From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-24.09.2019
Received On : 24.09.2019 08:49
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 24.09.2019

 

ტელევიზია

24.09.2019

არხი:    მაესტრო  

გადაცემა:    ახალი ამბები 12:00

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. აუდიენცია შედგა ასევე ფინეთის, ბარბადოსის და ერაყის წარმომადგენლებთან. გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის და ადამიანის რესურსების წარმომადგენლებს შეხვდა. (მეორე ვიდეო ფაილი)

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6354061

---

 

23.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ის ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს შეხვდა. ყურადღება გაამახვილეს ქართულ- ამერიკულ პროექტებზე რომელიც სისტემაში მიმდინარობს და გადაწყვიტეს რომ შემუშავებული იქნება ხალი კრიტერიუმები, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების კონტროლის მექანიზმი უნდა გაძლიერდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351980

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351513

მაესტრო - ახალი ამბები 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351593

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353123

---

 

23.09.2019

არხი:   I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

16 წლის ბიჭის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული მოკვლევის შედეგი ცნობილია. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო ექვსი ექიმის პასუხისმგებლობას ხედავს. საუბარია პაციენტ ლუკა ფოფხაძეზე, რომელიც რეანომობილით ამბროლაურის საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. დასკვნის მიხედვით, რეანომობილში ჟანგბადის სისტემა გაუმართავი იყო, იქ მყოფ ექიმს კი რეანიმაციისთვის საჭირო კვალიფიკაცია არ ჰქონდა. მოკვლევის შედეგი გარდაცვლილის ოჯახმა „მოამბეს“ ექსკლუზიურად მიაწოდა. პარალელურად საქმეზე გამოძიება გრძელდება.

https://1tv.ge/video/samedicino-saqmianobis-regulirebis-saagentos-daskvna/?fbclid=IwAR1TU3-9nPopd--ildBr6x1zEweqi41-W7Wvoyp81lInNWcHPkeRROw3A0c

---

 

23.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   იმედის დღე

ცოტა ხნის წინ შეიქმნა ონლაინ-პლატფორმა, რომელიც არის საკომუნიკაციო პლატფორმა წამადამოკიდებულებისთვის, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება ადამიანებს. მიზანი სტიგნის დამარცხებაა. პროგრამის შესახებ ისაუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351867

---

 

23.09.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 21:00

ბედიანას ფსიქიატრიული კლინიკა განუსაზღვრელი დროით იხურება. საავადმყოფოში, რომელიც ადგილობრივი ოჯახებისთვის შემოსავლების ერთადერთი წყაროა, სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, თუმცა არავინ იცის როდემდე. კლინიკის დირექტორი თანამშრომლებს აიძულებს უხელფასო შვებულებაში გავიდნენ. ბედიანელები განმარტავენ რომ ეს იქნება კატასტროფა საბანკო ვალდებულებებითა და უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ რომ კლინიკის დროებით დახურვაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და გაურკვეველია თანამშრომლების პროტესტი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353265

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353036

---

 

23.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   დღის ამბები 22:00

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისთვის ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა. ჯიქური ჯანმრთელობის გაუარესების გამო ეტლით სარგებლობს, მისი თქმიტ ციხეში არც შესაბამისის სამედიცინო სერვისი არ მიწეოდება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353257

---

 

23.09.2019

არხი:    ტელეკომპანია აჭარა

გადაცემა:   მთავარი 20:00

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, ორზე მეტ სამსახურში მუშაობას არ კრძალავს - ამის შესახებ ღიად და მკაფიოდ აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. საქმე ეხება ინიციატივას ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც ორაზროვანი განმარტებები და საზოგადოების ნაწილის მღელვარება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირიქით ცვლილებები უფრო სამართლიანი და ღირსეული შრომითი და სოციალური პირობების შექმნისკენ არის მიმართული და არა ადამიანის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353118

---

 

23.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 20:00

ცვლილებები შრომის კოდექსში. შესაძლოა დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას პირობები გაუმჯობესდეს. საუბარია როგგორც დედების, ასევე მამების შვებულებაზე. თუ დღეს რიგ შემთხვევაში დეკრეტული შვებულება და ანაზღაურებაც დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამ ცვლილებების მიხედვით საკითხი საბოლოოდ უნდა დარეგულირდეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6352851

---

 

23.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   მაესტროელები

დასაქმება და სიღარიბე საქართველოში

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6352728

---

 

23.09.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 15:00

ბექა ნაცვლიშილი დასაქმებულებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრას და ზეგანაკვეთური სამუშაოს თითქმის ორმაგ ანაზღაურებას ითხოვს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ნაცვლიშვილი ამ ინიციატივით დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივას ეხმაურება, რომლითაც დასაქმებულებს რამდენიმე სამსახურში მუშაობა ეკრძალებათ.

