From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : მედიამონიტორინგი-24.01.2020
Received On : 24.01.2020 08:47

 

 

მედიამონიტორინგი 24.01.2020

 

ტელევიზია

24.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

დღეიდან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო კამპანიას იწყებს, ყველა აეროპორტში და სახმელეთოს აზღვარზე ბანერები დაიდგმება, სადაც რეკომენდაციები იქნება ასახული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ პირებზე, რომლებიც ჩინეთში მიემგზავრებიან. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჩინეთიდან დაბრუნებულებს მიმართავს რომ ვირუსის სიმპტომების გამვლენის შემთხვევაში ექიმს მიმართონ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652586

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652584

მაესტრო - ახალი ამბები 10:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652661

იმედი - ქრონიკა 11:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652853

---

 

24.01.2020                                    

არხი:  ფორმულა

გადაცემა: ფორმულა ნიუს 09:00

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ახალგაზრდა ქალი ზუგდიდში B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია თითქოს ხალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა სიცრუეა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652547

---

 

24.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 09:00

ვარკეთილში ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს. ჩვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბუილურია, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652594

ფორმულა - ფორმულა ნიუს 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652530

იმედი - ქრონიკა 09:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652525

---

 

24.01.2020                                    

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა: კურიერი 09:00

პროტესტის მეორე დღე ქუთაისში - მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების აქციის პროფკავშირების წარმომადგენლები უერთდებიან

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652444

---

 

23.01.2020                                    

არხი:  მთავარი არხი

გადაცემა:მთავარი ამბები 21:00

ბ ტიპის გრიპის და ექიმების შეცდომის მსხვერპლი - ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა ქალი ტრაგიკულად დაიღუპა. 2 შვილის დედა კლინიკაში მწვავე სიმპტომებით შეიყვანეს, მაგრამ მისი მკურნალობა სულ სხვა მიმართულებით დაიწყო. ანალოგიური შეცდომა დაუშვეს ექიმებმა მეორე კლინიკაში, სადაც მძიმე პაციენტი გადაიყვანეს. მხოლოდ მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდეგ ოჯახის მოთხოვნით მედიკოსები გრიპის ვირუსზე კონცერტრირდნენ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. გარდაცვლილი ახალგაზრდა დედის ნათესავები მედ პერსონალს ადანაშაულებენ, და ამბობენ, რომ 22წლის ქალი არა ბ ტიპის ვირუსმა, არამედ გაუმართავმა სამედიცინო სისტემამ იმსხვერპლა. ჯადანცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამტკიცებენ, რომ კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე ქვეყანაში არ არსებობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652098

I არხი - მოამბე 21:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652121

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651840

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651665

---

 

23.01.2020                                    

არხი:  I არხი

გადაცემა: მოამბე 21:00

საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია, თუმცა თეორიული ალბათობა მინც არსე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652119

იმედი - დღის ქრონიკა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651573

რუსთავი 2 - კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652064

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652025

მაესტრო - დღის მთავარი თემა 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6652011

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651983

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651949

მთავარი არხი - მთავარი ამბები 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651839

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651780

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651722

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651622

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651516

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651480

მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651289

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651283

პალიტრა ტვ - პალიტრა ნიუს 16:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651164

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651067

მაესტრო - ახალი ამბები 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650937

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650668

---

 

23.01.2020                                    

არხი: მთავარი არხი

გადაცემა: მთავარი ამბები 15:00

ქართულ-ინდური მეტალურგიული ქარხნის 200-მდე მუშა გაიფიცა

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6651141

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6650972

---

 

 

ინტერნეტი

23.01.2020

მედიასაშუალება: 

23.01.2020

მედიასაშუალება: 

---  

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  https://commersant.ge/ge/post/djandacvis-saministros-samedicino-dawesebulebebis-300-milionamde-vali-aqvs

