატულებაა
„ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, „სტრატეგია აღმაშენებელის“ იდეის ავტორი, გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმების გაფიცვას ეხმაურება. ვაშაძის განცხადებით, „ის, რაც დღეს ხდება ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის ირგვლივ, არის სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოხატულება”. „არასწორმა პოლიტიკამ, თანხების არაეფექტურმა ხარჯვამ და ფინანსირების მანკიერმა მოდელმა, ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანა ბევრი სამედიცინო დაწესებულება. გაუსაძლის პირობებშია ონკოლოგიური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი. უკვე მე-8 თვეა ისინი ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს სახელმწიფოსგან. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ჯანდაცვის სამინისტრო თვეებია გულგრილად ეკიდება ამ ვითარებას. სახელმწიფოსგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან კუთვნილი თანხების დაგვიანება უკვე წესად იქცა ბოლო წლებია. არამარტო ამ დაწესებულებას, არამედ სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც, სისტემურად უგვიანებენ თანხებს გადახდას 3-4 და ზოგან 6 თვე. ეს მძიმედ აისახება სამედიცინო პერსონალზე, გაწეული სერვისების ხარისხზე და საბოლოოდ, პაციენტის მდგომარეობაზე. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უახლოესი დღეების განმავლობაში გადაჭრას ეს საკითხი. ასევე, მოვითხოვ, რომ დაიწყოს გამჭვირვალე და საჯარო მსჯელობა ჯანდაცვის სისტემის დაფინასების მოდელზე და ხარვეზების აღმოფხვრაზე, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულების პრობლემა. პირადად მე, მზად ვარ ჩავერთო ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი სტატუსით, რომელიც ამ საკითხების გადაჭრისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
---
23.10.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/400320/?fbclid=IwAR3EPma9RV0L28AAN1GoRrfrPo5AsFc3N7-s3NT5AchZmpQvYZoIEWBuPhw
გაუმართავი აღჭურვილობა და დაუსჯელი მენეჯმენტი – EMC 4 მეშახტის დაღუპვის გამოძიებას აფასებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 2018 წლის 16 ივლისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ოთხი მეშახტის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შეისწავლა. ორგანიზაცია ამ საქმეში სამართლებრივ დახმარებას გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილის ოჯახს უწევდა. როგორც ორგანიზაციის იურისტი, ქეთი ჩუთალაშვილი ამბობს, მსგავსი ტიპის გამოძიებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ისაა, რომ არ ხდება მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთა. კერძოდ, მინდელის შახტში მეშახტეების დაღუპვაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი ადამიანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, თუმცა არცერთი მათგანი მაღალ მენეჯერულ რგოლში არ იყო დასაქმებული. ეს იმ ფონზე, როცა ორგანიზაციის განცხადებით, საქმის მასალები ქმნის ვარაუდს, რომ მენეჯერული რგოლი ინფორმირებული იყო N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების უსაფრთხოების წესების სისტემატურად დარღვევით მიმდინარეობის შესახებ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კომპანიის მაღალ მენეჯმენტს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე სამუშაოების დაწყებამდე არ გაუზომავს და შეუფასებია ამ კონკრეტულ უბანზე მოპოვებითი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და რისკები. ამასთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრნობით EMC აცხადებს, რომ მეთანის საზომი ხელსაწყოების (ინტერფერომეტრის) ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ არ შეუმოწმებიათ, მაშინ როდესაც 16 ივლისს მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ზოგიერთი მეშახტე ინტერფერომეტრების შეფერხებით მუშაობაზე მიუთითებდა. ორგანიზაციის იურისტი ქეთი ჩუთალაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ხელსაწყო მეშახტეების ეკიპირების ნაწილია და შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთმანეთს არ ემთხვეოდა სხვადასხვა დასაქმებულის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები, რაც ხელსაწყოების გაუმართაობაზე მიანიშნებს. მეთანის მზომი ხელსაწყოებისა და მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების/სიგნალიზატორის ფუნქციონირების საკითხს მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ხელსაწყოს (ე.წ. ინტერფერომეტრი) პერიოდულად უნდა ამოწმებდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელობა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალები აჩვენებს, რომ მინდელის სახელობის შახტში სამუშაო უბნებზე მეთანის გასაზომად უკვე 4 წელია რუსულ და ჩინურ მოდელებს იყენებენ. აღნიშნული აპარატურის გამართულობა კომპანიას არ გადაუმოწმებია. EMC-ში აღნიშნავენ, რომ ზოგადად, ინტერფერომეტრები წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს. ორგანიზაციის თქმით, ინტერფერომეტრების დამუხტვასა და გარეგნულ შემოწმებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი გამოძიების წინაშე უთითებს, რომ მეშახტეებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ზოგი ინტერფერომეტრი გამართულად არ მუშაობდა და ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაცემებს აფიქსირებდა: “ინტერფერომეტრების ამ დონეზე გაუმართავობა კი, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყებამდე მეთანის ან ნახშიროჟანგის შემცველობის შესახებ არასწორი მონაცემების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაძლოა მეთანი აფეთქდეს, რამაც გამოიწვიოს ადგილზე მყოფი პირების დაზიანება. ამგვარი მაღალი რისკის არსებობის მიუხედავად, კომპანიის მაღალმა მენეჯმენტმა არ უზრუნველყო ინტერფერომეტრების სათანადო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება”,- აცხადებს EMC. ინტერფერომეტრების ფუნქციონირების საკითხის გარდა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ ველში კომპანიის მიერ დამონტაჟებული მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორების მუშაობის საკითხიც. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე, მეათე ველის +325 და +300 ჰორიზონტებს შორის დამონტაჟებული იყო მეთანის, CO-ს, ჰაერის ნაკადისა და მეშახტეთა დეტექციის მაკონტროლებელი სენსორები, რომლებიც მეთანის ან ნახშიროჟანგის დონის მატებას ადგილზე მყოფ პირებს და მორიგე ოპერატორს (რომელიც კომპიუტერული სისტემის მეშვეობით აკონტროლებს ამ მონაცემებს) სპეციალური სიგნალითა და ფერით ატყობინებს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სენსორები მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე განათავსეს N1 ნახშირმომპოვებელ უბანზე და სატესტო რეჟიმში მუშაობდა. სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლის შემდეგ EMC აცხადებს, რომ არსებული კომპანიის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის, მორიგე ოპერატორის გამოკითხვის ოქმებში მითითებულია, რომ 2018 წლის 16 ივლისს N2 ნახშირმომპოვებელ უბანზე მყოფმა პირებმა დარეკეს სადისპეტჩეროში და განაცხადეს, რომ N1 სამუშაო უბნიდან ხმაური შემოესმათ და ჰაერის ნაკადის მატება იგრძნეს. “ამ ზარის მიმდინარეობისას კი, კომპიუტერის ეკრანზე N1 უბანზე დამონტაჟებული ყველა სენსორის მაჩვენებელი გაწითლდა, რის შემდგომაც აღმოაჩინეს, რომ უბანზე აფეთქება მოხდა. მსგავსი მითითების პირობებში, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ სამუშაო უბანზე დამონტაჟებულ სენსორებს მომენტალურად უნდა განესაზღვრათ, მაგალითად, მეთანის დონის მატება, როგორ მოხდა, რომ მონაცემების მატება მორიგე ოპერატორთან აფეთქების წინ ან აფეთქების პროცესში არ დაფიქსირდა და მხოლოდ აფეთქების შემდგომ გაწითლდა მაჩვენებლები? ცხადია, გამოძიებას უნდა შეესწავლა, ხომ არ იყო სენსორები დაზიანებული და, ზოგადად, როგორ ფუნქციონირებდა, თუმცა გამოძიებამ (EMC-ის მიმართვის მიუხედავად) საერთოდ არ უზრუნველყო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული სენსორების ამოღება და არც უკვე ამოღებულ სენსორებზე საჭირო საექსპერტო კვლევების დანიშვნა”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ სენსორები დამონტაჟებულია ლავის გარეთ, მაშინ როდესაც უშუალოდ ლავაში მიმდინარეობს ბურღვა-ფეთქვითი სამუშაოები და მეთანის დონის კონტროლს სწორედ აქ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი იყო გამოძიებას შეესწავლა, არსებობდა თუ არა ლავაში სენსორების დამონტაჟების ტექნიკური შესაძლებლობა და ამგვარი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, თავიდან აიცილებდნენ თუ არა მომხდარ ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ჯეროვნად არ იქნა შესწავლილი და შეფასებული ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა შახტის მმართველი მენეჯმენტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრაზე მოეხდინა გავლენა. ამ მხრივ ორგანიზაცია სამუშაო უბნის ხელახალი გეოლოგიური შესწავლისა და რისკების გაანალიზების საჭიროებას ხედავს, რაც ასევე არ მომხდარა, მიუხედავადი მისა, რომ ამავე სამუშაო უბანზე 2018 წლის 16 ივლისამდე, 5 აპრილს მოხდა კიდევ ერთი მძიმე საწარმოო შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. EMC-ში აცხადებენ, რომ ამგვარი ვითარების არსებობისას, ცხადია, შახტის მენეჯმენტს უნდა დაესვა კითხვა და ჩაეტარებინა შესაბამისი კვლევა, საერთოდ იყო თუ არა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების წარმოებისთვის ვარგისი N1 ნახშირმომპოვებელი უბანი: “ამასთან, ცხადია, იმ პირობებში, როდესაც გამოძიების ფარგლებში ჩნდება ეჭვი, რომ ინტერფერომეტრები შეფერხებით მუშაობდა, ხოლო სამუშაო უბანზე დამონტაჟებული, სატესტო რეჟიმში მომუშავე სენსორები მხოლოდ აფეთქების შემდგომ იწყებს მოქმედებას, უნდა შეფასებულიყო ზოგადად ამ კონკრეტულ სამუშაო უბანზე სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა და ხომ არ გამოიჩინა შახტის ადმინისტრაციამ ამ პრობლემების მიმართ გულგრილობა, როდესაც არსებული მდგომარეობისა და მაღალი რისკის გაცნობიერების მიუხედავად, გასცა სამუშაოების დაწყების ნებართვა და ჩაიდინა დანაშაული. აღნიშნულის მიუხედავად, გამოძიებას არცერთი ეს საკითხი არ შეუფასებია, რითიც კიდევ ერთხელ ჩნდება შახტის მენეჯმენტის მაღალი რგოლისთვის პასუხისმგებლობის არიდების ვარაუდი. სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტური გამოძიების წარმოება კვლავ გამოწვევად რჩება” ,- ვკითხულობთ ანგარიშში. დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა- ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს სტატისტიკურ მონაცემებზეც, კერძოდ, 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლებთან შედარებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. როგორც EMC წერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წელს 133 შემთხვევა მოხდა, 2017 წელს – 163 შემთხვევა , ხოლო 2018 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 ადამიანი და დაშავდა 199. რაც შეეხება გამოძიების წარმოებას, შსს-ს თანახმად, 2017 წელს გამოძიება დაიწყო 128 შემთხვევაზე, ხოლო 2018 წელს – 224 შემთხვევაზე. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყების მიუხედავად, საკამოდ დაბალია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში წარმართვის მაჩვენებელი. კერძოდ, 2018 წელს საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში საქმეთა 69% საპროცესო შეთანხმებების გაფორმებით სრულდება და სახელმწიფო კვლავ არ ირჩევს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის პარალელურად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში გამოძიება, როგორც წესი, საშუალო ან დაბალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობის გამოკვეთის მიზნით მიმდინარეობს. კონკრეტული საკითხების შესწავლა კი, რამაც შეიძლება მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობა დააყენო,ს ნაკლებად მიმდინარეობს.