I არხი - მოამბე 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6353114

---  

 

23.09.2019

არხი:    მაესტრო

გადაცემა:   ბიზნესი მაესტროზე 17:15

შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელმაც გასულ კვირას აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, დღეს არასამთავრობო სექტორიც გამოეხმაურა. არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს რომ კანონპროექტი დასაქმებულთა მდგომარეობას გააუმჯობესებს, თუმცა ამის წინაპირობად მინიმალური ხელფასის განსაზღვას არასახელებენ, რაც ცალსახად მიუღებელი ნაბიჯია დამსაქმებლებისთვის. ამასობაში თავად კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ რომ დოკუმენტი ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტის სტადიაზეა და შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6352318

---

 

23.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

შრომის უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა-ეს საკითხები განიხილება თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ვითარებას ეძღვნება. საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6351987

---

 

23.09.2019

არხი:    მთავარი არხი

გადაცემა:   მთავარი ამბები 15:00

50-მდე სოც. დაუცველი და დევნილი ოჯახი კახი კალაძესთან შეხვერას და ბინებით უზრუნველყოფას ითხოვს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6352882

---

 

 

 

ინტერნეტი

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/565091-salome-zurabishvili-da-ekaterine-tikaraze-ashsh-s-jandacvisa-da-adamianuri-resursebis-saxelmcipo-mdivans-shexvdnen

სალომე ზურაბიშვილი და ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

გაეროს 74-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების სახელმწიფო მდივანს ალექს აზარს შეხვდნენ. შეხვედრას დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს მინისტრმა, ამერიკულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიზანმიმართულად აქვთ შეზღუდული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე წვდომას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, პირველადი ჯანდაცვის რგოლის, საყოველთაო ჯანდაცვისა და სადაზღვევო სისტემის განვითარებას. აშშ-ს ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროექტები წარმატებით ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება. „ქართულ დელეგაციასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები ჯანდაცვის საკითხებში წლებია თანამშრომლობენ, არსებული ურთიერთობა კი დღეს უფრო გავამყარეთ. ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების გზებზე, რათა ქართველებისთვის ჯანდაცვის სისტემის კიდევ მეტად გაუმჯობესება მოხდეს“, - განაცხადა ალექს აზარმა.

იმედინიუს.ჯი- https://imedinews.ge/ge/saqartvelo/117205/prezidenti-da-jandatsvis-ministri-ashshs-jandatsvis-sakhelmtsipo-mdivans-shekhvdnen?fbclid=IwAR0K8HEmeJ8oowrtxi-Cr1HUSYmzDYaAYazmGMnbFfxOdVIW4ovGpHRaKr0

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/565071-tqibulshi-15-mde-magaroeli-shaxtshi-chavida-da-amosvlaze-uars-acxadebs-vidre-xelpass-ar-miigebs/?fbclid=IwAR3AaBNti0ss-TB6kPWNv8Gsz4FJ8WoMmiMiCwat4GXIbSnid0KOGK24xqw

ტყიბულში 15-მდე მაღაროელი შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს

დღეს დილიდან ტყიბულში 15-მდე მეშახტე მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მიმდინარე ხელფასს არ მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ახლა ამბობენ როდის დაურიცხავენ ხელფასებს. „მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს - მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს ბანკს, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" და ,,სოკარგაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. შახტებზე რისკებისა და საფრთხეების შეფასებას, დარღვევების იდენტიფიცირებას, პრევენციული სამუშაოების განხორციელებას და იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მეშახტეების შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და დარგობრივი პროფკავშირი რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა მთავრობის მხრიდან ეს მოთხოვნა ყოველ ჯერზე იგნორირებულია, რის გამოც 2018 წლის აპრილის თვეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ საკუთარი რესურსების გამოყენებით უკრაინიდან მოხდა შრომის უსაფრთხოების ექსპერტების მოწვევა, რომლებმაც განახორციელეს შახტების კვლევა და მოამზადეს 22 გვერდიანი კრიტიკული დასკვნა. ამის შემდეგ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დაყენებული იქნა მოთხოვნა საექსპერტო ჯგუფის მთავრობის ეგიდით მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისად, 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. შახტაში არსებული რისკების და საფრთხეების შეფასების მიზნით შემოყვანილი იქნა გერმანული საექსპერტო კომპანია DMT ჯგუფი, რომელმაც განახორციელა კვლევა და 2018 წლის დეკემბრის თვეში დასკვნაც მოამზადა, რომელიც სიციალური პარტნიორებისთვის მთავრობას დღემდე არ მიუწოდებია და არც რაიმე სახის გეგმა გაუმჟღავნებია შახტების მუშაობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/16856-tybibulshi-30-mde-meshaxte-protestis-nishnad-shaxtebshi-chavida-%E2%80%93-propkavshirebi