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. “დღევანდელი მდგომარეობით, დავალიანება 300 მილიონზე მეტი უნდა იყოს და ეს სამინისტრომ თვითონ დაადასტურა დეკემბერში, როცა საპასუხო წერილი მისწერა საავადმყოფოების მენეჯერებსა და დირექტორებს. ამ ვალის დაგროვება იმან გამოიწვია, რომ პირველივე დღიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დეფიციტური იყო. 7 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფრთხილებდით, პირველ რიგში, დავით სერგეენკოს, რომ ეს რაღაც მომენტში გასკდებოდა. “ქართული ოცნება” კი მიიჩნევდა, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც მათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დახვდათ, ავტომატურად გაგრძელდებოდა, ფული ავტომატურად წამოვიდოდა და მას დახარჯავდნენ. ახლა საჯარო ფინანსები და ბიუჯეტი აღარ ჰყოფნის ჯანდაცვის დაფინანსების იმ მოდელს, რაც 2013 წელს “ქართულმა ოცნებამ” შემოიღო. თვითონ დაფინანსების მოდელი არის შესაცვლელი -აუცილებლად უნდა გადავიდეთ სადაზღვევო მედიცინაზე, ანუ როდესაც სახელმწიფო ისევ აგრძელებს მიზნობრივი ჯგუფების დახმარებას, ოღონდ არა – კლინიკასთან პირდაპირი ფინანსური ურთიერთობის გზით, არამედ როდესაც სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს სადაზღვევო კომპანიებისგან, ფინანსური ანგარიშსწორება გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, სახელმწიფო კი დაკავებულია ხარისხის კონტროლით და მთელი სისტემის რეგულირებით”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა. აქვე პრობლემად რჩება ე.წ. 520-ე დადგენილება, რომლის ხარვეზების გასწორების პირობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ დეკემბერში დადო. ამჯერად უკვე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ისიც პირადად საკითხშია ჩართული და უშუალოდ მინისტრის მოადგილეს ხვდება დადგენილებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად. “ჩვენ გასული წლის ბოლოს პრემიერ მინისტრთან და შესაბამისი უწყებების მინისტრებთან, მათ შორის, ეკა ტიკარაძესთან ერთად შევხვდით კლინიკის ხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული პრობლემური საკითხები, მაგრამ ეს გასული წლის ბოლოს დალაგდა. უდიდესი ნაწილი კლინიკებისა არის ანაზღაურებული”, – განაცხადა ხუნდაძემ. მისი ინფორმაციით, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით შექმნილია დარგობრივი, თემატური ჯგუფები, სადაც დარგის სპეციალისტები მუშაობენ კონკრეტული ნოზოლოგიებისა და განფასების წესის დასადგენად და დასათვლელად. მანამდე არსებული დისკომუნიკაცია არის აბსოლუტურად აღმოფხვრილი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი სრულად არის ჩართული ამ პროცესში. “მთავარია ყველას გვქონდეს სურვილი იმისა, რომ სისტემა სწორად იმართებოდეს, რადგან ყველაზე მეტ შეხებაში მოსახლეობასთან, სწორედ ჯანდაცვის სექტორია. პრობლემები, ხარვეზები ერთად აღმოვფხვრათ და სისტემა გავმართოთ იმაზე უკეთ, ვიდრე იყო აქამდე”, – აღნიშნა ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე. საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აცხადებდა, რომ მათ ხელფასების გაცემის პრობლემები შეექმნათ სწორედ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი დავალიანების გამო. 520-ე დადგენილების მიერ განსაზღვრულ ტარიფებს კი საავადმყოფოების ნაწილი არ ეთანხმება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ “ბიემის” კითხვაზე თუ რა მოცულობის ვალი აქვს სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მიმართ 2019 წლიდან დაგროვილი, უპასუხა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს ამ დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს. “გარკვეული შეფერხებები იყო წინა წელს, თუმცა დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს. რიცხვი არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან ამ შემთხვევაში დავალიანებების ანაზღაურება მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ხარვეზები რაც იყო, ამასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია კლინიკებთან და ის ეტაპობრივად იქნება აღმოფხვრილი. ეს არის მიმდინარე პროცესი. თანხა არის ცვალებადი, აქედან გამომდინარე დღევანდელ ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით”, – აღნიშნა ტიკარაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აარიდა თავი დავალიანების დაფარვის მიახლოებითი თარიღის დასახელებას.