---
23.10.2019
მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/569527-sheraton-grand-tbilisi-palasshi-tqviis-msoplio-kvireulisadmi-mizgvnili-samecniero-konperencia-gaimarteba---
„შერატონ გრანდ თბილისი პალასში“ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ხვალ, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი პალასში“, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ყოველწლიურად, ოქტომბრის თვეში, მსოფლიოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით - აკრძალე ტყვია საღებავებში! აღნიშნული კვირეული ამერიკის სენატის მიერ 1999 წელს დაარსდა. კვირის განმავლობაში მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას ატარებს. „კვირეულის მიზნებია: ტყვიით მოშხამვის შესახებ ცნობიერების ამაღლება; ქვეყნებისა და პარტნიორების ყურადღების გამახვილება მათი ძალისხმევის მობილიზებისათვის ბავშვების ტყვიით მოშხამვის თავიდან აცილების მიზნით; ქვეყნებმა სახელმწიფოს დონეზე, შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებით, გადადგან ნაბიჯები ტყვიის შემცველი საღებავების აღმოფხვრელად; 2018 წელს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) განხორციელდა. MICS კვლევის ფარგლებში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის კვლევის კომპონენტი განხორციელდა. კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს, მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ში სისხლის ტყვიის შემცველობა მსუბუქი მატების ფარგლებშია, 5-დან 10 მკგ/დლ-მდე. MICS კვლევის შედეგებზე რეაგირების მიზნით, „ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის ღონისძიებების გატარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის, 19 აპრილის #869 განკარგულების შესაბამისად, 2019 წლის 30 ივლისიდან სახელმწიფო პროგრამის „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ ფარგლებში მიმდინარეობს „სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის“ კომპონენტი, რომლის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სახის კვლევები“. - ნათქვამია ინფორმაციაში. კონფერენციაზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს: MICS კვლევის შედეგები, ტყვიის წყაროების კვლევა, ბავშვებში ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების ადრეული გამოვლენისა და მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველადი შედეგები, ტყვიის კვირეული და ბავშვების ტყვიისადმი ექსპოზიციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შემცირების მულტისექტორული სამოქმედო გეგმა. ღონისძიების ბოლოს გაიმართება დისკუსია.
---
23.10.2019
მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/400314/?fbclid=IwAR3OQKubqgFNZ7RqUkG9CoL21FlX_uhWM3rhRFRUs-KLRonCUA9tqZrZb0s
ქალზე სისტემატური ძალადობისა და მუქარის დროს სახელმწიფომ მისი დაცვა ვერ უზრუნველყო – PHR
არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, ერთ-ერთ ქალზე კაცის მხრიდან სისტემატური ძალადობისა და მუქარის დროს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მისი დაცვა შემდგომი ძალადობისგან. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2019 წლის ივლისში მის იურისტებს დასახმარებლად მიმართა ქალმა, რომელიც მასზე სისტემური ძალადობის შესახებ ყვებოდა და აღნიშნავდა, რომ საფრთხე ემუქრება. მათი ინფორმაციით, კაცი ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით უგზავნიდა არასასურველი შინაარსის წერილებს, ქალის შესახებ სხვადასხვა პირისგან აგროვებდა ინფორმაციას, ემუქრებოდა და დაჟინებით მოითხოვდა, გამხდარიყო მისი სექსუალური პარტნიორი. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კაცმა ქალის თვალწინ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა, რომ ან მას მოკლავდა, ან თავს მოიკლავდა. “ორგანიზაციამ 2019 წლის 2 აგვისტოს მიმართა პოლიციას, ითხოვა გამოძიების დაწყება და ქალის დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერის გამოცემა. შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც სავარაუდო მოძალადემ რამდენჯერმე დაარღვია. მამაკაცისგან ქალის დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებს დღემდე არ გამოუყენებიათ სისხლის სამართლებრივი მექანიზმი, რაც მიმდინარე საფრთხის ქვეშ აყენებს მსხვერპლს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. PHR-ის თქმით, გამოძიების დაწყების პირობებშიც კი, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსხვერპლის დაცვა შემდგომი ძალადობისგან. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არაეფექტურად იძიებს ქალზე ძალადობის ფაქტს, რის გამოც 2019 წლის 13 ოქტომბერს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მიმართა.
---
23.10.2019
თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს
ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ყველაზე დაუცველი ტყვიით მოწავმლის დროს ბავშვები არიან, რადგან მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: გონებრივი ჩამორჩენა; სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი პრობლემები. ოქტომბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმლებს, ღვიძლს, გულ–სისხლძარღვთა სისტემასა და რეპროდუქციულ სისტემას ზრდასრულებში ტყვიის ზემოქმედება ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის განვითარების რისკს, ორსულებში კი ტყვიის ზემოქმედება აზიანებს სხვადასხვა ორგანოს და ასევე, გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. როგორ ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოების პროცესში გამომუშავებული ნაწილაკების შესუნთქვით, ტყვიისშემცველი ისეთი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა: ტყვიისშემცველი საღებავებით დამუშავებული კერამიკა, კოსმეტიკა და ხალხური სამედიცინო საშუალებები. საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – სახლების ფასადის, შიდა კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად, სხვადასხვა დოზით შეიცავს ტყვიას. ბავშვებში ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვა და ა.შ. დაძველებასთან ერთად საღებავი იშლება, გამოყოფს ტყვიის შემცველ მტვერს, რომელიც აბინძურებს გარემოს და ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში თამაშის, დაბინძურებული ხელების ან სათამაშოს პირში ჩადებისას. ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება. ტყვია ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში, რომელიც მოედინება ტყვიის შემცველი ნიადაგიდან, სადაც იგი ხვდება ავტომობილების გამონაბოლქვიდან. როგორ ვლინდება ტყვიით მოწამვლა ბავშვებში თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სწავლის უნარის დაქვეითება ბავშვებში ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია სხვა, ისეთ სიმპტომებს შორის, როგორიცაა: დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები მეტყველების პრობლემები დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში კოორდინაციის დარღვევები სირთულეები კითხვაში ქცევითი პრობლემები ჰიპერაქტიულობა თუ მიიჩნევთ, რომ ბავშვს აღენიშნება ტყვიით მოშხამვის ნიშნები, მიმართეთ ექიმს. თუ ექიმის მიერ დანიშნულმა სისხლში ტყვიის შემცველობის ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას და განახორციელებს შესაბამის მეთვალყურეობას. ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროების გამოსავლენად რეკომენდებულია შემოწმდეს საცხოვრებელი ბინა. პერიოდულად, 6 თვის ასაკიდან, ბავშვს, განსაკუთრებით ინდუსტრიულ რაიონებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრებისას, უნდა ჩაუტარდეს კვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე. როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან გარკვეული წესების დაცვით შესაძლებელია ტყვიით მოშხამვისგან ბავშვის დაცვა და პრევენცია. ეს რეკომენდაციებია: ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებსა და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარეთ ბალახის საფარით [ან დათესეთ ბალახი], ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხური სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ ტყვიას ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი სახლების გარემონტებისას არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით არასასურველია ბავშვისთვის მეტალის ფურცლებში შეფუთული საკვების მიცემა კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც უშლის ხელს. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა: ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის ციტრუსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა ბავშვისთვის არასასურველია ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შეჩერებას. 2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.