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=214892-%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90

პია.ჯი- https://pia.ge/post/282995-tyibulsi-mesaxteebi-aqcias-martaven

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/564938-jandacvis-ministrma-vashingtonshi-morigi-shexvedra-msoplio-bankis-mtavar-opisshi-gamarta

ჯანდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. „ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები დასაქმებისა და სოციალური სფეროს განვითარების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. უახლოეს მომავალში, საქართველოში მათი საპასუხო ვიზიტი დაიგეგმა.

პია.ჯი-https://pia.ge/post/282828--cveni-mizania-jandacvis-servisebze-mosaxleobistvis-jibidan-gadaxdebis-semcireba-ekaterine-tikaraze

ინფო9- http://www.info9.ge/chven-shesakheb/214090-ekaterine-tikaradze-msoflio-bankis-adamianuri-resursebis-sakithkhebshi-evropisa-da-centraluri-aziis-regionul-direqtors-shekhvda.html?lang=ka-GE

მარშალპრეს.ჯი- https://marshalpress.ge/archives/257449

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/ekaterine-tikaradze-chveni-mizania-jandatsvis-servisebze-mosakhleobisthvis-jibidan-gadakhdebis-shemtsireba/

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=90255

რეპორტიორ.ჯი- http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=107527

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/2019-wlis-ianvar-ivlisshi-samushaos-shesrulebisas-22-adamiani-daigupa-da-51-dashavda-ramdenad-daculia-shromiti-usafrtxoeba-saqartveloshi

2019 წლის 7 თვეში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 დაშავდა-რამდენად დაცულია შრომითი უსაფრთხოება საქართველოში?

სამუშაო ადგილზე უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და მწვავე საკითხია, რასაც ნათლად წარმოაჩენს სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა და დაშავებულთა მზარდი მაჩვენებელი. 2015 წელს საქართველოს ხელისუფლებამ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა. აღნიშნული სამსახურის შექმნის შემდეგ სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. არსებული კანონმდებლობა ეფექტიან ზედამხედველობას და შრომითი უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. 2019 წლის თებერვალში პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი დაამტკიცა და შრომის უსაფრთხოების კანონში არსებული ხარვეზები მნიშვნელოვნად გამოსწორდა. 2019 წლის 1 სექტემბრიდან, შრომის უსაფრთხოების კანონის მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე. შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია, პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. ასევე, 1 სექტემბრიდან ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ძველი რედაქციით კანონის მოქმედება ვრცელდებოდა, მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამასთან, დასაქმების ადგილზე საზედამხედველო ორგანოს დაშვება ხდებოდა სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ივლისში სამუშაოს შესრულებისას 22 ადამიანი დაიღუპა და 51 ადამიანი დაშავდა. 2015-2018 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და დაღუპულთა მაჩვენებელი მზარდია (იხილეთ გრაფიკი 1). გრაფიკი 1: 2015-2019 წლებში სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა class=image-inserted-single უბედური შემთხვევების რაოდენობა განსაკუთრებით ხშირია სამშენებლო სექტორში. 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევების 50% სამშენებლო სექტორზე მოდის (იხილეთ გრაფიკი 2). გრაფიკი2: 2015-2019 წლებში სამშენებლო სექტორში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა class=image-inserted-single წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების დროს დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმოება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების საქმეთა უმრავლესობა სასამართლოში არსებითი განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმების დადებით სრულდება. 2018 წლის განმავლობაში საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით 35 საქმე განიხილეს. რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://netgazeti.ge/news/393272/