ბიფიემ.ჯი- http://bfm.ge/%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90/

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.interpressnews.ge/ka/article/582177-amiran-gamqrelize-laboratoriulad-dadasturda-rom-22-clis-kali-gripis-b-tipis-virusit-gardaicvala

ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს. „რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულადაა დადგენილი. აღებული იყო ნიმუშში სინჯი და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა არის დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული 22 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს.

პია.ჯი- https://pia.ge/post/304061-jandacvis-saministro-simartles-ar-seesabameba-informacia-rom-zugdidsi-22-wlis-qali-koronavisrusit-gardaicvala

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=95931

კვირა.ჯი- http://kvira.ge/534276

ინფო9- https://info9.ge/chven-shesakheb/218689-amiran-gamyrelidze-laboratoriulad-dadasturda-rom-22-tslis-qali-gripis-b-tipis-virusith-gardaicvala.html?lang=ka-GE

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1579788917-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90

რეგინფო.ჯი- https://reginfo.ge/people/item/17517-zugdidshi-22-xlis-qali-gripis-b-tipis-virusit-gardaizvala

ტაბულა.ჯი- http://www.tabula.ge/ge/story/163675-ncdc-ar-akvet-dezinformacias-zugdidshi-22-tslis-qali-gripit-gardaicvala-da-ara

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  https://www.primetime.ge/news/1579790587-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ჩინეთის ქალაქ უხანთან პირდაპირი ფრენები არ აქვს, რაც ჩვენ ქვეყანაში დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. „ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უხანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უხანი“, - განაცხადა იმნაძემ. ცნობისთვის, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  http://bfm.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA/

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. „წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში. „გუშინ გაიმართა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრა, რომელმაც ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინფორმაცია ასეთი, რომ გამოცხადდეს როგორც მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ დღეს აგრძელებენ დისკუსიას. დღის ბოლოს ან გვიან იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. პირველი ნაბიჯები რაც საინფორმაციო ხასიათისაა, უკვე დღეიდან და ხვალიდან გადაუდმევა ქვეყანაში. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/582091-mokalakeebma-romlebmac-bolo-2-kvirashi-chinetshi-imogzaures-da-garkveuli-simptomebi-agenishnebat-diagnostikistvis-inpekciur-saavadmqopos-unda-mimarton

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1579768928-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9C

კომერსანტი.ჯი- https://commersant.ge/ge/post/moqalaqeebma-romlebic-bolo-periodshi-chinetshi-imyofebodnen-virusis-simptomebis-shemtxvevashi-infeqciur-saavadmyofoebs-unda-mimarton

კვირა.ჯი- http://kvira.ge/534112

ბიემ.ჯი- https://bm.ge/ka/article/moqalaqeebma-romlebmac-bolo-2-kvirashi-chinetshi-imogzaures-da-simptomebi-agenishnebat-infeqciur-saavadmyofos-unda-mimarton/47517/

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  http://kvira.ge/534123

გრიპის ვირუსის სიმპტომებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს

სეზონური გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობას 42 ადამიანი გადის, ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა. მისი განცხადებით, 29 მათგანი მცირეწლოვანია. „ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი, მკურნალობას გადის 42 პაციენტი და მათგან 29 მცირეწლოვანია“, – განაცხადა ორჟონიამ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს. ამჟამად, საქართველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  https://pia.ge/post/303963-xvalidan-aeroportebsi-mgzavrebs-koronavisrusis-sesaxeb-sainformacio-buktelebi-daurigdebat

ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აეროპორტებში მგზავრებს "კორონავისრუსის" შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგდებათ. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩინეთში ახალი ვირუსის გავრცელების გამო მიიღო. საინფორმაციო ბროშურები სამ ენაზე, ქართულად, ინგლისურად და ჩინურად იქნება შედგენილი. ბარათებში ვირუსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება მოცემული. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არა არის და ამ დროისთვის, აქცენტი საინფორმაციო კამპანიაზე გაკეთდება. "სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს საინფორმაციო ბანერები და ფალაერები თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან ან სხვა სახელმწიფოდან და მას აღენიშნება სავარაუდო სიმპტომები",- განაცხადა თამარ გაბუნიამ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში "კორონავირუსის" რეალური საფრთხე არ არსებობს, თუმცა თეორიული შანსის არსებობის გამო, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომების მიღება.