---
23.10.2019
მედიასაშუალება: http://kvira.ge/510423?fbclid=IwAR0UQ3Pky4QPGVoj2TMRNF-qMvo1rZ5neM2cyvj4SZgyxLgJfHuh_xawjvw
„დამსაქმებელთა ასოციაცია” შრომის კოდექსში ცვლილებებზე: დაგეგმილი რეგულაციები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში
„დამსაქმებელთა ასოციაციის“ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის, შალვა ცხაკაიას განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იმაზე ბევრად მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ამის შესახებ ცხაკაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი რეგუალციების მიღებამდე ამ რეგულაციების ზემოქმედების შეფასება უნდა გაკეთდეს და ცვლილებები მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებს შეეხოს. „რეალურად არავინ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს საკმაოდ რთული და მძიმა რეგულაციები როგორც ბიზნესზე, ასევე ზოგადად ეკონომიკაზე საქართველოში. ჩვენ უნდა გავითვალსიწინოთ ის გარემო, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. წლის დასაწყისში უკვე საკმაოდ ბევრი რეგულაცია შევიდა ძალაში, რომელიც ძირითადად კერძო სექტორს შეეხო, მათ შორის დამსაქმებლებს. იყო სამშენებელო სექტორთან დეაკავშირებული ცვლილებები, განსაკუთრებით შეეხო მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოს მწარმებელი კომპანიებს. შემოვიდა ინციდენტების სავალდებულო დაზღვევა და ა.შ. აღნიშულმა ცვლილებებმა გარკვეული შედეგი აჩვენა. ეს შედეგები ასახულია იმაში, რომ პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციები შემცირდა, კონკურენციის საერთაშორისო ინდექსში საქართველომ ჩამოიწია 4 საფეხურით ქვევით. მგინი, ყველა მოქალაქე გრძნობს თვის თავზე იმ სირთულეებს, რომელიც ზოგადად ეკონომიკაში შეინიშნება. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ აუცილებელია შევისწავლოთ, რა გავლენა ექნება შემოთავაზებულ ცვლილებებეს ეკონომიკასა და ბიზნესზე. მხოლოდ ამის შემდეგ განვახორციელოთ ცვლილებები. ჩვენი აპირველი და მთავარი მოთხოვნაა რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს ყველა ასეთ კანონპროექტთან დაკავშირებით. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ეს კეთდება, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის დანერგილი და სამწუხაროდ, მხოლოდ განცდებსა და რამდენიმე ადამიანის შეფასებებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი რეგულაციების წარმოდგენა. ჩვენ გვგონია, რომ, უნდა გაკეთდეს კონკრეტული კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ სად გვაქვს პორბლემები და იმ ადგილებს შეეხოს რეგუალცია, სადაც პრობლემებია. რამდენიმე რთული შემთხვევა მართლაც იყო და მართლაც ირღვევა დასაქმებულთა უფლებები ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევები გამოდის მედიით და ამასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა მაღალია, მაგრამ არ ვიცით რეალურად რა სტატისტიკა გვაქვს, რომელ სექტორებშია ეს პრობლემები. ამ ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე ვიღებთ რეგულაციას, რომელსაც ვავრცელებთ აბსოლუტურად ყველაზე, ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა რომელიც გვაქვს. ანუ ერთი მხრივ უნდა ჩატარდეს შეფასება რეგულაციის ზემოქმედებისა და მეორე მხრივ, ეს ცვლილებები შეეხოს კონკრეტულ მიმართულებებს და სექტორებს, სადაც არის რელაური პრობლემები და არა ყველას ერთად“, – განაცხადა ცხაკაიამ. მისივე თქმით, ბიზნესსექტორი გონივრულობის ფარგლებში აცნობიერებს, რომ ევროდირექტივების მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როცა აღმოჩნდება, რომ დირექტივაზე ბევრად მეტად მკაცრი რეგულაცია არსებობს და კიდევ უფრო მკაცრის მიღებაა შემოთავაზებული. „ბიზნესი იწყებს ყვირილს და თავის დაცვას მაშინ , როცა ხედავს, რომ შემოთავაზებულია იმაზე ბევრად მკაცრი რეგულაციები, რომელიც მუშაობს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. მთელმა მსოფლიომ არ აღიარა 48- საათიანი სამუშაო შეზღუდვა. ის შემოთავაზება რაც ჩვენთანაა, რომ 2 სამსახურში აიკრძალოს 48 საათზე მეტი მუშაობა ქართული ნოუ ჰაუა. მსოფლიოში ასე არსად ხდება. ადამიანებს ყველა ქვეყენაში აქვთ იმის უფლება რომ 2 სამსახური ჰქონდეთ, თუ ამის სურვილი აქვთ. ჩვენ გონივრულობის ფარგლებში ვაცნობიერებთ, რომ ევროდირექტივების მინიმალური მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა აღმოჩნდება რომ დირექტივაზე ბევრად მეტად მკაცრი რეგულაცია გვაქვს და კიდევ უფრო მკაცრს გვთავაზობენ. მაგალითისთვის, ევროდირექტივაში მოთხოვნაა, რომ თანამშრომელმა დაისვენოს მინიმუმ 11 საათი ყოველი სამუშაო დღის შემდეგ, ჩვენს კანონმდებლობაში 12 -საათიანი დასვენების ვალდებულებაა და ახლა შემოთავაზებული კანონპროექტით 13 -საათიანი გახდება, რადგან 8 სამუშაო საათს რომელშიც 1 სავალდებულო დასვენების საათი იქნება, სრულად 9 საათს მიემატება მხოლოდ 2 საათიანი ზეგანაკვეთური სამუშაო, რაც სულ 11 საათია. შესაბამისად, 11 საათზე მეტს ადამიანი ვეღარ იმუშავებს, ანუ შემდეგი 13 საათი ადამიანი ისვენებს“, – განაცხადა ცხაკაიამ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება. შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური. „მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა. დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს. „ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა. მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს. „ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
---
23.10.2019
მედიასაშუალება: https://batumelebi.netgazeti.ge/news/235010/?fbclid=IwAR2uYQGUWkLDvqEBZ9HZyFKrxkzrZIY7CUMyt-D30onZ0zq1fQQPIP0HuYY
სექტემბერში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ აჭარაში აღირიცხა
---
ბეჭდვითი მედია
24.10.2019
მედიასაშუალება: ბანკები და ფინანსები
„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ში” საქართველოს მონაცემი გაუარესებულია - მმართველ გუნდში ანგარიშს სკეპტიკურად უყურებენ