ზეგანაკვეთური შრომა ჩვეული განაკვეთის სულ მცირე 125%-ით უნდა ანაზღაურდეს – შესაძლო ცვლილება

შრომის კოდექსის ცვლილებების პაკეტით, კანონმდებლობაში შემოდის არასრული სამუშაო განაკვეთის ცნება, შესაბამისად, სრული და არასრული განაკვეთების განმარტება. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებლის სურვილის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყოს დასაქმებულის არასრულიდან სრულზე გასასვლას, ან პირიქით. ასევე, იკრძალება არასრულ განაკვეთზე დასაქმებულისადმი განსხვავებული მოპყრობა; ამასთან, დგინდება ზეგანაკვეთური შრომის მინიმალური ანაზღაურება — დამატებით დროში იმავე დროის ჩვეული ანაზღაურების მინიმუმ 125%. ცვლილებების პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრ პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილს ეკუთვნის, ჯერ პარლამენტში არ შეუტანიათ; როგორც ავტორი გვეუბნება, ის ჯერ კიდევ სამუშაო პროცესშია და შეიძლება გარკვეული პუნქტები შეიცვალოს. ავტორის თანახმადვე, მისი ინიცირება ოქტომბერში იგეგმება. დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“ მიაწოდა პაკეტის ძირითადი ცვლილებების ამსახველი დოკუმენტი. „ნეტგაზეთს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციიდან“ [რომელთანაც სხვებთან ერთად განიხილებოდა ინიციატივა] მიაწოდეს შრომის კოდექსის სამუშაო ვერსია. არასრული და სრული განაკვეთი როგორც პაკეტი განსაზღვრავს, არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული პირი არის დასაქმებული, რომლის ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა გათვლილი კვირის ან საშუალოდ ერთ წლამდე ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობის პერიოდში ნაკლებია ანალოგიურ პირობებში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ნორმირებულ სამუშაო დროზე. ხოლო სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირად კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულს, რომელიც იმავე ტიპის შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში იგივე დამსაქმებლისთვის ასრულებს იგივე ან მსგავს სამუშაოს ან საქმიანობას და დასაქმებულია იგივე მიმართულებით, იმავე დეპარტამენტში ან სამსახრუში. ასევე, ცვლილება, თუკი ძალაში შევიდა, აკრძალავს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სრული სამუშაო განაკვეთიდან არასრულ სამუშაო განაკვეთზე ან არასრული სამუშაო განაკვეთიდან სრულ სამუშაო განაკვეთზე გადასვლის შესახებ დასაქმებულის უარის საფუძვლით. ამასთან: დგინდება ნორმირებული სამუშაო დრო კვირაში 40 საათის, ხოლო დღე- ღამის განმავლობაში 8 საათის ოდენობით; ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობა განისაზღვრა კვირაში 8 სათით, ჯამში, არაუმეტეს 48 საათისა კვირაში; 6-საათიანი სამუშაო დღის პირობებში დასაქმებულს წარმოეშვება შესვენების უფლება; დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებული 24 საათიანი დასვენებით კვირაში ერთხელ, ან 2 კვირაში 48 საათით; უქმდება სპეციფიკური სამუშაოების ცნება, რომელთათვისაც ნორმირებული სამუშაო დრო განსაზღვრული იყო 48 საათით; ზუსტდება სამუშაო კვირის შეჯამუბელი აღრიცხვის წესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია სამუშაო კვირის ფარგლებში სამუშაო დრო – 48 საათი გამოითვალოს 4 თვის განმავლობაში კვირის საშუალო საათების დათვლის გზით; შემოდის დამსაქმებლის ვალდებულება (ელექტრონულად/წერილობით) აღრიცხოს სამუშაო დრო. თუ პაკეტის ეს ნაწილი უცვლელად გავა, მაშინ დამსაქმებელი ვალდებული ხდება, ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს. ზეგანაკვეთური შრომა ცველილებებით, მკაცრდება რეგულაციები ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. კერძოდ: ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს ან კვირის განმავლობაში 8 საათს. ამასთან, სიახლე ისაა, რომ მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ზე ნაკლები. თუმცა შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც; ასევე, შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება და დამსაქმებელი ვალდებული ხდება, წინასწარ 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე. დიმიტრი ცქიტიშვილის თანახმად, ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ევროკავშირთან ასიცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას შესაბამისი ევროდირექტივებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ასევე პასუხობს აშშ-თან ვაჭრობის გენერალური პრეფერენციების სისტემის შესაბამისობის მოთხოვნებს. ცვლილებების პაკეტი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=107570