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  https://publika.ge/qutaisshi-metalurgiuli-qarkhnis-mushebi-aqcias-martaven/

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები აქციას მართავენ

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ მუშები აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მატებასა და ქარხანაში არსებული მძიმე პირობების გამოსწორებას ითხოვენ. გაერთიანებული პროფკავშირების იმერეთის ოფისის წარმომადგენელმა ირაკი მხეიძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ ეს არის გაფართხილებელი აქცია და ეს მიმართულია იმ დარღვევებისა და სამუშაო პირობების წინააღმდეგ, რომელიც საწარმოში დასაქმებულებს აქვთ. აქციაზე დაახლოებით 200-მდე ადამიანია გამოსული. მისი თქმით, საწარმოში დარღვევების მთელი სპექტრია წარმოდგენილი, რომელიც ეხება როგორც შრომით კოდექსს, ასევე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს. მხეიძე აღნიშნავს, რომ მუშები დღეში 12 საათს მუშაობენ, ხოლო საწარმოს მენეჯმენტი მათ ზეგანაკვეთურ შრომას არ უნაზღაურებს. „ეს ადამიანები მუშაობენ ზეგანაკვეთურად, 12 საათს დღეში. ზეგანაკვეთური სამუშაო მათთვის არ ანაზღაურდება. მეორე საკითხი არის ის, რომ არის ძალიან დაბალი ხელფასები და დიდი ხანია ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასების მომატებას და კომპანიის მენეჯმენტს არავითარი რეაგირება არ აქვს ამ მოთხოვნაზე”, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი. მხეიძის თქმით, საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. „სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. საპირფარეშოები იყო ჩაკეტილი. მუშები ამბობენ , რომ ახლახანს გაიხსნა საპირფარეშო, ცოტა საპირფარეშო იყო და ისიც შეზღუდული დროით იყო ხელმისაწვდომი, თუნდაც ხელსაბანი. ამას გარდა სასადილოში, სადაც იკვებებიან ეს ადამიანები, ანტისანიტარიაა. დასაქმებულები აცხადებენ, რომ იმ სიტუაციაში კვება შეუძლებელია“, – თქვა მხეიძემ „პუბლიკასთან“. პროფკავშირების წარმოადგენლის თქმით, მუშები 12 საათის განმავლობაში სუნთქავენ მძიმე გამონაბოლქვს და საწარმოში არ არის ზომები მიღებული უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად. „არ არის არავითარი უსაფრთხოების ზომები მიღებული, რომ ან ინდივიდუალური ან კოლექტიური დაცვის საშუალებები იყოს, რათა ამ გამონაბოლქვმა არ მოწამლოს დასაქმებული“, – აღნიშნა მხეიძემ. პროფკავშირების წარმომადგენელის თქმით, დასაქმებულებს არ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებებიც. საწარმოში დასაქმებულმა ვაჟა გიორგაძემ „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, თანამშრომლების დაზღევავა, ტრანსპორტირების პრობლემისა და ჰიგიენური მდგომარეობის მოგვარებაა. „პირველ რიგში ვითხოვთ ხელფასების მომატებას და მეორე არის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის სამსახურამდე, დაზღვევასა და კონტრაქტს. ამასთან ერთად, ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი შიგნით. ელემენტარული სასადილო არ არის. 10 თვის განმავლობაში საპირფარეშოც არ იყო და ახლა გაიხსნა“, – თქვა ვაჟა გიორგაძემ.