„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველო 117 ქვეყანას შორის, 39- ე ადგილზეა. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide da Welthungerhilfe. „ანგარიშს სანდოობის ხარისხი არ აქვს, ეს არ არის ორიგინალურ კვლევაზე დაფუძნებული ინდექსი, ეს არის გარკვეული ინდიკატორების კომბინაციის შედეგად მიღებული ინდექსი“, - ასე აფასებს „შიმშილობის მსოფლიო ინდექსს 2019-ს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ანგარიში ქვეყანაში არსებულ სურათს რეალურად არ ასახავს. „ტენდენციები შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა, საჭიროა დეტალური ანალიზი თუ რაზეა საუბარი კვლევაში. ანგარიში ცალკეული ინდიკატორების კუთხით უფრო საინტერესოა, ვიდრე როგორც ინდექსი, რადგან არ არის დაყრდნობილი ერთიან მეთოდოლოგიაზე, რომელიც ტარდება ყველა ქვეყანაში ერთდროულად. სწორედ ამიტომ ანგარიში არ გვაძლევს იმის საშუალებას დავადგინოთ არის თუ არა რეალობასთან ახლოს“,- განმარტავს აკაკი ზოიძე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემი გაუარესებულია. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2018-ში“ საქართველოს 30-ე ადგილი ეჭირა. მმართველი გუნდის წევრისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ქვეყნის ინდექსის გაუარესება. „კომერსანტთან“ საუბარში აკაკი ზოიძე საერთაშორისო ორგანიზაციების Concern Worldwide da Welthungerhilfe დაბალ რეპუტაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ ანგარიშს საერთაშორისო დონეზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ალბათ 2017 წლის UNICEF-ის მონაცემი გაითვალისწინეს, რომელიც იყო ბავშვთა სიღარიბესთან მიმართებაში. ვერ გეტყვით რატომ შეიცვალა სურათი, ეს გასაანალიზებელია, მაგრამ თვითონ ინდექსი არ არის სარწმუნო და არ გაძლევს რეალურ წარმოდგენას არც ტენდენციებზე და არც ქვეყნებს შორის შედარებაზე. ზოგადად, 30-ე ადგილზე იქნები, 39- ზე თუ 50-ზე დიდად არ განსხვავდება, რადგან სხვადასხვა კვლევების მონაცემები აქვთ გამოყენებული. როგორც წესი, ორგანიზაცია იყენებს უახლეს მონაცემებს, რომელიც შეიძლება იყოს 2010 წლის, ეს არ ნიშნავს რომ 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები აკურატულად ასახავს 2019 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ექვსი ინდიკატორისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ანგარიში, ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოყენებულია 2005 წლის მონაცემი, ხოლო ზოგიერთისთვის 2013 წლის მონაცემი. ამიტომ არ აქვს ერთმანეთთან შედარებას აზრი, ამიტომ არ იყენებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კონკრეტულ ინდექსს იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ. ანგარიშის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს ეკონომიკის ექსპერტს ზვიად ხორგუაშვილს. მისი თქმით, ანგარიშში ქვეყანაში მძიმე სოციალურ- ეკონომიკური მგდომარეობაა ასახული. ხორგუაშვილის განმარტებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია სიღარიბის მხრივ, მათ შორის, აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მხრივ. “კვლევა, რა თქმა უნდა, სანდოა, მაგრამ მეთოდოლოგიაში არის ერთი ნაწილი რომელიც რაღაც მონაცემებს არაზუსტად გვიჩვენებს. კერძოდ, ინდექსში შესულია გლობალური დათბობის შესახებ კონკრეტული ცვლადები, ასევე შესულია ცვლადები გამონაბოლქვზე და ა.შ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო ამ ანგარიშში ხვდება. ეს პირდაპირ აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა შექმნილი. განვითარებული ქვეყნები ამ ინდექსში საერთოდ არ შე¸ყავთ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს პრობლემა არ აქვთ“, აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი. ეკონომიკის ექსპერტის განმარტებით საქართველოში შექმნილ რთულ მდგომარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების გარდა სახელმწიფო ინსტიტუტების კვლევებიც ადასტურებენ. „საქსტატის მონაცემები, სებ–ის მონაცემები, ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია შიმშილობის და გაჭირვების კუთხით. რეალობას ასევე კარგად ასახავდა UNICEF–ის კვლევა, რომელიც გაუგებარია წელს რატომ არ ქვეყნდება. ეს კითხვებს აჩენს. წინა მონაცემებით გაირკვა, რომ 100-დან 6 ბავშვი შიმშილობს, ამ კვლევის გამო ქვეყანაში პრემიერი მოხსნეს და მთავრობა შეიცვალა. შეიძლება Concern Worldwide da Welthungerhilfe არ ენდობოდნენ, მაგრამ თავიანთ სტატისტიკას ხომ ენდობიან. მაგალითად, ინფლაცია რომ მიზნობრივზე ორჯერ მეტია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამ კვლევას არ ენდობიან, არასწორია. მთავრობის პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ რაც არ მოსწონთ იმას უნდობლობას უცხადებენ. ამის კარგი მაგალითია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია NDI. მმართველი გუნდის წევრებს NDI რიცხვების მოშველიება რაღაც ნაწილში აწყობთ, რაღაც ნაწილში არ აწყობთ ხოლმე, ეს ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი. ექსპერტი კომერსანტთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. „არ გამოვრიცხავ იმას, რომ კვლევა სრულად ასახავდეს რეალობას იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია სომხეთს ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მაშინ როცა ჩვენ რამდენიმე წლის წინ თითქოს გავუსწარით მათ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, მაგრამ ახლა არ არის გამორიცხული, რომ სიღარიბის პრობლემა ჩვენ უფრო გვქონდეს. იგივე ეხება თურქეთსაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქედან გამომდინარე აზერბაიჯანი სულ ჩვენზე მდიდარი იყო, ჩვენ რაც არ უნდა მაღალი ზრდის ტემპი გვქონდეს, რაღაც დროის განმავლობაში იქ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. საინტერესოა სომხეთის მაგალითი, რადგან ჩვენზე ღარიბები იყვნენ (ვგულისხმობ მშპ-ს ერთ სულზე). ამის მიუხედავად, ჩვენზე მკვეთრი ზრდის ტემპი ჰქონდათ. სიღარიბეზე სერიოზულ გავლენას ახდენს ფასები, ამიტომ მთავარი მტერი არის ინფლაცია. ამ ქვეყნებში ინფლაციის ტემპი ისეთ პროდუქტებზე როგორიც არის მასობრივად მოხმარებადი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში“, - ამბობს ექსპერტი. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით. ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს. მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული. ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“.