სალომე ზურაბიშვილი: ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია

„ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია და ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, დღეს გაერო-ს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ზურაბიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიმართა და როგორც მან განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ჯანმრთელობის დაცვა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. „არავინ დატოვო მიღმა“ - ეს ჩვენი საერთო მიზანია. დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის. მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში. 2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები. უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, ამასთანავე, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდი ტვირთია. „საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც ვამბობ „თანაბარს“, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველა დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია. საყოველთაო ჯანდაცვამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება - ჯანმრთელობის უფლება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვით სრულად სარგებლობის საშუალება არ ეძლევათ. „თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მოითხოვს განახლებულ მიდგომას ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თანასწორობაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, ინოვაციურები, გამოვიყენოთ ელექტრონული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მე მტკიცედ მჯერა: იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ არ დარჩეს მიღმა, მოიტანს უფრო ფართო ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. საქართველოს მთავრობა და პირადად მე ვრჩებით ამ გზის ერთგულნი, რადგან ეს არის ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც გვინდა მომავალი თაობებისთვის. ჯანმრთელობა პოლიტიკური არჩევანია, და ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს დელეგაციას გაერო-ში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1569249265-საყოვლომე-ზურაბიშვილი

ნიუპოსტ.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=214883-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/565035-salome-zurabishvili-janmrtelobis-dacva-sakartvelos-xelisuplebis-politikuri-archevania

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1569255272-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98

საგანგაშო მდგომარეობა - რატომ გაიზარდა 6-ჯერ კიბოს მაჩვენებელი ბავშვებში

ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. პაციენტებს კი ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების შესაძლებლობა არ აქვთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე, სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“,-ნათქვამის ანგარიშში. ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას შეიმუშაოს პროფილური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის. ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერი გიორგი ლომინაძე ბავშვთა ონკოლოგიის შემაშფოთებელ სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ 4 წელიწადში ასეთი ზრდა არარეალურია. „ვინც ოდნავ მაინც არის მედიცინის გარტყმაში, შეუძლებელია არ დაეჭვდეს იმ სტატისტიკის ჭეშმარიტებაში, რომ 2011-დან 2015 წლამდე მოზარდებში სიმსივნის დიაგნოზის სიხშირე 6-ჯერ გაიზარდა. გამორიცხულია, რომ ოთხ წელიწადში ასეთი ზრდა რეალურად მომხდარიყო. აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ოთხწლიანი პერიოდი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დანერგვას ემთხვევა. ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ჰიპერდიაგნოსტიკასთან გვაქვს” - აცხადებს გიორგი ლომინაძე.

---

 

23.09.2019

მედიასაშუალება: https://paqtebi.ge/?p=34102&fbclid=IwAR229ABnTl7qDUGMTq87X0YonaasrGXKPDuOeU2rp2gUfTt9AWJnlHmfjuA

“ქალი ვიპოვეთ…ორი შვილით ქუჩაში დარჩა და ავად არის…ვერაფრით ვერ გაძლებს ცოცხალი”-ქუჩაში დარჩენილ ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

---

 

 

ბეჭდვითი მედია

24.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

ერთობლივი პროექტები ქართველთა გამოჯანმრთელებისთვის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მთავარ ოფისში გამართა. ჯანდაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს ადამიანური რესურსების საკითხებში ფაიდა საადის შეხვდა. მოლაპარაკებებს ასევე საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკვე მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. "ჩვენი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირება და თანხების მინიმალიზაცია, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევთანხმდით გავაგრძელოთ ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის კლინიკების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6353437&name=24.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება:     რეზონანსი