ნეტგაზეთი.ჯი- https://netgazeti.ge/news/421743/

---

 

23.01.2020

მედიასაშუალება:  http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/ambulance?fbclid=IwAR1UJFd6qBjR-1g1FpoAukiZfzIME9ZA4Vba37abdScSQsNyZ66MmALRjms#.XilnVr3xXnU.facebook

როდის გაიხსნება ორი წლის წინ აშენებული შენობა

ლანჩხუთში ახალი სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყდა. როგორც მაშინ ითქვა, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისთვის 161 545 ლარი გაიხარჯებოდა, პროექტის გახორციელება აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლოსთვის დასრულებულიყო.  ტერიტორია, რომელიც შენობის ასაშენებლად შეირჩა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის ყოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და მშენებლობის დაწყების პრეზენტაციისას იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა და რომ მალე საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში დაიდებდა ბინას. მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი აშენდა, აქედან ორი გურიაში _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი შენობა მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2018 წლის ბოლოს გახსნა. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს კვლავაც ძველ, ავარიულ შენობაში უწევს ყოფნა. საგულისხმოა, რომ  "გურია ნიუსი" ლანჩხუთში სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის  ახალი შენობის ბედით, იქ შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო,   ერთი წლის წინაც დაინტერესდა. მაშინ შენობის გარე ფასადის უბრალო თვალის შევლებითაც კარგად ჩანდა, რომ იქ სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელი იყო _ ჩამოშლილი იყო ბათქაში, კედლები კი დაბზარული. როგორც მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ  გაგვიმარტა მშენებლობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, ხოლო ის დაზიანებები, რაც სასწრაფო დახმარების ახალ აშენებულ შენობაზე იყო, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შეფერხებით იყო  გამოწვეული. "შენობის გარკვეული დაზიანებები მისმა უმოქმედობამ გამოიწვია _ აქ მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიღა იყო დარჩენილი. სწორედ ამ სამუშაოების შეფერხებამ გამოიწვია შენობის დაზიანება, ნესტის გამო, გარკვეული ხარვეზებია შენობის შიგნით და გარე ფასადზეც ბათქაში ჩამოვარდა", _ ამბობდა ჩხაიძე. რაც შეეხება  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს,  იგი მაშინ "გურია ნიუსთან" გაკეთებულ  კომენტარში ამბობდა, რომ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დაიწყებოდა და  ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ახალ მოსახლეობას  2019 წლის შემოდგომისთვის იზეიმებდა. მართალია, მაშინ ჩვენი დაინტერესების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის ახალ შენობაზე არსებული ხარვეზები მოკლე დროში აღმოიფხვრა, თუმცა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მალე დაწყებისა და სასწრაფო  დახმარების ცენტრის პერსონალის ახალ შენობაში გადასვლის პირობა დროში გაწელილი დარჩა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იქ ახლა მიმდინარეობს. ამჯერად საკითხის გასარკვევად "გურია ნიუსი" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.  ცენტრის პრესსამსახურში არაფერს ამბობენ მიზეზებზე, რის გამოც ორი წლის წინ აშენებული  შენობა ისევ უმოქმედოდაა, თუმცა, განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოში მიმდინარე  კეთილმოწყობის სამუშაოების დამთავრება იანვრის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული, თუ, რა თქმა უნდა, ამინდმა შეუწყო ხელი, რის შემდეგაც მოხდება პერსონალის ახალ შენობაში განთავსება.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

24.01.2020

მედიასაშუალება:     ჯორჯია თუდეი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კორონავირუსის შესახებ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა, სადაც ახალი კორონავირუსის შესახებ მეტი ინფორმაცია და მეტი რეკომენდაციები გახდა ცნობილი, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა. ,,მიმდინარეობს სიტუაციის მონიტორინგი. მის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, რადგან ახალი ტიპის ვირუსია. აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთის მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა, მიმდინარეობს ინფორმაციის მოგროვება. კორონავირუსი ცხოველებიდან მოდის. ჩინელმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ის ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. თუმცა ეს ძალიან ცოტა ინფორმაციაა“,- განაცხადა სილვიუ დომენტემ. მისივე თქმით, რეკომენდაციები ძალიან ზოგადია და ზოგად ჰიგიენას ეხება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652692&name=24.01.2020+-+%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

პაატა იმნაძე: "ვინც იყო უხანში და აქვს გრიპის ნიშნები, მიმართოს ექიმს"!