---
24.10.2019
მედიასაშუალება: ახალი თაობა
საპატრიარქოს საავადმყოფოდან პაციენტი თამაზ აივაზოვი დაიკარგა
უკვე მეცხრე დღეა, ვერ ხერხდება დაკარგული 63 წლის მამაკაცის პოვნა. თამაზ აივაზოვს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში კუჭის ოპერაცია გაუკეთეს, 3 დღეში კი პაციენტი პალატიდან გაუჩინარდა. საქმეში ჩართულია პოლიცია. აივაზოვის ოჯახი კლინიკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული მამაკაცი უახლოეს პერიოდში არ გამოჩნდა, საავადმყოფოს დაცვის წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში მომხდართან დაკავშირებით კომენტარზე უარს ამბობენ. _ პაციენტი გაიპარა, ხელში ედგა კათეტერი, ვერ ვპოულობთ... ექიმმაც თქვა, შევედი და იქ აღარ იყოო. დაცვას ვუთხარი, სად წავიდამეთქი და არ ვიციო... _ აცხადებს დაკარგული მამაკაცის ნათესავი. მისი თქმით, თუ უახლოეს მომავალში მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა, ისინი კლინიკას უჩივლებენ. ა ღ ნ ი შ ნ უ ლ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება 115ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
---
24.10.2019
მედიასაშუალება: რეზონანსი
საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შეცვლის აუცილებლობის შესახებ
საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. ის წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება, შრომის უნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა. (ე.წ სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით). ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ) დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო რომ საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რაც დაბალი სოციალური პირობებითაა გამოწვეული (მოსახლეობის 71% ღარიბ-ღატაკია) ვერ ახერხებს რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის: ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით - პურით, იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის 60%-ს აჭარბებს მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში 12-15%-ია. ყოველივე ამის გამო, მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების ნაკლებობას რაც მთელ რიგ პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, რაზეც ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს. საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერების დასკვნებით დაავადებათა 55% გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. უნდა აღინიშნოს რომ წინა ხელისუფლების დროს უარესი მდგომარეობა იყო: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 45% იყო ღარიბი და 35% ღატაკი, ანუ 1,3 მილიონი ადამიანი. 2016 წლისთვის 13% ანუ 500 ათასი ადამიანი ამოვიდა ღატაკების ფენიდან და დარჩა 22% ანუ 800 ათასი ადამიანი, ღარიბებიდან კი 9% გადავიდა საშუალო ფენაში, რამაც საბოლოოდ 18% შეადგინა რაც მაინც ძალიან მცირეა, რადგან ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში იგი 60-65%-ს შეადგენს და ამიტომაც არის საქართველო ისევ უღარიბესი ქვეყნების რიგებში. აღსაღნიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის თებერვალში საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის არასრულფასოვანი კვება NATO-ს სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომიტეტმა, ჩემი, როგორც NATO-ში საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მოხსენების საფუძველზე საგანგაშოდ მიიჩნია და მიიღო ქმედითი ზომები თავისი მოვალეობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მისი გამოსწორებისათვის: სხვადასხვა ქვეყნების ჩარევით გამოგზავნილ იქნა ჰუმანიტარული სასურსათო პროდუქტები, გადმოირიცხა თანხები სოციალური პროგრამების განსახორციალებლად და საქართველოს ხელისუფლებას მიეთითა ღონისძიებების გატარების შესახებ. მაშინდელმა ხელისუფლებამ, იმავე წლის მაისში, ყოველგვარი საბიუჯეტო ხარჯების გაღებისა და სოციალური დახმარების ღონისძიებების გატარების გარეშე „იპოვა გამოსავალი“ და რეალური სურათის დაფარვის მიზნით „კორექტივები“ შეიტანა საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებულ საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ ფიზიოლოგიურ ნორმებში. კერძოდ, შეამცირა ძვირადღირებული პროდუქციის ნორმა: ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80გრ/დღ ჩათვალა ნორმად, რომელიც 2.5-ჯერ ჩამორჩება რეალურ მაჩვენებელს (200გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შეამცირა 4.5-ჯერ - 960გრ-დან 215გრ-მდე, ბოსტნეულის გაანახევრა - 370გრ-დან 182გრ-მდე, შაქარი შეამცირა 100გრ-დან 55გრ-მდე, ხოლო იაფფასიანი პროდუქტის- პურის ნორმა (350გრ/დღ) რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200გრ/დღ) და მისი მაღალი ყუათიანობის გამო (100 გრ პური იძლევა 220კკალ, ხორცი კი ორჯერ ნაკლებს თანაც პური მინიმუმ 10-ჯერ იაფია ხორცზე) გაზარდა 400გრ-მდე რის შედეგადაც საკვები რაციონის თითქმის ნახევარი პურზე მოდის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უსახსრობის გამო მოსახლეობის უმრავლესობა არც ამ რაოდენობაზე ჩერდება და ფაქტიურად 650-700გრ-მდე მოიხმარს რაც საკვებ რაციონში 60-65%-ს აღწევს, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის მოხმარება საკვებ რაციონში 12-15%-ს არ აღემატება. აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შედეგად საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია, კერძოდ ცილა უნდა იყოს 100-120გრ/დღეში და არის 72გრ/დღ, ცხიმი 90-100გრ/დღ და არის 72.2 გრ/დღ, ნახშირწყლები 400-450გრ/დღ და არის 334.3გრ/დღ., თანაც მათ მიერ რეკომენდირებული ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2300კკალ/დღ, რაც სრულიად შეუსაბამოა FAO-ს მიერ დადგენილ ნორმებთან, რომლის თანახმად 2500კკალ-ზე დაბალი მაჩვენებელი არასრულფასოვან კვებად ითვლება და იგი დასაშვებია