საგანგაშო მდგომარეობა - რატომ გაიზარდა კიბოს მაჩვენებელი ბავშვებში

ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა. პაციენტებს კი ეფექტური და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების შესაძლებლობა არ აქვთ,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე, სამწუხაროდ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე",-ნათქვამის ანგარიშში. ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას შეიმუშაოს პროფილური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის. ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერი გიორგი ლომინაძე ბავშვთა ონკოლოგიის შემაშფოთებელ სტატისტიკას აფასებს და ამბობს, რომ 4 წელიწადში ასეთი ზრდა არარეალურია. „ვინც ოდნავ მაინც არის მედიცინის გარტყმაში, შეუძლებელია არ დაეჭვდეს იმ სტატისტიკის ჭეშმარიტებაში, რომ 2011-დან 2015 წლამდე მოზარდებში სიმსივნის დიაგნოზის სიხშირე 6-ჯერ გაიზარდა. გამორიცხულია, რომ ოთხ წელიწადში ასეთი ზრდა რეალურად მომხდარიყო. აგრეთვე, მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ოთხწლიანი პერიოდი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დანერგვას ემთხვევა. ჩემი ღრმა რწმენით, საქმე ჰიპერდიაგნოსტიკასთან გვაქვს" - აცხადებს გიორგი ლომინაძე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6353420&name=24.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები რეგიონებში