`ახალი თაობის~ კითხვებს პაატა იმნაძე პასუხობს. _ ბატონო პაატა, ახალი ვირუსი ვრცელდება ჩინეთიდან და ის კორონავირუსის სახელით არის ცნობილი. საკმაოდ აღელვებულია ჩვენი საზოგადოება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციებს გასცემს. რა ინფორმაციას მიაწვდით ჩვენს საზოგადოებას? _ ჯერჯერობით არავითარ შეზღუდვებზე ლაპარაკი არ არის ჩინეთთან არც მოგზაურობაზე, არც ვაჭრობაზე, ერთადერთი თვითონ ჩინეთის ხელისუფლება იღებს კარანტინის ძალიან სწრაფ და ეფექტურ ზომებს. პრაქტიკულად იმ დიდი ქალაქიდან, უხანიდან შეწყდა სხვა ქვეყნებში და ასევე ჩინეთის სხვა ქალაქებში მოქალაქეების გამგზავრება. ასევე ჩინეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქალაქიდან არ მოხდეს ინფექციის გავრცელება სხვა ქალაქებში. დღეს რაც არის აღწერილი შემთხვევები, როგორც ჩინეთის სხვა ქალაქებში, ასევე რამდენიმე ქვეყანაში, სადაც პირდაპირი რეისები იყო უხანიდან, ყველა შემთხვევა უშუალოდ დაკავშირებულია სწორედ ამ ქალაქთან და იქ დაინფიცირებასთან. _ ჯერ არ იციან ექიმებმა, ამ ვირუსს როგორ უმკურნალონ. ამის შესახებ რას იტყვით? _ უმრავლესობა ვირუსებისა მსგავსი სიმპტომებით ვითარდება, არის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი ა ტიპის ვირუსებისა და არსებობს ანტივირუსული საშუალება, არის კიდევ 23 ვირუსი გამონაკლისი, დანარჩენი ყველა ვირუსი ერთნაირად იკურნება და არაფერი უკურნებელი ამ ვირუსს არ სჭირს. ჯერჯერობით რაც არის მონაცემები, მაღალი ლეტალობით, საბედნიეროდ, არ ხასიათდება ეს დაავადება. _ 20 ერთეულით გაიზარდა ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, ბატონო პაატა. _ გაიზარდა, მაგრამ რამდენიდან?! დანარჩენი ხომ გამოჯანმრთელდა?! _ ანუ არ გვაქვს შეშფოთების საფუძველი? _ ამ ეტაპზე მე შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. ისე კი, რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. _ რა რეკომენდაციებს გასცემდით საზოგადოებისთვის? _ თუ ვინმე იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში უხანში და აქვს გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, უნდა მიმართოს ექიმს და უნდა უთხრას, რომ იყო უხანში. _ ჩინეთის სხვა ქალაქებზე შეზღუდვა არ არის? _ ჩინეთის სხვა ქალაქებზე არანაირი შეზღუდვა არ არის. _ ჩვენთან გავრცელებულ ვირუსებზე რას იტყვით? დეკემბერში სერიოზული მატება იყო. წავიდა კლებისკენ? _ მოდით, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით სტაბილურია, კლებას ვერ დავარქმევთ. ოდნავ მოიკლო, მაგრამ ეს არ ითვლება მნიშვნელოვან კლებად. ჯერჯერობით სტაბილურია მაჩვენებლები. რა თქმა უნდა, ეს გაცილებით დაბალია, ვიდრე დეკემბრის ბოლო კვირაში იყო. დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას. უკვე ნელნელა უნდა წავიდეს კლებისკენ. _ ახლა ყველაზე მეტად რა ვირუსი დომინირებს? _ ისევ ბ ტიპის ვირუსი დომინირებს ქვეყანაში. იშვიათად ძალიან, მაგრამ გვხვდება ა ტიპის ვირუსებიც და სხვა სახის გაციების ვირუსები, თუმცა ეს საკმაოდ ცოტაა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652471&name=24.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება:     ახალი თაობა