მხოლოდ ქვეყნის საგანგებო მდგომარეობის დროს, თანაც ხანმოკლე პერიოდით. (2003 წლისათვის სასურსათო კალათამ 126 ლარი, შევაჭრების კოეფიციენტზე გამრავლებით 108 ლარი, საბოლოოდ საარსებო მინიმუმმა (საკვები პროდუქტების და სხვა ხარჯების შეჯამებით) კი 154 ლარი შეადგინა) აღნიშნული ფარსი განხორციელებული იქნა სასურსათო კალათის ღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც რეალურ კალათასა და პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისათვის საჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ დღესაც არსებობს). ამ ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა-მოხმარების შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამოებანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი. რაც შეეხება ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტს“ (0.86%), იგი შემოტანილია 2003 წლიდან და მასზე მრავლდება სასურსათო კალათის ღირებულება, ფაქტიურად ამ უკანასკნელის ფასის კიდევ უფრო დაწევის მიზნით. რეალურად არავითარი შევაჭრება სასურსათო პროდუქციაზე (განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობისათვის) არ არსებობს და არ უნდა ჩაითვალოს მართებულად მისი გათვალისწინება. ე.წ „შევაჭრების კოეფიციენტზე“ მეტად გასათვალისწინებელია ის, რომ სასურსათო პროდუქციის დიდ უმრავლესობას გააჩნია დანაკარგები საკვებად გამოყენებამდე მექანიკური თუ თერმული დამუშავების პროცესში, ამიტომ უპრიანი და მართებულიც იქნება ამ დანაკარგების გათვალისწინება, რაც გაზრდის სასურსათო კალათის ღირებულებას. „ახალი ფიზიოლოგიური ნორმების“ აშშ-ის მოქალაქეებისათვის დადგენილ ნორმებთან შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს საშუალო ასაკის შრომის უნარიანი მამაკაცისათვის (31-50წ) განსაზღვრული ნორმები ბევრად ჩამორჩება არა მარტო იგივე კატეგორიის აშშ-ის მოქალაქისათვის რეკომენდირებულ ნორმებს, (კერძოდ ხორცზე-3.2-ჯერ, რძის პროდუქტებზე 3-ჯერ, ხილზე 2.3-ჯერ, ბოსტნეულზე 2-ჯერ) არამედ მნიშვნელოვნად ნაკლებია 4 წლის ბავშვის ნორმებზედაც კი, რასაც აბსურდამდე მივყავართ. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვით და გამოსწორებით არც ერთი მომდევნო ხელისუფლება არ დაინტერესებულა და 2003 წლიდან დღემდე სასურსათო კალათას და მისგან გამომდინარე საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე აღიარა რომ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არარეალურია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა ჯერჯერობით საარსებო მინიმუმის არარეალური, აბსურდული მაჩვენებელი (2013წ- 148 ლარი, 2014წ-160 ლარი, 2015წ- 163 ლარი, 2016წ-160, 2017წ-170 ლარი, 2018წ-175 ლარი, 2019წ-180 ლარი) დაფუძნებული ე.წ შეკვეცილ ფიზიოლოგიურ ნორმებზე, ფორმალურად ისევ შენარჩუნებულია, ქვეყნდება სხვა და სხვა ანგარიშებში, ინტერნეტის გვერდებზე, ტელევიზიით, რის შედეგადაც იქმნება მცდარი სურათი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობის შესახებ, რაც მოსახლეობაში ქმნის ილუზიას რომ მისი საკვები რაციონი (რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს) ნორმალურია და ფაქტიურად ისინი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მსხვერპლნი ხდებიან (გავიხსენოთ, რომ მსოფლიოში გავრცელებული არაინფექციური დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია). ასევე არარეალური, დაბალი მაჩვენებლები დგინდება ქვეყანაში საჭირო სასურსათო პროდუქციის რაოდენობის შესახებ, რაც ხელშემშლელ გარემოებას ქმნის აგრარული სექტორის სხვა და სხვა სექტორში. ნუთუ უხერხულობას არ უქმნის სტატისტიკის სამსახურს ის ფაქტი, რომ „ახალ ფიზიოლოგიურ ნორმებზე“ დაყრდნობით მათ მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ სასურსათო ბალანსებში, იმის გამო რომ არარეალური „ახალი ნორმების“ საფუძველზე უწევთ სურსათის თითოეული სახეობისათვის ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის მინიშნება არასწორ, ცრუ ინფორმაციას აქვეყნებენ. ამის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ქვეყნისთვის ბევრად ნაკლებია საჭირო სურსათის ესა თუ ის სახეობა, ვიდრე რეალურად გვჭირდება. მაგალითად, 2018 წლის სასურსათო ბალანსებში ხორცით თვითუზრუნველყოფა მითითებულია 67% და თითქოს ქვეყნის მოსახლეობისათვის საჭიროა 108 ათასი ტ/წ, მაშინ როცა რეალური თვითუზრუნველყოფა 27%-ია და საჭიროა 270 ათასი ტ/წ, რძე და რძის პროდუქტები თითქოს საჭიროა 290 ათასი ტ/წ და რეალურად კი 1,3 მილიონი ტ/წ და ა.შ. ყოველივე ზემოდაღნიშნული ფაქტორები დაუშვებელია, აფერხებს ქვეყნის განვითარებას და რაც შეიძლება მალე უნდა გასწორდეს. საყურადღებოა ისიც, რომ განახლებულ საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ღირებულების წილი 70%-ია, ხოლო არასასურსათო ხარჯები 30%, რაც თავისთავად მოსახლეობის სიდუხჭირესა და ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს (განვითარებულ ქვეყნებში პირიქითაა, საარსებო მინიმუმში მხოლოდ 30% უჭირავს საკვების ღირებულებას) თანაც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 275 ლარია რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული, საქართველოსთვის დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით იქნა გაანგარიშებული თითოეული სასურსათო პროდუქტის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. იგი 2-ჯერ და მეტჯერაც აღემატება 2003 წელს დადგენილ და დღემდე ოფიციალურად მიღებულ არამარტო სასურსათო კალათის დღევანდელ (126 ლარი), არამედ საარსებო მინიმუმის (180 ლარი) მთლიან ღირებულებას, რაც ამ უკანასკნელის აბსურდულობას ამტკიცებს. ასეთი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის დატოვება არ შეიძლება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. საარსებო მინიმუმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევამციროდ სურსათის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები, სასურსათო