შვიდი წლის გაბრიელი დაუნის სინდრომითა და დიაბეტით დაიბადა. დაბადების პირველივე დღიდანვე, მშობლებთან ერთად, იგი საზოგადოებაში დამკვიდრებულ უამრავ სტიგმას ებრძვის. როდესაც გაბრიელი დაიბადა, ექიმმა მამას ბავშვის სამშობიაროში დატოვება შესთავაზა. უთხრა, რომ პატარა დაუნის სინდრომით დაიბადა და მშობლები ასეთ შვილებს ხშირად ადგილზევე ტოვებენ. საბედნიეროდ, გაბრიელს მზრუნველი მშობლები ერგუნა, ამიტომ ის თავის დებთან ერთად ქუთაისში, ოჯახურ იდილიაში იზრდება. კიდევ ერთი პრობლემა გაბრიელს პირველივე ავადმყოფობისას შეხვდა: რამდენიმე თვის იყო, როდესაც კლინიკაში ტოქსიკოზის ნიშნებით მიიყვანეს. მიმღებმა ექიმმა ბავშვის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მას გულის მანკი აწუხებდა. მოგვიანებით, უფრო გამოცდილმა და ახალგაზრდა ექიმმა ბავშვს ადეკვატური დიაგნოზი დაუსვა - მწვავე ტოქსიკოზი. როდესაც გაბრიელი ქუთაისის ერთ-ერთ პოპულარულ, ცნობილ ბაღში მიიყვანეს, დირექტორმა მის მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მასწავლებლები მის მოვლას თავს ვერ გაართმევდნენ. ბავშვი ბაღში მხოლოდ მას შემდეგ ჩაირიცხა, რაც მშობლებმა პროცესში "საჭირო პირები" ჩარიეს. დირექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისიც, რომ გაბრიელი ინსულინდამოკიდებულია. მაია, გაბრიელის დედა: "ბაღის დირექტორმა მთხოვა, რომ სხვა მშობლების თანდასწრებით მისთვის ნემსი არ გამეკეთებინა, - შესაძლოა, მშობლებმა იფიქრონ, რომ ბავშვს ვირუსი აქვსო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ქალბატონი დღეს ბაღის დირექტორი აღარ არის, მაგრამ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში საკმაოდ კარგი თანამდებობა უჭირავს". გაბრიელი ახლა სკოლაში დადის. დაუნის სინდრომზე მეტ პრობლემას მისთვის და მისი მშობლისთვის დიაბეტი წარმოადგენს. ნაყინი, შოკოლადი - ის, რაც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს, - მისთვის აკრძალულია. დიაბეტით დაავადებული პირებისთვის განკუთვნილი ტკბილეული კი ქუთაისში დიდი ხნის მანძილზე რთულად საშოვნელი ან არახელმისაწვდომი იყო. მდგომარეობა, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქვია ადვილი ამოსაცნობია, ხოლო განვითარების სხვა აშლილობები - გაცილებით რთული. ეს ფაქტორი კი, ისევ და ისევ, უამრავი სტიგმისა და მითის საფუძველი ხდება. როდესაც თითქოს ტიპური, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბავშვი საზოგადოებაში არასოციალურ ქცევას გამოავლენს, ჩნდება უამრავი კითხვა და ადამიანების მიერ დასმული "დიაგნოზი". ვარაუდები, ძირითადად, ერთნაირია და საზოგადოება მსგავს შემთვევაში ბავშვებს აუტისტებად ან უზრდელებად ნათლავს. თუმცა, გარდა აუტისტური სპექტრის აშლილობისა(ასა), არსებობს უამრავი მდგომარეობა, რომელთაც ასა-სთან ბევრი საერთო ნიშანი აქვთ. განვითარების დარღვევევის დიაგნოსტიკის ცენტრალურ საკითხს ბავშვთა პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენს. შეფასების დროს სპეციალისტები განსაზღვრავენ დარღვევის ტიპს, ბავშვის ინდივიდუალური პრობლემების იდენტიფიცირებას, ჩარევის შერჩევასა და შედეგების განჭვრეტას. მარიამ ჯავახაძე- კლინიკური ნეიროფსიქოლოგი: "ფსიქიკური განვითარების დარღვევები ისეთი ნოზოლოგიებია, რომელთა საბოლოო დიაგნოზსაც კანონმდებლობის მიხედვით ფსიქიატრი წერს. საბჭოთა კავშირის სკოლის გავლენით თუ სხვა მიზეზებით, განსაკუთრებით რეგიონებსა და, მათ შორის, ქუთაისშიც, არ გვყავს გადამზადებული ბავშვთა ფსიქიატრები, რომლებიც სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ზუსტ და სწორ დიაგნოზს დასვამენ. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია. კლინიკებში მშობლებს ხშირად ექმნებათ მსგავსი პრობლემა - ბავშვთა ნერვოლოგები, რომელთაც ფსიქიატრთა ფუნქციები შეითავსეს, ხშირად უარს ამბობენ ჯანმრთელობის ცნიბის დაწერაზე, რომლის საფუძველზეც ბავშვზე გაიცემა ადრეული განვითარების პროგრამის ვაუჩერი და სხვა სერვისები. რეგიონში, ძირითადად, გადამზადებისა და ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა. გარდა სპეციალისტების სიმწირისა, მშობლები ზოგიერთი სერვისის არარსებობას უჩივიან. თუმცა წლებთან ერთად, რეგიონში ყველაფერი იცვლება. მაგალითად "ეიბიეი თერაპიას", რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის ჰაერივით აუცილებელია და საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენს, ქუთაისის მერია 2017 წლიდან აფინანსებს. 2017 წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 40 ბავშვის ერთწლიანი თერაპია დააფინანსა. მიმდინარე წელს პროგრამაში 60-მდე ბავშვია ჩართული და მისი ბიუჯეტი 300 ათასი ლარია. ნინო, გიორგის დედა: "უკმაყოფილო ვარ სოციალური მომსახურების სააგენტოთიც. სოციალური აგენტი, რომელიც, წესით, ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც უნდა გვეკონტაქტებოდეს, რაიმე პრობლემა ხომ არ გვაქვს, ბოლოს და ბოლოს, ძალადობის მსხვერპლნი ხომ არ ვართ(ეს ხუმრობით), ალბათ, სულ სამჯერ დაგვიკავშირდა - ისიც, ჩემი ინიციატივით. მარიამ ჯავახაძე - კლინიკური ნეიროფსიქოლოგი: "კანონმდებლობის მიხედვით არც ბაღს, არც სკოლას არ აქვს უფლება, უარი უთხრას ნებისმიერი შესაძლებლობის ბავშვს მომსახურების გაწევაზე. მაგრამ ერთია ფორმალობა, მეორე - რეალობა. საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელიც ამ შემთხვევაში ბავშვის სოციალიზაციის დამხმარე უნდა გახდეს, ხშირად ემოციურად უფრო სტრესავს ბავშვსა და დედას." კიდევ ერთი, არა რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემაა მშობლების მიერ შვილების დიაგნოზის არაღიარება. მშობლებისთვის სიტყვები - "სპეციალური საჭიროების მქონე" და "ფსიქიკური განვითარების დარღვევა" ამ დრომდე საკრალურ, საშიშ და მიუღებელ ცნებებად რჩება. სპეციალური საჭიროებნის მქონე ბავშვებისთვის მათი მშობლების მიერ ყველაზე დიდ პრობლემად ქუთაისში არაკომპეტენტური პერსონალის ან საჭირო სპეციალისტის არარსებობა სახელდება. ყველაზე დიდი სირთულე არაკომპეტენტური ბავშვთა ფსიქიატრები და ნევროლოგები არიან, რადგან სწორედ ფსიქიატრისა თუ ნევროლოგის მიერ დაწერილი ცნობის საფუძველზე ხდება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ჩასმა ამა თუ იმ დაფინანსებულ პროგრამაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6353646&name=24.09.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