"22 წლის ქალი კორონავირუსით არ გარდაცვლილა. ის გრიპის ბ ტიპის ვირუსით გარდაიცვალა"

ლაბორატორიუ ლად დადასტურდა, რომ ქუთაისში 22 წლის ახალ გაზრდა ქალი გრიპის ბ ტიპის ვირუსით გარდა იცვალა. ამის შესახებ გუ შინ, 23 იანვარს, `ინტერ პრესნიუსს~ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ინ ფორმაცია, რომ ახალგაზ რდა ქალი კორონავირუ სით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმარ თლეს. _ რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორ მაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაც ვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმა ცია, რომელიც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვა ლა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულადაა დად გენილი. აღებული იყო ნიმუშში სინჯი და სწო რედ 2 საათის წინ დას რულდა კვლევა ლუგა რის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნუ ლი გარდაცვალების შემთხვევა არის დაკავ შირებულია გრიპთან. ლაბორატორი ულად გრიპის ბ ტიპი დადგინდა. ეს ამ სე ზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვა ლების მე3 შემთხვევაა. თქვენი საშუალე ბით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქო ნია, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გრიპის ვირუსისთვის დამახასიათე ბელი სიმპტომებით მოთავსებული 22 წლის ქალი გუშინ, 23 იანვარს, გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც გარდაცვლილის ნათესავე ბი აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფე რალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმა რება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში `უნიქალ მედში~ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს. _ თავიდანვე ვირუსზე იყი საუბარი ექიმებმა თვითონ მკითხეს, თქვენთან ვინმე უცხოეთიდან ხომ არ იყო ჩამოსულიო, ჩი ნურ მაღაზიაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ვირუსზე ჰქონდათ ეჭვი და ამიტომ იყო ამაზე ლაპარაკი, _ განაცხადა გარდაცვლი ლის დედამ თამილა ჯაჭვლიანმა. ოჯახის წევრების თქმით, გოგონა ქუ თაისიდან თბილისში კატასტროფის მანქა ნით გადაყვანის დროს გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენ ტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ `ლა ივპრესს~ უთხრა, რომ პაციენტი, რომელიც მეძუძური დედაა, ქუთაისში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები მომ ხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბა მის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652478&name=24.01.2020+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი       

“გადასხმები გაუკეთეს და საავადმყოფოში არ დააწვინეს. უკან სახლში გამოგვატანეს”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, რაშიც მისი ოჯახის წევრები ექიმებს ადამაშაულებენ და ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სამჯერ გამოიძახეს, რადგან ერთი კვირის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა და მესამეჯერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარებამ მათი დაჟინებული მოთხოვნით გადაიყვანა იგი საავადმყოფოში. გაგუას ახლობლები საავადმყოფოს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ, რადგან მათი განცხადებით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გაუარესდა და მისი თბილისში გადაყვანა საჭირო გახდა. თუმცა, 22 წლის სალომე გაგუა გვიან ღამით, გზაში კატასტროფის ავტომობილში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. „ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ჯერ თქვეს, რომ ფილტვების ანთება აქვს და ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშველისო. ერთი სასწრაფო მოვიდა, საავადმყოფოში არ წაიყვანეს, მეორე მოვიდა არც იმან არ გადაიყვანა. შემდეგ სიტუაცია, რომ კიდევ უფრო გართულდა, მესამე გამოვიძახეთ, იმან წაიყვანა, მაგრამ გადასხმები გაუკეთეს და საავადმყოფოში არ დააწვინეს. უკან სახლში გამოგვატანეს. არაფერი ისეთი არაა. მერე კი, როდესაც წაიყვანეს, უკვე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და პირდაპირ რეამინაციაში გადაიყვანეს“, - აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კი აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში 19 იანვარს, გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით მიიყვანეს. მას ყველა შესაბამისი სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა და შემდეგ, ოჯახთან მოლაპარაკების შედეგად, გადაყვანილ იქნა ქუთაისში. ახალგაზრდა ქალი კი გორის სიახლოვეს მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ქუთაისიდან თბილისში გადაჰყავდათ სამკურნალოდ. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ოჯახი გააფრთხილეს, რომ მდგომარეობა შეიძლებოდა დამძიმებულიყო. მათი თქმით, ანალიზები თბილისშია გადაგზავნილი. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა, რომ პაციენტი თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოიყვანეს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა მოგვიანებით, ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „დადასტურებულად არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გრიპის ვირუსი. როგორც ვიცი, ლაბორატორიული ნიმუშები გაგზავნილია და დღეს დღის ბოლოს ველოდებით პასუხს“, - თქვა ნანა ოდიშარიამ.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652460&name=24.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