კალათის მინიმალიზება (გაიაფება) შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის სახეობების შერჩევით. საყურადღებოა ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცნება „საარსებო მინიმუმი“ არ არსებობს, იქ არის რაციონალური სამომხმარებლო კალათა, რაც სასურსათო კალათაში მოცემული პროდუქციისა და არასასურსათო ხარჯების ასევე პირველადი მოხმარების საგნების მომსახურების სხვა და სხვა სახეობის საჭიროების რაციონალურ ჩამონათვალს მოიცავს. რეალური საარსებო მინიმუმის დადგენისათვის საჭიროა: 1. აღვადგინოთ და დავეყრდნოთ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულ, საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს. 2. ამ ნორმების საფუძველზე სასურსათო კალათის შედგენისას გამოვიყენოთ დღევანდელი ფასების გათვალისწინებით სურსათზე გასაწევი რეალური ხარჯების დადგენილი მაჩვენებელი - 275 ლარი. 3. საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას უნდა დაეთმოს არა 70% (რაც ყოველად მიუღებელია) არამედ 50% და სასურსათო მინიმუმში საკვები პროდუქტებისა და სხვა ხარჯების თანაფარდობა უნდა იყოს არა 70/30-ზე არამედ 50/50-ზე, რაც საბოლოოდ მოგვცემს 550 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს (ვფიქრობ, ეს წინადადება პირველი ნაბიჯისათვის მისაღები და მისაწვდომი უნდა იყოს ხელისუფლებისათვის). რასაკვირველია უმჯობესი იქნებოდა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება 30/70-ზე ყოფილიყო ისე როგორც უმრავლეს განვითარებულ ქვეყნებშია, მაგრამ ეს მოგვცემდა საარსებო მინიმუმის ისეთ ღირებულებას რომელიც ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნისათვის მიუწვდომელი იქნებოდა (916 ლარი). 550 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმის რეალურ ცხოვრებაში გასატარებლად საჭირო გახდება ხელისუფლების მეტი მონდომება და სოციალური პროგრამების აქტიური გატარება: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების, შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა. ეს გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვა და სხვა სფეროებზე. ყოველივე ამის იმედს იძლევა ის სოციალური პროექტები რომელთა განხორციელება დაიწყო 2013 წლიდან და გრძელდება დღესაც. ვიმედოვნებ, ხელისუფლება გაითვალისწინებ სხვა მრჩევლებისა და ჩემს წინადადებას, რასაც 16 წლის განმავლობაში სხვადასხვა პუბლიკაციებითა და საჯარო გამოსვლებით მოვითხოვდი და სათანადო რეაგირებას გააკეთებს მოსახლეობის ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დამაბრკოლებელი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შეცვლის თაობაზე.
---
24.10.2019
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
რეფორმა ჩავარდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახრტაძის მიერ დაანონსებული და განხორციელებული რეფორმა “ მედიკამენტები ერთ ლარად“ აღარ მუშაობს. 35 დასახელების მედიკამენტი, რომელიც მთავრობას სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პენსიონრებისთვისა და შშმპ-თვის ერთ ლარად უნდა გაეცა, სააფთიაქო ქსელებში, ფაქტობრივად, აღარ იყიდება. როგორც “2020NEWS“ -ს ერთ-ერთმა პენსიონერმა განუცხადა, აფთიაქში მისულს ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთლარიანი წამლები აფთიაქებში აღარ შეაქვს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია “2020NEWS“ -თან პროგრამის ხარვეზის მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა, დაახლოებით, ერთ თვეში მოგვარდება. - ქალბატონო თამარ, მოქალაქეებს ფარმაცევტები ეუბნებიან, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთლარიანი წამლები აფთიქებში აღარ შეაქვს, რის გამოც ისინი რეფორმით სარგებლობას ვეღარ ახერხებენ. რა არის აღნიშნულის მიზეზი ? - უკანასკნელ ხანებში გარკვეული შეფერხებები შეიქმნა წამლების აფთიაქებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. 10-მდე დასახელების წამალზე შესყიდვის პროცესი გახანგრძლივდა, რამაც ამ მედიკამენტების დეფიციტი გამოიწვია. არის შემთხვევები, როცა ტენდერი ერთხელ იშლება და მეორეჯერ ცხადდება. ამჟამად ველოდებით მიმწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმების დასრულებას, რის შედეგად აფთიაქებში წამლების მარაგი შეივსება. - დეფიციტი ძირითადად, რომელი მიმართულების მედიკამენტებს შეეხება და ასევე, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და შშმპ პირები წამლებით სარგბლობას შეუფერხებლად რამდენ ხანში შეძლებენ? - მიმდინარეობს პროცედურები. ვფიქრობთ, რომ ერთი თვის ვადაში, დაახლოებით, დეკემბრის დასაწყისიდან მედიკამენტების დეფიციტი უნდა შეივსოს. დეფიციტი დაახლოებით, 10-12 მედიკამენტს შეეხება. უმეტესწილად გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტებს, რადგან ამ მიმართულებით მოხმარება განსაკუთრებით მაღალია. ასევე, დეფიციტია ანტიეპილეფსიური და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტებზე. დეფიციტი არ არის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის სამკურნალო მედიკამენტებზე. იმედი გვაქვს, რომ ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება. ვფიქრობთ, ამ მექანიზმის გადახედვას, რათა თავიდან ავიცილოთ ასეთი ტიპის დაყოვნებები. ჯერჯერობით, ამ საკითხის შესახებ მუშაობა მიდის და როცა ახალი მექანიზმი მზად იქნება, საზოგადოებას შევატყობინებთ. ცენტრალიზებული შესყიდვის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ ვიყენებეთ, მოუქნელია, რაც გამოცდილებამ აჩვენა. - ერთლარიანი წამლების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. წამლები პაციენტისთვის ეფექტური და გამოსადეგარია ? - წამლების ხარისხის მოთხოვნა პროგრამაში გვაქვს გათვალისწინებული. შესყიდვების სააგენტოს ვთხოვთ, რომ მხოლოდ ის მედიკამენტები შეისყიდოს, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი აქვს ხარისხის გარანტიის სერთიფიკატი. ეს ის პირობაა, რომელიც დღეს მოქმედებს.
---