24.09.2019

მედიასაშუალება:  ქრონიკა+

აგვისტოს ომში სიკვდილს გადარჩენილ ექიმს ემიგრაციაში წასვლა მოუწია

ის ერთადერთი სამოქალაქო ექიმია, ვინც აგვისტოს ომის დროს დაიჭრა. მძიმედ დაჭრილს ოპერაცია გორში გაუკეთეს. ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქის დაბომბვა არ შეწყვეტილა. როგორც კი ფეხზე დადგა, კვლავ შეეცადა, საყვარელ პროფესიას დაბრუნებოდა, მაგრამ მძიმე ჭრილობების გამო სასწრაფოს ექიმობა ვეღარ შეძლო, სხვა სამსახური კი არავინ შესთავაზა. იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და იქ ემუშავა. რას გრძნობდა, როცა ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა? რა ხდებოდა გორში ომის დღეებში? რატომ თქვა თეთრ ხალათზე უარი? რა წინათგრძნობა ჰქონდა საბედისწერო დღეს? - ამის შესახებ "ქრონიკა+"-ს ომს გადარჩენილი და სახელმწიფოს მიერ ემიგრაციისთვის განწირული ექიმი, თამუნა ქარელი ესაუბრება. - თამუნა, თქვენ სამოქალაქო ექიმი იყავით. როგორ აღმოჩნდით ომში? - ომი ჩემს ცხოვრებაში 2008 წლის 7 აგვისტოს შემოიჭრა. გორის სასწრაფოში ვმუშაობდი და ავნევიდან შეტყობინება შემოვიდა, სამხედროები დაიჭრნენო. 8 აგვისტოს სახლში ვიყავი. 9 - ში ჩვეულებრივად წავედი სამსახურში. ჩვეულებრივად საორდინატოროში ვიყავი. გოგოები საჭმელს ჭამდნენ. უცებ საშინელი ცხელი ჰაერის ტალღა წამოვიდა, გაისმა გრუხუნი. მერე მარჯვენა ფერდში არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თავი ვეღარ წამოვწიე. ზედ ნანგრევები მეყარა. - ამ შემთხვევის შემდეგ სამსახურის შეცვლაზე არ გიფიქრიათ? - არა. მე მიყვარს ჩემი პროფესია. როცა, ასე თუ ისე, ფეხზე დავდექი, სასწრაფოში დავბრუნდი. ჩემი ამბავი ყველამ იცოდა, შემეძლო, ვინმესთან მივსულიყავი და რაღაც მეთხოვა, მაგრამ არაფერი მითხოვია. მხოლოდ ის ვითხოვე, სასწრაფოზე მუშაობას ვეღარ ვახერხებ და იქნება, საავადმყოფოში გადამიყვანოთ-მეთქი. გადამიყვანეს და მიზერულ ხელფასზე დამსვეს. ამის გამო სასწრაფოდან წამოსვლას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ძალიან ძნელი იყო იქ მუშაობა. როდესაც ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და გავიგე, რომ გრანტი ვერ მოიპოვა, გადავწყვიტე, ემიგრაციაში წავსულიყავი და მეც ისევე დავხმარებოდი ჩემს ოჯახს, როგორც ამას ათასობით ქალი აკეთებს. - ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ რამე თქვენ შესახებ? - როგორ არ იცოდნენ, ჩემი დაჭრის ამბავი არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ერთხელ ვცადე, ჩემს პრობლემაზე ჯანდაცვის მინისტრს დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ მაცალეს. - ვინ არ გაცალათ? - გიგი წერეთელმა. - რატომ არ გაცალათ? - არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ. - ეს შემთხვევა სად მოხდა? - გორის სასწრაფო რომ აღადგინეს, მის გახსნაზე იყვნენ წერეთელი და მინისტრი ჩამოსულები. სასწრაფოს ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. კვიტაშვილთან ახლოს მივედი, - თამუნა ქარელი ვარ და თქვენთან მინდა დალაპარაკება-მეთქი. ის მზად იყო, ჩემთვის მოესმინა. გიგი წერეთელმა ხელის კვრით მომიშორა, კინაღამ წამაქცია. დეპუტატი მინისტრმა გააჩერა, უთხრა, - მაცალე, ვიცი ეს გოგო, ვინც არისო. დამპირდა, დაგელაპარაკები და მოგისმენო, მაგრამ ჩემთვის ვეღარ მოიცალა. განადგურებული და შეურაცხყოფილი წამოვედი იქიდან.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6353803&name=24.09.2019+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

 ​