მოქალაქეებმა, რომლებმაც ბოლო 2 კვირაში ჩინეთში იმოგზაურეს და ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართონ

დაავადებათა კონტროლისა და სამოქალაქო ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ინფექციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებები ყოველმხრივ მზად არიან ახალი კორონავირუსის შემთხვევის აღმოჩენისას შესაბამისი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს. იგეგმება ასევე სამედიცინო პერსონალისა და ცხელი ხაზის ოპერატორების გადამზადებაც იმ კუთხით, რომ დაავადების სიმპტომებთან ერთად მედ.პერსონალმა მოგზაურობის ისტორია დეტალურად გამოიკითხონ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის შესახებ დღეს საბოლოო ტექსტზე შეჯერდებიან და სამ ენაზე (ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე) დაიბეჭდება ბუკლეტები და ფლაერები, რომლებიც ქვეყანაში შემომსვლელებსა და გამსვლელებს სიმპტომატიკის შესახებ ინფორმაციას გააცნობს. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652401&name=24.01.2020+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

გაფრთხილება: ვინც ბოლო 2 კვირის მანძილზე ჩინეთში იმოგზაურეთ, საავადმყოფოს მიაკითხეთ!

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და მას ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. „წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე ხანგრძლივვადიანი გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652298&name=24.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

24.01.2020

მედიასაშუალება: რეზონანსი

სასიკვდილო ვირუსი საქართველოს უახლოვდება - როგორ გადავირჩინოთ თავი

ჩინეთში გავრცელებული კონორავისური უკვე გლობალურ სახე იძენს. ახალი სასიკვდილო განაჩენი ევროპისკენ მოიწევს და საქართველოში უკვე საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ. სპეციალისტები საგანგებო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ჯანდაცვის სამინისტროში დახურული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს შესაძლო საფრთხეების შესახებ, ასევე, შეჯერდნენ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 22 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. შესაბამისად, აეროპორტებში შესაძლოა დაწესდეს სპეციალური კონტროლი იმისათვის, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული, თუმცა, ამ ეტაპზე არსებული საკითხის შესახებ საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რეკომენდაციებს ელოდება და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, აუცილებელია თუ არა მსგავსი ზომების მიღება. კორონავირუსის ახალი ტიპის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში სპეციალისტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე კი აღნიშნავს, რომ ჩინეთში, ვუჰანში აღმოჩენილი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამ ეტაპზე საქართველო უსაფრთხო ზონაში იმყოფება, თუმცა, გავრცელების რისკები მაინც არსებობს. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამ დაავადებით დაინფიცირების შემთხვევები უკვე დადასტურდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში. ამასთან ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირს, რომელიც ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ავად გახდა და ვაშინგტონში საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგივე კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელიც ვუჰანშია დაფიქსირებული. სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოებში გაიგზავნა დირექტივები ინფექციის პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე, მთელ მსოფლიოში გაძლიერდა ჩინეთიდან ჩასული ტურისტების შემოწმება. ჩინეთში ვირუსისგან რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ტიპი სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გავრცელდეს. ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ეტაპზე დროებით მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს. შესაბამისად, ქალაქში, სადაც 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით. რა არის კონორავირუსი? კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. როგორია ახალი ვისურისის სიმპტომები? ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი. რას იწვევს კონორავირუსი? ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6652295&name=24.01.2020+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

​